You are on page 1of 16

1

ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

Video Adapter - ვიდეოკარტა


თანამედროვე კომპიუტერები
ძლიერი ვიდეო და აუდიო
სისტემების გარეშე ვერ
დააკმაყოფილებენ მომხმარე-
ბელთა მოთხოვნილებებს,
რომლებიც ყოველდღიურად
უყურებენ ფილმებს, ერთობიან
ვიდეო თამაშებით, ანიმაციე-ბით,
უსმენენ ხარისხიან მუსიკას და
თავადვე ქმნიან მათ. ალბათ
დაგვეთანხმებით, ჩვენთან არსებული კომპიუტერების დიდი უმრავლესობა სწორედ ამ
მიზნებისთვის გამოიყენება. პირველი თაობის პერსონალურ კომპიუტერებში გრაფიკა და ხმა
თითქმის არ გამოიყენებოდა, მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში
განვითარდა ე. წ. Multimedia, რაც ვიდეო და აუდიო მონაცემების ერთობლიობას გულისხმობს.
1995 წლიდან Microsoft-მა Windows-ში ჩადო პროგრამა-დრაივერი DirectX რომელიც
უზრუნველყოფდა აპარატურის მუშაობას ხარისხიანი გამოსახულებისა და ხმის მისაღებად. ამ
დროიდან გამოდიან კომპიუტერები მულტიმედიური დანიშნულებით და ყველა თანამედროვე
კომპიუტერი Multimedia PC კლასს განეკუთვნება.
ეკრანზე გამოსახულების მისაღებად კომპიუტერში გამოიყენება ვიდეოადაპტერი (იგივე
ვიდეოკარტა), ის წარმოადგენს ჩვეულებრივ პლატას, სხვადასხვა ჩიპებითა და არხებით.
რომელსაც ევალება გამოსახულების გენერირება და დისპლეისთვის გადაცემა. დღესდღეობით
ვიდეოდაფას სხვა ფუნქციებიც აქვს შეთავსებული,მაგ. 3D გამოსახულების რენდერინგი (Nvidia
Quadro ან ATI FireGL); ვიდეოს ჩაწერა; MPEG-2 და MPEG-4 კოდირება; რამდენიმე მონიტორის
შეერთების შესაძლებლობა და ა.შ. ვიდეოდაფა შეიძლება იყოს ცალკე, სპეციალურ სლოტში
ჩასადგმელი ან დედაპლატასთან ინტეგრირებული. არსებობს სხვადასხვა ინტერფეისის
კარტები: ISA, PCI, AGP, PCI-e. პირველი ორი ინტერფეისის ვიდეოადაპტერები, შესაბამისი
არხების დაბალი სიხშირისა და გამტარობის გამო, ვერ უზრუნველყოფდნენ ვიდეო მონაცემების
სწრაფად გატარებას და ისინი დინამიური, სწრაფი მოძრაობების ეკრანზე გამოსატანად ვერ
ივარგებდნენ (თამაშები,3D ანიმაციები) ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ გამოიყენებიან.
2
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

თანამედროვე ვიდეო კარტები არის PCI-E და AGP გაფართოების კარტა, რომელიც


უკავშირდება დედაპლატის შესაბამისი სლოტს.

პირველი "ვიდეოდაფა" IBM PC-სთვის შეიქმნა 1981 წელს. მას MDA ერქვა (Monochrome
Display Adapter) - დისპლეის მონოქრომული
(შავ-თეთრი) ადაპტერი. მას 4KB მეხსიერება
ჰქონდა და 80 ვერტიკალური და 25
ჰორიზონტალური ხაზის ჩვენება
შეეძლო...ანუ ფაქტობრივად 80x25
რეზოულციაზე მუშაობდა.
შემდგომში შეიქმნა კიდევ რამდენიმე ვიდეოადაპტერი, რომელთაგან ყველაზე კარგი VGA
(Video Graphics Array) აღმოჩნდა. ის 1987 წელს შეიქმნა. მას 640x480 გაფართოება ჰქონდა. 1989
წელს გამოჩნდა SVGA, რომელსაც 800x600 გაფართოება და მთელი 2MB მეხსიერება ჰქონდა!
1995 წელს პირველი 2D/3D ფუნქციის მქონე
ვიდეოდაფები გამოვიდა. 1997 წელს კომპანია 3Dfx-მა
გამოუშვა Voodoo სერიის ვიდეოდაფები, რომლებსაც
ჰქონდათ მიპ-მაპინგის, Z-ბუფერის და ანტიალიასინგის
ფუნქციები. სამწუხაროდ, მაშინ არსებულ PCI სლოტს არ
შეეძლო ვიდეოდაფებისთვის შესაფერისი გამტარობის
შექმნა, ამიტომ Intel-მა შექმნა AGP (Accelerated Graphics Port).
1999დან 2002 წლამდე Nvidia მონოპოლისტი იყო
ვიდეოდაფების ბაზარზე (სწორედ მან გადაყლაპა "3Dfx"). ამ
წლიდან კი ვიდეოდაფების ბაზარი ATI-ს და Nvidia-ს
ბრძოლის ველად გადაიქცა.

http://www.tomshardware.co.uk/gpu-hierarchy,review-33383.html - ამ ლინკზე შეგიძლიათ


ნახოთ ATI-ს და Nvidia-ს ვიდეო ადაპტერების ჩამონათვალი.
3
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

ალბათ ხშირად გვსმენია,


რომ ამა თუ იმ კომპიუტერს
ვიდეოკარტა ინტეგრირებული აქვს
და ამიტომ არ ვარგაო. მოდით
გავერკვეთ რაშია საქმე.
ინტეგრირებულ ვიდეოსისტემაში
იგულისხმება ის, რომ არ აყენია
ცალკე ვიდეოადაპტერი, ე. ი. არ
გვაქვს გრაფიკული პროცესორი.
ანუ ყველა გრაფიკული გამოთვლა
და შესრულება დაკისრებული აქვს ცენტრალურ პროცესორს. ასეთ ვიდეოსისტემაში არ გვაქვს
ასევე ვიდეო მეხსიერება და ყველა გრაფიკული მონაცემისთვის პროცესორი იყენებს
ოპერატიული (RAM) მეხსიერების ნაწილს. ინტეგრირებულ დედაპლატაზე
ვიდეოსისტემისთვის დარეზერვირებულია RAM მეხსიერების გარკვეული ნაწილი, რაც
სისტემურ მეხსიერებას აკლდება. კიდევ უფრო არასახარბიელო სიტუაცია იქმნება, როდესაც
ასეთ დედაპლატებზე არ არის AGP ან PCI-ე სლოტი, ანუ რომც მოვინდომოთ ვიდეოკარტის
დამატება მას ვერსად
ჩავაყენებთ. შეიძლება
დედაპლატაზე გვქონდეს
ინტეგრირებული
ვიდეოსისტემა და ამასთანავე
გვქონდეს ვიდეკოკარტის
ჩასაყენებელი სლოტი, ეს
ვარიანტი წინას რა თქმა უნდა
ჯობია.

რატომ გვხვდება ინტეგრირებული სისტემები? ყველა კომპიუტერი იწყობა გარკვეული


მოთხოვნილების შესაბამისად. ზოგიერთი საოფისე დანიშნულებისაა, ზოგი 2 განზომილებიანი
სამხატვრო და ფოტოგრაფიული გამოყენების, ზოგი სათამაშოდ, ზოგიც კიდევ
პროფესიონალებისთვის თამაშების, ანიმაციის, 3 განზომილებიანი რთული კონსტრუირების და
არქიტექტურული მოდელების შესაქმნელად. მათი ფასი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
საოფისე კომპიუტერს სავსებით აკმაყოფილებს დაბალი მეხსიერების ინტეგრირებული
ვიდეოსისტემა, რომელიც თამაშების მოყვარულებს არ გამოადგებათ. სამაგიეროდ ასეთი
4
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

კომპიუტერი გაცილებით იაფია და ვისთვისაც იგია განკუთვნილი, მისთვის სავსებით მისაღებია


კომპიუტერის დონეც და ფასიც. ხოლო უფრო ძლიერ კომპიუტერში უფრო მეტის გადახდა
მოგვიწევს.
ვიდეოადაპტერის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ფერთა სიღრმე (Color Depth)
ანუ რამდენი ფერის გამოტანა შეუძლია მას ეკრანზე. როგორ გგონიათ, რამდენი ფერის აღქმა
შეუძლია ძლიერ ვიდეოკარტას? 10? 100? 1000? ნუ გაგიკვირდებათ, 4 მილიარდზე მეტის, და
ყველა მათგანი სამი ძირითადი ფერის: წითელი, ლურჯი და მწვანე ფერის კომბინაციით მიიღება.
შეიძლება რიგითი მომხმარებლის თვალისთვის ეს შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ პროფესიონალი
გრაფიკოსები მათ არჩევენ. ვიდეოადაპტერებისთვის შექმნილია სტანდარტი VGA (Video Graphics
Array) რომელიც განსაზღვრავს, თუ გამოსახულების მოცემული გარჩევადობისთვის რამდენი
ფერის გამოსახვა შეუძლია მას. ამის მიხედვით შექმნილია სხვადასხვა სტანდარტები რომლებსაც
თანამედროვე ვიდეოკარტები და მონიტორები გამოიყენებენ.

ძირითადი
სტანდარტები:

ვიდეო დაფის კომპონენტები

განვიხილოთ, რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება და როგორია ვიდეოკარტის მუშაობის


პრინციპი.
5
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

 გრაფიკული პროცესორი GPU


 ვიდეო კონტროლერი
 ვიდეომეხსიერება VRAM
 ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი RAMDAC
 Video-ROM
 გაგრილების სისტემა
ძირითადი მოწყობილობა, რომელიც ვიდეოპლატაზე მდებარეობს, არის გრაფიკული
პროცესორი.
GPU (Graphic Process Unit) - მას ევალება ვერტექსებისა და ხაზებისგან შემდგარი 3D
ინფორმაციის პიქსელებისგან შემდგარ 2D
გამოსახულებად გადაქცევა. GPU ზოგადად
ცენტრალური პროცესორის “თანაშემწედ”
გვევლინება. ვიდეო მონაცემების დამუშავების
დროს ცენტრალური პროცესორი გამოთვლის
ძირითად კოორდინატებს, თუ სად უნდა
განთავსდეს ესა თუ ის ფიგურა, და გადააწვდის
გრაფიკულ პროცესორს, ხოლო ეს უკანასკნელი განათავსებს ამ კოორდინატების მიხედვით
ფიგურას ეკრანზე, შეუმოსავს კედლებს, დაიტანს ფერებს, განათებას, ჩრდილებს და ა.შ.
Video RAM - იმისთვის რომ GPU-მ თავის სამუშაო შეასრულოს მას სჭირდება მეხსიერების
ბუფერი, უხეშად რომ ვთქვათ საწყობი, სადაც ინახავს სამუშაოდ საჭირო გრაფიკულ მონაცემებს.
ანუ საჭიროა დროებითი, ოპერატიული მეხსიერება,
რომელიც ვიდეოკარტაზეა განლაგებული ჩიპების სახით. ამ
მეხსიერებას Video RAM - ვიდეომეხსიერება მასში დროებით
ინახება ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც GPU-მ
დისპლეიზე უნდა გამოიყვანოს, მაგალითად ტექსტურები,
ვერტექსები, ან თუნდაც ჩვეულებრივი სურათი.
დაახლოებით 5 წლის წინ ის DDR და DDR2 ტიპისა იყო, თუმცა დღესდღეობით ვხვდებით
GDDR3, GDDR4 და GDDR5 მეხსიერებებსაც. GDDR, ანუ Graphis Double Data Rate სპეციალურად
ვიდეოდაფებისთვისაა შექმნილი კომპანია ATI-ს მიერ. GDDR4 და GDDR5 მის განვითარებულ
ვერსიებს წარმოადგენს, რომლებსაც ნაკლები ძაბვა და მეტი ტაქტური სიხშირეები აქვთ. ქვემოთა
ცხრილში ხედავთ ვიდეომეხსიერების სხვადასხვა ტიპების საშუალო ტაქტურ სიხშირეებსა და
ინფორმაციის გამტარობებს რაც მეტი აქვს VRAM, მით უკეთესია. თანამედროვე
ვიდეოგამოსახულებები არა მხოლოდ ხარსხიანია, არამედ სწრაფად უნდა შეიქმნან და
გადაადგილდნენ ეკრანზე. გრაფიკული პროცესორი ვიდეომეხსიერებას უკავშირდება
დამოუკიდებელი არხით, რომლის გამტარობაზეა დამოკიდებული გამოსახულების სისწრაფე. ამ
არხს ლოკალურ სალტეს უწოდებენ.
6
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

Video BIOS - დედაპლატის ბიოსის


ანალოგიური პროგრამაა. მასში ინახება
ინფორმაცია ტაქტურ სიხშირეებზე,
ვოლტაჟებზე, ტაიმინგზე და ა.შ. ისევე,
როგორც დედაპლატაზე, ვიდეოდაფაზეც
შეიძლება ბიოსის "დაფლეშვა" (განახლება).
RAMDAC – Random Access Memory
Digital-to-Analog Converter ანუ ქართულად
რომ ვთქვათ, ციფრული ინფორმაციის ანალოგურად გადაქცევის ფუნქციაა. როგორც ვიცით,
კომპიუტერში ყველა მონაცემი გადაიცემა ციფრული სიგნალებით. ელექტრულ მილაკიან
მონიტორებს(CRT) იშვიათი გამონაკლისის გარდა სჭირდება ანალოგური სიგნალი, ანუ ისინი
ვიდეოადაპტერიდან უნდა ღებულობდნენ ციფრულიდან ანალოგურში გარდაქმნილ სიგნალებს.
ამისათვის ვიდეოპლატაზე საჭიროა შესაბამისი მოწყობილობა, მას RAMDAC ანუ
ციფრულანალოგური კონვერტორი ჰქვია. გრაფიკული პროცესორის მიერ დამუშავებული
ციფრული სიგნალი გადაეცემა DAC-ს, იგი გადათარგმნის მას ანალოგურ ფორმატში და
გადასცემს მონიტორს. რაც შეეხება თხევად კრისტალურ მონიტორებს, მათ ციფრული სიგნალი
სჭირდებათ და შესაბა¬მისად მათთვის განკუთვნილ ვიდეოკარტებში DAC არ გამოიყენება. ამ
კარტებში პროცესორისგან მომავალი სიგნალები გადაეცემა ციფრულ ვიდეო პორტს რომელზეც
შესაბამისი კონექტორით უერთდება LCD მონიტორი. ამიტომ კომპიუტერის აწყობისას უნდა
ჩავაყენოთ ისეთი ვიდეოკარტა, რომელსაც ექნება შესაბამისი მონიტორის მისაერთებელი პორტი.
თუმცა არის ვიდეოკარტები როგორც ანალოგური ისე ციფრული გამომსვლელებითაც. მათი
გამოყენება ჯობია, რადგან ორივე ტიპის მონიტორი შეგვიძლია ვამუშავოთ. როგორც უკვე
ავღნიშნეთ ვიდეოადაპტერზე აუცილებელია კონეკტორი იმისთვის, რომ გამოსახულების
მონიტორზე გამოტანა შევძლოთ.
VGA (VideoGraphics Array)-პირველი კონექტორი, რომელიც ამ საქმეს
ემსახურებოდა, VGA კონექტორი
გახლდათ: მისი მეორსახელ-
წოდება DE-15-ია იმიტომ, რე ომ
15-პინიანი კონექტორი აქვს. ის
1980იანებში შეიქმნა და დღემდე
გამოიყენება CRT და ზოგიერთ
LCD მონიტორებში.
7
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

ვიდეოგრაფიკის ლოგიკური მატრიცა (VGA) 3რიგად განლაგებული 15-კონტაქ-


ტიანი კონექტორით უზრუნველყოფს მონიტორისთვის ანალოგიური სიგნალის
გადაცემას.

DVI (Digital Video Interface) - ტექნოლოგიების განვითარდა, შემოვიდა LCD დისპლეები და


მათთან ერთად გაჩნდა DVI კონექტორი, VGA-სგან განსხვავებით მას არ აქვს გამოსახულების
დამახინჯების პრობლემა. DVI ინტერფეისი 24- ან 29-კონტაქტიანი კონექტორით
უზრუნველყოფს მონიტორზე ციფრული სიგნალების
გამოტანას. გვაქვს DVI კონექტორის 3 ტიპი: DVI-Digital(DVID)
, DVI-Analog(DVI-A) , and DVI-Integrated(DVI-I).

• DVI-D - უზრუნველყოფს მონიტორის და ვიდეოკარტის


ციფრული სიგნალით დაკავშირებას; ამის
საშუალებით მიიღება სწრაფი მაღალხარისხიანი
გამოსახულება.

• DVI-A გამოიყენება ანალოგიური სიგნალის გადასაცემად ისეთ


მონიტორებზე როგორიცაა CRT მონიტორი.

• DVI-I კაბელი

რომელიც გადასცემს

როგორც ციფრულს
ასევე ანალოგიურ სიგნალს,

ამის გამო მას აქვს


მრავალმხრივი გამოყენება,

ის შეგვიძლია მივაერთოთ როგორც ციფრულ სიგნალზე ასევე ანალოგიურ


სიგნალზე მომუშავე მონიტორებს
8
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

HDMI (High Definition Multimedia Interface) - ეს გახლავთ უახლესი სტანდარტი რომელიც 2003
წლიდან გამოჩნდაბაზარზე, HDMI
ინტერფესი 19 კონტაქტიანი კონექტორით
უზრუნველყოფს ციფრული და აუდიო
სიგნალის გადაცემას, მისი
წინამორბედებისგან განსხვავებით
ციფრულ სიგნალთან ერთად
გადასცემს ხმას, ანუ იმისთვის რომ
მონიტორს ხმა ჰქონდეს აღარ გვჭირდება
ცალკე სპეციალური შესაერთებლები.
მისი სიჩქარეა 5 Gb/ps რომელიც
დაახლოებით ორჯერ მეტია HDTV-ის
სიჩქარეზე, 2006 წელს გამოვიდა HDMI 1.3
სტანდარტი რომლის სიჩქარეა 10.2 Gb/ps.
2010 წელს გამოვიდა HDMI 1.4 ვერსია რომელსაც შეუძლია 3840 × 2160p გაფართოებაზე მუშაობა.
ასევე იგეგმება HDMI 2.0 ვერსიის გამოშვება 2012-2013 წლებისთვის.

S-VIDEO - ვიდეოკარტის ერთ-ერთი კონექტორია


აგრეთვე S-VIDEO რომელიც გამოიყენებოდა
ტელევიზორზე, DVD-პლეერზე, ვიდეო-ჩამწერზე
შესაერთებლად. S-Video ინტერფეისი 4-კონტაქტიანი
კონექტორით უზრუნველყოფს ანალოგიური ვიდეო
სიგნალების გადაცემას.

იმისათვის, რომ ჩვენმა ვიდეოდაფამ იმუშაოს, საჭიროა


სპეციალური სლოტი, რომელშიც შევძლებთ ვიდეოდაფის ჩასმას, პირველი კარგი მუშა
სლოტი PCI იყო. იგი 1993 წელს შექმნეს. ეს სლოტი დღესაც გამოიყენება, მაგრამ
ვიდეოდაფებისთვის - აღარ. მისი სალტის სიხშირე 32 ან 64 ბიტია. ინფორმაციის
გამტარობა 32-ბიტიანისთვის
133MB/s-ს უდრის. 32 და 64
ბიტიანი სლოტები ერთმანეთისგან
ზომით და რათქმაუნდა, პინების
რაოდენობით განსხვავდებიან.
გარდა ამისა ერთიდაიგივე ბიტი
გამტარობის მქონე სლოტებს
სხვადასხვა ვოლტაჟებიც შეიძლება
ჰქონდეს. ამ შემთხვევაშიც ისინი
ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
PCI სლოტის მთავარი მინუსი -
მცირე გამტარობაა.
9
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

გამტარობის
გაზრდის მიზნით
1997 წელს Intel-მა
AGP (Accelerated
Graphics Port)
სლოტი შექმნა.
მისი მთავარი
უპირატესობა
GART ფუნქცია
იყო: ტექსტურის
ჩასატვირთად PCI
ვიდეოდაფას იგი
RAM-იდან
ბუფერში უნდა
ჩაეკოპირებინა
მაშინ, როდესაც
AGP ვიდეოდაფა
ტექსტურებს RAMიდან "გრაფიკული მისამართის რემაპინგის დაფის" (Graphics Address
Remapping Table - GART) მეშვეობით პირდაპირ კითხულობდა. ცხადია ეს მის სისწრაფეს
ზრდიდა.AGP სლოტები ერთმანეთისგან ვიზუალურად, სიჩქარეების და ვოლტაჟების
მიხედვით განსხვავდებოდნენ: არსებობდა AGP 3.0 - 64-ბიტიანი სლოტი, რომელიც
მაღალი დონის ვიდეო-დაფებისთვის გამოიყენება. AGP Pro, უფრო დიდი სლოტი,
რომელიც მაღალ ძაბვაზე მომუშავე ვიდეოდაფებისთვის იყო განკუთვნილი. ყველაფერმა
ამან ისევე "გაამრავალფეროვნა" AGP სლოტები,რომ შეიქმნა "AGP Universal" და "AGP PRO
Universal". ისინი ყველანაირ AGP ვიდეოდაფებს.

დროთა განმავლობაშ საჭირო


გახდა ინფორმაციის გაცვლის უფრო
დიდი სიჩქარე. სწორედ ამას
უკავშირდება დღესდღეობით ყველაზე
გავრცელებული სლოტის - PCI Express-
ის შექმნა. PCI Express-ის სლოტიც
ისევე, როგორც AGP, Intel-მა შექმნა,
ოღონდ უკვე 2004 წელს. PCI-E ბევრად
ჯობს წინამორბედებს, რადგან მასზე
შეერთებული ვიდეოდაფისთვის
10
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

გამოყოფილია 16 დამოუკიდებელი ინფორმაციული არხი (აქედან მოდის აღნიშვნა "x16"), თანაც


ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე წინამორბედებისას ბევრად აღემატება. PCI-e სლოტს აქვს თავისი
სიჩქარეები და სტანდარტები, მისი ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ რომ ტექნოლოგიების
განვითარებასთან ერთად ხდება მისი დახვეწა და არა შეცვლა როგორც ეს AGPის შემთხვევაში
გვქონდა. PCI-x 1.1
ვერსიის სიჩქარე იყო 250
MB/s. 2007 წელს სექმნეს PCI-e
2.0 ვერსია რომელსაც
ფაქტიურად გაორმაგებული
სიჩქარე ჰქონდა ნაცვლად 250
MB/s-ისა მას ქონდა 500 MB/s
სიჩქარე. 2010 წელს გამოვიდა
PCI-e 3.0 რომლის სიჩქარე
1000MB/s არის. 2011 წლის 29
ნოემბერს წარმოადგანის
ინფორმაცია PCI-e 4.0-ის
შესახებ რომლის გამოსვლაც 2014-2015 წლებში იგეგმება, მისი სიჩქარე სავარაუდოდ 16 TB/s
იქნება PCI-e სლოტის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ რომ მასზე შეიძლება პარალელურ
რეჟიმში რამდენიმე ვიდეოკარტის მუშაობა ერთსადაიმავე გამოსახულებასთან, რასაც ასე კარგად
იყენებს Crossfire და SLI ტექნოლოგიები. ორი ან მეტი Nvidia-ს ვიდეო დაფას ერთ დედაპლატაზე
SLI ტექნოლოგია ეწოდება ხოლო ATI-ს სსიტემებში, Crossfire.
11
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

წარმადობის მახასიათებლები
 ვიდეო მეხსიერების ზომა - თუ რა მოცულობის ინფორმაცია ჩაეტევა ბუფერში
 მეხსიერების ტაქტური სიხშირე - მასზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფია
ვიდეომეხსიერების ინფორმაციის
 გამტარობა
 მეხსიერების ტიპი. - შეიძლება იყოს DDR, DDR2, GDDR3, GDDR4, ან GDDR5 ტიპისა. რაც უფრო
ახალი ტიპისაა იგი, მით უფრო სწრაფია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
 მეხსიერების სალტის სიდიდე (Bus width). - ამ მონაცემზე პირდაპირაა დამოკიდებული,
თუ რამდენ ინფორმაციას გადასცემს GPU ვიდეოს მეხსიერებას წამში. რაც უფრო დიდია ეს
მონაცემი, მით უკეთესია GPU-ს გამტარობა და დაფის წარმადობა. თუკი სადმე შეგხვდათ
ორი ვიდეოდაფა, რომელთაგან ერთს აქვს 512-ბიტიანი სალტე და 256MB მეხსიერება,
ხოლო მეორეს 256-ბიტიანი სალტე და 512MB მეხსიერება, ამათგან პირველი უნდა
აირჩიოთ
 შევსების სიჩქარე, ანუ Fill Rate. ეს მახასიათებელი გვიჩვენებს რამდენად სწრაფად შეუძლია
GPU-ს პიქსელების დახატვა. ის ROP (იხ. ქვემოთ)-ზეა დამოკიდებული
 Raster OPeration units (ROP). ის GPU-ს მიერ გადამუშავებულ პიქსელებს ბუფერში
ათავსებენ, რის შემდეგაც პიქსელებით გამოსახულება იწყობა.
 ROP-ზეა დამოკიდებული Fill Rate. ეს ასე ხდება: ვიდეოდაფის სიხშირე x ROP = Fill rate. ასე
მაგალითად Geforce 7900GT-ს Fill rate=650 (GPU სიხშირე) x 16 (ROP)=10400 მეგაპიქსელი
წამში
 შევსების სიჩქარე, ანუ Fill Rate. ეს მახასიათებელი გვიჩვენებს რამდენად სწრაფად შეუძლია
GPU-ს პიქსელების დახატვა. ის ROP (იხ. ქვემოთ)-ზეა დამოკიდებული
 Raster OPeration units (ROP). ის GPU-ს მიერ გადამუშავებულ პიქსელებს ბუფერში
ათავსებენ, რის შემდეგაც პიქსელებით გამოსახულება იწყობა.
 ROP-ზეა დამოკიდებული Fill Rate. ეს ასე ხდება: ვიდეოდაფის სიხშირე x ROP = Fill rate. ასე
მაგალითად Geforce 7900GT-ს Fill rate=650 (GPU სიხშირე) x 16 (ROP)=10400 მეგაპიქსელი
წამში Name - გრაფა, სადაც წერია ვიდეოდაფის სახელი. GPU - ვიდეოდაფაზე არსებული
GPU-ს მოდელი.
 Revision - რევიზია. სხვადასხვა რევიზია GPU-ს სხვადასხვა გაუმჯობესებებს გულისხმობს.
 Technology - დამზადების ტექნოლოგია. აქ ჩანს რამდენ ნანომეტრიანი (nm)
ტექნოლოგიითაა თქვენი დაფა დამზადებული.
 Die Size - ეს არ არის "სიკვდილის ზომა". ეს არის GPU-ს ფართობი. ამოიღეთ ფესვი და
გაიგებთ GPU-ს სიგრძე-სიგანეს.
 BIOS Version - ვიდეოდაფაზე არსებული ბიოსის ვერსია.
 ROPs - ROP-ების რაოდენობა. გადაამრავლებთ ამ მონაცემს GPU-ს სიხშირეზე (ამ
შემთხვევაში 28x650) და მიიღებთ ვიდეოდაფის Fill rate-ს (იხ. ზემოთ).
 Bus Interface - გვიჩვენებს PCIe სლოტის ინტერფეისს. ამ შემთხვევაში ეს არის PCIe 2.0 x16,
რომელიც ამავე რეჟიმში მუშაობს.
 Shaders - შეიდერების რაოდენობა. ამ შემთხვევაში 192 უნიფიცირებული შეიდერი.
 DirectX Support - დაფასთან თავსებადი Dx-ის ვერსია.
 Pixel Fillrate - Fill Rate. იხ. ზემოთ.
 Texture Fillrate - ტექსტურების შექმნის სიხშირე.
 Memory Type - მეხსიერების ტიპი.
 Bus Width - სალტის ზომა.
 Memory Size - მეხსიერების ზომა.
 Bandtwidth - ვიდეოდაფის ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე.
 Driver Version - ვიდეოდაფის დრაივერის ვერსია.
 GPU Clock/Memory/Shader - GPU/ვიდეომეხსიერება/შეიდერი რეალური სიხშირეებია
მეგაჰერცებში.
 Default GPU Clock/Memory/Shader - იგივე, ოღონდ ქარხნული სიდიდეები.
12
ვიდეო კარტა ლექსო ბეროზაშვილი

You might also like