You are on page 1of 26

ERP Standard 3.

5
რელიზი №5 - აღწერა

სარჩევი

1 შესყიდვების მოდული ............................................................................................................... 3


1.1 განბაჟება............................................................................................................................................................................... 3
1.2 მყიდველისგან დაბრუნების საფუძველზე კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ........................................... 5
2 წარმოების მოდული................................................................................................................ 10
2.1 ავტომატური წარმოება ...................................................................................................................................................... 10
3 ძირითადი საშუალებების მოდული........................................................................................... 13
3.1 ამორტიზაციის დარიცხვა შემცირებადი ნაშთის მეთოდით ........................................................................................... 13
3.2 ძირითადი საშუალებების კატეგორიზაცია (ქონების დეკლარაციის შესაბამისად)..................................................... 15
4 სამუშაოების მოდული ............................................................................................................. 17
4.1 საგარანტიო ფუნქციონალი .............................................................................................................................................. 17
5 ხელფასების მოდული ............................................................................................................. 20
5.1 საშემოსავლო შეღავათების აღრიცხვა ........................................................................................................................... 20
6 გაყიდვების მოდული ............................................................................................................... 22
6.1 გასაყიდი ფასების კონტროლი ......................................................................................................................................... 22
6.2 შეცვლილი ფასების სია ..................................................................................................................................................... 22
6.3 ფასების დასაშვები ტიპები ................................................................................................................................................ 24
ERP Standard 3.5

7 საწყობის მოდული .................................................................................................................. 25


7.1 მყიდველის შეკვეთების დამუშავება,რეალიზაცია და RS.GE-ზე გააქტიურება ჯამურად, ერთ სივრცეში .................. 25
8 საბანკო ტერმინალებთან ინტეგრაცია უნაღდო ანგარიშსწორების ჩეკების ავტომატური ბეჭდისთვის26
9 ინტერფეისის დახვეწა ............................................................................................................. 26

ქ. თბილისი
2020
www.erpstandard.ge

2
ERP Standard 3.5

1 შესყიდვების მოდული
1.1 განბაჟება

პროგრამაში დაემატა განბაჟების ახალი დოკუმენტი, რომლის დახმარებითაც პროგრამა ავტომატურად გამოთვლის
იმპორტის გადასახადს HS code-ის მიხედვით და გაანაწილებს თვითღირებულებაზე.

განბაჟების დოკუმენტის ხილვადობის ჩართვისთვის პროგრამაში დაემატა ახალი კონსტანტა, რომელიც მდებარეობს ყველა
ფუნქციაში, კონსტანტების სიაზე, სახელწოდებით განბაჟების დოკუმენტის გამოყენება (სურათი 1.1.1).

სურათი 1.1.1

განბაჟების ოპერაციის ავტომატიზაციისათვის, ნომენკლატურის ცნობარს დაემატა ახალი რეკვიზიტი – HS code ცნობარი.
უშუალოდ განბაჟების დოკუმენტის გატარებამდე, საჭიროა, ნომენკლატურას მიენიჭოს შესაბამისი კოდები. ამისათვის,
აუცილებელია, განბაჟების განაკვეთების ცნობარის შევსება კოდებში. ხოლო, შემდეგ, ნომენკლატურის ცნობარს უკვე შექმნილი
კოდებიდან, მიენიჭოს შესაბამისი განაკვეთი. ამასთან, სავალდებულოა ნომენკლატურის წონის მითითებაც. (სურათი 1.1.2)

სურათი 1.1.2

უშუალოდ განბაჟების ოპერაციის გასატარებლად, შესყიდვების მოდულში დამატებულია დოკუმენტი – განბაჟება. განბაჟების
დოკუმენტით შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე შესყიდვის დოკუმენტზე გადასახადების დარიცხვა. განბაჟების დოკუმენტის
გატარებამდე, აუცილებელია, გატარდეს შესყიდვის დოკუმენტი (შემოსავლის ზედდებული).

3
ERP Standard 3.5

განბაჟების დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს შესყიდულ მარაგებზე გადავანაწილოთ როგორც განბაჟების, ასევე დღგ-ს
თანხები. აღნიშნული დოკუმენტის ქუდში გხვდება შემდეგი ველები:

 ორგანიზაცია
 გადასახადის ტიპები (დღგ, იმპორტი)
 ნომრები (დოკუმენტის და კონტეინერების A-ნომერი და C-ნომერი)
 დოკუმენტის გატარების თარიღი
 დღგ-ს თანხა

ასევე ჩანართები:

 მარაგები - მარაგები ავტომატურად ივსება იმ შემოსავლის ზედდებულების დოკუმენტებში არსებული სასაქონლო სიით,
რომელთა განბაჟებაც ხდებად. მარაგები შეივსება HS code-ის მიხედვით, რაც გვაძლევს საშუალებას დავინახოთ
ნომკლატურაზე გადასანაწილებელი თანხა.
 Calculated by program - პროგრამაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადათვლილია განბაჟების თანხა. იგი
გამოითვლება ავტომატურად პროგრამის კოდში გაწერილი ფორმულის მიხედვით და მისი დაკორექტირება
მომხმარებლის მიერ შეუძლებელია.
 Calculated by customs - ივსება იგივე ინფორმაციით, რომლითაც ივსება ჩანართი: Calculation by program. თუმცა Calculated
by customs, დაკორექტირებადი ჩანართია, სადაც ინფორმაცია კორექტირდება საბაჟოს მითითების მიხედვით, ასეთის
აუცილებლობის შემთხვევაში.
 დამატებითი - სადაც მხოლოდ ავტორი და პასუხიმგებელი პირი ეწერება

Amount net და Amount gross ველები გამოითვლება რაოდენობის წონებზე გადამრავლებით, რომელიც უკვე ნომენკლატურის
ბარათზე მივუთითეთ და განაჟების დოკუმენტის მარაგების ჩანართშიც ჩანს შესაბის ველებში (სურათი 1.1.3).

Calculated by program-ის ჩანართში, მიღებული Amount net და Amount gross-ი მრავლდება HS code-ში გაწერილ წონის
კოეფიციენტებზე. ასავე გამოითვლება პროდუქციის ჯამური ღირებულება და ON price-ის პროცენტული წილი, რომლის
კოეფიციენტიც HS code-ში ეწერება (სურათები 1.1.2 – 1.1.4).

Calculated by customs-ში იგივე ინფორმაციული ველები გვხვდება, მაგრამ კორექტირდება, მომხმარებლის მიერ, საბაჟოდან
მოსული დოკუმენტების მიხედვით.

სურათი 1.1.3

4
ERP Standard 3.5

სურათი 1.1.4

სურათი 1.1.5

დოკუმენტში შესაბამისი რეკვიზიტების შევსების შემდეგ ხდება გადასახადების გადანაწილება.

დღგ–ს გადანაწილება ინფორმაციული ხასიათის გაანგარიშებაა. გატარება კეთდება ჯამურ თანხაზე, ხოლო იმპორტის
გადასახდის გადანაწილება ხდება ნომენკლატურაზე მინიჭებული პროცენტის მიხედვით და აღნიშნული გადასახადი შედის
საქონლის თვითღირებულებაში. (სურათი 1.1.5)

იმპორტის თანხის გადანაწილებისას პროგრამა იყენებს ველს: Cost of The Product RS. ამ ველში ინფორმაცია მოდის
ჩანართიდან: Calculated by customs. ხოლო ველი: Cost of The Product Our, ივსება ჩანართის მიხედვით: Calculated by program.

ეს მხოლოდ ინფორმაციული ველია, რათა თვალსაჩინო იყოს განსხვავება საბაჟოსა და პროგრამის მიერ, HS-კოდების
მიხედვით, გამოთვლილ იმპორტის გადასახადებს შორის.

1.2 მყიდველისგან დაბრუნების საფუძველზე კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა

შესყიდვების მოდულში, შემოსავლის ზედდებულის დოკუმენტში, როდესაც ოპერაციის სახეობა მყიდველისგან დაბრუნებაა,
დაემატა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შესაძლებლობა. იმისათვის, რომ კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა
გამოწეროთ, დადასტურებული უნდა იყოს რეალიზაციის ანგარიშ-ფაქტურა. ფაქტურას პროგრამაში უნდა ჰქონდეს სტატუსი
„დადასტურებული“ და არა „გადაგზავნილი“.

ფაქტურის გამოსაწერად, ჩამოშალეთ ღილაკი საფუძველზე შექმნა და დააჭირეთ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას. (სურათი
1.2.1)

5
ERP Standard 3.5

სურათი 1.2.1

განვიხილოთ კორექტირების ანგარშ-ფაქტურის გამოწერის ორი ვარიანტი:

 როდესაც უკან დაბრუნების დოკუმენტი, შექმნილია რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე - კორექტირების ანგარიშ-
ფაქტურის გამოწერისას, ავტომატურად მოაქვს დასაკორექტირებელი აგარიშფაქტურა. იმახსოვრებთ ფაქტურას
გატარება ღილაკზე ხელის დაჭერით, ჩამოშლით ღილაკ და აჭერთ შენახვას, შემდეგ გაგზავნას. (სურათი
1.2.2) მას შემდეგ რაც დააჭერთ გაგზავნას, ავტომატურად შეივსება ცარიელი გრაფები: ა/ფ ნომერი, ID და
რეგისტრაციის თარიღი. ფაქტურის სტატუსი შეიცვლება გაგზავნილი/კორექტირებულით (სურათი 1.2.3), ხოლო
დასაკორექტირებელ ანგარიშფაქტურას მიენიჭება სტატუსი პირველადი. (სურათი 1.2.4)

სურათი 1.2.2

6
ERP Standard 3.5

სურათი 1.2.3

სურათი 1.2.4

 როდესაც უკან დაბრუნების დოკუმენტი შექმნილია რეალიზაციის დოკუმენტის საფუძვლის გარეშე - კორექტირების
ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისას, სიაზე გასვლისას ხელით ირჩევთ დასაკორექტირებელ ანგარიშ-ფაქტურას, სადაც
მხოლოდ დადასტურებული ფაქტურები გიჩანთ. (სურათი 1.2.5) არჩევის შემდეგ აჭერთ გატარება ღილაკს, ჩამოშლით
ღილაკ , შენახვა და გაგზავნა (სურათი 1.2.6). გაგზავნის შემდეგ ავტომატურად შეივსება ცარიელი ველები:
ა/ფ ნომერი, ID და რეგისტრაციის თარიღი. ფაქტურის სტატუსი შეიცვლება გაგზავნილი/კორექტირებულით (სურათი
1.2.7), ხოლო დასაკორექტირებელ ანგარიშ-ფაქტურას მიენიჭება სტატუსი პირველადი. (სურათი 1.2.8)

7
ERP Standard 3.5

სურათი 1.2.5

სურათი 1.2.6

8
ERP Standard 3.5

სურათი 1.2.7

სურათი 1.2.8

კორექტირების ფაქტურას ჩვეულებრივი ფაქტურისგან განასხვავებს ის, რომ ჩართული აქვს ალამი „კორექტირება“. ამ ალმის
ჩართვისას ფორმაზე ჩნდება დამატებითი ველი: „დასაკორექტირებელი დოკუმენტი“. (სურათი 1.2.9)

სურათი 1.2.9

9
ERP Standard 3.5

2 წარმოების მოდული
2.1 ავტომატური წარმოება

ავტომატური წარმოების შესასრულებლად, დაგვეხმარება ახალი დამუშავება - ავტომატური წარმოება, რომელიც იძლევა
საშუალებას პროდუქციის რეალიზების დროს 1 წამით ადრე გაატაროს წარმოების დოკუმენტი წინასწარ გაწერილი
სპეციფიკაციის მიხედვით, რის შედეგადაც, წარმოების დოკუმენტის შექმნა ხელით აღარ იქნება საჭირო.

ავტომატური წარმოება, ხილვადობის ჩართვისთვის პროგრამაში დაემატა ახალი კონსტანტა, რომელიც მდებარეობს ყველა
ფუნქციაში, კონსტანტების სიაზე, სახელწოდებით ავტომატური წარმოება.(სურათი 2.1.1)

სურათი 2.1.1

მანამდე აუცილებელია, ნომენკლატურას გაეწეროს სპეციფიკაცია და ავტომატური წარმოების პროდუქციის სიაზე (რომელიც
მდებარეობს წარმოების მოდულში) დაფიქსირდეს იგი (სურათი 2.1.2 და 2.1.3).

სურათი 2.1.2

10
ERP Standard 3.5

სურათი 2.1.3

როგორც უკვე ვთქვით, ამ დამუშავების გამოყენებისას, მხოლოდ გასავლის ზედდებულის გატარებით ხდება როგორც
პროდუქციის რეალიზება, ასევე მათი წარმოება (სურათი 2.1.4).

სურათი 2.1.4

11
ERP Standard 3.5

ავტომატური წარმოების დამუშავება ანალოგიურად მუშაობს საცალოდ, სალაროდან გაყიდულ პროდუქციაზე:

 ვირჩევთ ნომენკლატურას
 გავუწერთ სასურველ რაოდენობას და ფასს
 დავაჭერთ გადახდას

გადახდისას, ავტომატურად გენერირდება წარმოების დოკუმენტი.

სურათი 2.1.5

12
ERP Standard 3.5

3 ძირითადი საშუალებების მოდული


3.1 ამორტიზაციის დარიცხვა შემცირებადი ნაშთის მეთოდით

ძირითადი საშუალებების მოდულში (სურათი 3.1.1), ძირითადი საშუალების ამორტიზაციის მეთოდებს დაემატა შემცირებადი
ნაშთის მეთოდი.

სურათი 3.1.1

იმისთვის რომ ქონებას ცვეთა დაერიცხოს შემცირებადი ნაშთის მეთოდით, ძირითადი საშუალების შექმნისას უნდა
მიუთითოთ შესაბამისი ცვეთის მეთოდი (სურათი 3.1.2).

სურათი 3.1.2

ამორტიზაციის მეთოდის ველში შემცირებადი ნაშთის მეთოდის მითითების შემდეგ შესავსებია სამი ველი (სურათი 3.1.3):

13
ERP Standard 3.5

 საწყისი ღირებულება
 სალიკვიდაციო ღირებულება
 ამორტიზაციის %

საწყისი ღირებულების ველში მიუთითეთ ძირითადი საშუალების საწყისი ღირებულება, ანუ ის თანხა რომლითაც უნდა
აიყავნოთ ქონება აღრიცხვაზე და დაარიცხოთ ცვეთა; სალიკვიდაციო ღირებულების ველში მიუთითეთ ძირითადი
საშუალების საბოლოო ღირებულება, რა ოდენობამდეც გსურთ რომ დაერიცხოს ძირითად საშუალებას ცვეთა, ხოლო
ამორტიზაციის %-ის ველში უთითებთ ცვეთის წლიურ განაკვეთს.

სურათი 3.1.3

მაგალითი: კომპანიამ შეისყიდა ძირითადი საშუალება საწყისი ღირებულებით 1000 ლარი, რომლის სალიკვიდაციო
ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო ამორტიზაციის წლიური პროცენტი 30%. პირველ თვეს ცვეთის დარიცხვა მოხდება
ქონების საწყის ღირებულებაზე 1000 ლარზე. თვიური 2,5%-ით (30%/12) და შესაბამისად დარიცხული ამორტიზაცია იქნება 25
ლარი (სურთი 3.1.4)

სურათი 3.1.4

მეორე თვეს ამორტიზაცია დაერიცხება ქონების ნარჩენ ღირებულებას, ანუ 975 ლარს თვიური 2,5%-ით, რაც იქნება 24,38
ლარის ტოლი (სურათი 3.1.5). ანალოგიურად ნარჩენი ღირებულებიდან დაერიცხება ქონებას ამორტიზაცია ყოველ მომდევნო
თვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დარიცხვა ხდება ნარჩენ ღირებულებასა და სალიკვიდაციო ღირებულებას შორის
სხვაობით, რათა სალიკვიდაციო ღირებულება ზუსტად გაუტოლდეს 100 ლარს.

14
ERP Standard 3.5

სურათი 3.1.5

3.2 ძირითადი საშუალებების კატეგორიზაცია (ქონების დეკლარაციის შესაბამისად)

ძირითადი საშუალებების მოდულს დაემატა ახალი ცნობარი - ძირითადი საშუალებების კატეგორია. აღნიშნული კატეგორიები
ზუსტად ემთხვევა RS.GE-ზე ქონების დეკლარაციაში არსებულ ძირითადი საშუალებების ტიპებს (სურათები 3.2.1 და 3.2.2):

სურათი 3.2.1

15
ERP Standard 3.5

სურათი 3.2.2

თითოეულ ამ კატეგორიას გაწერილი აქვს შესაბამისი ბუღალტრული ანგარიშები, ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა (2100-
ის ტიპის) და ამორტიზაციის (2200-ის ტიპის) აღრიცხვისთვის.

აღნიშნული კატეგორების ჭრილში შესაძლებელია ძირითადი საშუალებების უწყისიდან ინფორმაციის ამოღება მარტივად,
ქონების დეკლარაციაში გადასატანად (სურათი 3.2.3):

სურათი 3.2.3

16
ERP Standard 3.5

4 სამუშაოების მოდული
4.1 საგარანტიო ფუნქციონალი

სამუშაოების მოდულში (სურათი 4.1.1), შეკვეთა - განწესის დოკუმენტს დაემატა საგარანტიო ფუნქციონალი.

საგარანტიო ფუნქციონალი გვაძლევს საშუალებას, კლიენტისთვის გავწიოთ მომსახურება და მასზე არ წარმოიშვას


დავალიანება და არ დაერიცხოს დღგ-ს გადასახადი. საგარანტიო ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია როგორც
სამუშაოს, ასევე საქონლის ჩანართში.

სურათი 4.1.1

აღნიშნული ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართოთ შემდეგი კონსტანტა: საგარანტიო ფუნქციონალი შეკვეთა-
განწესში. (სურათი 4.1.2)

მონიშნეთ ალამი საგარანტიო ფუნქციონალი შეკვეთა განწესში.

სურათი 4.1.2

ფუნქციონალის გააქტიურების შედმეგ, დოკუმენტ შეკვეთა - განწესში გამოჩნდება გარანტიის ალამი. (სურათი 4.1.3; 4.1.4).

სურათი 4.1.3

17
ERP Standard 3.5

სურათი 4.1.4

ალმის მონიშვნის შემდეგ დოკუმენტით ჩამოიწერება მარაგი, დაერიცხება სერვისის ხელფასი, გაითვალისწინება
საშემოსავლო და საპენსიო თანხები.

მაგრამ, დოკუმენტი არ გაატარებს შემდეგ ბუღალტრულ გატარებებს: დებეტი:1410 და კრედიტი 6110 / 3330.

როგორც ვხედავთ, არ გატარდა დებიტორული დავალიანების წარმოშობა და შესაბამისი შემოსავალი რეალიზაციიდან,


რომელიც არის დღგ ს გარეშე. დღგ-ს გადასახადი ასევე არ გაითვალისწინება საგარანტიო ფუნქციონალით. (სურათი 4.1.5).

სურათი 4.1.5

საგარანტიო ფუნქციონალის მაგალითზე განვიხილოთ შეკვეთა - განწესი.

მაგალითად, კლიენტს სამუშაოს ნაწილში გაეწია 100 ლარის მომსახურება და საქონლის ნაწილში გაიხარჯა 50 ლარის
საქონელი (40 ლარიანი თვითღირებულებით), დოკუმენტის ჯამური თანხა შეადგენს 150 ლარს. დოკუმენტში გარანტიის ალმის
მონიშვნის შემდეგ გატარდება ყველა ბუღალტრული რეგისტრები გარდა: რეალიზაციის აღიარების და დღგ ს გადასახადის
დარიცხვისა. (სურათი 4.1.6; 4.1.7)

18
ERP Standard 3.5

სურათი 4.1.6

სურათი 4.1.7

როგორც, სურათებიდან ჩანს დოკუმენტის მიხედვით დაერიცხა სერვისის ხელფასი, ჩამოიწერა საქონელი
თვითღირებულებით, ასევე დაერიცხა საშემოსავლო და საპენსიო თანხები.

(დოკუმენტში არის შემდეგი დაშვება: სერვისის თანამშრომლის ხელფასი გამოთვლილია მთლიანი სამუშაოს თანხის 50% ის
ოდენობით).

19
ERP Standard 3.5

5 ხელფასების მოდული
5.1 საშემოსავლო შეღავათების აღრიცხვა

თანამშრომლების საშემოსავლო შეღავათების აღრიცხვისთვის ხელფასების მოდულში პროგრამას დაემატა ახალი დოკუმენტი
- საშემოსავლო შეღავათების რეგისტრაცია.

სურათი 5.1.1

საშემოსავლო შეღავათების რეგისტრაცია დოკუმენტი ივსება ინდივიდულური თანაშმრომლისთვის, თავსართის ნაწილში


შესავსები ველებია:

 თარიღი - მიუთითეთ ის თარიღი საიდანაც პროგრამამ უნდა დაიწყოს შეღავათების ათვლა


 ორგანიზაცია - რომელ ორგანიზაციაშიც მუშაობს თანამშრომელი
 თანამშრომელი - კონკრეტული თანამშრომელი აირჩიეთ თანამშრომლების ცნობარიდან, რომლისთვისაც
არეგისტრირებთ შეღავათს
 თანხა - თანხის ველში მიუთითეთ ის თანხა, რომელიც დარჩენილი აქვს თანამშრომელს შეღავათის სახით
კალენდრული წლის დასრულებამდე
 პროცენტი - პროცენტის ველში ვუთითებთ იმ პროცენტს, რიცხვის სახით, რამდენ პროცენტიანი შეღავათითაც
სარგებლობს თანამშრომელი, მაგ: 20 - 20%-იანი შეღავათი, ნიშნავს რომ თანამშრომელს არ ვუკავებთ საშემოსავლოს,
10 - 10%-იანი შეღავათი, ნიშნავს რომ თანამშრომელს დაუკავდება საშემოსავლოს 50%.

დოკუმენტის ცხრილური ნაწილის შევსები სვეტებია:

 ქვეგანყოფილება - ქვეგანყოფილებების ცნობარიდან ვირჩევთ იმ ქვეგანყოფილებას რომელზე მუშაობის დროსაც


მოქმედებს შეღავათი, შესაძლებელია რომ თანამშრომელს ჰქონდეს ისეთი ტიპის შეღავათი, რომელიც მოქმედებს
მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში მუშაობისას, თუ ასეთ თანამშრომელს გადავიყვანთ სხვა ქვეგანყოფილებაში
რომელიც არ აკმაყოფილებს მაღალმთიანობის პირობას, პროგრამა ავტომატურად შეუწყვეტს საშემოსავლო
შეღავათს.
 საშემოსავლოს პროცენტი - ანალოგიურად თავსართში მითითებული პროცენტისა, ივსება ინდივიდუალურად
ქვეგანყოფილების ჭრილში, რამდენპროცენტიანი შეღავათით სარგებლობს თანამშრომელი.

20
ERP Standard 3.5

დოკუმენტის ცრილური ნაწილის შესავსებად გამოსაყენებელი ღილაკები:

 დამატება - ახალი სტრიქონის დამატება ცხრილურ ნაწილში, დამატებული სტრიქონის ყველა სვეტი შესავსებია
მანუალურად
 ქვეგანყოფილებების შევსება - ავტომატურად ივსება ცრილური ნაწილი პროგრამაში არსებული ყველა
ქვეგანყოფილებით, საშემოსავლოს პროცენტის სვეტი ივსება დოკუმენტის თავსართში პროცენტის ველში მითითებული
რიცხვით.

სურათი 5.1.2

ხელფასის დარიცხვა დოკუმენტის შექმნისას, შევავსოთ და გამოვთვალოთ ღილაკი ავტომატურად ავსებს თანამშრომლის
გადასახადების ნაწილს შეღავათის მიხედვით, ხელფასის დარიცხვა დოკუმენტის გადასახადების ფანჯრის ცრილში დაემატა
ახალი სვეტი შეღავათის თანხა სადაც ვხედავთ თუ რა თანხა გამოიყენა თანამშრომელმა მიმდინარე თვეში და როგორ
შეუმცირდა დარჩენილი შეღავათი.

საგადახდო უწყისი დოკუმენტის ცხრილურ ნაწილშიც დაემატა ახალი სვეტი შეღავათის თანხა სადაც ვხედავთ თუ რა თანხა
გამოიყენა თანამშრომელმა მიმდინარე თვეში და როგორ შეუმცირდა დარჩენილი შეღავათი.

სურათი 5.1.3

21
ERP Standard 3.5

6 გაყიდვების მოდული
6.1 გასაყიდი ფასების კონტროლი

პროგრამას დაემატა შესაძლებლობა, თითოეული ნომენკლატურისთვის გავაკონტროლოთ გასაყიდი ფასები. კერძოდ, თუ


პროგრამულად ვატარებთ ნომენკლატურის გაყიდვას და გასაყიდი ფასი ნაკლებია ამ ნომენკლატურისთვის თარიღით ბოლო
შესყიდვის ფასზე, პროგრამა არ მოგვცემს რელიზაციის საშუალებას და გამოგვიტანს შეტყობინებას, რომ ბოლო შესყიდვის
ფასი აღემატება მიმდინარე გასაყიდ ფასს.

იმისათვის, რომ აღნიშნულმა ფუნქციონალმა იმუშაოს, აუცილებელია ჩავრთოთ კონსტანტა გასავლის ზედდებულში გაყიდვის
ფასის შედარება ბოლო შესყიდვის ფასთან. (სურათი 6.1.1)

სურათი 6.1.1

6.2 შეცვლილი ფასების სია

დამუშავება შეცვლილი ფასების სია გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული პერიოდისა და ფასის ტიპის ჭრილში
მონიტორინგის მიზნით ვნახოთ იმ ნომენკლატურების სია, რომლებისთვისაც შეიქმნა ან დაკორექტირდა გასაყიდი ფასები.

დამუშავება მდებარეობს გაყიდვების მოდულში. (სურათი 6.2.1)

22
ERP Standard 3.5

სურათი 6.2.1

სურათი 6.2.2

თუ ქუდის ნაწილში დავადებთ პერიოდის ფილტრს და ავირჩევთ კონკრეტულ ფასის ტიპს, სიის განახლების შემდეგ, ცხრილურ
ნაწილში გამოვა ყველა იმ ნომენკლატურის სია, რომლისთვისაც დარეგისტრირდა ახალი ფასი, ან დაკორექტირდა
არსებული. დამატებითი ანალიტიკისთვის ჩანს ასევე სხვაობა ძველ და ახალ ფასებს შორის. (სურათი 6.2.2)

აღნიშნული დამუშავება განსაკუთრებით კომფორტულია მენეჯერებისთვის, მოლარეებისთვის - ვისაც აინტერესებთ, რომელ


ნომენკლატურებზე შეიცვალა ფასები, რომ დაბეჭდონ ახალი ფასდებულები, უზრუნველყონ შესაბამისი რეკლამები
სოციალურ ქსელში და ა.შ.

23
ERP Standard 3.5

6.3 ფასების დასაშვები ტიპები

თითოეული მომხმარებლისთვის შეგვიძლია დავადგინოთ ფასების დასაშვები ტიპი, შედეგად მხოლოდ ეს დასაშვები ფასის
ტიპი გამოუჩნდება აღნიშნულ მომხმარებელს ფასების ცვლილების დამუშავებაში.

აღნიშნული შეზღუდვის გაწერა ხდება მომხმარებლის გასწორებებში (სურათი 6.3.1):

სურათი 6.3.1

24
ERP Standard 3.5

7 საწყობის მოდული
7.1 მყიდველის შეკვეთების დამუშავება,რეალიზაცია და RS.GE-ზე გააქტიურება ჯამურად, ერთ სივრცეში

შეგროვებული შეკვეთების დამუშავებაში დაემატა ახალი ფუნქციები, რომლებიც შესაძლებელს ხდის მყიდველის შეკვეთების
საფუძველზე ჯამურად შექმნილი გასავლის ზედდებულებისთვის, ჯამურადვე გამოიწეროს და RS.GE-ზე გააქტიურდეს
ზედნადებები. გამოწერილი ზედნადებებისთვის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითების შესაძლებლობით (სურათი
7.1.1)

სურათი 7.1.1

ასევე, დაემატა საბეჭდი ფორმა შეკვეთილი პროდუქცია, სადაც ყველა მყიდველის შეკვეთიდან ამოჯამებული პროდუქტების
სია გამოჩნდება. (სურათი 7.1.1)

საწყობის მოდულში არსებული შეგროვებული შეკვეთების დამუშავებაში დაკორექტირდა შემდეგი დეტალები:

დამუშავება ხილვადია საწყობის მოდულში, მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა კონსტანტა აგროვების ფუნქციონალი;
(აქამდე მხოლოდ აღნიშნული კონსტანტის ჩართვის შემდეგ ხდებოდა ხელმისაწვდომი და შეკვეთების სიის შევსება
დამოკიდებული იყო აგროვების ფუქნციონალის გამოყენებაზე, მის სტატუსებზე (იხ. რელიზი 4);

დამუშავებას ქუდის ნაწილში დაემატა ფილტრები: სავაჭრო წარმომადგენელი და ტრანსპორტირების დაწყების თარიღი.

ცხრილში მყიდველის შეკვეთების სია ივსება იმ ფილტრების გათვალისწინებით, რაც ქუდში იქნება არჩეული;

დამუშავებას დაემატა ახალი ფუნქცია, შექმნილი რეალიზაციის დოკუმენტების ჯამურად გაგზავნა RS.GE-ზე. ამისათვის,
დამუშავებაში დაემატა ღილაკი სასაქანლო ზედდებულების შექმნა, რომელზე დაჭერითაც, გასავლის ზედდებულებისთვის
ავტომატურად იქმნება ელექტრონული ზედნადებები და აქტიურდება საგადასახადო პორტალზე. შექმნილი ზედნადებები
დამუშავებაში ჩანს ცალკე ჩანართში.

თუ შევსებული იქნება ქუდის ნაწილში დამატებული ახალი თარიღის ტიპის ფილტრი „ტრანსპორტირების დაწყების თარიღი“,
პორტალზე ზედნადებების გააქტიურება მოხდება შესაბამისი თარიღით.

თუ არ იქნება შევსებული, მაშინ დეფოლტად მიმდინარე თარიღით შეივსება.

მნიშვნელოვანია! ტრანსპორტირების დაწყების თარიღი თავიდანვე სწორად გაწერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში


პროგრამიდან კორექტირება აღარ იქნება შესაძლებელი.

25
ERP Standard 3.5

8 საბანკო ტერმინალებთან ინტეგრაცია უნაღდო ანგარიშსწორების ჩეკების ავტომატური ბეჭდისთვის

პროგრამა დაინტეგრირდა შემდეგ საბანკო ტერმინალის მოდელებთან:

 TBC-VerifoneVX680
 TBC-VerifoneVX820
 BOG–VerifoneVX680
 LB–VerifoneVX680
შედეგად, ტერმინალების აღნიშნულ მოდელებთან მუშაობისას შესაძლებელია ჩეკების ავტომატური ბეჭდვა.

9 ინტერფეისის დახვეწა

ინტერფეისის დახვეწის სამუშაოებმა მოიცვა შემდეგი მიმართულებები:

 პროგრამის ვიზუალი
 თარგმანი: ქართული, ინგლისური, რუსული
 ანგარიშგებები
 კონსტანტების სია.

OneSoft გისურვებთ წარმატებებს, უკვე ERP Standrad 3.5 -თან ერთად!

26

You might also like