You are on page 1of 6

სახელი და გვარი

თავი IV. დასაქმება და უმუშევრობა

1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, ადამიანი


უმუშევრად რომ ჩაითვალოს, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
მოთხოვნებს:
2. ჩამოთვალეთ უმუშევრობის სახეები (ძირითადიც და სხვა დანარჩენიც):
3. აღწერეთ ფრიქციული უმუშევრობის წარმოშობის მიზეზები:
4. ძირითადად რასთან შეუსაბამობა იწვევს სტრუქტურულ უმუშევრობას?
5. ტექნოლოგიური უმუშევრობის მიზეზია:
6. თქვენი მოსაზრებით, იწვევს თუ არა უმუშევრობას ტექნოლოგიების განვითარება,
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი?
7. ბუნებრივი უმუშევრობის დონე უტოლდება:
8. თქვენი მოსაზრებით, ფაქტობრივი უმუშევრობის დონე უფრო მაღალია თუ
უმუშევრობის ბუნებრივი დონე?
9. ციკლური უმუშევრობის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზია:
10. რომელ დარგებს ახასიათებს სეზონური უმუშევრობა?
11. რომელი თავისებურებებით ხასიათდება სეზონური უმუშევრობა?
12. როგორ შეიძლება მოიქცნენ დამსაქმებლები ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი
დაქვეითების შემთხვევაში ისე, რომ არ მივიღოთ სრული უმუშევრობა?
13. როგორ ახსნით ფარულ უმუშევრობას და რა ხდება მის დროს?
14. რომელ ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობა დასაქმების პროცესის საბაზრო ხასიათი?
15. შრომის კოდექსის თანახმად რა არის შრომითი ურთიერთობა?
16. ვინ შეიძლება იყოს შრომითი ურთიერთობების სუბიექტები?
17. როგორ არის განმარტებული დასაქმება?
18. სრული დასაქმება არის იგივე, რაც საყოველთაო დასაქმება?
19. სრული დასაქმება ნიშნავს თუ არა რომ ყველა შრომისუნარიანი დასაქმებულია?
20. განმარტეთ ეკონომიკურად მიზანშეწონილი სმაუშაო ადგილები.
21. რა იგულისხმება „ეფექტიან დასაქმებაში“?
22. განასხვავეთ ნაწილობრივი და ეპიზოდური დასაქმება ერთმანეთისაგან.
23. მეორადი დასაქმება არის:
24. შეიძლება თუ არა მეორადმა დასაქმებამ უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს და რატომ?
25. განმარტეთ არაფორმალური დასაქმება.
26. გლობალური დასაქმების კონცეფციის თანახმად, არატიპიურ (არასტანდარტულ/მოქნილ)
დასაქმებას რა არ უნდა ახასიათებდეს?
27. უმუშევრობის ხარისხობრივი, სრულყოფილი დახასიათებისთვის მიზანშეწონილია
გაანალიზდეს შემდეგი მაჩვენებლები (რომელ ძირითად მაჩვენებლებს იყენებენ
უმუშევრობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესწავლისას)?
28. უმუშევრობის მდგომარეობის შეფასების რაოდენობრივი მაჩვენებლებიდან ყველაზე
უფრო ფართოდ რომელი მაჩვენებელია გავრცელებული?
29. უმუშევრობის დონე გაიანგარიშება:
30. განმარტეთ ის ორი მეთოდოლოგიური მიდგომა, რომლებსაც იყენებენ უმუშევრობის
შესწავლისას.

1
31. შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტია:
32. რა არის ქრონიკული უმუშევრობა? რას იწვევს ის გამოცდილების თვალსაზრისით?
(შენიშვნა: ქრონიკული უმუშევრობა 3 და მეტი წელი უმუშევრობა).
33. თქვენი მოსაზრებით, გრძელვადიანი ანუ ქრონიკული უმუშევრობა წარმოადგენს თუ არა
დამატებით ხარჯს სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების აქტიური პოლიტიკის
გატარებისას?
34. განეკუთვნება თუ არა უმუშევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას?
35. არამომუშავე ადამიანი, რომელიც იმედოვნებს, რომ მალე ისევ იშოვის სამუშაოს და
აქტიურადაც ეძებს სამუშაოს, მიეკუთვნება თვითდასაქმებულს, ხელჩაქნეულთა
კატეგორიას თუ უმუშევარს?
36. იმ შემთხვევაში, როცა ემიგრაცია მასშტაბურია, მცირდება თუ იზრდება შრომითი
რესურსების რაოდენობა?
37. ოუკენის კანონის თანახმად ფაქტობრივი უმუშევრობის დონის 1%-ით გადააჭარბება
ბუნებრივზე, მშპ-ს შემცირებას რამდენი პროცენტით იწვევს?
38. ხელფასის განაკვეთის ზრდის პირობებში შემოსავლის ეფექტი სამუშაო ძალის (შრომის)
მიწოდებაში განაპირობებს მუშაობისათვის განკუთვნილი საათების რაოდენობის
გაზრდას თუ შემცირებას?
39. ხელფასის განაკვეთის ზრდის პირობებში შენაცვლების ეფექტი სამუშაო ძალის (შრომის)
მიწოდებაში გამოიხატება მუშაობისათვის განკუთვნილი საათების რაოდენობის
გადიდებაში თუ შემცირებაში?
40. როგორ გაიანგარიშება დასაქმების დონე?
41. დასაქმებულთა ზრდა ეკონომიკაში ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ზრდის თუ
უცვლელს ტოვებს?
42. დასაქმების მდგომარეობის დახასიათებისთვის კიდევ რომელი მაჩვენებლები
გამოიყენება?
43. რატომ არ გვაძლევს დასაქმების დონისა და უმუშევრობის დონის ჯამი 100%-ს?
44. რომელ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებს გამოჰყოფდით სქესისა და ასაკის
მიხედვით მოსახლეობის დასაქმების თავისებურებების ანალიზისას?
45. საკუთრების ფორმის მიხედვით დასაქმების სრუქტურა შეიძლება იყოს:
46. დასაქმების დონე და ხელფასის განაკვეთი მონოფსონიური შრომის ბაზრის პირობებში
უფრო მაღალია თუ გაცილებით დაბალია, ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის
პირობებში?
47. სამუშაო ძალის (მომუშავის) დაქირავებით დამსაქმებელი (დამქირავებელი) იძენს
შრომის უნარის გამოყენების უფლებას, განკარგვის უფლებას თუ ორივე უფლებას
ერთად? (იხილეთ შრომითი ურთიერთობის განმარტება)
48. რაში მდგომარეობს უმუშევრობის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები და როგორ
შეიძლება მისი რაოდენობრივი შეფასება? (ოუკენის კანონი)
49. წარმოების შემცირების გარდა უმუშევრობის კიდევ რომელ უარყოფით ეკონომიკურ და
სოციალურ შედეგებს დაასახელებდით?
50. განსაზღვრეთ უმუშევრობის დადებითი (ბუნებრივი უმუშევრობის პირობებში)
ეკონომიკური შედეგები?
51. ჩამოთვალეთ საქართველოში უმუშევრობის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზები
(ფაქტორები):

2
52. საქსტატის მონაცემების მიხედვით, დაასახელეთ არაფორმალური დასაქმების ოდენობა
2017 და 2019 წლებისთვის https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
?
53. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემების მიხედვით,
დაასახელეთ დასაქმებულებისა და უმუშევრობის რიცხოვნობა:
54. დაასახელეთ თვითდასაქმებულების და დაქირავებით დასაქმებულების რიცხოვნობა
საქართველოში (2019 წ. საქსტატი):
55. რას უტოლდება საქართველოში დასაქმების დონე საქსტატის 2019 წლის მონაცემებით?
56. საქსტატის მონაცემების მიხედვითვე დაიანგარიშეთ მოსახლეობის ეკონომიკურად
აქტიურობის საერთო დონე (2019წ):
57. კვარტალურად რამდენი შინამეურნეობის გამოკითხვას ეყრდნობა საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის (შრომის ბაზრის) შესწავლისას?
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/662/dasakmeba-da-umushevroba ან იხილეთ
პრეზენტაციის ფაილი ან დამატებითი ფაილი.
58. ახალგაზრდების რომელ კატეგორიას სწავლობს NEET-ის ინდიკატორი? (იხილეთ
„შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სახელმწიფო სტრატეგიის 2016-2018წწ
დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება)

59. 2015 წელს საქართველოში 7700 ახალგაზრდის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით


რას უდრის საქართველოს ახალგაზრდების NEET-ის კოეფიციენტი? რისი
ანალიზის/დასკვნის საშუალებას იძლევა ამ კოეფიციენტის (ინდიკატორის) სიდიდე?

60. ქვეყანის მოსახლეობის რიცხოვნობა 135.5 მლნ. კაცია. მათ შორის 15 წლისა და უფროსი
ასაკის მოსახლება 90.2 მლნ. კაცია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა კი 58.5 მლნ.
კაცი. მათ შორის თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 32.2 მლნ. კაცია, ხოლო დაქირავებით
დასაქმებულები 18.3 მლნ. კაცი. უმუშევრობის დონე შეადგენს:

61. ქვეყანის მოსახლეობის რიცხოვნობა 95.5 მლნ კაცია, მათ შორის 15 წლისა და უფროსი
ასაკის მოსახლება 62.2 მლნ. კაცია. 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა კი 22.2 მლნ.
კაცი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 41,8 მლნ. კაცი. ხოლო უმუშევართა
რიცხოვნობა 7,3 მლნ. კაცი. დასაქმების დონე შეადგენს:

62. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2012 წლის მონაცემებით 120.0 მლრდ.
აშშ დოლარია. ფაქტობრივი უმუშევრობის დონე 17.0%. უმუშევრობის ბუნებრივი დონე
აღნიშნული ქვეყნისათვის საშუალოდ 5.0%-ია. ოუკენის კანონის თანახმად ფაქტობრივი
მშპ-ის მოცულობის ჩამორჩენა პოტენციური მშპ-გან (ანუ მშპ–ის დანაკარგები) შეადგენს
(უმუშევრობის ბუნებრივი და ფაქტობრივი დონე ფორმულაში გადაგყავთ
ათწილადებში):

3
63. ქვეყნის შრომითი რესურსების რიცხოვნობა 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში შესაბამისად
14.0, 16.0, 18.0 და 22.0 მლნ კაცს შეადგენს. გაიანგარიშეთ შრომითი რესურსების საშუალო
ზრდის ტემპი ბოლო სამი წლის (2018, 2019 და 2020 წელი) განმავლობაში და მატების ტემპი
ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში: (რადგან სამი წლის ზრდის და მატების ტემპის
გაანგარიშებას გთხოვთ, აქ დაგჭირდებათ კუბური ფესვი, რომლის გაანგარიშებას შეძლებთ
ექსელის გრაფაშიც, თუ ჩაწერთ ნებისმიერ გრაფაში ასე:
=მიღებული რიცხვი^(1.3)
და დაარტყით ენტერს და გრაფაში ჩაჯდება მიღებული რიცხვის კუბური ფესვი. მაგალითად,
=125^(1/3) და ენტერის დარტყმისას მიიღებთ 5-ს).

ძირითადი ფორმულები და მაჩვენებლები (ცალკე ფაილადაც


გამოგიგზავნეთ, მაგრამ აქაც ჩაგიკოპირეთ)

ძირითადი ფორმულები საქართველოში ბოლო


2019 წლის მონაცემებით
ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა
(კაცი)-P P =3 723 500 კაცი

15 წლისა და უფროსი ასაკის P15+=3 037 100 კაცი


მოსახლეობა- P15+
P15+= Eა + Eარა აქტ.
ეკონომიკურად აქტიური Eა=1 911 200 კაცი
მოსახლეობა (სამუშაო ძალა) - Eა

ეკონომიკურად არააქტიური Eარა აქტ=1 125 900 კაცი


მოსახლეობა (სამუშაო ძალის გარეთ
მყოფი მოსახლეობა) - Eარა აქტ
Eა =D+U D-დასაქმებულები სულ=1 690 200

4
კაცი
U-უმუშევრები სულ=221 000 კაცი

D=Dდაქ+Dთვით Dდაქ-დაქირავებულები
სულ=849 300 კაცი
Dთვითდაქ-თვითდასაქმებულები
სულ=840 900 კაცი
უმუშევრობის დონე Uდ(%) Uდ(%)=221000/1911200*100%=11.6%
Uდ(%)=U/Eა×100% საქართველოში

დასაქმების დონე Dდ (%) Dდ (%)=1690200/3037100×100%=55.7%


Dდ (%)=D/ P15+×100% საქართველოში

ქვეყნის მოსახლეობის Eა(%)=1911200/3723500=51.3%


ეკონომიკურად აქტიურობის საქართველოში
საერთო დონე - Eა(%)
Eა(%)= Eა/P×100%

ქვეყნის მოსახლეობის Eა(%)= 1911200/3037100×100%=62.9%


ეკონომიკურად აქტიურობის დონე საქართველოში
(კერძო მაჩვენებელი) - Eა(%)
Eა(%)= Eა/P15+×100%

შრომის ბაზრის დაძაბულობის Kდ=221200/63200=3.5


კოეფიციენტი Kდ V-ვაკანტური სამუშაო ადგილების
Kდ=U/V რაოდენობა (ვაკანსიები)

ოუკენის კანონი Y*=Y/[1-β(U-U*)] Y*-პოტენციური მთლიანი შიდა


an (Y -Y*)/Y*=-β(U-U*) პროდუქტი (მშპ) ლარი;
Y-ნომინალური მშპ მიმდინარე
ფასებში (ლარი);
U-უმუშევრობის ფაქტიური დონე
(%)
U*-უმუშევრობის ბუნებრივი დონე

5
(%)
β-ოუკენის კოეფიციენტი (2.0-2.5)

2019 წლის მონაცემებით Y*=Y/[1-β(U-U*)]=50.0/[1-2,5(0,116-


საქართველოში: 0,06)]=
Y=50.0 მლრდ.ლარი; 50.0/0,86=58,14 მლრდ. ლარს
U=11.6% დანაკარგები Y-Y*=-8,14 მლრდ
U*=6.0% (ვიღებთ საშუალოს 5.0- ლარი ანუ 14.0%
7.0%).
β-=2.5 ვიღებთ მაქსიმალურ
მნიშვნელობას
Y-ნომინალური მშპ მიმდინარე 13 430 ლარი
ფასებში საქართველოში 4 764 აშშ დოლარი
მოსახლეობის 1 სულზე;
მშპ-ის რეალური ზრდა (%) 5.1%
სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 6.1%
ინფლაცია (%)
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის 199 ლარი (თებერვალი 2020წ.)
საარსებო მინიმუმი (ლარი თვეში)
საშუალო თვიური ნომინალური სულ საშუალო-1068,3 ლარი
ხელფასი საქართველოში (ლარი) მათ შორის, მამაკაცი-1280,7 ლარი
ქალი-822,6 ლარი

You might also like