You are on page 1of 3

თავი 2.

შუალედური გამოცდის ტიპიური ამოცანების ნიმუშები


ყველა ამოცანა 2 ქულიანია
ამოცანა 1.
წლის ბოლოს საწარმო ფლობს შემდეგი სახის აქტივებს: შენობები 50000 ფე, მანქანა-
დანადგარები 8500 ფე, სატრანსპორტო საშუალებები 4000 ფე და ოფისის აღჭურვილობა
500 ფე. წლის განმავლობაში საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა 30000
ფე, ხოლო გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ 12000 ფე შეადგინა. მას
გადასახდელი აქვს 2000 ფე სესხი. წლის ბოლოს გასცა დივიდენდი 3000 ფე. კაპიტალი
წლის დასაწყისში შეადგენს 46000 ფე.
საწარმოს საკუთარი კაპიტალი წლის ბოლოს შეადგენს (ფე):
 61000
 61280
 57870
 64130

ამოხსნა:
აქტივები = 50000 + 8500 + 4000 + 500 = 63000 ფე
ვალდებულებები = 2000 ფე
კაპიტალი = 63000 – 2000 = 61000 ფე

46000 + 18000 – 3000 = 61000

ამოცანა 2.
წლის ბოლოს საწარმო ფლობს შემდეგი სახის აქტივებს: შენობები 434800 ფე, მანქანა-
დანადგარები 85000 ფე, სატრანსპორტო საშუალებები 35000 ფე და ოფისის
აღჭურვილობა 7000 ფე. წლის განმავლობაში საქონლის გაყიდვიდან მიღებულმა
შემოსავლებმა 65700 ფე, ხოლო გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ 42400 ფე

1
შეადგინა. მას გადასახდელი აქვს 22000 ფე სესხი და მუშა-მოსამსახურეებისათვის
12000 ფე ხელფასი. წლის ბოლოს გასცა დივიდენდი 5500 ფე. კაპიტალი წლის
დასაწყისში შეადგენს 510000 ფე.
საწარმოს საკუთარი კაპიტალი წლის ბოლოს შეადგენს (ფე):
 527800
 612800
 578700
 641300

ამოხსნა:
აქტივები = 434800 + 85000 + 35000 + 7000 = 561800 ფე
ვალდებულებები = 22000 + 12000 = 34000 ფე
კაპიტალი = 561800 – 34000 = 527800 ფე

510000 + 23300 – 5500 = 527800

ამოცანა 3.
მიმდინარე თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულია 1300 ფე მომსახურება, ნაღდი
ანგარიშსწორებით განაღდებულია 600 ფე ხარჯები, ხოლო შემდგომი გადახდის
პირობით გაწეულია 400 ფე ხარჯები. საბანკო ანგარიშის საწყისი ნაშთია 320 ფე.
მიმდინარე თვის ტრანზაქციების შედეგად რამდენად გაიზრდება (ფე):
1. ფულადი სახსრები:

700

2. კრედიტორული დავალიანება:

400
ამოხსნა:
2
ფულადი სახსრები = 1300 – 600 = 700 ფე
კ/დავალიანება = 400 ფე

ამოცანა 4.
საწარმოს შემოსავლებმა საანგარიშგებო პერიოდში შეადგინა 100000 ფე, საიდანაც 10000 ფე
საქონლის რეალიზაცია მოხდა შემდგომი გადახდის პირობით. აღნიშნული თანხის დაფარვა
გათვალისწინებული იყო წლის ბოლომდე. იგივე საანგარიშგებო პერიოდში გაწეულია 70000
ფე-ს ხარჯი, საიდანაც მხოლოდ 65000 ფე-ია გადახდილი. დარჩენილი თანხა საწარმომ უნდა
დაფაროს წლის ბოლომდე. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით გაიანგარიშეთ საწარმოს
საანგარიშგებო პერიოდის მოგება არის (ფე):
 30000
 25000
 35000
 20000

ამოხსნა:
მოგება = 100000 – 70000 = 30000 ფე

ამოცანა 5.
საწარმო სექტემბრიდან აქირავებს თავის ერთ-ერთ შენობას, წლიური საიჯარო ქირა
შეადგენს 12600 ფე. ნოემბერში მან ავანსის სახით მიიღო 6300 ფე.
მიმდინარე წლის შემოსავალი არის (ფე):

4200

ამოხსნა:
12600/12 × 4 = 4200 ფე

You might also like