You are on page 1of 3

თავი I.

1.1 ტრადიციები და თანამედროვეობა

ტრადიციები ასახავენ თაობიდან თაობაზე გადაცემულ, ადამიანის


საზოგადოებასთან ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია მარადიულ
ღირებულებებზე. დროის გასვლასთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, რაც იწვევს
ტრადიციების ცვლილებებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ
ტრადიცია რაღაც დოზით მოერგება თანამედროვეობას, მაშინ საზოგადოება
დაკარგავს საკუთარ იდენტობას. ტრადიციები და თანამედროვეობა მუდმივი
ჭიდილია წარსულსა და აწმყოს შორის. ტრადიციები ჩვენი ისტორიისა და
კულტურის ანარეკლია, თუმცა ზოგიერთ მათგანს თანამედროვეობა ცვლის და
ისინი დღეს თანამედროვე ცხოვრებაში სახეცვლილი ფორმით აგრძელებს არსებობას.
ჩვენს რეალობაში ეს თემა მუდმივად განხილვადია, სოციუმის ნაწილი ემხრობა
მოსაზრებას, რომ ტრადიციები ვერ იარსებებს თანამედროვეობასთან, ნაწილი კი
ფიქრობს რომ მათი თანაარსებობა შესაძლებელია ისე, რომ ის არ იყოს დავის საგანი.

იმისთვის, რომ პრობლემა აღმოვფხვრათ, საჭიროა დავადგინოთ, თუ საიდან


მოდის ის და რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ თანამედროვეობა წალეკავს
ტრადიციებს, ასევე დავადგინოთ ის თუ საზოგადოების რომელი ფენა ფიქრობს, რომ
თუ ქვეყანა თანამედროვე ცხოვრებას აუწყობს ფეხს ტრადიციები დაკარგავს
მნიშვნელობას. პრობლემა დასაბამს იძენს იქიდან, როცა თანამედროვე ცხოვრებამ,
მისმა განვითარებამ, გამოიწვია ადამიანთა ცნობიერების ამაღლება და ზოგიერთი
ტრადიცია, რომელიც წარსულში ფასობდა დღეს ფასი დაკარგა. დღეს
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ სულაც არ არის საჭირო ქელეხი და სმა-ჭამა
ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისაღები, თუმცა ძველი ხალხისთვის ეს
მისაღები იყო. ანუ როდესაც თანამედროვეობამ დაიწყო ცუდი ტრადიციების
თავიდან მოშორება, სოციუმის ნაწილმაც დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ
თანამედროვეობა ყველა ტრადიციას წალეკავს. სწორედ აქედან დაიწყო
ტრადიციებისა და თანამედროვეობის ჭიდილი.
თუ ქვეყანა თანამედროვე ცხოვრებას აუწყობს ფეხს ტრადიციები დაკარგავს
მნიშვნელობას, ასე საზოგადოების ის ფენა ფიქრობს, რომელთაც ცხოვრების
ხანგრძლივი ეტაპი აქვს განვლილი, ისინი იზრდებოდნენ იმ რეალობაში, სადაც
ყველა ტრადიციას მისდევდნენ, ეს იქნებოდა კარგი თუ ცუდი. რა თქმა უნდა,
არსებობდა გამონაკლისებიც, რომლებსაც შეეძლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა.
ადამიანები ასე იმიტომ ფიქრობდნენ და ფიქრობენ, რომ მათში განათლების
ნაკლებობა იყო და არის, არ აქვთ უნარი იმისა, რომ იაზროვნონ ჯანსაღად და
დამოუკიდებლად. მაგალითად, ადრე ქართული ქორწილი ისე არ ჩაივლიდა, რომ
ჩხუბი არ მომხდარიყო ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი ითვლებოდა, თუმცა
დღესდღეობით ის შეიცვალა და უკვე სამარცხვინოა მსგავსი საქციელი. (
https://grafomanis.wordpress.com/2016/03/16/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1
%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D
%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9D/ )

ცნობილი ქართველი მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში


ამბობს ,, არავითარ შემთხვევაში არ არის ტრადიციები და თანამედროვეობა
შეუთავსებელი’’. (https://youtu.be/0QS1W--1ApM ) ვფიქრობ, რომ ტრადიციებს და
თანამედროვეობას შეუძლიათ თანაარსებობა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანები
ადეკვატურად იაზროვნებენ.

1.2 პრობლემის გადაჭრის გზები

პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება,


რეკლამების, სატელევიზიო გადაცემების, სოციალური მედიის თუ ჟურნალის
მეშვეობით. როდესაც ადამიანებს შეეძლებათ რაციონალურად აზროვნება მათ
ექნებათ უნარი, იმისა რომ დააფასონ კარგი და დადებითი შედეგის მქონე
ტრადიციები და ამასთანავე უარყონ ან უკეთესობისკენ შეცვალონ ისეთი ტრადიცია
რომელიც უარყოფითი და არაეთიკურია. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა კომპეტენტური
პირების საჯარო გამოსვლები და ამ თემაზე საუბარი ღიად, რომლის მოსმენა
საზოგადოების ყველა ფენას შეეძლება. ჩვენ უნდა ვეცადოთ საზოგადოებას
ვაჩვენოთ , რომ თანამედროვეობა არ უარყოფს ტრადიციებს, არამედ პირიქით მათი
მნიშვნელობის გაზრდას უწყობს ხელს.

You might also like