You are on page 1of 39

ERP Standard 3.

4
რელიზი №4-ის აღწერა

სარჩევი
1 კომპანიის მოდული................................................................................................................................. 3
1.1 საწყისი ნაშთების შეყვანა – კრედიტები და სესხები .................................................................................................................... 3
2 ფულის მოდული ...................................................................................................................................... 5
2.1 დოკუმენტი კრედიტის (სესხის) ხელშეკრულება ......................................................................................................................... 5
3 დოკუმენტი – დარიცხვები კრედიტების და სესხების მიხედვით ............................................................ 6
4 დოკუმენტი – დანახარჯი ანგარიშიდან (ოპერაცია კრედიტის დაბრუნება) .......................................... 8
5 რეგისტრი აღრიცხვის პოლიტიკა ........................................................................................................... 9
5.1 მყიდველიდან დაბრუნება .............................................................................................................................................................. 9
6 დოკუმენტი - აღრიცხვაზე მიღება ..........................................................................................................10
6.1 ცვლილებები დოკუმენტში ............................................................................................................................................................10
7 დოკუმენტი გასავლის ზედდებული .......................................................................................................11
7.1 მოგების გადასახადის დარიცხვის არჩევითობის დოკუმენტში ცვლილება ............................................................................11
8 ცნობარი – ძირითადი საშუალებები ......................................................................................................13
8.1 ცვლილება ძირითადი საშეუალებების ცნობარში – ძირითადი საშუალების სახეობა ...........................................................13
9 ცნობარი კონტაგენტი ............................................................................................................................. 14
9.1 კონტრაგენტის ცნობარში RS-დან ინფორმაციის შევსება .........................................................................................................14
10 დოკუმენტი – ხელფასის დარიცხვა .......................................................................................................15
10.1 სესხის დაფარვის დროს საშემოსავლო გადასახადის, საპენსიო შენატანის დარიცხულიდან გადასახდელში გადატანის
გატარებები .............................................................................................................................................................................................15
11 საწყობის მოდული .................................................................................................................................18
11.1 საწვავის ჩამოწერა ........................................................................................................................................................................18
12 ძირითადი საშუალებების მოდული .......................................................................................................25
12.1 ძირითადი საშუალებების რემონტი .............................................................................................................................................25
13 გაყიდვების მოდული .............................................................................................................................. 31
13.1 კომერციული წინადადება ............................................................................................................................................................31
14 შემოსავლების სამსახურთან ინტეგრაციის მოდული ...........................................................................35
14.1 დამუშავება – საგადასახადო დოკუმენტის სინქრონიზაცია ......................................................................................................35

თბილისი
2020
www.erpstandard.ge

2
1 კომპანიის მოდული
1.1 საწყისი ნაშთების შეყვანა – კრედიტები და სესხები
კომპანიის მოდულში (სურათი 1.1), საწყისი ნაშთის შეყვანის დოკუმენტს დაემატა ოპერაციის სახეობა – კრედიტები და სესხები.
აღნიშნული ოპერაციის სახეობით მნიშვნელოვნად გამარტივდა სესხების საწყისი ნაშთების ჩატვირთვა.

სურათი 1.1

სესხის საწყისი ნაშთების შევსებამდე, აუცილებელია შეივსოს სესხის და კრედიტის ხელშეკრულება (სურათი1.2).

სურათი 1.2

3
სესხის ხელშეკრულების შევსების შემდეგ, საწყისი ნაშთების შეყვანის დოკუმენტის ცხრილურ ნაწილში, აირჩიეთ კრედიტის
ხელშეკრულება. ცხრილურ ნაწილში ავტომატურად შეივსება კონტრაგენტი და ვალუტა, ხოლო ძირითადი დავალიანება,
ძირითადი დავალიანება (ვალუტა), პროცენტი და პროცენტი (ვალუტა) შეიყვანეთ მანუალურად. (სურათი 1.3)

სურათი 1.3

ბუღალტრული გატარებები (სურათი 1.4)

სურათი 1.4

4
2 ფულის მოდული
2.1 დოკუმენტი კრედიტის (სესხის) ხელშეკრულება
კრედიტის (სესხის) ხელშეკრულების დოკუმენტს დაემატა დარიცხული პროცენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის
ფუნქციონალი. დოკუმენტში მონიშნეთ ღილაკი იბეგრება საშემოსავლოთი. (სურათი 2.1)

სურათი 2.1

ღილაკის მონიშვნის შემდეგ გააქტიურდება შემდეგი ველები: გადასახადის ტიპი, საშემოსავლო განაცემის სახე და შემოსავლის
მიმღებთა კატეგორია. გადასახადის ტიპში აირჩიეთ სასურველი გადასახადის ტიპი, ხოლო საშემოსავლო განაცემის სახე და
შემოსავლის მიმღებთა კატეგორია ავტომატურად შეივსება. (სურათი 2.2)

სურათი 2.2

კრედიტის (სესხის) ხელშეკრულების გატარების შემდეგ, აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელი გახდება
დოკუმენტში – დარიცხვები კრედიტების და სესხის მიხედვით დარიცხული პროცენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრის
ფუნქციონალი.

5
3 დოკუმენტი – დარიცხვები კრედიტების და სესხების მიხედვით
კრედიტების მიხედვით დარიცხვის შესასრულებლად აუცილებელია შეხვიდეთ ფულის მოდულში და გადახვიდეთ დოკუმენტის –
დარიცხვები კრედიტების და სესხების მიხედვით სიის ფორმაზე და აირჩიოთ შექმნის ღილაკი. (სურათი 3.1)

სურათი 3.1

შექმნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, დოკუმენტში აირჩიეთ დარიცხვის პერიოდის დიაპაზონი და დააკლიკეთ შევსების ღილაკს, რის
შემდეგაც, გააქტიურდება დარიცხვების შევსების ფანჯარა. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ დოკუმენტი შეავსოთ მხოლოდ
კონკრეტული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრი. (სურათი 3.2)

სურათი 3.2

სურათი 3.3

6
დოკუმენტის ცხრილური ნაწილის (სურათი 3.3) შევსების შემდეგ, შესაძლებელია დოკუმენტის გატარება.

ბუღალტრული გატარებები (სურათი 3.4)

სურათი 3.4

7
4 დოკუმენტი – დანახარჯი ანგარიშიდან (ოპერაცია კრედიტის დაბრუნება)

დოკუმენტს – დანახარჯი ანგარიშიდან, ოპერაციის სახეობისთვის – კრედიტის დაბრუნება, დაემატა საშემოსავლო გადასახადის
დარიცხულიდან გადასახდელში გადატანის გატარებები. (სურათი 4.2)

თუ სესხის ხელშეკრულებაში მონიშნულია - იბეგრება საშემოსავლოთი, დანახარჯი ანგარიშიდან დოკუმენტის შევსების დროს,
ავტომატურად შეივსება საშემოსავლო დაკავების ტიპი და მოხდება საშემოსავლოს განგარიშება. (სურათი 4.1)

სურათი 4.1

სურათი 4.2

ბუღალტრული გატარებები (სურათი 4.3)

სურათი 4.3

8
5 რეგისტრი აღრიცხვის პოლიტიკა
5.1 მყიდველიდან დაბრუნება
ინფორმაციულ რეგისტრს - აღრიცხვის პოლიტიკა, დაემატა უკან დაბრუნების დროს შემოსავლების ანგარიშის მითითების
საშუალება. (სურათი 5.1)

სურათი 5.1

გადადით მყიდველიდან დაბრუნების ჩანართზე და შეავსეთ უკან დაბრუნების დროს შემოსავლის ანგარიში. რეგისტრში ანგარიშის
შევსების შემდეგ, შემოსავლის ზედდებულის დოკუმენტში (ოპერაცია მყიდველისგან დაბრუნება) შემოსავალი რეალიზაციიდან
გატარდება რეგისტრში მითითებულ ანგარიშზე. (სურათი 5.2)

სურათი 5.2

9
6 დოკუმენტი - აღრიცხვაზე მიღება
6.1 ცვლილებები დოკუმენტში
მონაცემები დანართის ობიექტის შესახებ ჩანართში, ნომენკლატურის და რაოდენობის არჩევისას, თანხის ველი ივსება
ავტომატურად. (სურათი 6.1)

სურათი 6.1

ქონების ჩანართში სტრიქონის დამატებისას, საწყისი ღირებულება ივსება ავტომატურად.

იმ შემთხვევაში, თუ ქონების ჩანართში აგყავთ რამდენიმე ძირითადი საშუალება, საწყისი ღირებულება ნაწილდება სტრიქონების
რაოდენობის პროპორციულად, თუმცა, შესაძლებელია ღირებულების კორექტირება. (სურათი 6.2)

სურათი 6.2

10
7 დოკუმენტი გასავლის ზედდებული
7.1 მოგების გადასახადის დარიცხვის არჩევითობის დოკუმენტში ცვლილება
საქონელი და მომსახურების ჩანართის ცხრილურ ნაწილში მონიშნული უსასყიდლო რეალიზაციის ღილაკის დროს, შესაძლებელი
გახდა მოგების გადასახადის დარიცხვის არჩევა. (სურათი 7.1.)

სურათი 7.1

მოგების გადასახადის დარიცხვისთვის გადადით უსასყიდლო რეალიზაციის აწყობების ჩანართში და მონიშნეთ ალამი - მოგების
გადასახადის დარიცხვის გატარება. (სურათი 7.2.)

სურათი 7.2

11
სურათი 7.3

12
8 ცნობარი – ძირითადი საშუალებები
8.1 ცვლილება ძირითადი საშეუალებების ცნობარში – ძირითადი საშუალების სახეობა
ძირითადი საშუალებების ცნობარს დაემატა ძირითადი საშუალების სახეობის ცნობართან კავშირი. ძირითადი საშულებების
სახეობა არის ცნობარის ტიპის ობიექტი, რომელსაც აქვს შემდეგი რეკვიზიტები (სურათი 8.1):
▪ კოდი
▪ დასახელება (მაგ: სატრანსპორტო საშუალებები, ოფისის აღჭურვილობა და ა.შ)
▪ აღრიცხვის ანგარიში (ძირითადი საშუალების აღრიცხვის ანგარიში)
▪ ამორტიზაციის ანგარიში (ძირითადი საშუალების ამორტიზაციის ანგარიში

ძირითადი საშუალებების სახეობის ძირითად საშუალების ცნობარში მითითების შემდეგ, ძირითადი საშუალების ცნობარის
აღრიცხვის ანგარიშები შეივსება ავტომატურად. ასევე, ძირითადი საშუალებების ანგარიშგებებში შესაძლებელი გახდა სახეობის
მიხედვით ფილტრაცია და დაჯგუფება. (სურათი 8.2)

სურათი 8.1

სურათი 8.2

13
9 ცნობარი კონტაგენტი
9.1 კონტრაგენტის ცნობარში RS-დან ინფორმაციის შევსება
კონტრაგენტების ცნობარში დამატებულია საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით კონტრაგენტის ინფორმაციის შევსების
ფუნქციონალი. საიდენტიფიკაციო კოდის შევსების შემდეგ, აირჩიეთ ღილაკი RS-დან ინფორმაციის მიღება. (სურათი 9.1)

ავომატურად შეივსება შემდეგი რეკვიზიტები:

▪ დასახელება
▪ კომპანიის დასახელება
▪ გადასახახადებით დაბეგვრა
▪ იურიდიული მისამართი
▪ კონტრაგენტის სახეობა

სურათი 9.1

14
10 დოკუმენტი – ხელფასის დარიცხვა
10.1სესხის დაფარვის დროს საშემოსავლო გადასახადის, საპენსიო შენატანის დარიცხულიდან გადასახდელში გადატანის
გატარებები
ხელფასის დარიცხვის დოკუმენტში, სესხის დაფარვის ჩანართში დამატებულია შემდეგი რეკვიზიტები:

▪ საშემოსავლოს დაკავების ტიპი


▪ საპენსიო დაკავების ტიპი

სურათი 10.1

საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო შენატანის დარიცხულიდან გადასახდელში გადატანა ხდება სესხის დაფარვის ცხრილურ
ნაწილში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით: (სურათი 10.1)

▪ 1.დაფარული ძირ. ვალი – სესხის ძირის დასაფარად დაკავებული თანხა


▪ 3. საშემოსავლოს თანხა – სესხის ძირის დასაფარად დაკავებული თანხის საშემოსავლო გადასახადი
▪ 5. საპენსიოს თანხა – სესხის ძირის დასაფარად დაკავებული საპენსიო შენატანის თანხა
▪ 2. დაფარული პროცენტი – სესხის პროცენტის დასაფარად დაკავებული თანხა
▪ 4.საშემოსავლოს თანხა – სესხის პოცენტის დასაფარად დაკავებული თანხის საშემოსავლო გადასახადი
▪ 6. საპენსიოს თანხა – სესხის პროცენტის დასაფარად დაკავებული თანხის საპენსიო შენატანის თანხა

დამატებული ბუღალტრული გატარებები (სურათი 10.2 – 10.5)

15
სურათი 10.2

სურათი 10.3

16
სურათი 10.4

სურათი 10.5

17
11 საწყობის მოდული
11.1 საწვავის ჩამოწერა

საწყობის მოდულში დაემატა დოკუმენტი საწვავის ჩამოწერა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია კომპანიის მფლობელობაში მყოფი
სატრანსპორტო საშუალებებზე დახარჯული საწვავის ჩამოწერა. (სურათი 11.1)

სურათი 11.1

საწვავის ჩამოწერაზე დაჭერით გადადიხართ დოკუმენტების სიაზე, სადაც შექმნა ღილაკის ჩამოშლით ირჩევთ საწვავის ჩამოწერას, ამით იქმნება
ახალი დოკუმენტი. (სურათი 11.2)

სურათი 11.2

მას შემდეგ, რაც დოკუმენტი გაიხსნება უნდა შეივსოს შემდეგი სავალდებულო ველები :

▪ საწყობი - უნდა აირჩიოთ საწყობი, საიდანაც გსურთ საწვავის ჩამოწერა


▪ ოპერაციის სახეობა - ოპერაციის სახეობაში აუცლილებლად უნდა იყოს არჩეული საწვავის ჩამოწერა
▪ გატარდეს დოკუმენტის თარიღით - თუ გსურთ, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ჩამოწერის თარიღი იყოს დოკუმენტის
თარიღი, მაშინ უნდა მონიშნოთ ალამი (სურათი 11.3)

18
სურათი11.3

ამის შემდეგ გადადიხართ ცხრილურ ნაწილში, სადაც დამატების ღილაკის გამოყენებით ამატებთ იმდენ ველს, რამდენ სატრანსპორტო
საშუალებაზეც გსურთ საწვავის ჩამოწერა, თითოეულ ველში ივსება შემდეგი სავალდებულო ველები:

▪ თარიღი - რა დროსაც გსურთ სატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის ჩამოწერა, ეს თარიღი სხვადასხვა სატრანსპორტო
საშუალებებზე შეიძლება განსხვავდებოდეს
▪ ძ/ს / სატრანსპორტო საშუალება - ირჩევთ ძირითად საშუალებად აყვანილ სატრანსპორტო საშუალებას ან სხვა სატრანსპორტო
საშუალებას, რაზეც გსურთ საწვავის ჩამოწერა, ამ ველის არჩევის დროს თუ ძირითადი საშუალებაა ავტომატურად ივსება
საინვენტარო ნომერი, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი (სურათი 11.4)

სურათი 11.4

სურათი 11.5

▪ ნომენკლატურა - ამ ჩანართში ირჩევთ ნომენკლატურას (მაგ. ბენზინი, დიზელი), რომლის არჩევის შემდეგაც ავტომატურად ივსება
საზომი ერთეული
▪ რაოდენობა

19
▪ ოდომეტრის ჩვენება საწყისი
▪ ოდომეტრის ჩვენება საბოლოო
▪ გავლილი კილომეტრაჟი - როდესაც შეავსებთ ოდომეტრის ჩვენება საწყისს და ოდომეტრის ჩვენება საბოლოოს, ავტომატურად
ივსება გავლილი კილომეტრაჟის ველი. (სურათი 11.6)

სურათი 11.6

სურათი 11.7

▪ ხარჯების ანგარიში - ამ ჩანართით შეგიძლიათ ინდივიდუალურად გაუწეროთ ყველა სტრიქონს ხარჯის ანგარიში
▪ საწყობი - ამ ჩანართით შეგიძლიათ ინდივიდუალურად გაუწეროთ ყველა სტრიქონს საწყობი
▪ ქვეგანყოფილება - ამ ჩანართით შეგიძლიათ ინდივიდუალურად გაუწეროთ ყველა სტრიქონს ქვეგანყოფილება

20
▪ საქმიანობის მიმართულება - ამ ჩანართით შეგიძლიათ ინდივიდუალურად გაუწეროთ ყველა სტრიქონს საქმიანობის მიმართულება.
(სურათი 11.8)

სურათი 11.8

ცხრილური ნაწილის შევსება აგრეთვე შესაძლებელია ჩატვირთვა ფაილიდან ღილაკზე დაჭერით, ეს ფუნქცია მოსახერხებელია როდესაც დიდი
მოცულობის მონაცემებია შესაყვანი. (სურათი 11.9)

სურათი 11.9

ღილაკზე დაჭერით გამოდის ფანჯარა, სადაც ბმულის საშუალებით თქვენი სამუშაო მაგიდიდან ირჩევთ ასატვირთ ექსელის ფაილს, წერთ რომ
მეორე სტრიქონიდან გინდათ ჩატვირთვა, რადგან პირველი სათაურის სტრიქონია და აჭერთ ფაილის წაკითხვის ღილაკს. მას შემდეგ რაც ფაილს
წაიკითხავს აჭერთ მონაცემების წაკითხვის ღილაკს, გადაყავხართ შედეგის ჩანართზე და ბოლოს აჭერთ დოკუმენტში გადატანის ღილაკს.
(სურათი 11.10)

21
სურათი 11.10

სურათი 11.11

ასატვირთი ფაილის შაბლონი შეგიძლიათ თქვენ თვითონ ააწყოთ და შეინახოთ. აწყობების ღილაკზე დაჭერით აწყობთ ცხრილური დოკუმენტის
წაკითხვის ფორმას, სასურველი სვეტების დამატების შემდეგ შენახვის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ შეინახოთ შაბლონი თქვენს სამუშაო
მაგიდაზე. (სურათი 11.12)

22
სურათი 11.12

მონაცემების შეყვანის შემდეგ გაატარებთ დოკუმენტს. გატარებების ჟურნალის ნახვა შეგიძლიათ ღილაკზე დაჭერით. (სურათი 11.13)

სურათი 11.13

23
საწვავის ჩამოწერის კონტროლი შეგიძლიათ რეპორტ მარაგების საშუალებით (სურათი 11.14)

სურათი 11.14

24
12 ძირითადი საშუალებების მოდული
12.1 ძირითადი საშუალებების რემონტი
ძირითადი საშუალებების მოდულში დაემატა დოკუმენტი ძირითადი საშუალებების რემონტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია კომპანიის
მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებების რემონტი, მასზე გამოყენებული საქონლის ჩამოწერა. (სურათი 12.1)

სურათი 12.1

ძირითადი საშუალებების რემონტზე დაჭერით გადადიხართ დოკუმენტების სიაზე, სადაც შექმნა ღილაკის ჩამოშლით ირჩევთ ძირითადი
საშუალებების რემონტს, ამით იქმნება ახალი დოკუმენტი. (სურათი 12.2)

სურათი 12.2

მას შემდეგ, რაც დოკუმენტი გაიხსნება უნდა შეივსოს შემდეგი სავალდებულო ველები :

▪ საწყობი - უნდა აირჩიოთ საწყობი საიდანაც გსურთ ძირითად საშუალებაზე გახარჯული მარაგის ჩამოწერა
▪ ოპერაციის სახეობა - ოპერაციის სახეობაში აუცლილებლად უნდა იყოს არჩეული ძირითადი საშუალებების რემონტი
▪ გატარდეს დოკუმენტის თარიღით - თუ გსურთ, რომ ძირითად საშუალებებზე გახარჯული მარაგის ჩამოწერის თარიღი იყოს
დოკუმენტის თარიღი მაშინ უნდა მონიშნოთ ალამი. (სურათი 12.3)

25
სურათი 12.3

ასევე, დოკუმენტის ზედა ნაწილში უნდა მიუთითოთ დოკუმენტის თარიღი, ქვეგანყოფილება, საქმიანობის მიმართულება და ხარჯების ანგარიში.
დოკუმენტის ზედა ნაწილში შევსებული ეს ინფორმაცია ვრცელდება ცხრილური ნაწილის ყველა სტრიქონზე, თუმცა ეს ველები ცხრილურ ნაწილში
თითოეული სტრიქონისთვის ინდივიდუალურადაც შეგიძლიათ გაუწეროთ.

ამის შემდეგ, გადადიხართ ცხრილურ ნაწილში, სადაც დამატების ღილაკის გამოყენებით ამატებთ იმდენ ველს, რამდენი ძირითადი საშუალების
რემონტიც გსურთ. თითოეულ ველში ივსება შემდეგი სავალდებულო ველები:

▪ თარიღი - რა დროსაც გსურთ ძირითად საშუალებაზე მარაგის ჩამოწერა, ეს თარიღი სხვადასხვა ძირითადი საშუალებისთვის
შეიძლება განსხვავდებოდეს
▪ ძ/ს / სატრანსპორტო საშუალება - ირჩევთ ძირითად საშუალებას რაზეც გსურთ მარაგის ჩამოწერა, ამ ველის არჩევის დროს
ავტომატურად ივსება საინვენტარო ნომერი
▪ ნომენკლატურა - ამ ჩანართში ირჩევთ ნომენკლატურას (მაგ. ამწის რეზინები) რომლის არჩევის შემდეგაც ავტომატურად ივსება
საზომი ერთეული
▪ რაოდენობა
▪ ხარჯების ანგარიში
▪ საწყობი
▪ ქვეგანყოფილება
▪ საქმიანობის მიმართულება

26
სურათი 12.4

სურათი 12.5

ცხრილური ნაწილის შევსება აგრეთვე შესაძლებელია ჩატვირთვა ფაილიდან ღილაკზე დაჭერით, ეს ფუნქცია მოსახერხებელია როდესაც დიდი
მოცულობის მონაცემებია შესაყვანი. (სურათი 12.6)

27
სურათი 12.6

ღილაკზე დაჭერით გამოდის ფანჯარა, სადაც ბმულის საშუალებით თქვენი სამუშაო მაგიდიდან ირჩევთ ასატვირთ ექსელის ფაილს, წერთ რომ
მეორე სტრიქონიდან გინდათ ჩატვირთვა, რადგან პირველი სათაურის სტრიქონია და აჭერთ ფაილის წაკითხვის ღილაკს. მას შემდეგ რაც ფაილს
წაიკითხავს აჭერთ მონაცემების წაკითხვის ღილაკს, გადაყავხართ შედეგის ჩანართზე და ბოლოს აჭერთ დოკუმენტში გადატანის ღილაკს.
(სურათი 12.7)

სურათი 12.7

28
სურათი 12.8

ასატვირთი ფაილის შაბლონი შეგიძლიათ თქვენ თვითონ ააწყოთ და შეინახოთ. აწყობების ღილაკზე დაჭერით აწყობთ ცხრილური დოკუმენტის
წაკითხვის ფორმას, სასურველი სვეტების დამატების შემდეგ შენახვის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ შეინახოთ შაბლონი თქვენს სამუშაო
მაგიდაზე. (სურათი 12.9)

სურათი 12.9

29
მონაცემების შეყვანის შემდეგ გაატარებთ დოკუმენტს. გატარებების ჟურნალის ნახვა შეგიძლიათ ღილაკზე დაჭერით. (სურათი 12.10)

სურათი 12.10

ძირითად საშუალებების რემონტისთვის გახარჯული საქონლის კონტროლი შეგიძლიათ რეპორტ მარაგების საშუალებით. (სურათი 12.11)

სურათი 12.11

30
13 გაყიდვების მოდული
13.1 კომერციული წინადადება
გაყიდვების მოდულში დაემატა დოკუმენტი კომერციული წინადადება, რისი საშუალებითაც შესაძლებელია აღრიცხოთ რა შეთავაზებები გაქვთ
გაკეთებული ამა თუ იმ კონტრაგენტისთვის და შემდეგ უკვე ეს შეთავაზება აქციოთ შეკვეთად და რეალიზაციად. (სურათი 13.1)

სურათი 13.1

კომერციულ წინადადებაზე დაჭერით გადადიხართ დოკუმენტების სიაზე. შექმნის ღილაკზე დაჭერით იქმნება ახალი დოკუმენტი. მას შემდეგ, რაც
დოკუმენტი გაიხსნება, დოკუმენტის ზედა ნაწილში უნდა შეივსოს შემდეგი სავალდებულო ველები :

▪ მდგომარეობა - აქ შეგიძლიათ აირჩიოთ მდგომარეობა მუშა პროცესშია თუ დასრულებული ან აირჩიოთ სტრიქონი და თქვენ თვითონ
გაუწეროთ სტატუსი
▪ მყიდველი - ირჩევთ მყიდველს ვისაც უკეთებთ შეთვაზებას
▪ ხელშეკრულება - ამ ველში კონტრაგენტის არჩევის დროს ავტომატურად მოაქვს ხელშეკრულება
▪ თარიღი - უთითებთ დოკუმენტის თარიღს რა დროსაც აკეთებთ შეთავაზებას
▪ ვალიდურობა - ამ ველში უთითებთ თარიღს რა დრომდეც არის შეთავაზება ძალაში
▪ ფასების ტიპი - ეს ველი ავტომატურად მოაქვს მყიდველის არჩევისას
▪ გადასახადებით დაბეგვრა - ეს ველი ავტომატურად მოაქვს მყიდველის არჩევისას
▪ განყოფილება - უთითებთ განყოფილებას
▪ ვერსია - აქ ავტომატურად წერს ციფრს, თუ რამდენჯერ დაკორექტირდა შეთავაზება (სურათი 13.2)

სურათი 13.2

31
სურათი 13.3

ჩანართ დამატებითში შეგიძლიათ მიუთითოთ საწყობი. (სურათი 13.4)

სურათი 13.4

ამის შემდეგ, გადადიხართ ცხრილურ ნაწილზე, სადაც დამატების ღილაკით ამატებთ სტრიქონებს. სტრიქონში შესავსებია ველები:

▪ ნომენკლატურა - ირჩევთ ნომენკლატურას


▪ ერთეული - ნომენკლატურის არჩევისას ერთეული ავტომატურად მოაქვს
▪ ფასი - ამ ველში უთითებთ თანხას, თუ ნომენკლატურისთვის დადგენილი გაქვთ ფასი ავტომატურად წამოიღებს
▪ რაოდენობა - ამ ველში უთითებთ რაოდენობას
▪ თანხა ფასდაკლების გარეშე - ამ ველში გამოაქვს თანხა ფასდაკლების გარეშე
▪ ფასდაკლების % - უთითებთ რამდენ პროცენტიან ფასდაკლებასაც უკეთებთ, ყველა სტრიქონისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა
პროცენტიც გაუწეროთ
▪ თანხა - გამოაქვს თანხა ფასდაკლების გათვალისწინებით
▪ % დღგ - აქ უთითებთ დღგ-ს განაკვეთს
▪ თანხა დღგ - ამ ველში გამოაქვს დღგ-ს თანხა
▪ სულ - ამ ველში გამოაქვს სულ თანხა ფასდაკლების და დღგ-ს გათვალისწინებით (სურათი 13.5)

32
სურათი 13.5

სურათი 13.6

დოკუმენტის ბოლოს გამოდის მონაცემები რამდენია ფასდაკლება, ფასდაკლების თანხა, დღგ-ს თანხა და სულ რამდენია დოკუმენტის თანხა.
(სურათი 13.7)

33
სურათი 13.7

34
14 შემოსავლების სამსახურთან ინტეგრაციის მოდული
14.1 დამუშავება – საგადასახადო დოკუმენტის სინქრონიზაცია
შემოსავლების სამსახურთან ინტეგრაციის მოდულში, სერვისების ნაწილში, დამატებულია დამუშავება – საგადასახადო დოკუმენტების
სინქრონიზაცია. (სურათი 14.1)

დამუშავების (სურათი 14.2) გამოყენებით, შესაძლებელია საგადასახადო პორტალზე არსებული საგადასახადო დოკუმენტების პროგრამაში
ჩატვირთვა, საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით პროგრამაში შესაბამისი დოკუმენტების შექმნა. მაგ: შემოსავლის ზედდებული, გასავლის
ზედდებული, მარაგების გაადგილება და ა.შ

სურათი 14.1

დამუშავების ქუდის ნაწილი. ქუდის ნაწილში განთავსებულია ფილტრები:

▪ პერიოდი

▪ კონტრაგენტი

▪ მდგომარეობა

▪ საგადასახადო დოკუმენტის ტიპი

▪ სტატუსი

საგადასახადო დოკუმენტების სიის ჩანართი.

დოკუმენტების სიის ჩანართზე გამოტანილია საგადასახადო დოკუმენტების ქუდის ნაწილი. სიაში გამყიდველის და მყიდველის ჭრილში RS–ის
პორტალის ანალოგიურად გამოტანილია საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტები და მონაცემები. პორტალზე არსებული რეკვიზიტების
გარდა, დამუშავებაში დამატებულია დოკუმენტის და სინქრონიზაციის სტატუსები.

35
სურათი 14.2

დოკუმენტი არის საგადასახადო დოკუმენტის მიხედვით შექმნილი შესყიდვის , გაყიდვის ან გადააგილების დოკუმენტი, ხოლო სინქრონიზაიის
სტატუსი – თანხვედრა პროგრამაში არსებულ დოკუმენტსა და პორტალზე არსებულ საგადასახადო დოკუმენტს შორის. (სურათი 14.3)

სურათი 14.3

შექმნილი საგადასახადო დოკუმენტების სიის ნახვა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურთან ინტეგრაციის მოდულში – საგადასახადო
დოკუმენტი. (სურათი 14.4)

36
სურათი 14.4

საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის მაგალითზე განვიხილოთ გასავლის ზედდებული. გასავლის ზედდებულის გატარების შემდეგ
დააკლიკეთ საგადასახადო დოკუმენტის შექმნის ღილაკს. შექმნის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ შეიქმნება საგადასახადო დოკუმენტი. (სურათი
14.5)

სურათი 14.5

37
სურათი 14.6

საგადასახადო დოკუმენტი ავტომატურად შეივსება გასავლის ზედდებულში არსებული ინფორმაციის და ოპერაციის შინაარსის მიხედვით.
ავტომატურად ივსება შემდეგი ველები: გამყიდველის და მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდები, ტრანსპორტირების
დასაწყისისა და დასრულების ადგილები, ასევე საგადასახადო დოკუმენტის საქონლის ნაწილი.

საგადასახადო დოკუმენტს გააჩნია რამდენი სტატუსი, ზუსტად ისე როგორც RS-ზე:

▪ საგადასახადო დოკუმენტის შექმნა (ზედდებულის შექმნა RS-ზე)

▪ გააქტიურება (RS-ზე აქტიური სტატუსის ქონა)

38
▪ შექმნა და გააქტიურება (RS-ზე ზედდებულის შექმნა და თან გააქტიურება)

▪ სტატუსის განახლება (RS-ზე ატვირთული ზედდებულში ცვლილების აღსაქმელად უნდა აირჩიოთ სტატუსის განახლება)

▪ გაუქმება

▪ საგადასახადო დოკუმენტის წაშლა

სურათი 14.7

OneSoft გისურვებთ წარმატებებს, უკვე ERP Standrad 3.4 -თან ერთად!

39

You might also like