You are on page 1of 4

აქტივები=ვალდებულებები+კაპიტალი

Assets=Liabilities+Equity
ნებისმიერი გარიგების აღრიცხვისას ეს ტოლობა უნდა შესრულდეს.

რა არის აქტივი? ყველა ის რესურსი, რომელსაც ფლობს კომპანია  ფულიც შეიძლება


იყოს აქტივი. ( მაგ, უნივერსიტეტის აქტივებია კომპიუტერული აღჭურვილობა )

Equity პირობითად დავყოთ ორ ნაწილად 

1. Share-Capital Ordinary (მფლობელის ინვესტიცია) (აისახება მფლობელის მიერ


ჩადებული ინვესტიცია)
2. Retained Earnings (Revenue; Expenses; Dividends) (გაუნაწილებელი მოგება)

გარიგება ისეთი რამ არის, რაც ფულად ტერმინებში გამოიხატება და უკვე მომხდარია.
თუ მენეჯმენტი გვეტყვის, რომ მომავალში აპირებს 2 მილიონის ღირებულების შენობა
იყიდოს, ეს ჯერ მომხდარი არ არის და ჩვენ არ აღვრიცხავთ. ან თუ გვეტყვის, რომ
გაუშვა თანამშრომელი, ამას ვერ აღვრიცხავთ, რადგან ვერ გამოვხატავთ ფულად
ტერმინში. შესაბამისად, გარიგებისთვის აუცილებელია, რომ იყოს წარსულში
მომხდარი უკვე და გამოხატული იყოს ფულად ტერმინებში.

აქტივი შეიძლება იყოს ფული, მიწა, ფიზიკური რესურსები, მაგრამ არა ადამიანური
რესურსები.

განვიხილოთ მაგალითები:

1. მფლობელმა ბიზნესში ჩადო 10,000ლარი. როგორ აისახება ეს საბალანსო


ტოლობაზე? ფული აქტივია. მფლობელმა ჩადო ბიზნესში ფული, კომპანიაში
გაჩნდა ფული, ანუ გაჩნდა აქტივი. ანუ ტოლობის მარჯვენა მხარეს 10,000ლარს
დავწერთ Share-Capital-ის, ანუ მფლობელის ინვესტიციის გასწვრივ. ჩაწერის ამ
პრინციპს ორმაგი ჩაწერის პრინციპი ჰქვია, ანუ იზრდება ტოლობის ორივრ
მხარე  ტოლობა დარღვეული არ არის.
2. დავუშვათ, კომპანიამ აიღო ბანკისგან სესხი 80,000ლარი. ფული გაიზარდა, ანუ
აქტივი ფული გაიზრდება 80,000ლარი, მაგრამ ვალდებულებებში გაჩნდება
ახალი ვალდებულებების ანგარიში: ბანკის სესხი, რომელიც ასევე გაიზრდება
80,000ით.
3. სტუდენტებმა გადაიხადეს 800 ლარი ლექციაში. ვწერთ აქტივი ფულში 800ს და
ტოლობის მარჯვენა მხარეს გაუნაწილებელი მოგების ქვეანგარიშში,
შემოსავალში,ვწერთ 800-ს (უნივერსიტეტი გამდიდრდა). როდესაც კომპანია
გამოიმუშავებს რაიმეს, იგი მიდის შემოსავალში.
4. უნივერსიტეტმა ლექტორს გადაუხადა 500 ლარი. ანუ აქტივი ფული შემცირდა
500 ლარით. უნდა შემცირდეს კაპიტალიც. გაუნაწილებელი მოგების
ქვეანგარიშში, ხარჯის გასწვრივ ვწერთ -500 (ხელფასის ხარჯი).რადგანაც
შემოსავალმა 800 ლარი შეადგინა და გადაიხადა 500 ლარი, მოგება დარჩა
მხოლოდ 300 ლარი.
5. მფლობელმა დივიდენდის სახით მიიღო 100 ლარი, ანუ ვწერთ აქტივ ფულში -
100-ს, ტოლობის მარჯვენა მხარეს კი გაუნაწილებელი მოგების ქვეანგარიშში,
დივიდენდში, ვწერთ -100ს. განაწილდა მიღებული 800 ლარიდან 500 ხარჯად,
ხელფასად, და 100 დივიდენდად. რა არის გაუნაწილებელი მოგება?
გაუნაწილებელი მოგება იქნება შემოსავლის, ხარჯებისა და დივიდენდის ჯამი ,
ანუ 800-500-100 (რადგან დივიდენდი და ხარჯები მინუს ნიშნით შეგვყავს).
გაუნაწილებელი მოგება ამ შემთხვევაში 200 ლარია.

სლაიდის მაგალითები:

1. კომპანიამ ოქტომბრის თვეში 5,000 ლარად შეიძინა ოფისის აღჭურვილობა.


თუმცა, ტოლობის მარჯვენა მხარეს ეს 5000 ლარი არ გაგვყავს ხარჯში,
განსხვავებით გაცემული ხელფასისგან. განსხვავება იმაშია, რომ ეს
აღჭურვილობა არა თუ ოქტომბრის თვეში, არამედ თვეებისა და წლების
განმავლობაში არ გაიხარჯება. ჩვენი აღწერის პერიოდი ოქტომბერია და
ოქტომბრის თვის გადმოსახედიდან ეს აღჭურვილობა რამდენიმე თვე / წელი
მეყოფა და ამ 5000 ლარს არ ვუყურებ როგორც ხარჯს, არამედ, აქტივს,
რომელსაც მომავალშიც გამოგვიყენებ. ფულის აქტივის გასწვრივ დავწერთ -
5000 და +5000-ს ვწერთ მეორე აქტივში, აღჭურვილობაში. ამ შემთხვევაში
ცვლილება მოხდა საბალანსო ტოლობის მხოლოდ ერთ მხარეს. ხელფასის
შემთხვევაში გადახდილი 500 ლარი იმიტომაა ხარჯი, რომ ლექტორმა უკვე
ჩაატარა ლექცია და ეს კომპანიისთვის ხარჯია უკვე.
2. დავუშვათ, ჯერ არ ჩაუტარებია ლექცია ლექტორს. მას ვუხდით ჩვენ 500 ლარს.
თუმცა, ამ 500 ლარს ვერ აღვრიცხავთ ხარჯად, მიგვაქვს აქტივში და ვაწერთ
„წინასწარ გადახდილ ხელფასს“.

ყველა ფულის გადახდა არაა ხარჯი! უნდა დავაკვირდეთ


მის ბუნებას! ფულის მოძრაობა არ ნიშნავს ავტომატურად
ხარჯს ან შემოსავალს.
3. დავუშვათ, კომპანიამ წინასწარ მიიღო მომხმარებლისგან ფული ავანსად 1200
ლარი. ბუღალტერი ვერ დაიწერს ამ 1200 ლარს შემოსავალში, ვინაიდან ჯერ არ
აქვს სერვისი გაწეული. ეს თანხარ ჯერ არ ეკუთვნის კომპანიას. იგი
ვალდებულებაში შევა, როგორც „მიღებული ავანსი“. თუ უკვე გავუწევთ ამ
მომსახურებას, 1200 ლარი გადავა შემოსავალში.
4. დავუშვათ, მოვემსახურეთ მომხმარებელს კრედიტში. მოვემსახურეთ და უნდა
გადაგვიხადოს მომხმარებელმა თანხა მოგვიანებით. ეს თანხაც უნდა
აღვრიცხოთ, რადგან ჩვენ ეს თანხა გამოვიმუშავეთ. ბუღალტერია არაა ფულზე
მიბმული, შინაარსზეა მიბმული. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს 10000 ლარი
ვაღიაროთ შემოსავლად, მაგრამ რადგან ნისიადაა, ფულისი ანგარიშის
ნაცვლად ვიყენებთ აქტივის სხვა ანგარიშს „სავაჭრო მოთხოვნა“ (Accounts
Receivable).
5. გავიდა ერთი დღე და კლიენტმა დაფარა მის მიმართ არსებული მოთხოვნა .
ფულის გადახდის მომენტში ჩვენ აღარ ვაღიარებთ ამ თანხას შემოსავლად .
აქტივს „სავაჭრო მოთხოვნა“ ვაკლებთ 10000 ლარს და ვუმატებს აქტივ ფულს.
ცვლილებები საბალანსო ტოლობის ერთ მხარეს მოხდება მხოლოდ.
6. იჯარის გადასახადის გადახდა  ოქტომბრის იჯარის გადასახადი 900 ლარი.
რატომ არის ეს ხარჯი და არ არის აქტივი? ჩვენ რომ გადაგვეხადა ნოემბრის
თვის იჯარა, ეს იქნებოდა აქტივი ანგარიშზე „წინასწარ გადახდილი იჯარა“. ეს
900 ლარი გაიხარჯებოდა ნოემბრის თვეში. რადგან ჩვენ ოქტომბრისას ვიხდით
და ვიცით, რომ იგი ოქტომბერშივე გაიხარჯება, გადაგვაქვს ეს 900 ლარი ხარჯში.
7. ოქტომბერში კომპანიამ გადაიხადა 600 ლარი სადაზღვეო პოლისისათვის,
რომელსაც ვადა ეწურება მომავალი წლის სექტემბერს. ამ დროს აქტივ ფულს
ვაკლებთ ამ თანხას და აქტივ „სადაზღვეო პოლისს“ ვუმატებთ ამ 600 ლარს. იგი
არ გაიხარჯება მხოლოდ ოქტომბერში. (შეგვეძლო ეს 600 ლარი 12 თვეზე
გაგვეყო და 50 ლარი გვეღიარებინა ხარჯად)
8. კომპანიამ ოფისის მარაგები შეიძინა კრედიტებში 2500 ლარად. ეს თანხა
გადახდილი არაა ჯერ, შესაბამისად, ვერ ვაღიარებთ პირდაპირ ხარჯად. იგი
გადაგვაქვს ჯერ აქტივში „აღჭურვილობა“ და 2500 ლარით ვზრდით
ვალდებულების ანგარიში „სავაჭრო ვალდებულება“.
9. კომპანიამ მიიღო ახალი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობას 2 კვირაში
დაიწყებენ. არის თუ არა ეს გარიგება? არა. ეს რომ გარიგება იყოს, ერთ-ერთი
ვალდებულება მაინც უნდა შესრულდეს,,
10. 26 ოქტომბერს გადაუხადეს თანამშრომლებს ორი კვირის ხელფასი 4000 ლარი.
ეს ომ იყოს წინასწარ, ნოებრისთვის გადახდილი ხელფასი, მაშინ იგი
გვექნებოდა აქტივში „წინასწარ გადახდილი ხელფასი“ და ნოემბრის თვეში რომ
გამოიმუშავებდა, დააკლდებოდა აქტივს „წინასწარ გადახდილი ხელფასი“ -
4000 და გადავიტანდით ხარჯში.
11. თუ კომპანიის მფლობელი გაყიდის თავის მფლობელობაში მქონე რაიმე საგანს,
ეს არ ცვლის ბიზნესის მდგომარეობას, და არ აღრიცხავს. გარიგება არ
მომხდარა!

ერთადერთი, რასაც ცვეთა არ დაერიცხება, მიწაა. თითოეული თვის ცვეთა


გაგვაქვს ხარჯებში.
პროცენტის იდეა სესხთან დაკავშირებით  პროცენტს ბანკი გვახდევინებს,
რადგან მომსახურებას გვიწევს და უნდა ნახოს მოგება. თუ გვაქვს ერთწლიანი
სესხი აღებული წლიურ 12%-ში, თანხას ვიხდით წლის ბოლოს, ამისდა
მიუხედავად ჩვენ მაინც უნდა ვაღიაროთ 1% სექტემბრის თვის ხარჯად,
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში არ გაგვდის თანხა. ბანკი არ
გვემსახურება უფასოდ, მან რომ 12 თვით გვათხოვა ფული, გვახდევინებს ამ 12
თვისთვის მომსახურების თანხას. ფორმალურად ჩვენ სექტემბერში მივიღეთ 1
თვის მომსახურება და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ხელშეკრულებით
ვალდებული ეს თანხა სექტემბერში გადავიხადოთ, ჩვენ მაინც ვალდებული
ვართ, ვაღიაროთ 1% ხარჯად. (4)
გრძელვადიანია ის აქტივები, რომლებიც კომპანიას 1 წელზე მეტი ჰყოფნის 
შენობა და აღჭურვილობა. მასალები მოკლევადიანი აქტივია. შესაბამისად,
მოკლევადიანი აქტივის გახარჯვისას არ ვხმარობთ სიტყვა „ცვეთას“. (5)
ვალდებულების დაფარვისას ხარჯი არ არის შუაში. ხარჯის აღიარება
დაკავშირებულია იმის გახარჯვასთან,რაც მე შევიძინე. ამ შემთხვევაში, სანამ
მარაგები არ გამეხარჯება, არ ვაღიარებ ხარჯად. (12)

თუ არ ხდება თანხის გადახდა მოცემული თვის საქმიანობაში, მაგალითად, თუ


ვიხდით წინასწარ ხელფასს ან წინასწარ იჯარას, ეს არ არის ხარჯი, არამედ
აქტივია „წინასწარ გადახდილი ხელფასი/იჯარა“.
ასევე გვაქვს ვალდებულებების ქვეშ ანგარიში „მიღებული ავანსი“, რაც
წინასწარ მიღებული unearned revenue არის (ჩვენ გვმართებს კლიენტებისთვის
მომსახურება).
სავაჭრო მოთხოვნა - ნისიად გაწეული მომსახურების დროს ვხსნით ამ
ანგარიშს აქტივების ქვეშ.
სავაჭრო ვალდებულება - როდესაც ნისიად ვყიდულობთ რაიმეს.
მიუხედავად იმისა, რომ გავწევთ მომსახურებას ნისიად (ჯერ არ ვიღებთ
თანხას), მას მაინც აღვრიცხავთ შემოსავალში (სავაჭრო მოთხოვნა ანუ
ბალანსდება შემოსავლის ცვლილებით).
ასევე, პროცენტის გადასახადის ცვლილებას არ აღვნიშნავთ აქტივ
ფულში, რადგან ფულს რეალურად ამ თვეში არ ვიხდით, ეს ჩვენი
ვალდებულებაა, რომ 12 თვის შემდეგ გადავიხადოთ (ვინაიდან
ხელშეკრულების თანახმად პროცენტსაც და ძირსაც ვიხდით 12 თვეში),
უბრალოდ ხარჯად ვაღიარებთ ამ თვეში.
ასევე, როდესაც ვამბობთ რომ ფული უკვე გამოქვეყნებულ რეკლამაში
გადავიხადეთ, ნიშნავს, რომ მომსახურება უკვე გაწეულია.
გამოქვეყნებული რომ არ იყოს ჯერ, ფული ჯერ კიდევ ჩვენი აქტივი
იქნებოდა.
თუ რაიმე ჯერ არ არის დამსახურებულ-გახარჯული, წინასწარ ვიხდით
ისეთი მომსახურებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ გაწეულა, არ
ვაღიარებთ ამ თანხას ხარჯად და ვაღიარებთ აქტივად.

You might also like