You are on page 1of 3

რა არის კლებადი ანაბარი და სად ვნახავ

მას?
კლებადი ანაბარი არის ახალი პროდუქტი კრედო ბანკის ჩამონათვალში, რომელსაც პირველად
ჩვენთან ნახავ და ისარგებლებ მოქნილი და კომფორტული პირობებით.

კლებადი ანაბარი არის სიახლე, საქართველოს საბანკო მომსახურების ბაზარზე.

და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირველები ამ მომსახურებას კრედო ბანკის მომხმარებლები


მიიღებენ.

რას გულისხმობს კლებადი ანაბარი?

კლებადი ანაბარი ხელსაყრელი პროდუქტია.

კრედო ბანკი საშუალებას გაძლევს შექმნა 6 ან 12 თვიანი ვადის ანაბარი, სადაც შეიტან ფიქსირებულ
თანხას და დაგეგმავ ყოველთვიური გატანის გრაფიკს.

გრაფიკის შექმნა სრულად შენს ხელშია.

შეგიძლია წინასწარ ამოირჩიო გატანის თარიღები და თანხის რაოდენობა ყოველთვიურად.


გაითვალისწინე, რომ გრაფიკს შენ ადგენ სრულად, ამიტომ, შეგიძლია რომ გატანის პერიოდები და
თანხის რაოდენობა სხვადასხვა იყოს ყოველ თვე.

რაც მთავარია, დარჩენილ თანხაზე გერიცხება სარგებელი.

როგორ უნდა მოვიხმარო კლებადი ანაბარი?


ანაბარი არაჩვეულებრივი საბანკო პროდუქტია თანხის უსაფრთხოდ მოსაგროვებლად. თუმცა ფულს
(და ძვირფასეულობას) ადამიანები ბანკების გაჩენამდეც აგროვებდნენ, დღესდღეობით გაცილებით
ხელსაყრელია ცოტა ხნით ბანკს ათხოვო ფული, შეინახოს უსაფრთხოდ და სარგებელიც დაგირიცხოს.

კლებადი ანაბარიც ანაბრების ოჯახიდან არის და გაძლევს საშუალებას შეინახო თანხა, რომელიც
გადადებული გაქვს კონკრეტული მიზნისთვის, უსაფრთხოდ და დაიცვა “შემთხვევით” დახარჯვისგან
(როგორც ვიცით ხოლმე).

ტყუილად კი არ გვაქვს ქართველებს სიტყვა შემომეხარჯა ენაში?!


კლებადი ანაბრის მეშვეობით, შეგიძლია დაიცვა შენი ფული “შემოხარჯვისგან” და საიმედოდ შეინახო
კრედო ბანკში, სადაც მოქნილი პირობებია და ანაბრის ვადის ამოწურვის შემდეგ სარგებელიც
აუცილებლად დაგერიცხება.

და მაინც, რაში გამოვიყენებ კლებადი ანაბრისგან ყოველთვიურად აღებულ თანხას?

შეგიძლია:

● ყოველთვიურად გამოიტანო თანხა ანაბრიდან და ​მოახმარო დაგეგმილ რემონტს


● ყოველთვიური გამოტანების სახით მიიღო ​ყოველთვიური შემოსავალი/ხელფასი
(მინი-საპენსიო ანაბარი)
● ყოველთვიური გამოტანების სახით ​დაფარო შენი სწავლის გადასახადი​, რომელიც ასევე
წინასწარი გრაფიკით გაქვს განსაზღვრული (კრედო ბანკში სწავლის გრაფიკზეც შეგიძლია
მოარგო გამოტანების გრაფიკი)
● შეინახო თანხა წინასწარ და შემდეგ, ყოველთვიური გამოტანების სახით ​დაფარო ბინის ქირა,
გადაიხადო კომუნალურები და სხვა
● მიიღო გარკვეული თანხა ყოველთვიურად​ რეგულარული მედიკამენტებისა და სხვა
პროდუქციის შესაძენად

და კიდევ სხვა.

შესაძლებლობა ბევრია და თქვენს ფანტაზიასა და საჭიროებებს მივანდობთ დანარჩენს.

რაში მჭირდება ეს, თუ კი აქამდეც ჩვეულებრივ ვართმევდი ამ საქმეებს თავს?

გაიხსენე რამდენჯერ გქონია გამოუვალი მდგომარეობა და მეგობრისთვის გითხოვია ფული, ქირის ან


კომუნალურების გადასახდელად?! რამდენჯერ გქონია შემთხვევა რომ კონკრეტული სიტუაციისთვის
გათვალისწინებული თანხა შემოგეხარჯა მაღაზიაში გასულს?!

კლებადი ანაბრის სახით შენახული თანხა დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა სხვადასხვა
სიტუაციისთვის და მაღაზიიდან დაბრუნებლმა წყნარად ამოალაგოთ პროდუქტები ჩანთებიდან. იმაზე
ნერვიულობის გარეშე, ახლა ავეჯის ფული დახარჯეთ თუ გზის ფული?!

შემიძლია კლებადი ანაბარი ჩემი ბიზნესისთვის გამოვიყენო?

კლებადი ანაბარი ასევე მოსახერხებელია იმ პირებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სეზონურ ბიზნესს,


აგრო საქმიანობას და ტურისტულ ბიზნესს.

აგრო ბიზნესში დასაქმებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი​ მოსავლიდან მიღებული


შემოსავლის გადანაწილებისა და ეკონომიის კეთების კონცეპტი​. კლებადი ანაბარი იმის საშუალებას
გაძლევთ, რომ სეზონური სამუშაოდან მიღებული თანხა საიმედო ადგილას განათავსოთ და ყოველ
თვიურად, თქვენივე შედგენილი გრაფიკით, გამოიტანოთ თანხა როგორც ჩვეულებრივი ხელფასი ან
დანამატი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

მსგავსად შეუძლიათ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ პირებს კლებადი ანაბრის გამოყენება ბიზნესის
განვითარებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად.

კრედო ბანკში საიმედოდ განთავსებული სეზონური მოგება შეგიძლიათ ყოველთვიურად გაიტანოთ და


მოახმაროთ როგორც ოჯახს, ასევე ბიზნესის განვითარებას.

კარგი, რამდენად მოქნილია ეს პროდქუტი? ანუ, რამდენად მოერგება


ჩემს მოთხოვნებს?

კლებადი ანაბარი, როგორც ჩვენი ყველა პროდუქტი, გათვლილია მომხმარებლის შეფასება,


უკუკავშირსა და მათ ინტერესებზე. ანუ შენზე და შენს ინტერესებზე!

გარდა იმისა, რომ შეგიძლია აირჩიო ვადა 6-დან 12 თვემდე, ფიქსირებულ თანხასაც შენ ირჩევ და რაც
ყველაზე მთავარია, ​არ მოგიწევს ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებში სირბილი - ჩვენი ანაბარი
მოქმედებს სამ ვალუტაზე​ (ლარი, ამერიკული დოლარი და ევრო).

ჩვენთვის შენ მორიგი ფასეული მომხმარებელი ხარ. კლებადი ანაბრის სახით კი, დროებით ფულს
“გვათხოვებ” და ამის სანაცვლოდ სარგებელსაც მიიღებ, როგორც ყველა ანაბარზე ხდება.

ეს არის პრაქტიკული და კომფორტული პროდუქტი, რომელიც საშუალებას გაძლევს უკეთ დაგეგმო და


აკონტროლო შენი ბიუჯეტი. კრედო ბანკი კი, როგორც საიმედო პარტნიორი, მუდამ გვერდში
გეყოლება.

You might also like