You are on page 1of 2

წერითი გამოკითხვა

კომპანია დაფუძნებულია 2021 წლის 1 იანვარს და კომპანიის ძირითადი საქმიანობის


სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. კომპანიას ჰყავს 7 დაქირავებული ფიზიკური პირი, აქედან
ერთი დაქირავებული პირი არის დირექტორი, რომლის ხელფასი შეადგენს თვეში - 5000 ლარს
(გადასახადის ჩათვლით), ხოლო დანარჩენი ფიზიკური პირების ხელფასი შეადგენს თვეში 2000
ლარს (გადასახადის ჩათვლით).
2021 წლის 1 მარტს კომპანიამ დირექტორზე გასცა 10 000 ლარის სესხი წლიური 12%-იანი
განაკვეთით. ასევე კომპანიამ 2020 წლის მაისში დირექტორის არასრულწლოვან შვილს დაუფინანსა
ფიტნეს დარბაზის ვაუჩერის ღირებულება 100 ლარის ოდენობით.
2021 წლის 1 სექტემბერს საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი პაიჭაძე 10 დღით
წავიდა მივლინებით ბათუმში, რისთვისაც კომპანიამ აუნაზღაურა 1000 ლარი. თანამშრომელმა
წარმოადგინა ორმხრივი მგზავრობის ბილეთი 50 ლარზე და 500 ლარიანი სასტუმროს მიერ
გამოწერილი ინვოისი. გიორგიმ კომპანიას უკან დაუბრუნა 50 ლარი და ჩაითვალა, რომ მას
კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ გააჩნდა.
2020 წლის 15 ოქტომბერს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა კომპანიას
შეუსრულა სარემონტო მომსახურება, რომლის ღირებულებამ შედგინა 50 000 ლარი. ცნობილია, რომ
2020 წლის 15 ოქტომბრამდე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის შემოსავალმა 460
000 ლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წლის 10 ნოემბერს მეწარმის მიერ მიღებულმა შემოსავალმა
კვლავ გადააჭარბა 500 000 ლარს.

მოცემულ კითხვებზე გაეცით დასაბუთებული პასუხები:

1) განსაზღვრეთ შპს „კომპანიის“ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 2021


წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში. (1 ქულა)

დირექტორის საშემოსავლო 1 თვეში - 5000 *20%=1000

1 დაქირავებულის საშემოსავლო 1 თვეში - 2000*20%=400. შესაბამისად 6 დაქირავებულისთვის - 6 x 400 =


2400

სულ საშემოსავლო 1 თვეში - 1000 + 2400 = 3400. იანვარსა და თებერვალში ერთად 2 x 3400 = 6 800 ლარი.

2) გამოიანგარიშეთ დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებული ჯამური შემოსავალი მარტის


თვეში. (2 ქულა)

წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (N34) არის 20%.

შესაბამისად როდესაც თანამშრომელს ვსესხულობთ თანხას უფრო დაბალი განაკვეთით, სხვაობა უნდა
განვიხილოთ თანამშრომლის მიერ მიღებულ ხელფასად და დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით.

დირექტორს ნაცვლად 2 000 ლარისა (10000x20%), კომპანიამ გადაახდევინა 1200 ლარი (10000x12%),
შესაბამისად სხვაობა 800 ლარი, უნდა განვიხილოთ დირექტორის სარგებლად, ხელფასად. მაგრამ რადგან
20% სესხზე წლიური საბაზრო განაკვეთია, 800 ლარიც წლიური სარგებელია. ამიტომ მარტის თვეში
დირექტორის მიერ ხელზე მიღებული სარგებელი შეადგენს 800/12=66.7 ლარს. შესაბამისად დირექტორის
მარტის თვის ხელფასია 5000 + 66.7/0.8=5083 ლარი.
3) ეკუთვნის თუ არა კომპანიის დირექტორის შვილისათვის დაფინანსებული ვაუჩერის დაბეგვრა
გადახდის წყაროსთან? თუ კი, გამოიანგარიშეთ კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი
საშემოსავლო გადასახადი. (1 ქულა)

დიახ, შინაარსობრივად ეს არის დირექტორის მიერ მიღებულის სარგებელი, განიხილება ხელფასად და


იბეგრება საშემოსავლო გადასახადით

100/0.8x0.2 =25 ლარი

4) განსაზღვრეთ გიორგი პაიჭაძის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 2021 წლის
სექტემბრის თვეში. (2 ქულა)

დღიური სამივლინებო ნორმა 15 ლარი არ განიხილება ხელფასად და არ იბეგრება. ანუ (15 x 10) 150 ლარი
არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ასევე ხელფასად არ განიხილება მივლინებისას ტრანსპორტირებისა (ეკონომ კლასის ბილეთის


ღირებულება) და სასტუმროს ხარჯები 500 + 50 = 550 ლარი.

ბუნებრივია ასევე არ იბეგრება უკან დაბრუნებული 50 ლარი.

შესაბამისად გიორგი პაიჭაძეს სარგებლად დარჩა 250 ლარი (1000 – 150 – 550 – 50). 250/0.8=312,5 ლარი
განიხილება გიორგის ხელფასად. მისმა ხელფასმა სექტემბერში შეადგინა 2312,5 ლარი.

5) განსაზღვრეთ რომელ მხარეს (კომპანიას თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს) მოუწევს
რემონტის ღირებულების საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება 2020 წლის ოქტომბრის
თვეში და რა ოდენობით. (2 ქულა)

რადგან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ინდ. მეწარმედაცაა რეგისტრირებული (სხვაგვარად მცირე
ბიზნესის სტატუსს ვერ მიიღებ), თავად უნდა მოახდინოს მიღებული შემოსავლის დეკლარირება. როდესაც
მისი შემოსავალი გადააჭარბებს 500 000 ლარს, ამ თვიდან წლის ბოლომდე მისთვის საშემოსავლო
გადასახადის განაკვეთია 3%. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 1500 ლარს (50000*0.03).

6) რა შემთხვევაში გაუქმდება მცირე მეწარმის სტატუსი და როდის? (2 ქულა)

მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

 პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის


მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა - სტატუსი
გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
 პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა -
მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის
დასაწყისიდან.
 პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის - მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად
ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

You might also like