You are on page 1of 12

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო მმართველობა
II კურსის სტუდენტი
მეგი ტერლეცკაია
„ უმუშევრობის შემცირების გზები“

სოციალური პოლიტიკა
ოთარ ცოტნიაშვილი
გეგმა

• 1. სახელმწიფოს როლი
• 2. დასაქმების არსი და პოლიტიკა
• 3. დასაქმების პოლიტიკის ძირითადი
პრინციპები
• 4. ვის ეწოდება „დასაქმებული“
• 5. უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა 
• 6. უმუშევრობის ძირითადი სახეები
სახელმწიფოს უმთავრესი როლია

• 1. შრომა
• 2. მასშტაბური უმუშევრობის არდაშვება
• რესურსის რაციონალური გამოყენება
• აქტიური მოღვაწეობა უმშებრობის შემცირებისთვის
დასაქმება

• დასაქმება ეს არის სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ


მოვლენა, რომლის დარეგულირება შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების
გატარებით.
დასაქმების პოლიტიკის ძირითადი
პრინციპები
• 1. შრომითი საქმიანობის ნებაყოფლობითობა
• 2. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანთა შესაძლებლობების თანაბრად
რეალიზებისთვის
• 3. ნაციონალური ინტერესების გათვალისწინება
• 4. განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, რომელიც სოციალურ
მხარდაჭერას მოითხოვენ და განიცდიან სიძნელეებს დასაქმების მხრივ
• 5. დასაქმების პრობლემის მიმართ კომპლექსური მიდგომა
დაქმებული ეწოდება:

• 1. ხელშკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირს;


• 2. სამწარმეო საქმიანობის მიმდევარ პირს;
• 3. სამოქალაქო კანონმდებლობით,ხელშეკრულებით, საწარმოო კოოპერატივში დასაქმებულ,
თანამდებობაზე არჩეულ ან დანიშნულ პირთა წრეს მოვიხსენიებთ დასაქმებულად;
• 4. სამხედრო მოსამსახურეები და ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს;
• 5. სტუდენტები
• 6. დროებით უმუშევრები (საავადმყოფო ფურცელი, შვებულება კვალიფიკაციის ამაღლებაზე
მყოფი პირები, ასევე გაფიცვის ან დროებით გაჩერებული საწარმოს თანამშრომლები).
უმუშევრობა, როგორც სოციალურ-
ეკონომიკური მოვლენა 

ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე


წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად, მოკლებულნი არიან მუშაობის
შესაძლებლობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან
გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს უნდა აკმაყოფილებდეს
ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:
• უნდა იყოს „სამუშაოს გარეშე“ ე. ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებად სამუშაო
გარკვეული დროის განმავლობაში;
• „მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის“ ე. ი. მზად იყოს იმუშაოს
დაქირავებით ან თვითონ დასაქმდეს;
• „ეძებდეს სამუშაოს“ ე. ი. კონკურენტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს
ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად.
უმუშევრობის ძირითადი სახეებია

• ფრიქციული;
• სტრუქტურული;
• ციკლური უმუშევრობა
ფრიქციული უმუშევრობა

• ესაა მოკლევადიანი უმუშევრობა, რომელიც წარმოიშობა მომუშავის ერთი სამუშაო


ადგილიდან მეორეზე გადასვლისას, როცა იგი „ორ სამუშაოს“ შორის მდგომარეობაში
იმყოფება. მას მიეკუთვნება აგრეთვე შრომისუნარიანი მოსახლეობის დროებითი
დაუსაქმებლობა, როდესაც მომუშავე პირველად გადის შრომის ბაზარზე ან უბრუნდება
მას. რამ შეიძლება გამოიწვიოს ფრიქციული უმუშევრობა? არის რამდენიმე მიზეზი:
შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელი დინამიკურობა, ინფორმაციული ნაკადების
არასრულფასოვნება, რაშიც იგულისხმება ის, რომ ხშირად ინფორმაცია ვაკანტური
ადგილების შესახებ მომენტალურად ვერ ფასდება, სწორედ ამიტომ დაუსაქმებელი
პირები და დამქირავებლები მაშინვე ვერ პოულობენ ერთმანეთს.
სტრუქტურული უმუშევრობა

• ესაა დროში უფრო მეტ ხანს გაწელილი პროცესი, რომელიც განპირობებულია სამუშაო
ადგილებისა და მომუშავეთა პროფესიულ-კვალიფიციურ სტრუქტურაში არსებული განსხვავებით.
სტრუქტურული უმუშევრობის ძირითადი მიზეზი ეკონომიკაში არის მიმდინარე სტრუქტურული
ძვრები. წარმოების სტრუქტურის ცვლილება ცალკეული დარგებისა და სფეროებს შორის
თანაფარდობის ცვლილებაში აისახება. არის დარგები სადაც ჩნდება სწრაფი განვითარების
პერსპექტივები, იზრდება მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, რასაც თან სდევს
ინვესტიციების მოცულობის გადიდება და დასაქმების დონის ამაღლება. თუმცა ზოგიერთი დარგი
უკვე ვეღარ ახორციელებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, სწორედ ამიტომ ასეთი
დარგები იძულებულები ხდებიან შეამცირონ წარმოების მასშტაბები და დასაქმების დონე, რაც
იწვევს მომუშავეთა გამოთავისუფლებას და უმუშევართა რიგების ზრდას.
ციკლური უმუშევრობა

• გამოწვეულია ეკონომიკური ციკლის იმ სტადიით, რომელიც ხასიათდება


ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით, როცა საქონელსა და
მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, მნიშვნელოვნად ეცემა წარმოების და
დასაქმების დონე, იზრდება მომუშავეების გამოთავისუფლების მასშტაბები,
შესაბამისად უმუშევრობის დონე მკვეთრად იზრდება. ასეთ უმუშევრობას
ციკლური უმუშევრობა ეწოდება. ციკლური უმუშევრობის მასშტაბების ზრდა მეტად
უარყოფითი მოვლენაა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ
დანაკარგებს იწვევს საზოგადოებაში. ციკლური უმუშევრობის ზრდის თავიდან
აცილება ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

You might also like