You are on page 1of 4

‘საქართველოს ეკონომიკური პრობლემები-ემპირიული დაკვირვება’

 უმუშევრობა და დასაქმება

საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და


აქტუალური გამოწვევაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ
ფაქტორად. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უმუშევრობა არის
მოვლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ შოულობს სამუშაოს.

ვფიქრობ, განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდა თაობაში,


ასაკოვან მოსახლეობასთან შედარებით. ახალგაზრდა ასაკშივე ითხოვენ რამდენიმე წლიან
გამოცდილებას, რაც შეუძლებელია. ახალგაზრდები ვერ საქმდებიან და შედეგად კი ვიღებთ
უამრავ დაუსაქმებელ ახალგაზრდას.

 დემოგრაფიული ცვლილებები/’’ტვინთა გადინება“

ამასთან საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილი აქვს მკვეთრ


დემოგრაფიულ ცვლილებებს, რაც აისახება სამუშაო ძალის შემცირებაში. ყოველივე
განპირობებულია ქვეყნიდან ადამიანების გადინებითა და შობადობის არასტაბილური
ცვლილებით. ქვეყნიდან „ტვინების გადინება“, რაც სამუშაო ადგილების
ნაკლებობითაცაა გამოწვეული, მოკლევადიან პერიოდში აკარგვინებს ქვეყანას
ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, თუმცა მათი ქვეყანაში დაბრუნება მნიშვნელოვან
როლს ასრულებს შრომის ბაზარზე, რადგან კვალიფიციურ ადამიანთა რიცხოვნობის
ზრდა დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და მის ზრდაზე.

 დაბალი ხელფასები

უპირველესად დაბალი ხელფასების ცნების გაგებისთვის, მნიშვნელოვანია, შევაფასოთ,


ზოგადად რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ხელფასის რაოდენობა.

საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა


ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი
ხელფასი, ცხადია, უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება,
ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა
მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს
მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ
უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება
შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.
უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“.
საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს
მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს.
საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი
არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც
დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების
მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს
საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს.

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით


1,600 ლარია. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ, ხელზე ასაღები
საშუალო ხელფასი 1,200 ლარი გამოდის.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე


გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი კი თვეში 20
ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

აღნიშნული პრობლემა გამოწვევაა სახელმწიფოს ყველა სფეროში: განათლება, ჯანდაცვა,


მომსახურება..შესაბამისად, კი ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები
ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას,
სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია.

 სიღარიბე

სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს


პრობლემას წარმოადგენს, რომლის მასშტაბები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო
იზრდება. განსაკუთრებით კი, პანდემიის გამო ეს პრობლემა მეტად გამწვავებულია როგორც
მსოფლიოში, ისე საქართველოში.

სიღარიბე რთული, მრავალმხრივი პრობლემაა, რომლის წარმომშობი მიზეზები, როგორც


ეროვნულ, ისე საერთაშორისო ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ამ პრობლემის გადაწყვეტაში
მნიშვნელოვანი როლი სიღარიბის დასაძლევად მიმართულმა კონკრეტული ქვეყნების
პროგრამებმა უნდა ითამაშოს, თუმცა ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებების
მხარდამჭერი საერთაშორისო ძალისხმევაცაა საჭირო.

საკვების, მედიკამენტების, ტანსაცმლის, სათამაშოების მუდმივი ნაკლებობა, ან


უბრალოდ არქონა, ბრძოლა გადარჩენისთვის - სოციალური შემწეობის გამუდმებული
მოთხოვნა, რომელსაც სიღარიბის შეფასების სახელმწიფოსეული კრიტერიუმები
უპირისპირდება და სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების მიერ (განსაკუთრებით
ახალგაზრდების) წვრილმანი დანაშაულის ჩადენის მაღალი მაჩვენებელი- სამწუხაროდ
ღარიბი საქართველოს ემპირიული რეალობაა.

 ფასების ზრდა და ლარის კურსი

საქართველოში ძალიან აქტუალურია სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე


ფასების ზრდა (ინფლაცია) და ლარის გაუფასურება. არაერთი კვლევის მიღმა, რომელიც
არაემპირიულ, არამედ ექსპერტულ ცოდნაზეა დაფუძნებული, ყველა ადამიანისთვის
თვალშისაცემია ფასების ზრდა სამომხარებლო საქონელსა და მომსახურებაზე.

ემპირიული დაკვირვებით, განსაკუთრებით გაძვირდა იმპორტირებული საქონელის


ფასები საწვავის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, მოიმატა ჯანმრთელობის
დაცვის ფასმა, რაც მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას მოიცავს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, რომელიც ფასების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

 ლარის დრამატული და ხანგრძლივი გაუფასურება 2018 წლიდან დაიწყო;

 გაუფასურების პიკს დოლართან მიმართებით მან 2020 და 2022 წლებში მიაღწია - ჯერ
პანდემიის შოკის, შემდეგ კი უკრაინაში ომის დაწყების გამო;

 2020 წლის 26 მარტს ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.46 ლარს მიაღწია; 2022 წლის
მარტშიც ამ ნიშნულს მიუახლოვდა - მოკლე დროში 3.4 ლარამდე გაიზარდა.

 ახლა კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის გამო, ლარი


დოლართან მიმართებით კვლავ კატასტროფულად უფასურდება.

 ლარის გაუფასურება და კურსის მაღალი მერყეობა ბოლო წლების ერთ- ერთი


მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან მოსახლეობას გაუძვირა უცხოურ
ვალუტაში აღებული სესხები, მთავრობასა და კერძო სექტორსაც გაუძვირა
უცხოურ ვალუტაში აღებული საგარეო სესხები, ხელი შეუწყო ფასების ზრდას,
ბიზნესში შექმნა არასტაბილურობისა და გაურკვევლობის მოლოდინი.

ადგილობრივი წარმოების ნაკლებობა/ექსპორტი

საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე, სტრატეგიულ სავაჭრო გზებზე მდებარე ქვეყანაა,


რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის გახსნილობა არის აუცილებებლი
პირობა. რამდენად არის ღია ქვეყანა ეკონომიკურად, პირველ რიგში, ეს საგარეო
ვაჭრობის მოცულობაში გამოიხატება. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული
საქართველოს აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ იმპორტი აღემატება ექსპორტს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობის
ზრდის ტენდენცია აქვს.

საქართველოს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ექსპორტი აქვს:


ფაქტობრივად გაგვქავს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობის
ნაწარმი. ანუ გაგვაქ ის რაც მოიპოვება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ან რასაც ჩვენი
კლიმატი განაპირობებს. საქართველოდან უმნიშვნელო რაოდენობით გადის ის
არასასოფლო-სამეურნეო მზა პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა
ქვეყნების წარმოებას. ეს ხდება ორი მიზეზის გამო, 1) არ გვაქვს საკმარისი ცოდნა თუ
როგორ ვაწარმოოთ და 2) არ გვყავს კადრები, ვისაც შეძლია, რომ აწარმოოს.

შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზები,


ვფიქრობ, მდგომარეობს შემდეგში:

 საგარეო წნეხი;

 უცხოური ვალუტის დეფიციტი ბაზარზე;

 შიდა პოლიტიკა;

 გადასახადები და სახელმწიფოს წნეხი კერძო ბიზნესზე;

You might also like