You are on page 1of 3

ამ დავალების წილი მთლიან შეფასებაში არის 10%.

კაზუსებში იყენებთ დაშვებას, რომ ყოველთვის მოქმედებდა საგადასახადო კოდექსისა და


დაგროვებითო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის ის რედაქციები, რაც მოქმედებს ეხლა

კაზუსი 1 – 10 ქულა

თეონა 27 წლის საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირია.

2019 წლის იანვრიდან თეონა მუშაობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორად. მისი შრომის
ანაზღაურება კონტრაქტის მიხედვით (ანუ ე.წ გროსს ხელფასი) ყოველთვიურად შეადგენს 2500 ლარს.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა თეონა სამსახურეობრივი გადამზადების მიზნით 2019 წლის
თებერვალში, 4 დღით მივლინებით გაუშვა მადრიდში. მივლინების ხარჯები შედგებოდა 500 ევრო
მგზავრობის ხარჯისგან (ეკონომ ბილეთი), 500 ევრო სადღეღამისო ხარჯებისგან და და 900 ევრო ბინის
დაქირავების ხარჯებისგან. თვითონ გადამზადების მომსახურება თავისუფალ უნივერსიტეტს დაუჯდა
2000 ევრო. (ევროს კურსი ლართან არის 1=3)

გარდა ლექტორობისა, თეონამ 2019 წლის იანვარში დაარეგისტრირა ინდივიდუალური საწარმო,


რომლის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა ბავშვების სათამაშოების ყიდვა გაყიდვა.

2019 წლის განმავლობაში ინდივიდუალური საწარმოს გაყიდვები შეადგენდა 400 000 ლარს. შემოსავლის
მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები შემდეგია:

- გასაყიდი საქონლის შეძენა კი დაუჯდა 200 000 ლარი.

- გაყიდვებს ახორციელებდა ობიექტიდან (მაღაზია), რომელიც 2019 წელს შეიძინა 200 000 ლარად და
ამავე წელს გაარემონტა 20 000 ლარად.

- აქვს საერთაშორისო კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება, რომელიც 2019 წლის მარტში
შეიძინა 200 000 ლარად 4 წლის ვადით.

- მთელი 2019 წლის განმავლობაში დაქირავებული ჰყავდა ნინო, რომლის წლიურმა gross ხელფასმა
შეადგინა 6 000 ლარი. ნინო 30 წლის მარტოხელა დედაა.

თეონას ინდივიდუალური საწარმო არ იყენებს სრული გამოქვითვის მეთოდს.

განსაზღვრეთ:

1. თეონას საპენსიო დანაგროვი 2019 წელს (1 ქულა)


2. თეონას საშემოსავლო გადასახადი 2019 წელს დაქირავებით მუშაობიდან (2 ქულა)
3. თეონას ინდივიდუალური საწარმოს საშემოსავლო გადასახადი 2019 წელს (4 ქულა)
4. ნინოს საშემოსავლო გადასახადი 2019 წელს (2 ქულა)
5. რა საგადასახადო ვალდებულებები ექნება შესასრულებელი თეონას ინდ. საწარმოს 2020 წლის
მანძილზე, იმ დაშვებით, რომ საქმიანობა არ შეუწყვიტავს (ქულა 1)

ბოლო კითხვა არ არის შეცდომით დასმული და უნცა ცადოთ პასუხის გაცემა იმ ინფორმაციის
ფარგლებში, რაც გაქვთ მოცემული
კაზუსი 2 – 10 ქულა

ბარბარე საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირია. მისი შემოსავლები 2018 წელს შეადგენდა
შემდეგს:

- მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განთავსებულ დეპოზიტზე დაერიცხა (იგულისხმება ,,გროსი“) 12 000


ლარი საპროცენტო შემოსავალი

- შვეიცარიის რეზიდენტი საწარმოდან ჩაერიცხა დივიდენდი 20 000 ლარის ექვივალენტი ევროში.

- გაყიდა 2005 წელს 50 000 ლარად შეძენილი საცხოვრებელი ბინა 200 000 ლარად, რომელსაც მანამდე
არაფრისთვის იყენებდა.

- იანვარში და თებერვალში გაქირავებული ქონდა 2012 წელს 300 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი
თვეში 10 000 ლარად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბარბარემ გაყიდა მარტში 400 000 ლარად.

ბარბარემ 2019 წლის იანვარში დაარეგისტრირა ინდივიდუალური საწარმო და მაშინვე აიღო მცირე
ბიზნესის სტატუსი. აღნიშნული საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა ტანსაცმლის შეძენა და
გადაყიდვა უფრო ძვირად.

2019 წლის განმავლობაში ბარბარეს ინდივიდუალური საწარმოს გაყიდვები შეადგენდა 250 000 ლარს. ამ
გასაყიდი საქონლის შეძენა კი დაუჯდა 100 000 ლარი. ბარბარეს ინდ. საწარმო თავისი საქმიანობის
ფარგლებში იყენებდა ერთი დაქირავებული პირის (ეკას) შრომას, რომლის ანაზღაურებამაც კონტრაქტის
თანახმად (ანუ ე.წ gross) მთელი წლის მანძილზე შეადგინა 15000 ლარი (გაითვალისწინეთ, რომ ეკა 72
წლისაა და არასდროს გამხდარა დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილე).

2020 წლის იანვარში ბარბარეს ინდივიდუალურმა საწარმო (მცირე ბიზნესის სტატუსი კვლავ აქვს) კვლავ
იყენებდა ეკას შრომას წინა წლის იდენტური პირობებით. ინდ. საწარმომ ამავე თვეს შეიძინა ტანსაცმელი
200 000 ლარად, რომელიც ამავე წლის მანძილზე გაყიდა სრულად. შემოსავლები თვეების მიხედვით იყო
შემდეგი:

- იანვარში 100 000 ლარი ტანსაცმლის რეალიზაციიდან.


- თებერვალში 70 000 ლარი კომერციული ფართის იჯარით გაცემიდან.
- მარტში 50 000 ლარი ტანსაცმლის რეალიზაციიდან.
- აპრილში 300 000 ლარი ტანსაცმლის რეალიზაციიდან.
- მაისში 150 000 ლარი ტანსაცმლის რეალიზაციიდან.
- ივნისში 50 000 ლარი ტანსაცმლის რეალიზაციიდან.
- ივლისში კი ჩაერიცხა 10 000 ლარის დივიდენდი საქართველოს რეზიდენტი კომპანიისგან.
2020 წლის სხვა თვეებში გაყიდვები არ ქონია.

განსაზღვრეთ:

1. ბარბარეს საშემოსავლო გადასახადი 2018 წელს (2 ქულა)


2. ბარბარეს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური საწარმოს საშემოსავლო
გადასახადი 2019 წელს (1 ქულა)
3. ეკას საშემოსავლო გადასახადის ოდენობა 2019 წელს (2 ქულა)
4. ბარბარეს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური საწარმოს საშემოსავლო
გადასახადი (შესაბამისი პერიოდების მითითებით) 2020 წელს. პერიოდის მითითება
სავალდებულოა (4 ქულა)
5. ეკას საშემოსავლო გადასახადის ოდენობა 2020 წელს (1 ქულა)

You might also like