You are on page 1of 8

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი


დასკვნითი გამოცდა
სპეციალობა: ეკონომიკა
სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკის პრინციპები
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

პროფესორი: ნ. წიკლაშვილი, მ.ცეცხლაძე, თ.თურმანიძე, ნ. კონცელიძე, ი.მესხი. ი.


სურმანიძე, ზ. სურმანიძე

------------------------------------------------------------------------------------------------------
ვარიანტი V

შეფასების წესი:
ღია კითხვები ფასდება 1 ქულით - (10 კითხვა), თეორიული საკითხი ფასდება - 5
ქულით (4 საკითხი), ამოცანა ფასდება 2,5 ქულით (4 ამოცანა), - ქულათა მაქსიმალური
ოდენობა - 40

ღია კითხვები (1 ქულა) :


1. რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ინფლაცია და უმუშევრობა მოკლევადიან
პერიოდში?
პასუხი: გრძლევადიან პერიოდში, ფასების მატება ფულის მასის ზრდის
შედეგია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში რთულ და წინააღმდეგობრივ
მოვლენად იქცევა. ეკონომისტების უმრავლესობა ფულის მასის ზრდის
მოკლევადიან შედეგებს შემდეგნაირად ახასიათებს
 ეკონომიკაში ფულის მასის გაფართოება ზრდის ხარჯების საერთო დონეს, ანუ
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას
 მოთხოვნის ზრდამ დროთა განმავლობაში შეიძლება ბიძგი მისცეს ფირმების
მიერ ფასების მომატებას, თუმცა ამავდროულად, ის მათ სტიმულს აძლევს, რომ
მეტი საქონელი აწარმოონ და მეტი მუშახელი დაიქირავონ
 მეტი მუშახელის კი დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის დაბალ დონეს.
ამ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება
დგას ინფლაციასა და უმუშევრობოას შორის ალტერნატივის წინაშე.
2. რა არის ბაზარი?
პასუხი: ბაზარი არის კონკრეტული საქონლის მყიდველთა და გამყიდველთა
ჯგუფი.
3. დახაზეთ საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი იმ საზოგადოებისთვის
რომელიც ტანსაცმელსა და საკვებს აწარმოებს, აჩვენეთ ეფექტიანი და
არაეფექტინი წერტილები.
პასუხი:
4. მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტია ფასის მიხედვით მიწოდების
ელასტიკურობა თუ გრძლევადიან პერიოდში? რატომ?
პასუხი: გრძელვადიანი პერიოდის მიწოდების მრუდი უფრო ელასტიკურია,
ვიდრე მოკლევადიანი პერიოდის.
5. რა განსაზღვრავს გადასახადის სიმძიმის განაწილებას მყიდველებსა და
გამყიდველებს შორის?ახსენით
პასუხი: გადასახადის სიმძიმე იმ მხარეს აწვება, რომლის ელასტიკურობაც
ნაკლებია. თუ მიწოდება არის ელასტიკური, ხოლო მოთხოვნა არაელასტიკური,
ამ დროს გამყიდველის მიერ მიღებული ფასი ოდნავ მცირდება, ხოლო
მყიდველის მიერ გადახდილი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც გადასახადის
სიმძიმეს მყიდველს აკისრებს. თუ მიწოდება არაელასტიკურია, ხოლო მოთხოვნა
ელასტიკური, გამყიდველის მიერ მიღებული ფასი მნიშვნელოვნად მცირდება,
ხოლო მყიდველის მიერ გადახდილი ფასი უმნიშვნელოდ იზრდება. ამ
შემთხვევაში გადასახადის სიმძიმე აწვება გამყიდველს.
6. როდის ვერ ახერხებს ბაზარი რესურსების ეფექტიან განაწილებას?
პასუხი: მაშინ როცა გადასახადი მყიდველის მიერ გადახდილ ფასს ზრდის და
გამყიდველის მიერ მიღებულ ფასს ამცირებს ეს მყიდველებს ნაკლები
მოხმარებისკენ, ხოლო გამყიდველებს ნაკლები წარმოებისკენ უბიძგებს, ანუ
ისინი სტიმულზე რეაგირებენ, ბაზრის ზომები ოპტიმალურთან შედარებით
მცირეა, სწორედ ეს გადასახადები იწვევს ბაზრების მიერ რესურსების
არაეფექტიან გადანაწილებას.
7. რა პირობებში დაიხურება ფირმა დროებით? ახსენით
პასუხი: თუ საქონლის ფასი მისი წარმოების საშუალო ცვალებად დანახარჯზე
ნაკლებია, ფირმას ურჩევნია, დაიხუროს. საწარმოო გადაწყვეტილების მიღებისას
ფირმა ადარებს საქონლის ერთეულში მიღებულ ფასსა და ამ ერთეულის
წარმოების საშუალო ცვალებად დანახარჯს. თუ ფასი საშუალო ცვალებად
დანახარჯს არ ფარავს, მაშინ ფირმისთვის უმჯობესია წარმოების შეწყვეტა.
ფირმას შეუძლია განაახლოს წარმოება, თუ პირობები ისე შეიცვლება, რომ ფასი
საშუალო ცვალებად დანახარჯზე მეტი გახდება.
8. ჩამოთვალეთ მონოპოლისტური კონკურენციის სამი ძირითადი ატრიბუტი
პასუხი: მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი შემდეგი თვისებებით
ხასიათდება:
· მრავალი გამყიდველი: არსებობს მრავალი ფირმა, რომელიც მომხმარებელთა
ერთი და იმავე ჯგუფისთვის იბრძვის.
· პროდუქციის დიფერენციაცია: თითოეული ფირმა აწარმოებს პროდუქციას,
რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდება სხვა ფირმების პროდუქციისაგან.
· თავისუფალი შესვლა: ფირმებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ
ბაზარზე შესვლა/გამოსვლა, ბაზარზე მოქმედი ფირმების რაოდენობა იქამდე
იცვლება, ვიდრე მათი ეკონომიკური მოგება ნულს არ გაუტოლდება.
9. განმარტეთ შრომის ზღვრული პროდუქტი
პასუხი: შრომის ზღვრული პროდუქტი არის პროდუქციის ნამატი,რომელიც
შრომის დამატებითი ერთეულით გაზრდის შედეგია.
10. როგორ შეუძია რეკლამას ბაზრის კონკურენტულობის შემცირება?
პასუხი: მონოპოლისტური კონკურენციისთვის დამახასიათებელი პროდუქტის
დიფერენციაცია იწვევს რეკლამისა და სავაჭრო მარკების გამოყენებას. რეკლამის
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მათი გამოყენებით ფირმები სარგებლობენ
მომხმარებლების ირაციონალობით და ამცირებენ კონკურენციას. რეკლამისა და
სავაჭრო მარკების მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ მათი გამოყენებით ფირმები
მომხმარებელს ინფორმაციას აწვდიან და ხელს უწყობენ კონკურენციის
გამკაცრებას.
თეორიული საკითხები (5 ქულა):

1. შემოსავლის და ჩანაცვლების ეფექტები და თეორიის გამოყენების სამი გზა


პასუხი: შემოსავლის ეფექტი არის მოხმარების ცვლილება, რომელსად ადგილი
აქვს მაშინ როდესაც ფასების ცვლილება იწვევს მომხმარებლის გადაადგილებას
განურჩევლობის სხვა მრუდზე.
ჩანაცვლების ეფექტი არის ცვლილება მოხამარებაში, როდესაც ფასის ცვლილება
იწვევს მომხმარებლის უპირატესობების გადანაცვლებას განურჩევლობის
მრუდის გასწვრივ, ჩანაცვლების ზღვრული ნორმის ახალ წერტილში.
პირველად განვიხილოთ ჩანაცვლების ეფექტი. როდესაც ხელფასი იზრდება,
დასვენების ფარდობითი ფასი იზრდება მოხმარებასთან შედარებით, ეს კი
დასვენების მოხმარებით ჩანაცვლებისკენ გვიბიძგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ჩანაცვლების ეფექტი გვაიძულებს მეტი ვიმუშაოთ ხელფასის გაზრდის შემდეგ,
რაც შრომის მიწოდების მრუდის ზრდადობას იწვევს.
შემოსავლის ეფექტის შემთხვევაში როდესაც ხელფასი იზრდება,
განურჩევლობის უფრო მაღლა მდებარე მრუდზე გადავინაცვლებთ, ანუ
ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. თუ მოხმარებაცა და დასვენებაც
ნორმალური საქონელია, გვიჩნდება კეთილდღეობის ზრდის გამოყენების
სურვილი მეტი მოხმარებისა და მეტი დასვენებისთვის. ანუ შემოსავლის ეფექტი
ნაკლები შრომისკენ გვიბიძგებს, რაც შრომის მიწოდების მრუდის კლებადობას
იწვევს.
და ბოლოს ეკონომიკური თეორია არ იძლევა პროგნოზს იმასთან დაკავშირებით,
მეტი შრომისკენ გვიბიძგებს ხელფასის ზრდა თუ ნაკლებისკენ. თუ ჩანაცვლების
ეფექტი შემოსავლის ეფექტზე მეტია, მეტს ვიშრომებთ. თუ შემოსავლის ეფექტია
მეტი, მაშინ ნაკლებს. ამიტომაც, შრომის მიწოდების მრუდი შეიძლება ზრდადიც
იყოს და კლებადიც.
2. შრომის ბაზრის წონასწორობა და ზღვრული მწარმოებლურობა წონასწორობის
პირობებში.
პასუხი: შრომის ზღვრული პროდუქტი არის პროდუქციის ნამატი,რომელიც
შრომის დამატებითი ერთეულით გაზრდის შედეგია.
ზღვრული შემოსავლის პროდუქტი არის ის დამატებითი შემოსავალი,
რომელსაც ფირმა იღებს წარმოების დამატებითი ფაქტორის გამოყენების
შედეგად.
ყველა ფასის მსგავსად შრომის ფასიც მიწოდებასა და მოთხოვნაზეა
დამოკიდებული. ვინაიდან, მოთხოვნის მრუდი შრომის ზღვრული პროდუქცის
ღირებულებას ასახავს, წონასწორობის დროს მშრომელები იღებენ საქონლისა
მომსახურების წარმოებაში მათი ზღვრული წვლილის ღირებულებას.
3. როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს მონოპოლიები წარმოებისა და ფასდადების
შესახებ
პასუხი: მონოპოლისტს შეუძლია საკუთარი მოგების გაზრდა, თუ ერთსა და
იმავე საქონელს, მომხმარებლის გადახდისთვის მზადყოფნიდან გამომდინარე,
სხვადასხვა ფასს დაადებს. ასეთ ფასისმიერ დისკრიმინაციას შეუძლია გაზარდოს
ეკონომიკური კეთილდღეობა საქონლის იმ მომხმარებლებისთვის მიწოდებით,
რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქონელს არ იყიდდნენ. სრული
ფასისმიერი დისკრიმინაციის შემთხვევაში მონოპოლიის საერთო დანაკარგი
საერთოდ აღმოფხვრილია ანუ როდესაც ფასისმიერი დისკრიმინაცია
არასრულია, მას შეუძლია გამოიწვიოს კეთილდღეობის გაზრდა/შემცირება ერთი
მონოპოლიური ფასის შემთხვევასთან შედარებით.
4. გარეგანი ეფექტების პრობლემის კერძო გადაწყვეტა
პასუხი: მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს გარეგანი ეფექტები იმ საქონლის
დაბეგვრით, რომელსაც უარყოფითი გარეგანი ეფექტი მოაქვს და იმის
სუბსიდირებით, რომელსაც დადებითი გარეგანი ეფექტი მოჰყვება.
ქოუზის თეორემის თანახმად, კერძო ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ
ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრან გარეგანი ეფექტების პრობლემა,
დაინტერესებულ მხარეებს ყოველთვის შეუძლიათ ისეთი გარიგების მიღწევა,
სადაც თითოეული მათგანის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და
შედეგიც ეფექტიანი იქნება.
როდესაც გარეგანი ეფექტები ბაზარს რესურსების არაეფექტიანი განაწილებისკენ
უბიძგებს მთავრობას ორნაირად შეუძლია რეაგირება. ბრძანებებისა და
კონტროლის პოლიტიკა უშუალოდ არეგულირებს ქცევას. საბაზრო კანონებზე
დამყარებული პოლიტიკა იმის სტიმულებს იძლევა, რომ კერძო
გადაწყვეტილებების მიმღებებმა პრობლემის საკუთარი ძალებით გადაჭრა
არჩიონ.
ბრძანებისა და კონტროლის პოლიტიკა  მთავრობას შეუძლია გარეგანი
ეფექტების დაძლევა, თუ სავალდებულოს გახდის ან აკრძალავს გარკვეული
სახის ქცევას. ქოუზის თეორემის მიუხედავად, კერძო აგენტები ზოგჯერ ვერ
ახერხებენ საკუთარი ძალებით გარეგანი ეფექტების პრობლემის გადაჭრას.
ქოუზის თეორემა სამართლიანია მხოლოდ მაშინ, როცა დაინტერესებულ
მხარეებს არ უჭირთ შეთანხმების მიღწევა და დაცვა. რეალურ ცხოვრებაში
შეთანხმების შესრულება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაშინაც კი, როდესაც ეს
შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა, ზოგჯერ დაინტერესებული მხარეები ვერ
ახერხებენ გარეგანი ეფექტების პრობლემის გადაჭრას ე. წ. საოპერაციო
დანახარჯების გამო.
საოპერაციო დანახარჯები არის იგივე ტრანსაქციური დანახარჯები, რომელიც
თავს იჩენს შეთანხმების დადებისა და მისი განხორციელების პროცესში
წარმოქმნით. მაგ: ორ პირს შორის ვერ მიიღწევა შეთანხმება თუ ისინი სხვადასხვა
ენაზე საუბრობენ, ამიტომ საჭირო ხდება თარჯიმნის დაქირავება, რომელიც
საოპერაციო დანახარჯებს წარმოადგენს და თუ ორივე მხარისთვის ეს
დანახარჯები სარგებლობის დანახარჯებზე ნაკლები იქნება, შეთანხმება შედგება.
ამის ნაცვლად მთავრობას შეუძლია საბაზრო კანონებზე დამყარებული
პოლიტიკის გამოყენება, რათა პირადი სტიმულები სოციალურ ეფექტიანობას
შეუსაბამოს. მაგალითად, როგორც ზემოთ ვნახეთ, მთავრობას შეუძლია გარეგანი
ეფექტების გათვალისწინება ისეთი ქმედებების დაბეგვრის გზით, რომელთაც
უარყოფითი გარეგანი ეფექტები აქვთ და ისეთი ქმედებების სუბსიდირების
გზით, რომელთაც დადებითი გარეგანი ეფექტები მოჰყვება. გადასახადებს,
რომელთა მიზანია უარყოფითი გარეგანი ეფექტების ზემოქმედების
კორექტირება, მაკორექტირებელი გადასახადები ეწოდება. ისინი ცნობილია
აგრეთვე პიგუს გადასახადების სახელით, მან ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა
ასეთი გადასახადების იდეა. იდეალური მაკორექტირებელი გადასახადი
უარყოფითი გარეგანი ეფექტის გამომწვევი საქმიანობის საზოგადოებრივი
დანახარჯის ტოლია, იდეალური სუბსიდია კი – დადებითი გარეგანი ეფექტის
გამომწვევი საქმიანობის საზოგადოებრივი სარგებლობის ტოლი. გარემოს
დაბინძურების რეგულირებისას ეკონომისტები, როგორც წესი, უპირატესობას
მაკორექტირებელ გადასახადებს ანიჭებენ, ვინაიდან ამ გადასახადებს ნაკლები
დანახარჯებით შეუძლია გარემოს დაბინძურების შემცირება.

ამოცანები (2.5 ქულა):

ამოცანა 1.

დავუშვათ BMW მთლიანი დანახარჯი 4 მანქანის წარმოებისას 225000-ია, ხოლო 5


მანქანის წარმოებისას 250 000. რას უდრის 5 მანქანის წარმოების საშუალო მთლიანი
დანახარჯი? მეხუთე მანქანის ზრვრული დანახარჯი?

ამოცანა 2.

წარმოდგენილგრაფიკზე მოცემულია გამომთვლელების ბაზარი. გრაფიკის მიხედვით,


გადასახადების დაწესებამდე, წონასწორული ფასი იქნება ----------, წონასწორული
რაოდენობა ----------------, ხოლო გამყიდველის საერთო შემოსავალი ---------------.

ამოცანა 3.

საფეხბურთო გუნდის სიმბოლოებით მქონე მაისურების მწარმოებელი კომპანიის


მოთხოვნის ფუნქციას გააჩნია შემდეგი სახე: Q=2400-100P, რამდენი მაისური
შესაძლებელია გაიყიდოს თითოეულის 14 ლარად გაყიდვის შემთხვევაში ?

ამოცანა 4.
დაადგინეთ ელასტიურობის კოეფიციენტი, თუ ცნობილია რომ ფასი 700–დან 560
ლარამდე შემცირებამ ავეჯის მიწოდება გაზარდა 20 პროცენტით.

You might also like