You are on page 1of 5

1.

სტუდიური მულტიმედიური დეკორაცია

1. ძირითადი მოთხოვნები
სტუდიური დეკორაციების მულტიმედიური სისტემა შედგება ორი (2)
ურთიერთდაკავშირებული კომპლექტისაგან. თითოეული კომპლექტი შედგება საინფორმაციო
ვიდეო კედლებისა და მულტიმედიური გამოსახულების სისტემისაგან.
საინფორმაციო ვიდეო კედლების ზომები და ტექნოლოგია:
 კომპლექტი 1: ვიდეო კედლები ზომებით არანაკლებ თითოეული განზომილებით 13მ x
3მ, 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ x 2მ

 კომპლექტი 2: ვიდეო კედლები საერთო ზომით 40კვ.მ, დაშლა-აწყობადი ნებისმიერი


კომბინაციით. შედგება მოდულები/კაბინეტებისგამ ზომებით არა უმეტეს 1მ x 1მ.
არანაკლებ 5მ x 3მ, 3მ x 2მ, 4მ x 3მ, 1მ x 5მ - ზომების ეკრანების ასაწყობად.
მულტიმედიური გამოსახულების სისტემამ უნდა მიაწოდოს 3 (სამი) HD-SDI სიგნალი 13მ x 3მ
ვიდეო კედელს და თითო-თითო HD-SDI სიგნალი 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ x 2მ ვიდეო
კედლებისათვის. HD-SDI სიგნალის სტანდარტი 1080/50i (SMPTE 292M).
ყველა HD-SDI სიგნალების კონტენტი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ერთიანი გრაფიკული
ფონის და ერთი (1) ან ორი (2) PIP გამოსახულებით, გარე HD-SDI 1080/50i (SMPTE 292M)
ფორმატის ვიდოე წყაროების ჩათვლით.
40კვ.მ. ვიდოე კედლის შესაბამისი სისტემას უნდა გააჩნდეს არანაკლებ ექვსი (6)
დამოუკიდებელი HD-SDI სიგნალი. თითოეული ამ სიგნალის კონტენტი უნდა იყოს
დამოუკიდებელი გრაფიკული ფონი და მინიმუმ ერთი (1) PIP გამოსახულება, გარე HD-SDI
1080/50i (SMPTE 292M) ფორმატის ვიდოე წყაროების ჩათვლით.
ყველა HD-SDI სიგნალი მიეწოდება შესაბამის ვიდეო კედლების კონტროლერებს რომლებიც
ახორციელებენ სიგნალების შესაბამის განაწილებას და მიწოდებას უშუალოდ ვიდეო კედლის
მოდულებზე, გამოსახულების დამახინჯების გარეშე.

სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


 მოახდინოს გამოსული სიგნალების სკალირება, მასშტაბირება, გაყოფა რამოდენიმე
ვიდეო კედლის მასშტაბით დამახინჯების ან კარგვების გარეშე.
 PIP გამოსახულების DVE ფუნქციონალი
 ვიდეო კედლებს შორის გამოსახულების შეთანხმებული მოძრაობა
 ერთი ვიდეო წყაროსა ან გრაფიკული უკანა ფონის სკალირება და გაშლა ყველა ან
რამოდენიმე ვიდეო კედელზე ერთდროულად როგორც ერთიან ეკრანზე.
 SD/HD-SDI (SMPTE 259M, 344M, 292M) ფორმატის ვიდეო შესასვლელები.
 გამოსახულების მოქნილი მართვა და განაწილება ვიდეო კედლებს შორის შესაბამისი
“შაბლონების” მეშვეობით.
 სხვადასხვა ტიპის კონტენტის წყაროების პირდაპირი მიღების საშუალება, არანაკლებ:
live feed SD/HD-SDI (SMPTE 259M, 344M, 292M), local and network video (AVI, MOV,
MP4)/graphics ((JPG, PNG, GIF, TIFF) files;
 გამოსახულების შაბლონების მართვა და მათი ცვლა პირდაპირი ეთერის დროს
ბრაუზერისა თუ მობილური მოწყობილობის გამოყენებით.
2. კომპლექტი-1 ვიდეო კედლების (13მ x 3მ, 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ x 2მ) პარამეტრები

 LED ტიპის ვიდეო კედელი


 13მ x 3მ ვიდეო კედელი უნდა იყოს წრეწირის რკალის ფორმის, რადიუსით 5.5 მ
ჰორიზონტალურ ჭრილში. ამასთან ორი მომიჯნავე კაბინეტს შორის კუთხე უნდა იყოს
არა ნაკლებ 174°, რკალის მრუდთან მაქსიმალური მიახლოებისათვის.
 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ x 2მ ვიდეო კედელები უნდა იყოს წრეწირის რკალის ფორმის,
რადიუსით 4.5 მ ჰორიზონტალურ ჭრილში. ამასთან ორი მომიჯნავე კაბინეტის შორის
კუთხე უნდა იყოს არა ნაკლებ 173°, რკალის მრუდთან მაქსიმალური მიახლოებისათვის.
 პიქსელებს შორის მანძილი არაუმეტეს 2.6მმ
 კონტრასტის ფარდობა არანაკლებ 3000:1
 პიქსელების სიმკვრივე არა ნაკლებ 145 600 პიქსელი/კვ.მ.
 ჰორიზონტალური ხედვის კუთხე არანაკლებ 140O
 სიკაშკაშე არანაკლებ 900 cd/m²
 ფერთა გამმა 100%.
 HDR შესაძლებლობა
 ფერთა კალიბრაცია ავტომატური და ხელით
 პროცესინგი 16 bit.
 რუხის დონეები 16 bit.
 ფერთა ტემპერატურა ცვლადი, მართვადი 2000-9000 K.
 Refresh Rate არანაკლებ 1900 Hz.
 ხმაურის დონე: 0 dB(A) (noise-free operation).
 მოხმარებული ენერგია კვ.მეტრზე არაუმეტეს 175 W (typ)/500 W (max).
 მუშაობის ხანგრძლიობა არანაკლებ 100 000 (ასიათასი) საათის
 ელექტრო ქულერებით გარეშე
 მომსახურებისათვის წვდომა წინა და უკანა მხრიდან
 კაბინეტის კონსტრუქციის მასალა ალუმინი
 CE, RoHS სერტიფიკაცია

3. კომპლექტი-2 (40კვ.მ) ვიდეო კედლების პარამეტრები

 LED ტიპის ვიდეო კედელი


 პიქსელებს შორის მანძილი არაუმეტეს 3.9მმ
 კონტრასტის ფარდობა არანაკლებ 5000:1
 პიქსელების სიმკვრივე არა ნაკლებ 65 500 პიქსელი/კვ.მ.
 ჰორიზონტალური ხედვის კუთხე არანაკლებ 140O
 სიკაშკაშე არანაკლებ 900 cd/კვ.მ.
 ფერთა გამმა 100%.
 HDR შესაძლებლობა
 ფერთა კალიბრაცია ავტომატური და ხელით
 პროცესინგი 16 bit.
 რუხის დონეები 16 bit.
 ფერთა ტემპერატურა ცვლადი, მართვადი 2000-9000 K.
 Refresh Rate არანაკლებ 1000Hz.
 ხმაურის დონე: 0 dB(A) (noise-free operation).
 მოხმარებული ენერგია კვ.მეტრზე არაუმეტეს 175 W (typ)/500 W (max).
 მუშაობის ხანგრძლიობა არანაკლებ 100 000 (ასიათასი) საათის
 ელექტრო ქულერებით გარეშე
 მომსახურებისათვის წვდომა წინა და უკანა მხრიდან
 კაბინეტის კონსტრუქციის მასალა ალუმინი
 CE, RoHS სერტიფიკაცია

4. მულტიმედიური გამოსახულების სისტემის მოთხოვნები

ვიდეო კედელზე სათანადო ხარისხის გამოსახულების მისაღწევად, გამოყენებული უნდა იქნას


გამოსახულების მართვის მაშტაბირებადი სისტემა, რომელიც მოიცავს გამოსახულების
პროცესორების შესაბამის რაოდენობას.
სისტემის ყველა შემავალ ვიდეო ინტერფეისებს უნდა ჰქონდეთ არა ნაკლებ HD-SDI 1080/50i
(SMPTE 292M) მხარდაჭერა. ყველა გამავალი ვიდეო ინტერფეისებს არანაკლებ HD-SDI 1080/50i
(SMPTE 292M) და UltraHD 2160p (SMPTE 2036-1) მხარდაჭერა.

გამოსახულების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეს მოთხოვნებს:


 არანაკლბ 3 (სამი) HD-SDI არხი კომპლექტ-1-ის 13მ x 3მ ვიდეო კედლისათვის
 არანაკლებ 1 (ერთი) HD-SDI ვიდეო არხი თითოეული კომპლექტ-1-ის 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ
x 2მ ვიდეო კედლისათვის.
 არანაკლებ 6 (ექვსი) გამოყოფილი HD-SDI არხისა კომპლექტ-2-ის ვიდეო კედლების
სხვადასხვა კომბინაციებისათვის.
 არანაკლებ 1 (ერთი) “პრევიუ” არხი კომპლექტ-1-ში შემავალ 13მ x 3მ ვიდეო
კედლისათვის.
 არანაკლებ 1 (ერთი) “პრევიუ” არხი კომპლექტ-1-ში შემავალ 4მ x 2მ, 5მ x 2მ, 4მ x 2მ
ვიდეო კედლების ჯგუფისათვის.
 არნაკლებ 2 (ორი) “პრევიუ” არხი კომლექტ-2-ში შემავალი ვიდეო კედლებისათვის.
 პირველი და მეორე კომპლექტები ცალცალკე ან სხვა გარე სისტემების (მაგ. Telestrator)
კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში მულტიმედიური გამოსახულების სისტემას
უნდა ჰქონდეს დამატებითი 4 ვიდეო კედელთან ან სხვა მულტიმრედიურ
მოწყობილობებზე სიგნალის გაშვების საშუალება.
 სცენების / ობიექტების შექმნა სამგანზომილებიან სივრცეში, ობიექტების გეომეტრიული
თვისებების კორექცია.
 არანაკლებ 2 PIP (ვიდეო წყარო HD-SDI 1080/50i - SMPTE 292M ან სხვა მედია კონტენტი)
გრაფიკული ფონით ცალკეულ ვიდეო კედელზე.
 შემავალი HD-SDI ვიდეო ინტერფეისები: არანაკლებ 8 ძირითადი და 8 მადუბლირებელი
თითოეული პირველ და მეორე კომპლექტებისთვის.
 Program/preview შესაძლებლობა. ეთერში გასვლამდე კონტენტის წინასწარ ნახვა.
 ბოქსების, მორბენალი სტრიქონების, სხვა გრაფიკული ელემენტების და 3D ანიმაციის
real time მხარდაჭერა.
 გამოსახულების სხვადასხვა შაბლონის/სქემის შენახვა/გამოძახების მხარდაჭერა.
 შაბლონებს შორის გადასვლა პირდაპირ ეთერში.
 ინტეგრირებული Up/Down SD/HD-SDI გარდამქმნელი შემავალ პირდაპირი ჩართვის
წყაროებისთვის.
 გამოსახულების ელემენტების დინამიური მხარდაჭერა სხვადასხვა მედია
ფაილების/წყაროების ფორმატების გამოყენებით: პირდაპირი სიგნალი, ინტერნეტში
განთავსებული მედია კლიპების, ლოკალურ ქსელში არსებული მედია კლიპების (AVI,
MOV, MP4 etc), და უძრავი გამოსახულების (JPG, PNG, GIF, TIF etc.) ფორმატებში.
 გამოსახულებაში დინამიური ეფექტების პრაქტიკულად უსასრულო რაოდენობების
შექმნა და გამოყენება
 გამოსახულების კონტენტის შექმნისა და მათი მართვის მხარდაჭერა NRCS სისტემების
მხრიდან (მაგალითად ENPS, iNews, Annova და სხვა). შექმნილი rundown-ების
აღწარმოების მხარდაჭერა ფართოდ გავრცელებული ავტომატიზაციის სისტემების
საშუალებით.
 “Timeline”-ის რეჟიმში რედაქტირების საშუალება, “პრევიუ” გამოსასვლეზე
მონიტორინგით, მიმდინარე გამავალი ვიდეოს შეფერხების გარეშე.
 გამოსახულების ან მისი ნებისმიერი ნაწილის ვიდეო კედლის ზომებსა და
პროპორციებზე სრული მორგება და შესაბამისი მასშტაბირება.
 პორტატული მოწყობილობების მეშვეობით მართვის შესაძლებლობა

გამოსახულების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:


 ოპერაციული სისტემა: Linux
 სისტემის არქიტექტურა: 64-bit
 ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 32GB
 Ethernet პორტი: არანაკლებ 2 (ორი) 1000BASE-T პორტი
 სისტემური დისკური მასივის ტიპი: RAID 1
 შიდა მეხსირებების (RAID 10) მოცულობა: არანაკლებ 24 საათი HD მედიის
(100 მბიტ/წამი) ტევადობა.
 ვიდეო სტანდარტების მხარდაჭერა: HD - SMPTE 260, SMPTE 295, SMPTE 274, SMPTE 296
 Time code: LTC IN.
 ვიდეო სინქრონიზაცია: Bi/Tri level sync.
 Video bypass: manual/logical.
 დუბლირებული კვების წყარო 1+1.

1.5. დამატებითი მოთხოვნები:


 მომწოდებლის წინადადებაში, პირველ და მეორე კომპლექტებისთვის,
გათვალისწინებული უნდა იყოს LED მოდულების არანაკლებ 5% მარაგი თითოეული
კომპლექტისთვის.
 მომწოდებლის წინადადებაში უნდა იყოს გათვალისწინებული 2 წლიანი გარანტია.
 მომწოდებლის წინადადებაში მოცემული უნდა იყოს სისტემის სრული ენერგო
მოხმარება, ვენტილაციის/გაგრილების მოთხოვნილებები
 შეთავაზებული სისტემა უნდა იყოს ადვილად/ ოპერატიულად აწყობადი ერთიან
კომპლექტად.
 მომწოდებლის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილება უნდა იყოს სრული,
საინსტალაციო სამუშაოების გათვალისწინებით, ასევე გათვალისწიენებული არანაკლებ
1 კვირის სატესტო პერიოდი, ინჟინრებისა და ოპერატორების ტრეინინგი (სულ 6
ადამიანი)
 მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს მოდულების/სისტემის კვანძების დაზიანება
ინსტალაციის დროს.
 მოწოდებულ პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს Exclusive “Class A” ხარისხის
გარანტიას.
 მოწოდებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს RoHS compliance·
 მოწოდებული პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილბდეს (CE/EMC) სტანდარტებს,
რაც სერტიფიცირებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

 შეთავაზებული აპარატურას უნდა აკმაყოფილებდეს დაცვისა და მდგრადობის შემდეგ


მაჩვენებლებს
o ელექტროსტატიკური განმუხტვისადმი (ESD) მდგრადობა: არანაკლებ (ESD) (8kV
air discharge / 4kV contact discharge);
o ელექტრომაგნიტური ველის მიმართ მდგრადობა გარემო ველის
დაძაბულობებისათვის სიხშირულ დიაპაზონში 80MHz– 1GHz : არანაკლებ 3V/m;
o ელექტროკვების სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მიმართ მდგრადობა
არანაკლებ 1A/m პირობებში;
o დენის ძაბვის ვარდნისა და კვების მოკლე წყვეტების მიმართ მდგრადობა;
o ელექტროკვების პორტებზე ძაბვის სწრაფი, იმპულსური პიკური ნახტომების
მიმართ მდგრადობა (1kV line-line AC power / 2kV line-GND AC power / 0.5kV DC
power / 0.5kV Signal) პირობებში;
o მკვებავი ძაბვის ნახტომისებური ცვლილებების მიმართ მდგრადობა: არანაკლებ
(1kV AC power / 0.5kV DC power / 0.5kV Signal) ) პირობებში;
o რადიო სიხშირული ზედდების მიმართ მდგრდობა 150kHz-80MHz სიხშირულ
დიაპაზონში: არანაკლებ 3V დონის ზედდებისას AC power ტერმინალებისათვის/
3Vდონის ზედდებისას DC power ტერმინალებში / 3V ზედდებისას Signal
ტერმინალებში;

 აპარატურა უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს ელექტრო, სახანძრო და


ელექტრომაგნიტური გამოსხივების და სხვა ჯანმრთელობის ზიანის რისკების
თვალსაზრისით.

 აპარატურის სტუდიური ნაწილის და სააპარატოს შემადგენელი კომპონენტები არ უნდა


ქმნიდნენ რადიო სიხშირულ, ელექტრო მაგნიტურ თუ სხვა ტიპის პარაზიტულ
ხელშემშლელ სიგნალებს, რომელიც სხვა აპარატურის გამართულ ფუნქციონირებას
უშლის ხელს.

You might also like