You are on page 1of 4

1.

ჯულია ლოიდი არის ამერიკის მოქალაქე, რომელიც ფლობს წილებს სხვადასხვა


კომპანიებში და ამასთან, ბიზნეს მრჩევლად მუშაობს სხვადასხვა კომპანიისთვის. ჯულია
ლოიდი ფლობს 30% წილს ლუქსემბურში რეგისტრირებულ კომპანია „ასტორია“-ში. იგი
ასევე ფლობს 40% წილს ქართულ კომპანია შპს „ნარნია“-ში.

2016 წელს, ჯულია ლოიდი ბიზნეს კონსულტანტად მიიწვია ქართულმა კომპანია შპს
„ინვესტორმა“, რომელსაც სჭირდებოდა საქართველოში სასტუმროს ოპერირებისთვის
კონსულტაცია მომსახურების ხარისხის გამართვის და ხარჯების შემცირების მიზნით.
ჯულია ლოიდმა საკუთარი მოვალეობები შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და
სანაცვლოდ შპს „ინვესტორისგან“ მიიღო (ჩაერიცხა) 200,000 ლარის ანაზღაურება.

2016 წლის ნოემბერში, ჯულია საქართველოში პირველად ჩამოვიდა ქალ ბიზნესმენთა


კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისთვის, რომლითაც მან საკუთარი გამოცდილება
გაუზიარა ქართველ მეწარმე ქალებს. აღნიშნული სიტყვით გამოსვლისთვის, ჯულიამ
კონფერენციის ორგანიზატორებისგან ჯამში მიიღო (ჩაერიცხა) 40,000 ლარი.

2016 წლის ბოლოს, ჯულიამ საკუთარი კომპანიებისგან მიიღო (ჩაერიცხა) შემდეგი


შემოსავლები:

- 100,000 ლარის დივიდენდები შპს „ნარნია“-სგან.


- 200,000 ლარის დივიდენდები ლუქსემბურგის კომპანია „ასტორიასგან“
- გაასხვისა 30% წილი ლუქსემბურგის კომპანია „ასტორიაში“ 600,000 ლარად, რომელიც
2012 წელს შესყიდული ჰქონდა 400,000 ლარად.
- გაასხვისა 40% წილი შპს „ნარნიაში“ 300,000 ლარად, რომელიც 2015 წელს
შესყიდული ჰქონდა 100,000 ლარად.
განსაზღვრეთ:

1. შპს „ნარნია“-სგან და ლუქსემბურგის კომპანია „ასტორიასგან“ მიღებული დივიდენდების


დაბეგვრის საკითხი.

2. შპს „ნარნია“-ში და ლუქსემბურგის კომპანია „ასტორიაში“ წილების გაყიდვის დაბეგვრის


საკითხი.

3. შპს „ინვესტორისგან“ მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხი.

4. ქალთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხი.


2. ფიზიკური პირი დავითი 2013 წლიდან მუდმივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამუშაო
მიზნებით. 2014 წლიდან დავითი გახდა პოლონეთის მოქალაქე. 2015 წლიდან იგი დაბრუნდა
საქართველოში სამკურნალო მიზნით. დავითმა საქართველოს ტერიტორიაზე გაატარა
შემდეგი რაოდენობის დღეები:

- 2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით - 170 დღე, ასევე ამავე წლის დეკემბრის
თვეში დავითი ისევ დაბრუნდა საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად და
დასასვენებლად, სადაც გაატარა 16 დღე.
- 2015 წლის ნოემბერში დავითმა ისევ დასვენების მიზნით საქართველოში გაატარა - 15
დღე,
- 2016 წლის იანვრიდან დავითმა მიიღო სამუშაო შეთავაზება და დეკემბრის ჩათვლით
იმყოფებოდა საქართველოში.

2014 წელი

დავითმა 2014 წელს პოლონეთში, პოლონეთის რეზიდენტ კომპანიაში მუშაობის შედეგად


ხელფასის სახით მიიღო (ჩაერიცხა) 50,000 ლარის შემოსავალი.

2014 წლის ივნისში დავითმა გაყიდა ამავე წლის იანვარში დისშვილისგან ჩუქებით
მიღებული 1 ოთახიანი ბინა თბილისში, რომლის სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 75,000
ლარი.

გარდა ამისა დავითმა პოლონეთიდან საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურება გაუწია


საქართველოს რეზიდენტ კომპანიას ინტერნეტის საშუალებით, რის სანაცვლოდაც მიიღო
(ჩაერიცხა) 30,000 ლარის ანაზღაურება.

2015 წელი

2015 წელს, დავითმა საქართველოში დასასვენებლად ყოფნის პერიოდში გაუწია სარეკლამო


მომსახურება კომპანია „ელიტს“ რისთვისაც მიიღო (ჩაერიცხა) ანაზღაურება 12,000 ლარის
ოდენობით.

2016 წელი

2016 წლის განმავლობაში დავითმა საქართველოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიიღო


(ჩაერიცხა) 35,000 ლარის შემოსავალი ხელფასიდან.

2016 წელს საქართველოში ფიზიკურ პირზე ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავებიდან


დავითის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 17,000 ლარი.

დავითმა 2016 წლის 1 თებერვლიდან ასევე გააქირავა მის მიერ თბილისში 2014 წლის 16
მაისს 155,000 ლარად შეძენილი კომერციული ფართი თვეში 7,000 ლარად.

მოგვიანებით დავითმა საცხოვრებელი ფართი საჩუქრად გადასცა თავის მშობლებს, ხოლო


კომერციული ფართი 2016 წლის დეკემბერში გაასხვისა შპს „კრისტალზე“ 500,000 ლარად.
განსაზღვრეთ დავითის რეზიდენტობის საკითხი და საგადასახადო ვალდებულებები სამივე
საგადასახადო წლისთვის.

3. ინდ. საწარმო დაფუძნდა 2017 წელს. საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად, აღსარიცხად


და სარეალიზაციოდ, ასევე საწარმოს სამართავად საწარმო იყენებდა დაქირავებულ პირთა
შრომას. საწარმოს სულ ყავდა 15 დაქირავებული პირი.

ამ დაქირავებულებიდან ერთ-ერთი, გვანცა, რომლის ხელფასი კონტრაქტის თანახმად თვეში


შეადგენს 2000 ლარს. გვანცა აგვისტოში 4 დღით წასული იყო ბათუმში მივლინებით. მისი
სასტუმროში ცხოვრების ხარჯები (400 ლარი) და მგზავრობის ხარჯები (100 ლარი)
აანაზღაურა საწარმომ. გარდა ამისა გვანცას მისცეს სადღეღამისო ანაზღაურება ბათუმში
გატარებულ თითო დღეზე 40 ლარის ოდენობით.

სექტემბერში გვანცა ამჯერად უკვე მივლინებით იყო წასული რომში 1 კვირით. მას
გადაუხადეს მგზავრობის ხარჯი (600 ევრო) და აუნაზღაურეს ბინის დაქირავებისთვის 890
ევრო, ხოლო სადღეღამისო მიზნებისთვის კი 600 ევრო (ვალუტის კურსი შეადგენს
3ლ=1ევრო). ამასთან გვანცამ საწარმოს პარტნიორებისთვის წაიღო სუვენირები, რომელთა
შეძენაც საწარმოს დაუჯდა 18 000 ლარი. აღნიშნული ვიზიტი იმდენად წარმატებული
აღმოჩნდა, რომ საწარრმომ გვანცას უფლება მისცა ავსტრიაში დასასვენებლად დარჩენილიყო
5 დღით და ამ მიზნით გადაურიცხა 2 500 ევრო.

განსაზღვრეთ:

გვანცას საშემოსავლო გადასახადი და მის სახელზე დაგროვებული საპენსიო შენატანების


ოდენობა

4. შოთა ინდივიდუალური საწარმოს მესაკუთრეა.

მისი შემოსავლები საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს 150 000 ლარს (ერთი და იგივე
საქონელი გაყიდა თითო პარტია 10 000–ად).

ის ფლობს 30 %–იან წილს შპს ივერში, რომლის დასაბეგრი მოგება იგივე წელს შეადგენს
10000 ლარს (ანაწილებს მესაკუთრეებს შორის).

მას ჰქონდა კრედიტი საქართველოს ერთერთ ბანკში 10 000 ლარი 15 %–ად, რომელიც მას
ეპატია ამ ბანკის გათამაშებაში გამარჯვების გამო.

თავის ძმას (ასევე ბიზნესითაა დაკავებული) მიყიდა იგივე პარტია საქონლისა რაც ამ
მაგალითის დასაწყისშია 50 000 ლარად (სულ 8 პარტია).

გარდა ამისა 2 პარტია იგივე საქონელი უფასოდ მიაწოდა თბილისის მერიას.

იგივე წელს უბედური შემთხვევის გამო სადაზღვევო კომპანიიდან მიიღო სადაზღვევო


ანაზღაურება 3000 ლარი.
გმოთვალეთ მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები?

You might also like