You are on page 1of 26

თავი 23.

ეკონომიკური რყევების მიზეზები და ბუნება


2008-2009 წლების რეცესია ერთერთია იმ ეკონომიკურ რყევათაგან, რომლებიც აშშ-ისა და
სხვა ქვეყნების ისტორიაში მრავლად მომხდარა. ამ თავში ჩვენ აღნიშნული ფენომენის
მიზეზებსა და მათ ბუნებას მიმოვიხილავთ. ეკონომიკურ რყევები გრძელვადიანი
ეკონომიკური ზრდის ტრენდიდან გადახრებს გულისხმობს. იგი მოიცავს რეცესიისა და
აღმავლობის პერიოდებს. რეცესიის დროს მშპ მკვეთრად მცირდება, აღმავლობის პერიოდში
კი პირიქით, სწრაფად იზრდება. ორივე შემთხვევაში ეკონომიკა მისი გრძელვადიანი ტრენდის
გარშემო მერყეობს.

ბოლო 200 წელია, რაც ეკონომიკური რყევები ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მათი
ბუნება დროთა განმავლობაში შეიცვალა. მაგალითად, რიგ ქვეყნებში 1982-დან 2007 წლამდე
მხოლოდ მცირე რეცესიებს ჰქონდა ადგილი და ისიც ძალიან იშვიათად. აღნიშნულ პერიოდს
ეკონომისტები Great Moderation (დაბალანსებულ/სტაბილურობის) პერიოდს უწოდებენ. ამ
პერიოდის განმავლობაში აშშ-ში ერთადერთი რეცესია მოხდა, რომელიც სულ რაღაც 8 თვე,
2001 წლის მარტიდან ამავე წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. ამის შემდგომ, 2001-და 2007
წლამდე აშშ-ის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, შედეგად კი დაახლოებით 7 მილიონი ახალი
სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეკონომიკური რყევების შესწავლით, ჩვენი მთავარი მიზანია
გავარკვიოთ რამ გამოიწვია 1982-2007 წლების პერიოდში უჩვეულო ეკონომიკური

2014 წლის აპრილში


2007 წლის დეკემბერში
სამუშაო ადგილების რაოდენობა (მილიონი)

ეკონომიკაში დასაქმებულთა
ოფიციალურად დაიწყო რაოდენობა დაუბრუნდა
რეცესია რეცესიამდელ ნიშნულს

2009 წლის ივნისში რეცესია


ოფიციალურად დასრულდა

1
სტაბილურობა და მიუძღვის თუ არა წვლილი აღნიშნულ სტაბილურობაში მთავრობის
ეკონომიკურ პოლიტიკას.

ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდი 2007 წლის დეკემბერში დასრულდა. აშშ-ის


ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა, 2008 წლის სექტემბერში ფინანსურ ბაზრებზე პანიკამ
მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა; რეცესიის საწყისი პერიოდიდან მოყოლებული 2008
წლის ბოლომდე დასაქმება სტაბილურად მცირდებოდა. აღნიშნული რეცესია ოფიციალურად
2009 წლის ივნისში დასრულდა. ამ დროისათვის აშშ-ის ეკონომიკაში დასაქმებულთა
რაოდენობა 7.8 მილიონით შემცირდა. ცხადია მოვლენების ასეთმა განვითარებამ დიდი ზიანი
მიაყენა რიგით ადამიანებს; მათმა ნაწილმა დაკარგა სამსახური და უფრო მეტიც, ახალი
სამუშაო ადგილის პოვნა უმუშევართათვის ძალიან გართულდა. ადამიანები, რომლებიც 2008
წლის ზაფხულში შევიდნენ სამუშაო ძალაში გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,
ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც 1 წლით ადრე, 2007 წლის ზაფხულში ეკონომიკური
აღმავლობისას შეუერთდნენ სამუშაო ძალას. იმის გაგება, თუ რატომ იყო ეს უკანასკნელი
ეკონომიკური რეცესია 2001 წლის რეცესიასთან შედარებით გაცილებით მძიმე შედეგების
მომტანი, დაგვეხმარება მილიონობით ადამიანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში.

რეცესიის შემდგომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკამ ზრდა დაიწყო დაახლოებით 5


წელი დაჭირდა დასაქმებულთა რაოდენობის 7 მილიონით გაზრდას და რეცესიამდელ
დონეზე დაბრუნებას. ეკონომიკური რყევების შესწავლის კიდევ ერთი მიზანია გავარკვიოთ
თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს 2008-2009 წლების რეცესიის შემდგომი გაჯანსაღების
პერიოდი; რა როლი ითამაშა გაჯანსაღებაში აშშ-ის მთავრობის მიერ გატარებულმა
ეკონომიკურმა პოლიტიკამ და შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი შედეგების მიღწევა.

1. ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებებს წარმოების ცვლილებამდე მივყავართ


23.1 ნახაზზე ილუისტრირებულია ეკონომიკური რყევების ბუნება, 2008/09 წლების
რეცესიის მაგალითზე. როგორც ამ ნახაზის ზედა ნაწილშია ნაჩვენები, 2001 წლის რეცესიის
შემდგომ რეალური მშპ პოტენციურ დონეს დაუბრუნდა 2005 წლისათვის, რის შემდეგაც
წარმოება პოტენციურ დონეს აჭარბებდა ახალი რეცესიის დაწყებამდე. 2007 წლის დეკემბერში
კი რეალური მშპ მკვეთრად შემცირდა; წარმოებამ შემცირება განაგრძო 2009 წლის ივნისამდე.
2009 წლის ივნისში რეცესია ოფიციალურად დასრულდა და რეალურმა მშპ-მ ზრდა დაიწყო,
თუმცა რეცესიის პერიოდში იგი იმდენად შემცირდა, რომ პოტენციურ დონეს რეცესიიდან 7
წლის შემდეგაც კი ვერ დაუბრუნდა.

როგორც 23.1 ნახაზის ქვედა ნაწილშია ნაჩვენები, ეკონომიკური რყევები გრძელვადიანი


ზრდის ტრენდის გარშემო მიმდინარეობს. როგორც ნახაზზე ხედავთ, რეალური მშპ
მუდმივად აღმავალი ტრენდის გარშემო მერყეობს. თუმცა არც ერთი ცალკეული მერყეობა
სხვა დანარჩენს არ ჰგავს, ზოგიერთი უფრო დიდ ხანს, ზოგი კი მცირე დროის განმავლობაში
გრძელდება; ზოგი მერყეობა ძალიან ღრმა, ზოგი კი შედარებით მსუბუქია; თუმცა ამ რყევებს
მსგავსი მახასიათებლებიც აქვთ. მაგალითად, ყოველი მერყეობიდან გარკვეული დროის
შემდეგ ეკონომიკა კვლავ უბრუნდება მისი გრძელვადიანი ზრდის ტრენდს.

2
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ რა ხდება მაშინ, როდესაც წარმოება პოტენციური დონიდან
გადახრას იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენ გავაანალიზებთ მოკლევადიან პერიოდში
რეალური მშპ-ის რყევებს მისი პოტენციური დონის გარშემო. მოგვიანებით ჩვენ ვაჩვენებთ,
რომ მოკლევადიან პერიოდში რეალური მშპ-ის მერყეობის მიზეზი ერთობლივი მოთხოვნის
ცვლილებაა. ერთობლივი მოთხოვნა არის ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და
მომსახურების ის რაოდენობა, რომლის შეძენაც ჯამში სურთ მომხმარებლებს, ფირმებს,
მთავრობასა და უცხოელებს. რეალური მშპ-ის მოკლევადიანი რყევებისაგან განსხვავებით,
პოტენციური მშპ-ის ცვლილებები განპირობებულია სამუშაო ძალის, კაპიტალისა და
ტექნოლოგიების ცვლილებებით.

ნახაზი 23.1 ყურადღების გამახვილება მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკურ რყევებზე


გადიდებული მონაკვეთი გვიჩვენებს აშშ-ში 2007 წლის დეკემბერში დაწყებულ რეცესიას
(2009 წლის ფასებში)
მილიარდი დოლარი

პოტენციური მშპ

რეალური მშპ

რეცესიის პერიოდში რეალური მშპ მცირდება


(2009 წლის ფასებში)
მილიარდი დოლარი

23.2 ნახაზზე წარმოდგენილია მთავარი იდეა, რომელის მეშვეობითაც შეგვიძლია ავხსნათ


ეკონომიკური რყევები: რეალური მშპ-ის პოტენციურ მშპ-ზე მეტად ზრდა ან შემცირება
ეკონომიკის ერთობლივი მოთხოვნის ზრდითა და შემცირებითაა განპირობებული.
ერთობლივი მოთხოვნის ცვლილების მიზეზი თავის მხრივ მომხმარებლების, ფირმების,
მთავრობისა და უცხოელების მიერ გაწეული დანახარჯების ცვლილებაა. 23.2 ნახაზზე
ერთმანეთის მომდევნო სამი წლის შესაბამისი პოტენციური მშპ შესაბამისად a, b და c
წერტილებითაა მოცემული. ეს სამი წერტილი პოტენციური მშპ-ის გრძელვადიანი ზრდის

3
ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ შრომის და კაპიტალის ზრდისა და
ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია. პოტენციური მშპ გვიჩვენებს თუ რამდენის წარმოება
სურთ ფირმებს „ნორმალურ პირობებში“ ანუ მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაში არაა.
ნორმალურ პირობებში რეალური მშპ პოტენციური მშპ-ის ტოლია. 23.2 ნახაზზე პირველი და
მე-2-ე წელი ნორმალური წლებია. თუმცა მე-3-ე წელი არაა ნორმალური. ნახაზის მარცხენა
ნაწილში მოცემული d წერტილი გვიჩვენებს რეცესიას, რადგან ამ წერტილში რეალური მშპ b
წერტილთან შედარებით შემცირებულია. d წერტილში რეალური მშპ პოტენციურ მშპ-ზე
ნაკლებია. ფირმები ნაკლებს აწარმოებენ და მუშახელს სამსახურიდან ათავისუფლებენ.

ნახაზი 23.2 ეკონომიკური რყევების დასაწყისი


მოცემულ გრაფიკებზე პოტენციური მშპ ნაჩვენებია აღმავალი შავი ხაზით. a, b და c
წერტილები სამი სხვადასხვა წლის შესაბამის პოტენციური მშპ-ის დონეებს გვიჩვენებს.
მარცხენა გრაფიკის d წერტილით ნაჩვენებია რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან ქვედა
მიმართულებით გადახრა. რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან ზედა მიმართულებით
გადახრა მოცემულია მარჯვენა გრაფიკზე, e წერტილით. რეალური მშპ-ის პოტენციური
დონიდან გადახრის მიზეზი ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებაა. გრაფიკებს ქვემოთ წრფეზე
ნაჩვენებია რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრა პროცენტულად, თითოეული
წერტილისათვის.
ტრილიონი დოლარი

რეალური მშპ
ტრილიონი დოლარი

პოტენციური მშპ (ყვითელი ხაზი)


(შავი ხაზი)

პოტენციური მშპ
რეალური მშპ (შავი ხაზი)
(ყვითელი ხაზი)

1 წელი 2 წელი 3 წელი 1 წელი 2 წელი 3 წელი

რეალური მშპ-ის პროცენტული გადახრა


პოტენციური მშპ-დან

უმუშევრობა იზრდება. თუკი მოთხოვნა შემცირებულ დონეზე დარჩება, საბოლოოდ


ფირმები დაიწყებენ ფასების შემცირებას და რეალური მშპ მის პოტენციურ დონეს
დაუბრუნდება - ამ საკითხს ჩვენ უფრო დეტალურად შემდეგ თავებში შევისწავლით.
ამგვარად, რეცესიის პერიოდებში ერთობლივი მოთხოვნის ცვლილება რეალური მშპ-ის
რყევებს იწვევს.

4
მარჯვენა გრაფიკზე მოცემული e წერტილი ასევე გვიჩვენებს რეალური მშპ-ის გადახრას
პოტენციური მშპ-დან. ამ შემთხვევაში რეალური მშპ პოტენციურზე მეტად იზრდება.
ერთობლივი მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ფირმები ზრდიან წარმოებას; ისინი დამატებით
მუშახელს ქირაობენ და უმუშევრობა მცირდება. საბოლოოდ თუკი მოთხოვნა გაზრდილ
დონეზე დარჩება ფირმები გაზრდიან ფასებს და რეალური მშპ მის პოტენციურ დონეს
დაუბრუნდება - ამ საკითხსაც უფრო დეტალურად შემდეგ თავებში შევისწავლით.

ეკონომისტები რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრას ხშირად


პროცენტულად გამოსახავენ. მაგალითად, თუ პოტენციური მშპ $8 ტრილიონი დოლარია,
რეალური მშპ კი $8.4 ტრილიონი დოლარი, მაშინ რეალური მშპ-ის პროცენტული გადახრა
პოტენციური დონიდან 5%-ის ტოლია: (8.4-8)/8=0.05. პოტენციური მშპ $8 ტრილიონი
დოლარის ტოლი, ხოლო რეალური მშპ $7.6 ტრილიონი დოლარის ტოლი რომ ყოფილიყო,
მაშინ პროცენტული გადახრა -5% იქნებოდა: (7.6-8)/8=-0.05. რეალური მშპ-ის მერყეობის
პროცენტულად გამოსახვა აადვილებს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური
რყევების შედარებას, რომელთაც სხვადასხვა სიდიდის რეალური მშპ აქვთ. 23.2 ნახაზის
ბოლოში მოცემულია ჰორიზონტალური წრფე, რომელიც გვიჩვენებს რეალური მშპ-ის მისი
პოტენციური დონიდან პროცენტულ გადახრებს, შესაბამისად 1, 2 და 3 წლებისთვის. 23.2
ნახაზის d და e წერტილები ეკონომიკური დასაწყისს ასახავს.

1.1 წარმოება და მოთხოვნა ინდივიდუალური ფირმისათვის


რატომ ზრდიან ფირმები წარმოებას - რასაც თავის მხრივ რეალური მშპ-ის პოტენციურ
დონეზე მეტად ზრდა მოჰყვება - მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ? რატომ ამცირებენ ფირმები
წარმოებას - რასაც თავის მხრივ რეალური მშპ-ის შემცირებამდე მივყავართ - როდესაც
მოთხოვნა მცირდება? მაკროეკონომიკაში არსებულ ყველა სხვა შეკითხვასთან შედარებით
ეკონომისტებმა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ალბათ ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ბოლო 20 წლის მანძილზე
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ საკითხში ეკონომისტების ცოდნა.

პირველ რიგში ფირმის ფუნქციონირების შესახებ განვიხილოთ რამდენიმე მარტივი


ფაქტი. ნორმალურ პერიოდში, როდესაც რეალური მშპ პოტენციური მშპ-ის ტოლია, ფირმების
უმეტესობა ოპერირებს ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების პირობებში ისე, რომ საჭიროების
შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ წარმოების გაზრდა.
მომსახურების მწარმოებელ მცირე ზომის კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად ტაქსის ან
ქიმწმენდის სერვისის მიმწოდებელი ფირმები, როგორც წესი მომხმარებელთა ზრდის
შემთხვევაში წარმოების გაზრდა შეუძლიათ. დამატებით ტაქსის დაამატებენ გადატვირთულ
გზაზე და მძღოლს სთხოვენ დამატებითი საათები იმუშაოს. ქიმწმენდაში არასრულ
განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ბედნიერი იქნება სრულგანაკვეთიან სამუშაოზე თუ
გადაიყვანენ. იგივე მოხდება მსხვილი მწარმოებლების შემთხვევაშიც. შეკითხვაზე, თუ
არსებული საწარმოო სიმძლავრეების რამდენ პროცენტს იყენებდნენ ნორმალურ პირობებში,
მსხვილი მეწარმეების უმრავლესობამ 80% დაასახელა. ამგვარად, ფირმების უმეტესობას
წარმოების ზრდის შესაძლებლობა აქვს: საწარმოო სიმძლავრეების გამოყენება ზოგჯერ 90%-
მდე ან უფრო მაღალ ნიშნულამდე იზრდება. წარმოების გასაზრდელად ფირმებს დამატებითი

5
შრომითი რესურსი თუ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ სთხოვონ არსებულ მუშახელს
ზეგანაკვეთური მუშაობა, სამსახურში აღადგინონ გათავისუფლებული თანამშრომლები ან
დაიქირაონ ახალი მუშახელი. როდესაც რეალური მშპ პოტენციურ მშპ-ზე მეტად იზრდება,
უმუშევრობის დონე მის ბუნებრივ დონეზე ნაკლები ხდება.

4. . . .უმუშევრობის დონე მაღალია


მილიარდი დოლარი (2009 წლის ფასებში)

პოტენციური მშპ

უმუშევრობის დონე (%)


1. როდესაც რეალური მშპ
პოტენციურზე მაღალია

2. . . .უმუშევრობის დონე დაბალია

3. როდესაც რეალური მშპ


პოტენციურზე დაბალია

რეცესიის პერიოდებში, როდესაც მოთხოვნა მცირდება, ამ ფირმებს ცხადია აქვთ


წარმოების შემცირების შესაძლებლობა და ასეც იქცევიან. რეცესიის პერიოდში საწარმოო
სიმძლავრეთა გამოყენება 70%-მდე ან უფრო დაბალ ნიშნულამდე მცირდება. ფირმები მუშებს
სთხოვენ ზეგანაკვეთური მუშაობის შეწყვეტას, ზოგიერთი მუშა მათ ნახევარ განაკვეთზე
გადაჰყავთ, სხვებს კი სამსახურიდან ათავისუფლებენ. ფირმები თავს იკავებენ დამატებითი
მუშახელის დაქირავებისგან. უმუშევრობის დონე ბუნებრივ დონეზე მეტად იზრდება მაშინ,
როდესაც რეალური მშპ პოტენციურ მშპ-ზე ნაკლებია. მაგალითად, 2008-2009 წლების
რეცესიის პერიოდში რეალური მშპ-ის პონეტციურ მშპ-სთან შედარებით შემცირებას თან
მოჰყვა უმუშევრობის დონის 10%-მდე ზრდა. უმუშევრობის დონესა და რეალური მშპ-ის
ცვლილებას შორის კავშირი აღწერილია ზემოთ მოცემული ნახაზის მარჯვენა ნაწილში.

6
1.2 შესაძლებელია თუ არა ეკონომიკური რყევების მიზეზი პოტენციური მშპ-ის
ცვლილებაც იყოს?
პირველი ლექციიდან გაიხსენეთ, რომ პოტენციური მშპ დამოკიდებულია ეკონომიკის
ერთობლივ მიწოდებაზე, რომელსაც განსაზღვრავს ეკონომიკაში არსებული კაპიტალი, შრომა
და ტექნოლოგიები. გვალვასა და წყალდიდობას შეუძლიათ ერთობლივ მიწოდებაზე
გავლენის მოხდენა.

ჩვენი საუბარი ინდივიდუალური ფირმის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებებთან


დაკავშირებით გვაჩვენებს თუ რატომაა ბუნებრივი რეალური მშპ-ის ცვლილების მიზეზად
ერთობლივი მოთხოვნის ცვლილება მივიჩნიოთ. თუმცა, ეკონომიკური რყევები პოტენციური
მშპ-ის ცვლილების გამოც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, როდესაც რეალური მშპ-ის დიდ
ნაწილს აგრარული წარმოება შეადგენდა, გვალვები და წყალდიდობები მშპ-ზე მნიშვნელოვან
გავლენას ახდენდა. მიუხედავად იმისა რომ დღეისათვის აგრარული წარმოება რეალური მშპ-
ის მცირე ნაწილს შეადგენს, მაინც შესაძლებელია, რომ პოტენციური მშპ-ის ზრდამ ან კლებამ
რეალური მშპ-ის რყევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამ საკითხს ეკონომისტები
დღესდღეობით აქტიურად იკვლევენ. იმ ეკონომიკურ თეორიებს, რომლებიც ეკონომიკურ
რყევებს პოტენციური მშპ-ის ცვლილებებით ხსნიან რეალური ბიზნეს-ციკლის თეორიებს
უწოდებენ. რეალური ბიზნეს-ციკლის თეორიებში პოტენციური მშპ-ის ცვლილებების
მიზეზად ყველაზე ხშირად ტექნოლოგიების ცვლილება განიხილება.

პოტენციური მშპ-ის განმსაზღვრელი ფაქტორები - მოსახლეობა, კაპიტალი,


ტექნოლოგიური ცოდნა - როგორც წესი მყისიერად არ იცვლება. მოსახლეობის ზრდა
მაგალითად ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე რეალური მშპ-ის ზრდა. ჩვენ არ გვაქვს
მოსახლეობის მომენტალური შემცირებებისა და მკვეთრი ზრდის ეპიზოდები წლიდან
წლამდე. მოსახლეობის ზრდის შენელება თანდათანობით, შობადობისა და სიკვდილიანობის
მაჩვენებლების ცვლილების შესაბამისად ხდება. ანალოგიურად, იმის მიუხედავად, რომ
ცალკეული ქარხნები შესაძლოა ქარიშხალისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ,
ასეთი კატასტროფები როგორც წესი მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მასიურად არ ხდება და
შესაბამისად ეკონომიკური რეცესიისა და ბუმის გამომწვევი მიზეზებიც არ არიან. ამგვარად,
კაპიტალის მარაგიც დროთა განმავლობაში თანდათანობით, ნელა იცვლება. ტექნოლოგიურ
პროგრესიც არ გახლავთ ეკონომიკური რყევების უმეტესობის მიზეზი. მართალია, რომ
მოკლევადიან პერიოდში ზოგიერთი ინოვაცია მკვეთრად ზრდის მწარმოებლურობას
ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში. თუმცა მისი გავლენა მთლიან ეკონომიკაზე შედარებით
მცირეა და იგი თანდათანობით ვლინდება. უფრო მეტიც, ადამიანებს მოულოდნელად არ
ავიწყდებათ თუ როგორ გამოიყენონ არსებული ტექნოლოგიები. ტექნოლოგიური ცოდნა
მოულოდნელად არ მცირდება. ამ მიზეზების გამო, როგორც წესი პოტენციური მშპ
თანდათანობით, მდგრადი ტენდენციით იზრდება. მასთან შედარებით ერთობლივი
მოთხოვნა გაცილებით უფრო მერყევია.

შეჯამება

• ეკონომიკური რყევების ძირითადი მიზეზი ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებებია.

7
• როდესაც ერთობლივი მოთხოვნა მცირდება ფირმები ნაკლები რაოდენობის
პროდუქციას აწარმოებენ, რეალური მშპ მცირდება და პოტენციურ მშპ-ზე ნაკლები
ხდება; უმუშევრობა იზრდება. როდესაც ერთობლივი მოთხოვნა იზრდება, ფირმები
თავდაპირველად მეტი რაოდენობით პროდუქციას აწარმოებენ; რეალური მშპ
პოტენციურ მშპ-ზე მეტად იზრდება. ფირმები დამატებით მუშახელს ქირაობენ და
უმუშევრობის დონე მცირდება.
• მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია პოტენციური მშპ-ის მერყეობაც, თუმცა
რეალური მშპ-ის რყევების უმეტესობა, როგორც ჩანს პოტენციური მშპ-ის გარშემო
მიმდინარეობს, რომელიც თავის მხრივ მდგრადი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

2. რეალური მშპ-ის პროგნოზირება


ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებას რეალური მშპ-ის ანალოგიური ცვლილება მოჰყვება
შედეგად. ამ იდეის ილუსტრირებას ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური
ამოცანის - რეალური მშპ-ის მოკლევადიანი პროგნოზირების - მაგალითზე მოვახდენთ.
რეალური მშპ-ის პროგნოზის გასაკეთებლად ერთობლივ მოთხოვნას მის შემადგენელ 4
კომპონენტად: კერძო მოხმარებად, ინვესტიციებად, სახელმწიფო შესყიდვებად და წმინდა
ექსპორტად ყოფენ. შეგახსენებთ, რომ რეალური მშპ შეგვიძლია გავზომოთ ოთხი სახის
დანახარჯის: ადამიანების მიერ გაწეული სამომხმარებლო ხარჯების, ფირმების მიერ
განხორციელებული საინვესტიციო ხარჯების, სახელმწიფო შესყიდვებზე გაწეული
დანახარჯებისა და უცხოელების მიერ განხორციელებული ადგილობრივი პროდუქციის
წმინდა შესყიდვების ჯამის ტოლია. ალგებრულად ჩვენ მას ასე ჩავწერთ:

𝑌 =𝐶+𝐼+𝐺+𝑋

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რეალური მშპ (Y) კერძო მოხმარების (C), ინვესტიციების (I),
სახელმწიფო შესყიდვების (G) და წმინდა ექსპორტის (X) ჯამის ტოლია.

2.1 პროგნოზი მომავალი წლისთვის


დავუშვათ ახლა 2016 წლის დეკემბერია და 2017 წლისთვის რეალური მშპ-ის (Y-ის)
პროგნოზის მზადების პროცესში ვართ. ზემოთ მოყვალინი განტოლების გამოყენებით
მიზანშეწონილი იქნება მომავალი წლისთვის ჯერ კერძო მოხმარების პროგნოზი გავაკეთოთ,
შემდეგ კი ინვესტიციების, სახელმწიფო შესყიდვებისა და წმინდა ექსპორტის პროგნოზები.
პროგნოზის გაკეთების პროცესში ანალიტიკოსმა მხედველობაში უნდა მიიღოს რამდენიმე
საკითხი: მომხმარებლის ნდობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კერძო მოხმარებაზე;
ბიზნესის განწყობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინვესტიციებზე; მმართველი პარტიის
წინასაარჩევნო პერსპექტივებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო შესყიდვების
სიდიდეზე; და უცხოეთში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს წმინდა
ექსპორტზე. ნებისმიერ შემთხვევაში, დანახარჯების ამ ოთხი კომპონენტის საპროგნოზო
მნიშვნელობების დაჯამებით ჩვენ მივიღებთ 2017 წლის რეალური მშპ-ის პროგნოზს.
მაგალითად, თუ რომელიმე ეკონომისტი დანახარჯების აღნიშნული კომპონენტებისთვის
გააკეთებს შემდეგ პროგნოზს: C=$11500 მლრდ, I=$3250 მლრდ, X=-$500 მლრდ და G=$2750
მლრდ, მაშინ ამ ეკონომისტის პროგნოზის მიხედვით რეალური მშპ 2017 წელს $17000 მლრდ
დოლარის ტოლი იქნება. როგორც წესი ანალიტიკოსები რეალური მშპ-ის წლიური ზრდის

8
ტემპის პროგნოზს აქვეყნებენ ხოლმე. თუკი 2016 წელს რეალური მშპ $16700 მლრდ დოლარის
ტოლია, მაშინ ზემოთმოყვანილი მაგალითის მიხედვით 2017 წელს პროგნოზი იქნებოდა
რეალური მშპ-ის 1.8%-იანი ზრდა.

2.2 სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების შედეგები


ზემოთმოყვანილ მაგალითში გაკეთებული პროგნოზი ემყარება ანალიტიკოსის მიერ
გაკეთებულ კონკრეტულ დაშვებას 2017 წლისთვის დანახარჯების კომპონენტების
მნიშვნელობების შესახებ. პროგნოზირების კიდევ ერთი მეთოდია ე. წ. პირობითი
პროგნოზირება. პირობითი პროგნოზირების შემთხვევაში ანალიტიკოსი განსაზღვრავს
დანახარჯების კომპონენტების მნიშვნელობებს სხვადასხვა, ალტერნატიული დაშვებების
პირობებში. მაგალითად, პრეზიდენტს ან პარლამენტს შესაძლოა სურდეთ შეაფასონ 2016 წელს
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების გავლენა რეალურ მშპ-ზე. ამ შემთხვევაში მშპ-ის
პროგნოზირება ხდება სახელმწიფო შესყიდვების ცვლილების გათვალიწინებით, ანუ
აღნიშნული პირობით.

დავუშვათ, რომ წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების $250 მლრდ დოლარით


ზრდა იგეგმება. რა გავლენა ექნება სახელმწიფო შესყიდვების აღნიშნულ ცვლილებას
ერთობლივ მოთხოვნაზე მოკლევადიან პერიოდში? თუკი მთავრობას $250 მლრდ დოლარით
მეტი მოთხოვნა ექნება, ფირმები $250 მლრდ დოლარით მეტი ღირებულების პროდუქტს
აწარმოებენ. მთლიანი დანახარჯების $250 მლრდ დოლარით გაზრდის შემთხვევაში
პირობითი პროგნოზი რეალური მშპ-ის $250 მლრდ დოლარით ზრდა იქნებოდა; რეალური
მშპ $17250 მლრდ დოლარის ტოლი გახდებოდა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ უბრალოდ
დანახარჯების კომპონენტების მნიშვნელობები - $11500 მლრდ, $3250 მლრდ, -$500 მლრდ და
$3000 მლრდ - დავაჯამეთ. სახელმწიფო შესყიდვების აღნიშნული ცვლილების შემთხვევაში
რეალური მშპ-ის ზრდის პირობითი პროგნოზი 3.3%-ის ტოლი იქნებოდა.

ეს პროგნოზი ეყრდნობა Y=C+I+G+X განტოლებას და იმ იდეას, რომ ერთობლივი


მოთხოვნის ცვლილებები რეალური მშპ-ის ანალოგიურ ცვლილებებს იწვევს. ეს მარტივი,
თუმცა სპეციფიკური და სუბიექტური მეთოდი გახლავთ. აღნიშნული მეთოდის მიხედვით
მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური აღმასვლებისა და დაღმასვლების უმეტესი ნაწილი
ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებების გამო ხდება. როდესაც საქმე ეხება რეალური მშპ-ის
მომავალი წლის მნიშვნელობის პროგნოზირებას (1 წლიანი პროგნოზის მომზადებას),
ეკონომიკური პროგნოზების უმეტესობა სწორედ ამ მეთოდს ემყარება.

შეჯამება
• დანახარჯების კომპონენტების დაჯამებით შესაძლებელია მომავალი წლისთვის
რეალური მშპ-ის პროგნოზირება. ასეთი პროგნოზების მომზადება მარკოეკონომიკის
პრაქტიკაში გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია.
• პროგნოზი შეიძლება მომზადდეს რაღაც კონკრეტული მოვლენის - მაგალითად
სახელმწიფო შესყიდვების ან გადასახადების ცვლილების - მხედველობაში მიღების
პირობით.

9
3. შემოსავლების გავლენა კერძო მოხმარებაზე
პროგნოზირების ზემოთმოყვანილ მაგალითში ჩვენ დავუშვით, რომ სახელმწიფო
შესყიდვების ცვლილების საპასუხოდ დანახარჯების არც ერთი სხვა კომპონენტი - კერძო
მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი - არ იცვლებოდა. მაგალითად, პირობითი
პროგნოზირების შემთხვევაში G კომპონენტის ცვლილებისას ჩვენ დავუშვით, რომ კერძო
მოხმარება (C) უცვლელად $11500 მლრდ დოლარის ტოლ ნიშნულზე დარჩებოდა. თუმცა
სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებისას სავარაუდოა, რომ დანახარჯების დანარჩენი
კომპონენტებიც შეიცვლება. მაშასადამე ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგვრჩა
მხედველობიდან რეალური მშპ-ის პროგნოზის გაკეთებისას. პროგნოზის შედეგების
გასაუმჯობესებლად საჭიროა გვესმოდეს თუ როგორ იცვლებიან ერთობლივი მოთხოვნის
დანარჩენი კომპონენტები - კერძო მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი -
ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ
რეაგირებს კერძო მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი ისეთი ფაქტორების
ცვლილებაზე, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი და შემოსავალი. ყველა
ამ ფაქტორის გავლენის ერთდროულად შეფასება რთულია, ამიტომ აუცილებელია საკითხის
გასამარტივებლად გარკვეული დაშვებების გაკეთება. ჩვენ დავუშვებთ, რომ კერძო მოხმარება
დანახარჯების ერთადერთი კომპონენტია, რომელზეც შემოსავლის ცვლილება ახდენს
გავლენას და ამასთან, კერძო მოხმარება მხოლოდდამხოლოდ შემოსავალზეა დამოკიდებული.
კერძო მოხმარების შესწავლით დაწყება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი მშპ-ის
შემადგენელი ყველაზე დიდი კომპონენტია. ეკონომიკური რყევების თეორიის შესწავლამდე
ჩვენ გავეცნობით დანახარჯების დანარჩენ კომპონენტებზე მოქმედ სხვა ფაქტორებსაც.
საკითხის შესწავლა დავიწყოთ იმის განხილვით, თუ რატომ ახდენს შემოსავლის ცვლილება
გავლენას მოხმარებაზე.

3.1 მოხმარების ფუნქცია


მოხმარების ფუნქცია აღწერს კერძო მოხმარების შემოსავალზე დამოკიდებულებას.
მოხმარების ფუნქციის წარმოშობა დაკავშირებული ჯონ მეინარდ კეინზის სახელთან,
რომელიც 1930-იან წლებში წერდა ამ საკითხის შესახებ. მას შემდეგ კვლევები მოხმარების
ფუნქციის შესახებ ინტენსიურად მიმდინარეობს. ცალკეული ინდივიდის მოხმარების
ფუნქცია გვეუბნება, რომ რაც მეტი შემოსავალი აქვს ამ ინდივიდს, მით მეტ პროდუქტს
მოიხმარს იგი. მთლიანი ქვეყნისათვის მოხმარების ფუნქცია გვეუბნება, რომ რაც მეტი
შემოსავალი ექნება ქვეყნის მოსახლეობას, მით მეტს მოიხმარენ ისინი. მსოფლიოს
ეკონომიკისათვის მთლიანად, მოხმარების ფუნქცია გვეუბნება, რომ რაც მეტი შემოსავალი
იქნება მსოფლიოში, მით მეტს მოიხმარს მსოფლიოს მოსახლეობა. 23.1 ცხრილში აშშ-ის
მაგალითზე მოცემულია კერძო მოხმარებასა და შემოსავალს შორის დამოკიდებულება.

ცხრილი 23.1 მოხმარების ფუნქციის მაგალითი (მლრდ დოლარი)

კერძო მოხმარება შემოსავალი


4400 5000
5000 6000
5600 7000

10
6200 8000
6800 9000
7400 10000
8000 11000
8600 12000
9200 13000
9800 14000
10400 15000
11000 16000
11600 17000
12200 18000

როგორც ცხრილში ხედავთ შემოსავლის $5000 მლრდ დოლარიდან $6000 მლრდ


დოლარამდე ზრდის პარალელურად კერძო მოხმარება $4400 მლრდ დოლარიდან $5000 მლრდ
დოლარამდე იზრდება; შემოსავლის $8000 მლრდ დოლარიდან $9000 მლრდ დოლარამდე
ზრდის შემთხვევაში კი კერძო მოხმარება $6200 მლრდ დოლარიდან $6800 მლრდ დოლარამდე
იზრდება. მეტი შემოსავალი მეტ მოხმარებას ნიშნავს, მაგრამ მოხმარების ფუნქცია ასევე
გვეუბნება თუ რამდენით გაიზრდება მოხმარება შემოსავლის ყოველი ზრდის საპასუხოდ.
შემოსავლის ყოველი $1000 მლრდ დოლარით ზრდა კერძო მოხმარებას $600 მლრდ დოლარით
ზრდის. მოხმარება ნაკლები სიდიდით იზრდება ვიდრე შემოსავალი. ყურადღება მიაქციეთ,
რომ ამ მაგალითში შემოსავლის ძალიან დაბალი დონის პირობებში კერძო მოხმარება
აღემატება შემოსავალს. ცალკეული ინდივიდის შემთხვევაში, თუ ამ ინდივიდის მოხმარება
აჭარბებს მის შემოსავალს, მაშინ ამ ინდივიდმა უნდა ისესხოს. შემოსავლის მაღალი დონის
პირობებში კი, როდესაც შემოსავალი აღემატება მოხმარებას, ინდივიდს დანაზოგის გაკეთების
შესაძლებლობა ექნება.

მოხმარების ფუნქციის მიზანია ადამიანთა ქცევის აღწერა, რადგან ეკონომიკა


ადამიანებისგან შედგება. შესაბამისად, იგი შეჯამებას უკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ყველა
ადამიანის ქცევას, მოხმარების კუთხით. მოხმარების მარტივი ფუნქცია სრულად არ ხსნის
კერძო მოხმარებას. გაიხსენეთ, რომ იგი ეყრდნობა მარტივ დაშვებას.

მოხმარების ფუნქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნებაა მოხმარებისკენ


ზღვრული მიდრეკილება (Marginal Propensity to consume - MPC). MPC გვიჩვენებს თუ რა
სიდიდით იცვლება კერძო მოხმარება, შემოსავლის ყოველი მოცემული სიდიდით
ცვლილებისას. სიტყვა „ზღვრული“ ნახსენებია იმიტომ, რომ MPC გვიჩვენებს კერძო
მოხმარების ცვლილებას შემოსავლის ყოველი დამატებითი ერთეულით ცვლილებისას.
განსაზღვრების მიხედვით:
მოხმარების ცვლილება
მოხმარებისკენ ზღვრული მიდრეკილება (𝑀𝑃𝐶) =
შემოსავლის ცვლილება
რისი ტოლია MPC 23.1 ცხრილში მოყვანილი მაგალითის მიხედვით? ყურადღება მიაქციეთ,
რომ ცხრილის ყოველ ახალ უჯრაში გადასვლისას მოხმარება 600-ით იცვლება. ამავდროულად

11
600
შემოსავლის ცვლილება უჯრიდან უჯრამდე 1000-ის ტოლია. ამგვარად 𝑀𝑃𝐶 = 1000 = 0,6.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითი ძალიან გამარტივებულია, აშშ-ის ეკონომიკაში
მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილება დაახლოებთ ამავე სიდიდისაა.

23.3 ნახაზზე გრაფიკულადაა წარმოდგენილი მოხმარების ფუნქცია. გრაფიკის


ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია შემოსავალი, ვერტიკალურ ღერძზე კი მოხმარება.
ცხრილში მოცემული მოხმარებისა და შემოსავლის წყვილების შესაბამისი წერტილების
გრაფიკზე მონიშვნით და მათი შეერთებით ჩვენ მივიღებთ აღმავალ წრფეს. აღნიშნული წრფე
გვიჩვენებს, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად მოხმარებაც იზრდება. იგი წარმოადგენს
მოხმარების ფუნქციის გრაფიკს. წრფის დახრილობა MPC-ს ტოლია, ჩვენს მაგალითში იგი 0.6-
ია. გრაფიკი გვიჩვენებს, რომ შემოსავლის დაბალი დონის პირობებში მოხმარება აჭარბებს
შემოსავალს.

ნახაზი 23.3 მოხმარების ფუნქცია


მთლიანად ეკონომიკაში მეტი შემოსავალი მეტ მოხმარებას ნიშნავს. აღნიშნული ნაჩვენებია
გრაფიკზე მოცემული აღმავალი მრუდით. მოცემული მოხმარების ფუნქცია აერთიანებს ყველა
ინდივიდს. მრავალი მათგანი შემოსავლის ზრდასთან ერთად ზრდის მოხმარებას. გრაფიკი
აგებულია 23.1 ცხრილის მონაცემების გამოყენებით.

მოხმარების
ფუნქცია
მოხმარება (მლრდ დოლარი)

დახრის კუთხე = MPC


მოხმარების ცვლილება
$600 მლრდ

შემოსავლის
ცვლილება
($1000 მლრდ)

შემოსავალი (მლრდ დოლარი)

მოხმარების ფუნქცია წარმოადგენს წრფივ დამოკიდებულებას კერძო მოხმარებასა და


შემოსავალს შორის. შემოსავლის საზომად აღნიშნულ დამოკიდებულებაში ზოგჯერ

12
გამოყენებულია მთლიანი შემოსავალი (Y), რომელიც თავის მხრივ რეალური მშპ-ის ტოლია,
ზოგჯერ კი გამოიყენება განკარგვადი შემოსავალი. განკარგვადი შემოსავალი გახლავთ
შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ადამიანებს გადასახადების გადახდის შემდეგ რჩებათ.
კონკრეტულად, საოჯახო მეურნეობები შემოსავალს ღებულობენ ხელფასის, დივიდენდის,
საპროცენტო შემოსავლის სახით, ამას ემატება მთავრობისგან ტრანსფერების სახით
მიღებული შემოსავალი და აკლდება გადასახადებში გადახდილი თანხა. რაც რჩება ეს
გახლავთ განკარგვადი შემოსავალი. როდესაც საოჯახო მეურნეობების მიერ კერძო
მოხმარებაზე გაწეული დანახარჯები გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში უმჯობესია
გამოვიყენოთ განკარგვადი შემოსავალი, რადგან ეს არის ის, რაზეც მათ მიუწვდებათ ხელი
დასახარჯად. თუმცა, მოხმარების ფუნქციაში მთლიანი ეკონომიკისათვის განკარგვად
შემოსავალს განვიხილავთ თუ მთლიან შემოსავალს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან
ორივე მათგანი ერთმანეთის პარალელურად მერყეობს და იზრდება. აშშ-ში და სხვა მრავალ
ქვეყანაში გადასახადები და ტრანსფერები მთლიანი შემოსავლის პროპორციულია.

ნახაზი 23.4 კერძო მოხმარება და მთლიანი შემოსავალი


გრაფიკი გვიჩვენებს მჭიდრო დამოკიდებულებას კერძო მოხმარებასა და მთლიან შემოსავალს
(რეალურ მშპ-ს) შორის აშშ-ის ეკონომიკაში. როგორც ხედავთ, დიაგრამაზე მოცემული
წერტილები წრფის სიახლოვესაა განლაგებული.
კერძო მოხმარება (მლრდ დოლარი)

მთლიანი შემოსავალი ან რეალური მშპ (მლრდ დოლარი)

13
ამ თავის დარჩენილ ნაწილში მოხმარების ფუნქციაში შემოსავლის საზომად ჩვენ
გამოვიყენებთ მთლიან შემოსავალს, ანუ რეალურ მშპს. მოხმარების ფუნქციის დიაგრამის
ჰორიზონტალურ ღერძზე ჩვენ გადაზომილი გვაქვს რეალური მშპ, ე. ი. მთლიანი შემოსავალი;
ეს ორი ერთმანეთის ტოლია. 23.4 ნახაზზე მოცემულია ემპირიული დამოკიდებულება
მთლიან შემოსავალსა და კერძო მოხმარებას შორის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ
როდესაც განვიხილავთ გადასახადების ცვლილებას და მის შედეგებს, მხედველობაში უნდა
მივიღოთ განკარგვად შემოსავალსა და მთლიან შემოსავალს შორის განსხვავება.

3. საპროცენტო განაკვეთებისა და სხვა ფაქტორების შესახებ


შემოსავლის გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას მოხმარებაზე. მაგალითად, მე-19-
ე თავიდან შეიძლება გაგახსენდეთ, რომ მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებებზე გავლენას
ახდენს საპროცენტო განაკვეთიც. ასევე სიმდიდრემ - დანაზოგებმა, რომლებიც ადამიანებს
ბანკში აქვთ შენახული და უძრავმა ქონებამ - შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოხმარებაზე.
ადამიანმა, რომელსაც საბანკო ანგარიშზე დიდი დანაზოგი აქვს, შესაძლოა შემოსავლის
შემცირების შემთხვევაშიც კი არ შეამციროს მოხმარება. რატომ არ ვითვალისწინებთ
საპროცენტო განაკვეთს ან სიმდიდრეს მოხმარების ფუნქციაში?
პასუხი მარტივია. საკითხის გასამარტივებლად დასაწყისში საპროცენტო განაკვეთსა და
სხვა ფაქტორებს გვერდზე გადავდებთ. საბოლოოდ კი ყველა ამ ფაქტორის გავლენას
სათითაოდ შევისწავლით. ეკონომიკური რყევების პერიოდში შემოსავლის ცვლილების
გავლენა კერძო მოხმარებაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორედ ამ საკითხზე
ვამახვილებთ ყურადღებას ამ ეტაპზე.
შეჯამება
• მოხმარების ფუნქცია აღწერს დამოკიდებულებას მოხმარებასა და შემოსავალს შორის.
მოხმარების მარტივი ფუნქცია არ ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთისა და
სიმდიდრის ეფექტებს.
• მოხმარებისკენ ზღვრული მიდრეკილება (MPC) გვიჩვენებს თუ რა სიდიდით იცვლება
მოხმარება შემოსავლის ერთი ერთეულით ცვლილებისას.
• მოხმარების ფუნქციაში მთლიანი ეკონომიკისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც
მთლიანი შემოსავალი, ისე განკარგვადი შემოსავალი. მთლიანი შემოსავალი
ყოველთვის რეალური მშპ-ის ტოლია.

4. რეალური მშპ-ის განსაზღვრა, როდესაც შემოსავალი და კერძო მოხმარება


ერთდროულად იცვლება
მოდით გამოვიყენოთ მოხმარების ფუნქცია და გავაანალიზოთ რა ხდება მოკლევადიან
პერიოდში მაშინ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვები იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ჩვენი მიზანია რეალური მშპ-ის პირობითი პროგნოზის გაუმჯობესება მოხმარების ფუნქციის
გათვალისწინებით იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სიდიდე იცვლება.
ისევე როგორც ზემოთ განხილულ მაგალითში აქაც დავუშვათ, რომ მომავალ წელს
სახელმწიფო შესყიდვების სიდიდე $250 მლრდ დოლარით გაიზრდება. ჩვენი მიზანია
განვსაზღვროთ თუ როგორ შეიცვლება რეალური მშპ მოკლევადიან პერიოდში.

14
პროგნოზის გაკეთების პირველი მცდელობისას ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო
შესყიდვების ზრდის შემთხვევაში რეალური მშპ-იც გაიზრდებოდა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ
კერძო მოხმარება შემოსავალზეა დამოკიდებული და ამასთან რეალური მშპ მთლიანი
შემოსავლის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების ზრდა გამოიწვევს მთლიანი შემოსავლის
გაზრდას. მოხმარების ფუნქცია გვეუბნება, რომ შემოსავლის ზრდის შემთხვევაში იზრდება
კერძო მოხმარებაც, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის რეალურ მშპ-ს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ლოგიკა შემდეგია:

1. სახელმწიფო შესყიდვების ზრდა იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას.


2. რეალური მშპ მთლიანი შემოსავლის ტოლია; ამგვარად იზრდება შემოსავალიც.
3. კერძო მოხმარება დამოკიდებულია შემოსავალზე; მაშასადამე იზრდება კერძო
მოხმარებაც.
4. კერძო მოხმარების ზრდა კიდევ უფრო ზრდის რეალურ მშპ-ს.

რომ შევაჯამოთ, სახელმწიფო შესყიდვების ზრდის შემთხვევაში იზრდება კერძო მოხმარებაც.

მაგალითად, როდესაც მთავრობა ახალ გზატკეცილს აშენებს და სახელწმიფო შესყიდვები


იზრდება, ფირმებს, რომლებიც ამ მშენებლობისთვის საჭირო მასალებს აწარმოებენ მოთხოვნა
ეზრდებათ და ეს ფირმები წარმოებას ზრდიან. ამ ფირმებში დასაქმებული მუშები უფრო მეტ
დროს მუშაობენ და უმუშევართა ნაწილსაც შეუძლია სამსახურის პოვნა გზის მშენებლობაზე.
ამგვარად ეს ადამიანები იმაზე მეტ შემოსავალს მიიღებენ, ვიდრე მანამდე იღებდნენ.
ამასთანავე, აღნიშნული გზის მშენებელი ფირმების მოგება და შესაბამისად ამ ფირმების
მფლობელთა შემოსავლებიც გაიზრდება. გაზრდილი შემოსავლის პირობებში კი მუშები და
ფირმების მფლობელები მეტს დახარჯავენ; რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მოხმარებას
გაზრდიან. ამგვარი გახლავთ სახელმწიფო შესყიდვების ცვლილებასა და კერძო მოხმარებას
შორის დამოკიდებულება. სახელმწიფო შესყიდვების ზრდის შედეგად გაიზრდება მუშახელის
შემოსავალი, რაც თავის მხრივ კერძო მოხმარების ზრდას გამოიწვევს.

პროცესი შესაძლოა საპირისპირო მიმართულებითაც წარიმართოს. სწორედ ამ ლოგიკით


მსჯელობდნენ ეკონომისტები კალიფორნიაში მონტერეი ბეის მახლობლად განთავსებული
სამხედრო ბაზის დახურვის ეკონომიკური შედეგების შეფასებისას. შეფასებების გაკეთების
მომენტში სამხედრო ბაზაზე დასაქმებული იყო 3000 საჯარო მოხელე და 14000 სამხედრო
მოსამსახურე. დასაქმებულთა წლიური ხელფასი ჯამში $558 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მაშასადამე სამხედრო ბაზის დახურვა დასაქმებულთა გათავისუფლების გამო შემოსავლებს
$558 მილიონი დოლარით ავტომატურად შეამცირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი
გათავისუფლებული რაიმე სახის ახალ სამსახურს მალევე იპოვიდა, შემოსავლის შემცირების
გამო ისინი მაინც შეამცირებდნენ მოხმარებას. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში MPC=0.6,
კერძო მოხმარება აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ჯამში $335 მილიონი დოლარით
შემცირდებოდა (0.6*558=335). შემოსავლების აღნიშნული შემცირების შედეგად ამ რეგიონში
შემცირდებოდა საცალო ვაჭრობასა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები, რაც თავის
მხრივ ამ სექტორებში დასაქმებულთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოიწვევდა
შედეგად. ამგვარად კერძო მოხმარება კიდევ უფრო შემცირდებოდა და ა. შ. მიუხედავად იმისა,

15
რომ ეს მაგალითი არა მთლიან ეკონომიკას, არამედ აშშ-ის ცალკეულ რეგიონს ეხება, იგივე
ლოგიკა სამართლიანია მთლიანი ეკონომიკის შემთხვევაშიც.

4.1 45 გრადუსიანი წრფე


შემოსავლისა და კერძო მოხმარების, ისევე როგორც რეალური მშპ-ის ცვლილებების
გასაანალიზებლად მოსახერხებელია გრაფიკის გამოყენება. 23.5 ნახაზზე მოცემული წრფე
გვიჩვენებს, რომ ეკონომიკის მთლიანი შემოსავალი მთლიანი დანახარჯის ტოლია. ამ ნახაზზე
შემოსავალი გადაზომილია ჰორიზონტალურ ღერძზე, ხოლო დანახარჯი ვერტიკალურ
ღერძზე. აღმავალი წრფის ყოველი წერტილი შეესაბამება მდგომარეობას, სადაც მთლიანი
დანახარჯი მთლიანი შემოსავლის ტოლია. წრფის დახრილობა 1-ის ტოლია, ჰორიზონტალურ
ღერძთან იგი 45 გრადუსიან კუთხეს ქმნის. ამ წრფის ნებისმიერი წერტილიდან მანძილები
ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ღერძებამდე ერთმანეთის ტოლია. წრფის გასწვრივ -
რომელსაც 45 გრადუსიან წრფეს ვუწოდებთ - მთლიანი დანახარჯი მთლიანი შემოსავლის
ტოლია.

ნახაზი 23.5 45 გრადუსიანი წრფე


45 გრადუსიანი წრფის ყოველი წერტილი შეესაბამება მდგომარეობას, სადაც მთლიანი
დანახარჯი მთლიანი შემოსავლის ტოლია. მაგალითად (ვერტიკალურ ღერძზე) A წერტილის
შესაბამისი მთლიანი დანახარჯი (ჰორიზონტალურ ღერძზე A წერტილის შესაბამისი
მთლიანი შემოსავლის ტოლია.

45 გრადუსიანი
წრფე
მთლიანი დანახარჯი

მთლიანი შემოსავალი (რეალური მშპ)

16
4.2 დანახარჯების მრუდი
23.6 ნახაზზე მოცემულია კიდევ ერთი დამოკიდებულება, რომელსაც დანახარჯების
მრუდი ეწოდება. ისევე როგორც 23.5 ნახაზის შემთხვევაში, ჰორიზონტალურ ღერძზე აქაც
გადაზომილია მთლიანი შემოსავალი ანუ რეალური მშპ, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე -
მთლიანი დანახარჯები. 23.6 ნახაზზე მოცემულ ყველაზე მაღლა მდებარე მრუდს ეწოდება
დანახარჯების მრუდი. იგი გვიჩვენებს თუ როგორაა დანახარჯები დამოკიდებული
შემოსავალზე. მრუდი აგებულია ოთხი კომპონენტის: კერძო მოხმარების, ინვესტიციების,
სახელმწიფო შესყიდვებისა და წმინდა ექსპორტის დაჯამებით. დანახარჯების მრუდი
გვიჩვენებს, თუ როგორაა ეს კომპონენტები დამოკიდებული შემოსავალზე. სწორედ
აღნიშნული დამოკიდებულება განსაზღვრავს ამ მრუდის ფორმას. შემდეგ პარაგრაფში
ნაჩვენებია დანახარჯების მრუდის გამოყვანა.
ნახაზი 23.6 მთლიანი დანახარჯების მრუდი
მოხმარების ფუნქციისთვის ინვესტიციების, სახელმწიფო შესყიდვებისა და წმინდა
ექსპორტის დამატებით ჩვენ მივიღებთ მთლიანი დანახარჯების ფუნქციას.

დანახარჯების
მრუდი

C=კერძო მოხმარება
I=ინვესტიციები
G=სახელმწიფო შესყიდვები
X=წმინდა ექსპორტი

მოხმარების
ფუნქცია

მთლიანი შემოსავალი (რეალური მშპ)


23.6 ნახაზზე მოცემული ყველაზე ქვემოთ მდებარე გრაფიკით წარმოდგენილია
მოხმარების ფუნქცია. ეს იგივე მოხმარების ფუნქციაა, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ 23.3
ნახაზზე. იგი გვეუბნება, რომ რაც მეტი შემოსავალი ექნებათ ადამიანებს, მით მეტს
დახარჯავენ ისინი მოხმარებაზე. მოხმარების ფუნქციის ზემოთ მდებარე წრფე მისი

17
პარალელურია. იგი გვიჩვენებს კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების ჯამს შემოსავლის
თითოეული მნიშვნელობისათვის. ამ წრფეებს შორის მანძილი ასახავს ინვესტიციების
სიდიდეს. მაგალითად, თუ ინვესტიციები $800 მლრდ დოლარის ტოლია, მოხმარების
ფუნქციის გრაფიკსა და მის ზემოთ მდებარე პირველივე წრფეს შორის მანძილი $800 მლრდ
დოლარის ტოლი იქნება.
დასაწყისში ჩვენ დავუშვით, რომ ინვესტიციები დამოკიდებული არ არის შემოსავალზე,
ამიტომ ინვესტიციების დამატება მოხმარების ფუნქციას პარალელურად ზემოთ
გადააადგილებს. ეს მარტივი დაშვება გულისხმობს, რომ ინვესტიციების სიდიდე მუდმივია
და წრფეებს შორის მანძილიც შემოსავლის ყოველი მნიშვნელობისათვის მუდმივი იქნება. ჩვენ
უბრალოდ მოხმარების ფუნქციის თითოეულ მნიშვნელობას ერთიდაიგივე რიცხვს ვამატებთ
ინვესტიციების სახით.
23.6 ნახაზზე მოცემული შემდეგი წრფე მიღებულია კერძო მოხმარებისა და
ინვესტიციების კომპონენტების ჯამზე სახელმწიფო შესყიდვების დამატებით. ეს წრფეც წინა
ორი მათგანის პარალელურია, რადგან სახელმწიფო შესყიდვებიც მუდმივია და შემოსავლის
ყოველი მნიშვნელობისათვის ნაზრდი ერთიდაიგივეა. მრუდებს შორის მანძილი ასახავს
სახელმწიფო შესყიდვების სიდიდეს, მაგალითად თუ G=$2500 მლრდ დოლარს, მაშინ ეს
მანძილიც $2500 მლრდ დოლარის ტოლი იქნება შემოსავლის ყოველი დონის პირობებში.
წმინდა ექსპორტსაც თუ დავამატებთ, საბოლოოდ მივიღებთ 23.6 ნახაზის ყველაზე
ზემოთ მდებარე წრფეს. სიმარტივისთვის ჩვენ ვუშვებთ, რომ წმინდა ექსპორტიც არაა
დამოკიდებული შემოსავალზე, თუმცა ამ დაშვებას მალე შევცვლით. ამგვარად, ყველაზე
ზემოთ მდებარე წრფე დანარჩენი წრფეების პარალელურია. ყველაზე ზემოთ მდებარე წრფე
წარმოადგენს C+I+G+X ჯამს. მას დანახარჯების მრუდს ვუწოდებთ. დანახარჯების მრუდის
შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გახსოვდეთ ისაა, რომ იგი გვიჩვენებს
დანახარჯების ოთხი კომპონენტის დამოკიდებულებას მთლიან შემოსავალზე. სანამ
დანახარჯების მრუდს ანალიზისთვის გამოვიყენებთ აუცილებელია გვესმოდეს თუ რა
განსაზღვრავს ამ მრუდის დახრილობას და რა იწვევს მის გადაადგილებებს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ 23.6 ნახაზზე მოცემული დანახარჯების მრუდი მოხმარების
ფუნქციის პარალელურია. მაშასადამე დანახარჯების მრუდის დახრილობა იგივეა, რაც
მოხმარების ფუნქციის დახრილობა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მოხმარების ფუნქციის დახრილობა
MPC-ს ტოლია. მაშასადამე, დანახარჯების მრუდის დახრილობაც MPC-ს ტოლია.
რადგან MPC 1-ზე ნაკლებია, დანახარჯების მრუდი ნაკლებად დახრილია, ვიდრე 45
გრადუსიანი წრფე, რომლის დახრილობა თავის მხრივ 1-ის ტოლია. ამ ფაქტს ჩვენ მალე
გამოვიყენებთ რეალური მშპ-ის საპოვნელად.
დანახარჯების მრუდის გადაადგილება რამდენიმე მიზეზმა შეიძლება განაპირობოს.
პირველ რიგში განვიხილოთ თუ რა გავლენას იქონიებს დანახარჯების მრუდზე სახელმწიფო
შესყიდვების შემცირება. როგორც 23.7 ნახაზზეა ნაჩვენები, ამ შემთხვევაში დანახარჯების
მრუდი პარალელურად ქვემოთ გადაადგილდება. დანახარჯების მრუდი ოთხი კომპონენტის
ჯამია: C+I+G+X. რადგან შემოსავლის ყოველი მოცემული დონისათვის G კომპონენტის
მნიშვნელობა მცირდება, მრუდი ქვემოთ გადაადგილდება. მრუდის ქვემოთ გადაადგილება
ასახავს მოხმარების ფუნქციის გრაფიკსა და დანარჩენ წრფეებს შორის მანძილის შემცირებას

18
(იხილეთ ნახაზი 23.6). ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო შესყიდვების ზრდა დანახარჯების
მრუდს ზემოთ გადააადგილებდა.

ნახაზი 23.7 დანახარჯების მრუდის გადაადგილებები


დანახარჯების მრუდი დაბლა გადაადგილდება როდესაც (a) სახელმწიფო შესყიდვები
მცირდება, (b) ინვესტიციები მცირდება, (c) გადასახადები იზრდება, (d) წმინდა ექსპორტი
მცირდება. ამის საპირისპიროდ, დანახარჯების მრუდი მაღლა გადაადგილდება, როდესაც (a)
სახელმწიფო შესყიდვები იზრდება, (b) ინვესტიციები იზრდება, (c) გადასახადები მცირდება,
(d) წმინდა ექსპორტი იზრდება.

მრუდს მაღლა დანახარჯების


გადააადგილებს: ორი მრუდი
1) G-ის ზრდა
2) I-ის ზრდა
3) T-ს შემცირება
მთლიანი დანახარჯები

4) X-ის ზრდა

მრუდს დაბლა
გადააადგილებს:
1) G-ის შემცირება
2) I-ის შემცირება
3) T-ს ზრდა
4) X-ის ზრდა

მთლიანი შემოსავალი (რეალური მშპ)

რა გავლენას ახდენს ინვესტიციების ცვლილება დანახარჯების მრუდზე? გაიხსენეთ, რომ


ინვესტიციები არის 23.6 ნახაზზე მოცემულ პირველ და მეორე წრფეებს შორის არსებული
მანძილი. თუ ინვესტიციები შემცირდება, (რაც შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი
ფირმები მომავლისადმი პესიმისტურად განეწყობიან და ნაკლებ ინვესტიციას
განახორციელებენ) დანახარჯების მრუდი დაბლა გადაადგილდება. ნაკლები ინვესტიციის
შემთხვევაში წრფეებს შორის მანძილი შემცირდება. ამის საპირისპიროდ, ინვესტიციების
ზრდის შემთხვევაში დანახარჯების მრუდი მაღლა გადაადგილდება ისე, როგორც ეს
ნაჩვენებია 23.7 ნახაზზე.

წმინდა ექსპორტის ცვლილებაც გადააადგილებს დანახარჯების მრუდს. წმინდა


ექსპორტი, მაგალითად, შესაძლოა შეიცვალოს უცხოეთში ექსპორტირებულ საქონელზე

19
მოთხოვნის ზრდის გამო. წმინდა ექსპორტის შემცირება დანახარჯების მრუდს დაბლა
გადააადგილებს, წმინდა ექსპორტის ზრდა კი პირიქით - მაღლა.

და ბოლოს, დანახარჯების მრუდის გადაადგილება შესაძლოა გადასახადების


ცვლილების გამო მოხდეს. გადასახადის ზრდა ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაკლები თანხა
ექნებათ დასახარჯად შემოსავლის ყოველი მოცემული დონის პირობებში, რაც კერძო
მოხმარების შემცირებას გამოიწვევს. ამგვარად, როდესაც გადასახადები იზრდება,
დანახარჯების მრუდი დაბლა გადაადგილდება. ამის საპირისპიროდ, თუ გადასახადები
შემცირდება დანახარჯების მრუდი მაღლა გადაადგილდება. ჩვენ გადასახადებს T
სიმბოლოთი აღვნიშნავთ. მაგალითად, თუ T=$2000 მლრდ დოლარს, ეს ნიშნავს, რომ
ადამიანები იხდიან და მთავრობა ღებულობს $2000 მლრდ დოლარს გადასახადების სახით.

4.5 რეალური მშპ-ის განსაზღვრა დანახარჯების ბალანსის მეშვეობით


დანახარჯების მრუდისა და 45 გრადუსიანი წრფის გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია
რეალური მშპ ვიპოვოთ. 23.8 ნახაზზე დანახარჯების მრუდი და 45 გრადუსიანი წრფე
ერთადაა მოცემული. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ორი გრაფიკი ერთმანეთს კვეთს. ეს ასეც
უნდა მოხდეს, რადგან მათ სხვადასხვა დახრილობა აქვთ. რეალური მშპ განისაზღვრება ამ
ორი გრაფიკის გადაკვეთის წერტილით. რატომ?

ნახაზი 23.8 დანახარჯების ბალანსი

45 გრადუსიანი
წრფე
დანახარჯების
მრუდი
მთლიანი დანახარჯი

დანახარჯების
ბალანსის წერტილი

რეალური მშპ

მთლიანი შემოსავალი (რეალური მშპ)

20
მთლიანი დანახარჯი და მთლიანი შემოსავალი ყოველთვის ერთმანეთის ტოლია და 45
გრადუსიანი წრფე წარმოგვიდგენს აღნიშნულ ტოლობას. მაშასადამე, 45 გრადუსიანი წრფის
ყოველ წერტილში მთლიანი შემოსავალი მთლიანი დანახარჯის ტოლია. ამასთან, მთლიანი
დანახარჯებიც და მთლიანი შემოსავალიც აუცილებლად დანახარჯების მრუდზე უნდა
მდებარეობდეს, რადგან მოხმარების ფუნქციის მიხედვით ადამიანები მხოლოდ ამ მრუდის
წერტილებში მოიხმარენ.

თუკი ორივე დამოკიდებულება სრულდება - ესე იგი მთლიანი დანახარჯი ყოველთვის


მთლიანი შემოსავლის ტოლია (45 გრადუსიან წრფეზე ვიმყოფებით) და კერძო მოხმარება
აღიწერება მოხმარების ფუნქციით, (დანახარჯების მრუდზე ვიმყოფებით) - მაშინ
ლოგიკურად ჩვენ ამ ორი მრუდის გადაკვეთის წერტილში უნდა ვიყოთ. აღნიშნულ
გადაკვეთის წერტილს ჩვენ დანახარჯების ბალანსს ვუწოდებთ. ამ წერტილში არსებული
შემოსავლის დონე ზუსტად ის დონეა, რომლის პირობებშიც კერძო მოხმარებაზე,
ინვესტიციებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და წმინდა ექსპორტზე გაწეული მთლიანი
დანახარჯები ზუსტად ამავე სიდიდის შემოსავალს წარმოქმნის ეკონომიკაში. უფრო მაღალი
ან დაბალი შემოსავლის პირობებში დანახარჯების ბალანსი არ გვექნებოდა. 23.8 ნახაზზე
ნაჩვენები 45 გრადუსიანი წრფისა და დანახარჯების მრუდის გადაკვეთის წერტილს ჯონ
მეინარდ კეინზის საპატივსაცემოდ ზოგჯერ „კეინზის კვეთასაც“ უწოდებენ.

23.2 ცხრილში მოცემულია დანახარჯების ბალანსის განსაზღვრის ალტერნატიული გზა.


გრაფიკის ნაცვლად ამ შემთხვევაში მოცემულია რიცხვები. მთლიანი დანახარჯი მიიღება 23.2
ცხრილის მარჯვენა ოთხი სვეტის დაჯამებით. მოხმარების დამოკიდებულება შემოსავალზე ამ
შემთხვევაშიც იგივეა, რაც 23.1 ცხრილში იყო. ყურადღება მიაქციეთ, რომ მთლიანი
შემოსავალი და მთლიანი დანახარჯი შემოსავლის მხოლოდ ერთი მნიშვნელობისთვისაა
ერთმანეთის ტოლი. სწორედ ამ შემთხვევაში მიიღწევა დანახარჯების ბალანსი. ცხრილის
აღნიშნული სტრიქონი, სადაც დანახარჯების ბალანსი ვლინდება გამუქებულია, იგი
შეესაბამება 23.8 ნახაზზე 45 გრადუსიანი წრფისა და დანახარჯების მრუდის გადაკვეთის
წერტილს.

რადგან დანახარჯების ბალანსი 45 გრადუსიანი წრფისა და დანახარჯების მრუდის


ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილში მიიღწევა, ჩვენ შეგვიძლია ამ წერტილს ვუწოდოთ
წონასწორობა ისე, როგორც ეს მოთხოვნა-მიწოდების მოდელში მრუდების გადაკვეთის
წერტილის შემთხვევაში ხდებოდა. ამ წერტილში რეალური მშპ აუცილებლად პოტენციური
მშპ-ის ტოლი არაა, ამიტომ ეს წონასწორობა დროებითია. რეალური მშპ საბოლოოდ
პოტენციურ დონეს დაუბრუნდება, ამ საკითხს ჩვენ შემდეგ თავებში შევისწავლით.

ეკონომიკური ძალების მოქმედების შედეგად ეკონომიკა ყოველთვის დანახარჯების


ბალანსის წერტილში იმყოფება. ამის უკეთ გასაგებად განვიხილოთ 23.2 ცხრილი. როგორც
აღვნიშნეთ ცხრილის გამუქებული სტრიქონი 45 გრადუსიანი წრფისა და დანახარჯების
მრუდის გადაკვეთის წერტილს შეესაბამება. ამ წერტილში მთლიანი შემოსავალი ანუ
რეალური მშპ მთლიანი დანახარჯის ტოლია. დავუშვათ მთლიანი შემოსავალი ანუ რეალური
მშპ მთლიან დანახარჯზე ნაკლებია და 23.2 ცხრილში გამუქებული სტრიქონის ზედა
სტრიქონში ვიმყოფებით. ეს მდგომარეობა არ იქნებოდა წონასწორობა, რადგან ამ შემთხვევაში

21
ფირმები არ აწარმოებდნენ საკმარისი რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას (რეალურ
მშპ-ს) ადამიანთა მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების
დასაკმაყოფილებლად. ფირმები გაზრდიდნენ წარმოებას, შედეგად რეალური მშპ
გაიზრდებოდა მანამ, სანამ იგი მთლიან დანახარჯს არ გაუტოლდებოდა. ანალოგიურად, თუ
რეალური მშპ უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე მთლიანი დანახარჯი, როგორც მაგალითად 23.2
ცხრილის გამუქებული სტრიქონის ქვემოთ მდებარე ერთ-ერთ სტრიქონში, ფირმები უფრო
მეტს აწარმოებდნენ, ვიდრე ადამიანები იყიდდნენ. შედეგად ფირმები შეამცირებდნენ
წარმოებას და შემცირდებოდა რეალური მშპ მანამ, სანამ იგი მთლიან დანახარჯებს არ
გაუტოლდებოდა.

ცხრილი 23.2 დანახარჯების ბალანსის რიცხვითი მაგალითი (მლრდ დოლარი)

მთლიანი მთლიანი კერძო ინვესტიციები სახელმწიფო წმინდა


შემოსავალი დანახარჯი მოხმარება შესყიდვები ექსპორტი
(რეალური მშპ)
14000 15200 9700 3250 2750 -500
15000 15800 10300 3250 2750 -500
16000 16400 10900 3250 2750 -500
17000 17000 11500 3250 2750 -500
18000 17600 12100 3250 2750 -500
19000 18200 12700 3250 2750 -500
20000 18800 13300 3250 2750 -500
21000 20000 14500 3250 2750 -500
22000 20000 14500 3250 2750 -500

4.1 რეალური მშპ-ის უკეთესი პროგნოზი


ამ ახალი ცოდნით მივუბრუნდეთ რეალური მშპ-ის პროგნოზირებას. გაიხსენეთ ჩვენს
მიერ დასაწყისში განხილული მაგალითი, სადაც 2016 წლის დეკემბერში 2017 წლის მშპ-ის
პროგნოზის გაკეთებას ვცდილობდით. ამ პროგნოზს ვაკეთებთ იმ პირობით, რომ სახელმწიფო
შესყიდვები მომავალ წელს $250 მლრდ დოლარით გაიზრდება. ჩვენი ახალი ისნტრუმენტის
მეშვეობით შესაძლებელია მხედველობაში მივიღოთ სახელმწიფო შესყიდვების ზრდის
გავლენა კერძო მოხმარების კომპონენტზე, რომელიც ზემოთ, მარტივი პროგნოზირებისას
უგულებელვყავით.

23.9 ნახაზზე მოცემულია დანახარჯების ორი მრუდი. ქვედა მრუდი ასახავს მთლიან
დანახარჯებს სახელმწიფო შესყიდვების ზრდის გარეშე. ამ შემთხვევაში G=$2750 მლრდ,
C=$11500 მლდრ, I=$3500 მლრდ და X=-$500 მლრდ დოლარს, რომელიც ჯამში გვაძლევს $17000
მლრდ დოლარის ტოლ რეალურ მშპ-ს. პირობითი პროგნოზის გაკეთებისას ჩვენ ვუშვებთ,
რომ G კომპონენტი $3000 მლრდ დოლარამდე, $250 მლრდ დოლარით იზრდება. 23.9 ნახაზზე
აღნიშნული ცვლილება დანახარჯების მრუდს ზემოთ გადააადგილებს. ყურადღება მიაქციეთ,
რომ დანახარჯების მრუდი ზემოთ $250 მლრდ დოლარის სიდიდით გადაიწევს - იგი

22
პარალელურად გადაადგილდება. ახალი დანახარჯების მრუდი 45 გრადუსიან წრფეს უფრო
მაღლა ჰკვეთს.

ლოგიკა გვეუბნება, რომ ეკონომიკა გადავა დანახარჯების ახალი ბალანსის შესაბამის


წონასწორობაში, რომელიც 45 გრადუსიანი წრფისა და დანახარჯების მრუდის ახალი
გადაკვეთის წერტილში მდებარეობს. ამგვარად, დანახარჯების მრუდის გადაადგილების
შედეგად გადაკვეთის ერთი წერტილიდან მეორეში გადავედით. დანახარჯების ბალანსის
ახალი წერტილი რეალური მშპ-ის უფრო მაღალ დონეს შეესაბამება.

ნახაზი 23.9 დანახარჯების ბალანსის ერთი წერტილიდან მეორემდე


სახელმწიფო შესყიდვების ზრდის შედეგად დანახარჯების მრუდი ზემოთ გადაადგილდება.
შედეგად რეალური მშპ-ის პირობითი პროგნოზიც უფრო მაღალია ვიდრე ამ თავის
დასაწყისში გვქონდა.

45 გრადუსიანი
დანახარჯების წრფე
ბალანსის საწყისი ახალი დანახარჯების მრუდი
წერტილი
საწყისი დანახარჯების
G იზრდება ამ მრუდი
სიდიდით ($250
მლრდ დოლარით)
დანახარჯების
ბალანსის ახალი
წერტილი

მთლიანი შემოსავალი
(რეალური მშპ) იზრდება ამ
სიდიდით ($250 მლრდ
დოლარზე მეტად)

შემოსავლის შემოსავლის
საწყისი დონე ახალი დონე

მთლიანი შემოსავალი (რეალური მშპ)

ჩვენ ახლა გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვების ზრდის


საპასუხოდ რეალური მშპ იზრდება. 23.9 ნახაზზე ყურადღება მიაქციეთ, რომ რეალური მშპ-
ის ზრდა უფრო მაღალია ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების საწყისი $250 მლრდ დოლარით
ზრდა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა უფრო მეტია ვიდრე მარტივი პროგნოზის
შემთხვევაში ამ თავის დასაწყისში გვქონდა. სახელმწიფო შესყიდვების ზრდის გარდა,
შემოსავლების ზრდის გამო იზრდება კერძო მოხმარებაც, შედეგად კი რეალური მშპ G
კომპონენტზე მეტად იზრდება. აღნიშნული ფენომენი ცნობილია კეინზის
მულტიპლიკატორის სახელით და სამართლიანია როგორც სახელმწიფო შესყიდვების ზრდის,

23
ასევე მისი შემცირების შემთხვევაშიც. 23.9 ნახაზზე მულტიპლიკატორის ეფექტი საკმაოდ
დიდი ჩანს, ჰორიზონტალური ისარი 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად დიდია ვიდრე
ვერტიკალური ისარი. ცხადია ეს ძალიან დიდი ეფექტია სახელმწიფო შესყიდვების
შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოსახდენად.
მოცემული მაგალითი და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ დანახარჯების
მრუდი მხოლოდ გასართობად არ გამოგვიყვანია. იგი მაკროეკონომისტთათვის არსებითად
მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს პრაქტიკაში.

შეჯამება
• დანახარჯების ბალანსი მიიღწევა Y=C+I+G+X ტოლობისა და მოხმარების ფუნქციის
დამოკიდებულების (C-სა და Y-ს შორის დამოკიდებულების) ერთდროულად
შესრულების პირობებში.
• დანახარჯების ბალანსის ჩვენება შესაძლებელია გრაფიკულად 45 გრადუსიანი წრფისა
და დანახარჯების მრუდის გამოყენებით. ამ ორი მრუდის გადაკვეთის წერტილი
განსაზღვრავს ისეთი შემოსავლის დონეს (რეალურ მშპ-ს), რომლის პირობებშიც
დანახარჯების ბალანსის მიღწევა ხდება.
• დანახარჯების მრუდის გადაადგილებას ახალ დანახარჯების ბალანსამდე მივყავართ.

5. დანახარჯების ბალანსი და რეალური მშპ-ის გადახრები პოტენციური


დონიდან
ჩვენ უკვე ვაჩვენეთ თუ როგორ ვითვლით რეალური მშპ-ის დონეს მოკლევადიანი
პროგნოზის გასაკეთებლად. რეალური მშპ-ის ეს დონე განისაზღვრება ერთობლივი
მოთხოვნით - კერძო მოხმარების, ინვესტიციების, სახელმწიფო შესყიდვებისა და წმინდა
ექსპორტის ჯამით. იგი არ არის აუცილებლად პოტენციური მშპ-ის ტოლი, რომელიც თავის
მხრივ დამოკიდებულია შრომის მიწოდებაზე, კაპიტალსა და ტექნოლოგიებზე. ამგვარად,
შესაძლოა რეალური მშპ პოტენციური მშპ-საგან განსხვავდებოდეს და ეს ასეც ხდება რეცესიის
პერიოდებში. მოდით ეს გრაფიკულად ვაჩვენოთ.

5.1 პოტენციური მშპ-დან საწყისი გადახრა


23.10 ნახაზზე გრაფიკულადაა ახსნილი რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან
გადახრა. ნახაზის მარცხენა ნაწილში მოცემულია დანახარჯების სამი სხვადასხვა მრუდი.
თითოეული მათგანი შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების, ან ინვესტიციების, ან წმინდა
ექსპორტის სამ განსხვავებულ დონეს. 23.10 ნახაზის მარჯვენა ნაწილში - რომელიც ძალიან
ჰგავს 23.2 ნახაზს - მოცემულია რეალური მშპ-ისა და პოტენციური მშპ-ის დონეები
ერთმანეთის მომდევნო სამი წლისათვის. 23.10 ნახაზის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს
შორის მჭიდრო კავშირია. ამ გრაფიკების ვერტიკალური ღერძები ერთმანეთის იდენტურია,
ხოლო c, d და e წერტილები ორივე ნაწილში დანახარჯების ერთიდაიმავე დონეს შეესაბამება.

დააკვირდით დანახარჯების სამი სხვადასხვა მრუდის 45 გრადუსიან წრფესთან


გადაკვეთის წერტილებს და ყურადღება მიაქციეთ როგორ განსაზღვრავს თითოეული ეს
წერტილი რეალური მშპ-ის სამ განსხვავებულ დონეს. მესამე წელს შუაში მდებარე
დანახარჯების მრუდი 45 გრადუსიან წრფეს გადაკვეთს წერტილში, რომლის შესაბამისი

24
რეალური მშპ პოტენციური დონის ტოლია. აღნიშნული მოცემულია c წერტილით. ქვედა
დანახარჯების მრუდი წარმოგვიდგენს რეცესიას; მესამე წლის რეალური მშპ დანახარჯების ამ
მრუდისა და 45 გრადუსიანი წრფის გადაკვეთის წერტილის მიხედვით (d წერტილი)
პოტენციურ მშპ-ზე ნაკლებია და ასევე ნაკლებია მეორე წლის შესაბამის რეალურ მშპ-სთან
შედარებითაც. ამგვარად, ამ დანახარჯების მრუდის პირობებში რეალური მშპ მეორედან
მესამე წლამდე შემცირდებოდა. მეორე მხრივ, ზედა დანახარჯების მრუდი შეესაბამება
მდგომარეობას, სადაც მესამე წელს რეალური მშპ პოტენციურზე მაღალია.

ნახაზი 23.10 დანახარჯების ბალანსი და რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრები


ნახაზის მარცხენა ნაწილის c წერტილი შეესაბამება მდგომარეობას, სადაც რეალური მშპ
პოტენციური მშპ-ის ტოლია. e წერტილში რეალური მშპ პოტენციურ მშპ-ზე მეტია, ხოლო d
წერტილში პირიქით - ნაკლებია. მარჯვენა გრაფიკზე ამ წერტილების შესაბამისად გვაქვს
რეალური მშპ-ის პოტენციურ მშპ-სთან ტოლობა, ეკონომიკური ბუმი ან რეცესია.

მაღალი სამი
რეალური მშპ

დანახარჯი (ტრლნ დოლარი)


დანახარჯების მრუდი შესაძლო
დანახარჯი (ტრლნ დოლარი)

=
მრუდი
ნორმალური პოტენციური მშპ
მესამე
დანახარჯების წლისთვის
მრუდი

დაბალი
დანახარჯების
მრუდი

შემოსავალი ანუ რეალური მშპ წელი 1 წელი 2 წელი 3


(ტრლნ დოლარი)

რეალური მშპ-ის ნახაზზე მოცემული მნიშვნელობებით არ მთავრდება ეს ისტორია. ჩვენ


ვნახავთ, რომ ეკონომიკური ძალები რეალურ მშპ-ს უკან, პოტენციურ დონეზე დააბრუნებენ.
რეალური მშპ-ის ამგვარად დაანგარიშება გვაძლევს სახელმწიფო შესყიდვების,
ინვესტიციების, წმინდა ექსპორტისა და გადასახადების ცვლილების მოკლევადიან ეფექტებს.

შეჯამება
• დანახარჯების მრუდის გადაადგილებები გასაგებს ხდის რეალური მშპ-ის
პოტენციური დონიდან გადახრებს.
• დანახარჯების მრუდის დაბლა გადაადგილებისას რეალური მშპ მცირდება და თუკი
იგი მანამდე პოტენციური მშპ-ის ტოლი იყო, ამ ცვილების შემდეგ პოტენციურ დონეზე
ნაკლები გახდება.
• დანახარჯების მრუდის გადაადგილება მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს.
გადასახადების, სახელმწიფო შესყიდვების, ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის
ცვლილებები მრუდის გადაადგილებებს გამოიწვევს.

25
შეჯამება
ამ თავით ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური რყევების თეორიის შესწავლა. ჩვენ ვაჩვენეთ თუ
როგორ ხსნიან ეკონომისტები რეალური მშპ-ის პოტენციური დონიდან გადახრებს
ერთობლივი მოთხოვნის ცვლილებების მეშვეობით. რეცესიას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, შედეგად კი რეალური მშპ პოტენციურ მშპ-ზე ნაკლები
ხდება. ეს მიდგომა ჩვენ გამოვიყენეთ რეალური მშპ-ის მოკლევადიანი პროგნოზის
გასაკეთებლად. პროგნოზირების პროცესში ვიყენებთ დანახარჯების მრუდს - რომელიც
გვიჩვენებს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და წმინდა ექსპორტზე მოთხოვნების ჯამის
შემოსავალზე დამოკიდებულებას - და 45 გრადუსიან წრფეს. თუმცა ჩვენს მიერ გაკეთებული
ანალიზი რამდენიმე მარტივ დაშვებას ეყრდნობოდა. მაგალითად, ჩვენ დავუშვით რომ
ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანთა მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებებზე
ახდენს გავლენას, ეს არის შემოსავლის ცვლილება.

შემდეგ თავში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია ასევე ახდენს
გავლენას კერძო მოხმარებაზე, ისევე როგორც ინვესტიციებსა და წმინდა ექსპორტზე.
აღნიშნული კავშირების მეშვეობით ჩვენ გავაანალიზებთ თუ რატომ უბრუნდება
გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ მის პოტენციურ დონეს.

26

You might also like