You are on page 1of 13

თემა 10.

MS Excel-ის გრაფიკული საშუალებების გამოყენება ბიზნეს


ინფორმაციის დასამუშავებლად

10.1. ილუსტრაციების (Ilustrations) მიმოხილვა

გრაფიკული ობიექტების ჩასმა საბუთში


ავტოფიგურების ჩასასმელად საჭიროა კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ მენიუს
ზოლის ფუნქცია Insert / განყოფილებაში Illustrations კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ
ფუნქცია Shapes. გაიშლება კონტექსტური მენიუ, სადაც განთავსებულია შემდეგი
ქვეგანყოფილებები (იხ. სურ.10.1.1):

სურ.10.1.1. Shapes ქვეგანყოფილებები

Recently Used Shapes, Lines, Rectangles, Basic Shapes, Block Arrows, Equation Shapes,
Flowchart, Stars And Banners, Callouts.
კურსორის მოქმედებით რომელიმე ქვეგანყოფილებიდან ავირჩიოთ სასურველი ფიგურა /
კურსორი დავსვათ საბუთზე იქ სადაც გვინდა ავტოფიგურის განთავსება / გავააქტიუროთ
თაგვის მარცხენა ღილაკი და ხელაუღებლად გადავაადგილოთ კურსორი, ჰორიზონტალურად,
ვერტიკალურად ან დიაგონალზე იმდენ მანძილზე, რა სიდიდისაც გვინდა იყოს ფიგურა.
თუ გვინდა ფიგურა იყოს სიმეტრიული, მაშინ კურსორის გადაადგილების დროს დავაჭიროთ
კლავიატურის ღილაკს Shift გამოიხაზება ჩვენთვის სასურველი ფიგურა, რომლის გადატანაც
შეგვიძლია საბუთის სხვა ადგილზეც. ავტოფიგურის მონიშვნისას მენიუს ზოლზე გამოჩნდება
ახალი ინსტრუმენტთა პანელი Drawing Tools ჩანართით Format. Format-ის გააქტიურებით
მიღებულ პანელზე განთავსებული ფუნქციებით შეგვიძლია ავტოფიგურებისათვის სასურველი
სტილის შერჩევა (იხ. სურ. 10.1.1).

1
სურ. 10.1.1. Drawing Tools / Format
ინსტრუმენტთა პანელი

საორგანიზაციო დიაგრამა
მაგალითისათვის, ავაგოთ ნავთობკომპანია „საქნავთობის“ საორგანიზაციო
დიაგრამა. ამისათვის გავხსნათ Excel-ის ცარიელი სამუშაო გვერდი და მივმართოთ მენიუს
ზოლს / კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ ფუნქცია Insert / Illustrations განყოფილებაში
კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ SmartArt (ნახატის ჩასმა) / გამოვა Choose a
SmartArt Graphic ფანჯარა (იხ. სურ.10.1.2).

სურ. 10.1.2. Choose a SmartArt Graphic ფანჯარა

დავაჭიროთ Hierarchy (იერარქია) ღილაკზე, ეკრანზე გამოჩნდება იერარქიული სქემების


სხვადასხვა ვარიანტები (იხ.სურ.10.1.3). დავაჭიროთ პირველ ვარიანტზე, სახელწოდებით
Organization Chart (საორგანიზაციო დიაგრამა) / OK. Excel 2010 შექმნის საორგანიზაციო
დიაგრამის მაკეტს (იხ.სურ.10.1.10).

სურ. 10.1.3. საორგანიზაციო დიაგრამის მაკეტი

2
მაკეტის მარცხენა მხარეს Type your text here (შეიტანეთ ტექსტი). პანელის პირველ
ველში ჩავწეროთ გენერალური დირექტორი / იგი აისახება ფანჯრის მარჯვენა ნაწილის პირველ
ბლოკში. კურსორის მოქმედებით მოვნიშნოთ გენერალური დირექტორის ბლოკის ქვემოთ
მოთავსებული ბლოკი / მაუსის მარჯვენა ღილაკით ჩამოვშალოთ კონტექსტური მენიუ /
დავაჭიროთ Cut ღილაკს / ამოიჭრება მონიშნული ბლოკი. საორგანიზაციო დიაგრამა მიიღებს
შემდეგ სახეს (იხ. სურ.10.1.4).

სურ.10.1.4. საორგანიზაციო დიაგრამა ორი დონით


საორგანიზაციო დიაგრამის მეორე დონის პირველ ფიგურასთან მივიტანოთ მაუსი /
დავაფიქსიროთ კურსორი ფიგურის შიგნით და ჩავწეროთ საზოგადოებათან ურთიერთობის
მენეჯერი, მეორე ფიგურაში ჩავწეროთ აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მესამე ფიგურაში
ჩავწეროთ ფინანსური მენეჯერი. საორგანიზაციო დიაგრამის მესამე დონის შესაქმნელად -
ბლოკის(ფიგურის) დასამატებლად კურსორის მოქმედებით მოვნიშნოთ ფინანსური მენეჯერის
ფიგურა / მენიუს ზოლზე გამოვა დამატებითი მენიუ SmartArt Tools ორი ჩანართით: Design და
Format. მივმართოთ SmartArt Tools / კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ Design ჩანართი
/ Create Graphic განყოფილებაში კურსორის მოქმედებით ჩამოვშალოთ Add Shape-ს მარჯვნივ
ისარი / ავირჩიოთ Add Shape Below (ფიგურის ქვემოთ დამატება) / მიმდინარე ფიგურის
ქვემოთ გაჩნდება ახალი ფიგურა. ფიგურების გასაფორმებლად მოვნიშნოთ დიაგრამის
ბლოკები(ფიგურები) Ctrl ღილაკის დახმარებით, გამოვიყენოთ SmartArt Tools
დამატებითი მენიუს Format-ის დაფორმატების ინსტრუმენტები (იხ. სურ.10.1.6) და
დიაგრამას მივცეთ შემდეგი სახე (იხ. სურ.10.1.7).

სურ.10.1.5. Add Shape Below ფუნქცია

სურ.10.1.6. Add Shape Below ფუნქცია

3
სურ.10.1.7. ნავთობკომპანია „საქნავთობის“ საორგანიზაციო დიაგრამა სამი დონით

ახალ ფიგურაში ჩავწეროთ ბუღალტერი. ფიგურის გასაფორმებლად მოვნიშნოთ ფიგურა


ბუღალტერი / ჩამოვშალოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუ /ავირჩიოთ
/ გამოვა ფანჯარა Format Shape / გავააქტიუროთ ფანჯრის მარცხენა
განყოფილებაში Fill / ჩავრთოთ ფანჯრის მარჯვენა მხარეს Gradient fill / ჩამოვშალოთ
Preset colors: ავირჩიოთ სასურველი ფერი (იხ. სურ.10.1.8).

სურ.10.1.8. Format Shape ფანჯარა

საორგანიზაციო დიაგრამა მიიღებს დასრულებულ სახეს (იხ. სურ. 10.1.9).

4
სურ. 10.1.9. ნავთობკომპანია „საქნავთობის“ საორგანიზაციო დიაგრამის დასრულებული სახე

საორგანიზაციო დიაგრამის მარცხენა განყოფილება შეიძლება დავხუროთ / ამისათვის


ვიმოქმედოთ მის ღილაკზე (იხ. სურ. 10.1.10).

სურ. 10.1.10. საორგანიზაციო დიაგრამა


Type your text here-ს გარეშე

5
10.2. სტანდარტული დიაგრამების (Charts) შექმნა,
დაფორმატება და რედაქტირება

დიაგრამა იქმნება დავთრის ფურცელზე განლაგებული მონაცემის საფუძველზე და


გამოიყენება ამ მონაცემის გრაფიკული ასახვისა და მისი შემდგომი ანალიზისათვის.
დიაგრამა შეიძლება შევქმნათ როგორც იმავე ფურცელზე, სადაც მონაცემებია ასახული,
ასევე ცალკე ფურცელზე. ცალკე ფურცელზე მისი შექმნა ხდება მხოლოდ დიაგრამის ტიპის
არჩევის შემდეგ Chart Tools / Design მენიუს ინსტრმენტთა პანელის Location
ინსტრუმენტთა ჯგუფის Move Chart ღილაკის საშუალებით.
მონაცემების საფუძველზე დიაგრამის შესაქმნელად გამოიყენება დიაგრამების
შექმნის სპეციალური ოსტატი, რომლის გამოძახება ხდება მენიუს ზოლის Insert / Charts გან-
ყოფილების სხვადასხვა ჯგუფებიდან შესაბამისი ღილაკების გამოყენებით (იხ.სურ.10.2.1) ან
Charts განყოფილების მარჯვნივ ინსტრუმენტების ჯგუფის ღილაკის გააქტიურებით,
რომლის დროსაც

სურ. 10.2.1. Insert / Charts ქვემენიუს Charts განყოფილების


დიაგრამების შექმნის ღილაკები

გამოვა დამატებითი ფანჯარა Insert Chart, საიდანაც შევარჩევთ შესაბამისი ტიპის


დიაგრამას.

სურ. 10.2.2. Insert Chart დამატებითი ფანჯარა

გრაფიკული დიაგრამების სახით Excel 2010-ს გააჩნია მონაცემთა ასახვის 11


სხვადასხვა ტიპის დიაგრამა:
Column - ჰისტოგრამა;
Cylinder - ცილინდურლი;
Pyramid - პირამიდული;
Line - ხაზობრივი;
Pie - წრიული;
Bar - ხაზოვანი;
Area -არე;

6
Scatter Cone - წერტილოვანი;
Stock-საბირჟო;
Surface - სიბრტყისებრი;
Doughnut - წრიული;
Bubble - ბუშტუკოვანი;
Radar - რადარი (ქსელური).

ავაგოთ გრაფიკული დიაგრამა კონკრეტული ამოცანისთვის.


ამოცანა. ვთქვათ მოცემულია შპს „ავტოიმპორტის“ სტატისტიკური მონაცემები:
შემოტანილი ავტომანქანების რაოდენობა დასახელების მიხედვით, ავტომანქანების
რაოდენობებისაგან მიღებული მოგებები დასახელების მიხედვით და შემოტანილი
ავტომანქანების მოგებების პროცენტული წილი საერთო მოგებაში (იხ. სურ. 10.2.1). ამ
მონაცემების საფუძველზე ავაგოთ ცილინდრული დიაგრამა, რომელიც ასახავს შემოტანილი
ავტომანქანებისაგან მიღებულ მოგებებს.

S
სურ. 10.2.1. შპს „ავტოიმპორტის“ სტატისტიკური მონაცემები

ამოცანაში დასმული პირობის მიხედვით დიაგრამის ასაგებად საჭიროა მოვნიშნოთ


ცხრილის B3:B7 უჯრების დიაპაზონი / დავაჭიროთ კლავიატურის Ctrl ღილაკს და მოვნიშნოთ
D3:D7 უჯრების დიაპაზონი / მივმართოთ მენიუს ზოლის ფუნქციას Insert / Charts გან-
ყოფილებაში კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ Column / გამოსული დიაგრამების
ტიპებიდან ავირჩიოთ Cylinder ტიპის პირველივე ტიპი (იხ.სურ.10.2.2) / OK. მივიღებთ
გრაფიკულ დიაგრამას (იხ. სურ.10.2.3).

7
სურ. 10.2.2. Column დიაგრამების ტიპებიდან Cylinder
ტიპის ამორჩევა

სურ. 10.2.3. შპს „ავტოიმპორტის“ ავტოიმპორტით


მიღებული მოგების ამსახველი დიაგრამა

დიაგრამის დასახელების (სათაურის) ჩასაწერად გავააქტიუროთ დიაგრამის შიდა არე /


მენიუს ზოლზე გამონათდება დამატებითი მენიუ Chart Tools, რომელსაც აქვს სამი ჩანართი /
გავააქტიუროთ ჩანართი Layout (იხ. სურ.10.2.4) / Labels განყოფილებიდან ავირჩიოთ Chart
Title / გამოვა სათაურების

სურ. 10.2.4. დამატებითი მენიუს Chart Tools / Layout ფუნქციები

8
განთავსების ადგილის ჩამონათვალი / ავირჩიოთ Centered Overlay Title (იხ. სურ.10.2.5) /

სურ. 10.2.5. დიაგრამაზე სათაურების


განთავსების Centered Overlay Title ფუნქცია

დიაგრამაზე ჩარჩოში გაჩნდება წარწერა Chart Title / დავაფიქსიროთ კურსორი ჩარჩოს


შიგნით და ჩავწეროთ დიაგრამის დასახელება „ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად
მიღებული მოგებები“.
დიაგრამაზე მონაცემების განსათავსებლად საჭიროა მოვნიშნოთ დიაგრამის შიდა არე
/ მენიუს ზოლის დამატებითი Chart Tools მენიუდან გავააქტიუროთ ჩანართი Layout /
განყოფილებაში Labels კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ Data Labels / ჩამონათვალში
კურსორის მოქმედებით გავააქტიუროთ Show ფუნქცია (იხ. სურ.10.2.6). დიაგრამაზე

სურ. 10.2.6. დიაგრამაზე სათაურის განთავსების


Show ბრძანება

გამოჩნდება რიცხვითი მონაცემები (იხ.სურ. 10.2.7).


Layout ჩანართს აქვს დიაგრამის გაფორმების სხვა ფუნქციებიც: Axis Titles-ღერძების
სახელები, Axes-ღერძებზე განთავსებული მონაცემების მნიშვნელობა და სხვა, რომლებიც
დიაგრამის გაფორმების საშუალებას იძლევიან.
დიაგრამაზე რომელიმე ელემენტის კორექტირებისათვის მოვნიშნოთ ეს ელემენტი.
ამისათვის საჭიროა კურსორით ორჯერ ვიმოქმედოთ ამავე ელემენტზე / მოინიშნება ეს
ელემენტი და მენიუს ზოლზე გამოჩნდება ახალი მენიუ Chart Tools / გავააქტიუროთ Format
ჩანართი (სურ. 10.2.8) / განყოფილებაში Shape Styls ვირჩევთ დეტალის სტილს, Shape fill
9
ბრძანებით ვირჩევთ ფერს, Shape Outline გარშემოწერილობის ფერს, Shape Effect ვანიჭებთ
დამატებით ეფექტებს / თუ დეტალი გრაფიკული არ არის (ე.ი. თუ ციფრობრივია ან ალფა-
ვიტური) მაშინ WordArt Styles განყოფილების დახმარებით ვანიჭებთ დამატებით ეფექტებს
ვიზუალური თვალაზრისით / Arrange განყოფილებაში ვახდენთ დეტალის პოზიციურ
ფორმატირებას, შეგვიძლია მისი ამოტრიალება, დაჯგუფება და ა.შ. ქვემენიუში Size
ვუთითებთ უშუალოდ დიაგრამის ზომებს.

სურ. 10.2.7. „ავტოიმპორტის“ ავტომანქანების რეალიზაციიდან


მიღებული მოგებების ამსახველი დიაგრამა მონაცემებით

სურ. 10.2.8. დამატებითი მენიუს - Chart Tools / Format ფუნქციები

დამატებითი Chart Tools მენიუს Design ჩანართის საშუალებით შესაძლებელია


დიაგრამის ტიპის შეცვლა Type / Change Chart Type / დიაგრამის სტილის შეცვლა Chart Syles და
სხვ. (იხ. სურ.10.2.9).

სურ. 10.2.9. დამატებითი მენიუ - Chart Tools / Dezign ფუნქციები

დიაგრამის რიცხვითი მონაცემები შეიცვლება, თუ შევცვლით ცხრილის მონაცემებს. მაგ.,


ცხრილის D5 უჯრის მონაცემი 4000 შევცვალოთ მონაცემით 4500 / ამისათვის საჭიროა
გავააქტიუროთ ცხრილის D5 უჯრა და კლავიატურაზე ავკრიფოთ ახალი რიცხვითი მონაცემი /
გავააქტიუროთ კლავიატურის Enter ღილაკი / დიაგრამა მიიღებს ცხრილში შეტანილი ცვლილების
შესაბამის ფორმას და დიაგრამაზე ჩაწერილი რიცხვითი მონაცემიც შეიცვლება. რომ

10
გამოვყოთ სხვა მონაცემებისაგან დიაგრამაზე შეცვლილი რიცხვითი მონაცემი ვიზუალურად,
საჭიროა: მივიტანოთ კურსორი დიაგრამაზე განთავსებულ ამ რიცხვით მონაცემთან და
მაუსის მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ ერთხელ / მოინიშნება ყველა მონაცემი /
განმეორებით მაუსის მარცხენა ღილაკზე მოქმედებით მოინიშნება სასურველი რიცხვითი
მონაცემი / მაუსის მარჯვენა ღილაკით ჩამოვშალოთ კონტექსტური მენიუ და გავააქტიუროთ
ჩამონათვალში / გამოვა დიალოგური ფანჯარა Format Data Label /
დიალოგური ფანჯრის მარცხენა განყოფილებაში გავაქტიუროთ Fill / დიალოგური ფანჯრის
მარჯვენა მხარის პარამეტრები შეიცვლება / ავირჩიოთ სასურველი პარამეტრები მაგალითდ,
ჩავრთოთ Gradient fill / ჩამოვშალოთ Preset colors / ავირჩიოთ ფერი / (იხ. სურ. 10.2.10)
დავხუროთ დიალოგური ფანჯარა Close. დიაგრამაზე შეცვლილი რიცხვითი მონაცემი
გამოიკვეთება მითითებული ფორმატით (იხ. სურ.10.2.11).

სურ. 10.2.10. დიაგრამაზე მონაცემთა ფორმატირების


Format Data Label ფანჯარა

სურ. 10.2.11. „ავტოიმპორტის“ ავტომანქანების რეალიზაციიდან


მიღებული მოგებების ამსახველი დიაგრამა შეცვლილი მონაცემით

უკვე შექმნილი დიაგრამის გადასატანად ახალ სამუშაო ფურცელზე საჭიროა კურსორის


გააქტიურებით მოვნიშნოთ დიაგრამა / მივმართოთ მენიუს ზოლის დამატებით მენიუს Chart
Tools / ჩავრთოთ Design ჩანართი (იხ. სურ.102.13.) / Location ქვემენიუში / გავააქტიუროთ
Move Chart / გამოვა Move Chart დიალოგური ფანჯარა(იხ.სურ.10.2.12.) / გავააქტიუროთ Object
in ჩამრთველი / ჩამოვშალოთ ველის მარჯვნივ სამკუთხა ნიშანი და მივუთითოთ იმ ფურცლის
სახელი, რომელზეც გვსურს დიაგრამის გადატანა. ჩვენ შემთხვევაში დიაგრამა გადავა
ფურცელზე სახელწოდებით diagrama.

11
სურ. 10.2.12. Move Chart დიალოგური ფანჯარა

10.3 დამოუკიდებელი სამუშაოები

დამოუკიდებელი სამუშაო # 1
ერთერთი სავაჭრო კომპანია აწარმოებს სვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკის
შესყიდვას და შემდეგ მის რეალიზაციას.
ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით #1.
ააგეთ ჰისტოგრამა:
 პროდუქციის დასახელებისა და მოგება ერთეულზე - მაჩვენებლების მიხედვით;
 პროდუქციის დასახელებისა და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით.

ცხრილი #1

 წრიული დიაგრამა, რომელიც ასახავს პროდუქციის სახეობის მიხედვით, მათი პროცენტული


წილების დამოკიდებულებას მთლიან მოგებაში;
დიაგრამა გააფორმეთ თქვენი სურვილით. გაფორმების დროს გამოიყენეთ დიაგრამის
აგების დამატებითი მენიუს Chart Tools ჩანართები: Design, Layout, Format.

12
დამოუკიდებელი სამუშაო # 2
მოცემულია ნავთობკომპანიების მიერ რეალიზებული პროდუქციის მოცულობა ლარში 2016
წლის მონაცემებით.
ააგეთ ცხრილი მაჩვენებლებით: #, ნავთობკომპანიის დასახელება, რეალიზებული
პროდუქციის მოცულობა, პროცენტული წილი(%). გაუკეთეთ ცხრილს დასათაურება. ცხრილის
მონაცმების საფუძველზე:
1. ააგეთ წრიული დიაგრამა, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას თითოეული
ნავთობკომპანიის პროცენტულ წილს, ნავთობკომპანიების მიერ რეალიზებული პროდუქციის
ჯამობრივ სიდიდეში. დიაგრამა გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.
2. დიაგრამა, რომელიც ასახავს ნავთობკომპანიების მიერ რეალიზებული პროდუქციის
მოცულობებს.
დიაგრამის ტიპი აირჩიეთ თქვენი სურვილით, გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.
გაფორმების დროს გამოიყენეთ დიაგრამის აგების დამატებითი მენიუს Chart Tools
ჩანართები: Design, Layout, Format.

დამოუკიდებელი სამუშაო # 3
დავუშვათ ერთ-ერთი ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურაა:
ორგანიზაციის ხელმძღვანელია გენერალური დირექტორი, რომლის დაქვემდებარებაშია
ფილიალი1, ფილიალი 2, ფილიალი 3.
ფილიალს მართავს ფილიალის მმართველი, რომელსაც ექვემდებარება ბექოფისის
მენეჯერი, საოპერაციო განყოფილების უფროსი, საკრედიტო განყოფილების უფროსი,
სალაროს ხელმძღვანელი, საერთო განყოფილების უფროსი. საერთო განყოფილების უფროსს
ექვემდებარება დაცვა და დამლაგებელი.
შეადგინეთ საორგანიზაციო დიაგრამა და გააფორმეთ თქვენი სურვილით.

13

You might also like