You are on page 1of 21

ვარიანტი I

 რეგისტრირებული ფიზიკური პირი ეწევა ეკონომიკურ


საქმიანობას, 2015 წლის მანძილზე მიღებულმა შემოსავალმა
შეადგინა 200 000 ლარი, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი
130 000 ლარი.
 გამოთვალეთ ფიზიკური პირის 2015 წლის საშემოსავლო
გადასახადი:
  
 ა) 40 000 ლარი;
 ბ) 6 000 ლარი;
 გ) 14 000 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 შპს „ალტა“-მ თანამშრომელს წახალისების მიზნით
უსასყიდლოდ გადასცა კომპიუტერი, რომლის საბაზრო
ღირებულება 1500 ლარია, ხოლო მისი თვითღირებულება 1100
ლარი. გამოთვალეთ თანამშრომლის სარგებელი.
  
 ა) 400 ლარი;
 ბ) 1100 ლარი;
 გ) 1500 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 იურიდიულმა პირმა სოფლის მეურნეობის საქმიანობიდან 2015
წელს პირველადი მიწოდებით მიიღო შემოსავალი 190 000
ლარი, მასთან დაკავშირებული ხარჯები 100 000 ლარია.
გამოთვალეთ ფიზიკური პირის 2015 წლის საშემოსავლო
გადასახადი.
  
 ა) 18 000 ლარი;
 ბ) 38 000 ლარი;
 გ) 0 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 შპს “X”-ის 2015 წლის დასაწყისის I ჯგუფის ღირებულებითი
ბალანსი შეადგენს 70 000 ლარს, პერიოდის დასაწყისის
ამორტიზაციის თანხა შეადგენს 14 000 ლარს. შპს “X”-მა 2015
წელს I ჯგუფიდან მოახდინა ძირითადი საშუალებების
გარკვეული ნაწილის რეალიზაცია 50 000 ლარად.
გამოთვალეთ 2015 წლის ამორტიზაციის ხარჯი.
  
 ა) 8 200 ლარი;
 ბ) 0 ლარი;
 გ) 1 200 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
 შპს „კლასიკა“-მ თანამშრომელი, რომელიც დასაქმებული ჰყავს
იურიდულ განყოფილებაში იურისტად დაუფინანსა
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომლის
ღირებულებამ შეადგინა 700 ლარი, ამავე დროს გაუშვა
მივლინებით საზღვარგარეთ იურიდიული ხელშეკრულების
გასაფორმებლად. შპს „კლასიკა“-მ თანამშრომელს აუნაზღაურა
მივლინების საფასური 3 000 ლარი დადგენილი ნორმის
ფარგლებში. გამოთვალეთ ფიზიკური პირის სარგებელი.
  
 ა) 0 ლარი;
 ბ) 700 ლარი;
 გ) 3 000 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 ფიზიკურმა პირმა, ნანა კაპანაძემ გაყიდა 2015 წელს
კომერციული ფართი 200 000 ლარად, რომელიც გადმოცემული
ჰქონდა 2014 წლის დეკემბერში III რიგის მემკვიდრისგან და
მისი საბაზრო ღირებულება გადმოცემის მომენტში შეადგენდა
140 000 ლარს. გამოთვალეთ ფიზიკური პირის 2015 წლის
საშემოსავლო გადასახადი.
  
 ა) 0 ლარი;
 ბ) 3 000 ლარი;
 გ) 40 000 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 რეზიდენტ იურიდიულ პირს წარმომადგენლობითი ხარჯის
გამოქვითვის უფლება აქვს თუ წარმომადგენლობითი ხარჯი
შეადგენს:
  
 ა) არა უმეტეს დასაბეგრი მოგების 1%-ს:
 ბ) არა უმეტეს დასაბეგრი მოგების 10%-ს;
 გ) არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლის 1%-ს;
 დ) არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
 ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება:
  
 ა) რეალიზებული ძირითადი საშუალების თვითღირებულებით;
 ბ) რეალიზებული ძირითადი საშუალების ნარჩენი საბალანსო
ღირებულებით;
 გ) რეალიზებული ძირითადი საშუალების სარეალიზაციო
ღირებულებით;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 უიმედო ვალის ხარჯად აღიარება შეიძლება საგადასახადო
მიზნებისათვის თუ:
  
 ა) მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია 3 წელი;
 ბ) გარდაიცვალა იმ კომპანიის დირექტორი, რომლის მიმართაც
გვერიცხება მოთხოვნა;
 გ) სასამართლოს მიერ დაწყებულია საქმის წარმოება
გაკოტრების შესახებ.
 დ) ვერ ხერხდება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენელი
და მფლობელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
 ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ
მცირე მეწარმის საქმიანობის ფარგლებში მიიღო შემოსავალი
2015 წლის მანძილზე 80 000 ლარი, მასთან დაკავშირებული
ხარჯები შეადგენს 56 000 ლარს, რომელიც დადასტურებული არ
არის დოკუმენტურად. გამოთვალეთ ფიზიკური პირის 2015 წლის
საშემოსავლო გადასახადი.
  
 ა) 4 800 ლარი;
 ბ) 16 500 ლარი;
 გ) 1 325 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 რეზიდენტი პირის ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ
ექვემდებარება:
  
 ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი;
 ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
 გ) სახელმწიფოსთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და
მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 ფიზიკური პირი ირაკლი მიმინოშვილი მეორე მსოფლიო ომის
მონაწილე პირია, მისი ხელფასი შეადგენას თვეში 500 ლარს.
გამოთვალეთ ირაკლი მიმინოშვილი 2015 წლის საშემოსავლო
გადასახდელი.
  
 ა) 300 ლარი;
 ბ) 600 ლარი;
 გ) 840 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 ძირითადი საშუალებების ჯგუფის ღირებულებით ბალანსში არ
შეიტანება:
  
 ა) ისტორიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა;
 ბ) არამატერიალური აქტივი, რომლის ღირებულება 1000 ლარზე
მეტია;
 გ) 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების რემონტის
ღირებულება:
  
 ა) შეიტანება ჯგუფის ღირებულებით ბალანსში;
 ბ) გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან ექსპლუატაციაში
მიღების წელს;
 გ) არ შეიტანება ჯგუფის ღირებულებით ბალანსში და არ ემატება
ხარჯებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 მცირე ბიზნესის სტატუსი უუქმდება ფიზიკურ პირს თუ:
  
 ა) ფიზიკური პირის შემოსავალი წლის მანძილზე შეადგენს 30 000
ლარზე მეტს;
 ბ) ფიზიკური პირი გახდა დღგ-ს გადამხდელი;
 გ) ფიზიკურ პირს გაქირავებული აქვს საცხოვრებელი ბინა;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 შპს „ალბატროს“-ს 2015 წელს შესყიდული აქვს ძირითადი
საშუალებები, რომლის ღირებულება შშეადგენს 2 000 000 ლარს,
მათ შორის შეძენილი მიწის ღირებულება შეადგენს 500 000
ლარს, შენობა ნაგებობის ღირებულება 800 000 ლარს, მანქანა-
დანადგარები 400 000 ლარს, საოფისე ინვენტარი და ავეჯი 300
000 ლარს. ორგანიზაციამ აღნიშნული ძირითადი საშუალებების
გამოყენება დაიწყო 2015 წელს, გარდა მანქანა-დანადგარებისა,
რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წლის 25 იანვარს.
გამოთვალეთ შპს „ალბატროს“-ის ამორტიზაციის თანხა.
  
 ა) 100 000 ლარი;
 ბ) 180 000 ლარი;
 გ) 400 000 ლარი
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 მიკრო მეწარმის სტატუსით რეგისტრირებული ფიზიკური პირის
საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 2015 წლის მანძილზე
შეადგენს 20 000 ლარს, ამავე დროს საცხოვრებელი ფართი ს
გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა წლის
მანძილზე 50 000 ლარი. გამოთვალეთ მიკრო მეწარმის მიერ
2015 წლის მანძილზე ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადი.
  
 ა) 2 500 ლარი;
 ბ) 3 500 ლარი;
 გ) 10 000 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 შპს „ალფი“გააჩნია უძრავი ქონება და შემოსავლის წყაროს
წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული
შემოსავალი. შპს „ალფ“-ს ფინანური მენეჯერის ხელფასი
შეადგენს 1000 ლარს, თუმცა ურთიერთშეთანხმებით
გადაწყვიტეს, რომ კომპანია 800 ლარს აუნაზღაურებს ფულადი
ფორმით, ხოლო 200 ლარად მიაქირავებს საცხოვრებელ ბინას,
რომლის გასაქირავებელი საბაზრო ფასი შეადგენს 350 ლარს.
განსაზღვრეთ დაქირავებული თანამშრომლის მთლიანი
სარგებელი ერთ თვეში.
  
 ა) 350 ლარი;
 ბ) 150 ლარი;
 გ) 1000 ლარი;
 დ) 1150 ლარი.
 შპს „ZXY”-ის 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 300
000 ლარს, ხოლო შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული
ხარჯი შეადგენს 220 000 ლარს, მათ შორის:
წარმომადგენლობითი ხარჯი 40 000 ლარია. გამოთვალეთ 2015
წელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის
ოდენობა.
  
 ა) 220 000 ლარი;
 ბ) 180 000 ლარი;
 გ) 210 000 ლარი;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
 ფიზიკური პირი, რომელიც ფლობდა საცხოვრებელ ბინას 2013
წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით
მოახდინა მისი რეალიზაცია 80 000 ლარად, მიღებულმა ნამეტმა
შემოსავალმა შეადგინა 10 000 ლარი. ფიზიკური პირის მიერ
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს:
  
 ა) 2 000 ლარს;
 ბ) 500 ლარს;
 გ) 0 ლარს;
 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

You might also like