You are on page 1of 3

საგამოცდო საკითხები

1. გამოცხადდა საწესდებო კაპიტალის შევსება, რაც შეადგენს 55 000 ლარს.


35 000 ლარი შეტანილია ბანკში საწესდებო კაპიტალი და 20 000 ლარი
კაპიტალში შეტანილია მიწის სახით. (3 ქულა)

2. განხორციელდა საქონელთან დაკავშირებით შემდეგი ოპერაციები :


 01.02.2021- შეძენილია X საქონელი 100 ერთეული. ერთეულის ფასი 8,5
ლარი.
 02.02.2021 რეალიზებულია 60 ერთეული-თითო 15 ლარად.
 03.02.2021 შეძენილია 50 ერთეული- თითო 9 ლარად.
 04.02.2021 რეალიზებულია 70 ერთეული-თითო 15 ლარად.
ასახეთ აღნიშნული ოპერაციები ბუღალტრულად და გამოთვალეთ
საქონლის ნაშთი. (მეთოდი FIFO ან MILD მეთოდით). (შეძენის დროს
კრედიტორული დავალიანების გადახდა ხორციელდება საბანკო
გადარიცხვით და რეალიზაციის დროს თანხის მიღება ხდება ბანკში).
(15 ქულა)

3. ერთ თანამშრომელზე, რომელსაც არ უკავდება საპენსიო გადასახადი


დარიცხულია ხელფასი 2000 ლარი და გაცემულია ბანკიდან. მეორე
თანამშრომელს რომელსაც უკავდება საპენსიო გადასახადი დარიცხულია 1500
ლარი და გადარიცხულია შესაბამისი თანხა. -შეასრულეთ ბურალტრული
გატარებები.
(10 ქულა)

4. დღგ-ეს გადამხდელი კომპანიის მიერ შეძენილია საქონელი 1180 ლარად


დღგს ჩათვლით. აღნიშნული საქონელი სრულად გაყიდულია, დღგ-ეს გარეშე
საქონლის გასაყიდი ფასი შეადგენს 1300 ლარს. შეარულეთ შესაბამისი
ბუღალტრული გატარებები.
(3 ქულა)

5. დანადგარი რომელიც შეძენილი იყო 25000 ლარად სალიკვიდაციო


ღირებულება ქონდა 800 ლარი ხოლო სასარგებლო გამოყენების ვადა 10 წელი.
დაარიცხეთ ერთი წლის ცვეთა.
(2ქულა)

6. დაწერეთ საბალანსო ტოლობა : (2 ქულა)

7. ჩამოწერეთ ატივების შემადგენელი 4 სხვადასვა ელემენტი (2 ქულა)


8. (დაწერეთ ფორმულა) რეალიზებული საქონლის თვითღირებულება = ?
( ქულა 2)

9. ჩამოთვალეთ, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის


მეთოდები. (ქულა 2)

10. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების(ს.მ.ფ.) ინვენტარიზაციის


ჩატარების შემდგომ, აღმოჩნდა ზედმეტობა 1800 ლარის ოდენობით.
შეასრულეთ ბუღალტრული გატარება. (3ქულა)

11. 2021წლის თებერვალში საწარმომ დამკვეთთან გააფორმა ხელშეკრულება, 600


ლარის ღირებულების საბავშვო სათამაშოების დამზადების და მიწოდების
შესახებ. სათამაშოები დამზადდა მარტის თვეში და აპრილში მიეწოდა
დამკვეთს , ხოლო დამკვეთის მიერ საწარმოსთვის 500 ლარის გადახდა მოხდა
მაისის თვეში. რომელ თვეს უნდა აღრიცხოს საწარმომ შემოსავალი? (3 ქულა)

12. მაისის თვეში, საწარმომ 450 ლარად,მომწოდებლისგან კრედიტით შეიძინა


საღებავი, აღნიშნული საღებავი ივნისის თვეში გახარჯა. ივლისში საწარმომ
გამოიმუშავა შემოსავალი, აგვისტოში მიიღო გამომუშავებული შემოსავლის
საფასური და გადაიხადა აგვისტოს თვეში კრედიტით შეძენილი საღებავის
ღირებულება. რომელ თვეს უნდა მიაკუთვნოს საწარმომ საღებავის შეძენის
ხარჯი? შესარულეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარება : (3 ქულა)

13. კომპანიას აქვს ავტომობილი და სათადარიგო ნაწილები( ზეთის ფილტრი და


საბურავები) მიმდინარე თვეში ავტომობილს შეეცვალა საბურავები, რომლის
ღირებულება იყო 250 ლარი. ამავე თვეში შეეცვალა ზეთის ფილტრი, რომლის
ღირებულებაა 15 ლარი. შეასრულეთ შესაბამისი ბუღალრული გატარება. (3
ქულა)

14. ფაბრიკაში პროდუქციის ხარისხის ამაღლების მიზნით, დანადგარს


დაუყენდა ახალი ნაწილი, რომლის ღირებულება 3500 ლარია. განმარტეთ თუ
სად და რატომ აღირიცხება აღნიშნული დანადგარის ნაწილის შეძენა და
შეასრულეთ შესაბამისი ბურალტრული გატარება. (3 ქულა)

15. ჩამოწერეთ, ანგარიშთა გეგმის მიხედვით, რომელ საბუღალტრო ანგარიშზე


აღირიცხება:- 1.მოკლევადიანი ვალდებულებები 2. საგადასახადო
ვალდებულებები, 3.გრძელვადიანი ვალდებულებები 3.მოკლევადიანი
მოთხოვნები 4.გრძელვადიანი ძირითადი საშუალებები 5.საოპერაციო
ხარჯები 6.საოპერაციო შეამოსავლები 7.არასაოპერაციო ხარჯი
8.არასაოპერაციო შემოსავალი. (2 ქულა)

16. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ფ/პირი ქონების გადასახადის გადამხდელი?


ფ/პირმა რა ვადაში უნდა წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია?
(2ქულა)

17. როდის არის ვალდებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის


მიმართოს საგადასახადო ორგანოს და როდიდან ითვლება დღგ-ის
გადამხდელად?(2ქულა)

18. რამდენია საშემოსავლო გადასახადის სტანდარტული განაკვეთი, მოგების


გადასახადის განაკვეთი, ქონების გადასახადის განაკვეთი? (2 ქულა)

19. რა განაკვეთ იბეგრება შემოსავლის შემდეგი სახეები, რომლებიც


ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას:- ხელფასი? დივიდენდი? (2
ქულა)

20. რა ვადებში უნდა წარადგინოს მეწარმე სუბექტმა ყოველთვიური


დეკლარაციები? წლიური დეკლარაციები? (2 ქულა)

You might also like