You are on page 1of 4

ეროვნული სიმდიდრის სტატისტიკა

1. ეროვნული სიმდიდრის ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრა


2. აქტივების კლასიფიკაცია ეროვნულ სიმდიდრეში
3. ძირითადი კაპიტალის განსაზღვრა და კლასიფიკაცია
4. ძირითადი კაპიტალის შეფასების სახეები
5. ძირითადი კაპიტალის ბალანსი
6. ძირითადი კაპიტალის ცვეთა
7. ძირითადი კაპიტალის მდგომარეობის, მოძრაობისა და
ვარგისიანობის მაჩვენებლები
8. ძირითადი კაპიტალის გამოყენების მაჩვენებლები
9. ძირითადი კაპიტალის დინამიკის მაჩვენებლები
10. საბრუნავი კაპიტალის განსაზღვრა და კლასიფიკაცია
11. საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისა და გამოყენების
მაჩვენებლები

ამოცანა 1 (1ქ)

ძირითადი კაპიტალის სრული თავდაპირველი ღირებულება 20,0 მლნ.ლარს შეადგენს,


სალიკვიდაციო ღირებულება -2,0 მლნ.ლარია, კაპიტალური რემონტის ღირებულება 1,0
მლნ.ლარი, მოდერნიზაციის ღირებულება 3,0მლნ.ლარი, ხოლო ძირითადი კაპიტალის
სამსახურის ნორმატიული ვადა 10 წელი. განსაზღვრეთ ამორტიზაციის წლიური ნორმა.

ამოცანა 2 (2ქ)

ფირმის ძირითადი კაპიტალის მოცულობისა და მოძრაობის შესახებ გვაქვს

შემდეგი მონაცემები (ათასი ლარი):

ძირითადი კაპიტალის სრული თავდაპირველი ღირებულება

წლის დასაწყისში 240

წლის განმავლობაში:

შემოვიდა 30

გავიდა ცვეთის გამოკლებით 4

გასული კაპიტალის სრული თავდაპირველი ღირებულება 20

ცვეთა წლის დასაწყისისთვის(%) 20

ამორტიზაციის წლიური ნორმა(%) 10

განსაზღვრეთ ძირითადი კაპიტალის:

1) ღირებულება წლის ბოლოსათვის;


2) ბალანსი სრული თავდაპირველი ღირებულებით;

3) განახლების კოეფიციენტი;

4) გასვლის კოეფიციენტი;

5) ნარჩენი ღირებულება წლის დასაწყისისათვის;ძირითადი კაპიტალის ნარჩენი


ღირებულება წლის დასაწყისისათვის = ძირ. კაპიტალის ღირებულება წლის დასაწყისში _
(ძირ. კაპიტალის ღირებულება წლის დასაწყისში × ცვეთის პროცენტზე/100);

6) ამორტიზაციის წლიური მოცულობა; გაიანგარიშება ძირითადი კაპიტალის


საშუალოწლიური ღირებულების გადამრავლებით წლიური ამორტიზაციის კოეფიციენტზე

7) ნარჩენი ღირებულება წლის ბოლოსათვის(ცვეთის გამოკლებით);

8) ცვეთისა და ვარგისიანობის კოეფიციენტები წლის დასაწყისისათვის;

9) ცვეთისა და ვარგისიანობის კოეფიციენტები წლის ბოლოსათვის

ამოცანა 3 (1ქ)

მაჩვენებელი საბაზისო პერიოდი საანგარიშო პერიოდი


(ათასი ლარი)
ძირითადი კაპიტალის 22250 25900
საშუალოწლიური
მოცულობა
გამოშვებული პროდუქცია 55000 59000
შესადარის ფასებში
განსაზღვრეთ:

1. ძირითადი კაპიტალის კაპიტალუკუგების ინდექსი;

2. გამოშვებული პროდუქციის მოცულობის დინამიკის ინდექსი;

3. ძირითადი კაპიტალის საშუალოწლიური მოცულობის (დინამიკის ინდექსი;

ამოცანა 4 (1ქ)

საწარმოს საბრუნავი სახსრების (კაპიტალის) შესახებ გვაქვს შემდეგი მონაცემები,

ათასი ლარი:

თარიღი 2019 წელი 2020 წელი


1 იანვარი 330 380
1 თებერვალი 390 450
1 მარტი 350 360
1 აპრილი 400 410
1 მაისი 360 390

რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 2019 წელს (ხუთ თვეში) შეადგინა 3050 ათასი
ლარი, ხოლო 2020 წელს _ 3700 ათასი ლარი.

განსაზღვრეთ:

1. ბრუნვადობის კოეფიციენტი, ბრუნვადობა დღეებში და საბრუნავი სახსრების


დატვირთვის კოეფიციენტები თითოეული წლისათვის
2. შეადარეთ წლების მაჩვენებლები ერთმანეთს.

You might also like