You are on page 1of 1

შეთავაზების წერილი

მოგესალმებით შოთა! 16.10.2023


მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენი კანდიდატურა დადებითად განიხილება ბუღალტერიის
ანგარიშგების და ბიუჯეტირების დეპარტამენტში ანგარიშგების და ბიუჯეტირების
განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე
წარმოგიდგენთ პირობების ჩამონათვალს, რომელსაც გთავაზობთ ჩვენს გუნდში გადმოსვლის
შემთხვევაში:
1. პოზიციის დასახელება: ბუღალტერიის, ანგარიშგების და ბიუჯეტირების
დეპარტამენტის, ანგარიშგების და ბიუჯეტირების განყოფილების სპეციალისტი
2. მუშაობის დაწყების სავარაუდო თარიღი: 01 ნოემბერი
3. ანგარიშვალდებულება: ბუღალტერიის ანგარიშგების და ბიუჯეტირების დეპარტამენტის
უფროსთან
4. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
5. ხელშეკრულების ფორმა და ვადები: პირველ ეტაპზე გაფორმდება ხელშეკრულება 6
თვიანი გამოსაცდელი ვადით. ამის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით გაფორმება 1 წლიანი
ხელშეკრულება;
6. ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის და შემდგომ პერიოდში ფიქსირებული ხელფასი
შეადგენს 2500 ლარს (ხელზე ასაღები თანხა), რომლის გადახდა ხდება თვეში ერთხელ;
7. ჯანმრთელობის დაზღვევა: გამოსაცდელი ვადის მიუხედავად ბანკი სრულად
გიფინანსებთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. ამ ეტაპზე კომპანია
სარგებლობს „არდის“ სადაზღვეო მომსახურებით და გთავაზობთ ვერცხლის პაკეტს;
8. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე
(1 საათიანი შესვენებებით). კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები, ბანკში არის
ოფიციალური დასვენების დღე;
9. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზაარბრუკენის N2;
10. სახელფასო ოვერდრაფტი: გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ
მოგეცემათ სახელფასო ოვერდრაფტის გამოყენების უფლება.
11. შვებულება: ბანკის თანამშრომლებს წელიწადში აქვთ 5 დღე Day Off და სტანდატრული
შვებულება, რომლის გამოყენების უფლებას გეძლევათ 11 თვის უწყვეტი მუშაობის
შემდეგ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, ჩვენ გთავაზობთ, საინტერესო სამუშაოს. საკითხები,
რომელთანაც გექნებათ შეხება გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც ვთვლით, რომ
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, ამაყად მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი მეგობრული
გარემო და საერთო საქმეზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ცოდნა-
გამოცდილება, თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, თქვენი პიროვნული თვისებები და
ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის იქნება ძალიან ნაყოფიერი.

გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს და მოგვაწოდოთ პასუხი.


შემოთავაზებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, ხელმოწერით დაადასტუროთ ან
ელექტორნული მეილის საშუალებით გვაცნობოთ დასტური.
--------------------------------
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ HR დეპარტამენტის წარმომადგენელს
მაია კალანდაძეს, ტელ: 599317111
გისურვებთ წარმატებებს!

You might also like