You are on page 1of 2

USB - პორტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

PS/2, ეიფლის კომპიუტერის საინფორმაციო არხი, DIN კონექტორი, SCSI, FireWire...


თუ ეს სახელები არაფერს გეუბნებათ, ამისთვის მადლობა usb პორტს უნდა
გადაუხადოთ. ხოლო თუ იმ იშვიათ ადამიანებში ხართ, ვინც 1996 წლამდე
პერსონალურ კომპიუტერს ფლობდა, გემახსოვრებათ კაბელთა და კონექტორთა
მთელი პლეადა, რომელიც საჭირო იყო მისთვის რაიმე გარე აქსესუარის
დასაკავშირებლად; პროგრამების ინსტალაცია თუ კომპიუტერის გადატვირთვა
იმისთვის, რომ მაუსს ან კლავიატურას ემუშავა, სულაც არ იყო იშვიათი გართულება
და კომპიუტერის მოხმარების რუტინის ნაწილს წარმოადგენდა.
პირველი, ვინც ამ პრობლემის გადაჭრა წარმატებით მოახერხა, „ინტელი“ გახლდათ,
1996 წლის იანვარში, რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, „ინტელმა“ დაამზადა usb
1.0, რომლითაც ინფორმაციის გადაცემა დღეისთვის უკვე უკიდურესად
მოკრძალებული 1.5 მეგაბიტი წამში და 12 მეგაბიტი წამში სიჩქარეებით იყო
შესაძლებელი. USB პორტის იდეა სახელიდანვე გასაგებია - Universal Serial Bus
(უნივერსალური სერიული საინფორმაციო არხი). თავდაპირველად ის ჩაფიქრებული
იყო, როგორც ერთი სიჩქარის, 5 მეგაბიტი წამში მქონე, თუმცა მოგვიანებით
გადაწყდა, რომ აჯობებდა მეტი ინფორმაციის გადამცემი მოწყობილობებისთვის -
როგორებიცაა ფლოპი დისკი და პრინტერი - სწრაფი, ხოლო შედარებით პასიური
მოწყობილობებისთვის (მაუსი, კლავიატურა) ნელი გადამცემი დამზადებულიყო.
1997 წლის აგვისტოდან usb პორტს უკვე ჰქონდა Windows 95-ის მხარდაჭერა, თუმცა
USB პორტის დამკვიდრებისთვის გადამწყვეტ მომენტად მაინც 1998 წელს გამოსული
iMac უნდა ჩაითვალოს - Apple-ის პორტების მინიმალიზების გატაცება ახალი
ნამდვილად არაა. 1998 წელს გამოსულ iMac-მა თითქმის ყველა გარე აქსესუარის
მისამაგრებელი პორტი usb 1.1 პორტით შეცვალა, ხოლო მის პოპულარობასთან
ერთად გაიზარდა usb პორტის პოპულარობაც, რამაც ხელი შეუწყო PC ბაზარზე USB-
ის სტანდარტად დამკვიდრებას.
უკვე 2000 წელს კი usb 2.0 გამოვიდა, რომელსაც მონაცემების გადაცემა თითქმის 40-
ჯერ უფრო სწრაფად, 480 მეგაბიტი წამში სიჩქარით შეეძლო. usb 2.0-ზე „ინტელის“
გარდა იმუშავა ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა „ჰიულეტ-პაკარდი (HP)“,
„ფილიპსი” და „ნოკია“. გარდა სიჩქარისა, usb 2.0-თან ერთად დამკვიდრდა ისეთი
ძირეული სიახლეები, როგორიცაა usb type b mini და micro, ყველასთვის ნაცნობი USB
შესაერთებლები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ
2014 წლიდან usb type c ნელ-ნელა ანაცვლებს და, რაც მთავარია, ელემენტის
დატენვის ფუნქცია, რომელთანაც ხშირ შემთხვევაში ასოცირდება USB. ელემენტის
დატენვის სპეციფიკაცია 1.2-ს უკვე შეეძლო 1.5 ამპერზე 5 ვოლტის გატარება, რაც
იძლოდა მოწყობილობის 7.5 ვატით დატენვის საშუალებას.
2008 წლის ნოემბერში უკვე usb 3.0 გამოვიდა, რომლის მთავარ მიზნებსაც
ინფორმაციის გადატანის სიჩქარის გაზრდა 5 გიგაბიტი წამში სიჩქარემდე,
მოწყობილობის უფრო სწრაფად დატენვა და წინა თაობის usb-სთან შეთავსებადობა
წარმოადგენდა. ამ დროისათვის უკვე 6 მილიარდი USB პორტი და ინტერფეისი იყო
ბაზარზე და ყოველწლიურად 2 მილიარდი იყიდებოდა.
2013 წელს usb-IF-მა (usb implementers forum - ორგანიზაცია რომელიც ხელს უწყობს
usb-ის გავრცელებას) usb 3.1, ენერგიის გადატანის პროტოკოლი 2.0 და usb type c
წარადგინა, ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციის გადატანის კიდევ უფრო დიდ
სიჩქარეს, 100 ვატამდე დატენვის შესაძლებლობას. ამ სიახლეებთან ერთად ახალი
დიზაინი წარსულში ტოვებს ლეგენდარულ პრობლემას - რომელი მხრიდან ერთდება
კაბელი პორტში.

You might also like