You are on page 1of 2

1.

დავუშვათ, რომ თქვენ აპირებთ იყიდოთ ნოუთბუქი და გთავაზობენ გადახდის ორ


ალტერნატივას:

ა) გადაიხადოთ დღეს 500 ლარი, ერთი წლის შემდეგ კი 50 ლარი.

ბ) გადაიხადოთ დღეს 60 ლარი, ერთი წლის შემდეგ კი 600 ლარი.

როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა თქვენი არჩევანი დამოკიდებული საპროცენტო


განაკვეთზე? რატომ კი, ან რატომ არა?

2. დავუშვათ, რომ ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია შექმნას ახალი მედიკამენტი, რომელიც


დაჯდება 500 მლნ დოლარი. რომელ შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ ამ კომპანიამ
მართლაც განახორციელოს ეს პროექტი, როცა

ა) მას შეეძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასის დადება.

ბ) არც ერთ ქვეყანაში არ იქნება უფრო დაბალი ფასი, ვიდრე სხვაგან.

ახსენით.

3. დავუშვათ, რომ თქვენ გყავთ ავტომობილი, რომელიც ერთი წლის წინ იყიდეთ 2200
ლარად. მისი გაქირავება შეგიძლიათ 2 წლის განმავლობაში და თითოეული წლის ბოლოს
გადაგიხდიან ქირას 1000 ლარს. დღეს შეგიძლიათ ამ ავტომობილის გაყიდვა 2000 ლარად,
ხოლო 2 წლის შემდეგ კი 400 ლარად. საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13%–ს და სხვა
ფაქტორები ჩათვალეთ უმნიშვნელოდ.
გაყიდით, თუ გააქირავებთ ავტომობილს?

4. დავუშვათ, რომ მთავრობა ამცირებს გარემოს დაბინძურების ნებართვების რაოდენობას.


როგორ შეიცვლება დაბინძურებით გამოწვეული მთლიანი საზოგადოების დანახარჯები?
როგორ შეიცვლება საზოგადოების კეთილდღეობა? აქვს თუ არა ამ ბოლო კითხვისათვის
მნიშვნელობა დაბინძურების საწყის დონეს?

5. თქვენ გაქვთ ფასიანი ქაღალდი, რომელიც დღეს ბაზარზე იყიდება 80 ლარად, ხოლო ორი
წლის შემდეგ მისი საბაზრო ფასი იქნება 110 ლარი. თქვენ შეგიძლიათ ბანკიდან აიღოთ სესხი
წლიურ 12% –ად. მომგებიანია თუ არა ამ ფასიანი ქაღალდის ყიდვა?
6. მოგების მმაქსიმიზებელი ფასის მაძიებელი აწარმოებს 500 ერთეულ მარკერს. ცნობილია,
რომ ზღვრული დანახარჯი ბოლო ერთეულისათვის 50 თეთრის ტოლია. რა მოუვა მთლიან
შემოსავალს, თუ იგი მცირედით გაზრდის წარმოებას? რატომ?

7. ცნობილია, რომ ფასის მაძიებელი აწარმოებს მარკერებს და ამისათვის მას ნაქირავები აქვს
შენობა, რომლის ქირაც შეადგენს 2000 ლარს წელიწადში. როგორ შეიცვლება ფასის
მაძიებლის მიერ წარმოებული მარკერების რაოდენობა, თუ ქირა გაიზრდება 2500 ლარამდე?
რატომ?

8. ფასის მაძიებელი აწარმოებს საქონელს, რომელზე მოთხოვნაც მოცემულია შემდეგი


ცხრილით:

ფასი 30 28 26 24 22 20 18 16
მოთხოვნის 10 11 12 13 14 15 16 17
რაოდენობა

ცნობილია, რომ თითოეული ერთეულის წარმოების ზღვრული დანახარჯი 3 –ის ტოლია და


ფიქსირებული დანახარჯები ნულის ტოლია.

რა ფასს დაადებს საქონელს ფასის მაძიებელი? იპოვეთ ზღვრული შემოსავალი მოგების


მმაქსიმიზებელი რაოდენობისათვის.

9. ფასის მაძიებლის საქონელზე მოთხოვნა მოიცემა ფორმულით P  50  Q , ფიქსირებული


ხარჯები 100 –ის ტოლია, ხოლო ზღვრული დანახარჯები წარმოების ყოველ დონეზე 10–ის
ტოლია. იპოვეთ ფასის მაძიებლის მიერ დაწესებული ფასი და მაქსიმალური მოგება.

10. დავუშვათ, რომ ფულის სესხება და გასესხება შეგიძლიათ 12 პროცენტად. რომელია


უკეთესი ალტერნატივა?

ა) მიიღოთ 3 წლის შემდეგ 1200 ლარი

ბ) მიიღოთ ყოველწლიურად 100 ლარი დაწყებული მესამე წლის ბოლოდან.

You might also like