You are on page 1of 7

ვარიანტი I

(30 ქულა) კომპანია „აქცენტები და სტრატეგიები“-ის ზოგიერთი ანგარიშზე 2020 წლის 1


იანვარს არსებული ნორმალური ნაშთი ასეთია: ძირითადი ნედლეული (DM) $15,000, მზა
პროდუქცია (FG) $20,000.
ასევე ცნობილია რომ 2020-ის 31 იანვრისთვის ფაქტიური ზედნადების (OH actual) ანგარიშზე
მოგროვდა თვის განმავლობაში ამ კატეგორიის შესაბამისი $57,000-ის ტოლი დანახარჯი.
კომპანია ზედნადები დანახარჯების (OH) განაწილებისთვის პირდაპირი შრომის (DL)
მიხედვით დათვლილ საბიუჯეტო ნორმას იყენებს. 2019 წლის დეკემბერში შედგენილ, 2020
წლის ბიუჯეტში ზედნადები (OH) $600,000-ით, პირდაპირი შრომა (DL) კი $400,000-ით
განისაზღვრა.
2020 წლის 31 იანვრისთვის წარმოების პროცესში (WIP) მხოლოდ ერთი შეკვეთა N37 იყო. ამ
შეკვეთაზე დახარჯული ძირითადი ნედლეულის (DM) ღირებულება $8,000-ს, პირდაპირი
შრომის (DL) დანახარჯები კი $2,000-ს შეადგენდა (დახარჯული შრომის საათების
რაოდენობა 125 იყო).
წარმოებაში იანვრის განმავლობაში შეტანილი ძირითადი ნედლეულის (DM) ღირებულებამ
$90,000 შეადგინა.
იანვარში წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება (COGM) $180,000 იყო.
ძირითადი ნედლეულის (DM) ანგარიშის ნაშთი 31 იანვრისთვის $20,000-ია.
მზა პროდუქციის (FG) მარაგების ნაშთმა 31 იანვრისთვის $15,000 შეადგინა.
ქარხნის ძირითადი მუშების საათობრივი ხელფასი მუდმივი იყო იანვრის განმავლობაში და
მათ 2,500 საათი იმუშავეს.
დავალება: გამოთვალეთ
1. იანვარში შესყიდული ძირითადი ნედლეულის (DM) ღირებულება; 3
2. იანვრის განმავლობაში რეალიზებული მზა პროდუქციის თვითღირებულება (COGS);
3
3. იანვრის დანახარჯები პირდაპირ შრომაზე (DL); 4
4. დარიცხული ზედნადები (OH) იანვრის განმავლობაში; 3
5. დაუმთავრებელი პროდუქციის (WIP) ანგარიშის მნიშვნელობა 1 იანვარსა და 31
იანვარს; 2+3
6. იანვრის თვის გადახარჯული ან გაუხარჯავი ზედნადების (underallocated or
overallocated overhead) მნიშვნელობა. 3
7. გამოთვალეთ დაუმთავრებელი პროდუქციის (WIP), მზა პროდუქციის (FG) და
რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ანგარიშთა საბოლოო ბალანსები
თუ გადახარჯული ან გაუხარჯავი ზედნადებს:
7.1 ჩამოწერთ პირდაპირ რპთ-ზე (შეასრულეთ შესაბამისი საჟურნალო
გატარება) 3
7.2 გადავანაწილებთ შესაბამის ანგარიშებზე მათი საბოლოო ბალანსების
პროპორციულად (შეასრულეთ შესაბამისი საჟურნალო გატარება); 3
8. რისი ტოლი იქნება დაუმთავრებელი პროდუქციის (WIP) კორექტირებული ნაშთი,
თუ კომპანია გადახარჯული ან გაუხარჯავი ზედნადებს (underallocated or
overallocated overhead) გადაანაწილებს მაკორექტირებელი ნორმით. 3
(20 ქულა) კომპანია ვაჭრობს სხვადასხვა საქონლით. მის 2020 წლის მოგება-ზარალის
ანგარიშგებას შემდეგი სახე აქვს

შემოსავალი რეალიზაციიდან 10,500,000


რსთ (ცვლადი ხარჯია) 4,500,000
საერთო მოგება რეალიზაციიდან 6,000,000
საოპერაციო ხარჯები:
ფიქსირებული ხელფასები 1,100,000
ცვეთის ხარჯები (ფიქსირებული ხარჯია) 300,000
ხარჯი შესაფუთ მასალებზე (ცვლადი ხარჯი) 400,000
მარკეტინგის ფიქსირებული ხარჯები 200,000
დისტრიბუციის ცვლადი ხარჯი 1,400,000
სულ საოპერაციო ხარჯები 3,400,000
საოპერაციო მოგება 2,600,000

1. კომპანიის მოგება-ზარალი გადაწერეთ კონტრიბუციული ფორმატით; 5


2. გამოთვალეთ კომპანიის კონტრიბუციის ნორმა (CM%); 3
3. რა შემოსავლის გამომუშავება იყო საჭირო ნულოვანი მოგების მისაღწევად (BEP REV)?
3
4. რა შემოსავლის გამომუშავება იყო საჭირო რომ მიეღოთ 7,000,000 საოპერაციო მოგება
(OI)? 4
5. თუ კომპანია რეკლამაზე 2021 წლის განმავლობაში დახარჯავს დამატებით $160,000,
შემოსავალი რეალიზაციიდან 45%-ით გაიზრდება. რამდენით შეიცვლება მოგება ამ
აქტივობის განხორციელების შემთხვევაში? 5
(10 ქულა) კინოთეატრ „სპარტაკში“ არსებული კაფე ყიდის ყავას, ჩაის და ნამცხვრებს.
გაყიდვების სავარაუდო პროპორცია, შესაბამისად, შემდეგია 2:3:4.
საშუალოდ ერთი ყავის გასაყიდი ფასი 4.7 ლარია. ინგრედიენტები რომლითაც ყავა
მზადდება 1.2 ლარისაა.
ჩაის გასაყიდი ფასი 1.5 ლარია და მისი მომზადებისთვის 0.4 ლარის მასალები იხარჯება.
ნამცხვრები საშუალოდ 3.2 ლარად იყიდება. ნამცხვარის მოწოდება კაფისთვის 1.4 ლარად
ხდება.
გარდა ამისა გამყიდველს, ფიქსირებულ ხელფას 350 ლართან ერთად, ყოველ გაყიდულ
ყავაზე 1 ლარს, ჩაიზე 0.3 ლარს, ნამცხვარზე კი 0.6 ლარს უხდიან.
კაფე კინოთეატრს უხდის 800 ლარ ქირას. ამასთან კაფე თვეში 70 ლარს იხდის
კომუნალური ხარჯებისათვის.
დავალება:
1. დათვალეთ რამდენი უნდა ივაჭროს (შემოსავალი) კაფემ ნულოვანი მოგების
(BEP$) მისაღწევად. CMU 2; CM pek. 2; ( +2) 1+1.
2. გამოთვალეთ რამდენი ყავა, რამდენი ჩაი და რამდენი ნამცხვარი უნდა გაიყიდოს
იმისთვის რომ კაფემ გამოიმუშაოს 4,800 ლარი სუფთა მოგება (NI) თუ მოგების
გადასახადის განაკვეთი 20%-ია. 2+1+1

(20 ქულა) რკინის ნაკეთობათა კომპანია „ზენა“ იღებს შეკვეთებს სხვადასხვა სამშენებლო
კომპანიებისგან და რკინის კარებებს ამზადებს. კომპანია იყენებს ხარჯთაღრიცხვის მარტივ სისტემას
(Simple Costing System) რომელიც მოიცავს ორ პირდაპირ დანახარჯს - პირდაპირი შრომა (DL) და
ნედლეული (DM); ყველა სხვა დანახარჯი ზედნადების კატეგორიაშია გაერთიანებული. ეს სისტემა
ზედნადებს ანაწილებს მანქანა საათების მიხედვით დათვლილი საბიუჯეტო ნორმების საფუძველზე
(Normal Costing) და თვითღირებულებას ითვლის შეკვეთების მიხედვით (Job costing). კომპანიას ორი
დამოუკიდებელი საამქრო აქვს: აწყობის და ღებვის.
მიმდინარე წლისთვის 40 სხვადასხვა ზომის შეკვეთის შესრულება დაიგეგმა. წლის დასაწყისში
მენეჯმენტმა შეასრულა შემდეგი წლიური საბიუჯეტო გაანგარიშებები:
საერთო ზედნადები (OH) დანახარჯები:
წარმოების ადმინისტრირების ხარჯები $270,000
შეკვთის მიღება-დამუშავების დანახარჯები $340,000
აწყობის განყოფ ღებვის განყოფ.
პირდაპირი დანახარჯები (Direct Cost):
დანახარჯები ნედლეულზე (DM) $1,440,000 $550,000
დანახარჯები პირდაპირ შრომაზე (DL) $800,000 $450,000
განყოფილებების ზედნადები (OH) დანახარჯები:
კომუნალური დანახარჯები $420,000 $300,000
დანახარჯები დამატებითი ნედლეულსა და მასალებზე $240,000 $410,000
დანახარჯები ხარისხის კონტროლზე $280,000 $225,000
დანახარჯები ნედლეულის მიწოდებაზე $380,000 $150,000
უზრუნველყოფის დანახარჯები $140,000 $90,000
სხვა საბიუჯეტო მაჩვენებლები:
პირდაპირი შრომის საათები 8,000 6,000
მანქანა-საათები 20,000 8,000
კონკრეტული N12 შეკვეთის შესრულება დაიწყო ივნისის შუა რიცხვებში და დასრულდა ორი
კვირის შემდეგ. ამ შეკვეთაზე დახარჯული რესურსების შესახებ ვიცით:
აწყობის განყოფ. ღებვის განყოფ.
შეკვეთაზე გამოყენებული ნედლეული $26,800 $43,500
პირდაპირი შრომის დანახარჯები $18,100 $27,200
პირდაპირი შრომის საათები 240 450
მანქანა-საათები 200 330
დავალება:
1. გამოთვალეთ N12 შეკვეთის თვითღირებულება კომპანიაში არსებული ხარჯთაღრიცხვის მარტივ
სისტემის (Simple costig sistem) გამოყენებით. 5 (4)
2. გამოთვალეთ რისი ტოლი იქნებოდა N12 შეკვეთის თვითღირებულება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია
საერთო ზედნადებ დანახარჯებს თანაბრად გადაანაწილებდა განყოფილებებს შორის და შეკვეთების
თვითღირებულების დასათვლელად გამოიყენებდა განყოფილებების მიხედვით დათვლილი
ზედნადები დანახარჯების გეგმიურ (საბიუჯეტო) ნორმებს (OH Rate): აწყობის განყოფილებაში
ზედნადებ დანახარჯებს გაანაწილებდა მანქანა-საათების საფუძველზე, ხოლო ღებვის
განყოფილებაში – პირდაპირი შრომის საათების საფუძველზე. Rate 3; +3
3. გამოთვალეთ რისი ტოლი იქნებოდა N12 შეკვეთის თვითღირებულება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია
გამოიყენებდა ხარჯთაღრიცხვის ABC სისტემას. 9
ამ შემთხვევაში შეკვეთის მიღება-დამუშავების ხარჯები პირდაპირ დანახარჯებად განიხილება.
დამატებითი ინფორმაციების მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეკვეთა N12-ის მიღება-დამუშავება
$7,230 დაჯდა.
სხვა დანახარჯებიდან: წარმოების ადმინისტრირების, ხარისხის კონტროლისა და ნედლეულის
მიწოდების ხარჯები მოსალოდნელი შეკვეთების რაოდენობებს უნდა დაუკავშირდეს.
დანარჩენი ზედნადები დანახარჯები კი, განყოფილებების მიხედვით, შემდეგი ცხრილის
შესაბამისად უნდა გადანაწილდეს:
დანახარჯი განაწილების პარამეტრი
კომუნალური დანახარჯები პირდაპირი შრომის საათები
დანახარჯები დამატებით ნედლეულსა და მასალებზე ძირითადი (პირდაპირი)
ნედლეული
უზრუნველყოფის დანახარჯები მანქანა საათები
(20 ქულა) კომპანია „პაპა კარლო“ აწარმოებს გარკვეული ტიპის საოფისე მაგიდებს. მაგიდები
წარმოების პროცესში გაივლის ორ განყოფილებას: გამოჭრა-დამუშავების და კომპლექტაცია-ღებვის
განყოფილებებს. შემდეგ მზა პროდუქცია გადაეცემა საწყობს.
კომპანიას ხარჯთაღრიცხვა პროცესების მიხედვით აქვს ორგანიზებული.
ქვემოთ მოცემულია ნოემბრის თვის მონაცემები გამოჭრა-დამუშავების და კომპლექტაცია-ღებვის
განყოფილებების დანახარჯების შესახებ.
გამოჭრა-დამუშავების კომპლექტაცია-ღებვის
განყოფილება განყოფილება
დაუმთავრებელი პროდუქც. საწყისი მარაგები (WIP beg) $48,000 $67,000

გამოყენებული ნედლეული (DM used) $37,000 $19,000

გარდაქმნის დანახარჯები (CC) $45,000 $8,000

პირველ განყოფილებაში საწყისი მარაგები შედგებოდა გამოჭრა-დამუშავების პროცესში მყოფი 70


ერთეულისაგან. რომლებიც პირველი ნოემბრისთვის 60%-ით იყვნენ დასრულებულნი ნედლეულის
და 70%-ით გარდაქმნის დანახარჯების მიხედვით. მათი თვითღირებულება-$48,000 მოიცავს
$22,000 ნედლეულისა და $26,000 გარდაქმნის დანახარჯებს.
ნოემბრის განმავლობაში გამოჭრა-დამუშავების განყოფილებაში წარმოებაში ჩაუშვეს კიდევ 220
ცალი მაგიდა. ამ თვის განმავლობაში კომპლექტაცია-ღებვის განყოფილებაში გადაიგზავნა 180
ერთეული, დანარჩენი კი 30 ნოემბრისთვის დასრულებული იყო 45%-ით ნედლეულისა და 50%-ით
გარდაქმნის დანახარჯების მიხედვით.
მეორე განყოფილებაში საწყისი მარაგები შედგებოდა კომპლექტაცია-ღებვის პროცესში მყოფი 100
ერთეულისაგან. რომლებიც პირველი ნოემბრისთვის 70%-ით იყვნენ დასრულებულნი ნედლეულის
და 60%-ით გარდაქმნის დანახარჯების მიხედვით. მათი თვითღირებულება-$67,000 მოიცავს
$52,000 სატრანსფერო დანახარჯებს, $10,000 ნედლეულისა და $5,000 გარდაქმნის დანახარჯებს.
ნოემბრის განმავლობაში მეორე განყოფილებიდან მზა პროდუქციის საწყობში გადაიგზავნა 200
ცალი მაგიდა, 80 ერთეული კი 30 ნოემბრისთვის დასრულებული იყო 40%-ით ნედლეულისა და
30%-ით გარდაქმნის დანახარჯების მიხედვით.
დავალება: მარაგების აღრიცხვის პირველი შემოვიდა პირველი გავიდა FIFO მეთოდს გამოყენების
შემთხვევაში გამოთვალეთ:

გამოჭრა-დამუშავების განყოფილებისთვის
1. მზა ექვივალენტური რაოდენობა (equivalent units) ნედლეულისა (DM) და გარდაქმნის (CC)
დანახარჯების მიხედვით. 2
დაუმთავრებელი (WIP) პროდუქციის თვითღირებულება ნოემბრის ბოლოს და ნოემბერში
კომპლექტაცია-ღებვის განყოფილებაში გადაგზავნილ ერთეულთა თვითღირებულება. (Trans.
Out Cost). 2+2+2

კომპლექტაცია-ღებვის განყოფილებისთვის
1. მზა ექვივალენტური რაოდენობა (equivalent units) სატრანსფერო (Trans. In), ნედლეულისა
(DM) და გარდაქმნის (CC) დანახარჯების მიხედვით. 1+1+1
2. დაუმთავრებელი (WIP) პროდუქციის თვითღირებულება ნოემბრის ბოლოს და ნოემბერში მზა
პროდუქციის საწყობში გადაგზავნილ ერთეულთა თვითღირებულება. (COGM). 1+1+1+4+2
ბონუს ამოცანა (5 ქულა) შპს „საკეტი“ ელექტროსაკეტებს აწარმოებს. სააღრიცხვო
განყოფილებაში 2020 წლისთვის შემდეგი იმფორმაცია მოგროვდა:

მარკეტიგული განყოფილების ხელფასები $35,000


საწარმო მოწყობილობათა ცვეთა 29,000
რეკლამის ხარჯები 8,000
პირდაპირი შრომა (DL) 72,000
წარმოებაში დასაქმებული დამხმარე პერსონალის ხელფასები 23,000
მზა პროდუქცია, 1 იანვარი (FG, 1 january) 31,000
მზა პროდუქცია, 31 დეკემბერი (FG, 31 december) 40,000
კომუნალური დანახარჯები წარმოებაში 18,000
ნედლეული, 1 იანვარი (DM, 1 january) 9,000
ნედლეული, 31 დეკემბერი (DM, 31 december) 4,000
შესყიდული ნედლეულის თვითღირებულება (D.M. purchased) 185,000
საწარმო შენობის იჯარა 25,000
დაუმთავრებელი პროდუქცია, 1 იანვარი (WIP, 1 january) 7,500
დაუმთავრებელი პროდუქცია, 31 დეკემბერი (WIP, 31 december) 2,700
შემოსავალი რეალიზაციიდან 630,000
დავალება:
1. გამოთვალეთ წარმოებული მზა პროდუქციის თვითღირებულება(COGM) 3 .
2. გამოთვალეთ საოპერაციო მოგება (OI). 2
5 4 ან 2

You might also like