You are on page 1of 36

თემა-1.

შრომის ეკონომიკის საგანი და ადგილი ეკონომიკურ მეცნიერებათა სისიტემაში

1. ადამიანი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ შრომით პროცესში ან


მისთვის მზადებაში ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შრომა არის:

1.1. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება წარმოების ეფექტიანობის ზრდისა და მოგების


მაქსიმიზაციისათვის;
1.2. ადამიანის განსაკუთრებული ქმედება პირველადი მოხმარების, საციცოცხლოდ
აუცილებელი მატერიალური ფასეულობების წარმოებისათვის;
1.3. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება ოჯახური შემოსავლის გაზრდის მიზნით;
1.4. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება მატერიალური დოვლათის, მომსახურების ან
სულიერი ფასეულობების შესაქმნელად;

2. შრომის ეკონომიკა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას განეკუთვნება და იგი


შეისწავლის:

2.1. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალური პარტნიორობისა და ადამიანთა


ურთიერთობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
2.2. ადამიანის მიზანმიმართულ ქმედებებს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
2.3. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალურ-შრომით ურთირთობებს;
2.4. შრომის პროცესის ინტელექტუალიზაციისა და ჰუმანიზაციის პრობლემებს;

3. თანამედროვე გლობალური კრიზისის პირობებში შრომის ეკონომიკის უმთავრესი,


ყველაზე მწვავე პრობლემაა:

3.1. მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური განვითარება;


3.2. მასობრივი უმუშევრობის შემცირება და დასაქმების სისტემის ოპტიმიზაცია;
3.3. უმუშევრობისა და ინფლაციის დაძლევა, ეროვნული ვალუტის კურსის
სტაბილიზაცია;
3.4. ყველა ზემოაღნიშნული;

4. შრომის ეკონომიკისთან მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანური რესურსების


მენეჯმენტი, პერსონალის მართვა (მენეჯმენტი), ამ უკანასკნელის შესწავლის ძირითად
ობიექტს წარმოადგენს:

4.1. ადმინისტრაციის მიერ პერსონალის საქმიანობის ორგანიზაცია, მათი შერჩევა და


დაქირავება;
4.2. კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული წინსვლა;
4.3. პიროვნული განვითარება, მასტიმულირებელი სისტემების შერჩევა და გამოყენება;
4.4.ყველა პასუხი სწორია;

5.შრომითი პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მისი


ინტელექტუალიზაციის თვალსაზრისით რაც გულისხმობს:

5.1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და მისი როლის ზრდას საწარმოო


პროცესების განვითარებაში;
5.2. გონებრივი შრომის წილის მატებას ფიზიკურ შრომასთან შედარებით;
5.3. გონებრივი შრომისა და მძიმე ფიზიკური შრომის შეთავსებას;
5.4. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და ცოდნის გადაქცევას ადამიანურ კა-
პიტალად;
6. შრომის ჰუმანიზაცია გულისხმობს:

6.1. შრომის სტიმულთა სისტემას, სამართლიანობას, სოციალურ გარანტიების სისტემას;


6.2. შრომის გადაქცევას წარმოების ძირითად ფაქტორად;
6.3. შრომის ფაქტორის გადაქცევას როგორც წარმოების ეფექტიანობისა და მოგების
გადიდების მთავარ ფაქტორად;
6.4. შრომის როგორც წარმოების ძირითადი ფაქტორის გადაქცევას მოსახლეობის
შემოსავლების ძირითად წყაროდ;

7. შრომის ეკონომიკა როგორც მეცნიერება პირველ რიგში ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება:

7.1. სტატისტიკას, ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელელირებას;


7.2. ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისა და პროგნოზირების მოდელებს;
7.3. ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას, ეკონომიკის თეორიას (ეკონომიკის პრინციპებს);
7.4. მაკროეკონომიკასა და ეკონომიკურ განვითარებას;

8. შრომის ეკონომიკა როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება ჩამოყალიბდა:

8.1. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ;


8.2. ორი საუკუნის უკან;
8.3. XX საუკუნის მეორე ნახევარში;
8.4. XIX საუკუნის დასაწყისში;

თემა-2. ადამიანური რესურსების ფორმირება, ტერიტორიული და პროფესიული


მობილობა

1. შრომის ეფექტიანობას ყველაზე მეტად განსაზღვრავს:

1.1. შრომითი პოტენციალის ფორმორება;


1.2. შრომითი რესურსების ტერიტორიული გადანაწილება;
1.3. ტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვა და ინოვაციების გამოყენება;
1.4. მიგრაციის მაღალი დონე და მასშტაბები;

2. XXI საუკუნის დასაწყისიდან წარმოების მთავარ ფაქტორად აღიარებულ იქნა:

2.1. ინფორმაცია და ტექნოლოგიური რესურსები;


2.2. შრომა, ადამიანური კაპიტალი;
2.3. საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალი;
2.4. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი;

3. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მოსახლეობის რომელი ასაკობრივი ჯგუფი არ შედის


შრომითი რესურსების შემადგენლობაში:

3.1. 16 - 40 წ;
3.2. 40 - 49 წ;
3.3. 60 - 75 წ.
3.4. 50 - 65 წ.
4. ადამიანური კაპიტალისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:

4.1. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის უნარი,


პროფესიონალიზმი;
4.2. განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის უნარი, პროფესიონალიზმი;
4.3. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, ობიექტურობა;
4.4. ჯანმრთელობა; განათლება; ბუნებრივი მონაცემები, პროფესიონალიზმი;

5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კატეგორია შედის ეკონომიკურად აქტიურ


მოსახლეობაში:

5.1. პირები, რომელთაც დაკარგეს სამუშაოს პოვნის იმედი, თუმცა მზად არიან იმუშაონ;
5.2. პირები რომელთაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და მზად არიან შეუდგენ მუშაობას;
5.3. პირები, რომლებიც იძულების წესით გადიან მკურნალობის კურსს;
5.4. პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლების გამო არ სურთ მუშაობა;

6. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კატეგორია შედის ეკონომიკურად არააქტიურ


მოსახლეობაში:

6.1. საკუთარ მამულში დასაქმებული პირები რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის


პროდუქციას;
6.2. პირები, რომლებიც დაქირავების წესით მუშაობენ და ასრულებენ განსაზღვრულ
შრომით ვალდებულებებს;
6.3. პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლების გამო არ სურთ მუშაობა;
6.4. პირები რომელთაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და მზად არიან შეუდგენ მუშაობას;

7. მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის საერთო დონე განისაზღვრება:

7.1. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შეფარდებით მოსახლეობის საერთო


რიცხოვნობასთან;
7.2. დასაქმებული მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობასთან;
7.3. მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ
მოსახლეობასთან;
7.4. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის
მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან;

8. შრომითი რესურსების აბსოლუტური ზრდა გამოითვლება:

8.1. შრომითი რესურსების რიცხოვნობის თანაფარდობით პერიოდის ბოლოსა და


პერიოდის დასაწყისში;
8.2 შრომითი რესურსების რიცხოვნობის სხვაობით პერიოდის ბოლოსა და პერიოდის
დასაწყისში;
8.3. შრომითი რესურსების რიცხოვნობის შეჯამებით პერიოდის ბოლოსა და პერიოდის
დასაწყისში;
8.4. შრომითი რესურსების რიცხოვნობის ნამრავლით პერიოდის დასაწყისსა და პერიოდის
ბოლოს;
9. შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

9.1. /შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი ინვალიდები/-/შეღავათი-


ანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშა-
ვე პენსიონერები/.
9.2. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე
მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
9.3. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის მომუშავე
ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები/ + /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშა-
ვე პენსიონერები/.
9.4. /შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი
ინვალიდები/+/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე
მოზარდები/ - /მომუშავე პენსიონერები/.

10. შრომითი რესურსების სიბერის კოეფიციენტი გამოითვლება:

10.1. შრომითი რესურსების რიცხოვნობის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი


ჯგუფის რიცხოვნობასთან;
10.2. 50-64 წლის ასაკობრიბი ჯგუფის თანაფარდობით შრომითო რესურსების საერთო
რიცხოვნობასთან;
10.3. 40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით შრომითი რესურსების საერთო
რიცხოვნობასთან;
10.4. 40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის
რიცხოვნობასთან;

11. იმ შემთხვევაში, როცა ემიგრაცია მასშტაბურია:

11.1. მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, შრომითი რესურსების რაოდენობა მცირდება;


11.2. მოსახლეობის და შესაბამისად, შრომითი რესურსების რაოდენობა მცირდება;
11.3. მოსახლეობის და შესაბამისად, შრომითი რესურსების რაოდენობა იზრდება;
11.4. მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, შრომითი რესურსების რაოდენობა იზრდება.

12. საწარმოს შრომითი პოტენციალი გაინგარიშება:

12.1. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით კალენდარული დღეების რაოდენობასა და


სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
12.2. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით გამოსასვლელი დღეების რაოდენობასა და
სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
12.3. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო დღეების რიცხვსა და სამუშაო
დღის ხანგძლივობაზე;
12.4. ადმინისტრაციული პერსონალის რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო დღეების
რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;

13. შრომითი პოტენციალი საერთოდ შეისწავლება:

13.1. კომპანიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ცალკეული მომუშავის დონეზე;


13.2. ცალკეული მომუშავის, კოლექტივისა და მომუშავეთა სპეციალური გაერთიანებების
დონეზე;
13.3. სპეციალური სახელმწიფო ინსტიტუტების, კომპანიებისა და ცალკეული
კოლექტივის დონეზე;
13.4. ცალკეული მომუშავის, საწარმოს (ფირმის) და საზოგადოების დონეზე;

14. შრომითი რესურსების განაწილება ხდება:

14.1. საქმიანობის სახეობების მიხედვით;


14.2. პროფესიული და კვალიფიკაციური ნიშნის მიხედვით;
14.3. სქესის, ასაკის, განათლების დონის, ტერიტორიული ნიშნის მიხედვით;
14.4. ყველა პასუხი სწორია;

15. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით ეკონომიკურად აქტიური


მოსახლეობა არის:

15.1. 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური


საქმიანობით და უმუშევრები;
15.2. 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დასაქმებულია
ეკონომიკური საქმიანობით;
15.3. 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური
საქმიანობით და უმუშევრები;
15.4. 14 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური
საქმიანობით და უმუშევრები.

თემა 3. შრომის ბაზრის ფუნქციონირების საფუძვლები

1. ფართო გაგებით შრომის ბაზარი მოიცავს:

1.1. მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს;


1.2. მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს;
1.3. მხოლოდ უმუშევრებსა და დასაქმებულებს;
1.4. მხოლოდ სამუშაო ასაკის უმუშევარ მოსახლეობას;

2. შრომის ბაზარი ვიწრო გაგებით მოიცავს:

2.1. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს;


2.2. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს, რომელიც აქტიურად
ეძებს სამუშაოს;
2.3. უმუშევრებსა და დასაქმებულებს;
2.4. მხოლოდ სამუშაო ასაკის უმუშევარ და დასაქმებულ მოსახლეობას;

3. მიმდინარე შრომის ბაზარი, ანუ შრომის ბაზარი ვიწრო გაგებით, რომელიც აერთიანებს
სამუშაოს აქტიურ მაძიებლებს, გარდა აღნიშნულისა თავის მხრივ კიდევ მოიცავს:

3.1. ღია და ფარულ შრომის ბაზრებს;


3.2. ფორმალურ და არაფორმალურ შრომის ბაზრებს;
3.3. ერთობლივ და ფარულ შრომის ბაზრებს;
3.4. ღია და შიდა შრომის ბაზრებს.
4.შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს:

4.1. შრომის ბაზრის კონიუნქტურის იმ ელემენტთა სისტემას, რომელიც გავლენას ახდნს


ხელფასის წონასწორობით განაკვეთზე;
4.2. მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შრომის ბაზარზე მასზე მოქმედი ყველა
ფაქტორის გათვალისწინებით;
4.3. შრომის ბაზრის ნაწილს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს წონასწორობის საბაზრო
ფასს;
4.4. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, ასევე სამართლებრივ გარემოს,
რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;

5.შრომის ბაზრის ტევადობა განისაზღვრება:

5.1. შრომის ბაზრის კონიუნქტურისა და მისი შენმადგენელი ელემენტების


თანაფარდობით;
5.2. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით შრომის ბაზარზე მასზე
მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით;
5.3. სამუშაო ძალის დეფიციტით და სიჭარბით შრომის ბაზარზე მიმდინარე პერიოდში;
5.4. სამუშაო ძალის ერთობლივი მიწოდებით და ერთობლივი მოთხოვნით შრომის
ბაზარზე;

6. შრომის ბაზრის სუბიექტებია:

6.1. შრომის ბაზრის მარეგულირებელი საკანონონმდებლო ნორმატიული აქტები და


სამართალდამცველი ორგანოები;
6.2. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსი და იქ დასაქმებული პერსონალი,
რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
6.3. დამსაქმებლები, დასაქმებული მომუშავეები, უმუშევრები, პროფკავშირები,
სახელმწიფო, საკანონმდებლო გარემო;
6.4. პროფკავშირები და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ
შრომის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას;

7. არსებული ფაქტორებიდან სამუშაო ძალის მიწოდებაზე ყველაზე ნაკლებად მოქმედი


ფაქტორია:

7.1. ხელფასის სიდიდე;


7.2. შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა;
7.3. მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა;
7.4. შრომის მწარმოებლურობა და ბაზრის ტიპი;

8. შრომის ბაზრის კონიუნქტურა წარმოადგენს:

8.1. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობასა და მათ


ურთიერთშესაბამისობას შრომის ბაზარზე;
8.2. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, რომლებიც უზრუნველყოფენ
შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
8.3. იმ პროფკავშირებს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ
შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
8.4. შრომის ბაზრის სპეციალური ინსტიტუტების სისტემას, რომელიც არეგულირებს
ურთიერთშესაბამისობას სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის;

9.შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბე (უმუშევრობა) უპირატესად წარმოიშობა


როდესაც:

9.1. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ჭარბობს სამუშაო ძალის მიწოდებას;


9.2. სამუშაო ძალის მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას;
9.3. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შეესაბამება მის მიწოდებას;
9.4. დაბალია შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი;

10.სრულყოფილი (თავისუფალი) კონკურენციის შრომის ბაზრისათვის ნიშანდობლივია:

10.1. როცა დამქირავებელი ფირმები ქირაობენ სხვადასხვა კვალიფიკაციისა და


შესაძლებლობის მქონე მომუშავებს;
10.2. როცა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთგარიგებაში და
მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ საჭირო
კადრების დაქირავება;
10.3. როცა ბაზარზე არსებობს კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის დაქი-
რავების მსურველი ფირმებისა და ასევე ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე პოტენციური
მომუშავეების დიდი რაოდენობა;
10.4. როცა დამსაქმებლები (დამქირავებლები) და სამუშაოს მაძიებლები მოქმედებენ
შეთანხმებულად ხელფასის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით;

11. შრომის ბაზრის კონიუნქტურის ტიპებია:

11.1. სამუშაო ძალის სიჭარბე, შრომის ბაზრის დაძაბულობა და უმუშევრობა;


11.2. უმუშევრობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და აბსოლუტური წონასწორობა;
11.3. უმუშევრობა, სამუშაო ძალის სიჭარბე და აბსოლუტური წონასწორობა;
11.4. დასაქმება, სამუშაო ძალის დეფიციტი და წონასწორობა შრომის ბაზარზე;

12. ორმხრივი მონოპოლია შრომის ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, როცა:


12.1. დამქირავებელი სამუშაო ძალის ერთადერთი მყიდველია, ხოლო სამუშაო ძალის
გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას (პროფკავშირებში გაერთიანებული
მომუშავეები);
12.2. შრომის ბაზარზე მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალის ერთადერთი
დამქირავებელია;
12.3. სამუშაო ძალის გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას;
12.4. ორ სხვადასხვა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთგარიგებაში
და მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ საჭირო
კადრების დაქირავება;

13. ხელფასის განაკვეთის ზრდა გარკვეულ დონემდე, რომელიც ასტიმულირებს ადამიანს


გაზარდოს სამუშაო ძალის მიწოდება ანუ სამუშაო დრო, ცნობილია როგორც:
13.1. შემოსავლის ეფექტი;
13.2. ზღვრული სარგებლიანობის ეფექტი;
13.3. შენაცვლების ეფექტი;
13.4. ზღვრული მწარმოებლურობის ეფექტი;
14. ხელფასის განაკვეთის განსაზღვრულ დონემდე ზრდის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს
სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, ანუ სამუშაო დროის შემცირება და დასვენების
დროის გადიდება. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს:
14.1. შემოსავლის ეფექტი;
14.2. შენაცვლების ეფექტს;
14.3. დასვენების ეფექტს;
14.4. შრომის მწარმოებლურობის ზრდის ეფექტს;

15. შრომის ბაზრის სეგმენტაცია გულისხმობს:

15.1. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაყოფას უმუშევრებად და


დასაქმებულებად, რომლებიც მკაცრადაა გამიჯნული ეკონომიკურად არააქტიური
მოსახლეობისაგან;
15.2. მომუშავეებისა და სამუშაო ადგილების დაყოფას ჩაკეტილ და მყარ სექტორებად,
ზონებად, რომლებითაც შემოფარგლულია სამუშაო ძალის მობილურობა;
15.3. შრომით რესურსების დაყოფას უმუშევრებად და დასაქმებულებად;
15.4. მომუშავეებისა და სამუშაო ადგილების დაყოფას ჩაკეტილ და მყარ სექტორებად,
ზონებად, რომლებითაც შემოფარგლულია ტექნოლოგიური თავისებურებებისა და
სპეციალიზაციის თვალსაზრისით;

16. შრომის ბაზრის სეგმენტებიდან გამოიყოფა:

16.1. პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი;


16.2. ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზარი;
16.3. ერთობლივი და მიმდინარე შრომის ბაზარი;
16.4. რეგიონული და ეროვნული შრომის ბაზარი.

17. დასაქმების ლეგალურობის თვალსაზრისით გამოიყოფა:

17.1. პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი;


17.2. ფორმალური და არაფორმალური შრომის ბაზარი;
17.3. შიგა და გარე შრომის ბაზარი;
17.4. ტერიტორიული და ლოკალური შრომის ბაზარი;

18. მეორადი შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელია:

18.1. მაღალი ხელფასი და სტაბილური დასაქმება;


18.2. პროფესიული ზრდისა და სამსახურებრივი დაწინაურების შესაძლებლობა;
18.3. ძლიერი პროფკავშირების არსებობა;
18.4. არასტაბილური დასაქმება, ხელფასის დაბალი განაკვეთი;

19. შრომის ზღვრული პროდუქტი არის:

19.1. შრომის (სამუშაო ძალის) დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული


დამატებითი პროდუქტი;
19.2. შრომის ზღვრული პროდუქტისაგან მიღებული ზღვრული შემოსავალი;
19.3. კაპიტალის დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი
პროდუქტი;
19.4. წარმოების ორივე ფაქტორის, შრომის (სამუშაო ძალის) და კაპიტალის დამატებითი
ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი პროდუქტი;
20. არსებული ფაქტორებიდან სამუშაო ძალის მოთხოვნაზე ყველაზე ნაკლებად მოქმედი
ფაქტორია:

20.1. შრომის მწარმოებლურობა და ბაზრის ტიპი;


20.2. წარმოების მოცულობა;
20.3. ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება;
20.4. გადასახადების განაკვეთი;

თემა 4. დასაქმება და უმუშევრობა

1.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუ-


შევარია თუ იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.1. არის ,,სამუშაოს გარეშე", არ გააჩნია ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეულ დროის გან-
მავლობაში და აქტიურად ,,ეძებს სამუშაოს";
1.2. არის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და ”მზად არის მოცემულ მომენტში მუშაო-
ბისათვის";
1.3. არის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციე-
ლებს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად;
1.4. “ეძებს სამუშაოს” ვინაიდან არ გააჩნია იგი და დროის განსაზღვრული მომენტისათვის
შეძლებს სამუშაოს დაწყებას;

2. ფრიქციული უმუშევრობა წარმოიშობა მაშინ, როცა:

2.1. რეალური ხელფასი დაბალია და პიროვნებას არ სურს დასაქმება;


2.2. მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ საჭიროა
გარკვეული დრო დასაქმებისათვის ვინაიდან იგი პირველად გადის შრომის ბაზარზე;
2.3. მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ მომუშავე
დაბალკვალიფიციურია და დროებით ვერ საქმდება;
2.4. შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბეა და მოცემული კვალიფიკაციის მომუშავე
ვერ ახერხებს სამუშაო ადგილის მოძიებას;

3. ციკლური უმუშევრობა გამოწვეულია:

3.1. წარმოების დონის დაცემითა და ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით;


3.2. მომუშავეთა კვალიფიკაციის დაქვეითებითა და პროფესიული მომზადების სისტემის
განუვითარებლობით;
3.3. შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტის გადიდებით;
3.4. უმუშევრობის ხანგძლივობის ზრდითა და არაეფექრტიანი დასაქმებით;

4. დასაქმებული მოსახლეობა მოიცავს:

4.1. მხოლოდ თვითდასაქმებულებს;


4.2. მხოლოდ დაქირავებულ მომუშავეებს;
4.3. მხოლოდ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს;
4.4. მხოლოდ დასაქმებულებსა და უმუშევრებს;
5. ოუკენის კანონის თანახმად თუ ფაქტობრივი უმუშევრობის დონე 4.0%-ით
გადააჭარბებს ბუნებრივს, მაშინ ფაქტობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)
მოცულობის ჩამორჩენა პოტენციური მშპ-გან შეადგენს:

5.1. 6.0%-ს;
5.2. 8.0%-ზე მნიშვნელოვნად მეტს;
5.3. 10.0%-ს;
5.4. 12.0%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებს.

6.უმუშევრობის ბუნებრივი დონე წარმოადგენს:

6.1. ციკლური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს;


6.2. სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის ჯამს;
6.3. სტრუქტურული და ფარული უმუშევრობის ჯამს;
6.4. ტექნოლოგიური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს;

7. უმუშევრობის დონე გაიანგარიშება:

7.1. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის


რიცხოვნობასთან;
7.2. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით დასაქმებულთა რიცხოვნობასთან;
7.3. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან;
7.4. უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის
რიცხოვნობასთან;

8. შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი გაინგარიშება:

8.1. დასაქმებულთა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდე-


ნობასთან;
8.2. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენო-
ბასთან;
8.3. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან;
8.4. უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაო-
დენობასთან;

9. ეფექტიან დასაქმებას ადგილი ექნება იმ შემთხვევში, როცა:

9.1. დასაქმებული იქნება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 100%;


9.2. სამუშაო ძალის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მიღწეული იქნება რაოდენობრივი
დაბალანსებულობა;
9.3. ეკონომიკურად მიზანშეწონილ სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება
შესაბამისი პროფესიულ-კვალიფიციური შემადგენლობის სამუშაო ძალის მიწოდებით;
9.4. ყველა დასაქმებულზე დროულად გაიცემა ხელფასი;

10. არაფორმალურად დასაქმებულებს მიაკუთვნებიან:


10.1. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა არ არის რეგისტრირებული
კანონმდებლობის შესაბამისად და არ იხდიან გადასახადებს;
10.2. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულია, მაგრამ თავს
არიდებენ გადასახადების გადახდას;
10.3. სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულები;
10.4. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულია და ნაწილობრივ
იხდიან შესაბამის გადასახადებს;

11. უმუშევრობის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს:

11.1. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით დასაქმებულთა


რიგებში;
11.2. დასაქმებულთა ნაწილის გადასვლით ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში;
11.3. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით უმუშევართა
რიგებში;
11.4. დასაქმებულთა ნაწილის უმუშევართა რიგებში გადანაცვლებით;

12. უმუშევრობის დონის ზრდა შესაძლებელია თუ:

12.1. უმუშევართა რიგებიდან დასაქმებულთა შემადგენლობაში გადასული ნაკადის


გადიდდება;
12.2. უმუშევართა რიგებიდან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში გადასული
ნაკადები გაიზრდება;
12.3. დასაქმებულებიდან უმუშევართა რიგებში გადასული ნაკადი გადიდდება;
12.4. ეკონომიკურად არაააქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა რიცხოვნობა
გაიზრდება;

13. დასაქმება ესაა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია:

13.1. რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც მომუშავე გადის შრომის ბაზარზე და იწყება
მისი შრომითი მომსახურების გამოყენება;
13.2. რომელიც ასახავს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის რა ნაწილი
მონაწილეობს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში;
13.3. რომელიც ახასიათებს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა ფორმებს
და დაკავშირებულია შემოსავლის მიღების მიზნით საზოგადოებრივად სასარგებლო საქ-
მიანობაში ადამიანების მონაწილეობასთან;
13.4. რომელიც ასახავს გარკვეული შრომითი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიციის მქონე ადა-
მიანი ზემოქმედებს შრომის საგნებზე წინასწარ დასახული მიზნის მისაღწევად;

14. დასაქმების ძირითადი სახეებია:

14.1. ფორმალური და არაფორმალური;


14.2. სრული და არასრული;
14.3. რაციონალური და ტექნოლოგიური;
14.4. მეორადი და შეთავსებითი;
15. საერთაშორისო სტატისტიკაში მოსახლეობის დასაქმების დონის მაჩვენებელი
იანგარიშება:

15.1. დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ქვეყნის მოსახლეობის მთლიან


რიცხოვნობასთან;
15.2. დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ქვეყნის შრომითი რესურსების მთლიან
რიცხოვნობასთან;
15.3. დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით 15 წლისა და უფროსი ასაკის
მოსახლეობასთან;
15.4. დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის
რიცხოვნობასთან;

თემა-5: შრომის ბაზრის რეგულირება და მისი ინფრასტრუქტურა

1.შრომის ბაზარი საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური ნორმებისა და


ინსტიტუტების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის
საფუძველზე:

1.1. სამუშაო ძალის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და განვითარებას;


1.2. სამუშაო ძალის გეგმაზომიერ გადაადგილებას ეკონომიკის მხრიდან არსებული
მოთხოვნის შესაბამისად;
1.3. სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, განაწილებასა და გამოყენებას;
1.4. სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

2. დასაქმების აქტიური პოლიტიკის პარალელურად, უმუშევარი მოსახლეობის


დროებითი სოციალური დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს პასიური პილიტიკა _
რომელიც გულისხმობს:

2.1. პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, პროფესიული


განათლების მიღების ხელშეწყობა;
2.2. რეგისტრირებულ უმუშევართათვის შემწეობის ოდენობისა და გაცემის
ხანგრძლივობის დადგენა;
2.3. რეგისტრირებულ უმუშევართათვის სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში
ხელშეწყობა;
2.4. არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელება;

3. დასაქმების აქტიური პოლიტიკის ამოცანებია:

3.1. უმუშევართა აღრიცხვა და რეგისტრაცია, რეგისტრირებულ უმუშევართათვის


შემწეობის ოდენობისა და გაცემის ხანგრძლივობის დადგენა;
3.2. პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, შრომის
მწარმოებლურობის ამაღლება;
3.3. შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, დასაქმების სამსახურების
ფუნქციონირების გაუმჯობესება;
3.4. უმუშევართა კონსულტირება და მონიტორინგი, მათი პროფესიული ორიენტაცია და
შრომითი მოწყობა;
4. პერსპექტივაში დასაქმების აქტიური პოლიტიკის საბოლოო მიზანია:

4.1. სიღარიბის დონის შემცირება და ცხოვრების დონის ამაღლება;


4.2. შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა;
4.3. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა;
4.4. დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება;

5.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) გამოხატავს კლასიკოსების


თვალსაზრისს:

5.1. მოკლევადიან პერიოდში ფასები და ხელფასის განაკვეთი არაელასტიკურია, ისინი არ


არიან ეკონომიკის რეგულატორები და ვერ აღადგენენ სრულ დასაქმებას;
5.2.საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნ-
ველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში;
5.3. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებ-
რივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
5.4. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საბაზრო სისტემას აქვს შრომისუნარიანი მო-
სახლეობის სრული დასაქმების უზრუნველყოფის უნარი, რაც შეესაბამება შრომის ბაზრის
ფუნქციონირების ნორმალურ პირობებს;

6.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს ჯ. მ. კეინზის


თვალსაზრისს:

6.1. სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი დასაქმება,


რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას შრომით საქმიანობა-
ში;
6.2. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებ-
რივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
6.3. საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნ-
ველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში;
6.4. აუცილებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს სისტემატური ჩარევა სრული დასაქმებისა
და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის მისაღწევად, რომელსაც ბაზარი დამოუკი-
დებლად ვერ უზრუნველყოფს;

7.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს


მონეტარისტების თვალსაზრისს დასაქმების პრობლემების შესახებ:

7.1. სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი დასაქმება,


რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას შრომით საქმიანობა-
ში.
7.2. შრომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებ-
რივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
7.3. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაზე სახელმწიფო ზემოქმედების არავითარ ღონის-
ძიებას არ შეუძლია, შეამციროს უმუშევრობის ბუნებრივი დონე;
7.4. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს შრომის ბაზრის ფუნქციონირებაში, თუ უმუშევრობა
არ აღემატება ბუნებრივ დონეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება სტაგფლაცია.
8.შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად
უდევს:

8.1.დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემის


შემუშავება;
8.2. უმუშევარ მოქალაქეებზე შემწეობების გაცემის სპეციალური პროგრამის შემუშავება;
8.3. მომუშავის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა
სისტემის შემუშავება;
8.4. დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკის


ღონისძიებას:

9.1. სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება უმუშევართა შემწეობის გაცემაზე, მის


ოდენობასა და პერიოდულობის დადგენაზე;
9.2. შეღავათიანი კრედიტის გაცემა მცირე ბიზნესის განვითარებისათვის;
9.3. სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა სეზონური დასაქმების მიზნით;
9.4. სოფლის მეუნეობაში ეფექტიანი თვითდასაქმების მხარდაჭერა;

თემა-6: პროფკავშირები შრომის ბაზარზე

1. პროფკავშირების წარმოშობა ისტორიულად დაკავშირებულია:

1.1. სახელმწიფოსა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების


დაპირისპირებასთან;
1.2. დამქირავებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების
დაპირისპირებასთან;
1.3. სახელმწიფოსა და დამქირავებელთა ეკონომიკური ინტერესების
დაპირისპირებასთან;
1.4. დაქირავებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაპირისპირების
გამწვავებასთან;

2. დარგობრივ პროფკავშირებში გაერთიანებულია:

2.1. დარგის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის ყველა მომუშავე;


2.2. ფირმის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის მომუშავეთა ნაწილი;
2.3. დარგის ან ფირმის მომუშავეთა დიდი ნაწილი მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მი-
უხედავად;
2.4. სავალდებულო წესით დარგის ყველა მომუშავე მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს
მიუხედავად;

3.საამქრო პროფკავშირებში გაერთიანებულია:

3.1. სავალდებულო წესით მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის ყველა მომუშავე;


3.2. მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის მუშები;
3.3. დარგის მომუშავეთა ნაწილი მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
3.4. დარგის ყველა მომუშავე მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
4.პროფკავშირების ძირითადი ფუნქციაა:

4.1. მარეგულირებელი და საკონტროლო;


4.2. დამცავი და წარმომადგენლობითი;
4.3. ეკონომიკური და პოლიტიკური;
4.4. სამართლებრივი და იდეოლოგიური;

5. პროფკავშირების დამცავი ფუნქცია გამოიხატება:

5.1. მომუშავეების ინტერესების დაცვაში ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე;


5.2. ფირმების მხარდაჭერაში გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და გაზარდონ
კონკურენტუნარიანობა;
5.3. მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასა და მათი
უკვე დარღვეული უფლებების აღდგენაში;
5.4. სახელმწიფოს დონეზე მომუშავეების ინტერესების დაცვაში მხოლოდ მეწარმეებთან
შეთანხმების საფუძველზე;

6. პროფკავშირების წარმომადგენლობითი ფუნქცია დაკავშირებულია:

6.1. ფირმების მხარდაჭერასთან გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და გაზარდონ


კონკურეტუნარიანობა;
6.2. მომუშავეების ინტერესების დაცვასთან ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე;
6.3. მომუშავეების ინტერესების დაცვასთან მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე;
6.4. მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასთან;

7. პროფესიული კავშირი არის ორგანოზაცია:

7.1. რომელიც აერთიანებს საწარმოთა ხელმძღვანელ მუშაკებს მომუშავეთა ინტერესების


დასაცავად;
7.2. მომუშავეების ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანს
საკუთარი წევრების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვა წარმოადგენს;
7.3. რომელიც აერთიანებს საწარმოს ადმინისტრაციულ პერსონალს მუშების ინტერესების
დასაცავად;
7.4. მუშათა ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანს საწარმოს
მთელი პერსონალის ინტერესების დაცვა წარმოადგენს;

თემა-7: სამუშაო ძალის ხარისხი და ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში

1.ადამიანური კაპიტალი არის:

1.1. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფროში;


1.2. დაგროვილი ინვესტიცია განათლების, პროფესიული მომზადების, მიგრაციის,
პროფესიული ჯანმრთელობის სფეროში;
1.3. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) წარმოების ორგანიზაციისა და მენეჯმენტის
სფეროში;
1.4. დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და
ადამიანების დასაქმების სფეროში;
2.ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებულ პირდაპირ დანახარჯებს მიეკუთვნება:

2.1. სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფსიქო-ნერვული დაძაბულობა;


2.2. სწავლის პერიოდში დაკარგული შესაძლო შემოსავალი, მორალური ზარალი;
2.3. სწავლის შემდგომ მუშაობის ძებნასთან დაკავშირებული სტრესი და დანაკარგები;
2.4. სწავლის ქირა, სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯი, სასწავლო მიგრაციაზე დანახარ-
ჯები;

3. სამუშაო ძალის ხარისხი არის:

3.1. ადამიანის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციას და


პიროვნულ მახასიათებლებს;
3.2. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს, რაც შეუძლია შეიძინოს მან
განათლებისა და პროფესიული მომზადების, აგრეთვე, სამუშაო გამოცდილების
მეოხებით;
3.3. ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს კონკრეტული ფუნქციონალური
ვალდებულებების შესრულებისათვის;
3.4. განათლებისა და პროფესიული მომზადების დონე;

4. რ. ერენბერგისა და რ. სმიტის თვალსაზრისით ადამიანურ კაპიტალთან


დაკავშირებული დანახარჯებია:

4.1. პირდაპირი დანახარჯები, ირიბი დანახარჯები, კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული


დანახარჯები;
4.2. პირდაპირი დანახარჯები, დაკარგული შემოსავალი, მორალური ზარალი;
4.3. პირდაპირი დანახარჯები, დაკარგული შემოსავალი, ყველა სახის მატერიალური
ზარალი;
4.4. პირდაპირი დანახარჯები, ირიბი და ცვლადი დანახარჯები, მორალური ზარალი;

5.ადამიანური კაპიტალის თეორიას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს ცნობილმა


მეცნიერებმა:

5.1 გ. ბეკერმა და ტ. შულცმა;


5.2. კ. მაკკონელმა და ს. ბრიუმ;
5.3. ა. სმიტმა და დ. რიკარდომ;
5.4. ა. მარშალმა და მ. ფრიდმენმა;

6.ნობელის პრემიის ლაურეატებმა გ. ბეკერმა და ტ. შულცმა ანალიზით დაასაბუთეს, რომ:

6.1. წარმოებაში ინვესტირებით მეტი ეფექტი მიიღწევა, ვიდრე განათლებაზე ხარჯვით;


6.2. თანამედროვე პირობებში ფიზიკური კაპიტალი ყველაზე მეტად უზრუნველყოფს
ეროვნული სიმდიდრის მატებას და იგი წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია;
6.3. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოებაში შესაძლებელია მხოლოდ
ნივთობრივი ფაქტორების განვითარებით და ფულადი სახსრების რეინვესტირებით;
6.4. ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით მიღებული შემოსავალი ბევრად მეტია, ვიდრე
ფიზიკურ კაპიტალში ინვესტირებიდან;
7. შრომის შინაარსის განუწყვეტლივ ცვლილებასთან ერთად ხდება მისი
უნივერსალიზაცია, რაც გულისხმობს:

7.1. შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას;


7.2. ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების
ჩამოყალიბებას.
7.3. ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდას;
7.4. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას;

8.თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად ხდება საერთაშორისო საგანმანათლებლო მომსა-


ხურების გაფართოება, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, რომლის მთავარი მიზანია:

8.1. შეიქმნას ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე;


8.2. სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით გაფართოვდეს სტუდენტთა მობილურობა;
8.3. შესაძლებლობა მიეცეთ სტუდენტებს, მიიღონ ამა თუ იმ დარგში პრესტიჟის მქონე
უნივერსიტეტებში მაღალი დონის ცოდნა;
8.4. ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია;

9.შრომის უნიკალიზაცია გულისხმობს:

9.1. ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდასა და კვალიფიკაციის


შინაარსის ცვლილებას;
9.2. შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას;
9.3. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას;
9.4. ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების
ჩამოყალიბებას.

თემა-8: სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობის შემოსავლები

1. სოციალური პოლიტიკა ფართო მეცნიერული გაგებით არის:

1.1. ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობაზე;


1.2. საზოგადოების ფენებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერ-
თქმედების სისტემა, რომლის ცენტრშიც არის ადამიანი, მისი კეთილდღეობა, სოციალური
დაცვა და სოციალური განვითარება, მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობისა და სოცია-
ლური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
1.3. საზოგადოების ფენებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერ-
თქმედების სისტემა, რომლის მიზანია საზოგადიოების საერთო კეთილდღეობის
ამაღლება და საზოგადოებრივი პროგრესი;
1.4. სოციალურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია მომუშავეთა
კვალიფიკაციის ამაღლებისაკენ, სოციალური დაცვისა და უმუშევრობის დაზღვევის
მოქნილი სისტემების შექმნისა და აღნიშნულის საფუძველზე ცხოვრების დონის
ამაღლებისაკენ;

2. სოციალური პოლიტიკის არსიდან გამომდინარე მისი ობიექტია:

2.1. ქვეყნის მოსახლეობა და ცალკეული სოციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ


განსაკუთრებულ მხარდაჭერას სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან;
2.2. როგორც სახელმწიფო, ისე ცალკეული სოციალური ჯგუფების ინტერესების გამომ-
ხატველი ორგანიზაციული სტრუქტურები;
2.3. პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი, რელიგიური, საქველმოქმედო, პოლიტი-
კური გაერთიანებები, არასაბიუჯეტო ფონდები და სხვა;
2.4. ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, დასაქმება და შრომითი
ურთიერთობები, მოსახლეობის შემოსავლები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოცია-
ლური დაცვა, უსაფრთხო გარემო;

3. სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას უარყოფს:

3.1. "სოციალური პოპულიზმის" სტრატეგია;


3.2. “დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა”
3.3. “დემოგრაფიული და მიგრაციული პოლიტიკა”
3.4. "ეკონომიკურ-ტექნოლოგიური დეტერმინიზმი",

4. მოსახლეობის ფულადი შემოსავლები არ მოიცავს:

4.1. მომუშავეთა ხელფასს და სტუდენტთა სტიპენდიას;


4.2. სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულს შემოსავალს და ასაკის გამო მიღებულ
პენსიას;
4.3. ჰუმანიტარული დახმარებით ან ახლობლებისაგან უსასყიდლოდ მიღებულ პრო-
დუქციას;
4.4. საკუთრებიდან პროცენტისა და დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლებს.

5. არაფულადი (ნატურალური) შემოსავლები მოიცავს:

5.1. ფასიანი ქაღალდებისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს;


5.2. ჰუმანიტარული დახმარებით ან ახლობლებისაგან უსასყიდლოდ მიღებულ პრო-
დუქციას;
5.3. საკუთრებიდან პროცენტისა და დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლებს;
5.4. სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულს შემოსავალს მოგების სახით;

6. სოციალური პოლიტიკის მიზანია:

6.1. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური


სტაბილურობისათვის პირობების უზრუნველყოფა;
6.2. ეკონომიკური რესურსებისა და შემოსავლების სამართლიანი განაწილებისათვის პი-
რობების შექმნა;
6.3. მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ჯანმრთე-
ლობის დაცვაზე ზრუნვა, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხარისხიანი სამედი-
ცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
6.4. ხარისხიანი განათლების მიღებაზე მოქალაქეთა უფლებების რეალიზაციისათვის
პირობების შექმნა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა;

7. დაბეგვრასა და ფასებთან მიმართებაში შემოსავალი იყოფა:

7.1. სამეწარმეო საქმიანობიდან და საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლებად;


7.2. ნომინალურ, განკარგვით და რეალურ შემოსავლებად;
7.3. ფორმალურ და არაფორმალურ შემოსავლებად;
7.4. საკუთარ მეურნეობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზა-
ციიდან და სხვა სახის თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებად;
8. განკარგვითი შემოსავალი არის:

8.1. ერთობლივ შემოსავლები დაბეგვრისა და ფასების მიუხედავად;


8.2. გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ
დარჩენილი შემოსავალი;
8.3. სამეწარმეო საქმიანობიდან და საკუთრებიდან მიღებული ერთობლივი
შემოსავლები;
8.4. მხოლოდ საკუთარ მეურნეობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
რეალიზაციიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი

9. რეალური შემოსავალი იანგარიშება:

9.1. erToblivi Semosavlebidan dabegvrisa da fasebis miuxedavad;


9.2. erToblivi Semosavlidan gadasaxadebisa da sxva savaldebulo gadasax-
delebis gadaxdis Semdeg da romlis gankargva ojaxs (pirovnebas)
SeuZlia;
9.3. ნოminaluri Semosavalisa da fasebis indeqsis (sacalo fasebisa da ta-
rifebis cvlileba) gaTvaliswinebiT;
9.4. saqonlisa da momsaxurebis RirebulebiT, romlis SeZena SesaZlebelia
miRebuli gankargviTi SemosavliT;

10. მიღების ხერხის მიხედვით შემოსავლები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

10.1. შემოსავლები ფორმალური და არაფორმალური ეკონომიკიდან;


10.2. განკარგვით და რეალურ შემოსავლებად;
10.3. სოციალიზირებულ და საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლებად;
10.4. ხელფასის და რენტის სახით მიღებულ შემოსავლებად;

11. შემოსავლების უთანასწორო განაწილების სპეციფიკური მიზეზები ობიექტური და


სუბიექტური მიზეზებისაგან განსხვავებით დაკავშირებულია:

11.1. ხელფასის დიფერენციაციასა და განათლების დონესთან;


11.2. საბაზრო გარემოს თავისებურებებთან;
11.3. საკუთრების ფლობის უთანაბრობასთან;
11.4. პიროვნების მახასიათებლებთან;

12. „სოციალური პოპულიზმის" სტრატეგია:

12.1. უპირატესობას ანიჭებს სოციალური დაცვის პოლიტიკას, მკვეთრად ზღუდავს ბაზ-


რის თავისუფალ ფუნქციონირებას;
12.2. უარყოფს სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას;
12.3. აქცენტს აკეთებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლების გადამზადებასა და
დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე;
12.4. ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებრივ და დროებით სამუშაოებს მოსახლების
დასაქმების მიზნით;

13. “ლორენცის მრუდი”:


13.1. წარმოაჩენს შემოსავლების თანაბარი განაწილების დონეს მოსახლეობის ცალკეული
ჯგუფების მიხედვით;
13.2. არის კოორდინატთა სისტემაზე გამოსახული გრაფიკი, რომელიც ასახავს შემოსავლე-
ბის განაწილებას მოსახლეობის ჯგუფების მიხედვით;
13.3. არის კოორდინატთა სისტემაში აბცისთა ღერძზე განთავსებული "მოსახლეობის
(ოჯახების) ჯგუფების წილი", რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი შემოსავალი;
13.4. არის კოორდინატთა სისტემაში ორდინატთა ღერძზე განთავსებული "მოსახლეობის
(ოჯახების) ჯგუფების წილი", რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი;

14. თუ ლორენცის მრუდი ემთხვევა ბისექტრისას, მაშინ:

14.1. მოსახლეობის 1 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 100 პროცენტს;


14.2. მოსახლეობის 10 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 10 პროცენტს;
14.3. მოსახლეობის 10 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 50 პროცენტს;
14.4. მოსახლეობის 50 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 10 პროცენტს;

15. ჯინის ინდექსი გამოხატავს:

15.1. შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილებიდან;


15.2. შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი არათანასწორი განაწილე-
ბიდან;
15.3. შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილებიდან;
15.4. შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი არათანაბარი განაწილე-
ბიდან;

16. შემოსავლების თანაბარი განაწილებისას ჯინის ინდექსი:

16.1. ნულის ტოლია,


16.2. 0.5-ის ტოლია;
16.3. ერთის ტოლია;
16.4. 2-ის ტოლია;

17. შემოსავლების აბსოლუტურად არათანაბარი განაწილებისას ჯინის ინდექსი:

17.1. ნულის ტოლია,


17.2. 0,5-ის ტოლია;
17.3. ერთის ტოლია;
17.4. 1,5 –ის ტოლია;

18. ცხოვრების დონე არის:

18.1. ადამიანთა მატერიალური, სულიერი და სოციალური მოთხოვნილებების განვითარე-


ბის ხარისხი და მისი სტრუქტურა;
18.2. მოსახლეობის მოთხოვნილებათა სტრუქტურა და შესაბამისი საქონლითა და მომსა-
ხურებით მათი დაკმაყოფილების ხარისხი;
18.3. ადამიანთა პირველადი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე და
ხარისხი;
18.4. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა (საკვებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და
ა.შ.) და სულიერი (ინტელექტუალური) მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე და
ხარისხი;
19. სასურსათო კალათა არის:

19.1. საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადა-


მიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
19.2. მხოლოდ საქონლის ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძი-
რითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
19.3. მხოლოდ მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის
ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
19.4. თვის განმავლობაში ერთი ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების ნაკრები,
გაანგარიშებული პროდუქტების მოხმარების მინიმალური ნორმების საფუძველზე.

20. მოსახლეობის ცხოვრების დონე განიხილება სამი ძირითადი ასპექტით:

20.1. მთელი მოსახლეობის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული სოციალური


ფენების მიმართ;
20.2. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მი-
მართ;
20.3. მთელი მოსახლეობის, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მიმართ;
20.4. მთელი შრომითი რესურსების, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მიმართ;

21. მინიმალური სამომხმარებლო კალათა არის:

21.1. საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამი-


ანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,
21.2. თვის განმავლობაში ერთი ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების ნაკრები,
გაანგარიშებული პროდუქტების მოხმარების მინიმალური ნორმების საფუძველზე.
21.3. მხოლოდ საქონლის ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძი-
რითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
21.4. მხოლოდ მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის
ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

22. მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება განისაზღვრება:

22.1. მხოლოდ სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე ;


22.2. მხოლოდ არასასურსათო ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე;
22.3. სასურსათო კალათის ღირებულებისა და არასასურსათო ხარჯების გაანგარიშების სა-
ფუძველზე;
22.4. მოცემული ინფორმაცია საკმარისი არ არის სწორი პასუხის გასაცემად;

23. მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით ღარიბ ოჯახებს მიეკუთვნებიან


ისეთი ოჯახები:

23.1. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით იმყოფება საარსებო მინიმუმისა


და მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის ინტერვალში;
23.2. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით მდებარეობს მინიმალურ სამომ-
ხმარებლო ბიუჯეტსა და რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის;
23.3. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით რაციონალურ სამომხმარებლო
ბიუჯეტზე მაღალია.
23.4. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით საარსებო მინიმუმზე ნაკლები
ან მისი ტოლია;

24. მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით უზრუნველყოფილ ოჯახებს


მიეკუთვნებიან ისეთი ოჯახები:

24.1. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით იმყოფება საარსებო მინიმუმისა


და მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის ინტერვალში;
24.2. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით მდებარეობს მინიმალურ სამომ-
ხმარებლო ბიუჯეტსა და რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის;
24.3. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით საარსებო მინიმუმზე ნაკლები
ან მისი ტოლია;
24.4. რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით რაციონალურ სამომხმარებლო
ბიუჯეტზე მაღალია.

25. სიღარიბის დონის მაჩვენებელი გამოხატავს:

25.1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მთლიანი მოხმარების დაშორებას


სიღარიბის ზღვრიდან;
25.2. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
25.3. ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას;
25.4. ღარიბი მოსახლეობის წილს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში;

26. სიღარიბის სიღრმე ასახავს:


26.1. ღარიბი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
26.2. ღარიბი ოჯახების შემოსავლების გადახრას სიღარიბის ზღვრიდან;
26.3. ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას;
26.4. ღარიბ ოჯახთა შორის უმუშევრობის დონეს.

27. სიღარიბის სიმწვავე ასახავს:


27.1. ღარიბი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
27.2. რამდენად არის დაშორებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის
მთლიანი მოხმარება სიღარიბის ზღვრიდან;
27.3. თვით ღარიბთა შორის დიფერენციაციას, ღატაკების წილს ღარიბ მოსახლეობაში;
27.4. ღარიბ ოჯახთა შორის უმუშევრობის დონეს;

28. შემოსავლების რეგულირების ეკონომიკური ღონისძიებები:

28.1. მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შესაქმნელად


და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
28.2. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და უკავშირდება
სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას;
28.3. არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ მოსახლეობის შე-
მოსავლებს;
28.4. ეს არის საკანონმდებლო აქტების სისტემა და უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან
მოსახლეობაზე დახმარების გაცემას;

29. შემოსავლების რეგულირების ადმინისტრაციული ღონისძიებები:


29.1. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და უკავშირდება
სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას;
29.2. მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შესაქმნელად
და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
29.3. დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და ძირითადად
გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
29.4. არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ მოსახლეობის შე-
მოსავლებს;

30. მინიმალური ხელფასი წარმოადგენს:


30.1. დაქირავებულისა და თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილს;
30.2. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ხელფასის მინიმალურ ოდენობას საარსებო
მინიმუმის გათვალისწინებით;
30.3. პროფკავშირების მიერ დადგენილ ხელფასის მინიმალური ოდენობას საარსებო
მინიმუმის გათვალისწინებით;
30.4. სამუშაო ძალის (შრომის) ერთეულის საბაზრო ფასს;

თემა 9. შრომის ორგანიზაცია.

1.შრომის ნორმა ეკონომიკურად დასაბუთებულია თუ:

1.1. შრომა შინაარსიანია, სამუშაოს შესრულების პროცესში მომუშავეს საშუალება აქვს,


დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს;
1.2. ადამიანის ფიზიკური და ნერვული ენერგიის ხარჯვა ოპტიმალურია;
1.3. ადამიანი შრომისუნარიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დახარჯული ენერგი-
ის სწრაფი აღდგენა ხდება;
1.4. ის ითვალისწინებს მოწყობილობათა და მომუშავეთა ოპტიმალურ დატვირთვას.

2.შრომის ნორმა სოციალურად დასაბუთებულია თუ:

2.1. ადამიანის ფიზიკური და ნერვული ენერგიის ხარჯვა ოპტიმალურია;


2.2. შრომა შინაარსიანია, სამუშაოს შესრულების პროცესში მომუშავეს საშუალება აქვს, და-
მოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს;
2.3. ადამიანი შრომისუნარიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დახარჯული ენერგიის
სწრაფი აღდგენა ხდება;
2.4. ის ითვალისწინებს მოწყობილობათა და მომუშავეთა ოპტიმალურ დატვირთვას.

3. გამომუშავების ნორმა არის:

3.1.ერთი მომუშავის ან ჯგუფის მიერ დროის ერთეულში გამოშვებული პროდუქციის მო-


ცულობაა, მომუშავეთა კვალიფიკაციისა და არსებული ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირო-
ბების გათვალისწინებით;
3.2. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილი
სიდიდე;
3.3. კონკრეტული მოცულობის სამუშაოს ან საწარმოო ფუნქციის შესრულებისათვის
საჭირო მომუშავეების რაოდენობა;
3.4. საწარმოო ობიექტების (მანქანა-მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და სხვ.)
დადგენილი რაოდენობა, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს
მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი.

4. დროის ნორმა არის:


4.1. დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა
შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან
მომუშავეთა ჯგუფმა;
4.2. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე დროის დანახარჯები, რომელიც დგინდება ერთ
მუშაზე ან მუშათა ჯგუფზე, განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მათი
კვალიფიკაციის შესაბამისად;
4.3. საწარმოო ობიექტების (მანქანა-მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და სხვ.)
დადგენილი რაოდენობა, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს
მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;
4.4. დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა
შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში სპეციალიზირებულმა
ბრიგადამ;

5. მომსახურების ნორმა არის:


5.1. ერთი ხელმძღვანელისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ მომუშავეთა
რაოდენობა;
5.2. საწარმოო ობიექტთა ის რაოდენობა, რომელსაც უნდა მოემსახუროს მომუშავე ან
ბრიგადა დროის განსაზღვრულ პერიოდში;
5.3. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილი
სიდიდე;
5.4. დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც
უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან
მომუშავეთა ჯგუფმა;

6. რიცხოვნობის ნორმა განსაზღვრავს:


6.1. მომუშავეთა რიცხოვნობას, რომელიც აუცილებელია გარკვეული მოცულობის სამუშა-
ოს შესასრულებლად განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში;
6.2. საწარმოო ობიექტების დადგენილი რაოდენობას, რომელსაც სამუშაო დროის
ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;
6.3. ერთი ხელმძღვანელისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ მომუშავეთა რაოდენობას;
6.4. დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, რომელიც
უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან
მომუშავეთა ჯგუფმა;

7. მმართველობის ნორმა ადგენს:


7.1. სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილ
სიდიდეს;
7.2. მომუშავეთა რიცხოვნობას, რომელიც ერთ ხელმძღვანელს უნდა დაექვემდებაროს;
7.3. დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, რომელიც
უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან
მომუშავეთა ჯგუფმა;
7.4. საწარმოო ობიექტების დადგენილ რაოდენობას, რომელსაც სამუშაო დროის
ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;

8. ფოტოგრაფიის მეთოდით სამუშაო დროის დანახარჯების შესწავლისას ხორციელდება:

8.1. შრომის პროცესში ცალკეულ ოპერაციაზე დახარჯული დროის შესწავლა;


8.2. დაკვირვება მომუშავეზე ან მომუშავეთა ჯგუფზე მთელი ცვლის ან ცვლის ცალკე-
ულ პერიოდში;
8.3. დაკვირვება მხოლოდ მომუშავეთა ჯგუფზე აუცილებლად ცვლის ცალკეულ პერი-
ოდში;
8.4. დაკვირვება მხოლოდ ერთ მომუშავეზე აუცილებლად მთელი ცვლის პერიოდში.

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის სამუშაო დროის დანახარჯთა შესწავ-


ლის მეთოდი:

9.1. ფოტოგრაფია;
9.2. ქრონომეტრაჟი;
9.3. მომენტური დაკვირვება;
9.4. პერიოდული დაკვირვება;

10. შრომის ანაზღაურების ორგანიზაცია

1. დამქირავებლისათვის ხელფასი წარმოადგენს:

1.1. შემოსავლის ძირითად წყაროს;


1.2. წარმოების ხარჯების ნაწილს;
1.3. წარმოების მთლიან დანახარჯებს;
1.4. შრომითი დანახარჯებისა და საწარმოო შრომატევადობის მთავარ მაჩვენებელს;

2. ხელფასის სტიმულირების ფუნქციის შედეგად ხორციელდება:

2.1. მომუშავის დაინტერესებას თავისი შრომის შედეგით;


2.2. მომუშავის საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
2.3. მომუშავის ოჯახის წევრთა საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
2.4. სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;

3. ხელფასის სოციალური ფუნქციის შედეგად ხორციელდება:

3.1. მომუშავის საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;


3.2. სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;
3.3. მომუშავის ოჯახის წევრთა საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
3.4. მომუშავის თავისი შრომის შედეგით დაინტერესება;

4.ხელფასის გამაფრთხილებელი ინდექსაცია გულისხმობს:

4.1.ხელფასის ზრდას წარსულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის შესაბამისად;


4.2. ხელფასის ზრდას სამომხმარებლო ფასების პროგნოზული ზრდის გათვალისწინებით
და წინ უსწრებს ინფლაციას;
4.3. ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას;
4.4. ხელფასის ინდექსაციას გადასახადების ზრდის შემთხვევაში;

5.ხელფასის რეტროსპექტული ინდექსაცია გულისხმობს:

5.1. ხელფასის ზრდას სამომხმარებლო ფასების პროგნოზული ზრდის გათვალისწინებით


და წინ უსწრებს ინფლაციას;
5.2. ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას;
5.3. ხელფასის ზრდას წარსულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის შესაბამისად;
5.4. ხელფასის ინდექაციას გადასახადების შემცირების შემთხვევაში;

6.სატარიფო სისტემა წარმოადგენს:

6.1.ფულად ფორმაში გამოხატული შრომის ანაზღაურების აბსოლუტურ სიდიდეს


სამუშაო დროის ერთეულში;
6.2. ნორმატივთა ერთობლიობას, რომლის საფუძველზე განისაზღვრება მომუშავის ხელ-
ფასის ზომა შრომის პირობების, კვალიფიკაციისა და ინდივიდუალური თვისებების გათ-
ვალისწინებით;
6.3. კვალიფიციური თანრიგებისა და მათი შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების
ერთობლიობას, რომელთა დახმარებით დგინდება დამოკიდებულება ხელფასსა და
მომუშავის კვალიფიკაციას შორის;
6.4. განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობას;

7.სატარიფო ბადე არის:

7.1.შრომის ანაზღაურების აბსოლუტური სიდიდე დროის გარკვეული პერიოდის


განმავლობაში;
7.2. საკვალიფიკაციო თანრიგებისა და შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების ერთობლი-
ობა;
7.3. განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობა;
7.4. ტიპიური სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისი მახასიათებლები;

8. სატარიფო განაკვეთი გამოხატავს:

8.1. მომუშავის კვალიფიკაციას და მის მიერ შესასრულებული სამუშაოს სირთულის


ხარისხს;
8.2. დროის ერთეულში მომუშავის შრომის ანაზღაურების ზომას;
8.3. განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობას;
8.4. ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სხვადასხვა
კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება;

9.სატარიფო ბადის დიაპაზონი ეწოდება:

9.1. ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სხვადასხვა


კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება;
9.2. სატარიფო ბადის პირველ და უკანასკნელ თანრიგებს შორის თანაფარდობას;
9.3. შრომის ანაზღაურების აბსოლუტურ სიდიდეს დროის გარკვეული პერიოდის
განმავლობაში;
9.4. მომუშავის კვალიფიკაციის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს სირთულის
ხარისხს;
10. ხელფასის სატარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:

10.1. კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით;


10.2. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
10.3. ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით;
10.4. როგორც კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის, ისე ფინანსური
მდგომარეობიდან გამომდინარე;

11.ხელფასის უტარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:

11.1. ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით;


11.2. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
11.3. როგორც ინდივიდუალური შრომის შედეგის, ისე ფინანსური მდგომარეობიდან
გამომდინარე;
11.4. კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით;

12.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტი არ არის ხელფასის ფონდის


შემადგენელი ნაწილი:

12.1. ნამუშევარი დროის ანაზღაურება;


12.2. საკვალიფიკაციო თანრიგებისა და შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების ერთობ-
ლიობა;
12.3. არანამუშევარი დროის ანაზღაურება;
12.4. ერთდროული წამახალისებელი გასაცემლები;

13. ნამუშევარი დროის ანაზღაურება არ მოიცავს:

13.1. პრემიებსა და ჯილდოებს;


13.2. მასტიმულირებელ და საკომპენსაციო სართებსა და წანამატებს სატარიფო განაკვე-
თებსა და თანამდებობრივ სარგოებზე;
13.3. სამუშაოზე შეთავსებით მყოფთა ხელფასს;
13.4. ყოველწლიური დამატებითი ან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შვებულე-
ბის ანაზღაურებას;

14. არანამუშევარი დროის ანაზღაურება მოიცავს:

14.1. მასტიმულირებელ და საკომპენსაციო სართებსა და წანამატებს სატარიფო განაკვე-


თებსა და თანამდებობრივ სარგოებზე;
14.2. სატარიფო ხელფასს;
14.3. ანაზღაურებას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისათვის,
იძულებითი გაცდენების ანაზღაურებას;
14.4. სამუშაოზე შეთავსებით მყოფთა ხელფასს;

15. ხელფასის ფონდის დაგეგმვის მეთოდებია:

15.1. ექსტრაპოლაციური, სატარიფო და უტარიფო;


15.2. ექსტრაპოლაციური, ნორმატიული და დეტალური;
15.3. ნორმატიული, დეტალური და სანარდო;
15.4. დეტალური, ფაქტორული და დროითი;

16. ექსტრაპოლაციური მეთოდით ხელფასის ფონდის დაგეგმვისას საბაზო პერიოდში


დახარჯული ხელფასის ფონდის კორექტირება ხდება:

16.1. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომის მწარმოებლურობის


მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად;
16.2. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომატევადობის
მოსალოდნელი შემცირების ტემპის შესაბამისად;
16.3. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და საშუალო ხელფასის
ცვლილების შესაბამისად;
16.4. საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და წარმოების მოცულობის
მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად;

17. ხელფასის სუბსიდირება:


17.1. წარმოშობს მხოლოდ შემოსავლის ეფექტს;
17.2. ამცირებს სამუშაო ძალის (შრომის) მიწოდებას;
17.3. აძლიერებს შრომის მოტიცავიას;
17.4. ადამიანს უბიძგებს უმუშევრობისაკენ;

18. ხელფასის ძირითადი ფუნქციებია:


18.1. წარმოშობის, სტიმულირებისა და კვლავწარმოების;
18.2. სოციალური, კვლავწარმოებისა და სტიმულირების;
18.3. მოტიცავიის, სტიმულირებისა და რეგულირების;
18.4. სტიმულირების, კვლავწარმოებისა და ორგანიზების;

19. ხელფასის ძირითადი ფორმებია:


19.1. პროგრესული და პრემიალური;
19.2. სოციალური და ეკონომიკური;
19.3. აკორდული და ბრიგადული;
19.4. სანარდო და დროითი;

20. ხელფასის სატარიფო და უტარიფო სისტემას შორის პრინციპული განსხვავება


შემდეგია:
20.1. სატარიფო სისტემაში პირველადია მომუშავის გამომუშავება, მეორადი–ხელფასის
ფონდი, უტარიოში პირიქით, პირველადია ხელფასის ფონდი, მეორადი–ინდივიდის
გამომუშავება;
20.2. ხელფასის უტარიფო სისტემას სატარიფო სისტემის ანტიპოდს უწოდებენ და
მისთვის პირველადია მომუშავის გამომუშავება;
20.3. სატარიფო სისტემაში პირველადია კოლექტიური გამომუშავება, მეორადი–ხელფასის
ფონდი, უტარიფოში პირიქით, პირველადია ხელფასის ფონდი, მეორადი–ინდივიდის
დამსახურება;
20.4.ხელფასის უტარიფო სისტემას სატარიფო სისტემის დანამატად მიიჩნევენ, სატარიფო
სისტემა კი გამოიყენება მხოლოდ სერიული ტიპის წარმოებაში;
თემა–11. შრომის მწარმოებლურობა

1.შრომის მწარმოებლურობა განისაზღვრება:

1.1. როგორც საწარმოს მომუშავეთა საშუალოსიობრივი რიცხოვნობის შეფარდება წარმოე-


ბული პროდუქციის მოცულობასთან;
1.2. როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდება მის საწარმოებლად სა-
ჭირო შრომით დანახარჯებთან;
1.3. როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდება მის საწარმოებლად სა-
ჭირო შრომითი დანახარჯებისა და მომუშავეთა საშუალოსიობრივი რიცხოვნობის ჯამთან;
1.4. როგორც პროდუქციის საწარმოებლად საჭირო შრომითი დანახარჯების შეფარდება
წარმოებული პროდუქციის მოცულობასთან;

2. შრომის მწარმოებლურობის გაზომვის მეთოდებია:

2.1. ნატურალური, ღირებულებითი და მმართველობითი;


2.2. ნატურალური, შრომითი და ტექნოლოგიური;
2.3. ნატურალური, ღირებულებითი და შრომითი;
2.4. ნატურალური, ღირებულებითი და საწარმოო;

3. შრომის მწარმოებლურობის გაზომვის ღირებულებითი (ფულადი) მეთოდის


გამოყენების შემთხვევაში:

3.1. წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმა-


საათებში;
3.2. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პი-
რობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
3.3. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
3.4. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური
ზომის ერთეულებში;

4. შრომის მწარმოებლურობის გაზომვის შრომითი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში:

4.1. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პი-


რობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
4.2. წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმა-
საათებში;
4.3. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
4.4. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური
შრომის ერთეულებში.

5. შრომის მწარმოებლურობის გაზომვის ნატურალური მეთოდის გამოყენების


შემთხვევაში:

5.1. წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმა-


საათებში;
5.2. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
5.3. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პი-
რობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
5.4. წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური
შრომის ერთეულებში;

6. შრომატევადობა გამოხატავს:

6.1. წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდებას შრომით დანახარჯებთან;


6.2. პროდუექციის ერთეულის წარმოებისათვის დახარჯული მასალების რაოდენობას;
6.3. პროდუქციის ერთეულის წარმოებისათვის საჭირო სამუშაო დროის რაოდენობას;
6.4. შრომითი დანახარჯების შეფარდებას დახარჯული მასალების რაოდენობასთან;

7. ტექნოლოგიური შრომატევადობა წარმოადგენს:

7.1. ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე მუშების


შრომითი დანახარჯებს;
7.2. ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს;
7.3. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს;
7.4. პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს;

8. წარმოების მომსახურების შრომატევადობა წარმოადგენს:

8.1. ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს;


8.2. ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს;
8.3. პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს.
8.4. ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე მუშების
შრომითი დანახარჯებს;

9. შრომის მწარმოებლურობის ზრდის რეზერვები არის:

9.1. ის მიზეზები, მამოძრავებელი ძალები, რომელთა გავლენით იცვლება წარმოებული


პროდუქციის (მომსახურების) ერთეულზე შრომითი დანახარჯები;
9.2. პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდისა და ხარისხის ამაღლების, ასევე შრომი-
თი დანახარჯების შემცირების გამოუყენებელი შესაძლებელობები;
9.3. შრომითი დანახარჯების თანაფარდობა და წარმოებული პროდუქციის მოცულობის
ზრდის შესაძლებლობები;
9.4. წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შრომითი დანახარჯების თანაფარდობა;

10. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში არ ხდება შრომის მწარმოებლურობის


ამაღლება:

10.1. პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები იზრდება;


10.2. პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები მცირდება;
10.3. პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები უცვლელია;
10.4. პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები მცირდება;

11. ზოგადად შრომის მწარმოებლურობის ზრდის ფაქტორებია:

11.1.მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური;


11.2. ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური;
11.3. მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური;
11.4. მატერიალურ–ტექნიკური, სამართლებრივი და სოციალურ–ეკონომიკური;
ვარიანტი-1.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 200 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 168 000 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 134 400 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 82 320 000 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 35 280 000 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 10.0% და 49.0%;
2. 12.5% და 70.0%;
3. 10.0% და 58.8%;
4. 12.5% და 41.2%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 150 000 ერთეული, N2 დასა-
ხელების 200 000 ერთეული და N3 დასახელების 250 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 10 ლარია, ხოლო შრომატევადობა 5 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 20 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 50 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 190 000 ლარი/კაცზე


2. 195 000 ლარი/კაცზე
3. 97 000 ლარი/კაცზე
4. 180 000 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


5%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:
1. 5.26%;
2. 4.76%;
3. 5.36%;
4. 5.66%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 1.8
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.9-ია, შრომატევადობის ინდექსი
0.95, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.97. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 1 571 400 ლარი;


2. 1 620 000 ლარი;
3. 1 746 000 ლარი;
4. 1 575 400 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 5 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 15 ერთეული პროდუქცია.
აქედან 3 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 15%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 77.25 ლარი;
2. 75.0 ლარი;
3. 86.25 ლარი;
4. 75.5 ლარი.
ვარიანტი-2.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 210 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 176 400 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 141 120 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 85 448 160 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 36 620 640 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 13.5% და 69.3%;
2. 10.8% და 48.4%;
3. 13.5% და 86.5%;
4. 10.8% და 58.1%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 160 000 ერთეული, N2 დასა-
ხელების 210 000 ერთეული და N3 დასახელების 250 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 11 ლარია, ხოლო შრომატევადობა 6 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 14 ლარია, ხოლო შრომატევადობა 7 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 52 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 85 192 ლარი/კაცზე
2. 162 500 ლარი/კაცზე
3. 160 000 ლარი/კაცზე
4. 165 000 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


6%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:

1. 5.66%;
2. 6.38%;
3. 6.36%;
4. 6.66%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 1.9
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.91-ია, შრომატევადობის
ინდექსი 0.96, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.96. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 1 729 000 ლარი;


2. 1 659 840 ლარი;
3. 1 824 000 ლარი;
4. 1 650 000 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 6 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 20 ერთეული პროდუქცია.
აქედან 4 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 16%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 120.0 ლარი;
2. 123.84 ლარი;
3. 139.20 ლარი;
4. 125.54 ლარი.
ვარიანტი-3.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 220 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 184 800 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 147 840 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 88 482 240 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 37 920 960 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 14.5% და 57.5%;
2. 11.6% და 47.9%;
3. 14.5% და 68.4%;
4. 11.6% და 40.2%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 162 000 ერთეული, N2 დასა-
ხელების 215 000 ერთეული და N3 დასახელების 252 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 12 ლარია, ხოლო შრომატევადობა 6 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 5 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 16 ლარია, ხოლო შრომატევადობა 9
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 60 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 153 300 ლარი/კაცზე


2. 71 917 ლარი/კაცზე
3. 153 350 ლარი/კაცზე
4. 152 500 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


7%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:

1. 7.66%;
2. 7.38%;
3. 7.53%;
4. 6.54%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 2.0
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.92-ია, შრომატევადობის
ინდექსი 0.97, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.98. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 1 840 000 ლარი;


2. 1 960 000 ლარი;
3. 1 803 200 ლარი;
4. 1 800 500 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 7 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 25 ერთეული პროდუქცია.
აქედან 5 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 18%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 175.0 ლარი;
2. 206.5 ლარი;
3. 181.3 ლარი;
4. 182.5 ლარი.
ვარიანტი-4.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 230 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 193 200 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 154 560 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 91 442 240 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 39 160 960 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 12.4% და 47.3%;
2. 15,5% და 56.8%;
3. 12.4% და 39.8%;
4. 15.5% და 67.6%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 165 000 ერთეული, N2 დასა-
ხელების 220 000 ერთეული და N3 დასახელების 255 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 13 ლარია, ხოლო შრომატევადობა 5 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 18 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 75 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 133 250 ლარი/კაცზე


2. 133 500 ლარი/კაცზე
3. 68 467 ლარი/კაცზე
4. 133 800 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


8%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:

1. 7.4%;
2. 7.8%;
3. 7.5%;
4. 8.7%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 2.2
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.93-ია, შრომატევადობის
ინდექსი 0.98, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.96. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 2 046 000 ლარი;


2. 2 112 000 ლარი;
3. 1 965 150 ლარი;
4. 1 964 160 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 8 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 30 ერთეული პროდუქცია.
აქედან 5 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 20%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 240.0 ლარი;
2. 288.0 ლარი;
3. 250.3 ლარი;
4. 248.0 ლარი.
ვარიანტი-5.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 240 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 201 600 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 161 280 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 94 268 160 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 40 400 640 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 13.2% და 46.8%;
2. 16.5% და 66.8%;
3. 13.2% და 56.1%;
4. 16.5% და 46.8%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 170 000 ერთეული, N2 და-
სახელების 230 000 ერთეული და N3 დასახელების 260 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 6 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 20 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 70 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 84 571 ლარი/კაცზე
2. 160 000 ლარი/კაცზე
3. 160 500 ლარი/კაცზე
4. 162 000 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


9%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:

1. 9.28%;
2. 9.35%;
3. 9.89%;
4. 8.26%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 2.5
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.94-ია, შრომატევადობის
ინდექსი 0.94, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.95. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 2 350 000 ლარი;


2. 2 232 500 ლარი;
3. 2 375 000 ლარი;
4. 2 235 000 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 9 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 35 ერთეული პროდუქცია.
აქედან 8 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 22%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 315.0
2. 330.84
3. 332.55
4. 384.34
ვარიანტი-6.
ამოცანა–1. ქვეყანის მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობა 250 000 000 კაცია, ხოლო 15 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლება 210 000 000 კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 168 000 000
კაცი. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 97 020 000 კაცი, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა
რიცხოვნობა კი 41 580 000 კაცი. უმუშევრობის და დასაქმების დონე შესაბამისად შეადგენს:

1. 17.5% და 55.4%;
2. 14.0% და 46.2%;
3. 17.5% და 66.0%;
4. 14.0% და 55.4%;

ამოცანა-2. საწარმომ წლის განმავლობაში გამოუშვა N1 დასახელების 180 000 ერთეული, N2 და-
სახელების 250 000 ერთეული და N3 დასახელების 300 000 ერთეული პროდუქცია. N 1
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 20 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8 ნორმა.საათი, N2
დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 15 ლარია, ხოლო შრომატევადობა 8 ნორმა.საათი,
ხოლო N 3 დასახელების პროდუქციის ერთეულის ფასი 10 ლარია, ხოლო შრომატევადობა 10
ნორმა.საათი, საწარმოს მომუშავეთა საშუალოწლიური რიცხოვნობა 80 კაცია. ერთი
მომუშავის საშუალოწლიური გამომუშავება შეადგენს:

1. 80 500 ლარი/კაცზე
2. 129 575 ლარი/კაცზე
3. 129 375 ლარი/კაცზე
4. 129 355 ლარი/კაცზე

ამოცანა-3. საწარმომ საბაზისო პერიოდთან შედარებით პროდუქციის შრომატევადობის დონე


10%-ით შეამცირა. შესაბამისად შრომის მწარმოებლურობის ზრდა (პროცენტებში) შეადგენს:

1. 9.09%;
2. 11.11%;
3. 11.25%;
4. 11.65%;

ამოცანა-4. საბაზისო პერიოდში (2012 წელი) მუშებისათვის დახარჯული ხელფასის ფონდი 2.8
მლნ. ლარია. საგეგმო პერიოდში საშუალო ხელფასის ინდექსი 0.95-ია, შრომატევადობის
ინდექსი 0.93, ხოლო მუშათა რიცხოვნობის ინდექსი 0.99. გაიანგარიშეთ მუშათა ხელფასის ფონდი
ექსტრაპოლაციური მეთოდით:

1. 2 633 400 ლარი;


2. 2 660 000 ლარი;
3. 2 772 000 ლარი;
4. 2 632 600 ლარი;

ამოცანა-5. კომპანიაში ნორმის ფარგლებში გამოშვებული პროდუქციის ერთეულის სანარდო


შეფასება 10 ლარია. სამუშაო დღის განმავლობაში მუშამ დაამზადა 40 ერთეული პროდუქცია.
აქედან 10 ერთეული ნორმის ზევით გამოშვებული პროდუქციაა. საწარმოში დადგენილია, რომ
ნორმის ზევით გამოშვებული თითოეული პროდუქციისათვის სანარდო შეფასება 25%-ით
იზრდება. მუშის დღიური სანარდო–პროგრესული ხელფასი შეადგენს:

1. 425.0 ლარი;
2. 400.0 ლარი;
3. 500.0 ლარი;
4. 425.5 ლარი.

You might also like