You are on page 1of 6

ფულის მასის ზრდა და

ინფლაცია, თავი 30
ლექცია 7,
04.04.2023
ფასები დონე და ფულის ღირებულება
• ეკონომიკაში არსებული ფასების საერთო დონეს ორი
კუთხით შეგვიძლია შევხედოთ
• პირველი ესაა საქონლისა და მომსახურების კალათის
დონე. როდესაც ფასების დონე იზრდება ადამიანებმა
საქონელსა და მომსახურებაში მეტი უნდა გადაიხადონ
• ფასების დონე შეგვიძლია განვიხილოთ ასევე, როგორც
ფულის ღირებულების მაჩვენებელი.
• ფასების დონის ზრდა ნიშნავს ფულის ღირებულების
შემცირებას
ფულის მიწოდება ფულზე მოთხოვნა
და მონეტარული წონასწორობა
• რა განსაზღვრავს ფულის ღირებულებას?
• როგორც შინმოუსვლელის (ქუთაისში ძველად
გამოშვებული მანქანა) ფასს განსაზღვრავს
მასზე მიწოდება და მოთხოვნა
• ისე ფულის ღირებულებას განსაზღვრავს, მისი
მიწოდება და მოთხოვნა
• ჯერ განვიხილოთ ფულის მიწოდება
ფულის მიწოდება
• ფულის მიწოდება მეტწილად განისაზღვრება ეროვნული
ბანკების მიერ ქვეყანაში
• სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს
შეუძლია გავლენა იქონიოს ფულის რაოდენობაზეც
რომლის შექმნაც ბანკებს შეუძლიათ
• შესაბამისად ფულის მიწოდების მაკონტროლებელ
ორგანოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეროვნული ბანკი
ფულზე მოთხოვნა
• ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი რომელიც ფულზე
მოთხოვნაზე მოქმედებს არის ეკონომიკაში არსებული
ფასების დონე
• ადამიანები ფულს იმიტომ იყენებენ რომ ის გაცვლის
საშუალებაა
• შესაბამისად ფულის რა რაოდენობას აირჩევენ
დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების ფასებზე
• შესაბამისად რაც მაღალია ფასები მით მეტი ფულია საჭირო
გარიგებებისთვის
• ფულზე მოთხოვნის ზრდას, ფასების ზრდა იწვევს
გრძელვადიანი პერიოდი და ფულის
მოთხოვნა და მიწოდება
• გრძელვადიან პერიოდში
ფასების საერთო დონე
მანამდე
თვითრეგულირდება,
სანამ ფულზე მოთხოვნა
ფულის მიწოდებას არ
გაუტოლდება
• თუ ფასების დონე
წონასწორულ დონეზე
მეტია, ადამიანებს იმაზე
მეტი ფული ჰქონდეთ,
რასაც ეროვნული ბანკი
ქმნის.

You might also like