Professional Documents
Culture Documents
ფინანსური ხარჯები
1/6
მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების
დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს
ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
კლიენტისათვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ბანკში დაფიქსირებულ
კლიენტის შესაბამის მისამართზე, წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად
მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური
შეტყობინების, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის
ან/და სხვა) საშუალებით შეტყობინების გაგზავნას). ხელშეკრულების პირობების ცვლილება, რომელიც
ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და
რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას.
კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი
წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2/6
საკრედიტო ხელშეკრულება
ფინანსური ხარჯები
პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის
გადაცილებისათვის: ვადაგადაცილებული თანხის 0.50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი
3/6
თანხის 0.27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად 20 ლარი;
ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ
გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ვადამდე დაფარვისათვის: ვადამდე დაფარული კრედიტის თანხის: 2.00%, 0%, თუ
კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე
პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე პერიოდი; 2%, თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა.
ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების საკომისიო: რეფინანსირებული
კრედიტის თანხის: 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; 0.5%, თუ
დარჩენილია 6-დან 12 თვემდე პერიოდი; 1%, თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე პერიოდი; 2%, თუ დარჩენილია 24 თვეზე
მეტი ვადა.
ბანკი ულფბემოსილია, კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის კლიენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან
უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადიანი დეპოზიტი არ არის კრედიტის
უზრნველყოფის საგანი, ასეთ დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მოხდება მხოლოდ დეპოზიტის ვადის გასვლის
შემდგომ. ამასთან, გადასახდელი პირველ რიგში დაიფარება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც არსებობის
გადახდის ვალდებულება, თუ კლიენტი სხვანაირად არ განსაზღვრავს.
კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე ან ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში
დისტანციური არხების საშუალებით კრედიტის თანხა და საპროცენტო განაკვეთი შეიძლება დაიფაროს
ხელშეკრულებით/გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც. ამასთან კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვისათვის
საკმარისი არ არის მხოლოდ კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის განთავსება.
4/6
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობების, მისი
დანართების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად დანართ N13-ის) ჩათვლით (რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე
www.bankofgeorgia.ge) (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. წინამდებარე პირობებსა და ფიზიკური პირების
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას
უპირატესობა ენიჭება წინამდებარე პირობებს.
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად.
წინამდებარე პირობებსა და ხელშეკრულების სხვა პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას
უპირატესობა ენიჭება წინამდებარე პირობებს.
იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან
დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი
(შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა
მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო
დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის
კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა
პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად კლიენტთან, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი
ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი პერსონალური
მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი ინფორმირებულია წინამდებარე
პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა
№2
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობების, მისი
დანართების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად დანართ N13-ის) ჩათვლით (რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე
www.bankofgeorgia.ge) (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. წინამდებარე პირობებსა და ფიზიკური პირების
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას
უპირატესობა ენიჭება წინამდებარე პირობებს
5/6
კრედიტის დაფარვის გრაფიკი
კლიენტი:
სახელი, გვარი ნუცა ჯოხაძე
პირადი ნომერი 50001002766
კრედიტის დეტალები:
კრედიტის N: 9457798
ვალუტა: ლარი (GEL)
6/6