You are on page 1of 10

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული

თავდაცვის აკადემია

ბადრი ჯიქია

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს

ნაშრომი წარდგენილია აკადემიური წერის სასწავლო კურსისთვის

ხელმძღვანელი: პროფესორი სალომე კაპანაძე

გორი
2023
განაცხადი

• წარდგენილი აკადემიური წერის სასწავლო კურსის ნაშრომის


ავტორი ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს მიერ
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად
წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის
მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად .

•იუნკერის სახელი და გვარი: ბადრი ჯიქია

•თარიღი: 27/01/2023

ანოტაცია
ნაშრომში განხილული თემას წარმოადგენს თუ როგორ შეუძლია
ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოს შეცვლა და რა შედეგი მოყვება
ხელოვნური ინტელექტის ანუ al-ის განვითარებას. ნაშრომში ახსნილია
ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ტიპები და მათი განმარტებები.
ასევე ნახსენებია მისი შესაძლებლობები, გამოყენების მიზნები და მისი
არსებობის აუცილებლობა.
ხელოვნური ინთელექტი ანუ Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი (ინგლისურად ცნობილი, როგორც AI- Artificial Intelligence), არის


აზროვნების უნარი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და მანქანას გააჩნია. ალან ტუნინგმა
განმარტა ხელოვნური ინტელექტი, როგორც „მანქანა, რომელსაც იდეალურად შეუძლია
ადამიანის იმიტირება“. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანივით შეასრულოს თავისი
ფუნქცია და მასზე გაცილებით უკეთესადაც გაართვას თავი მითითებულ დავალებას.
ხელოვნური ინტელექტის 3 დონე არსებობს.
 სუსტი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღევანდელ რეალობაში გვხვდება. ის
გონივრულად ბევრად სუსტია ადამიანზე და ძირითადად გამოიყენება რუტინულ და
მარტივ დავალებებში.
 ძლიერი ხელოვნური ინტელექტი - ამ AI-ს უკვე ექნება იმის უნარი, რომ ადამიანივით
ისწავლოს და განვითარდეს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებს არ გასცდეს.
 სუპერი ხელოვნური ინტელექტი -ის ანალოგიურად აზროვნებს ადამიანივით, მაგრამ
უკვე მასზე ჭკვიანი და მეტი შესაძლებლობების მქონე გახდება.
ძლიერი და სუპერ AI-ს განვითარების დონის მიღწევა ჯერ ფანტასტიკის სფეროა.
ხელოვნური ინტელექტი 1956 წლიდან არსებობს. ამ 65 წლის მანძილზე AI-მ მოახერხა: გარი
კასპაროვის დამარცხება ჭადრაკში, მანქანის თავისით მართვა, ამერიკულ ტელე-თამაშ
„Jeopardy”-ს მოგება, და მრავალი სხვა. ეს მიღწევები კაცობრიობის ნაწილს აძლევს იმედს,
უკეთესი მომავლისა, ზოგს კი შფოთს და ეჭვებს. ილონ მასკი, ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებულ და ჭკვიან ადამიანს, არაერთხელ უთქვამს, რომ,, კაცობრიობამ თვალი უნდა
ადევნოს და უფრთხილდეს AI-ს და მის განვითარებას’’. მან განაცხადა, რომ AI ატომურ
იარაღზე საშიში შეიძლება გახდეს. თუ ოდნავი საშიშროება მაინც არსებობს ამისი, მაშინ დიდი
სიფრთხილე მართებთ მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის შემეცნებისას.
ხელოვნური ინტელექტის სისტემები მუშაობენ მონაცემთა დიდი ნაკრების გაერთიანებით
მრავალ ინტელექტუალურ ალგორითმთან, რათა ისწავლონ მოცემული მონაცემები. ყოველ
ჯერზე, როდესაც
https://www.sas.com/en_in/insights/analytics/what-is-artificial-intelligence.html#:~:text=AI
%20works%20by%20combining%20large,or%20features%20in%20the%20data.

AI სისტემა აწარმოებს მონაცემთა დამუშავებას, ის საზღვრავს თავისივე


შესაძლებლობას და ვითარდება გამოცდილებისგან გამომდინარე. ადამიანისგან
განსხვავებით ხელოვნურ ინტელექტს არასოდეს სჭირდება შესვენება, მას შეუძლია ასობით,
ათასობით ან თუნდაც მილიონობით ამოცანის შესრულება ძალიან სწრაფად, და ძალიან
მცირე დროში შეუძლია განავითაროს თავისი უნარები და უკეთესი გახდეს თავის
დანიშნულებაში.

AI არ არის მხოლოდ ერთი კომპიუტერული პროგრამა ან აპლიკაცია, არამედ მრავალი


პროგრამების, ალგორითმების და მონაცემების ერთობლიობა. ხელოვნურ ინტელექტს გააჩნია
შემდეგი კომპონენტები:
 მანქანური ინტელექტი (სწავლება) - ხელოვნური ინტელექტის სპეციფიკური დარგი, რომელიც
საშუალებას აძლევს კომპიუტერულ სისტემებს, პროგრამებსა თუ აპლიკაციებს ისწავლონ
თავისით და განავითარონ უკეთესი შედეგები გამოცდილებისგან გამომდინარე, ეს ყველაფერი
ამის დაპროგრამების გარეშე. მანქანათმცოდნეობა საშუალებას აძლევს AI-ს, მოძებნოს
შაბლონები მონაცემებში, აღმოაჩინოს შეხედულებები და გააუმჯობესოს ნებისმიერი ამოცანის
შედეგი, რომლის მიღწევასაც სცდილობს.
 ღრმა სწავლება - მანქანური სწავლების სპეციფიკური ტიპი, რომელიც საშუალებას აძლევს
AI-ს ისწავლოს და გაუმჯობესდეს მონაცემების დამუშავებით. Deep Learning იყენებს
ხელოვნურ ნერვულ ქსელებს, რომლებიც ანალოგიურია ადამიანის ტვინში ბიოლოგიურ
ნერვულ ქსელების სისტემასთან, მონაცემებს შორის კავშირების მოსაძებნად და შედეგებზე
დაფუძნებული დადებით და უარყოფით განვითარებაზე.
 ხელოვნური ნეირონული ქსელები - პროცესი, რომელიც აანალიზებს მონაცემთა ნაკრებებს
უსასრულოდ, რათა აღმოაჩინოს კავშირი და გაანალიზოს მნიშვნელობები უსასრულო
რაოდენობის მონაცემებიდან. ხელოვნური ნეირონული ქსელები ფუნქციონირებს როგორც
ნეირონების ქსელები ადამიანის ტვინში, რაც საშუალებას აძლევს AI სისტემებს მიიღონ
მონაცემთა დიდი ნაკრები. ასეთ სისტემაში მაქსიმალურად არის მიმსგავსებული ადამიანის
ტვინის მოქმედებასთან მანქანის მოქმედება.
 შემეცნებითი გამოთვლა - ხელოვნური ინტელექტის სისტემების კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შექმნილია ადამიანებსა და მანქანებს შორის
ურთიერთქმედების იმიტირებისათვის, რაც კომპიუტერულ მოდელებს საშუალებას
აძლევს, მიბაძონ ადამიანის ტვინს რთული ამოცანის შესრულებისას, როგორიცაა ტექსტის,
მეტყველების, საქციელის ან სურათების ანალიზი.
 ბუნებრივად ენის დამუშავება - ხელოვნური ინტელექტის პროცესის კრიტიკული ნაწილი,
რადგან ის კომპიუტერებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ, გააანალიზონ, ინტერპრეტაცია და
ჭეშმარიტად გაიგონ ადამიანის ენა, წერილობითი თუ ლაპარაკით. ბუნებრივი ენის
დამუშავება კრიტიკულია ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემისთვის,
რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანებთან ტექსტის ან მეტყველების საშუალებით.
 კომპიუტერული ხედვა - ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ერთ-ერთი
ნაყოფიერი გამოყენება არის სურათის შინაარსის გადახედვისა და ინტერპრეტაციის
შესაძლებლობა შაბლონის ამოცნობისა და ღრმა სწავლის საშუალებით. Computer Vision
საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ამოიცნონ ვიზუალური
მონაცემების კომპონენტები, როგორიცაა ReCaptcha სისტემაში, რომელსაც იპოვით მთელ
ინტერნეტში.

ხელოვნური ინტელექტი სამხედრო სფეროში

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სფეროში. ნაშრომში განხილულია


მისი სამხედრო ჭრილში გამოყენებების შესაძლებლობა. ის ძალიან დიდი სარგებლის
მომტანი შეიძლება გახდეს მომავალში შეიარაღებული ძალებისთვის. ამერიკის შეერთებული
შტატების თავდაცვის ძალები დღესდღეობით ცდილობენ მოარგონ AI სხვადასხვა სამხედრო
საქმიანობას, მაგალითად, საჰაერო და საზღვაო ხომალდების მართვას. პენტაგონმა უკვე
შეიმუშავა პროგრამა Air Combat Evolution program (ACE), რომელიც ცდილობს შექმნას AI,
რომელიც თვითმფრინავებს, წყალქვეშა ხომალდებს, გემებს და სხვა მძიმე ტრანსპორტის
მართვას შეძლებს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე ცდები ტარდება ჩეხურ L-39
ალბატროსზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს AI უკვე შეძლებს ადამიანის
დონესთან მიახლოებით ფრენას. დღესდღეობით აშშ-ს თავდაცვის ძალები დრონების
გამოყენებაზე გადადიან, რომელსაც ჯერჯერობით ადამიანი მართავს, მაგრამ ზოგი
სამხედრო პროგრამისტი AI-ს აკონტროლებინებს ამ დრონებს. ეს AI ჩვეულებრივ სწავლობს
ფრენას, არჩევს მტერს და მშვიდობიან მოქალაქეს ერთმანეთისგან, იცის ზუსტად რამდენი
ტყვია დაახარჯოს და რა მიმართ1ულებით ისროლოს. თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული
შეზღუდვები მაინც არის, ტრაექტორიის გამოთვლასთან და წინაღობების არიდებასთან
დაკავშირებით. ეს ტექნოლოგიური განვითარება ასევე მძიმედ შეჯავშნილ ტანკებსაც ერგება.
აშშ-ის თავდაცვის ძალები აპირებს ცნობილ M1-ABRAMS-ის განახლებას ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებით. სატანკო ეკიპაჟის მოქმედების პრინციპი არსებითად უცვლელი
დარჩა ბოლო 40 წლის განმავლობაში. როდესა2ც სამხედრო სფერო გატაცებულია
რობოტიკით, და ხელოვნური ინტელექტით, ტანკის მართვა მთლიანად ეყრდნობა ადამიანის
ზუსტ მექანიკურ გამოთვლებს. ამისთვის აშშ-ს სამხედრო ინჟინრებმა მოიფიქრეს the
Advanced Targeting and Lethality Aided System პროექტი, ან მოკლედ ATLAS.
ATLAS იყენებს თანამედროვე სენსორებს, მანქანათმცოდნეობის ალგორითმებს და
სენსორულ ეკრანს სამიზნეების პოვნისა და სროლის პროცესის ავტომატიზაციისთვის, რაც
საშუალებას აძლევს ეკიპაჟებს უპასუხონ საფრთხეებს უფრო სწრაფად. ATLAS-ის სისტემით
უზრუნველყოფილ ტანკს დამაგრებული აქვს ოპტიკური სენსორი. გააქტიურების შემდეგ,
სენსორი განუწყვეტლივ ასკანირებს ბრძოლის ველს და აწვდის ამ მონაცემებს ალგორითმს,
რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს საფრთხეებს. ამ საფრთხეების სურათები შემდეგ
იგზავნება ახალ სენსორულ ეკრანზე, მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისში, სისტემა
ავტომატურად ურჩევს შესაბამის საბრძოლო მასალას და პარამეტრს - როგორიცაა ჯერებით
ან თითო გასროლა - რეაგირებისთვის, თუმცა მომხმარებელს შეუძლია საჭიროებისამებრ
შეცვალოს ეს პარამეტრები.
ამერიკის ჯარმა ასევე შექმნა C-DAEM პროექტი, რომლის მიზანია ATLAS-ის პრინციპით
დააპროგრამიროს რაკეტა, რომელიც AI-ს გამოიყენებს სწორი მიმართულებისთვის. ასეთი
გამოგონებები ნებისმიერ სამხედრო ძალას აწყობს. პირველ რიგში, ადამიანური რესურსი
ნაკლები დაიხარჯება, მეორე- AI-ს გაცილებით მეტი სიზუსტე ექნება ვიდრე ადამიანს,
რადგან ცოცხალი არსება შეიძლება ერთ წუთში ათას რაღაცაზე ფიქრობდეს, AI კიდევ
პროგრამაა, რომელიც ფიქრობს მხოლოდ ბრძანებაზე და მის შესრულებაზე, ის ვერ დაიბნევა,
1
https://www. military. com/daily-news/2021/07/14/austin-ai-crucial-military-commanders-will-
pull-plug-misbehaving-systems. html

2
ვერ იგრძნობს შიშს, სიბრალულს, ვერ იყოყმანებს, და ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად
შეასრულებს ბრძანებას. უფრო მეტია ალბათობა, რომ კარგად დაპროგრამირებული AI-ს
ყოველი გასროლილი ტყვია აუცილებლად მოხვდეს მიზანს.
თეორიულად რომ განვიხილოთ, განვითარებულ AI-ს შეუძლია გახდეს საუკეთესო
სტრატეგიკოსი და მეთაური, რადგან მას მილიონობით ვარიანტის გააზრება შეუძლია
ადამიანზე ბევრად სწრაფად. დაპროგრამირებულმა მეთაურმა შეიძლება ხუთვარსკლავიანმა
გენერალზე კარგი სტრატეგიაც კი შეიმუშავოს.
AI ტექნოლოგია კიბერ უსაფრთხოების სფეროშიც გვხვდება. დღევანდელი ჭკვიანი
ანტივირუს პროგრამები, AI-ს იყენებენ ვირუსის საპოვნელად. ის უპირატესობები რაც AI-ს
გააჩნია ადამიანთან შედარებით, შეუცვლელია კიბერ უსაფრთხოებისთვის.
აღსანისნავია რომ AI-ს ყოველთვის კეთილი მიზნებისთვის არ იყენებენ. დღეს მთელ
მსოფლიოში აქტუალური გახდა ტერმინები- ბოტი და ტროლი.
ბოტი არის სოციალურ მედიაში ან სხვა რაიმე პლატფორმაზე, ავტომატიზირებული
პროფილი, რომელიც ცდილობს შეიქმნას რეალური ადამიანის სახე. ხშირ შემთხვევაში,
ბოტები პოლიტიკური პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენება. ათასობით ბოტები ერთ
აზრს ავრცელებენ და საწინააღმდეგოს დისკრედიტაციას უწევენ. აღნიშნული მიზნების
მისაღწევად, ყალბი პროფილები ავრცელებენ შესაბამის კონტენტს, შედიან ინტერაქციაში
რეალურ მომხმარებლებთან და ცდილობენ აუდიტორიის ემოციებით მანიპულირებას.
ონლაინ თაღლითები ჭარბად იყენებენ ბოტებს თავიანთ საქმიანობაში.

ხელოვნური ინტელექტი, როგორც იარაღი


სამსახურს AI დაიკავებს, ხოლო 97 მილიონი ახალი სამსახური გაჩნდება AI
რევოლუციის შედეგად. AI ტექნოლოგიების გამოყენების სფერო ძალიან დიდ მასშტაბებს
მოიცავს. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ სწორია ან არასწორი, სასარგებლოა ან ზიანის
მომტანი ამ ტექნოლოგიების გამოყენება. AI-ს შეუძლია ადამიანის გადარჩენაც და მოკვლაც,
მისი ინფორმაციის დაცვაც და გაცემაც, სარგებლის მიცემაც და ზიანის მიყენებაც.
კაცობრიობას როგორც მოუნდება, ისე გამოიყენებს ამ ტექნოლოგიას. მას შემდეგ, რაც
ადამიანმა ქვის დამუშავება ისწავლა, მუდმივი საფრთხის წინაშე დგება ნებისმიერი
გამოგონება, რომ იგი არ იქცეს იარაღად მის ხელში.
ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩნდება ასეთი კითხვა-არის თუ არა
იმის საშიშროება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სერიოზული ზიანი მიაყენოს
კაცობრიობას? პირველ რიგში, იმის ერთ-ერთი საშიშროება არსებობს, რომ ხელოვნური
ინტელექტი დააკარგინებს ბევრ ადამიანს სამსახურს.
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა (WEF) განაცხადა ფორბსის სტატიაში, 2020 წელს :
„ ჭკვიანი მანქანების ახალ თაობას, თავიანთი ხელოვნური ინტელექტით, შეუძლია
კაცობრიობის სამსახურის ძალიან დიდი ნაწილის ჩანაცვლება“. მაგრამ ეს ორგანიზაცია
მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ ტექნოლოგიის განვითარებასთან. ისინი
ვარაუდობენ, რ3ომ 85 მილიონ რომ დავუფიქრდეთ, კაცობრიობაში არაერთხელ შეცვლილა
ცხოვრების წესი. ყოველ ახალ გამოგონებას თავისი ცვლილება შეუტანია ადამიანის
ცხოვრებაში, ამ ცვლილებასთან ადამიანი ყოველთვის ადაპტირდებოდა. მანქანის შექმნამდე
ქალაქის აგებულება სულ სხვანაირი იყო, ახლა კი ნებისმიერი ქალაქის მშენებლობა, ჯერ
მანქანის გზას ითვალისწინებს, და შემდეგ დასახლებას. რამდენი ახალი სამსახური შეიქმნა,
რომელიც მანქანას უკავშირდება?. თუ სწორად ვარეგულირეთ ხელოვნური ინტელექტის
არსებობა ყოველდღიურ ყოფაში, მაშინ რა სამსახურიც დაიკარგება, აუცილებლად
ჩანაცვლდება რაიმე ახალი სამუშაოთი, რომელიც ამ ახალ ყოველდღიურობაზე იქნება
მორგებული. კაცობრიობა ერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გარემოსთან
ადაპტირდება. რათქმაუნდა ადამიანს გაუჭირდება თავდაპირველად ადაპტაცია, რადგან
მასობრივად ახალი პროფესიული სფეროს სწავლა არ არის ადვილი. მაგრამ, დროთა
განმავლობაში კაცობრიობა მოეწყობა ახალ სამყაროს, ამ ხელოვნური ინტელექტის
რევოლუციას რაც დაეფუძნება.

დასკვნა

3
https://www. forbes. com/sites/jackkelly/2020/10/27/us-lost-over-60-million-jobs-now-robots-
tech-and-artificial-intelligence-will-take-millions-more/?sh=4be5fc891a52
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტექნოლოგიას დიდი წვლილი ექნება
კაცობრიობის განვითარებაში, იქნება ეს პროგრესი მედიცინის სფეროში, ყოველდღიური
კომფორტის მოპოვებაში, კოსმოსის ათვისებაში, კიბერ უსაფრთხოებაში თუ ნებისმიერ სხვა
საქმეში, ბოლოს და ბოლოს, ისევ ადამიანის კეთილდღეობისთვის კეთდება ყველაფერი.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერს თავისი სწორი მიდგომა სჭირდება.
ადამიანმა უნდა არეგულიროს წარმოება და წვდომა ამ ტექნოლოგიებზე, რომ არასწორად არ
მოხდეს მისი გამოყენება და მხოლოდ სასარგებლო საქმეს ემსახურებოდეს. ბოლო
ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერება საოცარი სისწრაფით ვითარდება და სამომავლოდ
ბევრი ცვლილება გველოდება ამ საკითხთან დაკავშირებით, უმჯობესია, არ შევშფოთდეთ
წინასწარ და არ აღვიქვათ პროგრესი მტრულად. არცერთი გამოგონება თავიდანვე
იდეალური არ ყოფილა. მაგალითად, რომ შევადაროთ ერთმანეთს კარლ ბენცის პირველი
მანქანა და დღევანდელი მოდელი, სხვაობა უდიდესია. კაცობრიობა თავიდან ეჭვის თვალით
უყურებდა მის გამოგონებას და ეშმაკის მანქანად აღიქვამდნენ, სკეპტიციზმს რომ გაემარჯვა,
დღეს არ გვექნებოდა ავტომობილები. ალბათ ზუსტად ასე მოხდება ხელოვნური
ინტელექტის შემთხვევაში, კაცობრიობა უკეთ გამოიკლევს, შეისწავლის და გაიაზრებს ამ
ტექნოლოგიას და რაც მთავარია, გაიგებს მის შესაძლებლობებს. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით
თუ რა დონეზე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი და სწორედ ეს
უცოდინრობა გვაშინებს. სავარაუდოდ ეს ტექნოლოგია ბევრად გააუმჯობესებს ჩვენი
ცხოვრების დონეს მომავალში. თუკი ადამიანს შეუძლია შექმნას ისეთი ჭკვიანი არსება, რომ
შეძლოს მისი ჩანაცვლება სხვადასხვა საქმიანობაში, მაშინ იმასაც შეძლებს, რომ მართოს ეს
რობოტები და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის გამოიყენოს.
ბმულები და წყაროები

 https://www. weforum. org/agenda/2020/10/dont-fear-ai-it-will-lead-to-long-term-job-


growth/

 https://www. forbes. com/sites/jackkelly/2020/10/27/us-lost-over-60-million-jobs-now-


robots-tech-and-artificial-intelligence-will-take-millions-more/?sh=4be5fc891a52

 https://www. military. com/daily-news/2021/07/14/austin-ai-crucial-military-commanders-


will-pull-plug-misbehaving-systems. html

 https://www. europeanbusinessreview. com/find-what-elon-musk-said-about-real-world-ai/

 https://builtin. com/artificial-intelligence/artificial-intelligence-healthcare

You might also like