You are on page 1of 14

INTERNET

INTERNET – INTERconnected
NETworks

• წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბის კომპიუტერულ ქსელს,


რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით
დაკავშირებულ შედარებით მცირემასშტაბიან ქსელებს.
კომპიუტერული ქსელი
არსებობს ქსელის ორი ძირითადი ტიპი:
• ლოკალური ქსელი (Local Area Network - LAN) – ქსელი, რომელიც
აერთიანებს ერთმანეთთან ახლოს (ერთ ოთახში ან ერთ
შენობაში) განთავსებულ კომპიუტერებს.

• გლობალური ქსელი (Wide Area Network - WAN) – ქსელი,


რომელიც უკაბელო კავშირით, სატელიტური კავშირით ან სხვა
რომელიმე კავშირის არხების საშუალებით აერთიანებს ფართო
გეოგრაფიულ სივრცეში (ქალაქში, ქვეყანაში, დედამიწის
სხვადასხვა რეგიონებში) განთავსებულ კომპიუტერებს.
ინტერნეტის მუშაობის პრინციპები

კომპიუტერს ინტერნეტის ქსელში ჩასართავად უნდა მიენიჭოს TCP/IP


პარამეტრები.

განასხვავებენ ორი ტიპის განაწესს: საბაზო და გამოყენებითი.


• საბაზო განაწესები (ქვედა დონის განაწესები) უზრუნველყოფენ
შეტყობინებების ფიზიკურ გადაადგილებას ქსელში.
TCP (Transmission Control Protocol -გადაცემათა მართვის განაწესი)
IP (Internet Protocol -ინტერნეტის პროტოკოლი).
• TCP/IP განაწესი ინსტალირებულია ინტერნეტში ჩართულ ყველა
კომპიუტერზე სპეციალური პროგრამის სახით.
• TCP/IP განაწესი უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ და საიმედო
გადაცემას.
ინტერნეტის მუშაობის პრინციპები
გამოყენებითი განაწესები (ზედა დონის განაწესები) პასუხს აგებენ სპეციალური
მომსახურეობების უზრუნველყოფაზე.

• http განაწესი პასუხს აგებს ჰიპერტექსტური ვებ გვერდების გადაცემაზე;


https - უსაფრთხო http

https პასუხს აგებს ვებ სერვერსა და ვებ ბრაუზერს შორის კავშირის უსაფრთხოებაზე.

https ტიპურად მართავს საკრედიტო ბარათს და სხვა დამოკიდებულ მონაცემებს.

• ftp განაწესი - პროგრამებისა და მონაცემების ფაილების;

SMTP da POP განაწესები ელექტრონული ფოსტის გადაცემაზე.


ინტერნეტ - მისამართების სისტემა

ინტერნეტში ჩართულ თითოეულ საკვანძო კომპიუტერს


ენიჭება უნიკალური IP მისამართი.
მისამართი ცალსახად განსაზღვრავს კომპიუტერის
მდებარეობას ინტერნეტის ქელში.
IP მისამართი შედგება წერტილებით გაყოფილი ოთხი
რიცხვისგან, 0 -დან 255-მდე დიაპაზონში.

მაგ: 21.72.130.138 129.42.17.90


ინტერნეტ - პროვაიდერი გაძლევთ წვდომას ინტერნეტ სამყაროსთან:

1 .ქმნის თქვენთან ადგილობრივ შიდა ქსელს.


2.შიდა ქსელი უერთდება შემდეგ უკვე ინტერნეტ სამყაროს.

მოდემი - მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ზემოთ ხსენებული ორ დიდ სამუშაოს. ზუსტად იგი
უზრუნველყოფს ქსელითა თუ WIFI – ით, ყველა თქვენს კომპიუტერზე, ლეპტოპზე, მობილურ
ტელეფონსა და პლანშეტზე ინტერნეტის მიწოდებას და მათ გაერთიანებას ერთ შიდა ქსელში.

ქსელში გაერთიანებულ ყველა ამ მოწყობილობას გააჩნია თავისი საკუთარი IP მისამართი.

თავად მოდემსაც გააჩნია IP მისამართი რომელიც ყოველთვის 1 – ით მთვრდება


(მაგ. 192.168.0.1 რადგან იგი შიდა ქსელის პირველადი ნაწილია), ამას შიდა IP მისამართი ეწოდება
და მოდემი ზრუნავს მოწყობილობებისათვის შიდა IP მისამართების დარიგებაზე.
ინტერნეტთან კავშირის სიჩქარე
იზომება წამში გადაცემული ბიტების რაოდენობით (bps).
არსებობს სხვადასხვა სიდიდის ერთეულები
• Kbps - წამში ათასი ბიტი,
• Mbps - წამში მილიონი ბიტი,
• Gbps - წამში მილიარდი ბიტი.
დომენურ სახელთა სისტემა (DNS - Domain Name
System)
• DNS ავტომატურად და მომხმარებლისგან ფარულად საიტის
სახელს IP-მისამართად გარდაქმნის.
• თითოეულ IP მისამართს შეესაბამება უნიკალური ტექსტური
სახელი.
• დომენური სახელების სინტაქსი შემდეგნაირად
გამოიყურება:
www <მე-3 დონის დომენი>yahoo>მე-2 დონის დომენი> com> 1დონის დომენი

დომენი
• com – კომერციული ორგანიზაციებისა და საინფორმაციო სამსახურებისათვის;
• net – ინტერნეტის მომსახურე და კავშირგაბმულობის დაწესებულებებისათვის;
• edu – არაკომერციული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
• gov – სამთავრობო დაწესებულებებისათვის;
• mil – სამხედრო ორგანიზაციებისთვის;
• org - სხვა ორგანიზაციებისათვის.
• 
• სხვადასხვა ქვეყნის დომენები:
• ge - საქართველო;
• uk - დიდი ბრიტანეთი;
• ru - რუსეთი;
• us - აშშ ;
• ca - კანადა და ა.შ
World wide web
• World wide web (www )- წარმოადგენს ინტერნეტის ყველაზე
პოპულარულ სერვისს.

• www სერვისი წარმოადგენს ჰიპერტექსტურ ტექნოლოგიებზე


დაფუძნებულ ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალებას.
ჰიპერტექსტური დოკუმენტი შეიძლება შეცავდეს ტექსტს, გრაფიკას,
ანიმაციას, ხმას, ვიდეო ფრაგმენტს და ჰიპერბმულებს (Hyperlink).

• ვებ საიტი წარმოადგენს ერთმანეთთან ჰიპერბმულებით


დაკავშირებულ ვებ გვერდების კრებულს.
URL – Universal Recource Locator
• ინტერნეტში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტს მისამართი გააჩნია, რომელიც ცალსახად
განსაზღვრავს მის ადგილმდებარეობას გლობალურ ქსელში. ამ მისამართს რესურსის
უნიფიცირებული მისამართი (URL) ეწოდება.
• შედგება სამი ნაწილისგან
URL: http://www.avoe.ge/movies/
სადაც: http:// არის განაწესის სახელი, რომელიც ვებ-სერვერიდან შესაბამისი ვებ-
გვერდის მომხმარებლის კომპიუტერზე გადაცემას უზრუნველყოფს.
www.avoe.ge - სერვერის დომენური სახელი.
/movies/ - არის სერვერის იმ დირექტორიის სახელი, რომელიც კონკრეტულ ინფორმაციას
შეიცავს.
ვებ-გვერდების შესაქმნელად სპეციალური ენა - HTML
(Hypertext Markup Language) გამოიყენება.
ინტერნეტ ბრაუზერები
• ინტერნეტთან სამუშაოდ გამოიყენება სპეციალური პროგრამები,
რომლებსაც ბრაუზერებს უწოდებენ .
• ბრაუზერებია: Internet Explorer, MS Edge, Google Chrome, Mozilla Firefox,
Opera და სხვა.
• ისინი ერთმანეთის მსგავს ფუნქციებს ასრულებენ და ბევრი რამ
საერთო აქვთ.
• Google Chrome წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სწრაფ
და უსაფრთხო ბრაუზერს. მისი მთავარი უპირატესობებია: მარტივი
დიზაინი, სწრაფი წვდომა სხვადასხვა საიტებზე და უსაფრთხოება.

You might also like