You are on page 1of 29

თემა 1 ( შრომის ბაზრის სტატისტიკა )

1.შრომის ბაზრის სტატისტიკის შესწავლის ობიექტი და ძირითადი ამოცანები


შესწავლის ობიექტი - შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენნები და პროცესები.

შესწავლის საგანი - ამ მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი მხარე.

სტატისტიკა ადგენს შრომის ბაზრის რაოდენობრივ კანონზომიერებას , რომლის


შესასწავლადაც გამოიყენება სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემა , რომლითაც დგინდება
შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესების მოცულობა , სტრუქტურა , დონე , დინამიკა .

შრომის ბაზრის სტატისტიკა შეისწავლის : ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური


მოსახლეობას,მათ რიცხოვნობასა და შემადგენლობას, დასაქმების დონეს , სტრუქტურა
პროფესიების ,ეკონომიკის სექტორების ,დარგების ,გენდერულ , ქალაქ-
სოფლების,რეგიონების მიხედვით.

შორმის ბაზრის სტატისტიკამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები :

̶ შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;


̶ მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით;
̶ დასაქმების და უმუშევრობის შესწავლა;
̶ შრომის ანაზღაურების ანალიზი;
̶ სამუშაო ძალაზე დანახარჯების მოცულობის სტრუქტურის და დინამიკის დადგენა;
̶ შრომის ნაყოფიერების დონის და დინამიკის ანალიზი;

2.სტატისტიკური ინფორმაციის წყაროები შრომის ბაზრის შესახებ


შრომის ბაზრის სტატისტიკის მაჩვენებლები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს
მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს,რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს სოციალური და
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისათვის.

მსხვილი საწარმოები შეისწავლება სრული დაკვირვებით;

საშუალო და მცირე საწარმოები შეისწავლება შერჩევითი დაკვირვებით;

საქართველოში შრომის ბაზრის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მოპოვების,


დამუშავებისა და მაჩვენებლების გამოთვლის მეთოდოლოგია ეყრდნობა შრომის
საერთაშორისო ბიუროს ,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (შსო).

შრომის სტატისტიკის წინაშე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად საჭიროა შესწავლილი


იქნას შემდეგი საკითხები:

1. მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით;


2. დასაქმება და უმუშევრობა; შრომითი რესურსების ბალანსი;
3. სამუშაო ძალის მოძრაობა;
4. შრომის ანაზღაურება;
5. შრომის ნაყოფიერება;
6. დანახარჯები სამუშაო ძალაზე;

3.მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსის შესახებ


მოსახლეობის ეკონომიკური სტატუსის მიხედვით განაწილება ანუ კლასიფიკაცია სტატუსის
მიხედვით.ადამიანის მდგომარეობა , როლი , ფუნქცია შესრულებული საქმიანობის
პროცესში)

საქართველოს სტატისტიკაში აღირიცხება ეკონომიკური სტატუსის შემდეგი სახეები:

 ეკონომიკურად აქტიური - პირი ,რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას


საქონლის ან მომსახურების საწარმოებლად. 15წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა .
სამუშაო ძალა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მოიცავს ორ კატეგორიას :
დასაქმებულებს და უმუშევრებს.

დასაქმებული - პირი ,რომელიც გამოკითვის მომენტის წინა 7დღის განმავლობაში მუშაობა


სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა.

დასაქმებული მოსახლეობა თავის მხრივ იყოფა :

 თვითდასაქმებულად - მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში მოგების ან


ოჯახის შემოსავლის მიღების მიზნით.
 დამხმარე - სხვა შინამეოურნეობის წევრებისთვის უსასყიდლოდ მომუშავე პირი.
 დაქირავებული - პირი ,რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა
განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების მიღების მიზზით.
 გაურკვეველი - პირი ,რომლის სამუშაოს სახე დაუზუსტებელია, არ არის საკმარისი
ინფორმაცია მათ შესახებ.

თუ ადამიანი გამოკვლევის პერიოდში მუშაობს ორ სამსახურში ,მაშინ ისინი


განისაზღვრებიან ,როგორც ძირითადი და მეორადი საქმიანობა. ძირითადად ითვლება -
სამუშაო , რომელსაც თვით ეს პირი თვლის ძირითადი შემოსავლის წყაროდ.

უმუშევარი - 15 ან მეტი წლის პირი ,რომელსაც გამოკითვის მომენტის წინა 7 დღის


განმავლობაში არ უმუშავია ერთი საათითაც კი.მზად იყო მუშაობისთვის და ეძებდა
სამუშაობს გამოკითხვამდე 4 კვირის განმავლობაში.

სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა = ეკონომიკურად არააქტიური .(სხვაობა 15წლის


და უფროსი ასაკის მოსახლეობას და ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას შორის)
დაქირავებული
თავადდასაქმებულ

დასაქმებული
გაურკვეველი
ეკონომიკურად საქმიანობის
აქტიური
დამხმარე
უმუშევარი

ეკონომიკურად
არააქტიური
4.მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის და დასაქმების სტატისტიკა;
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დახასიათება - მოიცავს ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობის საერთო რაოდების განსაზღვრას , მის შემადგენლობას სტატუსის
მიხედვით ,როგორც აბსოლუტურ , ისე შეფარდებით სიდიდეებში .(სქესობრივ-ასაკობრივ და
რეგიონულ ჭრილში,დინამიკაში).

მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონის დასახასიათებლად გამოიყენება -


მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის კოეფიცინეტი.

(გვიჩვენებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხვედრით წილს 15წლის და უფროსი


ასაკის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან)

T ეკ . აქტ
მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის კოეფიცინეტი: K აქტ .=
T 15+ ¿∗100 ¿

Kაქტ.- არის მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის კოეფიცინეტი;

Tეკ.აქტ -ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა;

T15+ -15წლის და მასზე უფროსი ეკონომიკური სტატუსის მიხედვით მოსახლეობის


რიცხვონობა;

ეკონომიკურად არააქტიური - მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ მოიცავს 15 წლის ან


უფროსი ასაკის მოსახლეობიდან ინვალიდებს , პენსიონერებს , მოსწავლეებს და სხვა.

T ეკ . პას
ეკონომიკური პასიურობის კოეფიციენტი : K პას .=
T 15+¿∗100 ¿

Kპას. - არის მოსახლეობის ეკონომიკური პასიურობის კოეფიცინეტი;

Tეკ.პას - სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა;

Kაქტ.+ Kპას. =100%

ვინაიდან , ეკონომიკურად აქტიური მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულ


მოსახლეობას უკვაია საჭიროა ,რომ განისაზღვროს : დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა
და განაწილება დასაქმების სტატუსის , ეკონომიკის სექტორების , ეკონომიკური საქმიანობის
სახეების (დარგების) , დაკავებული თანამდებობების მიხედვით და იგივე ჭრილში
შეისწავლება მეორადი დასაქმება.

დასაქმების დონე ხასიათდება მოსახლეობის დასაქმების კოეფიციენტით ,რომელიც


T დას .
გამოისახება შემდეგნაირად: K დას .= ∗100
T ეკ . აქტ

Kდას. - არის მოსახლეობის დასაქმების კოეფიციენტი;

Tდას. - დასაქმებული მოსახლეობის რიცხოვნობა;


დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოიცავს დასაქმებულთა
განაწილებას ეკონომიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში.

არასახელმწიფო სექტორი - უცხოეთის ან ერთობლივ საწარმო-ორგანიზაციებად და


არასახელმწიფო საკუთრების საწარმოებად.

სახელმწიფო სექტორი - სახელმწიფო საკუთრების საწარმოებად და საბიუჯეტო


ორგანიზაციებად ან დაწესებულებებად.

5.უმუშევრობის სტატისტიკა;
უმუშევრობა არის მოვლენა ,როდესაც სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე
მოთხოვნას.(უმუშევართა სტატისტიკა შეისწავლის უმუშევართა რიცხვს , დონეს ,
სქესს ,ასაკს , ქალაქისა და სოფლის ,რეგიონების მიხედვით)

უმუშევრობის დონეს ვახასიათებთ უმუშევრობის კოეფიციენტით :


T უმუშ . .
K უმუშ ..= ∗100
T ეკ . აქტ
Kუმუშ. - არის უმუშევრობის კოეფიციენტი;

Tუმუშ. - უმუშევრების რიცხვი;

6.სამუშაო ძალის მოძრაობის სტატისტიკა;


დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სამუშაო ძალის სტატისტიკაში გამოითვლება
აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდეები. აბსოლუტურ სიდიდეებს მიეკუთვნება
გარკვეულ პერიოდში სამუშაოზე მიღებულთა და სამუშაოდან წასულების რიცხვი.

მიღებულთა და წასულების რიცხვის ჯამს ეწოდება სამუშაო ძალის ბრუნვა.

სამუშაოდან წასვლის მიხედვით სამუშაო ძალის ბრუნვა იყოფა:

 აუცილებელი ბრუნვა
სამუშაოდან წასვლა ისეთი მიზეზებით ,როგორიცაა პენსია , გარდაცვალება ...
 ზედმეტი ბრუნვა
სამუშაოდან საკუთარი სურვილით ,დიციპლინით დარღვევის და შრომითი
კონფლიქტების შედეგად წასულები.

სიობრივში აღირიცხება ყველა , ხოლო საშუალო სიობრივში ყველა ვისაც უმუშავია ერთი
თვის განმავლობაში ,მათი საშუალო.

სამუშაო ძალის მოძრაობის მახასიათებელი სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემ მოიცავს


შემდეგ მაჩვენებლებს:

1.აბსოლუტური მაჩვენებლები:

̶ სამუშაოზე მიღებულთა რიცხვი


̶ სამუშაოდან წასულთა რიცხვი
̶ სამუშაო ძალის საერთო ბრუნვა
̶ მუდმივად მომუშავეთა რიცხვი საანგარიშო პერიოდში

2.შეფარდებითი მაჩვენებლებო - გამოითვლებიან კონკრეტული პერიოდის მიხედვით ,


როგორიცაა თვე , კვარტალი , ნახევარი წელი ,წელი.

1. სამუშაო ძალის მუდმივობის კოეფიციენტი


K=მუდმივად მომუშავეთა რიცხვი/მომუშავეთა საშუალო სიობრივი რიცხვი*100%
2. სამუშალო ძალის განახლების კოეფიციენტი
K=სამუშაოზე მიღებულთა რიცხვი /მომუშავეთა საშუალო სიობრივი რიცხვი*100%
3. სამუშაო ძალის წასვლის კოეფიციენტი
K=სამუშაოდან გათავისუფლებულთა რიცხვი/მომუშავეთა საშუალო სიობრივი
რიცხვი*100%
4. სამუშაო ძალის დენადობის კოეფიციენტი
K=დენადობა(ზედმეტი ბრუნვა)/მომუშავეთა საშუალო სიობრივი რიცხვი*100%
5. სამუშაო ძალის საერთო ბრუნვის კოეფიციენტი
K=სამუშაოზე მიღებულთა და განთავისუფლებულთა რიცხვის ჯამი/მომუშავეთა
საშუალო სიობრივი რიცხვი*100%
6. სამუშაო ზალის ჩანაცვლების კოეფიციენტი
K=სამუშაოზე მიღებულთა რიცხვი /სამუშაოდან ყველა მიზეზით
განთავისუფლებულთა რიცხვი*100%

7.შრომის ანაზღაურების სტატისტიკა;


შრომის ანაზღაურების სტატისტიკის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:

 ხელფასის ფონდის მოცულობის განსაზღვრა


შრომის ანაზღაურებისთვის დარიცხული თანხა(პრემია , ანაზღაურება ავადმყოფობის
შემთხვევაში)
 ხელფასის დონის და დინამიკის ანალიზი
საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ,რომელიც გაიანგარიშება ხელფასის ფონდის
შეფარდებით ნამუშევარ დროსთან ან როგროც წესი დასაქმებულთა რიცხვთან.
 ხელფასის დიფერენციაციის ანალიზი
დასაქმებულის ხელფასის სიდიდე დამოკიდებულია მის
განათლებაზე,კვალიფიკაციაზე,ასაკზე...,რაც იწვევს შრომის ანაზღაურების
დიფერენციაციას.
 სამუშაო ძალაზე დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი

სტატისტიკაში გამოითვლება საშუალო ხელფასის შემდეგი მაჩვენებლები:

 საშუალო საათობრივი ხელფასი - ხელფასის საათობრივი ფონდის შეფარდება


ნამუშევარი კაც-საათების რაოდენობასთან.
 საშუალო დღიური ხელფასი - გამოითვლება ხელფასის დღიური ფონდის
შეფარდებით ნამუშევარი კაც-დღეების რაოდენობასთან.
 საშუალო ხელფასი - ხელფასის თვიური ფონდის შეფარდებით თვის განმავლობაში
დასაქმებულთა რიცხვთან.
 საშუალო კვარტლური , ნახევარწლური და წლიური ხელფასი

∑F
საშუალო ხელფასი გამოითვლება ფორმულით - f = ,სადაც
∑T
f-საშუალო ხელფას;

∑F - ხელფასის ფონდი;

∑T - დასაქმებულთა რიცხვი;

f1
ხელფასის დონის დინამიკა შეისწავლება ინდექსების საშუალებით ,კერძოდ i=
fo
ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ცვლილებაზე მოქმედებს ორი
ფაქტორი : შაშუალო ხელფასის ცვლილება ცალკეულ დარგებში და დასაქმებულთა რიცხვის
ცვლილება დარგების მიხედვით(სტრუქტურული ძვრები)

∑f 1T 1
/∑ f 0 T 0
ხელფასის ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი ∑T 1
J=
∑T 0
∑f 1T 1
/∑ f 0 T 1
ხელფასის ფიქსირებული შემადგნელობის ინდექსი ∑T 1
J=
∑T 1
∑T 1f 0
/∑ T 0 f 0
ხელფასის სტრუქტურული ძვრების ინდექსი ∑T 1
J=
∑T 0
საერთოდ , საინდექსო ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ საშუალო ხელფასის
აბსოლუტურ ცვლილებაზე ცალკეული ფაქტორის გავლენა.

ნომინალური ხელფასი - დარიცხული ხელფასი.

8.სამუშაო ძალაზე დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი;


დანახარჯები სამუშაო ძალაზე - დანახარჯები ,რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ძალის
დაქირავებასა და უზრუნველყოფასთან.

სტატისტიკის ამოცანებია სამუშაო ძალაზე დანახარჯების დონის , სტრუქტურის და


დინამიკის დადგენა.

9.შრომის ნაყოფიერების სტატისტიკა;


შრომის ნაყოფიერება - უნარი აწარმოოს დროის ერთეულში პროდუქციის გარკვეული
რაოდენობა.

შრომის ნაყოფიერების სტატისტიკის ამოცანებია განსაზღვროს შრომის ნაყოფიერების


დონე ,დინამიკა და მასზე მოქმედი ფაქტორები.
u-შრომის ნაწყოფიერებიდ დონე ;

q-წარმოებული პროდუქციის რაოდენობა;

T - შეფარდებით დასაქმებულთა რიცხვი;

∑q
კერძოდ , ეს გახლავთ საშუალო სიდიდე u= , გვიჩვენებს საშუალოდ ერთ
∑T
დასაქმებულზე წარმოებული პროდუქციის მოცულობას.

შრომის ნაყოფიერების შებრუნებული მაჩვენებელია შრომატევადობა ,რომელიც


∑T
გამოითვლება ფორმულით t= , სადაც
∑q
t-არის შრომატევადობა;

T - პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული დრო ;

q-წარმოებული პროდუქციის მოცულობა;

∑q1
u1 /∑ q 0
შრომის ნაყოფიერების დონის დინამიკას ვახასიათებთ ინდექსებით: i= ; ∑T 1
u 0 J=
∑T 0
∑ u 1q 1
/∑ u 0 q 0
შრომის ნაყოფიერების ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი : ∑T 1
J=
∑T 0
შრომის ნაყოფიერების დონის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორები ცალკ-ცალკე გაიზომება
შრომის ნაყოფიერების ფიქსირებული და სტრუქტურული ძვრების ინდექსით.

ფიქსირებული ინდექსით ვადგენთ საერთო შრომის ნაყოფიერებაზე თითოეულ დარგში


∑ u 1T 1
/∑ u 0 T 1
შრომის ნაყოფიერების ცვლილებების გავლენას.მისი ფორმულაა: ∑T 1
J=
∑T 1
სტრუქტურული ძვრების ინდექსით ვადგენთ საერთო შრომის ნაყოფიერებაზე დასაქმების
∑T 1u0
/∑ T 0 u 0
დარგობრივი სტრუქტურის ცვლილების გავლენას.მისი ფორმულაა: ∑T 1
J=
∑T 0
მშპ-ს ინდექსი დასაქმების და შრომის ნაყოფიერების ინდექსების ნამრავლის ტოლია.

თემა 2 ( ძირითადი კაპიტალის სტატისტიკა )


1.ეროვნული სიმდიდრის ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრა
ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ობიექტური და სრული შეფასება , მისი სტრუქტურისა და
დინამიკის შესწავლა სტატისტიკის ამოცანად გვევლინება ,ვინაიდან ეს მონაცემები
აუცილებელია სახელმწიფო მართვის ორგანოებისთვის , რათა განახორციელონ
ეკონომიკურად განვითარების ანალიზი , ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება ,
გადაწყვეტილებების ანალიზი , რესურსების გადანაწილების გადააწყვეტილება.

ეროვნული სიმდიდრის კონცეფცია :

ეროვნული სიმდიდრე - ეს არის მოცემული ქვეყნის რეზიდენტი ინსტიტუციური


ერთეულების კაპიტალის წმინდა ღირებულებათა ჯამი რაიმე თარიღისათვის.

კაპიტალი წმინდა ღირებულება - ესაა ინტიტუციური ერთეულის ყველა ეკონომიკური


აქტივის ღირებულებასა და მათ ფინანსურ ვალდებულებათა სიდიდეს შორის სხვაობა.

მთლიანად ეკონომიკისათვის ეროვნული სიმდიდრე უდრის არაფინანსური აქტივების


ღირებულებას დამატებული წმინდა ფინანსური მოთხოვნები დანარჩენ მსოფლიოსთან.

ეროვნული სიმდიდრის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა გვქონდეს საზღვარგარეთის


ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების სალდო , ვინაიდან ქვეყნის შიგნით არსებული
ვალდებულებები და აქტივები ერთმანეთს გადაფარავენ.

ეროვნულ სიმდიდრეში ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ის აქტივები ,რომლებზეც


კონკრეტულ სამეურნეო სუბიექტებს შეუძლიათ გაავრცელონ საკუთრების უფლება.

ეროვნულ სიმდიდრეს არ მიეკუთვნება მოძიებული ბუნებრივი რესურსები , რომლებიც ამა


თუ იმ მიზეზის გამო არ იყო ჩართული ეკონომიკურ პროცესში , არ წარმოადგენს
კონკრეტული ინსტიტუციური ერთეულების საკუთრებას.

აქტივის შეფასება უნდა მოხდეს არსებულ საბაზრო ფასებში.

სალდო - საბუღალტრო აღრიცხვაში გულისხმობს საბუღალტრო ანგარიშის ნაშთს და


წარმოადგენს დებეტისა და კრედიტის ანგარიშების ჩანაწერების სხვაობას.

2.აქტივების კლასიფიკაცია ეროვნულ სიმდიდრეში


ეკონომიკური აქტივები - ეს არის ღირებულების მქონე ობიექტები , რომლებიც
ინსტიტუციური ერთეულების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ვრცელდება
საკუთრების უფლება და რომელთა ფლობით , გარკვეული პერიოდის განმავლობაში
შესაძლებელია ეკონომიკური სარგებლის მიღება.

აქტივებს არ მიეკუთვნება ადამიანური კაპიტალი , ბუნებრივი აქტივები , გარანტიის ტიპის


პირობითი აქტივები.

აქტივები იყოფა ორ ჯგუფად - ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებად :

არაფინანსური აქტივები :

წარმოებული აქტივები
 ძირითდი კაპიტალი (შენობა-ნაგებობები ; მანქანები ; მოწყობილობები ,ბიოლოგიური
რესურსები ; ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტები)
 მატერიალური საბრუნავი კაპიტალის მარაგები
 ფასეულობანი
არაწარმოებული აქტივები:
 ბუნებრივი რესურსები (მიწა, ბუნებრივი რესურსები)
 კონტრაქტები , იჯარის ხელშეკრულებები და ლიცენზიები
 გუდვილი და მარკეტინგული აქტივები

ფინანსური აქტივები :

 სესხები
 აქციები
 ფასიანი ქაღალდები
 ნაღდი ფული და დეპოზიტები

არაფინანსური აქტივები - ინსტიტუციური ერთეულების მფლობელობაში არსებული


ობიექტები , რომელტა ფლობას , შენახვასა და გამოყენებას მოაქვს რეალური ან პოტენციური
ეკონომიკური სარგებელი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.(წარმოებული და
არაწარმოებული აქტივები)

არაფინანსური წარმოებული აქტივები იქმნება საწარმოო პროცესის შედეგად : ძირითდი


კაპიტალი , მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგები და ფასეულობანი

3.ძირითადი კაპიტლაის განსაზღვრა დაა კლასიფიკაცია


ძირითადი კაპიტალი - ეს არის საწარმოო აქტივები ,რომლებიც გამოიყენება საწარმოო
პროცესში მრავალჯერადად ან მუდმივად ( ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში)

ძირითდი კაპიტალის ზოგიერთი მუხლი :

საცხოვრებელ შენობებს მიეკუთვენაბა - შენობები ,რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ


გამოიყენება საცხოვრებლად ბინების სახით.

სხვა შენობები და ნაგებობები - ეს არის არასაცხოვრებელი შენობები და ნაგებობები.

მანქანები და მოწყობილობები - ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდი სატრანსპორტო


საშუალებები...

შეიარაღების სისტემები - ეს არის სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მოწყობილობები .


(სამხედრო გემები , წყალქვეშა ნავები , ტანკები ...)

კულტივირებადი ბიოლოგიური რესურსები - სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი


ელემენტები , რაც მოიცავს ხეხილის ბაღებს , პირუტყვებს , ვენახებს .

ძირითადი კაპიტალი - სასარგებლო წიაღისეულის საძიებო ხარჯები , იმ ობიექტების


ღირებულებები ,რომლებიც შექმნილია ადამიანის შრომით და წარმოდგენილია
ინფორმაციის სახით ელექტროგამოთვლითი მანქანების პროგრამულ უზრუნვეყოფაში
(ლიტერატური , ხელოვნების და გასართობი ჟანრის ნაწარმოებების ორიგინალებისაგან)
4.ძირითადი კაპიტალის შეფასების სახეები
შესყიდვის დროისა და კაპიტალის მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია გამოვიყენოთ
შეფასების ოთხი მეთოდი :

 სრული თავდაპირველი ღირებულება


ძირითადი კაპიტალის ღირებულება მისი ამოქმედების დროს.(რაშიც შედის ძირითად
კაპიტალის შეძენაზე,დამზადებაზე,ტრანსპორტირებაზე არსებული ხარჯებიც)
 სრული აღდგენითი ღირებულება
ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ღირებულებას თანამედროვე პირობებში
(შექმნაზე და შეძენაზე გაწეილო ხარჯები მიმდინარე ფასებში)
 თავდაპირველი ღირებულება ცვეთის გამოკლებით
ანუ თავდაპირველი ნარჩენი ღირებულება = სრულ თავდაპირველ ღირებულებას -
ცვეთის ღირებულება + მოდერნიზაციისა და კაპიტალური რემონტის ხარჯები.
 აღდგენითი ღირებულება ცვეთის გამოკლებით
ანუ აღდგენითი ნარჩენი ღირებულება ახასიათებს კაპიტალის ფაქტიური ცვეთის
დონეს კვლავწარმოების ახალ პირობებში.( სრული აღდგენითი ღირებულება * ცვეთის
კოეფიციენტი)

5.ძირითადი კაპიტალის ბალანსი


ძირითადი კაპიტალის ღირებულება წლის ბოლოს გაიანგარიშება შემდეგი საბალანსო
სქემით : Fწლის ბოლოს = Fწლის დასაწყ. + Fშემოსული - Fგასული

ბალანსის მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ძირითადი გაპიტალის საშვალოწლიური


ღირებულების გაანგარიშება:

1.მარტივი საშუალო არითმეტიკული : F=¿)/2

2.საშუალო ქრონოლოგიური F=¿)/(n-1)

Fn -ძირითადი კაპიტალის საბალანსო ღირებულებაა მომდევნო წლის 1 იანვრისთვის

F1 , F2 , Fn-1 - ძირითადი კაპიტალის საბალანსო ღირებულებებია თითოეული თვის 1-ელი


რიცხვისთვის;

6.ძირითადი კაპიტალის ცვეთა


ამორტიზაციის ფონდი - პროდუქციის რეალიზაციის შედეგად საწარმოს უკან უბრუნდება
ძირითადი კაპიტალის ღირებულების ნაწილი , რომლის აკუმულირების შედეგად იქმნება
ამორტიზაციის ფონდი. (თანხების აკუმულირება ხდება ყოველწლიურად)

ამორტიზაციის წლიური ფონდი: D=( Cსრ.თავ. - Cნარჩ. + C კაპ.რემ + Cმოდერ.)/T

Cსრ.თავ. – ძირითადი კაპიტალის სტული თავდაპირველი ღირებულება;

Cნარჩ. – ნარჩენი(საცალო) ღირებულება;

C კაპ.რემ– კაპიტალის რემონტის ღირებულება;


Cმოდერ. –მოდერნიზაციის ღირებულება;

T - ძირითადი კაპიტალის სამსახურის ნორმატიული ვადა;

ამორტიზაციის წლიური ნორმა - არის ამორტიზაციის წლიური ფონდის ფარდობა


D
ძირითადი კაპიტალის სრულ ღირებულებასთან და მისი ფორმულაა : N= ∗100
C სრ .
7.ძირითადი კაპიტალის მოძრაობის , მდგომარეობისა და ვარგისიანობის მაჩვენებლები
ძირითადი კაპიტალის მოძროაბის აბსოლუტური მაჩვენებლებია : ძირითადი კაპიტალის
ღირებულება წლის დასაწყისსა და წლის ბოლოს , წლის განმავლობაში შემოსული და
გასული ძირითდი კაპიტალის ღირებულება.

ძირითდი კაპიტალის ღირებულება წლის ბოლოს გაიანგარიშება :

Fწლის ბოლოს = Fწლის დასაწყ. + Fშემოსული - Fგასული


ძირითადი კაპიტალის მოძრაობის შეფარდებითი მაჩვენებლებია :

1.შემოსავლის კოეფიციენტი - გაიანგარიშება შემოსული ძრითადი კაპიტალის ღირებულების


ფარდობით ძირითდი კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო წლის ბოლოს.

Kშემოსვლის=Fშემოსული/Fწლის ბოლოს*100
2.განახლების კოეფიციენტი - გაიანგარიშება შემოსული ახალი ძირითადი კაპიტალის
ღირებულების ფარდობით ძირითდი კაპიტალის ღირებულებასთან საანგარიშო წლის
ბოლოს . გვიჩვენებს განახლების დონეს.

Kგანახლების=Fშემოსული(ახალი)/Fწლის ბოლოს*100
3.გასვლის კოეფიციენტი - მოქმედებიდან გასული ძირითადი კაპიტალის ღირებულების
ფარდობით ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან სააგანრიშო წლის დასაწყისში .
გვიჩვენებს გასვლის ინტენსივობას.

Kგასვლის=Fგასული/Fწლის დასაწყ.*100
4.ლიკვიდაციის კოეფიციენტი - სიძველისა და ცვეთის გამო გასული ძირითადი კაპიტალის
ღირებულების ფარდობით ძირითდი კაპიტალის ღირბელებასთან საანგარიშო წლის
დასაწყისში .

Kლიკვიდაციის=Fგასული/Fწლის დასაწყ.*100
5. ლიკვიდირებული ძირითადი კაპიტალის ღირებულების ფარდობით შემოსული
ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან ანგარიშობენ ძირითადი კაპიტალის შეცვლის
ინტენსივობას.

ძირითადი კაპიტალის მდგომარეობა(ვარგისიანობა) შეისწავლება შემდეგი მაჩვენებლებით:


1.ცვეტის კოეფიციენტი - ახასიათებს ძირითადი კაპიტალის ხვედრით წილს,რომელიც
ახლადშექმნილ პროდუქციაზეა გადატანილი.

Kცვეთის = Fსრ.თავად – Fნარჩენ./Fსრ.თავდ. *100

ცვეთის აბსოლუტური თანხა = Fსრ.თავად – Fნარჩენ.

2.ვარგისიანობის კოეფიციენტი - ახასიათებს ძირითადი კაპიტალის ხვედრით წილს ,


რომელიც ჯერ არ არის გადატანილი ახლადშექმნილ პროდუქციაზე.

Kვარგისიანობის = Fნარჩენ./Fსრ.თავდ. *100

ცვეთასა და ვარგისიანობის შორის ურთიერთკავშირი : Kცვეთის +K ვარგისიანობის=


1(100%)
8.ძირითადი კაპიტალის გამოყენების მაჩვენებლები
სტატისტიკაში ძირითადი კაპიტალის გამოყენებას სწავლობენ შემდეგი მაჩვენებლების
საშუალებით:

1.კაპიტალუკუგება - წარმოებული პროდუქციის მოცულობას ძირითადი კაპიტალის 1


Q
ფულად ერთეულზე: R F=
F

Q - წარმოებული პროდუქციის ღირებულება;


F−¿ძირითადი კაპიტალის საშუალო ღირებულება;
2.კაპიტალტევადობა - გვიჩვენებს ძირითადი კაპიტალის მოცულობას წარმოებული
F
პროდუქციის 1 ლარზე : RQ¿
Q
3.კაპიტალშეიარაღება - გვიჩვენებს ძირითადი კაპიტალის მოცულობას 1 მომუშავეზე:

F
R L=
L
L- სამუშაო ძალის საშუალო რაოდენობა

F - ძირითადი კაპიტალის საშუალო ღირებულება

შრომის მწარმოებლურობა : RF * RL=W

9.ძირითადი კაპიტალის დინამიკის მაჩვენებლები


10.საბრუნავი კაპიტალის განსაზღვრა და კლასიფიკაცია
საბრუნავი კაპიტალი საწარმოო პროცესში ერთჯერადად მონაწილეობს და მთელი
ღირებულება გადააქვს შექმნილ პროდუქციაზე. მის შემადგენლობაში შედის :
მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგებია - საქონელი ,რომელიც შექმნილია
მიმდინარე ან წინა წლის პერიოდში და ინახება გასაყიდად , ან ამთი გამოყენება წარმოებაში
მოგვიანებითაა გათვალისწინებული . ( მასალები და ნედლეულის მარაგები , მზა
პროდუქცია,დაუმთავრებელი წარმოება)

ნედლეული და მასალები - მოიცავს სათბობს , ინსტრუმენტებს , შესაფუთ მასალას ,


საქონელს ,რომლებსაც მათი მფლობელი გამოიყენებს შუალედური მოხმარებისტვის .

ხელმეორედ გასაყიდი საქონელი - წარმოადგენს საბითუმო ან საცალო სავაჭრო


ორგანიზაციაში არსებული და გასაყიდად განკუთვნილი საქონლის ღირებულებას.

სამხედრო დანიშნულების მატერიალური საბრუნავ საშუალებას - მიეკუთვნება ერთჯერადი


გამოყენების ობიექტები , ტყვიები ,საბრძოლო მასალა , ბომბები .

მზა პროდუქცია - საქონელი ,რომელიც მზადაა გასაყიდად.

დაუმთავრებელი წარმოება - საქონელი ან მომსახურებ ,რომელთა წარმოება


დაწყებულია ,მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი და გაგრძელდება იმავე მწარმოებლის
მიერ მომავალში.

11.საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისა და გამოყენების მაჩვენებლები


საბრუნავი კაპიტალით საწარმოო პროცესის უზრუნველყოფისა და ეფექტური გამოყენების
მიზნით გამოიყენება მაჩვენებლები:

1.მარაგებით უზრუნველყოფის მაჩვენბელები დღეებში - ფაქტიური მარაგების ფარდობა


მარაგების საშუალოდღიურ მოვულობასთან.

Kუზრუნვ.=Sფაქტიური/Sდღიური

2.ბრუნვადობის კოეფიციენტი - ახასიათებს საბრუნავი კაპიტალის საშუალო ნაშთის


ბრუნვათა რიცხვს და გაიანგარიშება რეალიზებული პროდუქციის მოცულობის ფარდობით
საბრუნავი კაპიტალის საშუალო ნაშთთან.

Kდატვირთვის=Qრეალიზ/ S
3.დატვირთვის კოეფიციენტი - 1ლარის რეალიზებული პროდუქციის წარმოებისთვის
საჭირო საბრუნავი კაპიტალის ღირებულებას .

Kდატვირთვის= S/Qრეალიზ
4.ბრუნვადობა დღეებში ანუ ერთი ბრუნვის საშუალო ხანგძლივობა - გვიჩვენებს
დროს კალენდარულ დღეებში , რომელიც საჭიროა საბრუნავი კაპიტალის
ერთჯერადი ამობრუნებისთვის. კალენდარულ დღეთა რიცხვი იყოფა ბრუნვადობის
კოეფიზიენტზე .

t=D/K ბრუნვადობის ან t=D*Kდატვირთვის


თემა 3 ( ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა )
1.მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და წმინდა შიდა პროდუქტი (წშპ)
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის შედეგების
დახასიათებისთვის გამოიყენება.

მშპ - ს რაოდენობრივ მონაცემებში ასახულია მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ


ტერიტორიაზე დროის გარკვეულ პერიოდში ყველა კომერციული ფირმის , არაკომერციული
ინსტიტუციის , სახელმწიფო მართვის ორგანოსა და შინეამურნეობის მიერ წარმოებული
საქონლისა და მომსახურების გამოშვება განმეორებითი აღრიცხვის გარეშე.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) - ლოგიკურად თანმიმდევრულ , ინტეგრირებულ


მაკროეკონომიკურ ანგარიშთა , ბალანსებისა და ცხრილების სისტემას , რომელიც ეფუძნება
საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს , განმარტებებს , კლასიფიკაციებსა და
აღრიცხვის წესებს.

ეკონომიკაში თითოეული ფირმის წვლილი უნდა შეფასდეს დამატებული ღირეებულებების


მიხედვით , რადგან დამატებული ღირებულება წარმოადგენს ნამატს ფირმის დანახარჯების
ნაკადზე , ანუ საწარმოო მოხმარებაზე.

დამატებული ღირებულება = ფირმის გამოშვების ღირებულება - საქონლისა და


მომსახურების ღირებულება ( რაც მის წარმოებაზე დაიხარჯა მოცემული პერიოდის
განმავლობაში )

შუალედური მოხმარება - საქონელი და მომსახურება ,რომელიც მოცემული პერიოდის


განმავლობაში იხარჯება წარმოების პროცესში.( შუალედური მოხმარების გამორიცხვით
თავიდან ვიცილებთ განმეორებას)

მშპ = ∑ დამატებული ღირებულება

მშპ = ∑ გამოშვებები - ∑ შუალედური მოხმარებები

მშპ , ეს არის პროდუქტი (ყველა საქონელი და მომსახურება) ,რომელიც გამოიყენება


საბოლოო მოხმარების , დაგროვებისა და ექსპორტისთვის.( არ შედის შუალედური საქონელი
და მომსახურება)

შიდა - წარმოებულია ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე.

მთლიანი - მშპს-ის გაანგარიშებისას მისი ღირებულებიდან არ გამოირიცხება ძირითადი


კაპიტალის მოხმარება.

წმინდა შიდა პროდუქტი (წშპ) – ( ძირითადი კაპიტალის შეფასება აღდგენითი ღირებულების


მიხედვით )

საქართველოში ეკონომიკური ოპერაციები აღირიცხება მათი განხორციელების


მომენტისატვის არსებულ მიმდინარე საბაზრო ფასებში(დარიცხვის მეთოდით) ;
შუალედური მოხმარებ - მყიდველის ფასებში ; პროდუქციის გამოშვების შეფასება - საბაზისო
ფასებში ;
საბაზისო ფასი - თანხა , რომელსაც მწარმოებელი იღებს წარმოებული პროდუქციის , მისი
წარმოების ან გაყიდვის გამო ყველა სახის გადასახადის გამოკლებით და სუბსიდიის
დამატებით.

სუბსიდია - დახმარება ; (ფულადი ან ნივთიერი დახმარება)

მყიდველის ფასი - თანხა , რომელსაც იხდის მყიდველი მოცემულ დოსა და ადგილზე


პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ.

2.მშპ-ის გაანგარიშების მეთოდები


საწარმოს , დარგისა და სექტორის დონეზე მშპ-ს შეესაბამება მაჩვენებელი მთლიანი
დამატებული ღირებულება (მდღ)

საგარეო ვაჭრობის გათვალისწინებით , მშპ შეიძლება გავიანგარიშოთ კვლავწარმოების


ციკლის ყოველ სტადიაზე:

 წარმოების
 შრმოსავლების (განაწილების)
 საბოლოო გამოყენების (დანახარჯების)

წარმოების მეთოდით მშპ-ის გაანგარიშება სხვადასხვა ხერხი არის შესაძლებელი :

1.მშპ საბაზრო ფასებში = საქონლისა და მომსახურების მთლიანი გამოშვება საბაზისო


ფასებში - შუალედური მოხმარების საერთო ღირებულება + გადასახადები პროდუქციაზე -
სუბსიდიები პროდუქციაზე.

2.მშპ საბაზრო ფასებში = მთლიანი დამატებული ღირებულების (მდღ) ჯამს საქმიანობის


სახეების მიხედვით საბაზრო ფასებში. (ე.ი მოიცავს წმინდა გადასახადებს
პროდუქციაზე(გადასახადები-სუბსიდიები).

3.მშპ საბაზრო ფასებში = ეკონომიკის სექტორებში მდღ-ების ჯამი.

შემოსავლების (განაწილების) მეთოდი გამოიყენება მშპ-ის განაწილების სტადიაზე.


(პირველადი შემოსავლების ჯამი ანუ დაქირავებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურება ,
წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე ; მთლიანი საოპერაციო მოგება ; მთლიანი
შერეული შემოსავლები)

საბოლოო გამოყენების (დანახარჯების) მეთოდით მშპ გაიანგარიშება როგორც საბოლოო


მოხმარებისა და მთლიანი დაზოგვის ჯამი ექსპორტ-იმპორტის სალდოს გათვალისწინებით.

სალდო - საბუღალტრო ანგარიშის ნაშთი და წარმოადგენს დებეტისა და კრედიტის


ანგარიშების ჩანაწერების სხვაობას.

3.მშპ - ის გაანაგრიშება მუდმივ ფასებში


მიმდინარე ფასებში = ნომინალური მშპ
მშპს ფიზიკური მოცულობის დინამიკის შესწავლისთვის საჭიროა ფასების ფაქტორის
ელიმინირება(გამოსახავენ საბაზისოდ მიჩნეულ რომელიმე ფასში და ამ მიზნით იყენებენ
მშპ-ის დეფლატორს)

მშპ - ის გაანგარიშები მეთოდები:

 პირდაპირი გაანგარიშების მეთოდი


წარმოებული ან მოხმარებული საქონლისა და მომახურების რაოდენობის ნამრავლი
მის საბაზისო ფასებში და მიიღება მიმდინარე პერიოდის გამოშვებოს მოცულობა
მუდმივ ფასებში - q1p0=q1*p0 ( როცა პროდუქცია საკმაოდ ერთგვაროვანია )
 დეფლირების მეთოდი
წარმოებული ან მოხმარებული საქონლისა და მომახურების რაოდენობას მიმდინარე
ფასებში ყოფენ შესაბამისი ფასების ინდექსზე - ∑p1q1 : Ip= ∑p0q1 ( პროდუქციის
მიმდინარე მოცულობის გამოსახვა მიმდინარე ფასებში )
 ექსტრაპოლაციის მეთოდი
საბაზისო პროდუქციის მოცულობა შესადარ ფასებში მრვალდება პროდუქციის
ფიზიკური მოცულობის ინდექსზე - ∑p0q0 * Iq = ∑p0q1
 ორმაგი დეფლირების მეთოდი
მთლიან გმოშვებას - შუალედური მოხმარბა მუდმივ ფასებში

4.ეროვნული შემოსავალი
ეროვნული შემოსავალი - მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებული პირველადი
შემოსავლების ჯამი. ( შრომის ანაზღაურება , მოგება , შერეული შემოსავალი , შემოსავლები
საკუთრებიდან)

უბრალოდ გადასაკითხი თეორია ( გვ 45 )

მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ) (ინგლ. Gross National Product, GNP)


— ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწოდებული შრომითა და ქონებით ერთ წელიწადში
წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება

5.ეკონომიკის მთლიანი საოპერაციო მოგება და შერეული შემოსავლები


ეკონომიკის მთლიანი საოპერაციო მოგება (ემსგ) - ყველა დარგისა ან სექტორის მოგებათა
ჯამის ტოლია.( დამატებული ღირებულების ის ნაწილი ,რომელიც რჩება მწარმოებელს
ხარჯების დაფარვის შემდეგ )

ეკონომიკის წმინდა საოპერაციო მოგება (ეწსმ) ეას-ში არის მაკროეკონომიკური მოგების


მაჩვენებელი , რომელიც გაიანგარიშება როგორც სხვაობა ეკონომიკის მთლიან მოგებასა და
ძირითადი კაპიტალის მოხმარებას შორის.

შინამეურნეობების არაკორპორირებული საწარმოებისთვის ,სადაც შეიძლება ადგილი


ჰქონდეს აუნაზღაურებელ შრომას , მოგება იცვლება შერეული შემოსავლებით ( როგორც
მეწარმის ხარჯები ისე მოგება )
6.განკარგვადი შემოსავალი
შემოსავალების განაწილებისა და გადანაწილების შედეგად წარმოიქმნება ეროვნული
განკარგვადი შემოსავალი, რომელიც განსხვავდება ეროვნული შემოსავლისაგან
საზღვარგარეთიდან მიღებული და საზღვარგარეთ გადაცემული მიმდინარე ტრასნფერტების
სალდოთი . ( ასეთი ტრანსფერტებია : ჰუმანიტარული დახმარება , გადასახადებ
შემოსავლებზე , საჩუქრები საზღვარგარეთიდან მუდმივად მცხოვრები ნათესავებისგან.

მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი (მეგშ) - მშპ საბაზრო ფასებში +/- წმინდა
სალდო ეროვნულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის შემდეგი ელემენტების მიხ :
შრომის ანაზღაურება ; გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე ; შემოსავლები
საკუთრებიდან და სამეწარმეო საქმიაობიდან და ა.შ

წმინდა ეროვნული განკარგვადი შემოსავალი ( წეგშ)

7.ეროვნული დანაზოგი
ეროვნული საბოლოო მოხმარება - შინამეურნეობების , სახელმწიფო მართვის ორგანოებისა
და შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების ხარჯები საბოლოო
მოხმარებაზე.

ეროვნული დანაზოგი - განკარგვადი შემოსავლის ის ნაწილი , რომელიც არ არის


დახარჯული საბოლოო მოხმარებაზე და შეიძლება მიმართულ იქნეს დაგროვების
დაფინანსებისათვის.

დნაზოგი და კაპიტალური ტრანსფერტები ერთობლიობაში ქმნიან ეროვნული დაფინანსების


წყაროებს ინვესტიციებისათვის , რომლებიც შეიძლება იყოს :

1.ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება ;

2. მატერიეული საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება ;

3.ფასეულებების წმინდა შეძენა ;

4.არაწარმოებული აქტივების წმინდა შეძენა ;

მთლიანი დაგროვება (პირველი სამი) მოიცავს საწარმოო აქტივების წმინდა შეძენას


ძირითადი კაპიტალის , საბრუნავი კაპიტალისა და ფასეულობების დაგროვების მიზნით.

ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვება წარმოადეგნს რეზიდენტი ერთეულების მიერ


განხორციელებულ დაბანდებას შემდეგი მიმართულებებით :

 ძირითადი კაპიტალის შეძენა ;


 დანახარჯები არაწარმოებული აქტივების გაუმჯობესებაზე ;
 არაწარმოებულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული
დანახარჯები;
მატერიალური საბრუნავი საშუალებების მარაგების ცვლილება მოიცავს : ნედლეულსა და
მასალებს ; დაუმთავრებელ წარმოებას ; მზა პროდუქციასა და საქონელს ხელახალი
გადაყიდვისთვის , სამხედრო დანიშნულების მატერიალურ საბრუნავ საშუალებებს.

8.წმინდა დაკრედიტება და წმინდა სესხება


წმინდა დაკრედიტება - მოცემული ქვეყნის რეზიდენტების ფინანსური აქტივების
გადამეტებაა მოცემული ქვეყნის რეზიდენტების ფინანსური ვალდებულებების ჯამზე.

წმინდა სესხება - მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული


რესურსების მოცულაბა. ( წმინდა დაკრედიტების საპირისპიროა)

თემა 6 (ცხოვრების დონის სტატისტიკა)


1.მოსახლეობის ცხოვრების დონე , როგორც სტატისტიკის შესწავლის ობიექტი
მოსახლეობის ცხოვრების დონე წარმოადგენს უმნიშვენლოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ
კატეგორიას.

ცხოვრების დონე განისაზღვრება იმ საქონლისა და მომსახურების ერთობლიობით ,


რომელსაც ფლობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი.(ცხოვრების დონე გულისხმობს , როგორც
მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების მოცულობას , ასევე მათზე ადამიანის
მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხს)

ფართო გაგებით მოსახლეობის ცხოვრების დონე მოიცავს ცხოვრების პირობებს , შრომას ,


ყოფას , დასაქმებას , დასვენებას და განათლებას. ცხოვრების დონეზე მოქმედებს ყველა
მოვლენა თუ პროცესი , რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში.

დღეისათვის ცხოვრების დონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს


შინამეურნეობების შემოსავლები , რომლებიც განსაზღვრავენ მათ შესაძლებლობებს
შეიძინონ საქონლის , მომსახურების და აქტივების გარკვეული მოცულობა.

ცხოვრების დონე შეიძლება შესწავლილი იქნეს სხვადასხვა ჭრილში:

1. მთელი მოსახლეობის მიხედვით;


2. ქალაქისა და სოფლის მიხედვით;
3. რეგიონების მიხედვით;
4. სოციალური ჯგუფების მიხედვით;
5. შინამეურნეობები შემოსავლების სხვადასხვა დონის მიხედვით;
6. შინამეორნეობები მათში დასაქმებულთა რიცხვის მიხედვით.
ცხოვრების დონის სტატისტიკის წინაში არსებული ამოცანების გადაწყვეტას სტატისტიკა
ახდენს მაჩვენებელთა სისტემის დახმარებით.

ცხოვრების დონის ძირითად განმაზოგადებელ მაჩვენებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს


ეკონომიკის მდგომარეობის მახასიათებლები , როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის
მოცულობა, მთლიანი ეროვნული შემოსავლის, წმინდა ეროვნული შემოსავლის და წმინდა
ეროვნული განკარგვადი შემოსავლის მოცულობა , როგროც აბსოლუტურ გამოსახულებაში,
ისე ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით.

Q - მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები მოცემული


წლისათვის

S - მოსახლეობის საშუალო როცხოვნობა ამავე წლისათვის

X - ერთ მცხოვრებზე მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული შემოსავლის მოცულობა

X = Q/S

ცხოვრების დონის მახასიათებლად გამოიყენება აგრეთვე რეალური ხელფასის ინდექსი ან


თვით რეალური ხელფასი , რომელიც მიიღება ნომინალური ხელფასის გაყოფით
სამომხმარებლო ფასების ინდექსზე.

თანამედროვე პირობებში ცხოვრების დონის ამსახველ ერთ-ერთ განმაზოგადებელ


მაჩვენებლად მიჩნეულია სამომხმარებლო ფასების ინდექსი.(გაიანგარიშება , როგორც ორი
პერიოდის ფასების საშუალო დონის თანაფარდობა საქონლისა და მომსახურების
ფიქსირებული კალათის მიხედვით , რომელსაც შეიძენს ქალაქის მოსახლეობა)

სამომხმარებლო ფასების ინდექსი :


2.ჰუმანური განვითარების ინდექსი და მისი ძირითადი კომპონენტები ; ჰუმანურ
განვითარების ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის სპეციალისტების ჯგუფის
მიერ 1998წ , შემოთავაზებული იქნა ცხოვრების დონის ერთიანი აგრეგირებული
მაჩვენებელი - ,,ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი“ , რომელსაც კიდევ
უწოდებენ ჰუმანური განვითარების ინდექსს (ჰგი) .

ჰგი წარმოადგენს სამი ინდექსის საშუალო არითმეტიკულს , რომლებიც ასევე ასახავენ


ცხოვრების დონის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს , როგორიცაა:

1. სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგძლივობა ახლად დაბადენულისათვის ;


2. მოსახლეობის განათლების მიღწეული დონე ;
3. მშპ მოცულობა ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით , გამოსახული აშშ დოლარებში ;

თითოეული კომპონენტის ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

ჰგი-ის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია :

¿−20
1. სიცოცხლის ხანგძლივობის ინდექსი (LEI) =
63.2
LE - სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგძლივობაა ახალშობილთათვის თუ მათი
სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება დაბადებისას არსებული
ასაკობრივი მოკვდაობის ტენდეციები;

2. განათლების ინდექსი (EI) =


√ MYSI∗EYSI
0.951
MYS
2.1 სწავლის საშუალო ხალგძლივობის ინდექსი (MYSI) =
13.2
MYSI - 25წლის და ზევით ასაკის მოსახლეობის მიერ მთელი სიცოცხლის
განმავლობაში მიღებული განათლების ხანგძლივობაა განათლების თითოეული
საფეხურის თეორიული ხანგძლივობის გათვალისწინებით (წლებით);
EYS
2.2 სწავლის მოსალოდნელი ხანგძლივობის ინდექსი (EYSI) =
20.6
EYSI - სასკოლო ასაკის ბავშვის სწავლის მოსალოდნელი ხანგძლივობა, თუ მისი
სიცოცხლის მანძილზე შენარჩუნდება განათლების მიღების მიმდინარე ტენდეციები;
¿ ( GNpc ) −¿(163)
3. შემოსავლების ინდექსი (II) =
¿ ( 108211)−¿ (163)
GHIpc - ქვეყნის მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე
მსყიდველთუნარიოანობის პარიტეტების, აშშ დოლარი.

საბოლოო სახით კი ,ჰგი შემდეგი სახით ჩაიწერება : HDI = √


3
LEI∗EI∗II
ცხოვრების დონის მახასიათებელ მაჩვენებელთა სისტემა , გაეროს მიერ შემოუშავებული :

1. შობადობა , მოკვდაობა და სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლები ;


2. ცხოვრბეის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ;
3. სასურსათო საქონლის მოხმარება ;
4. საბინაო პირობები ;
5. განათლება და კულტურა ;
6. შრომისა და დასაქმების პირობები ;
7. მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები ;
8. ცხოვრების ღირებულება და სამომხმარებლოს ფასები ;
9. სატრანსპორტო საშუალებები ;
10. დასვენების ორგანიზაცია ;
11. სოციალური უზრუნველყოფა ;
12. ადამიანის თავისუფლება ;

3.შინამეორნეობების სტატისტიკური შესწავლა ; მოსახლეობის შემოსავლებისა და


დანახარჯების სტატისტიკური მაჩვენებლები
მოსახლების შემოსავლების სტატისტიკა ახასიათებს შემოსავლების აბსოლუტურ
მოცულობას , შემოსავლების დონეს , დინამიკას და სტრუქტურას.

შემოსავლების აბსოლუტური მოცულობა ან მთლიანი შემოსავლები წარმოადგენს


საქართველოს მოსახლეობის მიერ ფულად ერთეულებში გამოხატულ შემოსავლების
მთლიან თანხას. ( გამოთვლება საშუალოდ თვეში , კვარტალში ან წლის განმავლობაში ,
მოსახლეობის მთლიანი შემოსავლები ფულად და არაფულად შემოსავლებად იყოფა)

შემოსავალი ესაა მაქსიმალური თანხა , რომელიც შეიძლება დაიხარჯოს მოხმარებაზე


გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ პირობით , რომ სამეურნეო სუბიექტის აქტივები
ამავე პერიოდში არ შემცირდება.

მოსახლეობის შემოსავლების დონეს გვიხასიათებს შემოსავლების მოცულობა ერთ


მცხოვრებზე და/ან ერთ შიანმეურნეობაზე გაანგარიშებით , ლარებში.

( ამ მიზნით შემოსავლის მოცულობა ერთ შემთხვევაში გაიყოფა მოსახლეობის


საშუალოწლიურ რიცხვზე , მეორე შემთხვევაში შინამეურნეობის რიცხვზე.)

მოსახლეობის შემოსავლებს და ცხოვრების დონეს ახასიათებენ შემდეგი სტატისტიკური


მაჩვენებლებით:

 ნომინალური შემოსავლები - ფაქტობრივად დარიცხული შემოსავლები.


 რეალური შემოსავლები - საბოლოო შემოსავლები , რითაც შესაძლებელია საქონლისა
და მომსახურების შეძენა.
 საშუალო ნომინალური ხელფასი - გაიანგარიშება დარიცხული ხელფასის ფონდის
შეფარდებით დასაქმებულთა საშუალო რიცხვთან.(თვე , კვარტალი ,ნახევარ
წელი,მთელი წელი)
 საშუალო რეალური ხელფასი - გაიანგარიშება საშუალო ნომინალური ხელფასის
სამომხმარებლო ფასების ინდექსზე გაყოფით.
 საშუალო რეალური ხელფასის მსყიდველთუნარიანობის უნარი
 მინიმალური შემოსავალი
 მინიმალური პენსია
 სტიპენდია

ნომინალურ ხელფასს-გადასახადები და სავალდებულო გადასსახადები = განკარგვად ,


საბოლოო შემოსავლებს

ნომინალური და რეალური შემოსავლების დონე , გაინგარიშება მათი მოცულობა ერთ


მცხოვრებზე ან ერთ შინამეურნეობაზე , რისთვისაც შესაბამისი მაჩვენებლები მოცემული
წლისათვის გაიყოფა მოსახლეობის საშუალოწლიურ რიცხვზე ან/და შინამეურნეობის
რიცხვზე.

საშუალო ნომინალური ხელფასი და საშუალო რეალური ხელფასი - გაიანგარიშება


ეკონომიკის დარგები , რეგიონების და ქვეყნის მასშტაბით ,როგორც მთლიანად ისე კაცებისა
და ქალების მიხედვით.

მოსახლობის მოხმარების სტატისტიკის ამოცანებია მოსახლეობის მოხმარების აბსოლუტური


მოცულობის , დონის , დინამიკის და სტრუქტურის შესწავლა .

მოსახლების მოხმარების აბსოლუტური მოცულობა წარმოადგენს მოსახლეობის მიერ


გაწეული ხარჯების მთლიან მოცულობას , გამოსახულს ფულად ერთეულებში. მოხმარება კი
მოიცავს საქონლისა და მომსახურების შეძენას.

მოსახლეობის მოხმარების დონე = ხარჯების მოცულობა/საშუალოწლიურ რიცხვზე ან


შენამეურნეობის რიცხვზე (გამოიანგარიშება თვეები , კვარტელბის , ქალაქისა და სოფლის
ჭრილში)

4.მოსახლეობის დიფერენციაციის მაჩვენებლები ცხოვრების დონის მიხედვით ; კ.ჯინის


კოეფიციენტის გამოყენება
მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით განაწილების დასახასიათებლად გამოიყენება რიგი
მაჩვენებლები,როგორიცაა:

 მოსახლეობის შემოსავლების განაწილება დეცილური ჯგუფების მიხედვით


მოსახლეობის დაყოფა 10ჯგუფად , პირველ ჯგუფში -დაბალი შემოსავლების მქონე ,
მეათე ჯგუფში - მაღალი შემოსავლების მქონე.
 მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი გვიჩვენებს
რამდენჯერ აღემატება ყველაზე მდიდარე მოსახლეობის 10%ის მინიმალური
შემოსავლები ყველაზე ღარიბი 10%ის მაქსიმალურ შემოსავლებს. Kd=d9/d1
d9 და d1 მეცხე და პირველი დეცილი
 ფონდების კოეფიციენტი გვიჩვენებს რამდენჯერ აღემატება ყველაზე მაღალი
შემოსავლების მქონე მოსახლეობის 10%ის საშუალოსულადობრივი შემოსავალი
თვეში ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონდე 10%ის ანალოგიურ მაჩვენებელს .
d 10
K= , სადაც d1 და d10 სულადობრივი შემოსავალია თვეში . დეცილური ჯგუდის
d1
D
საშუალო შემოსავალი d́= , სადაც D - დეცილური ჯგუფის მთლიანი შემოსავალია,

ხოლო S - ჯგუფის რიცხოვნობა.

მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაციის დასახასიათებლად ერთ-ერთი მაჩვენებელია


ჯინის კოეფიციენტი. (ახასიათებს უთანაბრობას მოსახლეობის შემოსავლების და
დანახარჯების განაწილებაში , მისი სიდიდე მერყეობს 0იდან 1მდე)

ჯინის კოეფიციენტის მიხედვით ქვეყნები იყოფა სამ ჯგუფად :

̶ სოციალური თანასწორობის მაღალი დონე , კოეფიციენტი < 0,33


̶ სოციალური თანასწორობის საშუალო დონე , კოეფიციენტი მერყეობს 0,33-0,41
̶ სოციალური უთანასწორობის მაღალი დონე , კოეფიციენტი > 0,5

მოსახლეობის შემოსავლების დონის დიფერენციაციას ახასიათებენ მოდით და მედიანით.


მოდა - შემოსავლების ყველაზე გავრცელებული დონე , მედიანა - შუა .

5.სამომხმარებლო კალათის გაანგარიშების მეთოდიკა


სამომხმარებლო კალათა შედგება იმ სასურსათო და არასასურსათო საქონლისა და
მომსახურების ღირებულებისაგან ,რომელიც საჭიროა ადამიანის მინიმალური
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საარსებო მინიმუმი - შემოსავლების ის დონე , რომელიც უზრუნველყოფს იმ მინიმალური


დოვლათის და მომსახურების შეძენას , რაც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობის და
სიცოცხლის შენარჩუნებისათის.(მოიცავს გადასახადებს ,სავალდებულო გადასახდელებს და
სამომხმარებლო კალათის ღირებულებას)

სამომხმარებლო კალათა გაიანგარიშება მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით.


ამისათის,საჭიროა ჯერ განისაზღვროს მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება.
(მინიმალური სასურსათო კალათა / 0,7)

მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული


ნორმატიურლი კალათა , რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის (15-65) მამაკაცის
ნორმალური სიცოცხლის და საკვების რაოდენობას.

საარსებო მინიმუმი გაინგარიშება:


1. საშუალოდ ერთ მომხმარებელზე ;
2. შრომისუნარიან მამაკაზე ;
3. პენსიონერზე ;
4. ბავშვზე ;
5. საშუალო ოჯახზე ;
6. ერთსულიან ,ორსულიან და .. მეტსულიან ოჯახზე.

სასურსათო მინიმუმი (კალათი) გულისხმობს იმ კვების პროდუქტების ნაკრებს , რაც


შესაბამისია მოხმარების ფიზიოლოგიურ ნორმების , მათი კალორიულობისა და საბაზრო
ფასების მიხედვით , მინიმალურად მაინც საჭიროა ადამიანის ფიზიკური არსებობის
შესანარჩუნებლად.(გაიანგარიშება ნორმატიული(მოხმარების მინიმალური ნორმები) და
სტატისტიკური(მოხმარების ფაქტობრივ დონეს) მეთოდებით).

საარსებო მინიმუმი = სამომხმარებლო კალათაში შემოსავალი პროდუქციის ცალკეული


სახეების გადამრავლებით მათ ფასზე.

6.სიღარიბის სტატსიტიკური შესწავლა ; სიღარიბის დონი , სიღრმის და სიმწვავის


სტატისტიკური მაჩვენებლები.
სიღარიბე არის შემოსავლების უკმარისობა ადამიანის მატერიალური და სულიერი
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სტატისტიკაში განასხვავებენ სიღარიბის აბსოლუტურ და ფარდობით ზღვრებს .


აბსოლუტუტი - საარსებო მინიმუმი , შრომინურარიანი ასაკი (15დან 65 წლამდე).

მათ მიმართ გამოითლება სტატისტიკური მაჩვენებლები , როგორიცაა:

 სიღარიბის დონე - სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანები . გვიჩვენებს ხვედრით წილს


მთელ მოსახლეობაში : H=q/n*100 , სადაც q-ღარიბების რიცხოვნობა და n -
მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა .
 სიღარიბის სიღრმე - რამდენად ნაკლებია ღარიბი მოსახლეობის მოხმარება საარსებო
q

მინიმუმთან შედარებით.
∑ (Z−Yi) , სადაც Z-სიღარიბის ზღვარი Yi-ღარიბი
P 1= i=1
nZ
მოსახლეობის i-ური წევრის მოხმარების მოცულობა. nZ-მთელი მოსახლეობის
სიღარიბის ზღვრის დონის შესაბამის ჯამურ მოხმარებას. მოხმარება საარსებო
მინიმუმის პირობებში .
 სიღარიბის სიმწვავე - გვიხასიათებს ღარიბთა მოხმარებაში არსებულ
დიფერენციაციას , ე.ი ვარიაციას პროცენტებში.

თანაცხოვრების ეფექტი - ხარჯები , რომლებიც ოჯახის სულადობის ზრდის კვალობაზე


ნაწილდება ოჯახის წევრებზე და ერთსულიან ოჯახთან შეფარდებით.
7.მოსახლეობის ჯანდაცვისა და განათლების სტატისტიკური მაჩვენებლები
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სტატისტიკის ამოცანაა
დაახსასიათოს მოცემულ დარგში მიმდინარე მოვლენების და პროცესები.

მოცემულ დარგს სტატისტიკა ახასიათებს მაჩვენებელთა სისტემის დახმარებით , რომელიც


მოიცავს , ჯანდაცვას და სოც.უზრუნვეყოფას , ჯანდაცვაში დასაქმებულ პერსონალს ,
მოსახლეობის ავადობას , პენსიონერთა რიცხოვნობას.

განათლების სტატისტიკა - შეისწავლის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო ,


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს და მათ საქმიანობას.

საქართველოში განათლების დონის საფეხურები :

 ნულოვანი საფეხური ;
 პირველი საფეხური - 1-6 კლასები ;
 მეორე საფეხური - 7-9 კლასები ;
 მესამე საფეხური - 1-12 კლასები ;
 მეოთხე საფეხური - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ;
 მეოხუთე საფეხური - საბაკალავრო და სამაგისტრო მომზადება ;
 მეექვსე საფეხური - დიპლომის შემდგომი განათლების სისტემა,დოქტურანტურა.

თემა 7 ( საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა )


1.საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკის ძირითადი ამოცანები

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა წარამოადგენს ეკონომიკური


სტატისტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ მონაცემების მიღება , დამუშავება და


რაოდენობრივი ანალიზი სტატისტიკური კვლევის ერთიანი პროცესის მთავარი ეტაპებია.

აქიდან გამომდინარე , საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკის ძირითადი


ამოცანებია :

1. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პროცესების შესახებ სტატისტიკურ


მონაცემთა შეგროვება კონკრეტული დროისა და სივრცის მიხედვით და შესაბამისი
საინფორმაციო ბაზების ფორმირება;
2. მიღებული ინფორმაციის პირველადი დამუშავება;

2.საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკაში გამოყენებული ძირითადი ცნებები


, კატეგორიები და მაჩვენებელთა სისტემა
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკაში გამოიყენება მრავალი ცნება და
კატეგორია , რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია . ესენია : საგარეო ვაჭრობის ბალანსი ;
საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ; სასაქონლო კლასიფიკაცია ; სავალუტო კურსი და სხვა.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემა მოიცავს


როგორც ზოგად , ისე კერძო მაჩვენებლებს. (გამოისახება ნატურალურ და ღირებულებით
ზომის ერთეულებში)

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მოვლენებისა და პროცესების შესახებ მონაცემთა


დასამუშავებლად გამოიყენება ყველ ცნობილი მეთოდი : სტატისტიკური დაკვირვება ,
დაჯგუფება , შეფარდებითი და საშუალო სიდიდეები , ინდექსები და სხვა.

3.საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მოკლე მეთოდოლოგია და


პრაქტიკა საქართველოში
საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის მონაცემთა ფორმირება ხორციელდება
გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტის რეკომენდაციების გათვალისწინებით და
შემუშავებული მეთოდოლოგიის , უახლესი რეკომენდაციების შესაბამისად.

საქართველო საგარეო ვარობაში იყენებს აღრიცხვის ,,ზოგად მეთოდს“ ანუ საქონლის


ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვის ძირითადი კრიტერიუმია მის მიერ ქვეყნის ეკონომიკური
ტერიტორიის გადაკვეთა. (ექსპორტის მოცულობაში აღირიცხება როგორც ეროვნული
წარმოშობის პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ , ისე იმპორტირებული საქონლის
რეექსპორტი)

რეექსპორტი - იმპორტირებული საქონლის გადატანა მესამე ქვეყანაში.


ექსპორტი აღრიცხულია FOB , ანუ ესპორტიორი ქვეყნის ფრანკო საზღვრის ფასებში
(ექსპორტიორის ქვეყნის საზღვრამდე ტვირთის მიტანის , ტრანსპორტირების
ხარჯები),ხოლო იმპორტი CIF (მოიცავს დაზღვევას და ასევე ფრახტს , ანუ გემით გადატანის
თანხას) .

საგარეო სავაჭრო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს


სათვირთო-საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ბაზა , რომელსაც სტატისტიკის ეროვნული
სამსახური ყოველთვიურად იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურიდან.

საქსტატი შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე


ახორციელებს : ძირითადი საქონლის მიხედვით ზრვრული ფასების კონტროლს ;
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების მონაცემთა ბაზის კონტროლს ; იმ საქონლის ამოღება
რომელიც არ შედის საქონლით საგარეო ვაჭრობაში;

საქონლის ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვისთვის გამოიყენება ,,საგარეო ეკონომიკური


საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა“.

4.საგარეო ვაჭრობის მოცულობისა და სტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკის ერთ-ერთი ფართო სფეროა საგარეო


ვაჭრობის სტატისტიკა , რაც გულისხმობს საქონლის მოზრაობას ქვეყნის გარეთ და პირიქით
მოცემულ ქვეყანაში.

რექსპორტი - რომელიმე ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციის გატანა სხვა ქვეყანაში.


(აღირიცხება ექსპორტში)

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაშ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ასევე საგარეო


ვაჭრობის სალდო (იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა) , რომელიც წარმოადგენს
სხვაობას ექსპორტისა და იმპორტის სიდიდეებს შორის . არსებობს პოზიტიური(ექსპ>იმპ) და
ნეგატიური(იმპ>ექსპ) სალდო .

Q
საგარეო ვაჭრობის მოცულობა საშუალო 1 მცხოვრებზე : K ბრ.= , სადაც Q - საგარეო
S
ვაჭრობის მთლაინი ბრუნვა, S - მოსახლეობის საშუალო რიცხოვნობა.

E
ექსპორტის საშუალო სიდიდე ერთ მცხოვრებზე : K ექსპ .= , სადაც E - ექპორტის
S
მოცულობა.

საგარეო ვაჭრობის ანალიზისას აუცილებელია ასევე იმპორტის მოცულობის შეფარდებითი



სიდიდის გაანგარშება : K იმპ .= , სადაც IM - იმპორტის მოცულობა.
S
საგარეო ვაჭრობის სალდოს შეფარდებითი მაჩვენებელი (საგარეო ვაჭრობის
N
დეფიციტურობის ან პროფიციტურობის მნიშვნელობაზე მიუთითებს) : K სალდო.= ,
S
სადაც N - საგარეო ვაჭრობის სალდოს აბსოლუტური სიდიდეა.

იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობა : K თანაფ .=
E
5.უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა
საინვესტიციო საქმიანობა ინვესტიციების დაბანდება , ანუ ინვესიტების რეალიზაციისთვის
პრაქტიკული ქმედებების ერთობლიობაა. გვაქვს ორი სახის ინვესტირებ : ფინანსური
დაბანდება და ინვესტიციები არაფინანსურ აქტივებში. დაბანდების წყაროების მიხედვით :
საკუთარი და ნასესხები. საკუთრების ფორმის მიხედვით : ადგილობრივი და უცხოური
ინვესტიციები.

ფინანსური დაბანდება წარმოადგენს ფულად სახსრების, მატერიალური და სხვა


ფასეულობების სხვა იურიდიული პირის ფასიან ქაღალდებიში დაბანდებას , ასევე
ობლიგაციებში ანდაც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე შექმნილ სხვა იურიდიული პირის
კაპიტალში , უცხოურ საწარმო კაპიტალში და ა.შ

ინვესტიციებს არაფინანსურ ატივებში წარმოადგენს : ინვესტიციები ძირითად კაპიტალსში ,


ინვესტიციები მიწის ნაკვეთისა და ბუნებათსარგებლობის ობიექტების შესაძენად , პატეტნტი
, ლიცენზია ... , ინვესტიციები მატერიალური საბრუნავი სასუალებების მარაგების
შესაქმნელად.

ძირითად კაპიტალში ინვესტიციები წარმოადგენს იმ ხარჯების ერთობლიობას , რომელიც


მიმართულია ძირითადი კაპიტალის შესაძენად , შესაქმნელად და კვლავწარმოებისათვის.

მოკლედ 5,6,7 არის უბრალოდ წასაკითხი რა(დასასრულებელია თუ დრო დამრჩა!)

8.საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა


საგადასახდელო ბალანსი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი
ნაწილია , რომელიც ახასიათებს ქვეყნის სავაჭრო და ფინანსურ ურთიერთობებს
საზღვარგარეთთან და შესაბამისი ოპერაციების მიხედვით ასახავს სავალუტო შემოსავლებსა
და გასავლებს შორის.

( მისი ძირითადი მაჩვენებლებია ფულადი შემოსავლები და გადასახდელები )

საგადასახდელო ბალანსის სალდო - საგადასახდელო ბალანსის შემოსავლებსა და გასავლებს


შორის სხვაობა , რომელიც შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

საგდასახდელო ბალანსის სტურქტურა მოიცავს ორ ძირითად ნაწილს :

 მიმდინარე ოპერაციების ანგარიში - (საქონლითა და მომსახურებით საგარეო


ვაჭრობა , შემოსავლები და მიმდინარე ტრანსფერტები)
 კაპიტალისა და ფინანსური ოპერაციების ანგარიში - კაპიტალურ ტრანსფერტებთან
და არაწარმოებულ არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ოპერაციებს , ასევე
ფინანსური იპერაციების ანგარიშს.

საგადასახდელო ბალანსი გულისხმობს ორმაგ ჩაწერას , რაც იმას ნიშნავს რომ ოპერაცია
აისახება ერთი ანგარიშის კრედიტში და იმავდროულად მეორე ანგარიშის დებეტში.

აქტიური ბალანსი - შემოსავლები > გადასახდელები

პასიური ბალანსი - გადასახდელები > შემოსავლები

You might also like