You are on page 1of 9

სოციალური

პოლიტიკის როლი
უმუშევრობასთან
ბრძოლაში
უმუშევრობის ცნება, უმუშევრობის სახეები და მისი გაზომვა.

როგორც ეკონომიკური მოვლენა, უმუშევრობა-ესაა ,,მუშაკის ნებისგან დამოუკიდებელი


შეჩერება შრომითი საქმიანობისა ხანგრძლივი დროით შრომითი მოწყობის
შეუძლებლობის მიზეზით, როგორც წესი, დამქირავებელსა და დაქირავებული შრომის
პირს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად“.
უმუშევრობა-ეს არის ეკონომიკური ცხოვრების ობიექტური ფაქტორი. მისი გაჩენა
შესაძლებელი გახდა მხოლოდ დაქირავებული შრომის
ინსტიტუტის გაჩენასთან ერთად.
უმუშევრობის მიზეზები ფრიად მრავალფეროვანია. მათ რიცხვში შეიძლება დასახელდეს
ავტომატიზირებული წარმოება. კიბერნეტიკის დამაარსებელი ნ. ვინერი 40- იანი წლების
ბოლოს წერდა: ,,სრულიად ცხადია, რომ ავტომატური მანქანების დანერგვა გამოიწვევს
უმუშევრობას, რომელთან შედარებითაც წარმოიების თანამედროვე დაქვეითება და 30-
იანი წლების კრიზისიც კი სასიამოვნო ხუმრობად მოგვეჩვენება“. 60- იანი წლების
დასაწყისში ამერიკელი სოციოლოგები ამტკიცებდნენ, რომ 70-იანი წლების შუა
პერიოდისათვის მუშათა 65% დაკარგავს სამუშაოს წარმოების ავტომატიზაციის შედეგად.
ყველაფერი ზემოთქმული ადასტურებს,რომ ავტომატიზაცია არის წამყვანი
ფაქტორია, რაც განაპირობებს უმუშევრობას, მაგრამ არა ერთადერთი. იგი
განისაზღვრება
სხვა მრავალი სოციალურ-ეკონომიკური და საორგანიზაციო - მმართველობითი
ფაქტორით.
და მათ რიცხვში უნდა დასახელდეს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის
დასაქმებისათვის
გატარებული პოლიტიკა, დასაქმების სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია და
სისტემა, უმუშევრობის დახმარების ოდენობა და გადახდის პრაქტიკა, სახელმწიფოს
მოსახლეობის ცხოვრების დონე, სამუშაო ძალის ხარისხი, მათი ყოფისა და შრომის
პირობები. არანაკლებ როლს თამაშობს სახელმწიფოს საინვესტიციო და ტექნიკური
პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია. უმუშევრობის დონეს განსაზღვრავს
ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციაც. იგი
საბოლოოდ განპირობებულია მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთელი
სვლით და გვევლინება, როგორც შედეგი საწარმოო შესაძლებლობების
სამუშაოს ძებნას ახორციელებენ ის ადამიანებიც , ვინც პირველად
იწყებენ თავის შრომით ცხოვრებას ზოგადსაგანმანათლებლო ან
პროფესიულ სკოლაში სწავლის დამთავრების შემდეგ.
განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს მომუშავე ახალგაზრდობა ,
რომელსაც სურს გაარკვიოს „თავისი ადგილი“ შრომის
დანაწილების სისტემაში - იპოვოს თავისთვის „საინტერესო “
სამუშაო. ყველა ეს პროცესი ხორციელდება სამსახურიდან 4
გათავისუფლებისა და სამსახურში მიღების ფონზე . ვიღაც გადის
პენსიაზე, ვიღაც ამავე დროს ეძებს სამუშაოს სასწავლო
დაწესებულების დამთავრების შემდეგ, სხვას აღარ აწყობს
ზეინკლის პროფესია, ვიღაც კი ეძებს სწორედ ასეთ სამუშაოს .
ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს იპოვოს ისეთი სამუშაო ,
უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური
შედეგები და შემცირების გზები.
უმუშევრობის ეკონომიკური შედეგები და მათი სტრუქტურა ფრიად
მრავალფეროვანი და რთულია. ამ პრობლემის გამოკვლევისას
მიზანშეწონილია გამოიყოს უმუშევრობის ეკონომიკური შედეგები
ეროვნულ დონეზე და ადამიანის დონეზე. ეროვნულ დონეზე
უმუშევრობა, პირველ რიგში, აქვეითებს შიდა საერთო პოდუქტის
წარმოებას (შსპ). ამ მოვლენების ურთიერთკავშირი ასახულია
ოუკენის კანონში: თუ „უმუშევრობის ფაქტიური დონე აჭარბებს
ბუნებრივ დონეს 1%-ით, მაშინ შსპ მოცულობის ჩამორჩენა შეადგენს
2,5%“. ეს ფარდობა 1-2,5 ან 2:5 საშუალებას იძლევა უმუშევრობის
გამო შსპ წარმოების აბსოლუტური დანაკარგების დადგენისა.
ამისათვის აუცილებელია განისაზღვროს უმუშევრობის ფაქტიური და
ბუნებრივი დონეების აბსოლუტურ მნიშვნელობებს შორის სხვაობა
და გამრავლდეს იგი ოუკენის კოეფიციენტზე. უმუშევრობას,
რომელიც ამცირებს შსპ მოცულობას, მივყავართ გადასახადების
შემცირებამდე, რომელიც უნდა შევიდეს სახელმწიფოში. ეს
განპირობებულია ერთი მხრივ, იურიდიული პირების მიერ შექმნილი
დაბეგრილი ბაზების შემცირებით, მეორე მხრივ კი-მცირდება
ფიზიკური პირებისგან შემოსული გადასახადები.
უმუშევრობის შედეგად უნდა ჩაითვალოს ბაზარზე მუშაკთა შორის
კონკურენციის
გაძლიერება უფრო პრესტიჟული სამუშაო ადგილებისათვის. შედეგად
მოსახლეობის
ცალკეული და საკმაოდ დიდი ჯგუფები იძულებული არიან დაიკავონ
არაპრესტიჟული,
მათთვის უინტერესო სამუშაო ადგილები. ამ შემთხვევაში შრომითი
საქმიანობა
მათთვის ატარებს „იძულებით“ ხასიათს, ასეთი შრომა კი არ შეიძლება
იყოს
მაღალეფექტური და ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს აუცილებელ ხარისხს.
უფრო მეტიც, ასეთ პირობებში შეუძლებელია სტაბილური საწარმოო
კოლექტივების ფორმირება. შრომის იძულებითი ხასიათის შემთხვევაში
არ შეიძლება საზოგადოების
უმუშევრობის სოციალური შედეგები

უმუშევრობა, ამცირებს რა ოჯახის შემოსავალს, აძლიერებს მოსახლეობის


დიფერენციაციას. საჭიროა საკმაო დრო, რომ მოსახლეობის უმეტესობამ
გააცნობიეროს, რომ განაწილების ასეთი ხასიათი აკავებდა წარმოების
ეფექტურობის ზრდას და დამღუპველია სახელმწიფოსა და ადამიანისთვის. თუმცა
არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ დღეისთვის არსებული შემოსავლების
დეფერენციაცია ყოველთვის გამართლებული არაა და ხელს არ უწყობს სოციალურ
მშვიდობას ქვეყანაში, წარმოების ეფექტურობას. ადამიანის უმუშევრობის ფაქტი
თრგუნავს მისი ქცევის ზნეობრივ საწყისს. იგი ხდება გაღიზიანებული, უხეში,
გაბოროტებული, სხვისი ბედისადმი გულგრილი, თავს გრძნობს დამცირებულად,
საზოგადოებისათვის, ოჯახისათვის, თავისი თავისადმიც კი არასაჭიროდ.
უმუშევრობას მივყავართ ადამიანის უმოქმედობასა და დეგრადაციამდე - ლოთობა,
ნარკომანია, სრულიად ამორალური მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. ხდება
მოსახლეობის მარგინალიზაცია, უარესდება სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი
საზოგადოებაში. შრომისუნარიანი ასაკის განსასჯელთა, უმუშევართა და იმათი, ვინც
არ სწავლობს, რიცხვი სისტემატურად იზრდება. კრიმინოგენული სიტუაცია
მძაფრდება ახალგაზრდათა უმუშევრობის მაღალი დონითაც. სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით უარესია,
ვიდრე მოსახლეობის სხვა ასაკობრივი ჯგუფებისა. უმუშევრობა იწვევს ოჯახური
კავშირების შესუსტებას, მშობლის მოვალეობის დავიწყებას. სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ უმუშევრების რიცხვის ზრდა ამცირებს
ქორწინების რიცხვს. ასეთი დასკვნა ამტკიცებს სპირმენის რანგების კორელაციის
კოეფიციენტის გათვლასაც. უკანასკნელ წლებში იზრდება უსახლკარო ბავშვთა
რიცხვიც.ზოგიერთი შეფასებით, ისინი დღეს უფრო მეტნი არიან ,ვიდრე
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ.
უმუშევრობა შეიძლება გახდეს სოციალურ-ეკონომიკური
დესტაბილიზაციის ფაქტორი, თუ უმუშევრობის საფრთხე შეეხება მუშაკთა
მრავალრიცხოვან და კარგად ორგანიზებული პროფესიულ ჯგუფებს,
რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ
ცხოვრებაში, ან მოღვაწეობის დარგებში, რომელიც ეხება ბევრი
ადამიანის ინტერესს. ასეთი პროფესიული ჯგუფების მაგალითი შეიძლება
იყოს მაღაროელები, ენერგეტიკოსები, ექიმები, მასწავლებლები და სხვა.
უმუშევრობა შეიძლება გახდეს სოციალურ-ეკონომიკური
დესტაბილიზაციის ფაქტორი იმ შემთხვევაშიც, როცა მნიშვნელოვნად
იზრდება იმ პირთა ჯგუფი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობს
სამუშაოს, ეგრეთწოდებული „სასოწარკვეთილები“. გარკვეული
წარმოდგენა მასზე შეიძლება შექმნას ინფორმაციამ უმუშევრების, ვინც 12
თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ პოულობს სამუშაოს, რიცხოვნობის
უმუშევრობის შემცირების
ძირითადი გზები

სახელმწიფოს უმთავრესი როლია წარმოების ისეთი რესურსის


სრული და რაციონალური გამოყენება, როგორიცაა შრომა,
მასშტაბური უმუშევრობის არდაშვება, აქტიური მოღვაწეობა მისი
შემცირებისათვის. ამ პრობლემის გადაწყვეტაში შეიძლება ორი
გენერალური მიმართულების გამოყოფა.
ამისი აუცილებლობა დიდია, რამდენადაც თანამედროვე
წარმოებას ახასიათებს ტექნოლოგიების, ტექნიკური ბაზების
სისტემატური ცვლა. და მუშაკი უნდა შეესაბამებოდეს წარმოების
განვითარების ასეთ ტენდენციას. მეორე გენერალური
მიმართულება მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად არის
სახელმწიფოს მოღვაწეობა ეკონომიკის განვითარების

You might also like