You are on page 1of 2

კაზუსი 1

ალფა არის საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს. კომპანიის
დამფუძნებლები არიან: საქართველოს რეზიდენტი კომპანია ბეტა (40%), საქართველოს რეზიდენტი
კომერციული ბანკი გამა (20%) და საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი გიორგი (40%), რომელიც
ამავე კომპანიაში მუშაობს დირექტორად.
ალფამ 2016 წელს მიიღო 2.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება, რომელზეც კოდექსით გათვალისწინებულ
ვადებში დაადეკლარირა და გადაიხადა დარიცხული გადასახადი 150 000 ლარი. ამავე კომპანიის წმინდა
მოგება 2017 წელს შეადგენდა 1,6 მილიონ ლარს.
2017 წლის აგვისტოში კომპანია ალფამ თავის პარტნიორებზე გაანაწილა 2016 წლის წმინდა მოგების
ნაწილი, რის შედეგადაც პარტნიორებს ჩაერიცხათ შემდეგი თანხა:
- ბეტას 900 000 ლარი
- გამას 360 000 ლარი
- გიორგის 540 000 ლარი
ბეტამ ალფასგან მიღებული დივიდენდი 2017 წლის სექტემბერში სრულად გაუნაწილა თავის პარტნიორ
ფიზიკურ პირებს. ანალოგიურად მოქიცა გამაც. ანუ ბეტასა და გამას მესაკუთრეები მხოლოდ ფიზიკური
პირები არიან.
2018 წლის თებერვალში ალფამ 2017 წლის წმინდა მოგებიდან პარტნიორებზე გასანაწილებლად გამოყო
სულ 1 000 000 ლარი და მათი წილის პროპორციულად გაუნაწილა. ბეტამ და გამამ თავისი კუთვნილი
წილები ამავე წლის მარტში გაუნაწილეს საკუთარ პარტნიორ ფიზიკურ პირებს.
2018 წლის მაისში ალფამ განახორციელა შემდეგი ოპერაციები:
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან (მხოლოდ ისეთი ოპერაციები აქვს, რომელზეც ვრცელდება
მიკრო ბიზნესით დადგენილი შეღავათები) შეიძინა საქონელი 20,000 ლარად.
2. საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირა 60 000 ლარი
3. საქართველოს რეზიდენტ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (გიორგიზე) 10 მაისს გასცა სესხი 50,000
ლარის ოდენობით უპროცენტოდ.

დავალება:
ა) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2017 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის
მიხედვით და რა გადასახადს გადაიხდის (გადარიცხავს) ის საქართველოს ბიუჯეტში ამავე პერიოდის
მიხედვით
ბ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2018 წლის თებერვლის საანგარიშო
პერიოდის მიხედვით
გ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ალფას 2018 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის
მიხედვით
დ) განსაზღვრეთ რა მოგების გადასახადი დაერიცხება ბეტას და გამას 2017 წლის სექტემბრის და 2018
წლის მარტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით
ე) განსაზღვრეთ ალფას ვალდებულებები დივიდენდის გადასახადის (მათ შორის გამოთვალეთ
დივიდენდის გადასახადი)
კაზუსი 2

საქართველოს რეზიდენტი კომპანიის, ომეგას 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 3 000 000 ლარს,
ხოლო გაწეული ხარჯი - 2 500 000 ლარს (წმინდა მოგება შეადგენს 425 000 ლარს).
2018 წლის 7 თებერვლას ომეგამ, საქართველოს რეზიდენტი კომპანია C-სგან (ლიმონათების მწარმოებელი
კომპანიაა) აიღო სესხი 1 წლის ვადით 500 000 ლარი წლიურ 28%-ად, კონტრაქტის თანახმად სესხის
პროცენტი - 140000 ლარი გადაიხადა თებერვალშივე.
იგივე წლის 5 იანვარს ამ კომპანიის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 25 000 ლარი,
აგვისტოში – 8000 ლარი, ნოემბერში კი – 14000 ლარი.
ამავე წლის დეკემბერში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე (რომელიც 5 წელია საქმიანობს ბავშვობიდან
მკვეთრად გამოხატული შრომისუუნაროების დახმარების სფეროში) გასცა 50 000 ლარის ღირებულების
ავტომობილები.
დეკემბერშივე ომეგამ, ურთიერთდამოკიდებულ პირს - მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიაწოდა
საქონელი 10 000 ლარად, როცა საბაზრო ფასი შეადგენდა 12000 ლარს.

განსაზღვრეთ შპს ომეგას ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში თითოეული ოპერაციის


მიხედვით 2018 წლის განმავლობაში

You might also like