You are on page 1of 2

დაიჯესტი

17 მარტი, 2024
N3

გაეცანით AI-ის მთავარ სიახლეებს


ამ დაიჯესტში და გაიგეთ მეტი

ჰუმანოიდი რობოტები: Embodied Robotics


გელაპარაკება, ხედავს, ფიქრობს, დადის, ვაშლს გაწვდის - სტარტაპი Figure
სტარტაპი Figure ჰუმანოიდი რობოტებისთვის AI-ის ახალი მოდელების
შექმნაზე მუშაობს.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მსოფლიოში სამუშაო ძალის დეფიციტია,


განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებზე, რომელიც ადამიანებისთვის სახიფათო
ან ძალიან მანუალური, რუტინულია, მაგალითად, წარმოება, ხანდაზმულების
მოვლა, საწყობი და ა.შ.
პროექტის მიზანია, რომ ეს დეფიციტი ჰუმანოიდი AI რობოტებმა შეავსოს.
კომპანია გეგმავს ასეთი რობოტების შექმნას, მათთვის საჭირო
მოქმედებების სწავლებას და რობოტების დახმარებით რთული და
სახიფათო, მანუალური სამუშაოების სრულ ავტომატიზებას.

ამ ეტაპზე, Figure 01-ს ორ ფეხზე სიარული, ხელების გამოყენებით საგნების დაჭერა და გადაადგილება, და უფრო მეტიც
ადამიანებთან რეალურ დროში საუბარი შეუძლია. მისი სიჩქარე ადამიანის მიერ იმავე დავალების შესრულების სიჩქარის 16,7%-ს
შეადგენს.

AI რობოტების გამოშვება 2024 წელს იგეგმება. მართალია, ჯერ AI ისე დახვეწილი არ არის, რომ ადამიანის ინტელექტის
შესაძლებლობებს შეესაბამებოსდეს, თუმცა ეს მოდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველი ეტაპია. ნახეთ მეტი

Claude 3: ChatGPT-ის კიდევ ერთი კონკურენტი


Anthropic-მა ახალი პროდუქტი Claude 3, თავისი სამი მოდელით Haiku, Sonnet და Opus, წარადგინა.

Opus ყველაზე მძლავრი ვერსიაა, რომელიც გამოქვეყნებული


ბენჩმარკების მიხედვით, ძირითადი შეფასებით
კომპონენტებში დაგენერირებული შედეგების მიხედვით უფრო
ეფექტურია, ვიდრე ChatGPT-4 ან Gemini Ultra. განსაკუთრებით,
კომპლექსური ამოცანების გაგებისა და შესრულების
მიმართულებით. მოდელი მომხმარებელს სთავაზობს
გაუმჯობესებულ და გაზრდილ შესაძლებლობებს, ანალიტიკის,
მათემატიკის, კოდის გენერირების, პროგნოზირების,
კრეატიული კონტენტის შექსმნისთვის თუ კვლევითი
მიზნებისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ
ინგლისურის გარდა მოდელს ესმის ესპანური, იაპონური და
ფრანგული ენები.

Opus და Sonnet ხელმისაწვდომია Claude.ai-სა და Claude API-


ზე, ხოლო Haiku ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი.

გაეცანით მომხმარებელთა მიერ Claude 3 (Opus)-სა და


ChatGPT-4-ს შედარებას და შედეგებს უფრო დეტალურად.
გამოსცადე და გაგვიზიარე შენი შეფასება დისქორდზე. ნახეთ
მეტი
GAIA Weekly Digest

Invideo AI: ვიდეო სიტყვებიდან

Invideo AI ტექსტური აღწერის მიხედვით ვიდეოს გენერირებისთვის განკუთვნილი მოდელია, რომლითაც შესაძლებელია
ნებისმიერი იდეის საფუძველზე ვიდეოს გენერირება. მოდელს აქვს უფასო და ფასიანი ვერსიები. Invideo AI-ში
შესაძლებელია პერსონაჟების, ხმის და ტექსტის, მუსიკის, სტილის და დეტალების შერჩევა. ნახეთ მეტი

და როგორ მუშაობს AI ვიდეო გენერატორები?

AI ვიდეო გენერატორის მოდელები იყენებენ ორ ძირითად ინსტრუმენტს: კონვოლუციურ ნეირონულ ქსელებს (CNN) და
რეკურენტულ ნეირონულ ქსელებს (RNN). CNN-ებს აქვთ სურათებისა და ვიდეოების კარგი “ცოდნა” - მათ შეუძლიათ
ობიექტების, მახასიათებლების და სტილის ამოცნობა. RNN-ებს კი შეუძლიათ მოვლენების თანმიმდევრობის გაგება
დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ ვაკავშირებთ ამბებს და ეპიზოდებს მოთხრობის კითხვისას.

დავუშვათ, მომხმარებელს უნდა ვიდეო შემდეგი აღწერით „ფუმფულა კატა მისდევს თაგვს სამზარეულოში“. RNN
ნაწილებად შლის წინადადებაში აღწერილ მოქმედებებს და იგებს მათ თანმიმდევრობას. პარალელურად კი CNN
იყენებს კატების, თაგვებისა და სამზარეულოს შესახებ მის ვიზუალურ ცოდნას და ქმნის სურათებს, რეალურად კი
ვიდეოს კადრებს. შემდეგ მოდელი თანმიმდევრულად ალაგებს ამ კადრებს RNN-ების მიერ გაანილზებული
მოქმედებების თანმიმდევრობის მიხედვით. შედეგად კი მომხმარებელი იღებს ვიდეოს, რაც სხვა არაფერია, თუ არა
ბევრი დაგენერირებული კადრის ანუ სურათის უწყვეტი ერთობლიობა.

AI in Action: გამოყენების ქეისები


Suno AI: შექმენი საკუთარი AI სიმღერა Biliki.AI - მოიშორე მოგზაურობის დაგეგმვის ტვირთი
Suno AI-ის საშუალებით ტექსტური აღწერის Biliki.AI ქართული სტარტაპია, რომელიც მოგზაურობის
მიხედვით სასურველი ჟანრისა და ტექსტის AI დაგეგმვის პერსონალიზებული და ვირტუალური
სიმღერის დაგენერირება შეგიძლიათ. მოდელს ასისტენტია. ბილიკი მომხმარებლის ინტერესებზე
ფასიანი და უფასო ვერსიები აქვს. ამ ეტაპზე, მორგებულ ტურს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
უფასო ვერსიით დღის განმავლობაში მაქსიმუმ წამებში აგენერირებს.
10 სიმღერის დაგენერირებაა შესაძლებელი. Biliki.AI მარტიდან მომხმარებელს ახალ ფუნქციონალს სთავაზობს.
პლატფორმა გადაეწყო Gemini-ის გაუმჯობესებულ მოდელზე და
Suno მოყვარული მუსიკოსებისთვის კარგი დაემატა ინტერესების ველი, რამაც მნიშვნელოვად დააჩქარა
გასართობია. ხოლო კონტენტ კრეატორებს და ტურის დაგეგმვის პროცესი. Biliki.AI ახლა უკვე 5 წამამდე დროში
კომპანიებს მისი საკუთარი ვიდეოების აგენერირებს მომხმარებელზე მორგებულ ტურს. ვებ-გვერდზე
გასაფორმებლად გამოყენებაც შეუძლიათ. ნახეთ მომხმარებელს ასევე შეუძლია სასტუმროს დაჯავშნა ან
მეტი და მოუსმინეთ Suno-ში შექმნილ კონკრეტული ადგილების თუ აქტივობების ბილეთების შეძენა.
საქართველოს როკ ჰიმნს

დაგეგმილი ღონისძიებები

Business Summit 2024 AI მასტერკლასი - AI და ციფრული ტრანსფორმაცია


GAIA-ს პარტნიორობით 2024 წლის 26 აპრილს Business მასტერკლასს ჩაატარებს Calen AI-ის დამფუძნებელი და
Summit 2024 გაიმართება, რომლის მთავარი თემა დირექტორი ირაკლი ბესელიძე. Calen AI კომპანიებისთვის
წარმატებული ბრენდის შექმნა იქნება. ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტების და ქოლ-ცენტრის
ბოტების შექმნაზე მუშაობს. ირაკლი ბესელიძე ქოლ ცენტრში
სამიტზე ერთი პანელური დისკუსია ხელოვნურ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პრაქტიკულ
ინტელექტს და მის ბრენდის განვითარებაში გამოცდილებაზე ისაუბრებს.
გამოყენებას დაეთმობა. მონაწილეობას კი
საქართველოს ბანკის, Calen AI-ის, Helio.AI-ის და STORI მასტერკლასი ჩატარდება ონლაინ, 2024 წლის 27 მარტს.
AI-ის წარმომადგენლები მიიღებენ.

ღონისძიება გაიმართება Hotels & Preference Hualing


Tbilisi-ში.

You might also like