You are on page 1of 17

Adobe Systems

თანამედროვე სამყარო საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თითქმის ყოველდღე ვგებულობთ


ახალ-ახალი აღმოჩენებისა თუ გამოგონებების შესახებ ინფორმაციას. ტექნოლოგიურმა
პროგრესმა ადამიანების ცხოვრება ძალიან გააუმჯობესა და გაამარტივა. დღეს ყველა ოჯახში
ნახავთ ათასგვარ ტექნიკას, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ კომპიუტერის,
ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დღევანდელობა წარმოუდგენელია. მართლაც,
თითქმის ყველა სახლში, ოფისში, სამსახურში თუ სხვა დაწესებულებაში აუცილებლად
შეხვდებით კომპიუტერს ან მასთან დაკავშირებულ ნივთს, რომლებშიც არსებულ
პროგრამებს განსხვავებული დანიშნულებით იყენებს ყველა ადამიანი.

თუკი ეხლა მე თქვენ გკითხავთ რომელ პროგრამას იყენებთ ყველაზე ხშირად, თქვენი პასუხი
აუცილებლად იქნება, რომელიმე ინტერნეტ ბრაუზერი, Facebook, Microsoft office ან
რომელიმე ვიდეო თამაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტას თუ გაახსენდება ერთი
დიდი ამერიკული კომპანიის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ყველანი ყოველდღე თუ არა
საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. საუბარი მაქ, ამერიკულ ბრენდზე Adobe systems-ზე, რომლის
„წამკითხველსაც“ ვიყენებთ მუდმივად პდფ-ფორმატის გამოყენების დროს. ამას გარდა,
ინტერნეტში ვიდეოს ყურებისას თქვენ აუცილებლად გჭირდებათ flash player-ი, ეს
უკანასკნელიც „ედობ სისტემსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტია. ამ ორი
ძალიან ცნობილი პროდუქტის გარდა, კომპანია მრავალ სხვა საინტერესო პროგრამას
გვთავაზობს, რომლებმაც დიდი გადატრიალება მოახდინეს თითქმის ყველა სფეროში, მათ
შორის საბეჭდ, სწავლა-განათლებისა თუ სატელევიზიო-სარეკლამო სფეროში. მოკლედ
როგორც უკვე მიხვდით ჩვენი პრეზენტაცია სწორედ ამ კომპანიას შეეხება.

1982 წელს ჩარლს გეშკემ და ჯონ უორნოკმა დაარსეს კომპანია სახელწოდებით „Adobe
systems.“ ამ ნიჭიერმა პროგრამისტებმა უარი თქვეს საკმაოდ მაღალანაზღაურებად
სამსახურზე XEROX PARC-ში, სადაც ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დააარსეს
საკუთარი კომპანია.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ XEROX PARC-საც. ეს გახლდათ იმ პერიოდის უდიდესი


კვლევით-სამეცნიერო კომპანია, რომელიც ემსახურებოდა საბეჭდი და კომპიუტერული
სისტემების და ასევე ახალი ტექნოლოგიების წარმოებას. აქვე ვთქვათ ისიც, რომ კომპანია
დღესაც არსებობს და კვლავინდებურად განაგრძობს მუშაობას, თუმცა ცოტა განსხვავებული
პროფილით. ჩვენმა პროგრამისტებმა კი XEROX PARC-ში მუშაობა დაიწყეს, გეშკემ, - 1972
წელში, ხოლო უორნოკმა 1976-ში. ამ კომპანიაში ძალიან ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა და
ახალ-ახალი იდეებით აღსავსე ადამიანი მუშაობდა, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ გეშკე და უორნოკი კიდევ უფრო გამორჩეული მოვლენა გახლდათ.

მაშ ასე, როდის და როგორ დაიწყო ჩაკისა და ჯონის გამოყოფა XEROX PARC-ისგან. 80-ანი
წლების დასაწყისში, ერთ-ერთ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც სპეციალურად
სხვადასხვა კომპანიებისთვის XEROX PARC-ი ღიად მართვადა, გეშკემ აღმოაჩინა, რომ ყველა
მნახველი აღფრთოვანებული გახლდათ ქსეროქსის საბეჭდი მანქანებით. ისინი გაოცებით
აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ტიპის პრინტერებს შეეძლოთ სრულიად შეეცვალა ბიზნესისა და
წარმოების ინდუსტრია. მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არ არსებობდა
სპეციალური სისტემა, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირებდა კომპიუტერსა და პრინტერს,
განურჩევლად მათი მოდელისა თუ სხვა მახასიათებლებისა. სწორედ ამიტომ გეშკემ,
გადწყვიტა შეექმნა სრულიად ახალი სისტემა ბეჭდურ სამყაროში, რომელიც დიდ
გადატრიალებას მოახდენდა. თუმცა მარტო ამის გაკეთება მართლაც წარმოუდგენელი
გახლდათ, მას სჭირდებოდა დამხმარე პროგრამისტი. შესაბამისად, მაშინ 42 წლის გეშკე
დაუკავშირდა 41 წლის უორნოკს (რომელსაც მანამდე არ შეხვედრილა). საბედნიეროდ მათი
შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა და მოახერხეს და მართლაც დაწერეს ახალი
გენიალური საბეჭდი ენა სახელწოდებით „ინტერპრესსი,“ რომელიც ერთმანეთს
უკავშირებდა ნებისმიერ კომპიუტერსა და პრინტერს. ეს იყო ინოვაციური და სუპერ
პროექტი, რომელსაც უდიდესი მოგების მოტანა შეეძლო. მიუხედავად ამისა, „ქსეროქსის“
უფროსობამ განუცხადა, რომ ამ პროექტის ამუშავებას კომპანია მხოლოდ შვიდი წლის
შემდეგ დაიწყებდა, თუმცა ეს ამბავი სრულ სიგიჟედ მიაჩნდათ ჩვენს პროგრამისტებს. ისინი
თვლიდნენ, რომ შვიდი წლის შემდეგ უკვე ბევრი სიახლე იქნებოდა მათ ინდუსტრიაში.
სწორედ ამიტომ, მათ დატოვეს „ქსეროქსი“ და დაარსეს თავიანთი ფირმა „Adobe systems.“ აქვე
გეტყვით ერთ საინტერესო დეტალს, კომპანიის დასახელებისთვის გეშკემ და უორნოკმა
გამოიყენეს ამ უკანასკნელის სახლის უკან ჩამომდინარე მდინარის სახელწოდება - Adobe
creek-ი.
არც ისე მარტივი გასაგებია ალბათ, რასაც ვამბობთ. უკეთ, რომ ავხსნათ, ზიროქსში
მუშაობისას გერშკე მუშაობდა ე.წ „ მომავლის ოფისში“ ამ განყოფილების ახალ
ლაბორატორიაში დაემატა მას ჯონიც. როდესაც ზიროქსის „product group” აპირებდა ამ
მომავლის გეგმების პროდუქტების ბაზრისთვის პრეზენტაციას, ბოლო მომენტში
აღმოაჩინეს, რომ ვერ ბეჭდავდნენ, დაურეკეს და თხოვეს დახმარება- ჭირდებოდათ ისეთი
ენა, რომელიც აიღებს ნებისმიერ გამოსახულებას ეკრანზე და დაწერს სპეციალურ აღწერას,
როგორ უნდა გამოიყურებოდეს ფურცელზე და ეს უნდა მუშაობდეს ყველა კომპიუტერისა
და პრინტერისთვის. ეს იყო ინტერპრესი. ზიროქსიც გაოცდა. იმდროის ახალგაზრდული
ლაბორატორიისთვის ეს დიდი საქმე იყო. ერთი სული ქონდათ როდის გაიტანდნენ ამ
ინოვაციას ბაზარზე და ამ დროს ზიროქსი ამბობს, რომ მათ 7 წელი სჭირდებათ ახალი
პროდუქტის გაშვებაზე. 7 წლის განმავლობაში არ უნდა თქმულიყო არსად, თორემ
იაპონელები და სხვები დაიტაცებდნენ თავისთვის იდეას. ამან უბიძგათ და ჯონის
უნივერსიტეტელი მრჩევლის დეივ ევანსის მეშვეობით წარდგნენ ბილ ჰემბერკთან „ჰემბერკტ
ენ ქვისტის“ დამფუძნებელთან ერთ-ერთი პირველი ვენჩერ ფირმა სან ფრანცისკოს ყურის
არეაში. მას აღმოჩნდა რომ ფინანსური საბეჭდი მანქანები ეზიზღებოდა და ძალიანაც
მოეწონა ამ ახალი პრინტერის იდეა, რომელიც ფინანსურ პრინტერს ხმარებიდან გააგდებდა.
ის დაპირდა 2.5 მილიონს და მოუყვანა ადამიანი რომელიც ბიზნეს გეგმის დაწერაში
დაეხმარებოდა .

80-იან წლებში გამომცემლობები წარმოადგენდნენ უზარმაზარ სისტემებს. გაზეთის,


უბრალო ფალერის ან ნებისმიერი სხვა რამის დასაბეჭდად საჭირო იყო არა მხოლოდ
ძვირადღირებული პრინტერი (XEROX-ის ლაზერული პრინტერი 500 000 $ ღირდა) არამედ
კომპიუტერი და სპეციალური პროგრამაც. პრინტერის მართვის სწავლას რამდენიმე კვირა
უნდოდა. მათ კი ჰქონდათ პროგრამა რომელიც ყველანაირ ტექსტს და სურათს
ავტომატურად უთარგმნიდა პრინტერს. რამდენიმე კონკურენტი იყო უმნიშვნელო, თუმცა ჰპ
ის ლაზერჯეტი სულ უფრო მოსახერხებელი საოფისე პროგრამა ხდებოდა.

გორდან ბელი დაინტერესდა. უთხრა რომ ყიდვა უნდოდა ამითი პროგრამის და


მიიღო უარი. ექვსი კვირის მერე მეგობარმა, რომელიც მაკინტოშის განვითარებაში
ეხმარებოდა ეფლს და წამოვიდა ზირაქსიდან სტივი მოიყვანა.

ის ძალიან გაოცებული იყო იცით მე კომპიუტერები არ მაქ, მაკინტოში გამოდის


შემდეგ წელს და კანონთან მაქ ხელშეკრულება ლაზერულ პრინტერებზე და რაღათ მინდა,
მოდით მომყიდეთ კომპანია და ჩემთან იმუშავეთო. adobe არ აპირებს. ნუ ჰო მესმის მაშინ
პროგრამა მომყიდეთო. იცი აი ეს ბიზნეს გეგმა გვაქ დაწერილიო ეუბნებიან ესენი. სტივი
ფიქრობს გაგიჟდნ3ნ, რომ გადაიფიქრებთ დამირეკეთო. წავიდნენ იმ კაცთან ბილმმა რომ
მოიყვანა. ის ეუბნება, რომ დაივიწყეთ ბიზნეს გეგმა რისთვისაა თუ ფული არ იშოვეთ
ხედავთ კლიენტებს რა უნდათ- მიეცით. ურეკავენ სტივს- იცი აზრი შევიცვალეთ.
მშვენიერია რამდენი გინდათ კომპანიაში. არაა სტივ ჩვენ კომპანიას არ ვყიდით.
შევთანხმდით კონტრაქტზე ეფლთან პირველი წლის განმავლობაში, რაშიც მიიღეს 1.5
მილიონი და მიყიდეs 19.9 % კომპანიის. გადაიხადა 5 ჯერ მეტი ვიდრე ორიგინალი
ინვესტორები იხდიან და მათ 5-ის ჯერადით მეტი დაუბრუნეs დადებით კეშ ფლოუთი და
მოგებით. ის რამაც შედეგში განავითარა adobe იყო სიახლე- Apple LaserWriter რომელიც 7000$
(პირველი პოსტსკრიპტ პრინტერი ბაზარზე) 1985 წლის იანვარში. კარგად იყიდებოდა
შემდეგ კი დაეცა. ისინი ძირითადად მიმართულები იყვნენ მაკინტოშის ოფისის გაყიდვაზე
მაგრამ თუნდაც ვერც ფასით ვერ უგებდნენ აი ბი ემს. და ბაზრის წილს კარგავდნენ სწრაფად
ამ პერსონალურ კომპიუტერთან. იყო საბედნიეროდ მარკეტინგში ერთ ტიპი რომელსაც არ
ჯეროდა ამ ოფისის წარმატების. იყო სიეტლში კომპანია ოლდესთი რომელიც pagemakerს
მაკინტოშის ფურცლის ლეიაუთს აკეთებდა. იცოდა პოსტსკრიპტზე ამ ლაზერულ
პრინტერში და ამ სამმა ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო სახელად Desktop
publihsing და შემდეგ გვიან შემოდგომას ზაფხულისკენ გაყიდვებმა პრინტერისაც და
მაკინტოშისაც ისევ აიწია. პირველი შემოსავლის წელი როცა გვქონდა შემოსავალი 4
მილიონი იყო შემდეგ 16 შემდეგ 39 დან 83 და 129. 1986 აგვისტოში 5.5 მილიონი
ღირებულებით გამოვიდნენ პუბლიკაში 1986 წლისთვის უკვე 300-ზე მეტი სალიცენზიო
ხელშეკრულება ჰქონდაT.

1987 შეიქმნა ილუსტატორი ანუ გრაფიკული ნახატების შემქმნელი პროგრამა ჯონის


მეუღლის სურვილით პოსტსკრიპტს დამატებოდა შესაძლებლობა ელექტრონულად
მხატვარს გაკეთებინა ყველაფერი ის რაც ფურცელზე ფანქრით შეიძლებოდა. 1989
არაჩვეულებრივად კარგად მივიწევდით წინ. და უცებ ყველაზე დიდი პარტნიორი ეფლი და
ყველაზე დიდი კონკურენტი მაიქროსოფტი გაერთიანდნენ ჩვენს გასაგდებად ბიზნესიდან.
ადობის ქონდა ისეთი წერის სტრუქტურა, რომ ფურცელზე იღებდა სუფთა ნაწერს ისევე
როგორც ეკრანზე. ეფლ ჰქონდა მაღალი გრაფიკის ფონტის ტექსტის ამკრეფი truetype.
microsoft ეფლს უთხრა პოსტქრიფტის კლონს მოგყიდიო და წავიღებ შენს თაიფინგ
სისტემასო და დავნერგავთ ვინდოუსში რაც ამ ბაზრის 100% მოგცემსო. ამან გამოგვაფხიზლა.
ეგრევე ბაზარზე შევიდნენ დაბალი ფასით (99$). ჩვენ მხოლოდ ინტელექტუალური ძალა
გვქონდა. იმდროს ასეთი პროდუქტი ანალოგი არ არსებობდა. მომავალში ეფლის და ადობის
ურთიერთობა სულ იცვლებოდა, თუმცა მაინც ყველაფერი უფრო დაიძაბა, როდესაც სტივმა
უარი თქვა ფლეშის გამოყენებაზე . მისი აზრით ის არ იყო ისეთ მაღალი დონის, ისეთი
სწრაფი, რომ აეთვისებინა ეფლის პროდუქცია. ფლეში იყო პერსონალური კომპიუტერების
და ჰტმლ5 იყო მობილურების და დაანებოს წარსული მოგონებებს თავიო.
Photoshop-History,Review,Specifics,Pros,Cons.
Adobe photoshop არის დახვეწილი გრაფიკული რედაქტორი, რომელიც გამოუშვა და
განავითარა Adobe Systems-მა Windows-სა და OS X ოპერაციული
სისტემებისთვის.Photoshop შეიქმნა 1987 წელს ძმებ თომას და ჯონ ნოლების
მიერ.პროგრამა დაიწერა Macintosh + -ზე და გამოიყენებოდა იმისთვის, რომ
ნაცრისფერშკალიანი სურათები გადაეტანათ ერთფერიან
მონიტორზე.თავდაპირველად, პროგრამას ერქვა Display,1988 წელს პროგრამას
დაარქვეს Photoshop.ძმებმა ხელშეკრულება გააფორმეს Barneyscan-თან და მოახერხეს
Photoshop-ის 200 ასლის გაყიდვა.1988 წლის პრეზენტაციაზე Adobe-ს
წარმომადგენელს ძალიან მოეწონა Photoshop და იმავე წელს, Adobe Systems-მა
ძმებისგან იყიდა ლიცენზია Product- ზე.Photoshop 1.0 გამოუშვეს 1990 წელს. მას
შემდეგ ამ პროდუქტმა იმდენად უპირობოდ დაიპყრო სამყარო, რომ დღეს პროგამის
სახელს ისე იყენებენ, როგორც ზმნას, ხშირად არასწორი მნიშვნელობითაც. ის
დღესდღეობითაც Adobe-ის პირველი პროდუქტია. Photoshop გამოირჩევა
უნიკალური ფერთა გამით,რედაქტირების ფაქტობრივად ამოუწურავი
შესაძლებლობით. ამ პროგრამით იქმნება ვიზუალურად უმაღლეს დონემდე
დახვეწილი ფოტოები, 3D გრაფიკული ნამუშევრები.ამასთან ერთად იძლევა ვიდეო-
რედაქტირების ზე-შესაძლებლობებს.სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ
ხელოვანებისთვის და განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც
შეუძლიათ კრეატიული ნახატების შექმნა და ამას ქაღალდზე ვერ ახერხებენ,
კარიკატურისტებისა და ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფებისთვისაც კი Photoshop,
ხშირ შემთხვევაში, შეუცვლელია.Photoshop ის ახალი ვერსიების სახელების
დარქმევის სისტემა განაახლეს 2002 წელს, როდესაც ყოველ ახალ Photoshop- ის
ვერსიას ერქვა Photoshop CS, რაც უხეშად ითარგმნება, როგორც „კრეატიული
კომპლექტი“. 2013 წელს სუფიქსი CS შეიცვალა CC - თი.Photoshop-ის ოჯახში ასევე
შედიან Photoshop Elements,Photoshop Lightroom,Photoshop Express,Photoshop Touch.
Lightroom როგორც სახელი მიგვანიშნებს შედარებით მცირე შესაძლებლობებს
გვთავაზობს,თუმცა კომპაქტურია, რამდენადაც გვაძლევს ფოტოების
რედაქტირების,ორგანიზებისა და გაზიარების შესაძლებლობას
კომპიუტერიდან,iPhone-დან, iPad-დან, Android-დან და უბრალოდ ინტერნეტიდანაც
კი.Photoshop Elements-ის უახლესი ვერსია და Premiere Elements გვაძლევს ამოუწურავ
შესაძლებლობებს.ამ პროგრამის წყალობით იჭრება ისეთი პრობლემები, როგორიცაა
კამერის არასასურველი მოძრაობა,დაბინდული სურათები. ამავე დროს სურათებზე
შესაძლებელია მოძრაობის იმიტაციის და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების
დამატება. პროგრამა ფაქტობრივად აცოცხლებს სურათს და ქმნის ატმოსფერულ
ფოტოებს. ამავე დროს, არ არის აუცილებელი ფოტოს იღებდეს ან არედაქტირებდეს
პროფესიონალი, რადგან პროგრამა შეიცავს დეტალურ ინსტრუქციებს და არაა
რთული.Photoshop-ის სიძლიერეს უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ის აკეთებს ორი ტიპის
გრაფიკის ინტეგრირებას ვექტორებისა და პიქსელების, როდესაც სხვა პროგრამები,
ისეთები როგორიცაა Adobe Illustrator და Coral იყენებენ Vector-ზე დამყარებულ
გრაფიკას.იმისდა მიუხედავად, რომ ვექტორული გამოსახულება გადიდებისას არ
ფუჭდება, სჭირდება დიდი დრო ახალი გამოსახულების დასახატად (ესე მუშაობს,
ქმნის ახალ გამოსახულებას ყოველი გადიდებისას) ამიტომ იყენებს დიდ ადგილს
მყარ დისკზე.Adobe-ს მრავლად ყავდა კონკურენტები.ერთ-ერთი ყველაზე ძველი იყო
GIMP,რომელიც უფასო იყო Photoshop-გან განსხვავებით, ამავე დროს იყენებდა Open
Source-ს, მის და სხვა(Affinity Photo,Blackmagic Fusion) უფასო ალტერნატიული
პროგრამების ჩამოსაშორებლად Photoshop- ს სწორი კურსი აქვს არჩეული, მათ
შექმნეს უფასო პროდუქტი Photoshop Express და შედარებით იაფი Photoshop
Elements,ამით Adobe იბრუნებს ძირითადად მოყვარულ მომხმარებელთა სეგმენტს,
ხოლო ერთგული პროფესიონალებისთვის Photoshop ისედაც შეუცვლელია და მზად
არიან მასში გადაიხადონ დიდი თანხა და მიიღონ საუკეთესო ხარისხი.Affinity Photo-
ს გამოშვებამ 2015 წელს დიდი საფრთხე შეუქმნა Photoshop-ს,რამდენადაც ეს
პროგრამა უმიზნებდა MAC-ის მომხმარებელთა სეგმენტს და პროფესიონალებიც
ამბობდნენ, რომ ფასისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით რაღაც მომენტში
Affinity Photo-შეიძლება ჩაენაცვლებინა კიდეც Photoshop.რაც შეეხება ფასს, Adobe-ს
ოფიციალურ საიტზე Photoshop CC თვეში 19$ ღირს ამერიკაში, ხოლო Lightroom Full
Package 149$.Photoshop ის მთავარი მინუსი ფასია.თუმცა, როგორც უკვე ვთქვი,
პროფესიონალები მზად არიან გადაიხადონ დიდი თანხა ამ პროგრამაში, რადგან ეს
ხელსაყრელი სამომავლო ინვესტიციაა.ხალხი ამ პროგრამის წყალობით საკმაოდ
სოლიდურ ფულს შოულობს,მარკეტინგის სფეროში და არა მარტო, სჭირდებათ
ვიდეო და ფოტო რედაქტორები, ასეთი ადამიანების საშუალო შემოსავალი
წელიწადში 40000-დან 60000$-მდე მერყეობს.ასევე პოპულარულია Photoshop-ის
Youtube-ით სწავლა, ეს ორმაგად მომგებიანია ვიდეოს შემქმნელისთვისაც და
მნახველისთვისაც, რომელიც მომავალში ხარისხიან პროდუქტს
შექმნის.შეჯამებისთვის უნდა ვთქვათ მაინც რა იყო ის მუხტი, რამაც ამხელა ბიძგი
მისცა Photoshop-ის განვითარებას.ეს იყო ჩარლზისა და ჯონის გენიალური
ხედვა.კერძოდ, ჩარლზი ამბობს, რომ თუ გინდა რომ იხვი მოინადირო მას იქ უნდა
დაუმიზნო, სადაც წამის ინტერვალში იქნება და არა იქ სადაც ახლა დგას. იგივე ეხება
ბაზარსაც. თუ მხოლოდ მოცემულ ბაზარზე ხარ ორიენტირებული მაშინ შენ ვერ
დაიპყრობ მას, Photoshop-მა სწორედ იმიტომ გაამართლა, რომ მან 2-3 წლით გაასწრო
ბაზარს და შესაბამისად არ ჰყავდა რეალური კონკურენტები.მას შემდეგ Photoshop
სტაბილურად ინარჩუნებდა პირველობას.
Adobe Flash

ფორმალურად მას ეწოდება Macromedia flash და Shockwave Flash. ესაა მულტიმედიური და


პროგრამული პლატფორმა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ვექტორული გრაფიკის,
ანიმაციების, თამაშების, ინტერნეტ და მობილური ტელეფონის აპლიკაციების და სხვა
მრავალი ასეთი პროდუქტის შესაქმნელად, ის უზრუნველყოფს აუდიოსა და ვიდეოს
ორმხრივ დაბალანსებულ დინებას. ამ ყოველივეს უზრუნველსაყოფად იგი ერთდროულად
უშვებს ტექსტს, ვექტორულ და მატრიცულ გამოსახულებას. Flash ხშირად გამოიყენება ე.წ.
streaming ვიდეოსა და რეკლამების ჩვენებისათვის ვებ გვერდებსა და Flash-ის მხარდაჭერად
პროგრამებში. დღესდღეობით იგი ძირითადად გამოიყენება მობილურ მოწყობილობებზე
ვიდეო თამაშების შესაქმნელად. მთელი მისი ფუნქციონალურობიდან გამომდინარე,
კრეატიულ კომპანიებს აქვთ სერიოზული იარაღი თავიანთი საიტების ბევრად უფრო
მიმზიდველად და ინტერაქტიულად გარდასაქმნელად იმის მაგივრად, რომ უბრალოდ
წაიკითხო რაღაც ინფორმაცია კონკრეტული კომპანიის შესახებ მხოლოდ სადა და უბრალო
ტექსტით.

Flash წარმოიქმნა SmartSketch აპლიკაციიდან, რომელიც შექმნა ჯონათან გრეიმ. იგი


წარმოდგენილი იყო კომპანია FutureWave Software-ის მიერ. ეს იყო ხატვის აპლიკაცია pen
კომპიუტერებისათვის რომლებიც მუშაობდნენ PenPoint OS-ზე, თუმცა შემდგომში მან კრახი
განიცადა და SmartSketch-მა პორტირება გადაწყვიტა Windows-ზე და Mac-ზე. ინტრენეტის
პოპულარობის ზრდასთან ერთად კომპანიამ გააცნობიერა, რომ ვექტორული ანიმაციების
შემქმნელ ხელსაწყოს დიდი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა. 1995 წელს SmartSketch-ს
მოდიფიცირება ჩაუტარდა და მოინათლა FutureSplash ანიმატორად Macintoshზე და PC-ზე.
FutureWave-მა ამავე წელს შეთავაზა Adobe-ს FutureSplash-ის ყიდვა, მაგრამ Adobe-მ უარი
უთხრა.

1996 წლის ნოემბერში FutureSplash ჩავარდა Macromedia-ს ხელში და მოდიფიკაციის შემდეგ


დაერქვა Macromedia Flash 1.0. იგი იყო ორ ნაწილიანი სისტემა - ერთი იყო გრაფიკისა და
ანიმაციის ედიტორი სახელად Macromedia Flash, მეორე იყო მისი ფლეიერი სახელად
Macromedia Player. მარკეტინგული მიზნებისათვის, Macromedia-მ Flash თავიდან უფასოდ
გამოუშვა, რათა მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო. 1996-1999 წლებში მას დაემატა კიდევ
დამატებით შესაძლებლობები.

ადრეულ 2000-იან წლებში Flash ფართოდ იყო გავრცელებული პერსონალურ


კომპიუტერებზე სხვადასხვა ვებ გვერდების, ონლაინ თამაშებისა და ვიდეო-აუდიო
ფლეიბექისთვის. 2005 წელს Macromedia აღმოჩნდა Adobe System-ის ხელში და მთელ მის
პროგრამულ ვარიაციებზე მფლობელობა ჩაიგდო ხელში. ამავე წელს დაფუძნდა Youtube,
რომელიც ასევე Flash Player-ს იყენებდა კომპრესირებული ვიდეოს გასაშვებად ინტერნეტში,
რამაც ერთი-ორად გაზარდა Flash-ის პოპულარობა, იგი ასევე მომხმარებლებს ვიდეოების
ატვირთვის საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდში მრავალი ბრენდი, როგორებიცაა Nike, Nokia,
General Electric, Cartoon Network და Disney, იყენებდა Flash-ს ინტერაქტიული პორტალების
შესაქმნელად.
Adobe-სა და Apple-ს შორის მრავალი უთანხმოების გამო Apple-ის პროდუქციას არ ჰქონდა
Flash-ის მხარდაჭერა, ამიტომ Youtube-მა 2007 წელს შემოგვთავაზა ვიდეოები HTML5
ფორმატში iPhone-ისა და iPad-ის მხარდასაჭერად. ამის შედეგად Adobe-მ შეწყვიტა Flash
Player-ის გამოშვება მობილური მოწყობილობებისათვის და ფოკუსირდა Adobe AIR-ის
აპლიკაციებსა და HTML5 ანიმაციებზე.

2007 წელს Adobe უშვებს Adobe Flash CS3 Professional-ს, ფლეშის პირველ ვერსიას ადობის
სახელის ქვეშ, იგი ფლეშის მე-9 ძირითადი ვერსია. 2008 წელს კი გამოვიდა მეათე ვერსია,
რომელიც უკვე მოიცავდა პირველ ჩაშენებულ 3D სისტემას, იგი იძლეოდა ობიექტების
სამგანზომილებაში ტრანსფორმაციის საშუალებას. ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო
ვითარდებოდა და 2013 წლისთვის Android-ისა და IOS-ისთვისაც გამოუშვა 3D
მხარდაჭერადი აპლიკაცია.

2015 წელს Google-მ წარმოადგინა Google Swiff, რომელიც Flash ანიმაციებს პირდპაირ
გარდაქმნიდა HTML5 ფორმატში, შესაბამისად Youtube მთლიანად გადაერთო HTML5
ტექნოლოგიაზე ყველა სახის მოწყობილობაზე და Adobe-ს სერიოზული პარტნიორი
დააკლდა, თუმცა Youtube მაინც იყენებს Flash-ს ძველი ბრაუზერებისათვის.

ყოველთვის იყო და არისპოპულარული Flash ვიდეო თამაშები. Flash-ის საშუალებით


განვითარდა ისეთი მსოფლიო დონის თამაშები, ბესტ-სელერები, როგორებიცაა Angry Birds,
FarmVille, AdventureQuest და Machinarium. თამაშების შესაქმნელად Adobe-მ გამოუშვა
მთელი რიგი ტექნოლოგიები. მათ შორის Adobe Air და Adobe Scout, სწორედ მათი
საშუალებითაა შესაძლებელია თამაშების შექმნა Desktop და მობილური
პლატფორმებისთვის.

Flash-ის ახალი ვერსიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ თავსებადია თითქმის
ყველა სახის ბრაუზერთან, შესაბამისად, აღარაა საჭირო წუხილი იმის შესახებ, რომ შესაძლოა
სხვადასხვა ბრაუზერებმა შეიძლება სხვადასხვანაირად აღიქვან HTML კოდები, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი Flash ელემენტები ერთნაირად იქნება აღქმული ყველა
ბრაუზერში. როდესაც საქმე მიდგება ვიდეოს გაშვებაზე, აქაც Flash Player-ის უახლესი
ვერსიები ძალიან მოქნილ და მაგარ იარაღად გვევლინება მრავალი ნიშნით, როგორიცაა
თუნდაც დინამიკური სტრიმინგი და 3D ეფექტები.

რა თქმა უნდა, Adobe Flash Player-ც არაა ედემის ხილი და მასაც აქვს თავისი უარყოფითი
მხარეები, მაგალითად, ვებ-გვერდები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას იყენებენ, აშკარად
შეიმჩნევა, რომ ბევრად მეტ დროს ანდომებენ ჩატვირთვას გასაგები მიზეზების გამო და ამან
ვიზიტორების დაკარგვაც თავისუფლად შეიძლება რომ გამოიწვიოს, რა მნიშვნელობა აქვს,
რამდენად თვალისმომჭრელად გამოიყურება თქვენი საიტი თუ ვიზიტორები არ გეყოლებათ.
მეორე ნაკლი ისაა, რომ ვიდეოების საყურებლად Flash Player-ის ინსტალაციაა საჭირო. კიდევ
ერთი უარყოფითი მხარე ეხება სმარტფონებს, რომელთა ნაწილსაც არ აქვს აღნიშნული
ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, ყველაფრის მიუხედავად ფაქტია, რომ Adobe Flash-ის


სახით ხელთ გვაქვს იდეალურთან მიახლოებული იარაღი, როდესაც საქმე მიდის
პროდუქტებისა და მომსახურებისა რეკლამირებაზე ამა თუ იმ საიტზე. დღესდღეობით Flash-
ის მე-20 ვერსიაა გამოშვებული და ასევე არსებობს 21-ს ბეტა ვერსია, რომლებიც კიდევ უფრო
მაგარ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან Adobe როგორც გვპირდება, ახალ ვერსიას აღარ
ექნება საგრძნობი გავლენა ვებგვერდების ჩატვირთვის სისწრაფეზე.
ფინანსები

1988 წლისთვის ადობის შემოსავალი 83.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს კი გახლდათ


საკმაოდ დიდი წარმატება, ვინაიდან ეს იყო 112 % იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. 1987
წელს ეს რიცხვი იყო მხოლოდ 39.3 მილიონი. გარდა ამისა წმინდა შემოსავალი გაიზარდა 137
პროცენტით, რომელმაც 21 მილიონს მიაღწია.

1990 წელს დაამყარა ახალი რეკორდი მისი შემოსავლები 168.7 მილიონ დოლარს გაუტოლდა,
ხოლო წმინდა მოგება 40 მილიონ დოლარს.

1991 წლისთვის შემოსავალი გაიზარდა 36% ით და გახდა 229.7 მილიონი დოლარი. მოგება
იზრდება 29% და ხდება 51.5 მილიონი. 1992 წლისთვის კი ეს რიცხვი 265.9 მილიონი ხდება.

1993 წლისთვის ადობის შემოსავალი 313.4 მილიონია, ხოლო მოგება 57 მილიონამდე


იზრდება.

1997 წელს ადობმა გამოუშვა განახლებული ვერსია PageMaker, Illustrator, დაFrameMaker-ის,


ამას დაემატა გაზრდილი მოთხოვნა Photoshop, PhotoDeluxe,და Acrobat product-ზე ამ
ყოველივე გამოიწვია მთლიანი შემოსავლის 912 მილიონ დოლარამდე გაზრდა. წინა წელს ეა
რიცხვი მხოლოდ 787 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადობი კვლავ განაგრძობდა ზრდას თუმცა მას შეექმნა გარკვეული პრობლემები. HP-მ უარი
თქვა postscript-ზე და შექმნა საკუთარი PCL. ამას დაერთო ეკონომიკური კრიზისი
აზიაში,რამაც Adobe-ს გაყიდვები თითქმის 40%-ით შეამცირა, მისი აქციების ფასი კი
გაანახევრა. გაყიდვები 179 მილიონი დოლარიდან 101 მილიონამდე შემცირდა. ამიტომაც
კომპანიამ დაიწყო საკადრო ცვლილებები და კონცენტრირება მოახდინა კორპორაციებისა და
ბიზნესის ნიშებზე. მათ გამოუშვეს ახალი პროდუქტი In Design, რომელიც იყო მაღალი
დონის საგამომცემლო ინსტრუმენტი. პროდუქტმა გაამართლა და 1999 წელს კომპანიის
გაყიდვებმა $1 მილიარდს მიაღწია.

2000 წელს ის დასახელდა 100 საუკეთესო კომპანიას შორის. შემდეგ წლებში ის ავითარებს
ყველაზე გაყიდვად პროდუქციას: Adobe Photoshop, Adobe acrobat, Adobe Dreamweaver, Adobe
PageMaker. დღესდღეობით Adobe-ს ჰყავს 12500 კაციანი სტაფი. შემოსავალი $4 მილიარდს
აჭარბებს(5მილიარდ აღწევს) .
1992 წელს, მაისში adobe-ს პარკინგიდან 2-მა ახალგაზრდამ გაიტაცა კომპანიის
დამფუძნებელი და CEO ჩარლზ გეშკე, რომელიც 4 დღის განმავლობაში ჰყავდათ
იზოლირებული. იგი სან ხოსედან არც თუ ისე შორს ყავდათ ჩაკეტილი, და ამიტომ
ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს მისი ადგილსამყოფელის დადგენა არ
გასჭირვებიათ. F.B.I თვალყურს ადევნებდა ყველა იმ ზარს, რომლებიც
გამტაცებლებისგან შემოდიოდა გეშკეს ოჯახის წევრებთან. საბოლოოდ, ერთ–ერთი
გამტაცებელი მაშინ დაიჭირეს, როდესაც იგი მოთხოვნილი გამოსასყიდი თანხის
$650000-ის ასაღებად მივიდა, შემდეგ კი გეშკეს ზუსტი ადგილსამყოფელიც
დადგინდა და ის გაათავისუფლეს. უვნებლად დაბრუნებულმა გეშკმა უარი თქვა
დეტალების გახმაურებაზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე გადაერთო.
2013 წელს აღმოჩნდა, რომ 2.9. მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები
მოიპარეს, მათ შორის იყო ინფორმაცია საკრედიტო ბარათებზე, ასევე მოიპარეს 3.8
GB ფაილი Adobe-დან, რომელიც შეიცავდა 152 მილიონ username-ს. სინამდვილეში, ეს
რიცხვები 20–ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე კომპანიამ თავის ოფიციალურ
განცხადებაში გამოაცხადა. გაირკვა, რომ Adobe იყენებდა სუსტ დაშიფვრის მეთოდს,
რათა იოლად აღედგინა ინფორმაცია, ეს კი დიდი სირცხვილი იყო მისთვის. Adobe–მ
დაშიფრვის დროს დაუშვა ყველაზე დიდი შეცდემა–ისინი ყველა პაროლს ერთი და
იმავე შიფრით შიფრავდნენ. ამის შემდეგ ჰაკერებმა შეძლეს მოეპოვებინათ Adobe's
source code-ზე წვდომაც, რითაც საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ტექნოლოგიას და
იოლი გაეხადათ Adobe-ს ძვირადღირებულ პროდუქტებზე წვდომა. Adobe-ს
დაშიფვრისას იყენებდა მეთოდს, სახელად ECB mode, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა
იდენტური პაროლი დაშიფვრის დროსაც იდენტურად იშიფრებოდა. როდესაც
ჰაკერებმა ნახეს, რომ 1.9 მილიონი მომხმარებლის დაშიფრული კოდი იყო
იდენტური, ისინი დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რადგან ამდენ ადამიანს ზუსტად
ერთნაირი პაროლი აქვს, ეს პაროლი სავარაუდოდ ყველაზე პრიმიტიული და
მარტივი უნდა ყოფილიყო და მართლაც, 1.9 მილიონი მომხმარებელი იყენებდა
პაროლს–,,123456“ . ასე მარტივად გატეხეს ჰაკერებმა თითქმის 2 მილიონი
მომხმარებლის პაროლი, შემდეგ კი, როცა უკვე მათთვის ცნობილი გახდა Adobe–ს
დაშიფვრის სტილი, სხვა მომხმარებლების პაროლის გატეხვა აღარ უჭირდათ.
ამის შემდეგ Adobem-მ შეცვალა დაცვის სისტემა, ასევე ახალი სისტემის მიხედვით
არცერთ მომხმარებელს აღარ შეუძლია ვინმეს იდენტური პაროლის ქონა და ასევე
კომპანიამ გამოაქვეყნა რჩევების სია თავისი მომხმარებლებისათვის, თუ როგორ
უნდა ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ კიბერ თავდასხმებისაგან.
Adobe-ს აკრიტიკებდნენ ფასის გამოც, რომელიც სხვა ქვეყნებში ორჯერ მეტი იყო აშშ-
სთან შედარებით. Creative Suite 3 Master Collection ფასი £1,000-ით მაღალი იყო
ევროპელი მომხმარებლისათვის, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია, სანაცვლოდ კი
იმის მაგივრად, რომ ფასი შეემცირებინათ, ინგლისში 10%-ით გაზარდეს. ასევე
კომპანიას სხვადასხვა ფასები აქვს ბრაუზერებზეც. მაგალითად Adobe-ს Creative
Cloud–ზე დარეგისტრირება გუგლის ბროუზერით 46 ფუნტი ღირს, ხოლო მოზილათი
ან საფარითი 36 ფუნტი. ეს გვაძლევს თვეში 10 ფუნტიან განსხვავებას, რაც
წელიწადში 120 ფუნტია და ეს თანხა არც თუ ისე ცოტაა.
უკვე ნახსენები პროგრამების გარდა ედობი (ჰო, არა?) კიდევ უამრავ სერვისს გვთავაზობს.
ახლა ვეცდები მათგან ყველაზე მნიშვნელოვნები და პერსპექტიულები აღვწერო.

Adobe marketing cloud- ედობის ერთ-ერთი უახლესი პროგრამაა, რომელსაც, სავარაუდოდ,


დიდი მომავალი ექნება. მისი მთავარი დანიშნულებაა საქმე გაუიოლოს და დრო დაუზოგოს
მარკეტინგის სფეროში მომუშავე პირებს. მისი ფუნქიებიდან უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა
წყაროებიდან ინფორმაციის შეკრება და გაერთიანება, ასევე მისი მართვა და გადაცემა
მხოლოდ ამ პროგრამის გამოყენებით.
Adobe dreamweaver- ამ ჟღერადი სახელის მქონი პროგრამის დანიშნულება საიტების შექმნაა.
მერქეთინგ ქლაუდის მსგავსად მისი დიდი უპირატესობა სისწრაფე და შრომის გაიოლებაა.
მაგალითად, სხვადასხვა სახის პროგრამული ენები სხვადასხვა ფერებისაა, ის ავტომატურად
ამთავრებს კოდს, ასევე პოულობს შეცდომებს. მას აქვს მიახლოებითი დიზაინის წინასწარ
ჩვენების ფუნქცია. თუმცაღა, როგორც ედობის ყველა პროდუქტი, ის საკმაოდ ძვირია და
რამდენიმე მნიშვნელოვანი მინუსიც აქვს, უმთავრესად, რთული ინტერფეისი და ბევრი
ოპცია, რომელიც გამოუსადეგარია.
Adobe after effects- ვიდეოს რედაქტირებისა და მასში ნახატებისა თუ ანიმაციების დამატების
საშუალებაა, თავის დარგში ის 90 იანებიდან დიდ როლს თამაშობს, აქვს უამრავი ფუნქცია,
თუმცა პროფესიონალურ დონეზე ბევრად ჩამოუვარდება ფლეიმს ან სმოუქ ედვანცდს,
მაგრამ ამავე დროს მათზე ბევრად იაფია და მისი შეძენა ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც
შეუძლიათ. თავისი მოხერხებულობის გამო ის ძალიან გავრცელებულია და მის მიერ
დამზადებული მასალა შეგვიძლია ვიხილოთ ყველგან, დაწყებული ფილმებიდან,
დამთავრებული საიტებით.
Adobe reader- ედობის პდფ ფაილების წამკითხავი პროგრამა, რომელიც ყველას
გამოგვიყენებია. დღესდღეობით მას უამრავი კონკურენტი ჰყავს, ედჯი, ფოქსიტ რიდერი და
ა.შ. აქვს კავშირი დოქუმენთ ქლაუდთან, ასევე უამრავი ფუნქცია, რომლებიც სხვა პდფ
რიდერებს არ აქვთ, თუმცა ამავე დროს დიდად გამოსადეგი არაა.
Premiere pro- ედობის კიდევ ერთი ფართოდგავრცელებული ვიდეორედაქტორია. მას აქვს
ვიდეო ფაილების ყველა ფორმატის მხარდაჭერა, აქვს უამრავი ოპცია და ადვილია
გამოყენებაში. აპლიკაცია არსებობს როგორც კომპიუტერებისთვის, ასევე
მობილურებისთვისაც.

მოცემული პროგრამები მხოლოდ მცირე ნაწილია ედობის სრული კოლექციისა. ეს კომპანია


მშვენივრად ახდენს დივერსიფიკაციას (სწორად გამოვიყენე ტერმინი?), ცდილობს ყველა
დარგში შეაღწიოს, სადაც კი ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება. ედობის აპლიკაციები
მუდამ ვითარდება, გამოდის აფდეითები. ასევე დიდი ნაბიჯია მომავლისკენ ის, რომ
კომპანია ამ აპლიკაციებს არ ქმნის, როგორც ცალკეულ პროდუქტებს. თითქმის ყველა
მათგანს აერთიანებს ე.წ. CreativeSync, ასინქრონიზირებს კომპიუტერებს, მობილურებსა და
პლანშეტებს, რაც მის პროდუქტს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მომხმარებლისთვის.

კონკურენტებს რაც შეეხება, ედობის ყველა პროგრამას ის ჰყავს, თუმცა მომხმარებლების


უმეტესობა ირჩევს ედობს, მხატვრები, დიზაინერები, ტელეკომპანიები და ა.შ. მას ანიჭებენ
უპირატესობას, რადგან 1. ფირმას დიდი ისტორია და ავტორიტეტი აქვს. 2.სრულიად
ანაზღაურებს არც ისე დაბალ ფასს. 3.არ წყვეტს განვითარებას.
1. Adobe მომავალი პროექტები

 Adobe არის ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში. ეს დროა Adobe-ის და მისი


საზოგადოების ინოვაციისა.
 უპირველეს რიგში, Adobe კონცენტრირებულია ციფრულ მედიასა და ციფრულ
მარკეტინგზე.
 ციფრული მედია საშუალებას იძლევა მსოფლიოს კონტენტი (შემცველობა) შექმნას
და ფულად გარდაქმნას. ეს ყველაფერი მოიცავს Adobe კრეატიულ ხელსაწყოებს
და სერვისებს, საიტის პლატფორმის ტექნოლოგიები, და Creative Cloud.
 ციფრული მარკერტინგი ფოკუსირებულია ციფრული გამოცდილებების
დაკვივებასა და ოპტიმიზაციაზე მედია და სხვა ხელსაწყოებში.
 ორივე სფერო ძალიან სწრაფად ვიტარდება და ბევრ შესაძლებლობას იძლევა
ედობისთვის. განვითარება ასევე შეეხება Flash Platform and Adobe Flex.
 ამჯამად ედობი მუშაობს Flash Player -ზე დესკტოპ ბრაუზერებისთვის და ვიდეო
და თამაშების მახასიათებლების დახვეწა სურს. მათ შორის:
 Mouse Lock Support

 ActionScript Workers / Concurrency APIs

 Telemetry / Monocle Support

 Audio API improvements, especially for better handling of low latency audio

 New Datatypes for ActionScript 3

 ასევე ედობი გეგმავს რამდენიმე გრძელვადიან და მნიშვნელოვან არქიტექტურულ


ცვლილებებს, როლითაც Flash Player ისარგებლებს. თუმცა, ეს პროცესი ჯერ
დაწყებით ეტაპზეა და ბევრი ინფორმაცია მის შესახებ არ ვიცით.
 ედობი შეიცვალა, კომპანია აღარ არის პროდუქტების განმავითარებელი, არამედ
გახდა ძირითადი უზრუნველმყოფელი კრეატიული სერვისებისა.

Open Screen Project

 რა არის?
 ეს პროექტი ეძღვნება მდგრადი მდიდარი ინტერნეტ გამოცდილების
ტელევიზორებში, პერსონალურ კომპიუტერებში, მობილურებსა და ელექტრონულ
ხელსაწყოებში გადმოტანას. მისი მხარდამჭერები არიან არა მარტო ედობი, არამედ
LG Electronics Inc., Motorola, Nokia, Samsung Electronics Co., Sony Ericsson, Toshiba და
წამყვანი კონტენტის პროვაიდერები, მათ შორის BBC, MTV Networks, and NBC
Universal.
 რა არის მისია?
 ეს პროქეტი აპირებს შესაძლებელი გახადოს ისეთი შეთავსებადი გარემო და
უპირატესობით სარგებლოს Adobe® Flash® Player და მომავალში Adobe AIR™ ,
რომელიც გააქრობს ბარიერებს დეველოპერების და დიზაინერებისთვის
გააზიარონ კონტენტი მომხმარებელტა ხელსაწყოებზე, მათ შორის მობილურებზე.
 რატომ აწარმოებს ამ პროექტს?
 ციფრული აფეთქება და ტექნოლოგიური განვიტარება მომხმარებელს სურვილს
უღვიძებს წვდომა ქონდეთ კონტენტთან სადაც და როგორც არ უნდა იყვნენ
ინტერნეტ სივრცესთან დაკავშირებული. ვებ ბრაუზინგი მობილურით უკვე ახალი
აღარ არის, მაგრამ მობილურიტაც კი შენთვის მდიდარი ინტერნეტ სივრცე იყოს
ხელმისაწვდომი და ყველაფერი შესაძლებელი, ეს მაინც გამოწვევად რჩება.
სწორედ ამის მიღწევაზე მუშაობენ ედობი და სხვა ლიდერი კომპანიები.
 Removing restrictions on use of the SWF and FLV/F4V specifications

 Publishing the device porting layer APIs for Adobe Flash Player

 Publishing the Adobe Flash¨ Cast protocol and the AMF protocol for robust data services

 Removing licensing fees

 Making next major releases of Adobe Flash Player and Adobe AIR for devices free.

კონკურენცია

როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, Microsoft (MSFT)  და Apple (AAPL) ორივე კომპანია
აწარმოებს ძირითად ნაკადს ოპერაციული სისტემებისა და საბოლოოს ორივემ შექმნა
ციფრული მედია პროგრამული უზრუნველყოფა მათივე ოპერაციული სისტემებისთვის,
რომლებიც პირდაპირ კონკურენციაში არიან ედობის ციფრული მედია პროგრამულ
უზრუნველყოფასთან.

Direct Competitor Comparison  

ADBE MSFT AAPL

Market Cap: 47.05B 430.42B 602.47B

Employees: 13,893 118,000 110,000

Qtrly Rev Growth


0.22 -0.10 0.02
(yoy):

Revenue (ttm): 4.80B 88.08B 234.99B

Gross Margin (ttm): 0.84 0.64 0.40


Operating Margin
0.19 0.28 0.30
(ttm):

Net Income (ttm): 629.55M 11.41B 53.73B

Pvt1 = Quark Software Inc. (privately held) omni-channel enterprise publishing software for


automating the production of high-value customer communications

MSFT = Microsoft Corporation

AAPL = Apple Inc.

Market capitalization (market cap) is the total market value of the shares outstanding of a publicly
traded company; it is equal to the share price times the number of shares outstanding.

Apple

 პროფესიონალი გამომცემლებისა და გრაფიკული დიზაინერების სეგმენტი, ანუ ის


მომხმარებლები რომლებიც ეხება ედობი კრეატიულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
 კინოს ინდუსტრია Final Cut and Logic apple-ის პროდუქტები, რომლებიც კინო და
მუსიკის ინდუსტრიაში პოპულარულია. Adobe's Premiere ასევე იყო კინო
პროფესიონალების მიერ გამოყენებუილი მაგრამ Mac platform-ზე არ არის
შესაძლებელი
 Apple-ის ყოფილი iLife სერიები და ახლა iMovie and GarageBand რომლებიც Adobe
კრეატიული პროდუქტებისთვის ყველაზე დიდ კონკურენტებს წარმოადგენენ.

Microsoft

Expression Studio vs Adobe's Photoshop

Ajax
ვებ პროგრამების შექმნის ტექნოლოგია. ამ ენის შესასწავლად საჭიროა HTML / XHTML და
JavaScript-ის ცოდნა. თუმცა Flash ვერსიები ბევრად უფრო გაადვილებულია და კარგი
გამოსაყენებელია თანაც Flash ახალ ვერსიებს ბევრად უფრო სწრაფად უშვებს. ასერომ Ajax
დიდ საფრტხეს არ წარმოადგენს.
უფასოდ განვითარების პლატფორმები და მეკობრეობა
 Wordpress საიტი რომელიც #11 არის ინტერნესგუ და თვეში 194 მილიონი ადამიანი
სტუმრობს, და ასევე მისნაირი Weebly.com აადვილებს საიტების შექმნას და
დიზაინის გაკეთებას დიზაინერებისა დ ადამატებითი პროფესიონალური
პროგრამების გარეშე. ეს კი მომხმარებელს საჭიროებას უკარგავს Adobe პროდუქტების
გამოყენებისა. თანაც, Wordpress იყენებს ედობის საშუალებებს თემებისა და
მოდელების შესაქმნელად საჟარო გამოყენებისთვის და Dreamweaver - ედობის
პროდუქტი რცება გამოუყენებელი.
 Gimp.org გამოუშვა უფასო პროგრამა ფოტოების დიზაინის გაკეთებისა და Photoshop-
ის ბევრი ფუნქცია აქვს გამეორებული.
 რათა შეინარჩუნოს მაღალი ფასი, ედობი უნდა შეუჩერებლად უნდა აკეთებდეს
ინოვაციებს და ფოკუსირდებს დეველოპერებზე და არა მას მარკეტზე, რომლების
ფართოდ იყენებენ უფასო სერვისებს.

You might also like