You are on page 1of 6

1

აუდიო ადაპტერი

აუდიო ადაპტერი - Sound Card

დღევანდელი კომპიუტერი წარმოუდგენელია მულტიმედიური სისტემის გარეშე. ესაა


აპარატულ-პროგრამული სისტემა, რომელიც გვაძლევს კომპიუტერში ეფექტურ ხმასა და
ვიდეო გამოსახულებებს. მულტიმედიური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ხმის
ადაპტერი (Sound card). დღევანდელი პერსონალური კომპიუტერები მაღალი ხარისხის აუდიო
სისტემის გარეშე ნაკლებად
გაამართლებდნენ თავის
დანიშნულებას, არადა მათი
პირველი თაობები ფაქტიურად
არ გამოიყენებდნენ ხმას.
ადრეულ კომპიუტერებში
ხმოვანი სიგნალები მხოლოდ
სისტემის შეცდომებსა და
კლავიატურის კლავიშების
შეხებას ახლდა თან. მულტიმედიის განვითარებამ მოიტანა ხმის, როგორც კომპიუტერის
განუყოფელი კომპონენტის აუცილებლობა. 1988 წლიდან ხმის ადაპტერები გამოყენებულ იქნა
PC კომპიუტერებში, თუმცა მანამდე Apple-ს სისტემებში უკვე გამოიყენებოდა.
ხმის ადაპტერი შეიძლება შეგვხვდეს PCI ან PCIe სლოტზე ასევე დედაპლატაზე
არსებული მიკროსქემის, ან ჩიპსეტში ინტეგრირებული აუდიო სისტემის სახით.
მიუხედავად იმისა, თუ რა სახის აუდოა დაპტერს იყენებს კომპიუტერი, ხმოვან
მონაცემთან სამუშაოდ მას სჭირდება სხვა მოწყობილობებიც: აკუსტიკური სისტემა,
მიკროფონი და სხვა. პირველად სტერეო ხმის ადაპტერი გამოიყენეს თამაშების
გასახმოვანებლად, სხვადასხვა მწარმოებლები უშვებდნენ საკუთარი არქიტექტურის ხმის
კარტებს. ისინი ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო და მომხმარებლებს პრობლემებს
უქმნიდნენ, ამიტომ საჭირო გახდა ერთიანი სტანდარტის შემუშავების აუცილებლობა, რაც
განახორციელა კომპანია Creative Labs-მა. მან გააკეთა ხმის ადაპტერი, რომელსაც მიენიჭა
სტანდარტი Sound Blaster და მას შემდეგ წარმოებული ყველა აუდიო ადაპტერი ამ
2
აუდიო ადაპტერი

სტანდარტს აკმაყოფილებს. 1995 წლიდან MMicrosoft-მა შეიმუშავა პროგრამული დრაივერი


Directx რომელიც ყველა ვერსიის Windows-ში უზრუნველყოფს სხვადასხვა მწარმოებლის
ხმის კარტების გამართულ მუშაობას.

აუდიო კარტას გააჩნია მცირე ზომის, მრგვალი 1/8 ინჩის ზომის ჯეკი მიკროფონის,
ყურსასმენების და სპიკერების შესაერთებლად. აუდიო კარტას შეიძლება ჰქონდეს ასევე DA15
თამაშების პორტი ( აღწერილის შემდგომ), რომელზე აერთებენ ჯოისტიკს ან MIDI . MIDI -
სთვის DA15 პორტი არის ორმიმართულებიანი. MIDI აპარატული ნაწილები იყენებენ 5
პინიანი DIN კონექტორს. ადაფტერს ესაჭიროება ორი ასეთი უმიმართულებო DIN კონექტორი:
MIDI-in და MIDI-out, DA15 ინტერფეისთვის. უახლესი აუდიო კარტები შეიძლება იყოს RCA
ჯეკით (მოგვიანებით ავღწერთ ამ თავის ”აუდიო/ ვიდეო ჯეკები” სათაურის სექციაში). ეს
უეჭველად არ არის კომპოზიტური ვიდეოსთვის. სამაგიეროთ ეს არის ციფრული აუდიო
სპეციფიკაცია სახელად Sony/Phillips Digital Inteface (S/PDIF). ეს ფორმატი არა მხოლოდ იძლევა
საშუალებას აუდიო გადაცემას ციფრულ ხარისხით, არამედ RCA ჯეკთან და კოაქსიალური
კაბელთან ერთად იგი იყენებს ოპტიკურ-ბოჩკოვან კონექტორს და გაცილებით აუმჯობესებს
ციფრული სიგნალის გადაცემის ხარისხს.

Audio Adapter-ის საშუალებით ხდება კომპიუტერში ხმოვანი სიგნალების შეტანა


და გამოტანა. ხმა, რომელიც ადა¬მი¬ანს ესმის და გამოსცემს, ესაა უწყვეტი რხევები. ეს
რხევები უწყვეტია როგორც ბგერის ფორ¬მაში, ასევე მათი შესაბამისი ელექტრული
სიგნალების ფორმაში. კომპიუტერში კი მონაცემები შეიძლება წარმოდგენილი და
დამუშავებული იქნას მხოლოდ დისკრეტული ფორმით ანუ ელექტრული იმპულსების
სახით. სწორედ ასეთი გარდაქმნები სრულდება ხმის ადაპტერის საშუალებით. ხმის
ადაპტერი სლოტის საშუალებით უერთდება სისტემურ პლატას ან შეიძლება სულაც
ინტეგრირებული იყოს სისტემურ პლატაზე.
გავეცნოთ ხმის ადაპტერის მოწყობილობას და მუშაობის პრინციპს. სხვადასხვა
მოწყობილობების მისაერთებლად მასზე განლაგებულია აუდიო პორტები (შესაერთებლები).
სხვადასხვა კარტაზე შეიძლება სხვადასხვა პორტი შეგვხვდეს:
3
აუდიო ადაპტერი

 შესასვლელი ხაზი - ეს პორტი გამოიყენება სხვადასხვა აუდიოსისტემიდან


კომპიუტერში ხმის შესატანად, მის დასამუშავებლად და შესანახად.

 გამოსასვლელი ხაზი - ამ პორტის მეშვეობით აუდიო სიგნალი შეგვიძლია


მივაწოდოთ აკუსტიკურ სისტემას (სპიკერებს), ყურსასმენებს ან
სტერეოგამაძლიერებელს.

 მიკროფონის ხაზი - აქ შეგვიძლია შევაერთოთ მიკროფონი და სხვადასხვა


პროგრამებით დავამუშაოთ და ჩავწეროთ ხმა. ეს შესაერთებლები 1/8 დუიმის
მინიატურული ნახვრეტებია და მათზე რამის მიერთება შესაბამისი ზომის განსართის
გამოყენებით უნდა მოვახდინოთ.

 სპიკერების ხაზი - გამოსასვლელი ხაზია იმ განსხვავებით, რომ სპიკერებზე


მიმავალი სიგნალი გაძლიერებულია 4 ვატამდე, რაც ზოგიერთი მარ¬ტივი აკუს-
ტიკური სისტემისთვის უფრო მისაღებია.
 სათამაშო ჯოისტიკის და Midi ხაზი – ეს არის 15-პინიანი შესაერთებლები, სადაც
შეგვიძლია შევადაროთ სხვადასხვა სათამაშო მოწყობილობა (ჯოისტიკი, პისტოლეტი,
4
აუდიო ადაპტერი

მანქანის რული, პედლები) და მუსიკალური სენთეზატორი. ბოლო დროს ყველა ეს


მოწყობილობა გამოდის USB ინტერფეისით და 15-პინიანი პორტი
მოხმარებიდანგადავიდა.

 შიდა 4-კონტაქტიანი პორტი, რომელიც სპეციალური კაბელით უერთდება CD-


ROM-ს. მუსიკალური დისკების მოსასმენად მონაცემები ხმის ადაპტერს მიეწოდება ამ
პორტით და ისინი დედაპლატაზე აღარ გაივლიან, რაც ზოგადად სისტემის
განტვირთვისთვისაა საჭირო, თუმცა კომპიუტერის აწყობისას ეს კაბელი
აუცილებლად უნდა შევაერთოთ, რადგან ზოგიერთი თამაშის თანმდევი ხმა მხოლოდ
ამ კაბელით გადაეცემა. მუსიკალური დისკების მოსმენა ხმის ადაპტერის გარეშეც,
პირდაპირ CD-ROM-იდან შეგვიძლია, ამისათვის მასზე სპეციალური შესაერთებელი
გამოიყენება.

იმის გამო, რომ სისტემური ბლოკი (კეისი) ხშირად უხერხულად დევს მაგიდაზე ან
მაგიდაში, აუდიო პორტები დამალულია და რაიმე მოწყობილობის მიერთება ჭირს. თუ ვერ
ვხედავთ წარწერას შესაერთებელზე შეიძლება პორტები აგვერიოს და მოწყობილობამ ვერ
იმუშაოს. ამიტომ შესაერთებლების ბუდეები სხვადასხვა ფერად არის შეღებილი, თუ ერთხელ
დაიმახსოვრებთ, აღარ აგერევათ.
ხმის კარტებს საკუთარი პროცესორი აქვთ, რომელიც ცენტრალურ პროცესორს
განტვირთავს, მას DSP(Ddigital Sound Processor) ეწოდება.
5
აუდიო ადაპტერი

კომპიუტერში ციფრული სიგნალების აკუსტიკურ სისტემებზე გამოსატანად, საჭიროა მათი


გარდაქმნა ანალოგურ ფორმატში, ხოლო ხმის შეტანისას საჭიროა მათი გადაყვანა
ციფრულ ფორმატში. ამისათვის გამოიყენება ციფრულანალოგური DAC და ანალოგურ-
ციფრული ADC გარდამქმნელები, რაც ხმის ადაპტერებზე შესაბა¬მის ჩიპებშია
განთავსებული. ზოგიერთ ხმის კარტაზე გვაქვს სპეციალური ციფრული პორტები (Dolby
Digital), რომელიც ციფრული სიგნალების შეტანაგამოტანისათვის გამოიყენება.
თანამედროვე ხმის ადაპტერებს, შესაბამისი პროგრამული მხარდაჭერის შემთხვევაში
შეუძლია ადამიანის ხმის დაჭერა და გადათარგმნა. ანუ შეუძლია ადამიანური ენით
ბრძანების შესაბამისად ჩართოს, გამორთოს, გახსნას ან დახუროს რომელიმე პროგრამა.
ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ხელით აკრეფის მაგივრად, კომპიუტერს
წავუკითხავთ და იგი თვითონ აკრეფს და დაგვიბეჭდავს ტექსტს.
მოდით, ცოტა ღრმად გავეცნოთ ხმის ბუნებას. ნებისმიერი წარმოთქმული ბგერა
იწვევს ჰაერის რხევას, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება ტალღის სახით.
ტალღა ეცემა ყურის ბარაბანს და ასევე არხევს მას, ხოლო ტვინი მას აღიქვამს როგორც
ხმას. ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას ყურის ბარაბანზე დაცემული ტალღის მხოლოდ
მცირე ნაწილი, უდიდესი ნაწილი კი უბრალოდ არ გვესმის. ამ ტალღას გააჩნია სიხშირე
და ინტენსივობა. სიხშირე არის რხევების რაოდენობა წამში, ხოლო ინტენსივობა
განსაზღვრავს ხმის სიძლიერეს. პირველი იზომება ჰერცებში -Hz, ხოლო მეორე
დეციბელებში - Db. ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას 16Hz-დან 20KHz(კილოჰერცი)-მდე
სიხშირის ბგერები. ხოლო დანარჩენი უდიდესი ნაწილი აღუქმელი რჩება. როდესაც
ვლაპარაკობთ ხმის ანალოგურ ფორმატზე აქ იგულისხმება ტალღის ყველა შესაძლო
სიხშირე, რომელიც ამ ხმას შეიძლება ჰქონდეს. მართალია, ჩვენ მხოლოდ მისი მცირე
ნაწილი გვესმის, მაგრამ დანარჩენი ხომ არსებობს. ციფრულ ფორმატში გადაყვანის დროს
ეს აუთვისებელი ხმა ამოიღება ბგერათა საერთო რაოდენობიდან და ხმა რეალურად
გარდაიქმნება ბიტებად, ხოლო ბიტებით მანიპულირება გაცილებით ადვილია. ისინი
შეგვიძლია შევკუმშოთ. გვხვდება აუდიო მონაცემების ჩაწერისა და წაკითხვის ორი
ძირითადი ფორმატი: Wav და Mp3 . ხმის დამუშავების სპეციალური პროგრამების
მეშვეობით იგი შეგვიძლია ერთი ფორმატიდან მეორეში გადავიყვანოთ და დისკზე
გაცილებით ნაკლები ადგილი დავუთმოთ. მაგალითად Wav ფორმატში შესრულებული
6
აუდიო ადაპტერი

ხუთწუთიანი მუსიკა დისკზე იკავებს 50MB-ს, ხოლო იგივე მუსიკა Mp3 ფორმატში იკავებს
4MB-ს, თუმცა ხმის ბუნებრივობა შედარებით დაბალი იქნება.

You might also like