You are on page 1of 11

მოგესალმებით!

როგორც იცით 2020-21 სასწავლო წელს ჩვენი სურვილის


გათვალისწინებით დაგვემატა ახალი საგანი „მეწარმეობის
საფუძვლები“.
გარკვეული თეორიული კურსის შესწავლის შემდეგ
გაგვიჩნდა იდეა ჩამოგვეყალიბებინა მინი-კომპანია და
მიღებული ცოდნა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში, მიგვეღო
ბიზნესის მართვის გამოცდილება.
გვინდა ჩავერთოთ პროგრამაში და საკუთარ თავზე
ავიღოთ პასუხისმგებლობა.
მისიის განაცხადი:
ჩვენი ბიზნესის მიზანია, ჩვენი გაწეული
საქმიანობით ვისწავლოთ სამეწარმეო
საკითხები და დავაგროვოთ გარკვეული
კაპიტალი, რომელსაც გამოვიყენებთ
ბიზნესის განსავითარებლად, ვნახოთ
მოგება და მოგებული თანხა გამოვიყენოთ.
ბიზნეს იდეა:
ჩვენი ბიზნეს იდეა მდგომარეობს
შემდეგში: გვსურს ჩამოვაყალიბოთ
მინი-კომპანია, მოვაშენოთ სახვადასხვა
ჯიშის ოთახის ყვავილები, გადავრგათ
საყვავილეებში და გავუკეთოთ
რელიზაცია. შევეცდებით ადამიანებს
შევუქმნათ კარგი განწყობა და
გავულამაზოთ საცხოვრებელი სახლები,
სამუშაო კაბინეტები და სკოლის
საკლასო ოთახები.
წარმოგიდგენთ ჩვენი მინი-
კომპანიის ბიზნეს-გეგმას:
სახელი: FLOWER,S COUNTRY
(ყვავილების ქვეყანა).
საწესდებო კაპიტალი: 100 ლარი.
ლოგო მოცემულია შემდეგ
სლაიდზე:
flower`s country სოფელ საირხის ჯ. ნადირაძის სახ.
საჯარო სკოლის მეათე კლასის
მინი კომპანია მოსწავლეები
პროდუქტი: ოთახის ყვავილები.

მომსახურება: პროდუქციის
შექმნა და რეალიზაცია .
• მოვიზიდავთ სააქციო კაპიტალს-გავყიდით
აქციებს-10 აქციის ღირებულება სულ 100
ლარი.
ამ კაპიტალით შევიძენთ ოთახის
ყვავილების სხვადასხვა ჯიშის ჩითილებს,
თესლს-20 ლარი.
შევიძენთ 20 ერთეულ 2 ლარის
ღირებულების საყვავილეს-40 ლარი.
შევიძენთ ყვავილების მიწას, რომლის
ღირებულება იქნება დაახლოებით 20
ლარი.
ხარჯი: 80 ლარი.
ნაშთი: 20 ლარი.
თვის დასაწყისში საყვავილეებში ჩავრგავთ
ყვავილებს, ორი კვირის განმავლობაში
გავახარებთ და მოვამზადებთ გასაყიდად.
მესამე კვირის განმავლობაში სკოლის
ტერიტორიაზე მოვაწყობთ ყვავილების
გამოფენა-გაყიდვას.
ჩვენი მომხმარებლები იქნებიან
პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის
მაცხოვრებლები, მოწვეული სტუმრები.
ჩვენს სოფელში მსგავსი ბიზნესი არ არის
დაფიქსირებული, ჩვენ რეკლამას გავუკეთებთ
ჩვენს პროდუქციას და იმედი გვაქვს
წარმატების.
პროდუქციის რაოდენობა: 20 ერთეული.
ღირებულება: 7 ლ.
შემოსავალი გაყიდვებიდან: 140 ლ.+
ნაშთი: 20 ლ.
სულ-160 ლ. მოგება-60 ლ.
კადრები-10 მოსწავლე, მოგებიდან
მიიღებენ ხელფასებს და ჯილდოებს.
წარმატების შემთხვევაში
გავაფართოვებთ პროდუქტის წარმოებას.
ჩვენი საქმიანობის პროცესში
შვისწავლით ფინანსურ ოპერაციებს,
ბუღალტერიას, ხარჯთაღრიცხვას.
წლის ბოლოს მოხდება კომპანიის
ლიკვიდაცია და აქციონერებთან შეხვედრ
წარმატებები ჩვენს მინი-კომპანიას!!!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!!!

You might also like