You are on page 1of 5

ქეისი #8

Google-ის მართებული რეკლამები მართებულ დროს

„რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ის რომ რეკლამა უნდა ყოფილიყო სასარგებლო და ძებნის შესაბამისი.
ჩვენ არ გვინდა ხალხმა იყიდოს რეკლამა, რომელიც მისთვის არ არის რელევანტური“ -ამბობს
რიჩარდ ჰოლდენი, პროდუქტების განვითარების დირექტორი. ამის მისაღწერვად გუგლმა შექმნა
„Quality Score“ მოდელი რეკლამის ეფექტურობის პროგნოზირებისთვის. მოდელი იყენებს ბევრ
ფაქტორს, როგორებიცაა: click-through rates, რეკლამის ისტორია და ძირითადი (keyword) ქცევა
რეკლამის ქულის დასადგენად. „ძირითადად,რასაც ვაკეთებთ, არის ის რომ, ვცდილობთ წინასწარ
განვსაზღვროთ როგორი რეაქცია ექნება მომხმარებელს სანამ ვაჩვენებთ რეკლამას. ჩვენი ინტერესია
ვაჩვენოთ ნაკლები რეკლამა, ოღონც მართებული რეკლამა მართებულ დროს“- აგრძელებს
ჰოლდენი. Google -ის რეკლამის მოდელმა რევოლუცია მოახდინა სარეკლამო ინდუსტრიაში და
დღესაც აგრძელებს გაუმჯობესებას!

კომპანია

Google დაარსდა 1996 წელს, როგორც კვლევითი პროექტი სტენფორდის უნივერსტეტის


კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტების ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის მიერ. მათ დაიწყეს
მარტივი იდეით, რომ საძიებო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო საიტების
ურთიერთკავშირზე უკეთეს რანჟირებას მოგვცემდა, ვიდრე საძიებო სისტემა, რომელიც
დაფუძნებული იყო მხოლოდ იმაზე თუ რამდენჯერ ამოვარდებოდა საძიებო სიტყვა საიტზე. მათი
მოდელის წარმატებამ მოიტანა სწრაფი ზრდა და დამფუძნებლებმა კომპანია გადაიტანეს საერთო
საცხოვრებლის სახლიდან მეგობრის გარაჟში, რომელსაც იყენებდნენ ოფისად. 2000 წელს Google-მა
დაიწყოს რეკლამის გაყიდვა შემოსავლის მიღების მიზნით. მისი რეკლამის მოდელი საშუალებას
აძლევდა რეკლამის დამკვეთებს ფული დაედოთ საძიებო სიტყვებზე და გადაეხადათ საძიებო
სისტემის მომხმარებლის თითოეული „click“ -ისთვის. რეკლამები უნდა ყოფილიყო მარტივი
ტექსტები და მოკლე, რათა საძიებო გვერდები არ დატვირთულიყო.

ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის პირველ სისტემას ერქვა Back-Rub, ვინაიდან მათი ტექნიკა
დამოკიდებული იყო საიტებს შორის ურთიერთკავშირზე, ანუ backlinks. თუმცა სახელი სწრაფად
შეიცვალა. სახელი “Google” არის ნაწარმოები სიტყვა ტერმინ „googol“-ისგან, რომელიც შეცდომით
დაწერეს “Google”. „googol“ არის მათემატიკური ტერმინი და ნიშნავს, რომ 1-ს მოყვება 100 ნული.
ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი იყენებდნებ სახელს საწყის დომენზე www.google.stanford.edu,
შემდეგ კი, გახდა www.google.com. Webster -ის ლექსიკონმა დაამატა ზმნა google განმარტებით
„Google საძიებო სისტემის გამოყენებით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება“. სახელი გახდა ისეთი
ცნობადი, რომ Advertising Age-მა გამოაცხადა, რომ Google არის ყველაზე ძლიერი ბრენდი
მსოფლიოში.

დღეს Google იღებს რამდენიმე ასეულ მილიონ მოთხოვნას დღეში და მიყვება თავის მისიას:
მოახდინოს მსოფლიოს ინფორმაციის ორგანიზება და გახადოს ის უნივერსალურად
ხელმისაწვდომი და სასარგებლო. კომპანიას აქვს წლიური 21 მილიარდი დოლარის შემოსავალი და
ჰყავს 20 000 თანამშრომელზე მეტი. Google-მა შეიმუშავა 10 წესი კორპორაციული ფილოსოფიის
წარმოსაჩენად:

1. ფუკუსირება გააკეთე მომხმარებელზე და ყველაფერი დანარჩენი თავისით მოვა;


2. უკეთესია გააკეთო ერთი რამ ძალიან კარგად;

1
ქეისი #8

3. სისწრაფე სჯობს ნელ სვლას;


4. დემოკრატია ინტერნეტში მუშაობისას;
5. შენ არ გჭირდება იყო შენს სამუშაო ადგილზე პასუხის მისაღებად;
6. შენ შეგიძლია გამოიმუშაო ფული დანაშაულის გარეშე;
7. სადღაც ყოველთვის მეტი ინფორმაციაა;
8. ინფორმაციის საჭიროება კვეთს ყველა საზღვარს;
9. შენ შეგიძლია იყო სერიოზული კოსტუმის გარეშე;
10. დიდებული არ არის საკმარისად კარგი.

ამ წესების გამოყენებით Google ისწრაფვის მუდმივი გაუმჯობესებისკენ. „იდეალური საძიებო


სისტემა ზუსტად გაიგებს რა გინდა და მოგცემს ზუსტად იმას“ ხსნის ლარი პეიჯი.

ონლაინ რეკლამა

Google შემოსავალს იღებს ონლიან რეკლამიდან. კომპანია ყოველთვის გამოყოფს რეკლამას ძიების
შედეგიდან ან გვედრის კონტენტიდან და არასდროს ყიდის საძიებო შედეგში განთავსებას. ასეთი
მიდგომა უზრუნველყოფს, რომ Google-ის ვიზიტორებმა იციან, რომ იმისათვის, რომ გარკვეული
მესიჯი ამოვარდნილიყო, ვიღაცას გადახდილი აქვს ფული. ონლაინ რეკლამის უპირატესობა არის
ის, რომ ის არის გაზომვადი და შესაძლებელს ხდის მისი ეფექტურობის შეფასებას მაშინვე. როგორც
კომპანიის პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი ხსნის: „ძალიან დიდია გაზომვადობისა და
ტრეკინგის ხარისხი“. დამატებით, „ონლაინ რეკლამისას შეგიძლიათ შეამოწმოთ ყოველი
დახარჯული დოლარი და ნახოთ რომელმა კონკრეტულმა მომხმარებლებმა ნახეს რეკლამა და რა
გააკეთეს რეკლამის ნახვის შემდეგ“.

ონლაინ სარეკლამო ბაზარი გაიზარდა თავისი საწყისი ტექსტური რეკლამებიდან უფრო დიდ
შესაძლებლობების ნაკრებამდე. არის 5 ძირითადი კატეგორია :

1. Search 47%
2. Display 35%
3. Classified 10%
4. Referral 7%
5. E-mail 1%

Google არის ონლაინ საძიებო სისტემის ლიდერი, შემოსავლის 60% რეკლამაზე მოდის. უფრო
სწრაფად მზარდი არის display advertising, სადაც Yahoo! და Microsoft არიან დამკვიდრებული
მიმწოდებლები. Google-ს სჯერა, რომ თავისი display advertising რომ გაზარდოს უნდა გაყიდოს
რეკლამები სასარგებლო ინფორმაციით, ვიდრე კონცენტრირდეს მათ ვიზუალზე. Google-ის ერთ-
ერთი დამფუძნებლის ბრინის მიხედვით „ეს არის იმის მსგავსი, რომ ძიებაში ჩართული ხალხი
დააკავშირო ინფორმაციასთან და თან ეს შეიძლება იყოს რეკლამა“.

ტექნოლოგიებისა და ბიზნესის პრაქტიკის წინსვლამ კონტრიბუცია შეიტანა Google-ის წარმატებაში.


პირველი, Google გააკეთა Page Rank TM ალგორითმის პატენტი, რომელიც აფასებს ინტერნეტის
სტრუქტურას და აფასებს რომელი გვერდებია მნიშვნელოვანი. შემდეგ პროცესი იყენებს ტექსტის
დამთხვევის ანალიზს, რომ აღმოაჩინოს რომელი გვერდებია რელევანტური კონკრეტული
ძიებისთვის. მნიშვნელოვნებისა და რელევანტურობის კომბინაცია უზრუნველყოფს ძიების შედეგს

2
ქეისი #8

წამის გარკვეულ ნაწილში. მეორე, Google- მა შეიმუშავა ორი ბიზნეს პრაქტიკის საშუალება :
AdWords და AdSense რომ დაეხმაროს (1) რეკლამის მიმწოდებლებს შექმნან რეკლამა და (2) რომ
კონტენტის მიმწოდებლებმა შექმნან სარეკლამო შემოსავალი. ორივე ელემენტი გახდა Google
სარეკლამო მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

AdWords

Google -მა შექმნა AdWords იმისათვის, რომ რეკლემის განმთავსებლებს დახმარებოდა საძიებო
სისტემაში რეკლამის განათავსებაში. რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ გამოიყენონ AdWords
ტექსტის შექმნისას, აირჩიონ keywords და მართონ თავიანთი ანგარიში. ეს პროცესი საშუალებას
აძლევს რეკლამის განმთავსებლებს მიწვდნენ სამიზნე აუდიტორიას. ფრედრიკ ვალისი, AdWords-
ების ევანგელისტი, ხსნის: „AdWords -ის შესახებ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ამბავი არის ის, რომ ის
მართლა გეხმარება იპოვო მართებული კლიენტი და აჩვენო მართებული მესიჯი. AdWords-ებით
შეგიძლიათ პირდაპირ მიმართო შენს ბაზარს, როცა ისინი ძიებას ახდენენ Google-ში. მაგ. შენ
ზუსტად იცი რას ეძებენ მომხმარებლები და აქ არის შენი, როგორც მარკეტერის შესაძლებლობა
მისცე ზუსტი პასუხი იმაზე, რაც მათ ამ წუთას „გითხრეს“. Google-მა აღმოაჩინა, რომ ტექსტურ
რეკლამებს, რომლებიც რელევანტურია პიროვნებისთვის, რომელიც მათ კითხულობს, აქვთ უფრო
მაღალი გამოხმაურება (click-through), ვიდრე რეკლამებს, რომლებიც არ არის კონკრეტულ
მომხმარებელზე/მომხმარებლებზე მორგებული.

AdWords არის ადვილი გამოსაყენებლად. დიდ ან მცირე კომპანიებს მარტივად შეუძლიათ გახსნან
ანგარიში საკრედიტო ბარათით და შეუძლიათ გაუშვან რეკლამა რამდენიმე წუთში. „როცა AdWords
გაეშვა, პირველად გახდა შესაძლებელი პატარა კომპანიებისთვის გაეშვათ რეკლამა საძიებო
სისტემაში და კონკურენცია გაეწიატთ Fortune 1000 კომპანიებისთვის“ ამბობს ვალისი. Google-ს
ჰყავს გამოცდილი გაყიდვებისა და მომსახურების გუნდი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს
რეკლამის გამშვებს შეარჩიოს შესაბამისი keyword, დაწეროს ტექსტი და მონიტორინგი გაუწიოს
კამპანიის მიმდინარეობას. გუნდი მოწოდებულია დაეხმაროს რეკლამის გამშვებებს გააუმჯობესონ
click-through rate, ვინაიდან მაღალი click-through rate ნიშნავს, რომ რეკლამა რელევანტურია
მომხმარებლისთვის. კამპანიის მიმდინარეობის გასაუმჯობესებელი მეთოდებია keyword-ებისა და
ტექსტის შეცვლა. keyword რაოდენობაში არ არსებობს ზღვარი და რეკლამის გამშვებს შეუძლია
თითო keyword შეუსაბამოს სხვადასხვა ტექსტს და შესაბამისად გაზარდოს მომხმარებლის
სპეციფიკურობიდან გამომდინარე რეკლამის გამოჩენა მომხმარებლისთვის.

Google AdWords-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ რეკლამის გამშვებს შეუძლია
აკონტროლოს ხარჯი. რეკლამა ჩანს როგორც „Sponsored link“ საძიებო შედეგის გასწვრივ და
ყოველთვის ეესაბამება ძიების მოთხოვნებს keyword და Quality Score-ის გამოყენებით, თუმცა
რეკლამის გამშვებს ფული არ ეჭრება, სანამ ვინმე არ დაკლიკავს ლინკზე. ტრადიციულ სარეკლამო
მოდელში რეკლამის გამშვებები, ფულს იხდიდნენ CPM (cost-per-thousand)-ის მიხედვით.
ჰოლდენის მიხედვით „Googl -მა შემოიღო CPC (cost –per-click) მოდელი და ამ მოდელით რეკლმის
გამშვები ფულს იხდის რეალურად დაკლიკვაში და ვებსაიტზე გადასვლაში. ასე რომ, შეიძლება
ისინი იღებენ ეფექტს როცა მათ რეკლამას ხედავს შესაბამისი მომხმარებელი, მაგრამ ჩვენ ფულს
ვართმევთ როცა მომხარებელი გადადის მათ ვებ-საიტზე“. Google ასევე სთავაზობს მომხმარებელს
რეალურ რეჟიმში ანალიტიკას კამპანიაში საჭირო კომპონენტის შეაფასებისა და შეცვლისათვის.

3
ქეისი #8

AdSense

AdSense პროგრამა გაკეთდა ვებსიატის მფლობელებისთვის რეკლამის არა საძიებო სისტემასი,


არამედ ვებ-საიტის კონტენტის ფორმირების შემდეგ განთავსებისათვის. ამჟამად, ათასობით ვებ-
საიტების მენეჯერი იყენებს AdSense მათ საიტზე რეკლამის განთავსებისა და შემოსავლის
მისაღებად. Google იყენებს იგივე ფილოსოფიას, რომ დააკავშიროს რეკლამა ვებსიატებს ისევე
როგორც ის აკავშირებს რეკლამას საძიებო მოთხოვნებთან. რეკლამების გაშვებით, რომელიც
სამიზნე აუდიტორიისათვის კონტენტს არჩევს საიტების გვერდებზე, Google-ს მიაჩნია, რომ
რეკლამა საიტის ვიზიტორების გამოცდილებას ამდიდრებს. ამ შემთხვევაში, რეკლამის გამშვებები,
საიტის მფლობელები და ინფორმაციის მაძიებლები მოგებაში არიან.

AdSense-არის Google-ის ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც იყენებს display advertising-ის


გასაზრდელად. Yahoo! და Microsft Bing არიან ლიდერები display advertising-ის მიმართულებით,
რადგან მათ შეუძლიათ დადონ რეკლამები მათ საკუთარ საიტებზე როგორიცაა: Yahoo! Finance და
MSN Money. დამატებითი არხის გამოყენებისთვის Google-მა შეიძინა YouTube. Google ასევე შეიძინა
DoubleClick, საიტი სადაც ხდება რეკლამის გაცვლა, სადაც საიტები დებენ სივრცეს აუქციონისთვის
და სარეკლამო სააგენტოები ვაჭრობენ ამ სივრცის შესაძენად თავისი კლიენტებისთვის. Google
ცდილობს Display Ad გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და შექმნა Display Ad Builder .
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ Google ისეთი დომინანტურია საძიებო რეკლამაში, რომ მისი
ზრდა დამოკიდევული იქნება Display Ad-ის მხრივ მის ზრდაზე.

Google-ის მომავლის სტრატეგია

როგორ გააგრძელებს Google წარმატებისკენ სვლას? ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ის
დაიწყებს US TV რეკლამების მოპოვებას. ვინაიდან ეს არის სხვა ტიპის რეკლამა, რომელიც
მოითხოვს კრეატიულობასა და დიდი სააგენტოების კავშირებს, Google-მა თავისი რესურსების
დიდი ნაწილი გადაანაწილა ამ მიმართულებაში. მაგალითად, ახლახან Googl დაეხმარა Volvo-ს
YouTube-სა და Twitter-ის კამპანიების შემუშავებაში. Google-მა შესაძლოა ასევე განავითაროს ახალი
ვებსაიტები და ბლოგებ და დაამყაროს კავშირები არსებულ საიტებთან.

კიდევ ერთი შესაძლებლობა მისთვის იქნება მობილური სატელეფონო რეკლამების განვითარება.


ახლა ხმარებაშია 5,4 მილიარდი მობილური ტელეფონი და 1.9 მილიარდს აქვს ინტერნეტ
მხარდაჭერა. როგორც Google-ის საძიებო სისტემა უზრუნველყოფს რელევანტური ინფორმაციის
დაკავშირებას მომხმარებელთან, ასევე ტელეფონები სთვაზობენ რეალურ რეჟიმში
ადგილმდებერეობის შესაბამის ინფორმაციას. ერთ-ერთი გამოწვევა მობილურ რეკლამაში იქნება ის,
რომ ქსელები არ არის სწრაფი და რეკლამის ფორმატი არ არის სტანდარტიზებული.

საბოლოოდ, რადგან Google მიყვება თავის მისიას, ის გააგრძლებს გაფართოვდეს მთელ


მსოფლიოში. საძიებო შედეგები ხელმისწვდომია 40-ზე მეტ ენაზე და მოხალისეები ეხმარებიან სხვა
ენებზე შექმნასაც. ცხადია, რომ Google მოწოდებულია „ორგანიზება გაუკეთოს მსოფლიოს
ინფორმაციას და გახადოს ის ხელმისაწვდომი და სასარგებლო“.

კითხვები:

4
ქეისი #8

1. აღწერეთ Google-ის რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი და ბიზნეს პრაქტიკა.


2. რა არის Google-ის ფილოსოფია რეკლამასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება ნაკლები
რეკლამა უკეთესო იყოს ვიდრე მეტი რეკლამა?
3. აღწერეთ დღევანდელი ონლაინ რეკლამების ტიპები. ამჟამად როგორი ტიპის რეკლამა არის
Google -სთვის დომინატური? რატომ?
4. როგორ შეიძლება Google იყოს წარმატებული Display Advertising-ში? სხვა რა სფეროებში
შეიძლება იყოს Google წარმოდგენილი მომავალში?

http://www.viddler.com/embed/bf7fc9fa/?f=1&autoplay=0&player=full&disablebranding=0

You might also like