You are on page 1of 2

ივლისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას დაემატა დანართი #3

(სესხისა და კაპიტალის აღრიცხვა), სადაც უნდა აისახოს მონაცემები სესხზე


(მიღებული/გაცემული) და კაპიტალზე 1.07.2023 წლის მდგომარეობით.

სესხი

1. დანართ 3-ში სესხის შესახებ ინფორმაციაში უნდა დაფიქსირდეს სესხის ძირი


თანხები.
2. უცხოურ ვალუტაში გაცემული/მიღებული სესხის გადაფასება ხდება საწარმოს
სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაბამისად უჯრა ,,მათ შორის
გადაფასება“ შესაძლოა შეივსოს კვარტალურად, ყოველთვიურად...
3. მაგალითი: სესხი მიღებულია/გაცემულია 5 მაისს (კურსი 2,1) უცხოურ ვალუტაში
და სააღრიცხვო პოლიტიკა გადაფასებას ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ
წლის ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ 01.07.2023 წლის მდგომარეობით კურსი
შეიცვალა (კურსი 2,6) - ივლისის თვის დეკლარაციაში ,,საანგარიშო პერიოდის
საწყის ნაშთში“ გადამხდელი სესხზე ინფორმაციას დააფიქსირებს 5 მაისის
კურსით, ხოლო გადაფასების შესახებ ინფორმაციას ასახავს წლის ბოლოს.
4. საბანკო გარანტიის თანხა-( საბანკო გარანტიის დროს ხდება ბანკის მიერ
კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხის დაბლოკვა გარკვეული პირობით ) -
კომპანიის სესხის შესახებ ინფორმაციაში არ მოხვდება.
5. გადამხდელს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი- მხოლოდ დამტკიცება არ არის
დეკლარაციაში ასახვის საფუძველი. ინფორმაციაში მოხვდება მაშინ როცა
გადამხდელს თანხა დაუჯდება ანგარიშზე და მოხდება მისი გამოყენება /განკარგვა .
6. მიუხედავად იმისა სესხი გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი -უნდა აისახოს
ინფორმაციაში.
7. ოვერდრაფტის- მხოლოდ დამტკიცება არ ნიშნავს მიღებულ სესხს. სესხად
განიხილება როდესაც მოხდება თანხის გადმოტანა გადამხდელის საბანკო
ანგარიშზე და შეეძლება წვდომა/სარგებლობა/გამოყენება.
8. შემოდის კითხვები ლიზინგზე -ლიზინგი სესხის ინფორმაციაში არ აისახება.

კაპიტალი
1. კაპიტალში დასაშვებია შეტანილ იქნას ფულადი და არაფულადი აქტივი, ასევე
არამატერიალური აქტივი და მომსახურება.
2. კაპიტალი არ ექვემდებარება გადაფასებას.
3. კაპიტალის ზრდის/შემცირების იდენტიფიცირებისათვის სასურველია არსებობდეს
კრების ოქმი, აღნიშნული დოკუმენტის საჯარო რეესტრში გატარებას მოქმედი
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. გადამხდელს ბანკში თუ შეაქვს კაპიტალის
თანხა შეუძლია დანიშნულებაში მიუთითოს ,,კაპიტალის შევსება“ .
მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს სათანადო ბუღალტრულ გატარებები.
4. კაპიტალში შეტანილ არაფულად აქტივს (შენობა-ნაგებობა) შესაძლოა დაერიცხოს
ცვეთა ან აფასდეს მხოლოდ ქონების გადასახადის მიზნებისთვის.
5. მაგალითი: 2019 წლის იანვარში გადამხდელს კაპიტალშე შეტანილი 100 000 $
(კურსი 2. 1) შენობა ნაგებობა. დეკლარაციაში 01.07.2023 წლის მდგომარეობით
საწყის ნაშთში დაფიქსირდება 210 000 ლარი. გადამხდელს შეუძლია
ბუღალტრული ცვეთა ან ქონების აფასება განაცორციელოს- მხოლოდ ქონების
გადასახადის მიზნებისთვის.
6. გაუნაწილებელი მოგების კაპიტალში გადატანისას უნდა არსებობდეს კაპიტალის
გაზრდის შესაბამისი შიდა დოკუმენტი, ამასთან გასათვალისწინებელია , რომ
გაუნაწილებელი მოგების კაპიტალში გადატანა ითვალისწინებს
მოგების/დივიდენდის გადასახადის დარიცხვას (ითვლება რომ პირმა გაიტანა
მოგება და შემდეგ გატანილი მოგებით გაზარდა კაპიტალი).
7. კრების ოქმით დადგენილია, რომ კაპიტალი უნდა შეივსოს 100 000 ლარამდე,
თუმცა კაპიტალში შეტანილია მხოლოდ 30 000 ლარი - დეკლარაციაში 01.07.2023
წლის მდგომარეობით ,,საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთში“ დაფიქსირდება
ფაქტობრივი შენატანი 30 000 ლარი.

დამატებითი საკითხები:

1. მცირე, მიკრო ან ფიქსირებული სტატუსის მქონე ინდ.მეწარმეს -აქვთ


ვალდებულება სესხის შესახებ ინფორმაცია დააფიქსიროს და წარადგინოს
წლიური დეკლარაცია, თუმცა წლის ბოლომდე საკითხები დეტალურად
დაზუსტდება და მოგვიანებით გავცემთ კონსულტაციებს.

You might also like