You are on page 1of 18

საგანი: ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი (MINOR)

III კურსი
ლექტორი: ასოც. პროფ. გიორგი აბუსელიძე
მოწვეული მასწავლებელი: ლაშა ბერიძე
III ვარიანტი თამილა ბილვანიძე

თეორიული საკითხები (10 ქულა)


1. ჩამოაყალიბეთ და განმარტეთ ფულის ფუნქციები, ელექტრონული ფულისა და
კრიპტო ვალუტის შედარებითი ანალიზი; (5 ქულა)(არაუმეტეს 600 სიტყვა)
ფულის ფუნქციები:
ფულის არსი მის ფუნქციებში ვლინდება. სხვადასხვა მეცნიერებს და
სხვადასხვა
სკოლებს შორის, სხვადასხვა შეხედულებებია თუ რამდენი ფუნქცია გააჩნია
ფულს. თავისი წარმოშობის პირველ ეტაპზე ფულს ორი ძირითადი ფუნქცია
გააჩნდა. ღირებულების საზომის და მიმოქცევის (გაცვლის) საშუალების.
პროფ. ევლინის აზრით, ფულს 4 ფუნქცია გააჩნია (ღირებულების საზომი,
მიმოქცევის საშუალება, გადახდის საშუალება და დაგროვების საშუალება).
ამერიკელი მეცნიერები დოლანი და სხვები თვლიან, რომ ფულს გააჩნია 3
ფუნქცია (საქონლის და მომსახურების გადახდის საშუალება, ღირებულების
საზომის საშუალება და აგრეთვე ღირებულების შენახვის საშუალება). ფულისა
და კრედიტის საკითხების ცნობილი ქართველი მკვლევარი, პროფესორი
ნიკოლოზ ქოიავა მხარს
უჭერდა ფულის ხუთ ფუნქციას (ღირებულების საზომი, მიმოქცევის
საშუალება, გადახდის საშუალება, განძის შექმნის საშუალება, მსოფლიო
ფული). ცნობილი ამერიკელი მეცნიერ- ეკონომისტის მენქიუ თვლის, რომ
თანამედროვე ეტაპზე ფულს აქვს სამი ფუნქცია. როგორც ავღნიშნეთ, საწყის
ეტაპზე ფულის ერთეულის წონითი შინაარსი და ფასების მასშტაბი
ემთხვეოდა ერთმანეთს (მაგალითად, ინგლისური ფუნტი სტერლინგი,
გერმანული მარკა, ფრანგული ლივრი და სხვა), მაგრამ საქონელწარმოებისა და
საქონელმიმოქცევის განვითარებამ თანდათანობით ერთმანეთს დააცილა
ფასების მასშტაბი და ფულადი ერთეულის წონითი რაოდენობა. ქაღალდის
ფულის მიმოქცევაში საყოველთაოდ გაბატონებამ, ის (ფული) გადააქცია
სიმბოლოდ, რომელსაც არავითარი შინაგანი ღირებულება არ გააჩნია,
სამაგიეროდ მას გააჩნია საზოგადოებრივი სახმარი ღირებულება _ ის გაცვლა-
გამოცვლის აშუალებაა. ის მიმოიქცევა და გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს.
ფულის ფუნქციებია:
 საყოველთაოდ მიღებული გაცვლის საშუალებას-
 დაზოგვის წყაროს
 ღირებულების საზომს
 ფულის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ის რომ იგი გამოიყენება როგორც გაცვლის
საშუალება და მისი საშუალებით ხდება საქონლისა და მომსახურების შეძენა. ფულის,
როგორც გაცვლის საშუალების გამოყენება ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის
ამაღლებას, ვინაიდან მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დროს რომელიც
საქონლისა
და მომსახურების შესაძენად არის საჭირო.

 ფული ასევე ფუნქციონირებს როგორც დაზოგვის საშუალება. ეს ძალიან


მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვსურს მაშინათვე
დავხარჯოთ ის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ და ვარჩევთ მოვიცადოთ გარკვეული
ხნით
და შემდეგ გავაკეთოთ გარკვეული შენაძენი. როცა მუშაკს ფულს გადაუხდიან,
შეუძლია ან
დახარჯოს იგი, ანდა გადადოს მოგვიანებით გამოსაყენებლად. ფული ამ ფუნქციას
ასრულებს მაშინ, როცა მისი მფლობელი მიღებისთანავე არ ხარჯავს მას და ინახავს
საოჯახო ყულაბაში ან ბანკში. ფულის უნარი, ღირებულება შეინარჩუნოს გარკვეული
დროის განმავლობაში, ცნობილია როგორც დაზოგვის წყარო.

 ფულის მნიშვნელოვანი ფუნქცია ასევე წარმოადგენს ის, რომ იგი გამოიყენება


როგორც
ღირებულების საზომი. ფულის საშუალებით შესაძლებელია საქონლისა და
მომსახურების
ღირებულება გამოვხატოთ ერთ საზომში, ისევე როგორც შეგვიძლია მანძილი
გავზომოთ
კილომეტრებში და წონა კილოგრამებში.

21-ე საუკუნეში კრიპტოვალუტა ერთ-ერთი უდიდესი ინტერესის საგანია,


ვინაიდან იგი ზრდადობით გამოირჩევა და უფრო მეტ ქვეყანაში იმკვიდრებს
ადგილს.

რა არის კრიპტოვალუტა?
კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, რომლის საფუძველზეც
წარმოადგენს ბლოკჩეინის სისტემა. სახელმწიფოს და ბანკებიდან
დამოუკიდებლად ოპერირებს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მათ
აქვთ ღირებულება, შესაბამისად ხდება მათით ვაჭრობა სხვადასხვა
პლატფორმებზე.არ არსებობს ამ ვალუტის ფიზიკური სახე, ყველანაირი
ოპერაცია ხორციელდება ინტერნეტით.
ფული, როგორც საყოველთაო გაცვლის ექვივალენტი უკვე საუკუნეებია არსებობს,
ეკონომიკური ურთიერთოების ჩასახვამ გამოიწვია მისი ეტაპობრივი განვითარება.
ადამიანები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შეთანხმდენ, იმისათვის, რომ
ერთმანეთთან ეწარმოებინათ გაცვლა-გამოცვლის პროცესი აუცილებელი იყო
მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური რაღაც, ეტალონი, რაც ყველაფერზე
გადაიცვლებოდა. ასე დაიბადა და განვითარდა საყოველთაო ექვივალენტის
ერთეულის იდეა. ეს ერთეული კაცობრიობის განვითრების სხვადასხვა ეტაპზე
მუდმივად იცვლებოდა საზოგადოების პროგრესის დონის ცვლილებასთან ერთად.
სხვადასხვა დროს ეს იყო ხორბალი, საქონელი, ოქროს მონეტა, ბანკნოტები და ახლა
უკვე კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითრების
ყველაზე თანამედროვე ფორმაა.

ბიტკოინის დაბადებიდან, 2008 წლიდან იწყება კრიპტოვალუტების ისტორია.


ბიტკოინამდეც უმარავი მცდელობა იყო შეექმნათ გლობალური ელექტრონული
ფული, მაგრამ უშედეგოდ. კრიპტოვალუტას არ გააჩნია ფიზიკურობა, ის თითქოსდა
ციფრების უბრალო კომბიანციით გამოიხატება. მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა.
ბიტკოინის შემთხვევაში ამ ჩანაწერების უკან დგას ჩანაწერების წიგნი, რომელიც
ბლოკჩეინის სახელითაა ცნობილი. ბლოკჩეინი შეგიძლიათ წამოიდგინოთ როგორც
დეცენტრალიზირებული მონაცემთა ბაზა, სადაც არ არსებობს მართვის ერთი
ცენტრი, ერთი კომპიუტერი, სადაც ინფორმაცია ინახება. ნაცვლად ერთი ცენტრისა
ინფორმაცია გადანაწილებულია უამრავ კომპიუტერზე, რომლებსაც კვანძებს
უწორდებენ. ამ კომპიუტერებს, კვანძებს ყველას ერთი და იგივე კოპია აქვთ
(ბიტკოინის შემთხვევაში მსოფლიოში დაახლოებით 110 000 კვანძია), კვანძები
ფუნქციონიერებენ ზუსტად ისე, როგორც ბიტკოინის ალგორითმშია გაწერილი. ანუ
ქსელში არსებობს სიმართლის მხოლოდ ერთი ვერსია.

კრიპტოვალუტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ სავაჭრო ბირჟებზე. დღეს ყველაზე


დიდი პოპულარობით სარგებლობს კრიპტოვალუტა - ბითქოინი. კრიპტოვალუტის
მოქმედების სფერო რაც დრო გადის მით უფრო იზრდება, შესაბამისად ბევრ
ქვეყანაშია შესაძლებელი მისი სასურველ ვალუტაში გადაცვლა. ვინაიდან
კრიპტოვალუტის ფასები იზრდება, ფინანსისტები დაინტერესებულ პირებს
რეკომენდაციას აძლევენ,  რომ რაც შეიძლება მალე განახორციელონ ინვესტიცია. რაც
მეტია ფასთა სხვაობა კრიპტოვალუტის საწყის და გაყიდვისას გაზრდილ
ღირებულებას შორის, მით მეტია ამ ვაჭრობის მოგება.
აღსანიშნავია ვირტუალური (კრიპტოგრაფიული) ვალუტები, რომლებიც უკანასკნელ
პერიოდში
სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში
ვირტუალური
ვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებასა და საქართველოს
ეროვნული
ბანკის რეგულირების სფეროს. შესაბამისად, კრიპტოვალუტებთან
დაკავშირებით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებისას, ყურადღებით უნდა
აწონდაწონოთ შესაბამისი რისკები

ელექტრონული ფული წარმოდგენს ფულადი სახსრების ექვივალენტურ


ღირებულებას, რომელიც მისი გამომშვების მიერ შენახულია ელექტრონულად.
ელექტრონული ფულის გამოყენება შესაძლებელია საქონლის/მომსახურების
შესაძენად ასევე ფულადი სახსრების გადასარიცხად. ელექტრონული ფული
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ვალუტაში.
საქართველოში ფუნქციონირებს ელექტრონული ფულის რამდენიმე პროვაიდერი,
რომლებიც თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მათი ელექტრონული ფულის
ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში განახორციელონ გადახდები ინტერნეტ
სივრცეში, სხვადასხვა მომსახურების და პროდუქციის შესაძენად ან გადარიცხონ
თანხა სხვა მომხმარებლის ელექტრონული ფულის ანგარიშზე.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერები მომხმარებელს ელექტრონული ფულის
გამოყენების მიზნით ასევე სთავაზობენ მობილურ აპლიკაციებს, წინასწარი გადახდის
ბარათებს, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონული საფულის ანგარიშთან.
წინასწარი გადახდის ბარათებზე შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული
შეზღუდვები მისი გამოყენების არეალის, მიზნობრიობის, ელექტრონულ საფულეზე
შესანახი თანხის ლიმიტის, ფულადი სახსრების გადარიცხვების ლიმიტის სახით.

2 იმსჯელეთ ინფლაციის განვითარების ეტაპებსა და ინფლაციის სახეებზე ინფლაციის


ხასიათის მიხედვით; (5 ქულა)(არაუმეტეს 600 სიტყვა)

ინფლაცია — ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო


მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორც
ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის
ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის. ინფლაცია
დეფლაციის ანტონიმია.
ზოგიერთ კონტექსტში სიტყვა „ინფლაცია“ გამოიყენება ფულის მიწოდების ზრდის
მნიშვნელობით, რასაც ზოგჯერ განიხილავენ, როგორც ფასთა ზრდის მიზეზს. ზოგიერთი
ეკონომისტი კვლავაც ამ განსაზღვრებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, 1920-იანი წლების აშშ-
ის ეკონომიკის ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს ინფლაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ
ფასები იმ პერიოდში არ იზრდებოდა. ამ სტატიაში „ინფლაცია“ განხილულია მისი
ტრადიციული მნიშვნელობით.

ინფლაციასთან დაკავშირებული ტერმინებია: დისინფლაცია — ინფლაციის დონის


შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, დეფლაცია — ფასთა
საერთო დონის ვარდნა, რეფლაცია — დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება,
ჰიპერინფლაცია — სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე. ინფლაციის
დაბალი დონე (0-2%) ხშირად გაიგივებულია „ფასთა სტაბილურობასთან“, და მრავალი
ცენტრალური ბანკი ოფიციალურად ან არაოფიციალურად მისდევს ინფლაციურ
პოლიტიკას, რათა დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი.

არსებობს ინფლაციის სხვადასხვა ტიპები, ფასების ზრდის ტემპების მიხედვით


განასხვავებენ:
მცოვავი ინფლაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით ფასების ზრდის
დაბალი ტემპი, დაახლოებით 10 % ან ცოტა მეტი წელიწადში. ასეთი ტიპის ინფლაცია
დამახასიათებელია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების
უმეტესობისათვის და არ წარმოადგენს რაიმე უჩვეულოს. გალოპირებული ინფლაცია -
ფასების ზრდის 20-200 %-ით. ჰიპერინფლაცია, რომლის დროსაც ფასები ასტრონომიულად
იზრდება, კატასტროფულად განსხვავდება ფასები და ხელფასები, საზოგადოების ყველაზე
უზრუნველყოფილი ფენების კეთილდღეობა ინგრევა, მსხვილი კომპანიები მოგების გარეშე
რჩებიან და წამგებიანი ხდება მათი საქმიანობა. წარმატებული ბიზნესის ქონა
ჰიპერინფლაციის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საუბარი შეიძლება
ეხებოდეს მხოლოდ გადარჩენის სტრატეგიას, რომლის რეცეპტიც ასეთია : წარმოების
გამარტივება, შიდა კავშირების შემცირება, ფირმის შიდა ელემენტების ბაზის
ნატურალიზაცია და ა.შ. ყველაზე ხშირად კომპანიებს უწევთ საკუთარი სათბურების,
ფერმების შექმნა, რასაც აქცენტი გადააქვს ბარტერულ გაცვლაზე.
ფასების ბალანსირებული ზრდის დონის მიხედვით განასხვავებენ: ბალანსირებულ
ინფლაციას, რომლის დროსაც სხვადასხვა საქონელთა ფასები უცვლელია ერთმანეთთან
მიმართებაში.
არაბალანსირებულ ინფლაციას, რომლის დროსაც სხვადასხვა საქონელთა ფასები
ერთმანეთთან მიმართებაში განსხვავებული პროპორციით განუწყვეტლივ იცვლება.
მოლოდინის რეჟიმიდან გამომდინარე გამოყოფენ ასევე: მოსალოდნელ ინფლაციას,
რომელიც შეიძლება წინასწარ განსაზღვრო, დააპროგნოზო დროის გარკვეულ პერიოდში, იგი
წარმოადგენს მთავრობის მოქმედების პირდაპირ რეზულტატს. მოულოდნელი
ინფლაციისათვის დამახასიათებელია ფასების სწრაფი, უეცარი აწევა, რაც უარყოფითად
მოქმედებს გადასახადებსა და ფულის მიმოქცევაზე. თუ არსებობს მოსახლეობაში
ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც თავის
მხრივ ეკონომიკაში სირთულეებს წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ
სურათს ცვლის. მთავრობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ამყარებს
ინფლაციის მოლოდინს, ამას კი მოჰყვება ფასების ზრდა. თუმცა იმ შემთხვევაში , როცა
ეკონომიკაში ფასების უეცარი ზრდა ხდება, რომელიც არც კი მოიაზრებოდა ანუ არ იყო
ინფლაციის მოლოდინი, ჩნდება ე.წ "ფიგუს ეფექტი" ე.ი მოსახლეობაში მოთხოვნის სწრაფი
ვარდნა ხდება იმ იმედით, რომ ფასები შემცირდება. შედეგად მოთხოვნის შემცირება
მწარმოებელს აიძულებს ფასების შემცირებას, რითაც ყველაფერი წონასწორობაში დგება.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია:


 დისპროპორციულობა - სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების
არაბალანსირებულობა ე.ი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ
შემთხვევაში იფარება "მბეჭდავი დაზგის" გამოყენებით, რაც საბოლოოდ ფასების
დონის ზრდას იწვევს ანუ ინფლაციასთან მივყავართ.
 ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები - ძირითადად ეკონომიკის მილიტარიზაციას
გულისხმობს.თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა - თანამედროვე
ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის
რა შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით.
(წარმოების შემცირებით და საქონლის შეთავაზებით).
 იმპორტირებული ინფლაცია - მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან ერთად
იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად
შეზღუდულია.
 ინფლაციური მოლოდინი - ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც
შეინიშნება.

დასავლეთელი ეკონომისტები გამოყოფენ კონცეფციებს: ინფლაციის მოთხოვნა და ხარჯები.


 ინფლაციის მოთხოვნა - ეს არის წონასწორობის დარღვევა მოთხოვნასა და მიწოდებას
შორის, მოთხოვნის მხრიდან, რომლის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს
სახელმწიფო შეღავათების გაზრდა და ა.შ. შედეგად კი მიიღება ფასების ზრდა.
 ინფლაციის ხარჯები - ფასების დონის ზრდის შედეგად წარმოების ხარჯების ზრდა,
რომლის მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური
პოლიტიკა და ა.შ.
ზოგადად, ეკონომისტები 4 ტიპის ინფლაციას გამოყოფენ:
1. მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში
აჭარბებს არსებულ მიწოდებას ანუ სხვაგვარად ეს არის ე.წ. მონეტარული ინფლაცია.
2. ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე
ფასები იმატებს ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება
წარმოებული პროდუქციის ერთეულ ფასს ზრდის.
3. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია, როდესაც
რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით
ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოლიგოპოლიური ინფლაცია. ოლიგოპოლიებს შეუძლიათ
დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ეს ფასები, როდესაც მოესურვებათ _ ე.წ.
კარტელური გარიგებებით.
4. სექტორული ინფლაცია, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორში ზრდის
ფასებს, მაგალითად, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საკვებისა და სხვა
სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. ინფლაციის ამ ტიპების გარდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც
იმპორტზე დამოკიდებულები არიან, იმპორტირებული ინფლაცია არსებობს (მოწოდების
შოკები), რომელიც სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორია, რომელიც
ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.
პრაქტიკაში ძნელია ინფლაციის ერთი ტიპი მეორისგან განვასხვავოთ, ისინი ერთმანეთთან
მჭიდროდ არიან კავშირში.
ინფლაციის შედეგებია: შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილება ეკონომიკური
ინფორმაციის არასტაბილურობა რეალური პროცენტის დაცემა და ა.შ.

ინფლაციასთან დაკავშირებული ტერმინებია :


 დისინფლაცია - ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს
ინფლაციურ ზეწოლას.
 დეფლაცია - ფასთა საერთო დონის ვარდნა.
 რეფლაცია - დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება.
 ჰიპერინფლაცია - სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე.

ინფლაცია არის იმ საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასის დონის ზრდა, რომელიც


იწარმოება და იყიდება ეკონომიკაში. ინფლაცია, თავისი უარყოფითი შედეგების გამო,
საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს იწვევს. მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებული
უარყოფითი ასპექტებია:
ხარჯების ზრდა, რაც ძლიერ დარტყმას აყენებს მთლიანად საზოგადოებას და
განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიან ოჯახებს
ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება ეროვნული ვალუტის გაუფასურება
უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში რეალური მოგების კლება ბიზნესში ინვესტიციებზე
ამონაგების შემცირება
საპროცენტო განაკვეთების მატება, რაც კრედიტებს აძვირებს და ა.შ.

ამავე დროს, თუ ინფლაციის დონე ქვეყანაში მაღალია, ვიდრე მის სავაჭრო პარტნიორ
ქვეყნებში, პროდუქტების კონკურენტულობა ეცემა, რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდას.

ღია კითხვები (10 ქულა)


1. განსაზღვრეთ ფინანსური ბაზრის არსი, დანიშნულება და სტრუქტურასაქართველოს
პრაქტიკის მიხედვით.(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)

ფინანსური ბაზარი წარმოადგენს საბაზრო ინსტიტუტების ერთობლიობას, რომელთა


მეშვეობით წარმოებს ფულადი სახსრების ნაკადების გადადინება მესაკუთრეებიდან
მსესხებლებისაკენ. ამასთან, ფინანსურ ბაზარს უწოდებენ ბაზარს, რომელზეც წარმოებს
სახსრების გადაქაჩვა იმ პირებისაგან, რომელთაც მათი სიჭარბე შეენიშნებათ, იმ
პირებისაკენ, რომლებიც სახსრების ნაკლებობას განიცდიან. ფინანსური ბაზარი
შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრად, ხოლო, მეორე
მხრივ – საბანკო სესხების ბაზრად. ფინანსური ბაზრის მნიშვნელოვან შემადგენელ
ნაწილს წარმოადგენს ფინანსური აქტივები, რომლებიც მასზე მოძრაობენ. ფინანსური
აქტივების ძირითადი ტიპებია: სავალო ვალდებულებები (ობლიგაციები - დებტ),
აქციები , ნაწარმი ფასიანი ქაღალდები (დერივატივეს).
მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
 სავალო ინსტრუმენტებს უშვებს ყველა, ვინც ფულს სესხულობს - ფირმები,
მთავრობები და შინამეურნეობები. შესაბამისად, სავალო ვალდებულებათა
ბაზარზე
ვაჭრობენ ისეთი აქტივებით, როგორიცაა კორპორაციული და სახელმწიფო
ობლიგაციები, საცხოვრებელი და კომერციული გირაოები, სამომხმარებლო
სესხები.
 აქციები _ ფირმის მესაკუთრეთა მიერ მისი აქტივების ნაწილისადმი
წარმოდგენილი
მოთხოვნაა. ამასთან, ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მოწმობენ კორპორაციის
ნაწილის
ფლობის უფლებას, აშშ-ში ჩვეულებრივ აქციებს (ცომმონ სტოცკს), ხოლი დიდ
ბრიტანეთში
უბრალოდ აქციებს (სჰარეს) უწოდებენ. ყოველი ჩვეულებრივი აქცია გამოხატავს
იმას, რომ
მის მფლობელს ეკუთვნის ისეთივე წილი ფირმის აქტივებში, როგორც სხვებს.
ასე რომ,
ჩვეულებრივ, ერთი აქცია იძლევა ერთ წილს ფირმის მოგებაში და ერთ ხმას
აქციონერთა
კრებაზე. ამასთანავე, ზოგიერთი კორპორაცია უშვებს მიმოქცევაში ორი სახის
აქციას,
რომელთაგან ერთ ერთი იძლევა ხმის უფლებას, მეორე კი - არა.
 ნაწარმოებ ფასიან ქაღალდებს (წარმოებული ფასიანი ქარალდები) უწოდებენ
ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულებაც დამოკიდებულია სხვა
აქტივების
ღირებულებაზე, როგორიცაა მაგალითად, აქციები, ფასიანი ქაღალდები
ფიქსირებული
შემოსავლით, უცხოური ვალუტა ან რაიმე სახის საქონელი. მათ ძირითად
ფუნქციას
წარმოადგენს დაბანდებული კაპიტალის რისკის ხარისხის მართვა. ნაწარმოები
ფასიანი ქაღალდების ყველაზე გავრცელებული ტიპიური სახეებია – წინასწარი
კონტრაქტები (ფორწარდ ცონტრაცტს), ფიუჩერსები და ოფციონები.
განასხვავებენ ყიდვის და გაყიდვის ოფციონს. ამასთან, ყიდვის ოფციონი ანუ
,,ქოლ” ოფციონი (ცალლ ოპტიონ) – ესაა ინსტრუმენტი, რომელიც მის
მფლობელს აძლევს გარკვეული რაოდენობის აქტივების
მოცემულ ფასებში ყიდვის უფლებას ოფციონის მოქმედების პერიოდში.
ანალოგიურად,
გაყიდვის ოფციონი ანუ ,,ფუთ” ოფციონი (პუტ ოპტიონ) - ესაა ინსტრუმენტი,
რომელიც მის
მფლობელს აძლევს გარკვეული რაოდენობის აქტივების მოცემულ ფასებში
გაყიდვის
უფლებას დროის ნებისმიერ მომენტში, ამ ოფციონის მოქმედების პერიოდში.

ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ფინანსური ბაზრის სტრუქტურაში


გულისხმობენ
ფასიანი ქაღალდების ბაზარს, აქციათა ბაზარს; ობლიგაციათა ბაზარს;
სავალუტო ბაზარს;
პირველად და მეორად ბაზარს; საფონდო (ფასიანი ქაღალდები) და არასაბირჟო
ბაზარს;
ფულადი და კაპიტალის ბაზარს და ა.შ.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ფინანსური ბაზრის ნაწილი და ფასიანი
ქაღალდების
გამოშვებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ეკონომიკურ ურთიერთობათა
სფეროს
განეკუთვნება. ნებისმიერი სხვა ბაზრის ანალოგიურად, ფასიანი ქაღალდების
ბაზარზე
წარმოებს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა-მიწოდების ფორმირება. პირველადი
და მეოარდი ბაზარი თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის (განსაკუთრებით
ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროს) უმნიშვნელოვანესი
მახასიათებელია. პირველადს უწოდებენ ბაზარს, რომელზეც კორპორაცია და/ან
სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახდენს ფასიანი ქაღალდების ემისიას,
(ემიტენტი), ყიდის თავის ახლად
გამოშვებულ ფასიან ქაღალდს – ობლიგაციას ან აქციას, პირველ (საწყის)
მყიდველზე. მეორადი ბაზარი კი ისეთი ბაზარია, რომელზეც ადრე
გამოშვებული ფასიანი ქაღალდები
(რომლებიც უკვე იყო ვინმეს მფლობელობაში) ხელახლა იყიდება. შესაბამისად,
პირველად
ბაზარზე წარმოებს ახლად გამოშვებული ფასიანი ქაღალდების განთავსება,
რომლის ემიტენტებს წარმოადგენენ კორპორაციები და/ან ხელსიუფლების
ორგანოები.
2. სახელმწიფოს საფინანსო სისტემის ძირითადი რგოლები საქართველოს პრატქიკის
მიხედვით. (1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)

სავალო ინსტრუმენტები თავიანთი მოკლევადიანობის წყალობით ფასების მცირედ


მერყეობას განიცდიან, ე. ი. ისინი ნაკლებად სარისკო დაბანდებებს წარმოადგენენ.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აშშ-ში ფულად ბაზარზე მნიშვნელოვანი
ცვლილებები
შეიმჩნევა. კერძოდ, დაბანდებათა მოცულობა ზოგიერთი სახის ფინანსურ
ინსტრუმენტში
უფრო სწრაფად იზრდება სხვა სახის დაბანდებათა მოცულობასთან შედარებით.
განვიხილოთ ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები. სახაზინო თამასუქი (თრეასურყ
ბილლ) წარმოადგენს მთავრობის მოკლევადიან სავალო
ვალდებულებას, რომელიც გამოიცემა 3, 6 და 12-თვიანი დაფარვის ვადით. მათი
გამოშვების
მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება. მათზე დაფარვის მომენტში გადაიხდება
წინასწარ განსაზღვრული თანხა. ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებიდან ყველაზე
ლიკვიდურია სახაზინო თამასუქები, რადგანაც მათი მონაწილეობით უფრო ხშირად
ტარდება ვაჭრობა, ამასთან დეფოლტის
საშიშროების არარსებობის გამო ისინი ყველაზე საიმედოა. დეფოლტი გულისხმობს,
რომ
სასესხო ვალდებულების გამომცემ მხარეს არ შეუძლია განახორციელოს პროცენტული
გადახდები ან გადაიხადოს წინასწარ განსაზღვრული საჭირო თანხა ვალის დაფარვის
მომენტში. მთავრობას ყოველთვის შესწევს უნარი პასუხი აგოს თავის სასესხო
ვალდებულებებზე, რადგანაც შეუძლია გაზარდოს გადასახადები ან გამოუშვას ნაღდი
ფული
(ქაღალდის ფული) და ამით დაფაროს საკუთარი სასესხო ვალდებულებები. სახაზინო
თამასუქებს უფრო ხშირად ბანკები იძენენ, თუმცა მცირედი მოცულობით. ისინი
შეიძლება
ეკუთვნოდეს სხვა ფინანსურ შუამავლებსა და საოჯახო მეურნეობებსაც. საბანკო
გადასაყვანი დეპოზიტური სერტიფიკატი არის სასესხო ვალდებულება, რომელსაც
ბანკი მეანაბრეზე ყიდის და რომლის მიხედვით ყოველწლიურად გადაიხდება
წინასწარ დათქმული პროცენტი, დაფარვის მომენტში კი შესყიდვის საწყისი ფასი. 1961
წლამდე დეპოზიტური სერტიფიკატები არ იყო გადასაყვანი, ე.ი. არ შეიძლებოდა მათი
სხვა
პირზე გაყიდვა და დაფარვის დროის დადგომამდე ისინი მხოლოდ ბანკის მიერ
გამოისყიდებოდა საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდევინებით. 1961 წელს იმისათვის,
რომ
დეპოზიტური სერტიფიკატი უფრო ლიკვიდური და ინვესტორებისათვის მიმზიდველი
გამხდარიყო „სითიბანკმა~ პირველად შემოიღო მსხვილი ღირებულების გადასაყვანი
დეპოზიტური სერტიფიკატები, რომელთა ხელმეორედ გაყიდვა უკვე შესაძლებელი იყო
მეორად ბაზარზე. ამჟამად ამგვარი სერტიფიკატები გამოიცემა ყველა მსხვილი ბანკის
მიერ. დღეისთვის გამოშვებული დეპოზიტური სერტიფიკატების თანხა 300 მლრდ
დოლარს
აღემატება. დეპოზიტური სერტიფიკატები კომერციული ბანკისთვის სახრების
მოზიდვის
მნიშვნელოვანი წყაროა. იგი ამ რესურსებს კორპორაციებისაგან, ფულადი ბაზრების
ურთიერთ
(საპაიო) ფონდებისაგან, საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან, სამთავრობო და
სხვადასხვა
ტიპის ორგანიზაციებიდან იზიდავს, როდესაც მათ დეპოზიტური სერტიფიკატების
შესაძენას
სთავაზობს. კომერციული ფასიანი ქაღალდი მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებაა,
რომელსაც
კორპორაციები გამოსცემენ. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე კორპორაციები სესხებს
ბანკებიდან იღებდნენ, შემდგომ კი მოკლევადიან სახსრებზე საკუთარი
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად უფრო ხშირად მიმართავდენ კომერციული ფასიანი ქაღალდების
გაყიდვას სხვა ფინანსურ შუამავლებსა და კორპორაციებზე, რითაც მათ პირდაპირ
ითრევდენ
დაფინანსებაში. უკანასკნელ პერიოდში კომერციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი
შესამჩნევად გაიზარდა. საბანკო აქცეპტი ფულადი ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია. საბანკო აქცეპტი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების შედეგად
წარმოიქმნა და ასობით
წელია გამოიყენება. საბანკო აქცეპტი საბანკო გადასაყვანი თამასუქია (ჩეკის მაგვარი
გადახდის ვალდებულება). ის გამოცემულია ფირმის მიერ, რომელმაც მომავალში უნდა
აწარმოოს გადახდა ბანკის გარანტიებით, რომელიც, თავის მხრივ, ღებულობს
განსაზღვრულ
გასამჯელოს და თამასუქზე აკეთებს წარწერას–„აქცეპტირებულია~. ფირმას, რომელმაც
გამოსცა ამგვარი თამასუქი, მისი განაღდებისათვის აუცილებლად ესაჭიროება თავის
ანგარიშზე თანხის განთავსება. თუ ფირმა უარს ამბობს თანხის განაღდებაზე, ბანკის
გარანტია ნიშნავს, რომ ის ვალდებულია დაფაროს თამასუქის თანხა. ფირმისათვის
უპირატესობაა ის, რომ დიდია ალბათობა გადასაყვანი თამასუქი მიღებულ იქნეს
საზღვარგარეთ საქონლის ყიდვისას, რადგანაც უცხოელმა ექსპორტიორმა იცის, რომ,
საქონლის მყიდველი კომპანია რომც გაკოტრდეს, საბანკო თამასუქი მაინც გადახდილი
იქნება. „აქცეპტირებული~ თამასუქი ხშირად განმეორებით იყიდება მეორად ბაზარზე,
თანაც ფასდაკლებით, ე.ი. თავისი ქცევით იგი ემსგავსება სახაზინო თამასუქს. როგორც
წესი, მათ ის პირები ფლობენ, რომლებსაც სახაზინო თამასუქები აქვთ. შეთანხმებები
უკან გამოსყიდვის შესახებ ანუ რეპო გარიგებები. იგი ინგლისური
სიტყვისგან (პურცჰასეს) წარმოიშვა და გულისხმობს გამოსყიდვას (უკან გამოსყიდვას).
რეპო, მოკლევადიანი სესხია, რომლის დაფარვის ვადა ხშირად არ აღემატება ორ კვირას.
რეპო არის
ფასიანი ქაღალდების გაყიდვა შემდგომში იმავე ან მსგავსი ფასიანი ქაღალდების
წინასწარ
შეთანხმებული პირობებით უკან ყიდვის (გამოსყიდვის) ვალდებულებით.
ბანკებისთვის რეპო
გარიგებები, თავისი შინაარსით არის ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით ფულადი
სახსრების მოძიების საშუალება. შინაარსობრივად, რეპო ოპერაციებში ფასიანი
ქაღალდების
მყიდველი არის ფულადი სახსრების გამსესხებელი, ხოლო გამყიდველი არის ფულადი
სახსრების
მსესხებელი.
ასე მაგალითად, მსხვილ კორპორაციას შეუძლია თავის ანგარიშზე ჰქონდეს
თავისუფალი თანხა 1 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც სურს გასცეს ვალად ერთი
კვირით. ამ ერთი მილიონის ფასად ბანკისაგან ის შეიძენს სახაზინო თამასუქებს,
რომელთა უკან
გამოსყიდვაზე ბანკი ერთი კვირის შემდეგაა თანახმაა, ოღონდ იმ ფასით, რომელიც
ოდნავ
აღემატება შეძენის ფასს. ამგვარი შეთანხმების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ
კორპორაცია
აძლევს ბანკს სესხს, სამაგიეროდ მისგან ღებულობს ბანკის საკუთრებაში მყოფ იგივე
თანხის
სახაზინო თამასუქებს, რომელთაც კორპორაცია იტოვებს მანამ, ვიდრე ბანკი მათ უკანვე
არ
გამოისყიდის. რეპო ოპერაციებით, როგორც ფულადი სახსრების სესხება/გასესხების
ინსტრუმენტით,
ბანკებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სარგებელი: თავიდან აიცილონ კონტრაგენტის
საკრედიტო რისკი; მოიზიდონ დაბალპროცენტიანი ფულადი რესურსები, ხოლო
უკურეპოს შემთხვევაში - გასცენ უზრუნველყოფილი სესხი; მოიზიდონ ფულადი
რესურსები ლიმიტების გარეშე, ხოლო უკურეპოს შემთხვევაში - გასცენ
უზრუნველყოფილი სესხები ლიმიტების გარეშე;  გარიგების პერიოდში,
შეზღუდვების გარეშე განკარგონ მიღებული ფასიანი ქაღალდები. შეთანხმება უკან
გამოსყიდვის შესახებ – შედარებით ახალი ინიციატივაა ფინანსურ
ბაზარზე. იგი 1963 წელს იქნა შემოღებული და წარმოადგენს საბანკო სახსრების
მოზიდვის
მნიშვნელოვან წყაროს. ამ ბაზარზე ძირითად კრედიტორებად მსხვილი კორპორაციები
გამოდიან. რეპო ოპერაციების ქართულ სპეციფიკას მოგვიანებით განვიხილავთ.
ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის სახსრები ბანკების სახსრების ნაწილია, რომლებსაც
ბანკები ერთმანეთში ცვლიან. ეს სესხები გაიცემა ერთი ბანკის მიერ სხვა ბანკზე. ეს
ბაზარი
ძალზედ მგრძნობიარეა ბანკების ფინანსური სიძნელეების მიმართ, ამიტომაც ამგვარი
კრედიტების საპროცენტო განაკვეთი იწოდება ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთად.
იგი
ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე ვითარების განსაზღვრის ძალზე მგრძნობიარე
ბარომეტრია და ამავდროულად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი
ძირითადი
ინსტრუმენტი და ინდიკატორია: თუ იგი მაღალია, ეს მიგვანიშნებს, რომ ბანკის
თანხები
შეზღუდულია. ბანკთაშორისი კრედიტის დაბალი განაკვეთი კი მიუთითებს, რომ ბანკი
კრედიტს დიდად არ საჭიროებს. ბანკები ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე სესხებს
სხვადასხვა მიზეზით იღებენ. ასე
მაგალითად, კომერციულმა ბანკმა აღმოაჩინოს, რომ ცენტრალურ ბანკში მის ანგარიშზე
განთავსებული თანხა არ პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს. ამიტომ მოცემულ ბანკს
შეუძლია საჭირო თანხა სხვა ბანკისაგან ისესხოს, რომელიც გადაუგზავნის თანხას
ცენტრალურ ბანკს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ევროვალუტის ბაზარი.
ევროვალუტის ბაზარი ფინანსური სისტემის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ელემენტია. ევროვალუტის ბაზარი (თავდაპირველად იგი
`ევროდოლარის
ბაზრად~ იწოდებოდა) აღმოცენდა გასული საუკუნის 50-იან წლებში. მისი წარმოშობა
დაკავშირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტური
ხელისუფლების მოთხოვნილებასთან, საერთაშორისო ვაჭრობა დაეფინანსებინათ
დოლარებში. თუმცა, მათ ჰქონდათ შიში, რომ პოლიტიკური მიზეზებით მათ
ანგარიშებს
ამერიკულ ბანკებში აშშ ხელისუფლება დაბლოკავდა. ამ პრობლემის თავიდან
აცილების
მიზნით გამოიყენებოდა ევროპული ბანკების მომსახურება, რომლებიც თავისუფლად
ხსნიდნენ ანგარიშებს აშშ დოლარებში. ასე წარმოიშვა ევროდოლარები
(ეუროდოლლარს) – აშშ
დოლარები, დეპონირებული ევროპის ბანკების ანგარიშზე. გარდა ევროპულისა,
მსოფლიოს
სხვა მსხვილმა ბანკებმა (კანადა, იაპონია) დაიწყეს დოლარებში დეპონირებული
დეპოზიტური შენატანების მიღება, რის გამო ტერმინმა `ევროდოლარი~ მოიცვა
ნებისმიერი
სადოლარო ანგარიში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა ვალუტების მდგრადობის და
როლის ამაღლების შედეგად ევროვალუტის ბაზარი გაფართოვდა ევროიენის,
ევროფუნტის
და სხვა ვალუტებზე. დღევანდელ ეტაპზე ტერმინი ,,ევროვალუტა~ (ეუროცურრენცყ)
ნიშნავს
ვალუტას იმ ქვეყნის გარეთ დენომინირებულ საბანკო ანგარიშს, სადაც იგი იქნა
გამოშვებული.

3. განსაზღვრეთ ფინანსური მექანიზმის არსი და სტრუქტურა;(1 ქულა) (არაუმეტეს 150


სიტყვა)

ფინანსური მექანიზმი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფინანსური


ურთიერთობების ორგანიზაციის ფორმების სახეებისა და მეთოდების სიტემაა.
ფინანსური პოლიტიკის რეალიზაცია წარმოუდგენელია ადეკვატური ფინანსური
მექანიზმის გამოყენების გარეშე.იგი იმ ფორმებისა და მეთოდების ეღტობლიობაა,
რომლებიც განაწილებითი და გადანაწილებითი ურთიერთობების ფორმირებას,
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფულადი საშუალებების ფონდების
შექმნასა და გამოყენებას უზრუნველყოოფენ. ფინანსური მექანიზმი ამავდროულად
ქვეყნის კვლავწარმოების არსებითი ელემენტია. მისი საშუალებით ფინანსური
პოლიტიკის მისი საშუალებიტ ფინანსური პოლიტიკის რეალიზაცია
საზოგადოებრივი წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებასა და ხალხის
კეთილდღეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
განასხვავებენ ფინანსური მექანიზმის ორ ტიპს: დირექტიულს და
მარეგულირებელს.
დირექტიული ფინანსური მექანიზმი, როგორც წესი, მუავდება იმ ფინანსური
ურთიერთობებისთვის, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობს სახელმწიფო, ანუ
სახელმწიფო ფინანსებისთვის. დირექტიული ფინანსური მექანიზმის გამოყენების
მიზნით სახელმწიფო დეტალურად ამუშავებს ფინანსური ორგანიზაციის მთელ
სისტემას რომელში მოქცევაც სავალდებულოა მისი ყველა მონაწილისთვის.
მარეგულირებელი ფინანსური მექანიზმი განსაზღვრავს „თამაშის ძირითად წესებს“
ფინანსების იმ კონკრეტულ სეგმენტში რომელიც უშუალოდ არ მოიცავს
სახელმწიფოს ინტერესებს. ასეთი ფინანსური მექანიზმი დამახასიათებელია კერძო
საწარმოების შიდასამეურნეო ფინანსური ურთიერთობების ორგანიზაციისთვის.
სახელმწიფოს განვითარება უსუალოდაა დაკავშირებული ფინანსური
პოლიტიკის ცვლილებასთან და პირიქით, ე უკანასკნელი განპირობებულია
ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების დონითა და მიმდინარე
ეტაპის თავისებურებებით, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების
ინტერესებით, იმ გაბატონებული მმართველობითი კონცეფციებით დიდ გავლენას
ახდენს მთავრობის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსზე.
სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოყენებული ფინანსური პოლიტიკის
ანალიზისაშუალებას იძლევა გამოიყენოს მისი სამი ძირითადი ტიპი: კლასიკური,
მარეგულირებელი და გეგმურ-დირექტიული. XX საუკუნის 20-იან წლებამდე,
მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის ფინანსური პოლიტიკა წარმოდგენილი იყო მისი
კლასიკური ვარიანტით, რომელიც ეფუძნებოდა პოლიტიკური ეკონომიის
კლასიკოსების ა.სმიტის, დ.რიკარდოსა და მათი
მიმდევრების შრომებს. მისი ძირითადი მიმართულებებია - სახელმწიფოს
ჩაურევლობა ეკონომიკაში, თავისუფალი კონკურენციის დაცვა, საბაზრო მექანიზმის,
როგორც სამეურნეო პროცესების მთავარი რეგულატორის, გამოყენება. ასეთი
პოლიტიკის შედეგია სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების შეზღუდვა.
დაბალანსებული ბიუჯეტის ფორმირებისა და გამოყენებისთვის საჭირო პირობების
უზრუნველყოფა. კლასიკური ტიპის ფინანსური პოლიტიკის ფინანსური მექანიზმი
აგებულია
ფინანსური პოლიტიკის აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე. სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას ძირითადად სამხედრო ხარჯების აგრეთვე ,
სახელმწიფო ვალის საპროცენტო ხარჯების, მისი დაფარვის და მართვის ხარჯების
შემცირებით ცდილობდა. გადასახადით დაბეგვრის სისტემას დაბალანსებული
სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლებით უნდა უზრუნველეყო. ამასთან გადასახადების
სიტემა აგებული იყო ძირითადად არაპირდაპირი და ქონების გადასახადებზე,
რომლებიც ამოღების თვალსაზრისით საკმაოდ მარტივი და ეფექტიანი იყო.
ფინანსური საქმიანობის მართვის სისტემა იყო მარტივი და როგორც წესი
კონცენტრირებული მართვის ერთ ორგანოშ - ფინანსთა სამინისტროში. საწარმოო
ძალების სწრაფმა განვითარებამ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში სახელმწიფოს წინაშე
ფინანსური პოლიტიკისადმი მიდგომების შეცვლის საკითხი დააყენა. ამ პერიოდში
დასავლეთის ქვეყნებში დაიწყო რეგულირებად ფინანსურ
პოლიტიკაზე გადასვლა, რომელსაც საფუძვლად დაედო ჯ. კეინსის და მისი
მიმდევრების თეორიები. ისინი ეკონომიკის ციკლურ განვითარებასა და მის
რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის მხრიდან გამოდიოდნენ. . მარეგულირებელი
ფიანსური პოლიტიკის პირობებში ძირეულად იცვლება გადასახადების სიტემა.
რეგულირების მთავარ მექანიზმად გვევლინება საშემოსავლო გადასახადი, რომლის
დროსაც პროგრესული პროგრესული განაკვეთები გამოიყენება.
გეგმურ- დირექტიული ფინანსური პოლიტიკა გამოიყენება იმ ქვეყნებში
სადაც ფუნქციონირებს ეკონომიკის მართვის ადმინისტრაციულმბრძანებლური
სისტემა.ასეთ პირობებში ფინანსური პოლიტიკა ითვალისწინებს სახელმწიფოს
ხელში ფინანსური რესურსების თავმოყრას. სახელმწიფო გეგმის ძირითადი
მიმართულები შესაბამისად. მათი შემდგომი გადანაწილების მიზნით.
ფინანსური პოლიტიკის მიზანი და ამოცანები განსაზღვრავენ ფინანსურ მექანიზმსა
და ფინანსური მართვის თავისებურებებს.
4. პრატქიკული მაგალითის მიხედვით ახსენით რას წარმოადგენს ფინანსების
განმანაწილებელი ფუნქცია.(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)

ფინანსების განმანაწილებელი ფუნქცია დაკავშირებულია:


ა) სახელმწიფოს მიერ ფინანსების საშუალებით წარმოების პროცესების
რეგულირებასთან;
ბ) ფულადი სახსრების ფონდების განაწილება-გადანაწილებასთან;
გ) ფულადი სასხრების ფონდების განაწილებასა და გამოყენებაზე კონტროლის
განხორციელებასთან;
დ) სახელმწიფოსა და სხვა მეურნე სუბიექტებისათვის ფულადი სახსრების
წრებრუნვის პროცესების მიმდინარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის
მიღებასთან.
5. მოკლედ ახსენით ახსენით, რაში მდგომარეობს ფინანსების სოციალურ-ეკონომიკური
არსი;(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)
ფინანსები, როგორც მეცნიერების დარგი - შეისწავლის ფულს და სოციალურ-
ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების
ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. ფინანსები — ეს არის ეკონომიკური,
გამოყენებითი დისციპლინა. ფინანსები, ტრადიციულად იყოფა - საზოგადოებრივ და
კერძო კატეგორიებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: სახელმწიფო ფინანსები და
ადგილობრივი, მუნიციპალური ფინანსები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება:

 პირადი და ოჯახის ფინანსები;


 მცირე ბიზნესის, კორპორაციული (საწარმოების და ბიზნესის ფინანსები),
საბანკო (საბანკო საქმე) და არაკომერციული ორგანიზაციების ფინანსები.
საზოგადოებრივი ფინანსებში პირველადი განხილვის საგანია „გასავლები“,
რამდენადაც ამ სახის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება მკაცრად რეგლამენტირებულ
საზოგადოებრივ ამოცანათა ფინანსირება. კერძო ფინანსებისთვის პირველადია
შემოსავლის მიღება და საქმიანობის სრულად წარმართვა ამ შემოსავლის მისაღებად,
რომელიც განაპირობებს მოგებას და რომელიც, თავის მხრივ იხარჯება მისი მფლობელი
პირის (პირების) გათვალისწინებით.
ფინანსების მართვას (ზოგადად) და შეიძლება ითქვას მართვის ხელოვნებას, სწავლობს
მეცნიერება - ფინანსური მენეჯმენტი. საბანკო ფინანსების მართვა შეისწავლება საბანკო
საქმის მეცნიერების ფარგლებში. ფინანსურ ბაზრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც
ეწოდება ფინანსური ეკონომიკა. სტატისტიკის მცირე, თანამოსახელე ნაწილი
შეისწავლის ფინანსურ სტატისტიკას. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს
შეისწავლის გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერება. ფინანსური ნაკადების კონტროლი
შეისწავლება ფინანსური კონტროლის დისციპლინის ფარგლებში.
6. განსაზღვრეთ საკუთრების სხვადასხვა ფორმის მქონე საწარმოთა ფინანსების სფეროს
სტრუქტურა (1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)
ფინანსური სისტემა ფინანსური ურთიერთობების (ფინანსური ბაზრები და სხვა
ინსტიტუტები) სხვადასხვა სფეროების ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში
ხორციელდება ფინანსური გარიგებები, აქტივებისა და რისკის მართვის
პროცესი, ასევე წარმოებს ფულადი ფონდების შექმნა და გამოყენება. ფინანსური
სისტემა აერთიანებს ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ შუამავლებს, ფინანსური
მომსახურებით დაკავებულ ფირმებს და სხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს,
რომელთა დახმარებითაც და ხელშეწყობით შინამეურნეობები, კერძო
კომპანიები და სამთავრობოდაწესებულებები ახდენენ მიღებული ფინანსური
გადაწყვეტილებების რეალიზებას. როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნების
ფინანსური სისტემები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება (სიდიდით,
სირთულით, ტექნოლოგიური აღჭურვით, სახელმწიფოთა კულტურული და
ისტორიული განვითარების დონით და ა.შ.).
ამ კურსის მიზნებიდან გამომდინარე ქვეყნის ფინანსური სისტემა დავყოთ სამ
ძირითად
სფეროდ (იხილეთ ნახატი 1.1): 1. საჯარო (სახელმწიფო) ფინანსები, 2. სამეურნეო
სუბიექტების (კორპორაციების) ფინანსები და 3. საოჯახო მეურნეობების
(შინამეურნეობების) ფინანსები.
საჯარო ფინანსების სფერო მოიცავს ცენტრალურ და ტერიტორიული
ერთეულების
ბიუჯეტებს, არასაბიუჯეტო და სხვა სპეციალურ ფონდებს. საჯარო ფინანსების
ძირითადი
მიზანია ცენტრალიზებული ფინანსური რესურსების ფორმირება და მისი
განაწილება
საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დასაფინანსებლად. სამეურნეო
სუბიექტების ფინანსების სფერო მოიცავს იურიდიული პირების
(საწარმოების, ფირმების, კორპორაციების) ფინანსებს. სამეურნეო სუბიექტების
ფინანსების
ძირითადი მიზანია ფინანსური რესურსების ფორმირება იმ მოცულობით,
რომელიც
აუცილებელია სამეურნეო საქმიანობის მიმდინარე ოპერაციებისა და წარმოების
გაფართოება- განვითარების დასაფინანსებლად. საოჯახო მეურნეობების
ფინანსების სფერო მოიცავს ცალკეული ოჯახების ფინანსებს. საოჯახო
მეურნეობების ფინანსების მთავარი მიზანია ცალკეული ოჯახების
(მოქალაქეების) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირება და მისი
გამოყენება ოჯახის
(შინამეურნეობის) მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და
დაგროვების
უზრუნველსაყოფად. ფინანსური სისტემის სამივე სფერო ერთმანეთში მჭიდრო
ურთიერთკავშირში იმყოფება. აღნიშნული კავშირი ვლინდება ფინანსურ
ურთიერთობათა შემდეგ ძირითად ფორმებში: სახელმწიფო ფინანსების სფერო
უზრუნველყოფს: საოჯახო მეურნეობათა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის
ფორმირებას
(საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული მუშაკების ხელფასი, პენსიები,
სტიპენდიები და სხვა გაცემები); საბიუჯეტო უწყებების და დაწესებულებების
დაფინანსებას; ცალკეული საერთო-სახელმწიფოებრივი ღონისძიებების
დაფინანსებას. კორპორაციათა ფინანსების სფერო უზრუნველყოფს: საოჯახო
მეურნეობათა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირებას
(საწარმოებში დასაქმებული მუშაკების ხელფასები, დივიდენდები და სხვა);
ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, არასაბიუჯეტო
და
სპეციალური ფონდების საშემოსავლო ნაწილების ფორმირებას. საოჯახო
მეურნეობების ბიუჯეტების სფერო უზრუნველყოფს: ცენტრალური და
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ფორმირებას
გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა სავალდებულო გადასახდელების
სახით; ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში; სხვა. ფინანსური სისტემის
თითოეული რგოლი წარმოადგენს ფინანსურ ურთიერთობათა
განსაზღვრულ სფეროს, რომლებსაც მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი
ფუნქციები
გააჩნია. გამომდინარე კომერციული ბანკების როლიდან ფინანსურ სისტემაში,
მსოფლიო
პრაქტიკაში ცნობილია განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ორი
ტიპის
ფინანსური სისტემა. ფინანსური სისტემის პირველ ტიპს შეიძლება ეწოდოს
ბანკებზე ორიენტირებული ფინანსური სისტემა. იგი დამახასიათებელია
კონტინენტური ევროპისა და იაპონიისათვის. მისი განსაკუთრებული ნიშნებია:
ფინანსური ბაზრების განვითარების შედარებით დაბალი ხარისხი;
მოსახლეობის დანაზოგები ძირითადად ტრანსფორმორდება მოკლევადიან და
გრძელვადიან კრედიტებად კომერციული ბანკებისა და შემნახველი
დაწესებულებების ქსელის მეშვეობით; ფინანსური კონტრაქტების უმეტესი
ნაწილი კონცენტრირებულია ბანკებში; მარეგულირებელი მოთხოვნები
კომერციული ბანკებისადმი კაპიტალდაბანდებების არჩევანთან დაკავშირებით
შედარებით ლიბერალურია; სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში მხარს
უჭერს კომერციულ ბანკებს. ფინანსური სისტემის მეორე ტიპი იწოდება
ბაზარზე ორიენტირებულ ფინანსურ
სისტემად, გავრცელებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და მისთვის
დამახასიათებელი
განსაკუთრებული ნიშნებია: კაპიტალის ბაზრების განვითარების შედარებით
მაღალი დონე; მოსახლეობა თავის დანაზოგების უდიდეს ნაწილს თვითონ
აბანდებს წარმოებაში
არასაბანკო ფინანსური შუამავლების მეშვეობით; ბანკები ახდენენ
კორპორაციათა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ძირითადად
მოკლევადიანი დაკრედიტების მიმართულებით; კომერციული ბანკის
დაბანდებათა პორტფელების მოცულობა მკაცრად შეზღუდულია; სახელმწიფო
არ ახდენს კომერციული ბანკების მხარდაჭერას და არ ერევა მის საქმიანობაში.
განსხვავება აღნიშნული ტიპის ფინანსურ სისტემებს შორის განპირობებულია ამ
ქვეყნების
ეკონომიკური განვითარებისა და ტრადიციების თავისებურებებით. ნებისმიერი
ქვეყნის
ფინანსური სისტემის ფორმირება ხდება ეროვნული ეკონომიკის განვითარების
შედეგად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი საბაზრო ეკონომიკის
ქვეყნების ეკონომიკური მექანიზმის იმ ცენტრებს წარმოადგენენ, რომლებიც
ურთიერთქმედებენ ეკონომიკის ყველა დარგთან, მოსახლეობასა და
ხელისუფლების ორგანოებთან.
7. ახსენით, რა არის ფინანსური ბაზრის პირდაპირი დაფინანების არხები და დაახასიათეთ
ფინანსური რესუსრების მოძრაობის ორი მიმართულება.(1 ქულა)
ფინანსურ ბაზარზე პირდაპირი ანუ უშუალო დაფინანსებისას მსესხებლები იღებენ
სესხს უშუალოდ კრედიტორებისაგან, ყიდიან რა მათზე ფასიან ქაღალდებს (ე.ი.
ფინანსურ
ინსტრუმენტებს), რომლებიც წარმოადგენენ სესხის ამღების მომავალი შემოსავლების
ნაწილის ან აქტივებზე მოთხოვნას. ფასიანი ქაღალდის შეძენისთვის ეს სახსრები
აქტივებს, ხოლო გამყიდველისთვის (ემიტენტი) - პასივებს (ვალდებულებებს ან
უბრალოდ ვალს)
წარმოადგენს. მაგალითად, თუ ,,რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”-თვის
აუცილებელია
სახსრების სესხება სამშენებლო არმატურის მწარმოებელი ახალი საამქროს
დასაფინანსებლად, მას შეუძლია სესხი აიღოს კრედიტორ-შემნახველისგან, მიყიდის რა
მას ობლიგაციას - სავალო ფასიან ქაღალდს, რომლის თანახმადაც კომპანია
ვალდებულებას იღებს პერიოდულად აწარმოოს გადახდები დროის განსაზღვრული
პერიოდის განმავლობაში.
8. მოკლე დაახასიათეთ ოქრო-ზოდური სისტემა, გამოიყენბა თუ არა ის რომელიმე
ქვეყნაში მიმდინარე ეტაპზე.(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)
9. განმარტეთ რას ნიშნავს პროცენტის რეალური განაკვეთი და მოიყვანეთ შესაბიმისი

მაგალითი;(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)

რეალური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეცვლილია


ინფლაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, რათა ასახოს მსესხებლისათვის სახსრების
რეალური ღირებულება და გამსესხებლის ან ინვესტორის რეალურია განაკვეთი
რეალური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეცვლილია
ინფლაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, რათა ასახოს მსესხებლისათვის სახსრების
რეალური ღირებულება და გამსესხებლის ან ინვესტორის რეალური შემოსავალი.
რეალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს მიმდინარე საქონელზე დროის
უპირატესობის მაჩვენებელს მომავალ საქონელზე. ინვესტიციის რეალური საპროცენტო
განაკვეთი გამოითვლება როგორც სხვაობა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთსა და
ინფლაციის მაჩვენებელს შორის:
რეალური საპროცენტო განაკვეთი = ნომინალური საპროცენტო განაკვეთი - ინფლაცია
(სავარაუდო ან რეალური)

10. ქაღალდის ფულის გაუფასურების საზომებია;(1 ქულა)(არაუმეტეს 150 სიტყვა)

You might also like