You are on page 1of 4

ამ დავალების წილი საბოლოო შეფასებაში არის 10%

კაზუსი 1 (ქულა 15)

შპს X-ს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, 2018 წელს ჰყავდა ორი
დაქირავებული პირი (12-ვე თვის განმავლობაში): ნინო და ნიკა.

ნინოს წლიური ხელფასი (კონტრაქტით) 2018 წელს იყო 4000 ლარი. ის მარტო ხელა დედაა.

ნიკას ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარი იყო. გარდა ამისა 2018 წლის
სექტემბერში ნიკა სამსახურეობრივი მივლინებით იყო წასული ბარსელონაში 1 კვირით. მას
კომპანია X-მა აუნაზღაურა მგზავრობის ხარჯი 600 ევრო (ეკონომ კლასის ბილეთის
ღირებულება), გარდა ამისა ნიკას მისცეს ბინის დაქირავებისთვის 850 ევრო ხოლო
სადღეღამისო მიზნებისთვის კი 600 ევრო (ვალუტის კურსი შეადგენს 3ლ=1ევრო). ყველა
ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულია.

განსაზღვერთ:

ნინოს საშემოსავლო გადასახადი 2018 წელს (6 ქულა)

ნიკას საშემოსავლო გადასახადი 2018 წელს (9 ქულა)

კაზუსი 2 ქულა 40

ინდ. საწარმო დაფუძნდა 2017 წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა კვების სერვისის მიწოდება
კლიენტებისთვის. საწარმოს დაფუძნებისას დამფუძნებელმა მის კაპიტალში შეიტანა 200 000
ლარი და ავტომობილი, რომლის ღირებულებაც შეტანის მომენტში იყო 20 000 ლარი.

2017 წლის განმავლობაში, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან საწარმოს შემოსავალმა


შეადგინა 1 მლნ ლარი. ამ პროდუქციის დასამზადებლად ,,ნედლეულის” შეძენაზე გაწეულმა
ხარჯმა შეადგინა 700 000 ლარი (ნედლეული სრულად იქნა გამოყენებული პროდუქციის
საწარმოებლად).

საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად, აღსარიცხად და სარეალიზაციოდ, ასევე საწარმოს


სამართავად საწარმო იყენებდა დაქირავებულ პირთა შრომას. საწარმოს სულ ყავდა 8
დაქირავებული პირი. მათი ჯამური ხელფასი (კონტრაქტის თანახმად) შეადგენდა 300 000
ლარს როგორც 2017 წლის, ისე 2018 წლის განმავლობაში.

აღნიშნული საწარმოს კაპიტალური დანახარჯები 2017 წელს შემდეგია:

- აპრილში შეიძინა შენობა საოფისედ 500 000 ლარად და მაშინვე დაიწყო მისი ოფისად
გამოყენება.
- აპრილშივე შეიძინა 10 ცალი ლეპ-ტოპი თანამშრომლებისთვის (საჩუქრად არ
გადაუცია, თუმცა სამსახურეობრივი მიზნებისთვის იყენებენ). აქედან 6-ის შეძენა
დაუჯდა 4000 ლარი (ექვსივე იდენტურია), ხოლო დანარჩენი 4 კი 5000 ლარად (ეს 4-
იც იდენტურია).
- სექტემბერში გასწია საქველმოქმედო ხარჯები 10 000 ლარი.
2018 წლის განმავლობაში, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან საწარმოს შემოსავალმა
შეადგინა 1.5 მლნ ლარი. ამ პროდუქციის დასამზადებლად ,,ნედლეულის” შეძენაზე
გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 800 000 ლარი (ნედლეული სრულად იქნა გამოყენებული
პროდუქციის საწარმოებლად). ამ 800 000 ლარიდან 100 000 ლარი გადახდილ იქნა მიკრო
ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის.

საწარმოს კაპიტალური დანახარჯები 2018 წელს შემდეგია:

- მარტში შეიძინა საოფისე ინვენტარი 1200 ლარად


- აგვისტოში შენობა გაარემონტა 40 000 ლარად.
- დეკემბერში შენობა გაყიდა 700 000 ლარად
- დეკემბერშივე წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენდა 20 000 ლარს.
დაშვებები:

ყველა ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულია და გამოიყენება ეკონომიკური


საქმიანობისთვის

საპენსიო კანონმდებლობა არ მოქმედებს

საწარმო არ იყენებს სრულ გამოქვითვას

გამოთვალეთ საწარმოს

ა) გამოსაქვითი ხარჯები (ქულა 10), დასაბეგრი შემოსავალი (ქულა 3) და საშემოსავლო


გადასახადი (ქულა 2) 2017 წლის მიხედვით

ბ) გამოსაქვითი ხარჯები (ქულა 17), დასაბეგრი შემოსავალი (ქულა 3) და საშემოსავლო


გადასახადი (ქულა 5) 2018 წლის მიხედვით
კაზუსი 3 ქულა 45

ალფა არის საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს. კომპანიის
დამფუძნებლები არიან: საქართველოს რეზიდენტი კომპანია ბეტა (50%), საქართველოს
რეზიდენტი კომერციული ბანკი გამა (20%) და საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი
გიორგი (30%), რომელიც ამავე კომპანიაში მუშაობს დირექტორად.

ალფამ 2016 წელს მიიღო 1 მილიონი ლარის წმინდა მოგება, რომელზეც კოდექსით
გათვალისწინებულ ვადებში გადაიხადა დარიცხული გადასახადი 80 000 ლარი. ამავე
კომპანიის წმინდა მოგება 2017 წელს შეადგენდა 1 მილიონ ლარს.

2017 წლის აგვისტოში კომპანია ალფამ თავის პარტნიორებზე გაანაწილა 2016 წლის წმინდა
მოგების ნაწილი, რის შედეგადაც პარტნიორებს ჩაერიცხათ შემდეგი თანხა:

- ბეტას 300 000 ლარი


- გამას 120 000 ლარი
- გიორგის 180 000 ლარი
ბეტამ ალფასგან მიღებული დივიდენდი 2017 წლის სექტემბერში სრულად გაუნაწილა თავის
პარტნიორ ფიზიკურ პირებს. ანალოგიურად მოქიცა გამაც.

2018 წლის თებერვალში ალფამ 2017 წლის წმინდა მოგებიდან პარტნიორებზე


გასანაწილებლად გამოყო სულ 400 000 ლარი და მათი წილის პროპორციულად გაუნაწილა.
ბეტამ და გამამ თავისი კუთვნილი წილები ამავე წლის მარტში გაუნაწილეს საკუთარ
პარტნიორ ფიზიკურ პირებს.

2018 წლის მაისში ალფამ განახორციელა შემდეგი ოპერაციები:

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან შეიძინა საქონელი 20,000 ლარად.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა 10 000 ლარი

3. საქართველოს რეზიდენტ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე 10 მაისს გასცა სესხი 50,000 ლარის
ოდენობით 5%-ად. ფიზიკურმა პირმა მიღებული სესხი დააბრუნა 2018 წლის 10 ნოემბერს.

4. საქართველოს რეზიდენტი კომპანია C-სგან აიღო სესხი 1 წლის ვადით 100 000 ლარი
წლიურ 25%-ად.

დავალება:

ა) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2017 წლის აგვისტოს საანგარიშო


პერიოდის მიხედვით (ქულა 10) და რა გადასახადს გადაიხდის ის საქართველოს ბიუჯეტში
ამავე პერიოდის მიხედვით (ქულა 5)

ბ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2018 წლის თებერვლის


საანგარიშო პერიოდის მიხედვით (ქულა 5)

გ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2018 წლის მაისის საანგარიშო 25


დ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ბეტას და გამას 2017 წლის სექტემბრის
(ქულა 5) და 2018 წლის მარტის (ქულა 5) საანგარიშო პერიოდის მიხედვით

ე) განსაზღვრეთ ალფას ვალდებულებები დივიდენდის გადასახადის და საშემოსავლო


გადასახადის ნაწილში (მათ შორის გამოთვალეთ დივიდენდის გადასახადი) (ქულა 5)

You might also like