You are on page 1of 15

მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

1. გრაფიკული ანალიზის მეშვეობით წარმოადგინეთ შემოსავლისა და


ჩანაცვლების ეფექტები რეალური ხელფასის ზრდის პირობებში ( პარ-17.2
ნახ: 17.2, 17.3,17.4,17.5
ხელფასის დონის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი არის შრომითი რესურსების გამოყენების
ეფექტიანობა, რომელიც იზომება შრომის მწარმოებლურობით. შრომის მწარმოებლურობა განისაზღვრება
შრომის ერთეულზე გამოშვებული პროდუქტის რაოდენობით. ხელფასის დონის ცვლილებები
განაპირობებს შრომაზე მოთხოვნის მოცულობის ცვლილებას, ნახაზი1-ზე მოცემულია ხელფასისა და
შრომაზე მოთხოვნის დამოკიდებულება სადაც ვხედავთ,რომ თუ ხელფასი იზრდება W0 -დან W1 -მდე,
დაქირავებულ მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდება L0 -დან L1 -მდე. თუ ხელფასი შემცირდება W2 -მდე,
დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდება L2 -მდე. ამგვარად, დაქირავებულთა რიცხოვნობა ხელფასის
საშუალო დონის უკუპროპორციულია.ნახაზი2-ზე მოცემულია არჩევანი შრომასა და დასვენებას შორის.
ვთქვათ მაქსიმალური შემოსავალი, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია გამოვიმუშავოთ ტოლია
B რაოდენობის ლარის. საბიუჯეტო შეზღუდულობა „შემოსავალი-თავისუფალი დრო, გამოისახება AB
წრფის საშუალებით . E წერტილი არის წონასწორობის წერტილი, სადაც თავისუფალი დრო არის H_0-ის
ტოლი, სამუშაო დრო კი (24-H_0)-ის ტოლია. დღიური შემოსავალი იქნება- I_0= w(24-H_0). საბიუჯეტო
შეზღუდულობის წრფის დახრილობის მნიშვნელობა ტოლია სახელფასო განაკვეთის. დამატებითი
მუშაობის ერთი საათით მიღებული სახელფასო განაკვეთია W , ამიტომ MRS  W. ნახაზი3-ზე მოცემულია
შემოსავლის და ჩანაცვლების ეფექტები რელური ხელფასის დონის ამაღლების პირობებში. ვთქვათ,
ინდივიდის საათობრივი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 10 ლარს, რომელსაც შეესაბამებოდა AB
საბიუჯეტო წრფისა და U1 განურჩევლობის მრუდის შეხების E1 წონასწორობის წერტილი. II ეტაპზე
ინდივიდის საათობრივი სახელფასო განაკვეთი 30 ლარი გახდა, საბიუჯეტო შეზღუდულობის AB წრფე
გადაადგილდა AB1 მდგომარეობაში, ხოლო ახალი წონასწორობის წერტილი აღმოჩნდა U 2
განურჩევლობის მრუდთან შეხების E2 წერტილი. იმის გასაგებად თუ რისი ტოლია შემოსავლისა და
ჩანაცვლების ეფექტები, გავავლოთ AB1 -ის პარალელური საბიუჯეტო შეზღუდულობის წრფე ისე, რომ იგი
იყოს U1 განურჩევლობის მრუდის მხები, მივიღებთ ახალ E3 წონასწორობის წერტილს. ჩანაცვლების
ეფექტი გრაფიკულად MN მონაკვეთის ტოლია, ხოლო შემოსავლის ეფექტი – MK მონაკვეთის. აქედან
გამომდინარე, შემოსავლის ეფექტი მეტია ჩანაცვლების ეფექტზე, რაც ნიშნავს ხელფასის მომატების
შედეგად სამუშაო დროის შემცირების გადაწყვეტილებას. ნახაზი4-ზე გამოსახულია შრომის
ინდივიდუალური მიწოდების კლებადი მრუდი, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალური ხელფასის ზრდის
პირობებში შრომის მიწოდების მოცულობა მცირდება და მრუდი იცვლის მიმართულებას. შემოსავლის
დონის ამაღლება იწვევს დასვენებაზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას,ეს გამოიხატება დასვენების
საათების რაოდენობის მომატებით სამუშაო საათების შემცირების ხარჯზე, რადგან ხელფასის დონის
ამაღლებასთან ერთად იზრდება დასვენების ფასიც. გრძელვადიან პერიოდში შემოსავლის ეფექტი აჭარბებს
ჩანაცვლების ეფექტს.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

2. განიხილეთ ორმხრივი მონოპოლია შრომის ბაზარზე, პასუხი


დაასაბუთეთ გრაფიკულად(პარ 17.5 ნახ: 17.9,17.10,17.11)
ბაზარზე მონოფსონია არსებობს როდესაც ფირმა გამოდის, როგორც ძირითადი მყიდველი და შეუძლია
გავლენა მოახდინოს შრომის ანაზღაურების დონეზე, ის ცდილობს ნაკლები გადაიხადოს. ნახაზი 1-ზე
სრულყოფილი კონკურენციის დროს წონასწორობა მყარდება E წერტილში, სადაც დასაქმებულია L_1
მომუშავე და ხელფასის დონეა W_1.მონოფსონისტი შეამცირებს დასაქმებულების რიცხვს L_1-დან L_2-
მდე და ასევე შეამცირებს ხელფასის დონეს W_1-დან W_2-მდე. ამ დროს ს ზრდის თავს მოგებას AHMW_2
ფიგურის ტოლი სიდიდით.

როდესაც პროფკავშირი ბაზარზე შრომის ერთადერთი მიმწოდებელია წარმოადგენს წმინდა მონოპოლიას.


ნებისმიერი გამყიდველის მსგავსად პროფკავშირი ცდილობს ხელფასის მაღალ დონეს მიაღწიოს.ნახაზი 2-
ზე ვხედავთ,რომ სრულყოფილი კონკურენციის დროს წონასწორობა E წერტილში მყარდება,ამ დროს
დასაქმებულია L_1 მომუშავე და ხელფასის დონეა W_1. პროფკავშირი რადგანაც მონოპოლისტია
შეამცირებს დასაქმებულების რიცხვს L_1-დან L_2-მდე და ხელფასის დონეს გაზრდის W_1-დან W_2-
მდე.ალტერნატიული მოგება არის ABCW_2-ს ტოლი, რომელსაც მიიღებენ მომუშავეები.

ახლა კი განვიხილოთ ორმხრივი მონოპოლია, როცა მყიდველის მონოფსონია უპირისპირდება


გამყიდველის მონოპოლიას. ნახაზი3-ზე სრულყოფილი კონკურენციის დროს წონასწორობა მყარდება E_1
წერტილში(შრომაზე მოთხოვნის მრუდსა და შრომის მიწოდების მრუდების გადაკვეთის წერტილში.),
როდესაც დასაქმებულია L_1 მომუშავე და ხელფასის დონეა W_1. მონოფსონისტი ფირმა ეცდება
დასაქმებულთა რაოდენობის L_1-დან L_2-მდე შემცირების გზით შეამციროს ხელფასის დონე W_1-დან
W_2-მდე, წონასწორობა დამყარდება E_2 წერტილში. მონოპოლისტი პროფკავშირი ეცდება ხელფასის
დონის გაზრდას W_1-დან W_3-მდე და შეამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას L_1-დან L_3-
მდე,წონასწორობა დამყარდება E_3. როგორც ვხედავთ მონოფსონისტიც და მონოპოლისტიც
ცდილობენ,რომ შეამცირონ დასაქმებულთა რაოდენობა,ამიტომ იგი შემცირდება იმაზე მეტად ვიდრე ცალ-
ცალკე შემცირდებოდა, რაც შეეხება ხელფასს მისი ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია რომელს უფრო
მეტი ძალაუფლება აქვს ბაზარზე : თუ მონოფსონისტს აქვს მეტი ძალაუფლება მაშინ ფასების დონე
ნაკლები იქნება იმაზე ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის დროს იქნებოდა, ხოლო თუ მონოპოლისტს
აქვს მეტი ძალაუფლება მაშინ ფასების დონე უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის
დროს.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

3.გრაფიკულად წარმოადგინეთ დროთაშორიდი წონაწორობის


ცვლილება სარგებლის განაკვეთის ცვლილებასთან ერთად(პარ.18,
ნახ:18.3,18.5,18.4)
სასესხო სარგებელი – ესაა ფასი, რომელსაც უხდიან კაპიტალის მფლობელს მისი საშუალებების (თანხის)
გამოყენებისათვის დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე.სასესხო კაპიტალზე სარგებლის ნორმა, რაც
გაიანგარიშება გასესხებულ კაპიტალზე მიღებული შემოსავლის შეფარდებით აღნინული კაპიტალის
რაოდენობასთან, გამოსახული პროცენტებში.

მიმდინარე მოხმარების შეფარდება სამომავლო შემოსავალთან საჭიროა დანაზოგების


განხორციელებისთვის. ნახაზზე მოცემულია განურჩევლობის მრუდები აწმყო და სამომავლო
მოხმარებისთვის, მომხმარებლის დროითი უპირატესობა არის დადებითი ანუ ახლა ერთი ლარის შენახვამ
მომავალში ერთ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მოუტანოს. ნახაზი1-ზე მოცემულია დროთაშორისი
უპირატესობა, თუ ინდივიდის შემოსავალი შეადგენს 100 ათას ლარს წელიწადში, მისი დანაზოგი იქნება 0-
ის ტოლი, როცა ის მიმდინარე წელს ამ თანხას მოიხმარს მთლიანად( K წერტილი). ვთქვათ ინდივიდმა
გადაწყვიტა თანხა გადადოს სამომავლოდ და დანაზოგის სიდიდე მიმდინარე წელს არის 10 ათასი ლარი.
ასეთ გადაწყვეტილებას ინდივდი მიიღებს მხოლოდ იმ პირობით თუ ეს 10 ათასი ლარი, მას მომავალში
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
მისცემს 10 ათას ლარზე მეტი ოდენობით თანხას, მაგალითად, 11,5 ათასი ლარს ( L წერტილი). კიდევ
მომდევნო 10 ათას ლარზე უარის თქმა, კომპენსირებული უნდა იქნეს სარგებლის მაღალი განაკვეთით.
ამის გამო, მომხმარებელთა დროითი უპირატესობის ამსახველი განურჩევლობის მრუდები უახლოვდება
ვერტიკალურ მდგომარეობას. დროითი უპირატესობის ზღვრული ნორმა არის დამატებითი სამომავლო
მოხმარების ღირებულება, რაც საკმარისი იქნება მიმდინარე მოხმარების ერთეულზე უარის
კომპენსაციისათვის, იმ პირობით, რომ ინდივიდის ერთობლივი სარგებლიანობა არ შეიცვლება. MRTP=-
deltaC2/deltaC1. ნახაზი2-ზე მოცემულია საბიუჯეტო შეზღუდულობა და დროთაშორისი წონასწორობა.
საბიუჯეტო წრფის დახრილობა არის -(1+R), რომლის სიდიდე დამოკიდებულია სასესხო განაკვეთის
დონეზე. დროითი უპირატესობის ამსახველი განურჩევლობის მრუდის შეხების წერტილი დროთაშორის
საბიუჯეტო შეზღუდულობის წრფესთან აღნიშნავს მომხმარებლის დროთაშორის წონასწორობას,
რომელსაც გვიჩვენებს E წერტილი, რომლის მდებარეობაც დამოკიდებული არის მომხმარებლის
შემოსავლის დონეზე, სარგებლის განაკვეთის სიდიდესა და ინდივიდის დაზოგვისადმი მიდრეკილებაზე.
წონასწორობის წერტილში დროითი უპირატესობის განურჩევლობის მრუდის დახრილობა ტოლია
დროთაშორისი საბიუჯეტო შეზღუდულობის წრფის დახრილობის: MRTP1 R. ნახაზი3-ზე მოცემულია
დროთაშორისი წონასწორობის ცვლილება სარგებლის განაკვეთის ზრდასთან ერთად, ა ნახაზზე
მოცემულია სასესხო სარგებლის განაკვეთის ზრდა ( 15-და 20%-მდე), რომელმაც დანაზოგების მიწოდების
გაზრდა გამოიწვია (20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე). ბ ნახაზზე კი მოცემულია სასესხო სარგებლის
განაკვეთის ზრდის შედეგი,რამაც გამოიწვია მიმდინარე მოხმარების 10 ათასი ლარით შემცირება,
დროთაშორისი საბიუჯეტო შეზღუდულობის წრფის AB -დან AB1 მდგომარეობაში და ოპტიმალური
არჩევანის E1 -დან E2 -ში გადასვლა.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

4.გრაფიკული ანალიზის დახმარებით გააანალიზეთ ზოგადი


წონასწორობა (პარ-19.1, ნახ:19.1)
წონასწორული ფასი და მოცულობა განისაზღვრება ნაწილობრივი წონასწორული ანალიზის დახმარებით.
ზოგადი წონსაწორობის ანალიზი პროდუქტის ფასს და მოცულობას განსაზღვრავს ერთდროულად ყველა
ბაზარზე და დაწვრილებით სწავლობს უკუკავშირის ეფექტს. უკუკავშირის ეფექტი ასახავს ერთ ბაზარზე
პროდუქტის ფასისა და რაოდენობის შეცვლას , რომელიც გამოწვეულია ურთიერთდაკავშირებულ
ბაზრებზე პროდუქტის ფასებისა და მოცულებების ცვლილებით.
ზოგადი წონასწორობის ანალიზისთვის გამოიყენება ორი ურთიერთდაკავშირებული ბაზარი.
მაგალითად ,განვიხილოთ ვიდეოკასეტებისა და კინოთეატრის ბილეთების ბაზარი. კინოთეატრის
ბილეთებზე გადასახადის დაწესება გამოწვევს მისი მიწოდების მრუდის მარცხნივ გადაადგილებას (Sm დან
Sm*) ნახაზი-ა, ეს გამოიწვევს ფასის გაზრდას 6.35ლმდე. შემცირდედბა გაყიდული ბილეთბის
რაოდენობა(Qm დანQ’m), ეს გავლენას მოახდენს ვიდეოკასეტების ბაზარზეც, რადგან ეს ორი
ურთიერთშემცვლელი პროდუქტია. ვიდეოკასეტებზე მოთხოვნა გაიზრდება და მოთხოვნის მრუდი
გადაადგილდება მარჯვნივ(Dv - D’V) ნახაზი-ბ. ეს გამოწვევს ვიდეოკასეტებზე ფასების გაზრდას(3—3.50).
ვიდეოკასეტების მაღალი ფასი უკუგავლენას ახდენს კინოთეატრის ბილეთების ბაზარზე და გამოიწვევს
კინოთატრის ბილეთებზე მოთხოვნის გაზრდას(Dm—D’m) ,რაც ფასს კიდევ უფრო გაზრდის(6.75). ეს
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
პროცესი გაგრძელდება მანამ სანამ არ დამყარდება ზოგადი წონასწორობა ,რაც ნახაზზე გამოსახულია Dm*
და Sm* მრუდების გადაკვეთაში - ა ნახაზზე, ბ ნახაზზე კი Dv* და Sv მრუდების გადაკვეთის წერტილში.
საბაზრო მექანიზმი საშუალებას გვაძლევს დამყარდეს, არა მხოლოდ ეკონომიკის ზოგადი წონასწორობა
არამედ, მოხდეს მთლიანად ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირება, რომელიც ეკონომიკის პარეტო-
ოპტიმალური მდგომარეობით ხასიათდება. ეკონომიკის პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობა მიიღწევა იმ
შემთხვევაში , როდესაც ეკონომიკური დოვლათის წარმოება და განაწილება შეუძლებელია შეიცვალოს
იმგვარად,რომ ვინმეს კეთილდღეობა გაიზარდოს სხვათა კეთილდღეობის შემცირების გარეშე. არსებობს
პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობის სამი პირობა : 1.გაცვლის ეფექტიანობა; 2. წარმოების ეფექტიანობა;
3.სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა

5.ეჯვორტის კოლოფის საშუალებით წარმოადგინეთ გაცვლის


ეფექტიანობა (პარეტოს 3 აბზ, პარ-19.2,ნახ:19.2,19.3,19.4)
საბაზრო მექანიზმი საშუალებას გვაძლევს დამყარდეს, არა მხოლოდ ეკონომიკის ზოგადი
წონასწორობა არამედ, მოხდეს მთლიანად ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირება, რომელიც ეკონომიკის
პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობით ხასიათდება. ეკონომიკის პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობა
მიიღწევა იმ შემთხვევაში , როდესაც ეკონომიკური დოვლათის წარმოება და განაწილება შეუძლებელია
შეიცვალოს იმგვარად,რომ ვინმეს კეთილდღეობა გაიზარდოს სხვათა კეთილდღეობის შემცირების გარეშე.
არსებობს პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობის სამი პირობა : 1.გაცვლის ეფექტიანობა; 2. წარმოების
ეფექტიანობა; 3.სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა.
ეკონომიკური კონცეფციის განსავითარებლად გავაანალიზოთ გაცვლის ეფექტიანობა ეჯვორტის
კოლოფით. ეს არის ნახაზი რომელიც გვიჩვენებს 2 პროდუქტის 2 ადამიანს შორის, ან 2 წარმოების
ფაქტორის 2 წარმოების პროცესს შორის განაწილების ყველა შესაძლო ვარიანტს. მოცემული ეჯვორტის
კოლოფის ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია საკვები ერთეულების რაოდენობა, ვერტიკალურზე კი
ტანსაცმლის.ნახაზი-1-ზე კოლოფის სიგრძე შეესაბამება საკვების 10 ერთულს, სიგანე ტანსაცმლის 6
ერთეულს. ეჯვორტის კოლოფის ყოველი წერტილი აღწერს ორივე მომხმარებლის საბაზრო კალათას.
გიორგის პროდუქტის განაწილება აითვლება Oგ კოორდინატთა სათვიდან, კახასი Oკ დან. A წერტილი
გვიჩვენებს საკვებისა და ტანსაცმლის საწყის განაწილებას. ამ წერტილში გიორგის 7F და 1 C კომბინაცია
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
გააჩნია, კახას კი 3F და 5C. ვაჭრობის შედეგად თუ გიორგი 1 Fს გასცემს 1Cს სანაცვლოდ ,გადაადგილდება
A წერტილიდან B წერტილში. თუ კახა გასცემს 1C-ს 1F-ის სანაცვლოდ ისიც B წერტილში გადაადგილდება.
B წერტილი აღწერს გიორგისა და კახას საბაზრო კალათების მდგომარეობას ურთიერთსარგებლიანი
ვაჭრობის შემდეგ.
ეჯვორტის კოლოფი გვიჩვენებს, თუ ვაჭრობის საშუალებით სარგებლიანობის დონის ზრდის რა
შესაძლებლობები აქვს ყოველ მომხმარებელს.A წერტილი აღნიშნავს რესურსების საწყის განაწილებას,
დაშტრიხული ნაწილი ვაჭრობის ყველა ურთიერთსარგებლიან ვარიანტს. B წერტილში გადაადგილება
გააუმჯობესებს გიორგისა და კახას მდგომარეობას ,მაგრამ შესაძლოა განაწილება ეფექტიანი არ იყოს. ეს
იმაზეა დამოკიდებული რამდენად ერთნაირია ამ წერტილში მათი შენაცვლების ზღვრული ნორმები, რაც
დამოკიდებულია მათი განურჩევლობის მრუდების ფორმაზე. ამ მრუდებს შორის სივრცე წარმოადგენს
ტანსაცმლისა და საკვების განაწილებაში ყველა შესაძლო ვარინტს. დაშტრიხული არის გარეთ
გადანაცვლების შემთხვევაში გაცვლა ეფექტიანი აღრ იქნება . მიუხედავად იმისა რომ Aდან B ში
გადაადგილება ურთიერთსარგებლიანი იყო , გაცვლა ეფექტიანი არ ყოფილა რადგან ამ წერტილში
მრუდები იკვეთებიან, ანუ მათი MRS ები არაა ერთნაირი. თუ კიდევ მოხდება გაცვლა და გადაადგილდება
M წერტილში წარმოებაც ეფექტიანი იქნება,რადგან MRS-ები ერთნაირია და მრდები ერთმანეთს ეხება.
იგივე მოხდება D წერტილში გადაადგილების შემთხვევაშიც.
მე-3 ნახაზზე მოცემულია ოპტიმალური გარიგებების მრუდი ,რომელიც აერთიანებს პროდუქტის
განაწილების ყველა ვარიანტს , რომლის დროსაც მომხმარებელთა განურჩევლობის მრუდები ერთმანეთს
ეხება. ამ მრუდის ყოველი წერტილი ეფექტიანია,რადგანაც არცერთ მონაწილეს არ შეუძლია თვის
მდგომარეობის გაუმჯობესება , მეორეს მდგომარეობის გაუარესების გარეშე.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

6. გრაფიკული ანალიზის საშუალებით განიხილეთ წარმოების


ეფექტიანობა, პასუხი დაასაბუთეთ ეჯვორტის კოლოფის გამოყენებით
( პარეტოს 2აბზ, პარ 19.3, ნახ: 19.6)
საბაზრო მექანიზმი საშუალებას გვაძლევს დამყარდეს, არა მხოლოდ ეკონომიკის ზოგადი წონასწორობა
არამედ, მოხდეს მთლიანად ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირება, რომელიც ეკონომიკის პარეტო-
ოპტიმალური მდგომარეობით ხასიათდება. ეკონომიკის პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობა მიიღწევა იმ
შემთხვევაში , როდესაც ეკონომიკური დოვლათის წარმოება და განაწილება შეუძლებელია შეიცვალოს
იმგვარად,რომ ვინმეს კეთილდღეობა გაიზარდოს სხვათა კეთილდღეობის შემცირების გარეშე. არსებობს
პარეტო-ოპტიმალური მდგომარეობის სამი პირობა : 1.გაცვლის ეფექტიანობა; 2. წარმოების ეფექტიანობა;
3.სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობა.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
ნახაზზე გამოსახულია დიაგრამა, რომლის ჰორიზონტალურ ღერძზე აღნიშნულია შრომის, ხოლო
ვერტიკალურ ღერძზე – კაპიტალის დანახარჯები. საწარმოო პროცესისათვის ხელმისაწვდომია 50 საათი
შრომა და 30 საათი კაპიტალი. ნახაზზე გამოსახული ყოველი წერტილი წარმოადგენს შრომისა და
კაპიტალის დანახარჯებს საკვებისა და ტანსაცმლის წარმოებაში. მაგალითად, A წერტილი ასახავს
ტანსაცმლის წარმოებისას 15 საათიან შრომას და 25 საათიან კაპიტალის დანახარჯებს. შრომისა და
კაპიტალის გაერთიანების ყველა ვარიანტი ყოველი პროდუქტის წარმოებისთვის ნახაზზე წერტილებით
არის მოცემული.საწარმოო იზოკვანტები გვიჩვენებენ წარმოებული პროდუქტის დონეს საწარმოო
ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციის დროს. ყოველი იზოკვანტა აღწერს წარმოებული პროდუქტის
ერთობლივ მოცულობას მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფირმების მიერ არის იგი წარმოებული. A
წერტილი ერთდროულად გვიჩვენებს 25 ერთეული ტანსაცმლის და 50 ერთეული საკვების გამოშვებას.
ამასთან, მათი წარმოებისათვის გამოყენებულია დანახარჯების განსხვავებული კომბინაციები.

ეჯვორტის კოლოფში ორი საწარმოო ფაქტორით ორი პროდუქტის წარმოებისას ფაქტორების ეფექტიანი
გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი პროდუქტის იზოკვანტა წარმოადგენს მეორის მხებს. თუ
წარმოებაში თავდაპირველად გამოიყენებოდა ფაქტორები, რომლებიც A წერტილს შეესაბამებოდა, მაშინ
დაშტრიხული უბნის ფარგლებში შეიძლება ორივე პროდუქტის მეტი რაოდენობით წარმოება
(გამოყენებული ფაქტორების გადანაწილებით), ამიტომ A წერტილში განაწილება არაეფექტიანია . B, M და
D წერტილები ოპტიმალური გარიგებების მრუდზე არიან განლაგებულნი და შესაბამისად დანახარჯების
ეფექტიან გამოყენებასთან არიან დაკავშირებულნი.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

7.განიხილეთ გადაწყვეტილების ხის კონცეფცია,პასუხი დაასაბუთეთ


სქემების გამოყენებით. (პარ20.2(ოთხი პუნქტი) ნახ. 1,2,3,4.)
გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის არჩევანის გასაანალიზებლად გამოიყენება „გადაწყვეტილების ხის”
კონცეფცია.„გადაწყვეტილების ხე” არის არჩევანის განმახორციელებელი სუბიექტის წინაშე არსებული
შესაძლებელი გადაწყვეტილებების და მათი შესაბამისი ალბათობების აღმწერი დიაგრამა.
გადაწყვეტილების ხე ოთხი მთავარი ნაწილისაგან შედგება:გადაწყვეტილების პუნქტები - იგი ასახავს
კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის წინაშეც დგას ინდივიდი (ნახაზზე A პუნქტი). თითოეული
გამომავალი ტოტი ამ პუნქტიდან გამოხატავს ინდივიდის ალტერნატიულ არჩევანს; შანსის პუნქტები -
ასახავს შესაძლო ალტერნატივების შესაბამის ალბათობებს, რომლის წინაშეც დგას გადაწყვეტილების
მიმღები სუბიექტი (B და C პუნქტები ნახაზზე), შანსის პუნქტიდან გამომავალი თითოეული ტოტი
შეესაბამება სარისკო სიტუაციის თითოეულ მოსალოდნელ შედეგს; ალბათობა-თითოეული შანსის
პუნქტიდან გამომავალ თითოეულ ტოტს აქვს ალბათობა. ერთი პუნქტის ყველა ალბათობათა ჯამი 1-ის
ტოლია; შემოსავლები-გადაწყვეტილების ხის მარჯვენა ბოლოში განლაგებულ თითოეულ ტოტს აქვს
შესაბამისი შემოსავალი, რომელიც არის თითოეული შესაძლო ალტერნატივისა და შესაბამისი სარისკო
შედეგის კომბინაციით მიღებული ნამდვილი შედეგის ღირებულება.

განვიხილოთ მაგალითი (ნახაზი 1), ვთქვათ, მოულოდნელად ერთერთმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ


აღმოაჩინა ნავთობის ახალი მარაგი. მას შეუძლია ააგოს დიდი სიმძლავრის საბურღი პლატფორმა ან მცირე
სიმძლავრის პატარა მოწყობილობა. ასაგები კონსტრუქციის სიდიდე დამოკიდებულია ნავთობის მარაგის
სიდიდეზე ახლად აღმოჩენილ რეზერვუარში.1)თუ რეზერვუარი დიდია და ფირმა ააგებს ა) დიდ
კონსტრუქციას, მაშინ მოგება იქნება $50 მილიონი; ბ) პატარა კონსტრუქციას, მაშინ მოგება იქნება $30
მილიონი; 2) თუ რეზერვუარი პატარაა და ფირმა ააგებს ა) დიდ კონსტრუქციას, მაშინ ფირმის მოგება
იქნება $10 მილიონი; ბ) პატარა კონსტრუქციას, მაშინ ფირმის მოგება იქნება $20 მილიონი; რადგანაც
ფირმამ ზუსტად არ იცის რეზერვუარის სიდიდე,ამიტომ იმის ალბათობა რომ რეზერვუარი დიდია არის
1/2 ,შესაბამისად იმის ალბათობა რომ საბადოში მცირე რაოდენობით ნავთობია არის 1/2 .ნავთობკომპანია
არის რისკისადმი ნეიტრალურად განწყობილი და სარისკო სიტუაციის შესაძლო შედეგებს ის შესაბამისი
მოსალოდნელი ღირებულებების მიხედვით აფასებს. B პუნქტის მოსალოდნელი ღირებულება არის (0,5 
$50 მილიონი) + (0,5  $10 მილიონი) = $30 მილიონი. რისკისადმი ნეიტრალუარდ განწყობილი
კომპანიისათვის იგი არის B შანსის პუნქტში ყოფნის შესაბამისი ღირებულება. C პუნქტში ყოფნის
მოსალოდნელი ღირებულება არის: (0,5  $30 მილიონი) + (0,5 $20 მილიონი)=$25 მილიონი.

გადაწყვეტილების ხის ანალიზი უნდა დავიწყოთ მარჯვენა ბოლოდან მარცხენა ბოლოს მიმართულებით.
ამ პროცედურას ეწოდება „ხის შებრუნება”. B და C პუნქტების ნაცვლად ჩავსვამთ ამ პუნქტების შესაბამის
სარისკო სიტუაციების მოსალოდნელი ღირებულებები (ნახაზი 2),მივიღებთ რომ დიდი კონსტრუქციის
აგების მოსალოდნელი ღირებულება აჭარბებს პატარა კონსტრუქციის აგების მოსალოდნელ ღირებულებას
$30 მილიონი >$25მილიონი. მაშასადამე, ნავთობკომპანიისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ააგოს
დიდი კონსტრუქცია.

ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებამდე ნავთობკომპანიას შეუძლია ჩაატაროს სეისმური სამუშაოები


ნავთობის სისდიდის დასადგენად, ამ დროს კომპანია ორი გადაწყვეტილების წინაზე დგება: ჩაატაროს
სეისმური სამუშაოები და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება,ან პირდაპირ ააშენოს დიდი ან პატარა
პლატფორმა. ეს მოცემულია ნახაზი 3-ზე,სადაც მესამე ტოტი ასახავს ახალ ალტერნატივას: ფირმამ
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
ჩაატაროს სეისმური სამუშაოები კონსტრუქციის აგებამდე. ამ დროს ფირმას ეცოდინება, როგორია
ნავთობის რეზერვუარის სიდიდე D პუნქტი.როგორც ნახაზზე ვხედავთ, როცა სეისმური სამუშაოები
ადასტურებენ ,რომ რეზერვუარი დიდია ,ფირმა ცალსახად დიდ კონსტრუქციას ააშენებს ,ამ დროს ფირმის
მოსალოდნელი შემოსავალი იქნება 0,5x$50=$25 მილიონი და პირიქით თუ პატარაა პატარას,ამ დროს
მოსალოდნელი შემოსავალი იქნება 0.5x$20=$10მილიონი ,აქედან გამომდინარე D პუნქტის მოსალოდნელი
შემოსავალია $35 მილიონი. თუ გავამარტივეთ გადაწყვეტილების ხეს მივიღებთ ნახაზი4-ზე მოცემულ
გადაწყვეტილების შებრუნებული ხის დიაგრამას, რის მიხედვითაც შეგვიძილია გავაკეთოთ შემდეგი
დასკვნა: ფირმამ უნდა ჩაატაროს სეისმური სამუშაოები; თუ სეისმური სამუშაოები დაადასტურებს
ნავთობის დიდ მარაგებს, მაშინ ააშენოს დიდი კონსტრუქცია; თუ სეისმური სამუშაოები დაადასტურებს
ნავთობის მცირე მარაგებს, მაშინ ააშენოს პატარა კონსტრუქცია.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

8.გრაფიკების გამოყენებით განიხილეთ უარყოფითი ექსტერნალიები და


შეაფასეთ არაეფექტიანობა. (პარ 21.1 ნახ21.1
გარე ეფექტები (ექსტერნალიები) მომხმარებლებს, მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებსა და
მწარმოებლებს შორის წარმოიშობა. თუ ერთი მხარის ქმედებები მეორესთვის იწვევს დამატებით
დანახარჯებს მაშინ გვაქვს უარყოფითი გარე ეფექტები, თუ ერთი მხარის ქმედებებს მეორესთვის
დამატებითი სარგებელი მოაქვს ,მაშინ გვაქვს დადებითი გარე ეფექტები. უარყოფითი ეფექტის
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია
წარმოშობის მიზეზი არის ის, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს ფირმას არ გააჩნია გარე
დანახარჯების გათვალისწინების სტიმული,რომლის მაგალითია ფირმების მიერ ნარჩენების ჩაღვრა
მდინარეში,რომელშიც თევზს იჭერენ და მეთევზეების შემოსავალი დამოკიდებულია მათ ყოველდღიურ
საქმიანობაზე.

ექსტერნალიები საბაზრო ფასზე არ მოქმედებს. ამიტომ ისინი შეიძლება ეკონომიკური არაეფექტიანობის


მიზეზი გახდეს.ნახაზი1-ზე მოცემულია კონკურენტულ ბაზარზე გამოშვების მოცულობაზე ფირმის
გადაწყვეტილება, ხოლო ნახაზი2 გვიჩვენებს დარგში გამოშვების მოცულობას.

დარგში წარმოებული პროდუქტის ერთეულის ფასი P1-ის ტოლია, ის განისაზღვრება დარგობრივი


მიწოდებისა MC1 და მოთხოვნის მრუდების D გადაკვეთის წერტილით. MC მრუდი ასახავს ფირმაში
წარმოების ზღვრულ დანახარჯს. ფირმა მაქსიმალურ მოგებას ღებულობს q1 გამოშვების დროს, როდესაც
ზღვრული დანახარჯი ფასს უტოლდება. გამოშვების მოცულობის ცვლილება გავლენას ახდენს
მეთევზეებისათვის დაწესებულ იმ დანახარჯებზე, რაც ნაჩვენებია ზღვრული გარე დანახარჯების
აღმავალი მრუდით (ნახაზი,,1”). ეფექტიანია წარმოების ის დონე, როდესაც პროდუქტის ერთეულის ფასი
ზღვრულ საზოგადოებრივ დანახარჯებს უტოლდება.

ნახაზი1-ზე წარმოების ყოველი დონისათვის ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯების მრუდი მიიღება


ზღვრული დანახარჯებისა და ზღვრული გარე დანახარჯების შეჯამებით (MSC=MC+MEC). MSC მრუდი
კვეთს ფასის წრფეს წარმოების მოცულობის q* -ის შესაბამის წერტილში. მოცემულ შემთხვევაში მდინარეში
ნარჩენებს მხოლოდ ერთი ფირმა ღვრის. . ნახაზი2-ზე გამოსახული მომხმარებლისთვის მოთხოვნის
მრუდი გამოხატავს ზღვრულ ამონაგებს, ამდენად წარმოების ეფექტიანი მოცულობა არის Q * და ის
მდებარეობს ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯებისა ( MSC1) და მოთხოვნის ( D ) მრუდების
გადაკვეთაში. დარგში წარმოების მოცულობა ძალიან მაღალია.გამოშვების ყოველ ერთეულზე Q*–ზე მეტი
მოცულობის დროს საზოგადოებრივი დანახარჯები არის სხვაობა საზოგადოებრივ ზღვრულ დანახარჯებსა
და ზღვრულ ამონაგებს შორის,ხოლო ერთობლივი საზოგადოებრივი დანახარჯები გამოსახულია
დაშტრიხული სამკუთხედით. ექსტერნალები იწვევს არაეფექტიანობას არამხოლოდ მოკლევადიან,არამედ
გრძელვადიან პერიოდშიც.უარყოფითი გარე ეფექტების დროს ცალკეული წარმოების საშუალო
დანახარჯები უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალო საზოგადოებრივი დანახარჯები.
მიკროეკონომიკა 2 თამთა ჯიქია

9.გრაფიკების გამოყენებით განიხილეთ დადებითი გარე ეფექტები და


შეაფასეთ არაეფექტიანობა. (პარ 21.1(დად ექსტ) ნახაზი 12.2)
გარე ეფექტები (ექსტერნალიები) მომხმარებლებს, მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებსა და
მწარმოებლებს შორის წარმოიშობა. თუ ერთი მხარის ქმედებები მეორესთვის იწვევს დამატებით
დანახარჯებს მაშინ გვაქვს უარყოფითი გარე ეფექტები, თუ ერთი მხარის ქმედებებს მეორესთვის
დამატებითი სარგებელი მოაქვს ,მაშინ გვაქვს დადებითი გარე ეფექტები.

დადებითი გარე ეფექტის დროს საქმიანობიდან სარგებელს ყველა ღებულობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ
გადაწყვეტილებაში თავიდან გათვალისწინებული არ იყო სხვების სარგებლიანობა, რომლის მაგალითია
მეპატრონის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის რემონტი ან სახლის ირგვლივ ბაღის გაშენება. ნახაზზე
ჰორიზონტალურ ღერძზე ნაჩვენებია სახლის მეპატრონის ინვესტიციები რემონტსა და ბაღის გაშენებაზე,
ვერტიკალურზე – ერთეულის ღირებულება. ზღვრული დანახარჯების მრუდი არის ჰორიზონტალური
წრფე, ვინაიდან დანახარჯები დამოკიდებული არ არის სარემონტო სამუშაოების მოცულობაზე.
მოთხოვნის მრუდი ( D ) ასახავს სახლის რემონტიდან მიღებულ ზღვრულ კერძო სარგებლიანობას
მფლობელისთვის. სარემონტო სამუშაოებში მეპატრონე ახორციელებს q_1თანხის ინვესტირებას .
ზღვრული სარგებლიანობის მრუდი დაღმავალია, ვინაიდან ზღვრული სარგებლიანობა დიდია მცირე
მოცულობის რემონტის დროს, მაგრამ კლებულობს, თუ სარემონტო სამუშაოების მოცულობა იზრდება.
ზღვრული საზოგადოებრივი სარგებლიანობის მრუდი გამოითვლება წარმოების ყველა დონეზე ზღვრული
კერძო სარგებლიანობისა და ზღვრული გარე სარგებლიანობის შეჯამებით, ე.ი. MSB  D  MEB . წარმოების
ეფექტიანობის q* დონე არის MSB და MC მრუდების კვეთა. არაეფექტიანობა გაჩნდა იმის გამო, რომ P1 ფასი
საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თვალსაზრისით მფლობელს სარემონტო
სამუშაოებზე ინვესტირების სურვილი q* ეფექტიან დონეზე გაუჩნდეს. იგი უფრო დაბალ P* ფასს
მოითხოვს.

You might also like