You are on page 1of 16

უმუშევრობა

ლექცია 5, 22.03.23
უმუშევრობა

• უმუშევრობის პრობლემა
მოხერხებულობისათვის ორ ნაწილადაა
დაყოფილი: გრძელვადიანი პერიოდის
პრობლემად და მოკლევადიანი პერიოდის
პრობლემად
• უმუშევრობის ბუნებრივი დონე -
უმუშევრობის ჩვეული დონეა კონკრეტული
ეკონომიკისთვის
• ციკლური უმუშევრობა - უმუშევრობის
ბუნებრივი დონიდან ყოველწლიურ
გადახრას ასახავს და მჭიდროდაა
დაკავშირებული საქმიანი აქტივობის ზრდასა
და შემცირებასთან გრძელვადიან პერიოდში
როგორ განისაზღვრება უმუშევრობა?

• დონის დადგენით დაკავებულია სტატისტიკის ეროვნული


სამსახურები (საქსტატი)
• მონაცემების შეგროვება საქსტატის მოვალეობაა. შემდეგ
შეგროვებულ მონაცამებზე დაყრდნობით, შეგვიძლია
განვსაზღვროთ უმუშევრობის დონე ქვეყანაში.
• მონაცემები მიიღება გარკვეული რაოდენობის ოჯახების
რეგულარული გამოკითხვით, რომელსაც მოსახლეობის
მიმდინარე გამოკითხვა ეწოდება
როგორ განისაზღვრება უმუშევრობა?

• უმუშევრობის დონე გამოითვლება შრომის საერთაშორისო


ორგანიზაციის მეთოდოლოგიით.
• უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც
გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე)
განმავლობაში არ იყო დასაქმებული, გასული 4 კვირის
განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის
შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის
განმავლობაში
• დასაქმებული – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც
გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე)
განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათი მაინც შრომის
ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით, ან დროებით არ
იმყოფებოდა სამუშაოზე შვებულების, ავადმყოფობის, ტექნიკური,
ეკონომიკური ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო.
• წყარო
როგორ განისაზღვრება უმუშევრობა?

• სამუშაო ძალა = დასაქმებულთა რაოდენობა + უმუშევართა


რაოდენობა
• უმუშევრობის დონე =
• ამავე გამოკითხვის საშუალებით, შესაძლებელია გამოვიყვანოთ
სამუშაო ძალაში მონაწილეობის მონაცემები
• სამუშაო ძალის ხვედრით წილი ზრდასრულ მოსახლეობაში = *100
რაოდენობრივი მაგალითი
• საქსტატის 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემების მიხედვით, გვაქვს
შემდეგი ინფორმაცია:
• ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობა(15+) შედგენს 2,952,000,
სამუშაო ძალა შეადგენს 1,555,470 კაცს, დასაქმებული მოსახლეობის
რაოდენობაა 1,305,200, უმუშევართა რაოდენობაა 250,270
• ამ მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე=250270/1555470*100=16,089%
• სამუშაო ძალის ხვედრით წილი ზრდასრულ მოსახლეობაში = 1555470/2952000*100=52.622%
• დასაქმების დონე = 1305200/ 2,952,000 *100=44.214%

• წყარო
უმუშევრობის დონე ჭეშმარიტ
უმუშევრობას აჩვენებს?

• სამუშაო ძალაში ჩართვა და სამუშაო ძალიდან გამოთიშვა საკმაოდ ხშირი


მოვლენებია
• უმუშევრობა ყოველთვის სამუშაოს მაძიებლის წარმატებით არ მთავრდება
• ხშირად ის ადამიანები, რომლებიც თავს უმუშევრად აცხადებენ, სამუშაოს
ძიებით თავს დიდად არ იწუხებს, მათ ურჩევნიათ მიიღონ ფინანსური დახმარება
სახელმწიფოსგან რომელიც სპეციალურად გამოყოფილია მოსახლეობის
უმუშევარი ნაწილისთვის. ასეთ დახმარებებს უმუშევრობის ბენეფიტები ჰქვია
რამდენ ხანს გრძელდება უმუშევრობა?

• როდესაც უმუშევრობა მოკლევადიანი პერიოდის მოვლენაა ეს


დიდი პრობლემა არაა. მშრომელებს შეიძლება რამდენიმე
კვირა დასჭირდეთ თავისთვის ყველაზე გემოვნებიანი და
შესაფერისი ადგილის საპოვნელად.
• მაგრამ თუ უმუშევრობა დიდი ხანი გრძელდება ანუ,
გრძელვადიანი პერიოდის პრობლემაა, მაშინ შეგვიძლია
დავასკვნათ რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე
რატომ ხდება, რომ მუდამ ვიღაც
უმუშევარია?
• შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას
ხელფასი აბალანსებს, რაც თავის მხრივ ამ ხელფასის
პირობებში ყველა შრომისუნარიანი ადამიანის დასაქმებას
უნდა უზრუნველყოფდეს
• სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმუშევრობის დონე ნულამდე
არასდროს ეცემა, ის ბუნებრივი დონის ირგვლივ მერყეობს
• მაგრამ რა არის ბუნებრივი უმუშევრობა?
ბუნებრივი უმუშევრობა
• გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის ახსნა 4 გზით შეიძლება
• პირველი - ხშირად ადამიანებს შესაფერისი სამსახურის საპოვნელად
დრო სჭირდებათ. ასეთ უმუშევრობას ფრიქციულ უმუშევრობას
ვუწოდებთ. ის ხშირად მოკლევადიანი უმუშევრობის ასახსნელად
გამოიყენება
• სტრუქტურული უმუშევრობა - უმუშევრობაა, როდესაც შრომის
მიწოდება ნაკლებია, ვიდრე შრომაზე მოთხოვნა. ეს მაშინ ხდება,
როდესაც ხელფასი მოთხოვნა მიწოდების წონასწორულ წერტილზე
მაღალია
ფრიქციული უმუშევრობა
• მაგალითად როდესაც, ბაზარზე გვაქვს მსგავსი ორი
ფირმა და დავუშვათ პირველი ფირმის პროდუქციაზე
გაიზარდა მოთხოვნა, მეორეზე კი შემცირდა
• ეს ნიშნავს, რომ პირველი ფირმა ახალი კადრების
მოძიებას დაიწყებს, მეორე კი განთავისუფლებას.
• სანამ მეორე ფირმიდან პირველში მუშები გადავლენ
სამუშაოდ ეს პროცესი დროს წაიღებს ამ ხნის
განმავლობაში კი მუშათა ნაწილი უმუშევრად
ითვლება, რადგან რეალურად არ მუშაობს, თუმცა
ახალ ფირმაში გადასვლის პროცესშია
სტრუქტურული უმუშევრობა
• ამ ტიპის უმუშევრობის გასაგებად
მნიშვნელოვანია განვიხილოთ მინიმალური
ხელფასის პირობებში უმუშევრობის ზრდის
მოვლენა
• მინიმალური ხელფასის კანონი აწესებს
ზღვარს, რომელსაც ხელფასი ვერ ჩამოცდება.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს ხელფასის ის
დონეა, რომელიც მშრომელებს
გარანტირებულად აქვთ
• თუმცა მინიმალური ხელფასი, წონასწორულ
ხელფასზე მეტია, რაც შრომის მიწოდების
ზრდასა და მასზე მოთხოვნის შემცირებას
იწვევს
სტრუქტურული უმუშევრობა

ხელფასი
შრომის სიჭარბე = უმუშევრობა • როდესაც ხელფასი რაიმე
მიზეზით ხელოვნურადაა
შრომის მიწოდება
შენარჩუნებული წონასწორული
მინიმალურ
დონის ზემოთ, შედეგად
ი ხელფასი უმუშევრობას ვიღებთ
• მინიმალური ხელფასი ერთ-
ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ
შეიძლება ხელფასი
წონასწორულ დონეზე მაღლა
შრომაზე
იყოს
მოთხოვნა
• როდესაც ხელფასი
წონასწორულ დონეზე მაღლაა,
შრომის რაოდენობა მაშინ სამუშაო ძალის მიწოდება
აჭარბებს მოთხოვნას და
პოტენციური მომუშავეები ახალი
სამუშაო ადგილების
პროფკავშირების
ეკონომიკა
• პროფკავშირები მშრომელთა გაერთიანებაა,
რომელიც ხელფასებისა და სამუშაო პირობების
შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს
• პროფკავშირების წევრი მშრომელები
პროფკავშირების დახმარები აწარმოებენ
დამსაქმებელთან მოლაპარაკებას სამუშაო
პირობების, ხელფასისა და სარგებლობის შესახებ.
• როდესაც დამსაქმებელთან მოლაპარაკებას
პროფკავშირი აწარმოებს ის ითხოვს იმაზე მაღლ
ხელფასს, უკეთეს პირობებს ვიდრე ფირმა
სთავაზობს დასაქმებულს
• პროფკავშირი და ფირმა თუ ვერ შეთანხმდნენ,
პროფკავშირებმა შეუძლია ორგანიზება გაუწიოს
გაფიცვას
პროფკავშირების ეკონომიკა
• როდესაც პროფკავშირი ხელფასს წონასწორულ დონეზე მაღლა სწევს,
იზრდება შრომის მიწოდების რაოდენობა და მცირდება შრომაზე
მოთხოვნის რაოდენობა, რასაც შედეგად უმუშევრობა მოჰყვება
• მშრომელთა ის ჯგუფი, რომელიც დასაქმებული დარჩა ისარგებლებს
გაზრდილი ხელფასებით, ხოლო ის ჯგუფი, რომელმაც სამსახური
დაკარგა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პროფკავშირების
მოქმედების გამო
• უმუშევრად დარჩენილები ან ელოდებიან როდის დასაქმდება ან
იწყებენ ისეთ ფირმაში მუშაობას, სადაც პროფკავშირები არ არსებობს.

You might also like