You are on page 1of 6

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

რეფერატი
თემა: ხელოვნური ინტელექტი
სტუდენტი : ნია იშხნელიძე
ლექტორი: ქეთავან ინანაშვილი
სამართალი

2013

1
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ხელოვნური ინტელექტი
i
რა არის ხელოვნური ინტელექტი?......................................................................................2
ხელოვნრი ინტელექტის სამი კატეგორია...........................................................................3
ხელოვნური ვიწრო ინტელექტი...........................................................................................4
ხელოვნური ზოგადი ინტელექტი.......................................................................................5
ხელოვნური სუპერინტელექტი............................................................................................6
ფილმები ხელოვნურ ინტელექთან დაკავშრებით.............................................................7
რობოტი სოფია........................................................................................................................8
დასკვნა.....................................................................................................................................9

2
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

რა არის ხელოვნური ინტელექტი?


კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს
ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას,
რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგაბას.
იდეა ჯერ კიდევ ანტიკურ ბერძნულ მითოლოგიაში ჩაისახა
ტალოსის კულტის სახით, რომელიც ბრინჯაოსგან იყო შექმნილი
და მისი მოვალეობა იყო კუნძულ კრეტის დაცვა
დამპყრობლებისგან. თქმულების მიხედვით, ის ზევსმა უბოძა
კრეტის მმართველ მინოსს. 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ
მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური
ინტელექტი". მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან
კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა
და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. სწორედ აქედან
ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც განვითარების ძალიან
დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს
კაცობრიობას განვითარებაში. დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური
ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის
ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს "GOOGLE" თუ "SAMSUNG"
სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ძებნის
დროს თუ სმარტფონით სურათების გადაღებისას.

3
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ხელოვნრი ინტელექტის სამი კატეგორია
ლევან ანდრონიკაშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა
მეცნიერი, თავის გამოსვლაში გამოყოფს ხელოვნური ხელოვნური
ინტელექტის სამ კატეგორიას:

1)ხელოვნური ვიწრო ინტელექტი

2)ხელოვნური ზოგადი ინტელექტი

3)ხელოვნური სუპერინტელექტი

ხელოვნური ვიწრო ინტელექტი


ხელოვნური ვიწრო ინტელექტი მოიცავს ყველა იმ მანქანას,
რომელსაც შეუძლია კონკრეტული (როგორც წესი, რუტინული)
ამოცანების შესრულება. ესენია: ნივთების კლასიფიკაცია, სახის
ამოცნობა, თვითმართვადი მანქანა და სხვა. ის უბრალოდ
ხელსაწყოა, რომელიც ადამიანს შავ სამუშაოს აშორებს, შეცდომების
ალბათობას ამცირებს და უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის
დროს ათავისუფლებს.

ხელოვნური ზოგადი ინტელექტი


ვიწრო ინტელექტისგან განსხვავებით, ხელოვნურ ზოგად
ინტელექტს, როგორც ამაზე სახელი მიგვითითებს, ზოგადი
აზროვნება შეუძლია. მას შეუძლია უფრო ფართო ამოცანების
შესრულება, მსჯელობა და ადამიანის მსგავსი უნარების
განვითარება. ყველაზე საგრძნობი სხვაობა კი ალბათ ისაა, რომ
ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს.
მის განვითარებას, შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებაში ვერც მოვესწროთ.

ხელოვნური სუპერინტელექტი
დაბოლოს, მეცნიერები გამოყოფენ ხელოვნურ სუპერინტელექტს,
რომელიც წინა ორისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანის

4
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
იმიტაციის ნაცვლად, მას შეეძლება ადამიანის შესაძლებლობებზე
უფრო მაღალი ინტელექტის განვითარება. სპეციალისტები
ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტის
განვითარების შემდეგ სუპერინტელექტი საკმაოდ სწრაფად
გაჩნდება.

ფილმები ხელოვნურ ინტელექთან დაკავშრებით


2001 წელს ჰოლივუდელმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა
გადაიღო ფილმი "ხელოვნური ინტელექტი".ასევე 2013 წელს
რეჟისორმა სპაილ ჯონზმა გადაიღო ფილმი „ის“.ფილმებიდან
გამომიმდინარე ვიგებთ,თუ როგორი განვითარებულია სამყარო
ტექნოლოგიების და ინტერნეტის მეშვეობით და თუ როგორ დიდ
გავლენას ახდეს ხელოვნური ინტელექტი ადამიანებზე.

რობოტი სოფია
2018 წელს თბილისს ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი
რობოტი სოფია ესტუმრა. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს
დაიწყო "ჰანსონ რობოტიკსმა" 2016 წელს საზოგადოებას
წარუდგინა. დღეს ჰუმანოიდი რობოტი საუდის არაბეთის
მოქალაქეა, უამრავ გავლენიან გამომცემლობას მისცა ინტერვიუ და
შეხვდა მრავალ წამყვან პოლიტიკოსს.

დასკვნა
საბოლოო ჯამში, რაც უფრო უკეთ ვსწავლობთ თუ როგორ
"მუშაობს" ადამიანი და როგორაა ის მოწყობილი, როგორ მუშაობს
ჩვენი ტვინი ან თუნდაც როგორ ვაზროვნებთ, სულ უფრო და
უფრო ვხვეწავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და
მის უნარებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნული
ინტელექტი კაცობრიობის განვითარების კატალიზატორი გახდება,
უფრო და უფრო მეტად დაეხმარება ადამიანებს.

5
i

You might also like