You are on page 1of 4

„მინიმალური ხელფასი“

მოცემულ სტატიაში განხილულია მოსაზრება მინიმალური ხელფასის


შემოღებასთან დაკავშირებით, ავტორს მოყავნილი აქვს არგუმენტები იმის შესახებ
თუ რა უარყოფით შედეგებს გამოიღებს მინიმალური ხელფასის დაწესება.

სტატიაში ნაგულისხმევია, რომ არსებული რეფორმა კონტრპროდუქტიულად


აისახება შრომით ბაზარზე და კერძოდ რისკის ქვეშ ჩააყენებს დასაქმებულთა დიდ
ნაწილს. მოყვანილი არგუმენტის მიუხედავად საპირისპიროს ამტკიცებს სხვადასხვა
კვლევა. მათ მიაჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის რეფორმა მრავალ ოჯახს
ამოიყვანს სიღარიბიდან, რაც განპირობებული იქნება ინფლაციის დაძლევით ასევე
შედარებით მაღალანაზღაურებადი ვაკანტური ადგილები გააჩენს უფრო დიდ
კონკურენციას და შესაბამისად დადებით გავლენას იქონიებს სამუშაო ადგილების
გაზრდაზე.

ავტორის აზრით არსებლი რეფორმა ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს დაბალი(200-


300 ლარი) შემოსავლის მქონე პირებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 10%-ს
წარმოადგენს, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაზე არსებული უარყოფითი შედეგები
აისახება ირიბად. ალბათ ირიბად ასახვაში ნაგულისხმევია გაზრდილი ფასები
პროდუქციაზე, რაც გამოწვეული იქნება თანამშრომელთა ხელფასების გაზრდით,
რაც თავისთავად აისახება პროდუქციის ხარჯზე. სწორედ ზემოთმოყვანილის გამო
ავტორის მიხედვით არსებულ კომპანიებს უძნელდებათ გაფართოება და შესაბამისად
ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაზე.

თუმცა მეორეს მხრივ, გაზრდილი მინიმალური ხელფასების პირობებში


დასაქმებულებს უფრო მეტი მოტივი ექნებათ სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად,
შესაბამისად ისინი უფრო დიდხანს დარჩებიან არსებულ პოზიციაზე, ეცდებიან
იყვნენ უფრო კონკურენტულები, რაც თავის მხრივ დამსაქმებლებს ააცილებს ისეთ
ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია ახალი კადრების გადამზადებით და აყვანით.
ასევე მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს მტკიცება იმის შესახებ, რომ
მოცემული ვითარება გამოიწვევს არაფორმალური სექტორს გაზრდა გაფართოებას.
დაუსაქმებელთა გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც 200-300 ლარიანი მინიმუმის
დაწესების გამო მოყვნენ შემცირებაში შეეცდებიან არაფორმალური გზებით
შესთავაზონ საკუთარი სერვისი დამსაქმებელს, რაც პირდაპირპროპორციულად
აისახება ქვეყნის ხაზინაზე, კერძოდ მოაკლდება იმ პირთა მიერ მიღებული
შემოსავლის ნაწილი, რომელთაც შეეძლოთ ამ რეფორმის გარეშე ემუშავათ უფრო
დაბალ ხელფასზე და შეეტანათ თავიანთი წვლილი ბიუჯეტში. არსებული რისკი
ნამდვილად საგულისხმო და მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის
უკვე ნახსენები გარემოება, რაც გულისხმობს კონკურენტუნარიანობის მომატებას და
თავისი დოზით სამუშაო ადგილების გაზრდას, ხოლო გაზრდილი ხელფასების გამო
დასაქმებულები შეიტანენ ბიუჯეტში პროპორციულად გაზრდილ თანხას, რაც
მეტნაკლებად დააბალანსებს არაფორმალური ბაზრის გაფართოებით გამოწვეულ
დისბალანსს. მინიმალური ხელფასის რეფორმა გაზრდის სიღარიბის მიღმა მყოფ
მუშათა კლასის ცხოვრების სტანდარტებს, ასევე კვლევების მიხედვით მას ძალიან
მცირე წვლილი მიუძღვის დაუსაქმებელ პირთა რიცხვის გაზრდაში . ასევე ამ დროს
იზრდება ეკონომიკური ბრუნვა, მაღალი ხელფასების პირობებში მოსახლეობის ეს
ნაწილი შედარებით უფრო მყიდველუნარიანი ხდება რაც დადებითად აისახება
ეკონომიკაზე. მინიმალური ხელფასის რეფორმა ამცირებს რასობრივ ან სქესობრივ
დისკრიმინაციას, რაც განსაკუთრებით გამოხატულია სიღარიბის მიღმა არსებულ
ფენებში. ასევე ამ დროს მცირდება მთავრობის მიერ გამოცხადებულ სოციალურ
პროგრამათა რიცხვი, რომელიც თავის მხრივ ფინანსდება კერძო სექტორიდან, რაც
შესაბამისად შეუმსუბუქებს გადასახადებს კერძო სექტორში მომუშავე პირებს.

რეფორმის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეების განხილვის შემდეგ


ვეცდები მკაფიოდ და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბო საკუთარი შეხედულება
მინიმალური ხელფასის რეფორმასთან დაკავშირებით. სანამ უშუალოდ ჩემ აზრს
დავაფიქსირებდე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ზემოთმოყვანილი
კვლევების უმეტესობა, რომელიც უმეტესწილად მინიმალური ხელფასის დადებით
ნაწილზე ამახვილებდა ყურადღებას წარმოდგენილი იყო ისეთი წარმატებული და
ძლიერი ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, როგორიცაა ამერიკა. სწორედ ამიტომ
ალბათ ორიგინალურები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით რომ ჩამოთვლილი დადებითი
არგუმენტები არცთუ სწორედ შეესაბამება ქართულ რეალობას. აქედან გამომდინარე
ვფიქრობ მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა უფრო დიდ ზიანს
მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ვიდრე სარგებელს, კერძოდ თუ მაინცდამაინც
სტატისტიკური ანალიზით გვსურს ხელმძღვანელობა ალბათ უმჯობესი იქნება
ვიხელმძღვანელოთ გერმანიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელის
შედეგადაც არსებული რეფორმის შემოღების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა
სიტუაცია შრომით ბაზარზე და უამრავი დასაქმებული პირი ჩაეწერა ან უმუშევართა,
ან არაფორმალურ სივრცეში დასაქმებულთა რიგებში, რომელთაც როგორც ვახსენეთ
ყველა სხვა უარყოფით მხარესთან ერთად არავითარი სარგებელი არ მოაქვს
სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. ვფიქრობ მოცემულ არცთუისე სახარბიელო
ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს მინიმალური ხელფასის რეფორმა.
სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით ორასიათასი დასაქმებულია რომელიც 100
ლარამდე ხელფასს გამოიმუშავებს, ასიათასს აღემატება მცირედით იმ ადამიანების
რაოდენობა რომლებიც გამოიმუშავებენ 100-200 ლარს, ხოლო 80-85 ათასის
ფარგლებში მერყეობს 200-300 ლარამდე შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობა, ეს
ყველაფერი ჯამურად მთლიან დასაქმებულთა დაახლოებით 25%-ს წარმოადგენს.
ახლა კი წარმოვიდგინოთ სიტუაცია როდესაც დამსაქმებლებს მოუწევთ მოცემული
რაოდენობისთვის საშუალოდ 100-150 ლარით ხელფასის მომატება, რაც ჯამურად
საკმაოდ დიდ ციფრებს აღწევს. აშკარაა სიტუაცია, რომ დამსაქმებელთა ნაწილი უარს
იტყვის ხელფასების მომატებაზე, და იძულებულები გახდებიან გაანთავისუფლონ
კადრები, რომელთა რაოდენობა გერმანიის პრაქტიკის მიხედვით 150-200 ათასი
ადამიანის ფარგლებში იქნება, რასაც მოყვება ისეთი მანკიერი წრის გაჩენა როგორიც
არის ნაკლები დასაქმებული, გაზრდილი გადასახადები, შემცირებული ბიუჯეტი და
ეკონომიკური რეგრესი.

გამოყენებული მასალა:

https://toggl.com/pros-and-cons-of-raising-minimum-wage/

https://www.epi.org/publication/ib341-raising-federal-minimum-wage/

https://www.thebalancecareers.com/pros-and-cons-of-raising-the-minimum-wage-2062521

You might also like