You are on page 1of 3

სტერეოტიპებისა და ტრადიციების საფუძვლიანი კვლევისა და შესწავლის

პროცესში შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ ქართველი და კავკასიელი ხალხის


ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში მტკიცედ არის ჩანერგილი დრომოჭმული
ტრადიციები და წარმოდგენები, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის
მორალური, სამოქალაქო თუ სიცოცხლის უფლების წართმევის საფუძველი.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ზოგიერთი
დამახინჯებული ტრადიციაა თანამედროვეობის სტერეოტიპული კედლის
აღმმართველი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც რაიმე ანდერძი
ან სახსოვარი, რომელიც დღევანდელმა სოციუმმა შეისისხლხორცა.

ხშირად გვხვდება საკითხი სტერეოტიპების დამსხვრევასთან დაკავშირებთ,


თუმცა, საზოგადოება კრიტიკული აზროვნებისა და საკითხისადმი ცოდნის
გაფართოების ნაცვლად ცდილობს მას მიანიჭოს ტრადიციის სახე და მისი
სახელით დაფაროს ის სიმახინჯე, რასაც სტერეოტიპი ჰქვია. მაგალითად,
გენდერული თანასწორობის პრობლემა დღემდე აქტუალურია სოციუმში და
საზოგადოების უმრავლესობას დღემდე მიაჩნია, რომ მამაკაცი ყოველთვის ერთი
საფეხურით მაღლა დგას ქალზე და ის წყვეტს ოჯახში ყველაფერს. აღნიშნული
სტერეოტიპის მიხედვით, არ შეიძლება ქალი და კაცი თანაბარუფლებიანები
იყვნენ ოჯახში, რასაც მივყავართ ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა ქალზე
ძალადობა, რაც მრავალ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. ამ პრობლემის
მნიშვნელობას მოწმობს ბოლო დროის კვლევები და სტატისტიკური
მაჩვენებლები. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2021
წლის სამ თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 1875 ქალი გახდა.

გენდერული სტერეოტიპის ერთ-ერთ სახეს ნათლად წარმოგვიდგენს თედო


სახოკია თავის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში როდესაც წერს, რომ „მეგრელისათვის
მდედრობით სქესის შვილი უშვილობას უდრის, ქალი არ შეიძლება
შთამომავლობის გამგრძელებლად ჩაითვალოს, უმამაკაცო სახლში კერაზე
ცეცხლი ჰქრება“. შეუძლებელია თანამედროვე, დემოკრატიული პრინციპებით
მსჯელობისას მსგავსი მოსაზრება სწორად მივიჩნიოთ, რადგან, სწორედ რომ
ქალები არიან ის ბრძოლისუნარიანი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ
მამაკაცების მსგავსად აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც საზოგადოებრივ,
ასევე პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობებში. მაგალითად, განვითარებულ
ქვეყნებში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში, ქალის ოფიციალური
საქმიანობის სტილის ცხოვრებაში ჩართულობა წარმოადგენს ერთ-ერთ
აუცილებლობას, განსხვავებით განვითარებად ქვეყნებისგან, რომლებშიც
სტერეოტიპების ხარჯზე მიმდინარეობს ქალების სოციალური როლის შემცირება
და მათი უფლებებისა თუ შესაძლებლობების დაკნინება, რაც გამოიხატება
მათთვის თავისუფალი ნების შეზღუდვით თუ სხვა.

სტერეოტიპისა და ტრადიციის მჭიდრო კავშირი გამოიხატება ასევე იმ


ფაქტით, რომ ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით არა საკუთარ, არამედ წინაპრების
გამოცდილებასა და სიტყვებს. გარდა ამისა, გარკვეულ ინტერესს იწვევს ის
ფაქტიც, რომ სტერეოტიპი არ არის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი და ის
მხოლოდ წინაპრების ერთგვარი შთაგონებაა. სტერეოტიპები გარდა გენდერული
თანასწორობისა, არსებობს სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებში. მაგალითად,
მის ჩამოყალიბებას თანამედროვე ახალგაზრდების უმეტესობა უწყობს ხელს,
როდესაც ცდილობენ შეცდომების თავიდან აცილების მიზნით მოექცნენ
გარკვეულ ჩარჩოებში, რაც მათ თავის გამართლების მიზეზსაც მისცემს.

დამახინჯებულ ტრადიციებზე საუბრისას შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ის


ფაქტი, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის აღება წარმოადგენს შურისძიების
ერთ-ერთ სახეობას. საქართველში, კერძოდ სვანეთში, იგი წარმოადგენს ერთგვარ
ადათს. მათი რწმენით, სისხლის აუღებლობა უდიდესი სირცხვილია და ამ
სირცხვილის ჩამორეცხვას მხოლოდ მოსისხლეთა გვარის აღებითაა შესაძლებელი.
მსგავსი ადათები არსებობდა ხევსურებშიც, მაგალითად, მტრისთვის ხელის
მოკვეთა, რაც რამდენიმე საუკუნის წინ ვაჟა-ფშაველამ აღწერა თავის პოემა
„ალუდა ქეთელაურში“. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მე-19
საუკუნეშიც მწვავედ იდგა იმ დრომოჭმული ტრადიციების პრობლემა, რომლებიც
სათავეს შორეული წარსულიდან იღებს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპებისაგან განსხვავებით
განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციას ქმნის ადრეულ ასაკში ქორწინების
ტრადიცია, რაც ასევე დღემდე არსებობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
არასრულწლოვნებს აიძულებენ ქორწინებას მათი ნების გაუთვალისწინებლად,
რაც არღვევს მათ უფლებებს და დღესაც არაერთი არასრულწლოვანს უნადგურებს
ცხოვრებას.

ადრეული ქორწინების ტენდენციები (2018)


30
27
25

20 19
15 16
15 14 14

10

5 3
1 1 1 1 0
0
45-49 40-44 35-39 30-34 25-29 20-24

15 წლის ასაკამდე დაქორწინებული 18 წლის ასაკამდე დაქორწინებული

სტერეოტიპების მსგავსმა უარყოფითმა კავშირმა ტრადიციებთან


განაპირობა ტრადიციებისა და ადათებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება,
თუმცა, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ტრადიციას გააჩნია
უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის, ერის იდენტობის წარმოჩენაში, რადგან ის
წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ჩვენი წინაპრების ცხოვრების სტილთან და
მათ ღირებულებებთან. ტრადიციებით ჩვენ ვუკავშირდებით წარსულს და
გადმოგვაქვს დღევანდელობაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველო უწევს
სტერეოტიპების უმრავლესობასთან გამკლავება, რადგან თაობების ცვლილებამ
საზოგადოებაში გამოიწვია პროტესტის გრძნობა ტრადიციების უარყოფით
მხარეებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საზოგადოების გარკვეული ფენა
ცდილობს აღმოფხვრას ტრადიციებთან და სტერეოტიპებთან დაკავშირებული
პრობლემები.

You might also like