You are on page 1of 2

ხელს უწყობს თუ არა ცივილიზაციის განვითარება ადამიანის ზნეობრივ

სრულყოფას?

დღესდღეობით ცივილიზაციის განვითარების დონე იმაზე მაღლა დგას ვიდრე


რამოდენიმე საუკუნის წინ ადამიანებს წარმოედგინათ, ის ტექნოლოგიები ,
გამოგონებები თუნდაც ტრანსპორტის ახალი საშუალებები, ადამიანს გონებრივად
ყველაზე განვითარებულ არსებად აქცევს, მაგრამ ნიშნავს თუ არა გონებრივი
განვითარება ზნეობრივ სრულყოფას? რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია და
რამდენი განსხვავებული აზრიცაა იმდენი განხვავებული მომავალი აქვს სამყაროს,
გააჩნია ვის აქვს იმის შესაძლებლობა რომ თავისი განსხვავებული აზრით რაიმე
ცვლილება შეიტანოს სამყაროში, ამას ბევრი რამ განაპირობებს: ფინანსური
მდგომარეობა, სათქმელის სწორად გადმოცემის უნარი, კეთილგონივრული
მისწრაფებები და რაც მთავარია ზნეობრივი სრულყოფა, რომელიც თანამედროვე
ცხოვრებაში ერთეულებს აქვთ შერჩენილი.

ჩემი აზრით, ცივილიზაციის განვითარება არანაირ გავლენას არ ახდენს ადამიანის


ზნესა თუ რჯულზე, თუ ვფიქრობთ რომ კვერცხი ქათამზე ადრე გაჩნდა, ამას ვერც
ერთი რობოტი ვერ გადაგვაფიქრებინებს.

ზოგადად ადამიანის ზნეობრივ სრულყოფად მიმაჩნია შემდეგი: თუ ის თვლის, რომ


რისთვისაც წინაპრებემა სიცოცხლე გაწირეს და შთამომავლობას ხელუხლებელი
შეუნახეს, მაშინ თვითონაც იგივე უნდა გააკეთოს, უნდა აუხსნას თავის შვილს ეს
ყველაფერი, უნდა ასწავლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მაშასადამე გახადოს
იგი ბრძენი და რა თქმა უნდა დასკვნის გამოტანა შვილს ანდოს.

ზნეობის შენარჩუნებაში დიდ როლს არა მარტო წინაპრები თამაშობენ, რომლებმაც


ამისთვის სისხლი დაღვარეს, არამედ ისეთი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც არიან
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაქტიონ ტაბიძე და ასე შემდეგ, ამ
ადამიანებმა თავიანთი პატრიოტიზმით შთააგონეს მათი თანამედროვეები იგივე
ეკეთებინათ, ესეც მაღალი ზნეობრივი დონის მიმანიშნებელია. ასეთი გენიოსები არ
ჰყოლია მხოლოდ საქართველოს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები რომლებიც
საზოგადოებას სიმართლის თვალებში ჩახედვისკენ მოუწოდებდნენ, მათი დამსახურებაა
რომ დღეს მსოფლიოში უამრავი ზნე შენარჩუნებული ადამიანი დადის და ცდილობენ
სხვებსაც გაუზიარონ მათი შთაგონების წყარო, თუ როგორ მოახერხეს ასეთებად დარჩენა.

ქართულ ლიტერატურაში ზნებრივად სრულყოფილი პერსონაჟის ყველაზე კარგი და


ვთვლი, რომ ერთადერთი მაგალითია ბათუ (აკაკი წერეთლის „გამზრდელი“),
რომელმაც ყველაზე რთულ მომენტში, ყველაზე სწორი და კეთილგონიერი
გადაწყვეტილების მიღება შეძლო, მაშინ არ არსებობდა გამოგონებები , როგორიც
დღეს, მაგრამ ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი; რამდენი ადამიანი
არსებობს, ან უარსებია, რომელიც იმ დროს ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა ,
ოღონდ ისე, რომ ამ ქმედების არსს თავიდან ბოლომდე გაიაზრებდა.

კაციობრიობის მომავალი არა დღევანდელი ახალგაზრდობის, არამედ მათი


მშობლების ხელშია, როგორც იტყვიან „ბავშვი ოჯახის სარკეა“, როგორ მაგალითსაც
მივცემთ შვილებს მომავალში, ისეთი იქნება ჩვენი ცხოვრების დასასრული , ასე რომ
სჯობს ბავშვის აღზრდის დროს გვერდზე გადავდოთ მატერიალურზე ფიქრი და მის
ზნეობრივ განვითარებას მეტი დრო დავუთმოთ.

ოცდამეერთე საუკუნეში დრო ელვის სისწრაფით მირბის, ამას ცივილიზაციის უწყვეტი


განვითარება და ახლისკენ სწრაფვა განაპირობებს, კაცობრიობაც იძულებულია ფეხი
აუწყოს ამ ყველაფერს, მაგრამ მნიშვნელოვანია და აუცილებელიც რომ ამ დროს არ
წავიქცეთ და ზნეობა არ დავკარგოთ გზაში, მაგრამ თუ მაინც დავეცემით უნდა
შეგვეძლოს დაკარგულის დაბრუნება, ამისთვის საჭიროა დაშვებული შეცდომის აღიარება
- გააზრება, რეალიზმი და შორსმჭვრეტელობა, ამსთან საკუთარ თავში ძალის პოვნა
იმისთვის, რომ გააზრებული შეცდომა ნებისმიერ ფასად გამოვასწოროთ. ეს რომ არ
გავაკეთოთ ჩვენ უკან მომავალი ადამიანები - მომავალი თაობა, ჩვენ დაგვეჯახებიან და
იგივე შეცდომებს დაუშვებენ, სწორედ ამიტომაა უმნიშვლოვანესი მშობლების
მოვალეობა, ასწავლონ თავიანთ შვილებს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების
უნარი.

ადამიანი დედამიწაზე მილიარდობით წელია ცხოვრობს და მეცნიერებს თუ


დავუჯერებთ, კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი იარსებებს, მაგრამ საკითხავია როგორ
ან რა პირობებში, ამასაც თვითონ ადამიანი განსაზღვრავს თავისი მოქმედებებით, ეს
მოქმედებები კი უნდა იყოს ასჯერ გაზომვის შემდეგ გადაწყვეტილი. დედამიწის
მომავალი ადამიანის ხელშია, მაშასადამე ადამიანის ხელშია თავისივე მომავალი და მისი
აზროვნება, კეთილგონიერება და რაღა თქმა უნდა ზნე, გადაწყვეტს თუ როგორი იქნება
ცხოვრება წლების შემდეგ.

საბოლოოდ, ვფქირობ, რომ ცივილიზაციის განვითარება ისე უწყობს ადანიანის


ზნეობრივ სრულყოფას ხელს, როგორც ჰიტლერი ცდილობდა ებრაელებისთვის
სრულყოფილი ცხოვრების შექმნას.

დავით ჯაბაური

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა

You might also like