You are on page 1of 27

I თავი---------ეკონომიკის 10 პრინციპი

ბიზნესი

 სიტყვა ეკონომიკა ბერძნულია და ნიშნავს ადამიანს,რომელიც საოჯახო


მეურნეობას უძღვება
 შეზღუდულობა-საზოგადოების რესურსების ლიმიტირებულობა,ანუ
საზოგადოებას იმაზე ნაკლების შეთავაზება შეუძლია ,ვიდრე ხალხს სურს
 ეკონომიკა- იმის შესწავლა , თუ როგორ განაგებს საზოგადოება თავის
შეზღუდულ რესურსებს

ეკონომიკის 10 პრინციპი

 ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან


 ნივთის დანახარჯი არის ის,რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის
 რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს
იყენებს
 ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ
 ვაჭრობას შეუძლია ყველას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
 ბაზრები ,ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა
 მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
 ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების უნარზე
 ფასები იზრდება,როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
 მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის ალტერნატივის წინაშე

4.ალტერნატიული დანახარჯი-ის რაც უნდა დავთმოთ რაიმეს მისაღებად

5. ზღვრული ცვლილებები- მოდელში გამოყენებული პარამეტრების მცირე


ცვლილებები

6. რაციონალური ადამიანი- ადამიანი,რომელიც სისტემატურად და მიზნობრივად


მოქმედებს იმისთვის,რომ საკუთარი შესაძლებლობების პირობებში მიზანს მიაღწიოს

7. სტიმული-ის,რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს

1
8. საბაზრო ეკონომიკა- ეკონომიკური სისტემა,რომელიც ანაწილებს რესურსებს
მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული
გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ამ
ფირმებისა და საოჯახო მეურნეობებს ურთიერთქმედების დროს

9.უხილავი ხელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს , თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის


კანონების განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

10. საკუტრების უფლება-ინდივიდის შესაძლებლობა,იქონიოს და გააკონტროლოს


შეზღუდული რესურსები

11.საბაზრო ჩავარდნა-სიტუაცია,როდესაც ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს


რესურსების ეფექტიან განაწილებას

12.მწარმოებლურობა- ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა და


მომსახურების რაოდენობა

13. ინფლაცია- ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა

14. საქმიანი აქტივობის ციკლი-ისეთი ეკონომიკური აქტივობების


ცვლილებები,როგორიცაა დასაქმება და წარმოება.

2
II თავი--------------ეკონომიკური აზროვნება
ბიზნესი

 ეკონომისტები აყალიბებენ თეორიებს,აგროვებენ მონაცემებს,შემდეგ კი ამ


მონაცემების ანალიზის გზით ცდილობენ თავიანთი თეორიების
დასაბუთებასა და უარყოფას
 ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი-ეკონომიკის მოდელი,რომელიც
გვიჩვენებს ,როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი საოჯახო მეურნეობებსა და
ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრების გავლით
 შრომა,მიწა,კაპიტალი-საწარმოო ფაქტორები
 არსებობს ორი სახის ბაზარი :საქონლისა და მომსახურების  ბაზრებზე
საოჯახო მეურნეობები მყიდველები არიან ,ფირმები კი
გამყიდველები,საწარმოო ფაქტორების ბაზრებზე საოჯახო მეურნეობები
გამყიდველები არიან ხოლო ფირმები მყიდველები
 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი-გრაფიკი,რომელიც გვიჩვენებს
წარმოების სხვადასხვა კომბინაციას,რომლის შესაძლებლობაც აქვს ეკონომიკას
წარმოების მოცემული ფაქტორებისა და ტექნოლოგიის პირობებში
 ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ან მის
შიგნით,მაგრამ ვერ აწარმოებს საზღვრის გარეთ მდებარე წერტილებში
 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებსალტერნატივას სხვადასხვა
სახის საქონლის წარმოებას შორის დროის მოცემულ მომენტში
 მიკროეკონომიკა-იმის შესწავლა ,თუ როგორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და
ფირმები გადაწვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ ბაზრებზე
 მაკროეკონომიკა-ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების,მათ
შორის,ინფლაციის,უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა
 პოზიტიური დებულება-როგორია სამყარო
 ნორმატიული დებულება-როგორი უნდა იყოს სამყარო.

3
III თავი-----ურთიერთდამოკიდებულება და
ვაჭრობის სარგებლობა
ბიზნესი
საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს პროდუქტის იმ მოცულობას
რომლის წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას

 აბსოლუტური უპირატესობა-ერთი მწარმოებლის უნარი,საქონელი აწარმოოს


საწარმოო ფაქტორების უფრო ნაკლები დანახარჯებით ვიდრე მეორემ
 შედარებითი უპირატესობა- ერთი მწარმოებლის უნარი,საქონელი აწარმოოს
უფრო ნაკლები ალტერნატიული დანახარჯებით ვიდრე მეორემ
 სპეციალიზაციისა და ვაჭრობიდან მიღებული ამონაგები ეფუძნება არა
აბსოლუტურ არამედ შედარებით უპირატესობას
 იმპორტი-ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული
საქონელი და მომსახურება
 ექსპორტი- ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და
მომსახურება

4
IV თავი------მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო
ძალები
ბიზნესი

 ბაზარი-კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მყიდველთა და


გამყიდველთა ჯგუფი
 მოთხოვნის რაოდენობა-საქონლის რაოდენობა,რომლის შეძენის სურვილი და
შესაძლებლობაც აქვს მყიდველს
 მოთხოვნის კანონი-დებულება,რომლის თანახმად,სხვა თანაბარ პირობებში
საქონელზე მოთხოვნა მცირდება ამ საქონელზე ფასის ზრდასთან ერთად
 მოთხოვნის განრიგი- ცხრილი რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებს
საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
 მოთხოვნის მრუდი-საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი
 მოთხოვნის მრუდის გადაადგილება ზემოქმედებს: შემოსავალი,
ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები, გემოვნება, მოლოდინი,
მყიდველთა რაოდენობა
 ნორმალური საქონელი- საქონელი რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში
შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება
 მდარე საქონელი- საქონელი რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა
მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად
 შემცვლელები-ორი საქონელი,რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის ზრდას
 შემავსებლები-ორი საქონელი რომელთაგანაც ერთზე ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის შემცირებას
 მიწოდების რაოდენობა-საქონლის რაოდენობა,რომლის გაყიდვის სურვილი
და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს
 მიწოდების კანონი- დებულება იმის შესახებ,რომ სხვა თანაბარ პირობებში
საქონლის ფასის ზრდა იწვევს ამ საქონლის მიწოდების რაოდენობის ზრდას
 მიწოდების განრიგი- ცხრილი რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის
ფასსა და მიწოდების რაოდეონობას შორის
 მიწოდების მრუდი-გრაფიკი რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის
ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის

5
 მიწოდების მრუდის გადაადგილებას იწვევს შემდეგი
ფაქტორები:ინგრედიენტის ფასები,ტექნოლოგია,მოლოდინი,გამყიდველთა
რაოდენობა

წონასწორობა- სიტუაცია როდესაც მიწოდება და მოთხოვნა გაწონასწორებულია

 წონასწორული ფასი-ფასი რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და მოთხოვნას


 წონასწორული რაოდენობა-საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა
წონასწორობის დროს
 ჭარბი მიწოდება-როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია
 ჭარბი მოთხოვნა-როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია
 მოთხოვნისა და მიწოდების კანონი-დებულება რომლის თანახმადაც
საქონლის ფასი მასზე მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობას აბალანსებს.

6
V თავი------ელასტიკურობა და მისი გამოყენება
ბიზნესი

 ელასტიკურობა-მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე დეტერმინანტზე


რეაგირების საზომი
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით ასახავს სიდიდეს,რომლითაც
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილებების შედეგად
 მოთხოვნა ელასტიკურია,თუ მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად
იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
 საქონელზე მოთხოვნა არაელასტიკურია,თუ მოთხოვნის რაოდენობა
უმნიშვნელოდ იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით არის სიდიდე ,რომელიც
გვიჩვენებს ,თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება მოთხოვნის
ცვლილებაზე .გამოითვლება მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული
ცვლილების შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან
 ახლო შემცვლელები და ფუფუნების საგნები მეტი ელასტიკურობით
გამოირჩევა,ხოლო პირველადი მოთხოვნილების საგნები არაელასტიკურია
 საქონელს მით უფრო ელასტიკური მოთხოვნა ახასიათებს ,რაც მეტია დროის
პერიოდი
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით =მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/ფასის პროცენტულ ცვლილებასთან
 შუაწერტილის მეთოდი- (Q2-Q1)/ ((Q2+Q1):2)
 (Q2-Q1) : ((Q2+Q1):2)  /  (P2-P1) : ((P2+P1):2) -მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის
მიხედვით
 მოთხოვნა ელასტიკურია,როცა ელასტიკურობა 1-ზე მეტია.ანუ როდესაც
მოთხოვნა უფრო იცვლება ვიდრე ფასი
 არაელასტიკურია,როცა ელასტიკურობა 1-ზე ნაკლებია.ანუ მოთხოვნა
ნაკლებად იცვლება ვიდრე ფასი
 თუ ელასტიკურობა ზუსტად 1-ის ტოლია ანუ ერთნაირად იცვლება ფასიც და
მოთხოვნაც მაშინ ერთეულოვან ელასტიკურობასთან გვაქვს საქმე
 მთლიანი შემოსავალი-თანხა რომელიც გადახდილია საქონლის
მყიდველების,ხოლო მიღებულია საქონლის გამყიდველების მიერ და
გამოითვლება ,როგორც საქონლის ფასისა და გაყიდული საქონლის
რაოდენობის ნამრავლი PxQ

7
 როდესაც მოთხოვნა არაელასტიკურია,ფასი და მთლიანი შემოსავალი ერთი
და იმავე მიმართულებით იცვლება
 როდესაც მოთხოვნა ელასტიკურია,ფასი და მთლიანი შემოსავალი სხვადასხვა
მიმართულებით იცვლება
 ერთეულოვანი ელასტიკურობის შემთხვევაში ფასის ცვლილება არ ახდენს
გავლენას მთლიან შემოსავალზე
 დახრილობა ორი ცვლადის ცვლილებათა ფარდობაა ელასტიკურობა კი ორი
ცვლადის პროცენტულ ცვლილებათა ფარდობაა
 მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით განისაზღვრავს როგორ
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა მომხმარებლის შემოსავლების ცვლილებისას
 მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით =მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/შემოსავლის პროცენტულ ი ცვლილება
 მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასების მიხედვით განსაზღვრავს ,თუ
რა გავლენას ახდენს ერთი საქონლის მოთხოვნის რაოდენობაზე სხვა
საქონლის ფასების ცვლილება
 ჯვარედინი ფასების ელასტიკურობა =პირველი საქონლის მოთხოვნის
რაოდენობის პროცენტული ცვლილება/მეორე საქონლის ფასის პროცენტული
ცვლილება
 მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით  გვიჩვენებს  რამდენად იცვლება
მიწოდების რაოდენობა ფასის ცვლილებების შედეგად
 საქონლის მიწოდება ელასტიკურია თუ მიწოდების რაოდენობა
მნიშვნელოვნად იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
 მიწოდება არაელასტიკურია თუ მიწოდების რაოდენობა უმნიშვნელოდ
იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
 მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით-სიდიდე,რომელიც
გვიჩვენებს ,თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება მიწოდების
ცვლილებაზე
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით =მიწოდების რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/ფასის პროცენტული ცვლილება.

8
VI თავი---------მოთხოვნა, მიწოდება და
მთავრობის პოლიტიკა
ბიზნესი

 როდესაც მთავრობა ფასის ზედა ზღვარს აწესებს ,რომელიც კონკურენტულ


ბაზარს ზღუდავს , ჩნდება საქონლის დეფიციტი.
 როდესაც წონასწორული ფასი, ქვედა ზღვარზე ნაკლებია, ფასის ქვედა ზღვარი
შემზღუდველია. მიწოდებისა და მოთხოვნის ძალებს ფასი წონასწორული
ფასისკენ მიჰყავთ, მაგრამ როდესაც საბაზრო ფასი ქვედა ზღვარს მიაღწევს ,
ფასის შემცირება წყდება. საბაზრო ფასი ფასის ქვედა ზღვრის ტოლია. ფასის ამ
ზღვრის დროს მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა მოთხოვნის
რაოდენობაზე მეტია. ბაზრის შემზღუდველი ფასის ქვედა ზღვარი სიჭარბეს
იწვევს.
 ფასი, ამტკიცებენ ეკონომისტები, მილიონობით საწარმოო და სამომხმარებლო
გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც განპირობებულია მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდებით.
 გადასახადები საბაზრო სტიმულებს ამცირებს/როდესაც საქონელი იბეგრება,
გაყიდული  საქონლის რაოდენობა ნაკლებია ახალ წონასწორობაში
 გადასახადის სიმძიმე უფრო მეტად ბაზრის იმ მხარეს აწვება, რომლის
ელასტიკურობაც ნაკლებია.

9
VII თავი--------მომხმარებლები, მწარმოებლები და
ბაზრების ეფექტიანობა
ბიზნესი

 ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობა მყიდველებისა და


გამყიდველების მიერ მიღებული სარგებლობის მაქსიმიზაციას ახდენს.
 ფასის ზემოთ და მოთხოვნის მტუდის ქვემოთ მდებარე არის ფართობი არის
სამომხმარებლო დანაზოგი
 მწარმოებლის დანაზოგი არის გამყიდველის მიერ მიღებული თანხისა და
წარმოების დანახარჯების სხვაობა
 ფასის ქვემოთ და მიწოდების მრუდის ზემოთ მდებარე არის ფართობი არის
მწარმოებლის დანაზოგი
 მთლიანი დანაზოგი= სამომხმარებლო დანაზოგს+მწარმოებლის დანაზოგი   ან
მყიდველთა შეფასებას- დანახარჯები
 თუ რესუსრსების განაწილება მთლიანი დანაზოგის მაქსიმიზაციას ახდენს
მაშინ ბაზარი განაწილება ეფექტიანია
 განაწილება არაეფექტიანია თუ საქონელს ის მწარმოებლები არ
აწარმოებენ,რომელთაც წარმოების უმცირესი დანახარჯები აქვთ და თუ
საქონელი არ მოიხმარება იმ მომხმარებლის მიერ,ვინც ამ საქონელს ყველაზე
მეტად აფასებს
 თავისუფალი ბაზრები საქონლის მიწოდებას ანაწილებენ იმ მყიდველებს
შორის,რომლებიც ამ საქონელს ყველაზე მეტად აფასებენ,რაც მათი
გადახდისთვის მზადყოფნაში აისახება.
 თავისუფალი ბაზრები საქონელზე მოთხოვნას ანაწილებენ იმ გამყიდველებს
შორის,რომელთაც ამ საქონლის წარმოება ყველაზე ნაკლები დანახარჯებით
შეუძლიათ
 თავისუფალ ბაზარზე იწარმოება საქონილის ის რაოდენობა,რომელიც ახდენს
მომხმარებლებისა და მწარმოებლების ერთობლიბი დანაზოგის
მაქსიმიზაციას.
 როდესაც ცალკეულ მყიდველსა თუ გამყიდველს შეუძლია  საბაზრო ფასების
გაკონტროლება ეს არის საბაზრო ძალაუფლება

10
 ზოგიერთი დაურეგულირებელი ბაზრის მიერ რესურსების ეფექტიანი
განაწილების უუნარობა ეს არის საბაზრო ჩავარდნა.

VIII თავი
ბიზნესი

 საქონლის დაბეგვრა ბაზრის ზომების შემცირებას იწვევს და ამცირებს ამ


საქონლის მყიდველებისა და გამყიდველების კეთილდღეობას.
 რაც მეტია მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიკურობა,მით მეტია
გადასახადის საერთო დანაკარგი
 რაც უფრო იზრდება გადასახადის სიდიდე მით მეტია საერთო დანაკარგი.

IX თავი------საერთაშორისო ვაჭრობა
ბიზნესი

 ტარიფი- იმპორტის გადასახადი


 კვოტა-იმპორტის რაოდენობის შეზღუდვა
 სუბსიდია-ფულადი ან ნივთიერი დახმარება,რომელსაც უწევს სახელმწიფო
ადგილობრივ ორგანოებს,ცალკეულ პირებს ან სხვა სახელმწიფოებს
 თუ პროდუქტის მსოფლიო ფასი უფრო მაღალია ,ვიდრე ადგილობრივი
ფასი,ან  როდესაც ქვეყანაში მიწოდების რაოდენობა მეტია მოთხოვნის
რაოდენობაზე და ქვეყანა პროდუქტს სხვა ქვეყნებს მიჰყიდის ,მაშინ ის ხდება
ექსპორტიორი
 თუ პროდუქტის მსოფლიო ფასი ნაკლებია ადგილობრივ ფასზე ,მაშინ ქვეყანა
იმპორტიორი ხდება
 როდესაც ქვეყანა თავისუფალ ვაჭრობას იწყებს და საქონლის ექსპორტიორი
ხდება,ამ საქონლის ადგილობრივი მწარმოებლის ეკონომიკური მდგომარეობა
უმჯობესდება,ადგილობრივი მომხმარებლებისა კი უარესდება
 ვაჭრობა ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას,ვინაიდან მოგებულთა
სარგებლობა წაგებულთა დანაკარგებზე მეტია

11
 როდესაც ქვეყანა თავისუფალ ვაჭრობას იწყებს და საქონლის იმპორტიორი
ხდება ,ამ საქონლის ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური
მდგომარეობა უმჯობესდება,ადგილობრივი მწარმოებლებისა კი უარესდება
 ტარიფი ამცირებს იმპორტის მოცულობას და ადგილობრივ ბაზარს აახლოებს
ვაჭრობის გარეშე არსებულ წონასწორობასთან.

X თავი---------გარეგანი ეფექტები
ბიზნესი

 უარყოფითი გარეგანი ეფექტი ნაზრებს სოციალურად მისაღებზე უფრო მეტი


რაოდენობის საქონლის წარმოებისკენ უბიძგებს
 დადებითი გარეგანი ეფექტი ბაზრებს სოციალურად მისაღებზე უფრო
ნაკლები რაოდენობის საქონლის წარმოებისკენ უბიძგებს
 იმისთვის რომ მთავრობამ პრობლემა მოაგვაროს,მან უნდა გაითვალისწინოს
გარეგანი ეფექტები იმ საქონლის დაბეგვრით,რომელსაც უარყოფითი გარეგანი
ეფექტი მოაქვს და იმის სუბსიდირებით ,რომელსაც დადებითი გარეგანი
ეფექტი მოჰყვება
 ტექნოლოგიის გაზიარება ნიშნავს ერთი ფირმის კვლევისა და ახალი
პროდუქტის წარმოების მცდელობის გავლენას სხვა ფირმების ტექნოლოგიურ
განვითარებაზე
 ეკონომიკაში მთავრობის ინტერვენციას,რომელიც მიზნად ისახავს
ტექნოლოგიურად განვითარებადი დარგების ხელშეწყობას ,ინდუსტრიული
პოლიტიკა ეწოდება
 ქოუზის თეორემა არის დებულება,რომლის თანახმად ,თუ მხარეები
უდანახარჯოდ შეთანხმდებიან რესურსების განაწილებაზე,მაშინ ისინი სხვათა
ჩარევის გარეშე გადაჭრიან გარეგანი ეფექტების პრობლემას

გლოსარიუმი

 ფასის ზედა ზღვარი- კანონით დაწესებული ფასის მაქსიმუმი,რომლითაც


საქონელი უნდა გაიყიდოს
 ფასის ქვედა ზღვარი-კანონით დაწესებული ფასის მინიმუმი რომლითაც
საქონელი უნდა გაიყიდოს

12
 გადასახადის დაკისრება- გადასახადის სხვა გადამხდელზე  მთელი
გადასახადის ან მისი ნაწილის გადაკისრება მათთვის უფრო მაღალ ფასად
 კეთილდღეობის ეკონომიკა -მეცნიერება,რომელიც სწავლობს რესურსების
განაწილების გავლენას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე
 გადასახადისთვის მზადყოფნა-მაქსიმალური თანხა,რომლის გადახდისთვისაც
მზად არის მყიდველი
 სამომხმარებლო დანაზოგი-სხვაობა იმ ორ თანხას შორის ,რომლის
გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა და იმთანხას შორის,რომელსაც
რეალურად იხდის
 დანახარჯი-იმის ღირებულება,რაც გამყიდველმა უნდა გაიღოს საქონლის
წარმოების მიზნით
 მწარმოებლის დანაზოგი-გამყიდველისთის საქონელში გადახდილი
ღირებულებისა და გამყიდველის დანახარჯების სხვაობა
 ეფექტიანობა-რესურსების განაწილების თვისება მიაღწიოს საზოგადოების
ყველა წევრის მიერ მიღებული საერთო დანაზოგის მაქსიმალურ დონეს
 თანასწორობა-საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური კეთილდღეობის
სამართლიანად გადანაწილება
 დაბეგვრის დანახარჯები-მთლიანი დანაზოგის შემცირება,რომელიც
გამოწვეულია ბაზრის დამახინჯებით,მაგალითად გადასახადებით
 მსოფლიო ფასი-ფასი,რომლითაც მოცემული საქონელი მსოფლიო ბაზარზე
იყიდება
 გარეგანი ეფექტების გათვალისწინება-სტიმულების ცვლილებები,რომლის
შედეგად ხალხი ანგარიშვალდებული ხდება თავისი ქმედებების გარეგან
ეფექტებზე
 გარეგანი ეფექტი-ერთი პიროვნების ქმედების აუნაზღაურებელი გავლენა
მეორის კეთილდღეობაზე
 საოპერაციო დანახარჯები-შეთანხმების დადებისა და მისი განხორციელების
პროცესში წარმოქმნილი დანახარჯები ,რომლებსაც მოლაპარაკებაში მონაწილე
მხარეები გასწევენ
 მაკორექტირებელი გადასახადი-გადასახადი,რომელიც დაწესებულია
იმისთვის,რომ კერძო გადაწყვეტილების მიმღებმა მხედვეობაში მიიღოს
უარყოფითი გარეგანი ეფექტების სოციალური დანახარჯები.

13
XI თავი-----------საზოგადოებრივი საქონელი და
საერთო რესურსები
ბიზნესი

 გამორიცხვადობა-საქონლის თვისება,რომელიც გულისხმობს,რომ პიროვნება


შეძლება ავარიდოთ ამ საქონლის მოხმარებას
 მეტოქეობისუნარიანობა-საქონლის თვისება,რომელიც გულისხმობს,რომ
ერთი პიროვნების მიერ საქონლის გამოყენება ამცირებს მეორე პიროვნების
მიერ მისი გამოყენების შესაძლებლობას
 კერძო საქონელი- საქონელი,რომელსაც ახასიათებს,როგორც გამორიცხვადობა
ისე მეტოქეობისუნარიანობა
 საზოგადოებრივი საქონელი- საქონელი,რომელიც არც მეტოქეობისუნარიანია
და არც გამორიცხვადი
 როდესაც საქონელი გამორიცხვადია,მაგრამ არა მეტოქეობისუნარიანი,ამბობენ
რომ ამ საქონელზე ბუნებრივი მონოპოლია არსებობს
 უბილეთო მგზავრი არის ის ვინც სარგებლობს საქონლით,მაგრამ გადახდას
თავს არიდებს
 დანახარჯი-სარგებლობის ანალიზი- ანალიზი რომელიც ერთმანეთს ადარებს
საზოგადოების დანახარჯებსა და სარგევლობას მისი საზოგადოებრივი
საქონლით
 საერთო საკუთრების ტრაგედია-იგავი რომელიც გიჩვენებს თუ რატომ
გამოიყენება საერთო რესურსები იმაზე მეტად ვიდრე სასურველია
საზოგადოებისთვის

საერთო რესუსრსები-მეტოქეობისუნარიანია ,მაგრამ არა გამორიცხვადი.

14
XII თავი----------საგადასახადო სისტემა
ბიზნესი

 შემოსავალი,რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება ,გამოითვლება მთლიანი


შემოსავლებიდან ხარჯებისა და იმ თანხის გამოკლებით,რომელიც
დამოკიდებულია ოჯახის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე
 გადასახადის ზღვრული განაკვეთი-გადასახადი
განაკვეთი ,რომელიცშემოსავლის ყველა დამატებით $-ზე მოდის.რაც მეტია
ოჯახის შემოსავალი,მით მეტია გადასახადის პროცენტული წილი
 ხელფასის გადასახადი- არის გადასახადი ხელფასზე,რომელსაც ფირმა თავის
მშრომელებს უხდის
 სოციალური უზრუნველყოფა-შემოსავლების ზრდის ხელშემწყობი
პროგრამაა,რომელიც მიზნად ისახავს მოხუცებულთა სათანადი დონის
შენარჩუნებას
 სამედიცინო დაზღვევა-მოხუცებულთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამა
 კორპორაცია-ისეთი ფირმაა,რომელიც დაფუძნებულია,როგორც ცალკე
იურიდიული ერთეული
 მთავრობა კორპორაციიდან იღებს გადასახადს,რომელიც დამოკიდებულია ამ
კორპორაციის მოგებაზე-თანხაზე,რომელიც კორპორაციის მიერ გაყიდული
საქონლისა თუ მომსახურებისგან მიღებული თანხისა და ამ საქონლის თუ
მომსახურების წარმოების დანახარჯების ტოლია
 აქციზური გადასახადები- ბეგრავს ისეთსპეციპიკურ საქონელს ,როგორიცაა
ბენზინი,სიგარეტი,ალკოჰოლური სასმელები
 ტრანსფერული გადასახადი- მთავრობის მიერ გაცემილი თანხები,რომელთა
სანაცვლოდ მთავრობა საქონელსა თუ მომსახურებას არ იღებს
 ბიუჯეტის დეფიციტი-სიტუაცია,როცა საგადასახადი შემოსავლები
მთავრობის ხარჯებზე ნაკლებია
 ბიუჯეტის გარდამეტი-სიტუაცია,როცა საგადასახადო შემოსავლები
მთავრობის ხარჯებზე მეტია

15
 შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი
გადასახადია გაყიდვის გადასახადი და ქონების გადასახადი.გაყიდვის
გადასახადი გამოითვლება მაღაზიებში დახარჯული მთლიანი თანხის
პროცენტული სიდიდის სახით.ქონების გადასახადი გამოითვლება მიწისა და
შენობების ღირებულების პროცენტული სიდიდის სახით და მისი გადახდა
საკუთრებათა მფლობელებს ეკისრებათ
  საგადასახადო სისტემის აგებისას პოლიტიკოსებს ორი მიზანი აქვთ:
ეფექტიანობა და თანასწორობა.ორი საგადასახადო სისტემიდან უფრო
ეფექტიანია ის რომელშიც გადასახადების ერთ და იგივე რაოდენობა
გადამხდელთა ნაკლები დანახარჯებით გროვდება.საერთო დანაკარგებს
იწვევს გადასახადების მიერ ადამიანთა გადაწყვეტილებების დამახინჯება
 ეფექტიანია ის საგადასახადო სისტემა,რომელიც მცირე საერთო დანაკარგებს
წარმოშობს და ადმინისტრაციულ ზეწოლას ამსუბუქებს
 დაზოგილი შემოსავალი მანამ არ დაიბეგრება სანამ მისი მფლობელი მას არ
დახარჯავს.ამას ეწოდება მოხმარების გადასახადი
 გადასახადის საშუალო განაკვეთი = მთლიანი გადასახადი/მთლიან
შემოსავალი
 გადასახადის ზღვრული განაკვეთი=შემოსავლის ყოველი დამატებით
ერთეულს+დამატებითი გადასახადი.მაგალითად: მთავრობა აწესებს
გადასახადს ,რომელიც პირველ 50000 -ზე 20%-ს , 50000-ზე მეტ შემოსავალზე
კი 50% შეადგენს.ადამიანი რომლის შემოსავალია 60000 გადაიხდის 15000.ანუ
(50000*0.20+10000+0.50=15000) გადახდის საშუალო
განაკვეთია=15000/60000=25%
 აკორდული გადასახადი-გადასახადი რომელიც ერთნაირია ყველასათვის
 სარგებლობის მიხედვით დაბეგვრის პრინციპი- იდეა,რომლის
თანახმად,გადასახადების გადახდა უნდა მოხდეს იმ სარგებლობაზე
დაყრდნობით,რომელსაც ხალხი მთავრობის მომსახურებიდან იღებს
 გადახდისუნარიანობის მიხედვით გადახდის პრინციპი-იდეა რომლის
თანახმად ,გადასახადები უნდა დაწესდეს გადამხდელის შესაძლებლობების
მიხედვით
 ვერტიკალური თანასწორობა- დებულება,რომლის მიხედვითაც,მეტის
გადახდის შესაძლებლობის მქონდე გადამხდელები მაღალი განაკვეთებით
უნდა დაიბეგრონ

16
 ჰორიზონტალური თანასწორობა- იდეა,რომლის თანახმად ,გადასახადების
გადამხდელებმა,რომელთაც ერთნაირი გადახდისუნარიანობა
ახასიათებთ,ერთნაირი გადასახადები უნდა გადაიხადონ
 პროპორციული გადასახადი- გადასახადი,რომლის დროსაც
მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი გადამხდელები ერთი და იმავე
განაკვეთით იბეგრებიან
 რეგრესიული გადასახადი- გადასახადი,რომლის დროსაც
მაღალშემოსავლიანი გადამხდელი უფრო დაბალი განაკვეთით
იბეგრება,ვიდრე დაბალშემოსავლიანი
 პროგრესული გადასახადი- გადასახადი,რომლის დროსაც
მაღალშემოსავლიანი გადამხდელები უფრო მაღალი განაკვეთით
იბეგრებიან,ვიდრე დაბალშემოსავლიანი გადამხდელები
 ბუზსაჭერა ქაღალდის თეორია- გადასახადის სიმძიმე ,წებოვან ქაღალდზე
მიწებებული ბუზის მსგავსად რჩება იქ,სადაც პირველად მოხვდა
 ყველა გადასახად ადამიანები იხდიან.როდესაც მთავრობა კორპორაციას
გადასახადის გადახდას აკისრებს ,კორპორაცია უფრო გადასახადის ამკრეფს
ჰგავს ვიდრე გადამხდელს.

XIII თავი--------- წარმოების დანახარჯები


ბიზნესი

 დარგის ორგანიზება- იმის შესწავლა ,თუ როგორააა დამოკიდებული ბაზრის


პირობებზე ფირმათა გადაწყვეტილებები ფასებისა და რაოდენობების შესახებ
 მთლიანი შემოსავალი- თანხა ,რომელსაც ფირმა იღებს საკუთარი
პროდუქციის გაყიდვის შედეგად
 მთლიანი დანახარჯი- თანხა ,რომელსაც ფირმა იხდის მასალების შესაძენად
 მოგება- მთლიანი შემოსავლისა და დანახარჯის სხვაობა
 მთლიანი შემოსავალი-პროდუქციის რაოდენობისა და პროდუქციაზე
დაწესებული გასაყიდი ფასის ნამრავლი.მაგ: 10 000 ნამცხვარი ფასი 2$ 
მთლიანი შემოსავალი=10 000*2=20 000
 ცხადი დანახარჯები-წარმოების ფაქტორები,რომელთა შესაძენად ,ფირმას
ფული სჭირდება

17
 არაცხადი დანახარჯები-წარმოების ფაქტორები რომელთა შესაძენად ფირმას
ფული არ სჭირდება
 ეკონომიკური მოგება- მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი
დანახარჯები ცხადი და არაცხაი დანახარჯების ჩათვლით
 საბუღალტრო მოგება- მთლიან შემოსავალს გამოკლებული ცხადი
დანახარჯები
 საწარმოო ფუნქცია- დამოკიდებულება ფაქტორების რაოდენობასა და
პროდუქციის რაოდენობას შორის
 ზღვრული პროდუქტი- პროდუქციის ნამატი,რომელიც საწარმოო ფაქტორის
დამატებითი ერთეულის გამოყენების შედეგია
 ზღვრული  პროდუქტის კლებადობა- საწარმოო ფაქტორის ზღვრული
პროდუქტის შემცირება ამ ფაქტორის რაოდენობის ზრდასთან ერთად
 მუდმივი დანახარჯები-დანახარჯები,რომლებიც არ იცვლება წარმოების
მოცულობის ცვლილებისას
 ცვალებადი დანახარჯები-დანახარჯები,რომლებიც წარმოებული
პროდუქციის რაოდენობასთან ერთად იცვლება
 ფირმის მთლიანი დანახარჯი=მუდმივ დანახარჯს+ცვლებადი დანახარჯი
 ერთი ერთეულის წარმოების დანხარჯი=ფირმის მთლიანი
დანახარჯი/წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე
 საშუალო მთლიანი დანახარჯი- მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის
რაოდენობაზე
 საშუალო მუდმივი დანახარჯი-მუდმივი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის
რაოდენობაზე
 საშუალო ცვალებადი დანახარჯი-ცვალებადი დანახარჯის განაყოფი
პროდუქციის რაოდენობაზე
 ზღვრული დანახარჯი- მთლიანი დანახარჯის ნამატნი,რომელიც დამატებითი
ერთეულის წარმოების შედეგია

Q-რაოდენობა

TC-მთლიანი დანახარჯი TC=AFC+AVC

ATC- საშუალო მთლიანი დანახარჯი ATC=TC:Q

MC-ზღვრული დანახარჯი

AFC-საშუალო მუდმივი დანახარჯი AFC=

18
AVC-საშუალო ცვალებადი დანახარჯი

 ეფექტიანი მასშტაბი- პროდუქციის რაოდენობა,რომლის დროსაც საშუალო


მთლიანი დანახარჯი მინიმალურია
 როდესაც ზღვრული დანახარჯი ნაკლებია საშუალო მთლიან
დანახარჯზე ,საშუალო მთლიანი დანახარჯი მცირდება
 როდესაც ზღვრული დანახარჯი საშუალო მთლიან დანახარჯზე
მეტია,საშუალო მთლიანი დანახარჯი იზრდება
 ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს
ეფექტიანი მასშტაბის წერტილში კვეთს
 ზღვრული დანახარჯი საბოლოოდ,პროდუქციის რაოდენობასთან ერთად
იზრდება
 საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს U-ს ფორმა აქვს.
 ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს
საშუალო მთლიანი დანახარჯის მინიმუმის წერტილში გადაკვეთს
 მასშტაბის ეკონომიკურობა-გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი
დანახარჯის შემცირება პროდუქციის რაოდენობის ზრდისას
 მასშტაბის არაეკონომიკურობა-გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი
დანახარჯის ზრდა პროდუქციის რაოდენობის ზრდისას
 მასშტაბის მუდმივი ეფექტი (უკუგება)-თვისება,რომელიც გვიჩვენებს ,რომ
გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯი უცვლელია
პროდუქციის მოცულობის ცვლილებისას.

19
XIV თავი------ ფირმები კონკურენტულ ბაზარზე
ბიზნესი

 კონკურენტული ბაზარი-ბაზარი,რომელზეც მრავალი მყიდველი და


გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს
საბაზრო ფასზე.
 კონკურენტულ ბაზარზე მყიდველები და გამყიდველები იძულებულნი
არიან,ანგარიში გაუწიონ იმ ფასს,რომელსაც ბაზარი განსაზღვრავს ,ამიტომ
მათ ფასის მიმღებებს უწოდებენ.
 ფირმებს თავისუფლად შეუძლიათ როგორც ბაზარზე შესვლა ისე ბაზრიდან
გასვლა
 საშუალო შემოსავალი-მთლიანი შემოსავლის განაყოფი გაყიდული საქონლის
რაოდენობაზე.საშუალო შემოსავალი გვიჩვენებს ,რა შემოსავალს იღებს ფირმა
ერთი ერთეულის გაყიდვიდან
 ყველა ფირმის საშუალო შემოსავალი საქონლის ფასის ტოლია
 ზღვრული შემოსავალი-დამატებითი გაყიდული ერთეულით გამოწვეული
ცვლილება მთლიან შემოსავალში
 კონკურენტული ფირმებისთვის ზღრული შემოსავალი საქონლის ფასის
ტოლია
 კონკურენტული ფირმის მიზანია მოგების მაქსიმიზაცია
 წარმოების ისეთ დონეზე,რომელაც მაქსიმალური მოგება
შეესაბამება,ზღვრული შემოსავალი და ზღვრული დანახარჯი ტოლია
 თუ ზღვრული დანახარჯი ზღვრულ შემოსავალზე მეტია,ფირმამ უნდა
შეამციროს წარმოება
 მოგების მაქსიმიზებელ წარმოების დონეზე ზღვრლი შემოსავალი და
ზღვრული დანახარჯები ერთმანეთის ტოლია
 იმის გამო,რომ ფირმის ზღვრული დანახარჯის მრუდი
განსაზღვრავს ,რამდენის მიწოდებისთვისაა მზად ფირმა თითოეულ

20
ფასად,ზღვრული დანახარჯების რუდი კონკურენტული ფირმის მიწოდების
მრუდიცაა
 ფირმის დახურვა გულისხმობს გადაწყვეტილებას მოკლევადიანი პერიოდის 
განმავლობაში ნულოვანი წარმოების შესახებ,რომელიც ბაზრის პირობებითაა
განპირობებული.
 ფირმის გასვლა გულისხმობს ფირმის გრძელვადიან გადაწყვეტილებას ბაზრის
დატოვების შესახებ.
 ფირმა იხურება თუ შემოსავალირომელსაც თავისი პროდუქციის გაყიდვიდან
მიიღებდა,წარმოების ცვალებად დანახარჯებზე ნაკლებია

TR-მთლიანი შემოსავალი

VC-ცვალებადი დანახარჯი

TR/Q-საშუალო შემოსავალი

VC/Q- საშუალო ცვალებადი დანახარჯები

TR<VC             TR/Q<VC/Q             P<AVC-ფირმა დაიხუროს

 კონკურენტული ფირმის მოკლევადიანი პერიოდის მიწოდების მრუდი


ზღვრული დანახარჯის მრუდის ის ნაწილია,რომელიც საშუალო ცვალებადი
დანახარჯის მრუდის ზემოთ მდებარეობს
 დაკარგული დანახარჯები ეს არის გაღებული დანახარჯები რომელთა
დაბრუნებაც შეუძლებელია
 ფირმა დარგიდან გადის თუ შემოსავალი,რომელსაც წარმოებიდან იღებს ,მის
მთლიან დანახარჯებზე ნაკლებია
 ფირმა დარგში მაშინ შევა,როცა ეს მისთვის მომგებიანი იქნება,ანუ როცა
საქონლის ფასი წარმოების საშუალო მთლიან დანახარჯებზე მეტი იქნება
 კონკურენტული ფირმის გრძელვადიანი პერიოდის მიწოდების მრუდი
ზღვრული დანახარჯის მრუდის ის ნაწილია,რომელიც საშუალო მთლიანი
დანახარჯის ზემოთ მდებარეობს

მოგება=მთლიან შემოსავალს-დანახარჯები TR-TC

mogeba=(TR/Q-TC/Q)*Q

TR/Q-sashualo Shemosavali=P pass

TC/Q-sashualo mtliani danaxarji=ATC

21
mogeba=(P-ATC)*Q

 შესვლისა და გასვლის ამ პროცესს ბოლოს ფირმები,რომლებიც ბაზარზე


დარჩებიან ნულოვან ეკონომიკურ მოგებას მიიღებენ
 შესვლისა და გასვლის პროცესი მხოლოდ მაშინ დამთავრდება ,როდესაც ფასი
და საშუალო მთლიანი დანახარჯი ერთმანეთს გაუტოლდება.
 თავისუფალი შესვლისა და გასვლის მქონე კონკურენტული ბაზრის
გრძელვადიანი წონასწორობისას ფირმები ეფექტიანი მასშტაბის დონეზე უნდა
მოქმედებდნენ
 არსებობს ორი მიზეზი იმისა,რომ გრძელვადიანი პერიოდის საბაზრო
მიწოდების მრუდი ზრდადი იყოს.1) წარმოებაში გამოყენებული ზოგიერთი
რესურსის რაოდენობა შეიძლება შეზღუდული იყოს 2)ფირმებს შესაძლოა
სხვადასხვა დანახარჯები ჰქონდეთ
 ზღვრული ფირმა არის ფირმა ანრომელიც ბაზარს დატოვებს,თუ ფასი ოდნავ
მაინც შემცირდება.
 ვინაიდან ფირმები გრძელვადიან პერიოდში უფრო ადვილად შედიან ბაზარზე
და გადიან ბაზრიდან,ვიდრე მოკლევადიან პერიოდში,გრძელვადიანი
პერიოდის მიწოდების მრუდი,როგორც წესი,უფრო ელასტიკურია,ვიდრე
მოკლევადიანი პერიოდის მიწოდების მრუდი.

22
XV თავი-----------მონოპოლია
ბიზნესი

 მაშინ როცა კონკურენტული ფირმა ფასის მიმღებია ,მონოპოლიური ფირმა


ფასის განმსაზღვრელია
 მონოპოლია-ფირმა,რომელიც საქონლის ერთადერთი გამყიდველია,რომელსაც
ახლო შემცვლელები არ აქვს
 ძირითად რესურს ერთი ფირმა ფლობს
 მთავრობა ერთ ფირმას აძლევს რაიმე საქონლის წარმოების ექსკლუზიურ
უფლებას
 წარმოების დანახარჯები ისეთია,რომ ერთი მწარმოებელი უფრო ეფექტიანად
მუშაობს,ვიდრე მწარმოებელთა დიდი რაოდენობა
 ბუნებრივი მონოპოლია არის მონოპოლია,რომელიც წარმოიქმნება მაშინ,როცა
ბაზარზე არსებობს მოცემული საქონლის მწარმოებელი ერთი ფირმა,რომლის
დანახარჯები ნაკლებია ორი ან რამდენიმე ფირმის დანახარჯებზე
 ბუნებრივი მონოპოლია ჩნდება,როდესაც გვაქვს წარმოების მასშტაბის
ეკონომიკურონა პროდუქციის შესაბამისი მოცულობის პირობებში
 როდესაც ფირმის საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდი მუდმივად
კლებადია,ფირმას ბუნებრივი მონოპოლია აქვს
 კონკურენტულ ფირმასა და მონოპოლიას შორის ძირითადი განსხვავება ამ
უკანასკნელის მიერ საკუთარი პროდუქციის ფასზე ზემოქმედების უნარია
 საბაზრო მოთხოვნის მრუდი აღწერს ფასისა და რაოდენობის იმ
კომბინაციებს,რომლებზეც მონოპოლიურ ფირმას მიუწვდება ხელი
 მონოპოლისტის ზღვრული შემოსავალი ყოველთვის ნაკლებია მისი საქონლის
ფასზე.
 პროდუქციის ეფექტი-იყიდება მეტი პროდუქცია ანუ რაოდენობა მეტია
 ფასის ეფექტი-ფასი მცირდება

23
 ზღვრული შემოსავალი უარყოფითია მაშინ.როცა ფასის ეფექტი მეტია,ვიდრე
პროდუქციის ფასი
 როდესაც ზღვრული დანახარჯი ,ზღვრულ შემოსავალზე ნაკლებია,ფირმას
მოგების გაზრდა მეტი საქონლის  წარმოების გზით შეუძლია
 თუ ზღვრული დანახარჯი ზღვრულ შემოსავალზე მეტია,ფირმას მოგების
გაზრდა წარმოების მოცულობის შემცირების გზით შეუძლია
 კონკურენტული ფირმის ზღვრული შემოსავალი მისი საქონლის ფასის
ტოლია,ხოლო მონოპოლიის ზღვრული შემოსავალი საქონლის ფასზე
ნაკლებია
 კონკურენტული ფირმისთვის P=MR=MC
 მონოპოლიური ფირმისთვის R>MR=MC
 კონკურენტულ ბაზარზე ფასი ზღვრული დანახარჯის
ტოლია.მონოპოლიზირებულ ბაზარზე ფასი ზღვრულ დანახარჯზე მეტია
 სოციალურად ეფექტიანი რაოდენობა განისაზღვრება იმ წერტილით,სადაც
მოთხოვნის მრუდი და ზღვრული დანახარჯის მრუდი ერთმანეთს კვეთს
 მონოპოლისტი სოციალურად ეფექტიან რაოდენობაზე ნაკლებს აწარმოებს
 ფასისმიერი დისკრიმინაცია არის სხვადასხვა მომხმარებლებისთვის საქონლის
სხვადასხვა ფასად მიყიდვის პრაქტიკა
 ფასისმიერი დისკრიმინაცია რაციონალური სტრატეგიაა მოგების
მმაქსიმიზებელი მონოპოლიოსტისთვის
 ფასისმიერი დისკრიმინაცია მოითხოვს მყიდველების განცალკევების უნარს
მათი გადახდისთვის მზადყოფნის მიხედვით
 არსებობს საბაზრო ძალები ,რომელთაც ფასისმიერი დისკრიმინაციის
დაბრკოლება შეუძლიათ.მაგალითად:არბიტრაჟი
 არბიტრაჟი-ეს არის საქონლის შესყიდვა ერთ ბაზარზე უფრო იაფად და აყიდვა
მეორე ბაზარზე უფრო ძვირად.ფასებს შორის განსხვავებებიდან მოგების
მიღების მიზნით
 ფასისმიერი დისკრიმინაციას ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა
შეუძლია
 ფასის სრული დისკრიმინაცია ეს არის მდგომარეობა, როდესაც
მონოპოლისტითვის ცნობილია თითოეული მომხმარებლის გადახდისთვის
მზადყოფნა და თითოეული მომხმარებლებისთვის განსხვავებული ფასის
დაწესება შეუძლია.

24
XVI თავი-------------ოლიგოპოლია
ბიზნესი

 სიტუაცია როდესაც ფირმებს კონკურენცია ჰყავთ ,მაგრამ ამავე დროს


კონკურენცია იმდენად დიდი არაა რომ ეს ფირმები ფასის მიმღებებები
იყვნენ.ასეთ სიტუაციას არასრული კონკურენცია ეწოდება
 ოლიგოპოლია-საბაზრო სტრუქტურა ,რომელშიც რამდენიმე გამყიდველი 
მომხმარებლებს სთავაზობს მსგავსს ან ერთნაირ საქონელს
 ბაზარზე დომინირების გაზომვას სტატისტიკური
მაჩვენებლებით კონცენტრაციის ნორმა ეწოდება
 მონოპოლისტური კონკურენცია- საბაზრო სტრუქტურა რომელშიც მრავალი
ფირმა ყიდის მსგავსს ,მაგრამ არა იდენტურ საქონელს
 ფარული გარიგება-შეთანხმება ბაზარზე მოქმედ ფირმებს შორის პროდუქციის
რაოდენობისა და ფასების შესახებ
 კარტელი-ფირმების ჯგუფი რომელიც მოქმედებს როგორც ერთი ფირმა
 ნეშის წონასწორობა- სიტუაცია რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური აგენტის
მიერ შერჩეული სტრატეგია ცნობილია და აგენტები ერთმანეთთან
ურთიერთქმდებენ  საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით
 როდესაც ოლიგოპოლიის ზომები იზრდება,ფასის ეფექტის სიდიდე მცირდება
 რაც უფრო იზრდება ოლიგოპოლიაში გამყიდველების რაოდენობა,მით უფრო
ემსგავსება ოლიგოპოლია კონკურენტულ ბაზარს.ფასი ზღვრულ დანახარჯს
უახლოვდება,წარმოებული საქონლის რაოდენობა კი-სოციალურად ეფექტიან
დონეს
 თამაშთა თეორია-ადამიანების ქცევის შესწავლა სტრატეგიულ სიტუაციებში

25
 პატიმრების დილემა-განსაკუთრებული თამაში ორ პატიმარს შორის,რომელიც
გვიჩვენებს,თუ რატომ არის თანამშრომლობა რთული მაშინაც კი,როდესაც ეს
ორივე მხარისათვის სასარგებლოა
 დომინანტური სტრატეგია-სტრატეგია,რომელიც საუკეთესოა
მოთამაშისათვის იმის მიუხედავად,თუ რა სტრატეგიას აირჩევენ სხვა
მოთამაშეები
 კომერციულ საქმიანობას რომელიც ერთი შეხედვით კონკურენციას ამცირებს
შესაძლოა სრულიად კანონიერი მიზნები ჰქონდეს
 ოლიგოპოლისტები მაქსიმალურ მოგებას მაშინ აღწევენ როდესაც კარტელში
ერთიანდებიან და მონოპოლისტების მსგავსად მოქმედებენ.

26
27

You might also like