You are on page 1of 3

კაზუსი №1

გიორგი ცხოვრობს საქართველოში და სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში. 2015 წელს,


მას ბაბუისგან მემკვიდრეობით ერგო თბილისში საცხოვრებელი ბინა. ამავე წელს, გიორგიმ
თავის დაბადების დღეზე მამისგან საჩუქრად მიიღო ავტომობილი, რომლის საბაზრო
ღირებლუებაც 10 000 ლარია. 2016 წელს, გიორგიმ გადაწყვიტა ოჯახი შეექმნა საფრანგეთის
რეზიდენტ ნინასთან, რომელსაც წინა საქორწინო საჩუქრის ნიშნად აჩუქა მის საკუთრებაში
არსებული ავტომობილი.
სამწუხაროდ, ქორწილი არ შედგა და გიორგიმ გადაწყვიტა ახალი ცხოვრების დასაწყებად
ამერიკაში წასულიყო, რა მიზნითაც 2016 წლის დეკემბერში 90,000 აშშ დოლარად გაყიდა
თბილისში არსებული საცხოვრებელი ბინა.
განსაზღვრეთ გიორგისა და ნინას საგადასახადო ვალდებულებები 2016 წლისთვის.

კაზუსი №1 ნოუთები
 ბინა რომ აჩუქა შემოსავალია? დაიბეგრება? შემოსავალი არის, მაგრამ არ დაიბეგრება.
პირველი რიგის მემკვიდრეა შვილიშვილი და საჩუქარი გადასახადისგან
გათავისუფლდება.
 მამამ რომ აჩუქა? ანალოგიურად პირველი რიგის მემკვიდრეა სვილი და
გათავისუფლდება გდასახადისგან.
 საქორწინოდ მანქანის ჩუქებაზე რა მოხდება? ნინა კი საფრანგეთის რეზიდენტია,
მაგრამ ის უნდა გავაკრვიოთ შემოსავლის წყარო საქრტველოშია თუ არა. თუ
რუსთავში არიან ეს ორი და აქ გადაუფორმა მანქანა, შემოსავლის წყარო საქართველოა
და დაიბეგრება, ხოლო თუ საფრანგეთში გაუგზავნა, არ დაიბეგრება.
 ერთი წელი გავიდა, რაც ეს ბინა მის საკუთრებაშია, რაც ორ წელზე ნაკლებია ანუ ვერ
გათავისუფლდება დაბეგვრისგან, თუმცა ამ დროს ნამეტი იბეგრება 5%-ით და ჩვენ
ნამეტი არ ვიცით. კი ნაჩუქარია ეს ბინა, მაგრამ ნამეტის დასათვლელად
სარეალიზაციო ფასს უნდა გამოვაკლოთ საბაზრო ღირებულება.

კაზუსი №2
ეკა არის შპს „ტუტსის“ მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ხელფასის სახით ყოველთვიურად
იღებს 6,000 ლარის შემოსავალს. ეკა აქტიური თანამშრომელია და თავად გეგმავს კომპანიის
პიარ აქციებს, რომლებიც 2016 წელს წარმატებული აღმოჩნდა. შპს „ტუტსიმ“ გადაწყვიტა
მადლობის ნიშნად ეკას აჩუქოს ორ კაციანი საგზური პარიზში, რომლის ღირებულება
შეადგენდა 3,000 ლარს.
ეკასთვის ასევე ხელმისაწვდომია შპს „ტუტსის“ სადაზღვეო მომსახურება, რომლის თვიური
პრემია შპს „ტუტსის“ 60 ლარი უჯდება. მიუხედავად ამისა, ეკას არასდროს უსარგებლია
მისი სადაზღვეო პოლისით.
განსაზღვრეთ, ეკას და შპს „ტუტსის“ საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო
გადასახადის ნაწილში 2016 წლის განმავლობაში.

კაზუსი №2 ნოუთები
 6000 თავისთავად დაიბეგრება, უფრო სწორად დაბეგრილია უკვე და 20% მოჭრილი
აქვს.
 3000 ლარიანი საგზური პრემიაა, ხელფასის ტიპის შემოსავალია. ასევე ნეტია ის ანუ
მოჭრილი აქვს გადასახადი უკვე. 60 ლარი დაზღვევაც ნეტია, მოჭრილი აქვს ამასაც.
 პ.ს არაფულადი ბენეფიტები, მაგალითად აქ როგორც გვაქვს საგზური და დაზღვევა
იბეგრება არა ბენეფიტის მიღებისთანავე (მაგალითად ფულადი ხელფასი რომ
ჩაგერიცხება), არამედ იმ თვის ბოლოს, როცა ეს ბენეფიტი მივიღეთ. ანუ დაზღვევას
თვის ბოლოს მოეჭრება.
 ანუ რამდენით დაიბეგრება?
წლიურად ვნახოთ: ( (6000*12 + 60*12 + 3000) / 0.8 * 0.2 ) / 0.98 * 0.02
ეს ბოლოში საპენსიო ფონდის 2%-იც დავაკელით.
 რა მოხდება საპენსიო ფონდზე?
მოხვდება 2% ეკასგან, მეორე 2% კომპანიის და მესამე სახელმწიფოს 2%.

კაზუსი №3
გვანცა სრული 2016 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია A-ში. მისი კონტრაქტის
მიხედვით ანაზღაურება 2 500 ლარია თვეში, გარდა ამისა იგივე კონტრაქტის მიხედვით
გვანცა დამქირავებლისგან ყოველთვიურად სარგებლობს კვების 200 ლარიანი პაკეტით.
ამასთან გვანცამ მუშაობის დაწყებისთანავე დამქირავებელი კომპანიისგან აიღო 10 000
ლარიანი სესხი 6 თვით, წლიურ 15%-ად. აღნიშნული სესხი და დარიცხული პროცენტი
თავის დროზე დაფარა.

გვანცა აგვისტოში 4 დღით წასული იყო ბათუმში მივლინებით. მისი სასტუმროში


ცხოვრების ხარჯები (400 ლარი) და მგზავრობის ხარჯები (100 ლარი) დაბრუნების მერე
აანაზღაურა დამქირავებელმა. გარდა ამისა გვანცას მისცეს სადღეღამისო ანაზღაურება
ბათუმში გატარებულ თითო დღეზე 40 ლარის ოდენობით.

სექტემბერში გვანცა ამჯერად უკვე მივლინებით იყო წასული პარიზში 1 კვირით. მას
გადაუხადეს მგზავრობის ხარჯი (600 ევრო - ეკონომ კლასის ბილეთის ღირებულება) და
მისცეს ბინის დაქირავებისთვის 890 ევრო, ხოლო სადღეღამისო მიზნებისთვის კი 600 ევრო
(ვალუტის კურსი შეადგენს 3 ლარი=1ევრო).

გამოთვალეთ გვანცას მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და საშემოსავლო


გადასახადის ოდენობა 2016 წლის განმავლობაში..
კაზუსი №4
შოთა ინდივიდუალური საწარმოს მესაკუთრეა. ქვემოთ მოცემულია მისი შემოსავლები 2016
წლის განმავლობაში:
- მისი შემოსავლები საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს 150 000 ლარს (ერთი და იგივე
საქონელი გაყიდა თითო პარტია 10 000–ად).
- ის ფლობს 30 %–იან წილს შპს ივერში, რომელმაც მესაკუთრეებზე წილის პროპორციულად
გაანაწილა 100 000 ლარი.
- შოთას ჰქონდა კრედიტი საქართველოს ერთერთ ბანკში 10 000 ლარი 15 %–ად, რომელიც
მას ეპატია ამ ბანკის გათამაშებაში გამარჯვების გამო.
- შოთას ინდივიდუალურმა საწარმომ თავის ძმას (ასევე ბიზნესითაა დაკავებული) მიყიდა
იგივე პარტია საქონლისა რაც ამ მაგალითის დასაწყისშია 50 000 ლარად (სულ 8 პარტია).
- გარდა ამისა 2 პარტია იგივე საქონელი უფასოდ მიაწოდა თბილისის მერიას.
- ამავე წელს წელს უბედური შემთხვევის გამო სადაზღვევო კომპანიიდან მიიღო
სადაზღვევო ანაზღაურება 3000 ლარი.
გმოთვალეთ:
ა) შოთას მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
ბ) შოთას საგადასახადო ვალდებულებები 2016 წელს.

You might also like