You are on page 1of 11

GWARTNEY 13

• ფულის უპირატესობები - ლიკვიდურობა, ღირებულებას ინარჩუნებს, ფასების/


შემოსავლის საანგრარიშოდ გამოსადეგი ერთეულია.
• ფულის მიწოდება - ჩვეულებრივად ემორჩილება მოთხოვნა-მიწოდების კანონებს, რაც
მეტია მიწოდება მითუფრო იკლებს ღირებულება.
• ფულის ტიპები:
o M1 - მიმოქცევაში მყოფი ვალუტა, განაღდებადი დეპოზიტები, ჩეკები.
o M2 - შედგება M1 + ანაბრები + ფონდებში ფული.
• საკრედიტო ბარათები - არ არის ფული!!! ეს არის ვალდებულება
• რეზერვის განაკვეთი - დეპოზიტის ის ნაწილი, რომელიც ბანკმა უნდა დაარეზერვოს და
უკან ეკონომიკაში არ უნდა გაუშვას. თუ მაგალითად სარეზერვო განაკვეთია 10% და
ბანკში შევიტან 1000 ლარს, ბანკს შეუძლია აქედან მაქსიმუმ 900 ლარი გაასესხოს. ეს
საკანონმდებლო მოთხოვნა იმისთვის არსებობს, რომ ეკონომიკაში ფულის
ბრუნვა/მიწოდება უსასრულოდ არ გაიზარდოს.
• პოტენციური/რეალური დეპოზიტის მულტიპლიკატორი - რამდენჯერ შეიძლება
გაიზარდოს ჩემს მიერ ბანკში შეტანილი 1000 ლარი. თუ რეზერვის განაკვეთია 10%,
მულტიპლიკატორი იქნება 1/0.1=10 ანუ უსასრულოდ რო გაგრძელდეს ბანკიდან გატანა
შემოტანის პროცესი ჩემი 1000 ლარი მაქსიმუმ გაათმაგდება. (შეიძლება ყველამ არც
გაიტანოს შემოიტანოს ეს ფული და ამიტო მხოლოდ პოტენციურია ეს)
• მონეტარული პოლიტიკა ფულის მასის გაზრდისთვის:
o სარეზერვო მოთხოვნები - შეამციროს, ბანკი დეპოზიტიდან მეტ ფულს
დააბრუნებს ეკონომიკაში და გაიზრდება მიწოდება.
o საბაზრო ოპერაციები - სამთავრობო ობლიგაციების შეძენით ეროვნული ბანკი
ზრდის ფულის მიწოდებას, რადგან აქამდე არარსებულ ფულს იხდის
ობლიგაციაში და უშვებს ეკონომიკაში.
o პროცენტის ცვლილება - თუ ეროვნული ბანკი ბანკებს უფრო დაბალ პროცენტში
ასესხებს ფულს, ბანკები თავის მხრივ მეტ სესხს გაუშვებენ ეკონომიკაში და
ფულის მიწოდება გაიზარდება.
• მონეტარული პოლიტიკა ფულის მასის შემცირებისთვის:
o სარეზერვო მოთხოვნები - უნდა გაზარდოს, ბანკებს მოუწევთ მეტი ფული
დაარეზერვონ და ეს ფული ეკონომიკაში აღარ იქნება.
o საბაზრო ოპერაციები - ეროვნულმა ბანკმა უნდა გაყიდოს ობლიგაციები და
ვიღაც ფულს რო გადაუხდის ის ფული თავისთან შეინახოს და ამოიღოს
მიმოქცევიდან.
o პროცენტის ცვლილება - ბანკებს თუ უფრო ძვირად ასესხებს ფულს, ბანკებს
ფული აღარ ექნებათ რომ გაასესხონ და რეითიც გაიზრდება და ფულის
მიწოდებაც შემცირდება ეკონომიკაში.

GWARTNEY 14

• ფულზე მოთხოვნა - გვიჩვენებს თუ როგორ კავშირშია ხალხის მიერ „ჯიბეში შენახული“


ფულის რაოდენობა საპროცენტო განაკვეთთან. ზოგადად ადამიანს საკუთარი
კაპიტალის (wealth) ნაწილი დაბანდებული აქვს სარგებლის მომტან აქტივებში, მეორე
ნაწილი კი „ჯიბეში უდევს“. რაც უფრო მეტი იქნება სარგებლის განაკვეთი, მით უფრო
გაიზრდება „ჯიბეში ჩადებული“ ფულის ალტერნატიული დანახარჯი (რადგან მე
შემეძლო ეს ჩემთან მყოფი ფული დამებანდებინა და პროცენტები დარიცხვოდა),
შესაბამისად მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში მე მოტივაცია მექნება, რომ
მეტი ფული ჩავდო აქტივებში და ნაკლები შევინახო ჯიბეში.
• რა ცვლის ფულზე მოთხოვნას? - უშუალოდ ფულზე მოთხოვნის მრუდის
გადამაადგილებელი ფაქტორი შეიძლება იყოს:
o ფასების დონის ცვლილება - თუ ფასების დონე გაიზრდება, ადამიანებს უფრო
მეტი ფული დაჭირდებათ ყოველდღიური საჭიროებების შესასრულებლად,
შესაბამისად ჯიბეში მეტ ფულს დაიტოვებენ, ანუ ფულზე მოთხოვნა (და არა
მოთხოვნის რაოდენობა !!!) გაიზრდება. უკვე ნებისმიერი პროცენტის პირობებში
უფრო მეტი ფული მჭირდება ვიდრე ადრე მჭირდებოდა, მრუდი გადაადგილდება
მარჯვნივ.
o ტრანზაქციების რაოდენობის ცვლილება - თუ ფასების დონე არ შეიცვლება,
მაგრამ ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად, ადრე თუ 3 ლარად 4
ცალს ვყიდულობდი დღეში და ახლა 3 ლარად 7 ცალს ვყიდულობ, მეტი ფული
დამჭირდება ყოველდღიურად, შესაბამისად ფულზე მოთხოვნა იზრდება.
o ფულის მიმოქცევის გამარტივება - თუ დაიხვეწა გადახდის სისტემები,
მაგალითად შემოვიდა დებიტ/კრედიტ ბარათები და ა.შ. ეს გაამარტივებს
ეკონომიკურ საქმიანობას და ადამიანები მეტ ტრანზაქციას შეასრულებენ, მეტი
ტრანზაქციისთვის კი მეტი ფული სჭირდებათ, ანუ იზრდება ფულზე მოთხოვნა.
o ნომინალური GDP-ს ზრდა - როგორც ვიცით, ნომინალური GDP არის ფასების და
რაოდენობების ნამრავლების ჯამი. თუ ჯამი გაიზარდა, ანუ ან ფასები გაზრდილა,
ან წარმოება. და ამ ორი მაჩვენებლის ცვლილების ეფექტებზე უკვე ვისაუბრეთ.
(წარმოების ზრდა ტრანზაქციების ზრდას ნიშნავს)
• ფულის მიწოდება - ეროვნული ბანკი არეგულირებს ფულის მიწოდებას და ამიტომ
სარგებლის განაკვეთის ცვლილება მის ცვლილებას არ იწვევს (ვერტიკალური წრფეა)

• როგორ დგება წონასწორობა ფულზე მოთხოვნასა და ფულის მიწოდებას შორის? -


დავუშვათ ბაზარზე არსებული სარგებლის განაკვეთის პირობებში, ფულის მიწოდება
მეტია ვიდრე ფულზე მოთხოვნა. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები დაიწყებენ ჭარბი
ფულის სარგებლის მომტან აქტივებში ინვესტირებას, ანუ გაიზრდება მოთხოვნა
ობლიგაციებზე, ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვევს მათზე ფასის ზრდას, რაც
იმას ნიშნავს, რომ სარგებლის განაკვეთი შემცირდება (თუ 1 წლის მერე 1000 ლარის
მომცემ ობლიგაციაში დღეს 920 ის ნაცვლად 950-ს გადავიხდი ნიშნავს, რომ სარგებლის
განაკვეთი 80/920-დან 50/950-მდე შემცირდა), ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ
წონასწორულ სარგებლის განაკვეთს არ მივიღებთ. პირიქით იქნება ყველაფერი როდესაც
ფულზე მოთხოვნა მეტია მიწოდებაზე. ადამიანები დაიწყებენ ობლიგაციების გაყიდვას,
რათა ქეშად აქციონ აქტივები და დეფიციტი აღმოფხვრან, ეს შეამცირებს ობლიგაციების
ფასს, ანუ გაზრდის სარგებლის განაკვეთს მანამ, სანამ წონასწორობა არ დამყარდება.
• ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგები - ეროვნულ ბანკს ფულის მიწოდების
გასაზრდელად შეუძლია შეიძინოს სამთავრობო/საბანკო ობლიგაციები, ამ დროს
მთავრობას შეუვა ფული, რომელსაც იგი შემდგომში პროექტებში დახარჯავს. (ანბანკი
გაასესხებს) ანუ მიმოქცევაში წავა
ფულის მასა, რომელიც აქამდე
საერთოდ არ არსებობდა
(ეკონომიკაში ჩაისხმევა ფული).
როცა ეროვნული ბანკი სამთავრობო
ობლიგაციებს ყიდულობს, ამ დროს
იზრდება მოთხოვნა ობლიგაციებზე
და შესაბამისად მათი ფასიც,
ობლიგაციების მაღალი ფასი კი
როგორც უკვე აღვნიშნეთ
საპროცენტო განაკვეთის შემცირებას
ნიშნავს. ობლიგაციები იაფია, ასევე
ბანკებს უკვე მეტი ფული აქვთ
გასასესხებლად, შესაბამისად
სასესხო კაპიტალის ბაზარზე
გაიზრდება მიწოდება, ანუ
მოკლევადიან პერიოდში
შემცირდება საპროცენტო განაკვეთი.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ საპროცენტო
განაკვეთის შემცირება თავის მხრივ გავლენას ახდენს AD-ზე (Y-ზე ანუ):

o გაიზრდება C, რადგან ინვესტირება იმდენად მომგებიანი აღარაა და ხალხი


დაიწყებს ფულის დღეს გამოყენებას.
o გაიზრდება I, რადგან სესხები იაფია და ინვესტიციისთვის ფულის მოზიდვა
გამარტივდა.
o რადგან ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, კაპიტალი უცხოეთში
გაედინება, ამით ჩვენი ვალუტა გაუფასურდება და უცხოელებისთვის ჩვენი
პროდუქტი გაიაფდება. ანუ გაიზრდება წმინდა ექსპორტი (NX)
o გაიზრდება აქტივების ფასები, რადგან ფულის გასესხება უკვე დიდად
მომგებიანი აღარაა და ამის ალტერნატივად აქტივებს უფრო დააფასებენ ხალხი.
აქტივების ფასების გაზრდა, ხალხს თავს უფრო მდიდრად აგრძნობინებს და
ისინი მეტ საქონელს შეიძენენ, ანუ გაიზრდება AD.
• მოულოდნელი ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგები - როგორც უკვე
ვაჩვენეთ, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ზრდის საერთო მოთხოვნას (AD),
გრძელვადიანი შედეგების და ეფექტურობის კუთხით მნიშნველოვანია, თუ როდის
ვიყენებთ ასეთი ტიპის პოლიტიკას.
o რეცესიის დროს - რეცესიის პირობებში ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის
გამოყენება ზრდის საერთო მოთხოვნას და ეკონომიკას აბრუნებს გრძელვადიანი
წონასწორობის წერტილში. (ეკონომიკის სრულ წარმადობაზე)
o წონასწორობის დროს - როცა ეკონომიკა ისედაც წონასწორობაშია, ექსპანსიური
პოლიტიკა გამოიწვევს AD-ს გაზრდას და ეკონომიკის ბუმში გადაყვანას, თუმცა
როგორც პირველი შუალედურის მასალიდან ვიცით, ლონგ რანში ფასების
გაზრდილი დონის გამო გაიზრდება მუშახელის/რესურსების ფასებიც და
ეკონომიკას მოუწევს მიწოდების შემცირება. შედეგად დავბრუნდებით სრული
წარმადობის წერტილში ოღონდ უფრო მაღალი ფასების დონით. (ხელოვნურად
ინფლაცია გამოვიწვიეთ ანუ არაფრიდან)

• მოულოდნელი შემზღუდველი მონეტარული პოლიტიკის შედეგები - ამ დროს


ეროვნული ბანკი ეკონომიკიდან ფულს იღებს, რისი გაკეთებაც ობლიგაციების გაყიდვით
შეუძლია. გაყიდის ობლიგაციას და რა ფულსაც გადაუხდიან შეუძლია ეგრევე ამოიღოს
ეკონომიკიდან. ამ დროს ბანკებს ნაკლები ფული რჩებათ გასასესხებლად და
გასასესხებელი თანხების ბაზარზე იკლებს მიწოდება, რაც მოკლევადიან პერიოდში
სარგებლის განაკვეთის გაზრდას იწვევს. ექსპანსიურის შებრუნებულად მოხდება აქ
ყველაფერი, C შემცირდება, I შემცირდება, ვალუტა გამყარდება, NX შემცირდება, ანუ
საბოლოო ჯამში შეგვიმცირდება საერთო მოთხოვნა.
o ბუმის დროს - შემზღუდველი მონეტარული პოლიტიკა შეამცირებს საერთო
მოთხოვნას და ახალი წონასწორობა ეკონომიკის სრულ წარმადობაზე
დამყარდება, ამ მექანიზმის გამოყენება შეგვიძლია რათა ფასების დონე „არ
გაგვექცეს“ და ინფლაცია არ მოხდეს.
o წონასწორობის დროს - რეცესიაში გადაიყვანს ეკონომიკას და აშკარად არაა
მიზანშეწონილი. (ანუ უდროო დროს მონეტარული პოლიტიკის გატარება
შეიძლება საზიანო გამოდგეს)
• ფულის რაოდენობრივი თეორია - ფულის მიწოდების გაზრდა გამოიწვევს ფასების
დონის პროპორციულად გაზრდას. PY=MV=GDP აზრობრივად ეს ტოლობა შემდეგნაირად
აიხსნება: მშპ=ფასების დონე (P) * აუთფუთზე (Y), ამავდროულად ფულის მოძრაობის
გადმოსახედიდან რო შევხედოთ მშპ=ფულის რაოდენობა (M) * ფულის ბრუნვა (V ანუ
ერთი ერთეული ფული რამდენი სხვადასხვა პროდუქტის შეძენაში მონაწილეობს).
თეორია ამბობს, რომ Y და V არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ფულია
ცირკულაციაში, შესაბამისად ცირკულაციაში მყოფი ფულის მოცულობის გაზრდისას,
ტოლობის თანახმად P-ც ანუ ფასების დონეც პროპორციულად უნდა გაიზარდოს.
• ფულის მიწოდების გაზრდის გრძელვადიანი შედეგები - როგორც უკვე ვთქვით, ფულის
მიწოდების გაზრდა გამოიწვევს საერთო მოთხოვნის გაზრდას, რაც გაზრდის ფასების
დონეს, შემდეგ კონტრაქტები გადაიხედება წარმოება გაუძვირდება ეკონომიკას,
მიწოდებას შეამცირებს და პოტენციურ
GDP-ს დაუბრუნდება, უბრალოდ უფრო
მაღალ ფასების დონეზე. შემდეგ
პერიოდში ისევ რო გაიზრდება ფულის
მასა ისევ იგივე მოხდება და ასე
გაგრძელდება სულ, ანუ საბოლოო
ჯამში ლონგ რანში ეკონომიკის
წარმოება იქნება პოტენციურ დონეზე,
თუმცა ფასების დონე განაგრძობს
ზრდას, შესაბამისად მივიღებთ მუდმივ
ინფლაციას. მოსალოდნელი
ინფლაციის ზრდა თავის მხრივ
იმოქმედებს გასასესხებელი თანხების
ბაზარზე წონასწორულ საპროცენტო
განაკვეთს ზუსტად ინფლაციით
გაზრდის (ეს წინა მასალიდანაა და
აღარ ავხსნი დეტალურად)

• მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობის შემაფერხებელი ფაქტორი - მთავარი


შემაფერხებელი ფაქტორი შედეგების დროში გაწელვაა, ზოგჯერ 3 წლამდეც სჭირდება,
რომ მონეტარული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაში რეალურად აისახოს, და 3 წლის
შემდეგ შეიძლება საერთოდ სხვა მდგომარეობა იყოს. მაგალითად დღეს თუ რეცესიაა და
ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას დავიწყებ, მისი შედეგი შეიძლება მაშინ მივიღო,
როდესაც უკვე ეკონომიკურ ბუმში ვიქნები და ეს ბუმი კიდევ უფრო გავზარდო ამით.
GWARTNEY 15

• აქტივისტები - ამბობენ, რომ საჭიროა მუდმივი ცვლილებები ფისკალურ და მონეტარულ


პოლიტიკაში, რათა გადაწყვეტილებები დღევანდელ მდგომარეობას მოვარგოთ.
• არააქტივისტები - ამბობენ, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის
გამუდმებული ცვლილება საზიანოა ეკონომიკისთვის და იგი კიდევ უფრო ახალისებს
არასტაბილურობას. არააქტივისტები მხარს უჭერენ უცვლელ და თანმიმდევრულ
პოლიტიკას.
• ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ის პრობლემები, რომლებზეც ყველა
თანხმდება:
o გაანალიზების დაგვიანება - დროის პერიოდი ცვლილების საჭიროების
გაჩენიდან მისი აუცილებლობის მიხვედრამდე.
o ადმინისტრაციული შეფერხება - დროის პერიოდი ცვლილების აუცილებლობის
მიხვედრიდან მის რეალურად განხორციელებამდე.
o შედეგის დაგვიანება - დროის პერიოდი ცვლილებან მის ეკონომიკაში ასახვამდე.
• მთავარი ინდიკატორების ინდექსი - ზემოთხსენებული შეფერხებები რომ არ გვქონდეს,
ეკონომისტები ცდილობენ წინასწარ შეაფასონ ეკონომიკის სამომავლო მდგომარეობა.
ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია მთავარი ინდიკატორების ინდექსი, რომლის კლებაც
რეცესიისკენ წასვლას მოასწავლებს.
• ადაპტაციური მოლოდინების თეორია - ადამიანები სამომავლო გადაწყვეტილებებს
აფუძნებენ უახლოესი წარსულის გამოცდილებაზე. (მაგალითად თუ წინა 3 წლის
ინფლაცია 4% იყო ადამიანები იფიქრებენ, რომ გაისადაც 4% იქნება) ამ თეორიის სისუსტე
ისაა, რომ დიდია მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე რეაქციის დრო და ასევე გვხვდება
სისტემური შეცდომები (მაგალითად თუ ინფლაციის ტემპი მუდმივად ზრდადია,
ყოველთვის წინა წლებისას აიღებენ და ყოველთვის არასწორად შეაფასებენ ანუ)
• რაციონალური მოლოდინების თეორია - ადამიანები სამომავლო გადაწყვეტილებებს
იღებენ ყველა ხელმისაწვდომი ფაქტორის გათვალისწინებით. (სამომავლო ინფლაციის
განსაზღვრისას მხოლოდ წინა წლების ინფლაციას კიარ შეხედავენ, არამედ მოიკვლევენ
რამე მონეტარულ/ფისკალურ პოლიტიკას ხოარ აპირებს მთავრობა)
• მაგალითად ექსპანსიური პოლიტიკა რომ განვიხილოთ, ადაპტაციური მოლოდინების
თეორია პირდაპირ მიყვება რაც აქამდე ვისწავლეთ იმ მიმდინარეობას, ანუ გაიზრდება
საერთო მოთხოვნა და წარმოების დონე მოკლევადიან პერიოდში და შემდეგ
გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდება ყველაფრი იმიტორო ადამიანები
მიხვდებიან უი ფასების დონე აწეულა და ჩვენც მეტი ხელფასი მოვითხოვოთო.
რაციონალურ მოლოდინების თეორიაში ადამიანები ეგრევე გადაეწყობიან ახალ
რეალობაზე და გრძელვადიანი პერიოდი სულაც არ დაჭირდება რესურსებზე ფასების
გაზრდას და კონტრაქტების გადახედვას, შესაბამისად მოკლევადიან პერიოდშივე
მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზრდება რესურსების ფასები (ანუ შემცირდება
მიწოდება) და მივიღებთ გრძელვადიან წონასწორობას უფრო მაღალ ფასების დონეზე.

• ფილიფსის მრუდი - გვიჩვენებს დამოკიდებულებას ინფლაციისა და უმუშევრობის


დონეებს შორის, თავიდან ფიქრობდნენ, რომ რაც მაღალია ინფლაცია, მით ნაკლებია
უმუშევრობაო, თუმცა აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ერთ ფილიფსის მრუდზე მოძრაობა
ხდება მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის
ჩარევით კი საერთოდ მრუდი გადაადგილდება. საბოლოოდ თეორია ამბობს, რომ
გრძელვადიან პერიოდში ფილიფსის მრუდი ვერტიკალურია, ანუ გრძელვადიან
პერიოდში არ არსებობს დამოკიდებულება ინფლაციასა და უმუშევრობას შორის და
გრძელვადიანი უმუშევრობის დონე ნორმალური დონის ტოლია.
• თანამედროვე ფილიფსის მრუდი - თანამედროვე თეორიის მიხედვით, უმუშევრობის
დონეზე გავლენას ახდენს არა უშუალოდ ინფლაციის ტემპი, არამედ განსხვავება
ნავარაუდებ და რეალურ ინფლაციის ტემპს შორის. როდესაც ინფლაცია უფრო მაღალია,
ვიდრე ადამიანები ვარაუდობდნენ, უმუშევრობის დონე შემცირდება (რადგან
კონტრაქტები დაბალ ინფლაციაზეა დადებული და არ ეგონათ ფასების დონე ძაან თუ
გაიზრდებოდა ანუ აუთფუთი მაგრად გაიზრდება). როდესაც ინფლაცია უფრო დაბალია
ვიდრე ნავარაუდები იყო, უმუშევრობის დონე გაიზრდება, ბიზნესები შეამცირებენ
წარმოებას, რადგან მათ უწევთ მაღალი ხელფასები გადაუხადონ დასაქმებულებს, მაშინ
როდესაც მათი აუთფუთი დაბალი ფასების დონით იყიდება.
GWARTNEY 16

• GDP Per Capita - ითვლება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რაც
უფრო მეტია, მით უკეთესია ცხოვრების სტანდარტები.
• ეკონომიკური ზრდის და მაღალი შემოსავლების მთავარი წყაროები:
o ვაჭრობის განვითარება - ვაჭრობა საშუალებას გვაძლევს, რომ ვსპეციალიზდეთ
იმაში, რაშიც უპირატესობა გვაქვს და შემდეგ სხვებს გავუცვალოთ საჭირო
საქონელში. ეს გვეხმარება მასშტაბის ეკონომიის მიღწევაში, რაც შემდგომში
წარმოების ზრდას განაპირობებს.
o ენტეპრენერობა - ინოვაციებით და ახალი რაღაცების გამოგონებით იხვეწება
ტექნოლოგია და საშუალება გვეძლევა გავზარდოთ წარმოება.
o ინვესტიციები - მეტ დანადგარს თუ შეიძენ და ადამიანებს ტრენინგებს ჩაუტარებ
გაიზრდება წარმოება.
• ეკონომიკური ზრდის წამახალიხსებელი პოლიტიკური მდგომარეობა:
o საკუთრება - ადამიანებს დოვლათის შექმნის მოტივაცია ექნებათ მაშინ, თუ
კერძო საკუთრება მკაფიოდ იქნება დაცული. (აბა თუ იცის რო მაინც წაართმევენ
რაღატო მოიკლას თავი)
o ბაზარი - თავისუფალი ბაზარი თუ იქნება მაშინ მოიხოდება კონკურენციები და
წარმოებები და ამბები და არა მაშინ ვინმეს მონოპოლია თუ აქვს (მთელი 2 წელია
ამას ვსწავლობთ მეტს აღარ დავწერ)
o ფასები და ფული - მთავრობა უცებ არ უნდა ცვლიდეს მონეტარულ/ფისკალურ
პოლიტიკებს, რადგან ეგეთ არასტაბილურ გარემოში არავინ დაიწყებს ბიზნესის
კეთებას.
o რეგულაციები - ნუ ეს წიგნი ამბობს, რომ ნაკლები რეგულაციები უნდა იყოს და
ვინც ცუდ რამეს აწარმოებს იმას მაინც არ იყიდის მერე არავინო მარა სადაო
საკითხია მაინც ეს.
o გადასახადები - წინა თავებში როგორც ვახსენეთ, ზღვრული გადასახადის
განაკვეთი მაღალი თუ იქნება, ადამიანს აღარ ექნება მოტივაცია მეტი იმუშავოს,
შესაბამისად წარმოებაც და ეკონომიკური ზრდაც შენელდება.
o ვაჭრობა - ღია ბაზარი უნდა იყოს და ზედმეტი იმპორტ/ექსპორტის
გადასახადები, აქციზები და ეგეთები არ უნდა იყოს რადგან ეგ ეფექტურობას
ამცირებსო.
• ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი სხვა ფაქტორები:
o პოპულაცია - ბანძი თეორია არსებობდა, რომ ეკონომიკური ზრდა ვერასდროს
მიიღწევაო, შემოსავლები რო გაეზრდება ხალხს მეტ შვილს გააჩენენო და მერე
რესურსები მეტ ადამიანზე განაწილდება და ისევ შემცირდება შემოსავლებიო.
o ბუნებრივი რესურსები - კაია მარა თუ ჭკვიანურად არ გამოიყენე არ გიშველისო.
o საგარეო დახმარება - თუ დახმარება ჭკვიანურად იქნება გამოყენებული კი
წაახალისებს ეკონომიკას, მაგრამ ძირითადად პოლიტიკური მიზნებით
განიკარგება ეს დახმარება და შესაბამისად ეკონომიკურ ეფექტურობას არ ადგება.
o კლიმატი და ლოკაცია - ამბობდნენ ტროპიკული ქვეყნები იმიტოა სუსტი, რომ
შორს არიან სავაჭრო ცენტრებისგანო, თუმცა აქაც მთავრობის თემებია რა მაინც.

GWARTNEY 17

• მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) - ზოგადად თეორიის მიხედვით, ყოველი


ვალუტის ერთი ერთეული ზუსტად თანაბარი რაოდენობის იგივე პროდუქტს უნდა
ყიდულობდეს. ეკონომისტები ნახულობენ თითოეული ვალუტის რამდენი ერთეულია
საჭირო შესაბამისი ქვეყნის სამომხმარებლო კალათის შესაძენად და ნუ მერე
დოლარებში გადაყავთ რო ერთმანეთს შეადარონ უბრალოდ.
• ეკონომიკური თავისუფლება - ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით: პირადი არჩევანი,
თავისუფალი საბაზრო გაცვლები, ბაზარზე შესვლის თავისუფლება, საკუთრების
უფლების დაცვა.
• ეკონომიკური თავისუფლების გავლენა სფეროებზე:
o ინვესტიციები - რაც უფრო მაღალია ეკონომიკური თავისუფლება, მით მეტი
ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში (ლოგიკურიააა)
o სიღარიბის დონე - ეკონომიკური თავისუფლების პირობებში სიღარიბის დონე
მცირდება, რადგან ადამიანებს უფრო მარტივად შეუძლიათ ეკონომიკური
საქმიანობის წარმოწყება/ჩართვა.

ამ თავში მეტი დასაკონსპექტებელი არაფერია და გირჩევთ რო გადახედოთ თვითონ თავს.

You might also like