You are on page 1of 12

თავი 1.

თანამედროვე მიკროეკონომიკა და მისი მეთოდოლოგია


ამოცანა N1
დაუშვათ, მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ ორი სახის პროდუქტს:
საკვებსა და ტანსაცმელს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თვის
განმავლობაში რამდენი ერთეული პროდუქტი შეიძინოს.
ვთქვათ, F -ით აღნიშნულია ერთი თვის განმავლობაში შეძენილი საკვების
რაოდენობა, ხოლო C -თი ტანსაცმლის რაოდენობა. მომხმარებელი
არჩევანს აკეთებს ისე, რომ მოახდინოს ორივე პროდუქტის შეძენით
მიღებული სარგებლის მაქსიმიზაცია. ვთქვათ, მომხმარებლის
სარგებლიანობის დონე, როდესაც იგი ყიდულობს F რაოდენობის საკვებსა
და C რაოდენობის ტანსაცმელს, იზომება FC -თი. თვის განმავლობაში მას
შეზღუდული რაოდენობის პროდუქტის შეძენა შეუძლია (შეზღუდული
შემოსავალი აქვს).
დაუშვათ, მომხმარებელს თვეში I შემოსავალი გააჩნია და მასზე მეტის
დახარჯვა არ შეუძლია. ერთეული საკვების ფასია PF, ხოლო ერთეული
ტანსაცმლის PC.
ა. დაწერეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;
ბ. რა არის შეზღუდვა?
გ. რომელი ცვლადებია ( PE , PC , C, F, I ) ეგზოგენური? ენდოგენური?
პასუხები დაასაბუთეთ.
ამოცანა 2
ფირმა "ბილაინი" აწარმოებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას. იგი
იყენებს მოწყობილობებსა და სამუშაო ძალას. თუ ფირმა გამოიყენებს E
რაოდენობის მოწყობილობას და დაიქირავებს L რაოდენობის სამუშაო
ძალას, მას შეუძლია Q ერთეულამდე სატელეფონო სერვისი აწარმოოს. Q,
E და L ცვლადებს შორის დამოკიდებულება მოცემულია შემდეგი
ფორმულით: Q=√𝑬𝑳
ფირმამ ერთეული მოწყობილობის გამოყენებისათვის PE , ხოლო
ერთეული სამუშაო ძალის დაქირავებისათვის PL ფასი უნდა გადაიხადოს.
ვთქვათ, მენეჯერმა მიიღო დავალება Q=200 ერთეული სატელეფონო
სერვისი განახორციელოს. მან უნდა აირჩიოს E და L ცვლადები ისე, რომ
მოცემული წარმოების პირობებში მოახდონოს დანახარჯების
მინიმიზაცია.
ა. წარმოადგინეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;
ბ. რა შეზღუდვა არსებობს?
გ. რომელი ცვლადებია (Q, E, L, PE , PL ) ეგზოგენური? ენდოგენური?
პასუხები დაასაბუთეთ.
ამოცანა 8
ფირმა "სანტე" აწარმოებს რძის პროდუქტებს, რისთვისაც იყენებს
დანადგარებსა და სამუშაო ძალას. თუ ფირმა დაიქირავებს E რაოდენობის
მოწყობილობასა და L რაოდენობის სამუშაო ძალას, მაშინ შეძლებს Q
რაოდენობის რძის პროდუქტი აწარმოებს. Q, E , და L ცვლადებს შორის
დამოკიდებულება მოცემულია შემდეგი ფორმულით: Q=√𝐸𝐿
ფირმამ ერთეული დანადგარის გამოყებენისათვის, PE ხოლო ერთეული
სამუშაო ძალის დაქირავებისათვის PL ფასი უნდა გადაიხადოს. მოცემულ
პერიოდში, საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე, ფირმას შეუძლია
აწარმოოს 300 ტონამდე რძის პროდუტი. E და L ცვლადები ისე უნდა
განსაზღვროს, რომ ფირმამ Q რაოდენობის რძის პროდუტების წარმოების
პირობებში მინიმიზაცია გაუკეთოს დანახარჯებს.
ა. დაწერეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;
ბ. რა შეზღუდვა არსებობს?
გ. რომელი ცვლადებია (PE , PL , Q, E, L ) ეგზოგენური? ენდოგენური?
პასუხები ახსენით
თავი 2. მოთხოვნა, მიწოდება და საბაზრო წონასწორობა
ამოცანა 4

გამოიყენეთ ცხრილის მონაცემები და დაწერეთ მიწოდების


განტოლება წითელი ვარდებისათვის.
ფასი (ლარი) P რაოდენობა (ცალი) Q
1.00 500
0.75 350
0.5 200

ამოცანა 9
ციტრუსებზე მოთხოვნის მრუდი გამოისახება ფორმულით:
QD= 700-P , ხოლო მიწოდების მრუდია QS= -300+P
გამოთვალეთ ბაზრის წონასწორული ფასი და რაოდენობა.
ააგეთ გრაფიკი და აჩვენეთ წონასწორული ფასი და
რაოდენობა.
თავი 3. მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობა

ამოცანა 4
დავუშვათ წრფივი მოთხოვნის მრუდი მოცემულია შემდეგი
ფორმულით: QD=350-7P რას უდრის მოთხოვნის საფასო
ელასტიკურობა როცა P=40? P=60? რას უდრის შოკური ფასი?

ამოცანა 5
მოთხოვნის ფუნქცია გამოისახება ასე: QD=2100-3P ფასის
რომელი მნიშვნელობისთვის იქნება მოთხოვნის საფასო
ელასტიკურობის კოეფიციენტი EDP=-0.75?
თავი 4. მომხმარებელთა ქცევა
ამოცანა 3
მზიასთვის სარგებლიანობის ფუნქცია გამოისახება ასე:
U=4X1X2, ხოლო მათ შესაძენად
გამოყოფილი შემოსავალი შეადგენს 24 ლარს. ოპტიმალურ
ნაკრებში შევიდა შესაბამისად
X1=2 და X2=3 ერთეულები. გაიანგარიშეთ დოვლათთა
ფასები.
თავი 5. ინდივიდუალური და საბაზრო მოთხოვნა
ამოცანა 3
საზაფხულო ზოლიან მაისურებზე მომხმარებელთა
მოთხოვნა გამოიხატებოდა შემდეგნაირად: P1=20
Q1=30 ხოლო უფრო დაბალი ფასის პირობებში
ფიქრობდნენ მეტის გაყიდვას, კერძოდ, P2=10, Q2=38.
დიზაინერთა მიერ საზაფულო კოლექციის დეფილეს
შემდგომ მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა
არჩევანი გააკეთა სწორედ ასეთი მაისურების
შესყიდვაზე. შედეგად მოთხოვნა შეიცვალა და
P2=10 ლარის პირობებში მოსალოდნელი 38-ის
ნაცვლად გაიყიდა 60 ცალი და დამყარდა ახალი
წონასწორობა P2=10, Q3=60
ა) გრაფიკულად გამოსახეთ ეფექტი;
ბ) ახსენით რა სახის ეფექტის გავლენით განვითარდა
სიტუაცია და გამოთვალეთ მისი მნიშვნელობა;
გ) ეს ეფექტი დადებითია თუ უარყოფითი?

ამოცანა 4
ქალაქის პრესტიჟულ უბანში არსებულ ფიტნეს-კლუბში ერთი
თვის მანძილზე მოქმედი საშვის ღირებულება შეადგენდა
250 ლარს და მომსახურებით სარგებლობდა 100
მომხმარებელი (P1=250 Q1=100) მომსახურების მასშტაბების
გაფართოების შედეგად შესაძლებელი გახდა საშვის ფასის
შემცირება 180 ლარამდე. კლუბის მფლობელთა
მოსაზრებით მომხმარებელთა რიცხოვნობა
გაორმაგდებოდა (P2=180 Q2=200)
მათი მოლოდინი არ გამართლდა და დაბალი

ფასის პირობებში გაიყიდა მხოლოდ 130 საშვი (P2=180


Q2=130)
ა. გრაფიკულად გამოსახეთ მოვლენა;
ბ. ახსენით რა სახის ეფექტის გავლენით განვითარდა
სიტუაცია და გამოთვალეთ მისი მნიშვნელობა;
გ. ეს ეფექტი დადებითია თუ უარყოფითი?

You might also like